Categories
პარაკლისები

პარაკლისი წმიდისა პირველმოწამისა ქალწულისა თეკლასი

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა პირველმოწამისა და მოციქულთასწორისა 

ქალწულისა თეკლასი

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

რომელი დაემოწაფე სიტყუასა პავლესსა, უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთივ-წოდებულო, პირველ მოწამე იქმენ, და პირველ მოღვაწე შორის დედათა, აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს, სასწაულითა ჯუარისაითა. ქრისტესა ევედრე ყოვლად ქებულო, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეიწირე გალობაი ესე შენდა აღვლენილი, პირველმოწამეო თეკლა, და გვითხოე ქრისტეს სარწმუნოებასა შინა განმტკიცებაი.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიტყუათა შენთა მიერ, სულიერთა, ყოვლად სანატრელო პავლე, ხარებულ იქმნა თეკლა ქალწული და დაეწინდა ქრისტესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოუძლურდა ზუაობაი მძლავრისა ამპარტავანისაი, რამეთუ იძლია თეკლას მიერ, ძალითა ქრისტეს სარწმუნოებისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტევანი ეგე ცხორებაშემოსილი, რომელი აღმოუდინებ ყოველსა სოფელსა სიტკბოებასა ცხორებისასა, გშუა ქალწულმან, ქრისტე.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი, სიყუარული უაღრესი ბუნებათაი, ყოვლად პატიოსანო თეკლა, რომლითა შეკრულ-იქმენ პავლეს მიერ ქრისტესთვის.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერ შემძლებელ-იქმნა მიდრეკად გონებისა შენისა, წმიდაო მოწამეო, საშუებელი ქუეყანისაი და სამკაული სძლობისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უზესთაეს იქმენი, ვნებათა ხორციელთა, ნეტარო თეკლა, რამეთუ ლიქნამან დედისა შენისამან ვერცაღა მოგაუძლურა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმართებაი იქმენ შენ პირველისა დედისა ევაისი, რომელმან უშევ სოფელსა დასაბამი ცხორებისა ღმრთისმშობელი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 8

სათნოებათა მიერ მდედრობაი სიმხნედ შესცვალე სურვილითა უკუე ქრისტესითა, და ვითარცა მნათობი ჰნათობ მრჩობლად სოფელსა, აღმომაბრწყინვებელი შარავანდედთა სულისათა, პირველმოწამეო, ყოვლად ქებულო თეკლა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაწინდებულ-იყავ, თეკლა, თამვირისა მიერ, და ვითარცა ქალწული უბიწოი, მოციქულმან პავლე მიგათხოვა შენ ზეცისა სიძესა.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულ იქმენ ტრფიალებითა სარწმუნოებისაითა პავლეს სიტყვითა და სიტყუანი თამვირისანი, ვითარცა ამაონი შეურაცხ-ყვენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიწმიდისმოყუარე იყავ და მოძულე გემოთა ქუეყანისათა მონაგებთა, და მეოტ-ექმენ ნათესავთა და დაწინდებულსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად გიცნობთ შენ, ყოვლადწმიდაო, ყოველნი, რომელნიცა ესე გავნათლდით, რამეთუ მზე სიმართლისაი ჰშევ მარადის, ქალწულო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ, რამეთუ სხუაი ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოიღვაწე ღუაწლი ძლიერი, თეკლა სანატრელო, და სიხარულითა ღირს იქმენ მოსაგებელსა.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარიტყვენა ვეშაპი, ამპარტავანი უკეთურებითა, და ქალწულმან ისწავა მორჩილებაი ქრისტეს ვნებათაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

