✝ მართალი ვერონიკა (I)
12 ივლისი – ძველი სტილით / 25 ივლისი – ახალი სტილით
✦ · ✦
მართალი ვერონიკა, გადმოცემით, ის ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე
შეხებით განიკურნა (მთ. 9,20-22). ვერონიკამ მიაწოდა გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს
ხელსახოცი, რომლითაც ჯვარცმად მიმავალმა მაცხოვარმა სახე მოიწმინდა და ზედ
სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა.
✦ · ✦