პავლე კრულისა მიერ შეიკარ საკრველითა სიყუარულისაითა, თეკლა, და აღვსებულ-იყავ შენ სარწმუნოებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარიამ ღმრთისმშობელო, უსძლოო, ამაო-ჰყვენ სასოებანი მტერთანი და მგალობელნი შენნი მხიარულ-ჰყვენ.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უძლური იგი ბუნებაი დედობრივი, ძალითა მხსნელისაითა განძლიერდა და სამკაული სძლობისაი განიძარცვა რაი სიყუარულისათვის ქრისტეს ღმრთისა, მირბიოდა წმიდაი თეკლა  მოძღურისა თვისისა პავლესად.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სულითა შეიტკბნე კრულებანი სულიერისა მოძღურისანი საპყრობილესა შინა, და ირწყვებოდი შენ სიტყვითა მისითა საღმრთოითა ნერგისაებრ სამოთხისა და მოართვი ნაყოფი ღმრთისა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაითა გვიხსნნეს ყოვლისაგან საცთურისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნებსით თვისით შესცვალე რაი სასძლოი იგი სარეცელი საპყრობილედ, ევედრებოდი უფალსა განძლიერებასა წინა-აღმდგომთა მისთა მიმართ და ეშმაკისა, აწ გულსაცა შინა ჩუენსა აღანთე საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი და გვიხსენ ჭირთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა რაი ვარდი, და ვითარცა უწმიდესი შროშანი, ვითარცა სუნნელი სუნნელთაი, ყრმააო, შემოქმედმან შუენიერთაგან ღელეთა სოფლისათა გამოგირჩია შენ, და დაემკვიდრა წიაღსა შინა შენსა, და იშუა, და კეთილ-სუნნელებითა ყოველნი აღავსნა.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                   

გუნდი: ამინ.

კონდაკი. ხმაი 8

ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი, და წამებისა გვირგვინითა შეიმკუე, და მოციქულებაი გერწმუნა, ქალწულო, ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის-წყრომაი ლოცვითა შენითა დააცხრუე, ვითარცა პირველ მოწამემან.

სხუაი კონდაკი. ხმაი 2

გულისა შენისა ქრისტეს სიყუარულითა მომწყლველმან დამწინდველი იგი ჟამიერი მოიძაგე, ვითარცა არად შესარაცხი და ჯუარცმული ქრისტე გაქუნდა რაი, ვითარცა ზეციერი სიძე შენი, ცეცხლსაცა შინა კადნიერად შესრულმან, პირნი დაუხშე მხეცთაცა და მათგან განრინებული კუალად პავლესა ეძიებდი გულსმოდგინებითა, პირველმოწამეო თეკლა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი, ხმაი 4. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება მათესი

თქუა უფალმან იგავი ესე: ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგ?ღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყვი თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაი მოვიდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ყოვლად ქებულისა დიდ-მოწამისა თეკლაისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: დედათა დიდებაო და წინამძღუარო მოღუაწეთაო, რომელმან განუღე ყოველთა წამებისა გზაი, მოციქულთა სწორო თეკლა, და პირველ-მოღუაწეო ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა განკურნოს სულთა ჩუენთა წყლულებანი და მოსცეს სოფელსა მშვიდობაი, ხოლო ერსა ჩუენსა მოანიჭოს ძლევაი მტერთა მიმართ და მშვიდობაი ეკკლესიათაი, ვედრებითა შენითა ჩუენთვის, სძალო ღმრთისაო.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, და წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანე და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა პირველ-მოწამისა თეკლაისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარსდეგ შენ პავლეს თანა, წინაშე მსაჯულისა, თეკლა ღმერთშემოსილო, და სთქუ განკვირვებასა შინა: სირცხვილი უჯერო განმიგდიეს და ვიტყვი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ მარადის.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შესთხიე თავი შენი სახუმილსა შინა, პირველ-მოწამეო თეკლა, ნებსით სიყუარულისათვის მხსნელისა, და არა დაიწუ და ღაღადებდ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ მარადის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღრუბელმან აღვსებულმან წვიმითა და სეტყვითა განაბნია სახუმილი და შეწუნა უსჯულონი, ხოლო შენ დაგიცვა, ვითარცა მოწამე თვისი და იტყოდი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ მარადის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კუერთხ-იქმენ ძირისაგან იესესა, ქალწულო ყოვლად სანატრელო, ცხორებისა ნაყოფისა ყვავილ-მქონებელი, სარწმუნოებით მგალობელთა ძისა მიმართ შენისა, მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი უგალობენ და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს ცხორებისა მომცემელსა, სიძესა მას ზეცისასა, სძალ ექმენ, წმიდაო, და მხეცთაგან მძვინვარეთა დაგიცვა უვნებელად.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღხვედ რაი მთასა მას კალამონსა, მუნცა პოვე კლდე, რომელსა შინა დაყავ მრავალნი წელნი მარხვითა და ლოცვითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იქმენ რაი მკურნალი ხელოვანი საღმრთოითა ძალითა, მრავალთა დედათა აღძრვიდი მოსავ-ყოფად ტკბილისა მაცხოვარისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მიუწდომელი ღმრთეებითა დამბადებელი და მხსნელი ჩუენი სიტყუაი ღმრთისაი შევ, ზეცისა სძალო, ამისთვის ყოველნი გადიდებთ.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამოი, რომელ არს შემოქმედი, ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღრმასა მას მხცოვანებასა მიღწეული, ვითარცა უხორცოი ცხოვნდებოდი რაი ქუეყანასა ზედა, შურითა საეშმაკოითა აღიძრნეს  მოგუნი და ბილწნი ჭაბუკნი მოავლინეს შენდა.

წმიდაო, პირველ-მოწამეო და მოციქულთასწორო დედაო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უწყოდი რაი მიზეზი მისლვისა მათისაი, ღაღადყავ სასოებითა: `ყოვლისამპყრობელო უფალო, რომელმან ცეცხლისაგან და მხეცთა განმარინე, აწ მიხსენ მე უსჯულოთაგან და ნუ უტევებ გინებად ქალწულებისა ჩემისა, რომელი დავიცევ სახელისათვის შენისა~.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეჰვედრე რაი სული შენი იესუს, ძესა ღმრთისასა, კლდე განუღებელი ბრძანებითა ღმრთისათა განიპო, და მლტოლვარე ეგე ქალწული შეგიწყნარა რაი წიაღთა თვისთა, დაიცვა ქალწულებაი შენი და შეგრთო დასსა მას წმიდათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ყოვლად დიდებულსა და ყოვლად წმიდასა ღმრთისმშობელსა ყოველნი მორწმუნენი გადიდებთ დაუდუმებელითა ბაგითა და გიგალობთ, ვითარცა მშობელსა ყოველთა უფლისასა ცხორებად მგალობელთა შენთა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმევს, მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მწყობრნი განეწყვენით, მარტვილთმოყუარენო, რამეთუ ღუაწლთა წარმოდგა ჟამი და პირველ-მოწამისა წლითი წლად ხსენებაი ყოველთა მოგვიწოდს დიდებისმეტყველებად ღმრთისა, რამეთუ თეკლა – დედათა შორის მოღუაწებრივისა სტადიონისა განმღებელი, პირველ გვირგვინ-შემოსილად გამოსჩნდების, და ითხოვს ღმრთისა მიერ მოსავთა თვისთათვის მოტევებასა ცოდვათასა.

არა ხოლო თუ კაცთა დაუკვირდა სიმხნე შენი, ჰოი, შუენიერო სძალო ღმრთისაო, არამედ ანგელოზნიცა განკვირდეს, რამეთუ მძვინვარებაი მხეცთაი მოამდოვრე და დაშრიტე რაი სახუმილი ცეცხლისაი, ზახებაი მძლავრთაი განაქარვე და სატანჯველთა მრავალფერთა სიმწარე საცინელ ქმენ ძალითა ქრისტეს ღმრთისაითა, მას ევედრე აწ, თეკლა სანატრელო, რაითა გვიხსნნეს წარწყმედისაგან სულთა განმხრწნელისა, და ღირს გვყოს მკვიდრ ყოფად შენ თანა სასუფეველსა.

უბიწოი ეგე ტარიგი ქრისტესი განემზადებოდი რაი დაკლვად ჩუენთვის დაკლულისათვის, ჰოი, პირველ-მოწამეო ქალწულო თეკლა, მძლავრნი დაამხუე სარწმუნოებითა და მოდასე იქმენ რაი ანგელოზთა, აწცა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა მოგვანიჭოს სიმხნე სულისაი და სიწმიდე გულისაი, და განგვარინოს სიცბილსა ეშმაკისასა.

 ჰოი, შუენიერო ქალწულო თეკლა, რომელმან შეჰვედრე საღმრთოსა მას ძალსა თავი შენი, სამართლად მის მიერ განძლიერებულ იქმენ, და ზესთა ექმენ რაი ყოველთა ტანჯუათა, მოღუაწებაი შენი უძლეველი სრულ-ყავ კეთილად, და წარსდეგ რაი წინაშე სამებისა წმიდისა საყდრისა, აწ გვიმეოხე წინაშე მისა, რაითა მოგუმადლოს ჩუენ შენდობაი ცოდვათაი და ამაო-ჰყოს ყოველნი საფრხენი უხილავისა და ხილულისა მტერისა.

ყოველსავე სიხარულითა მიითუალევდი რაი ქრისტესთვის, წმიდაო, სოფელსა განეშორე და ღირს იქმენ პოვნად ზეცისა სიხარულსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განაშორებს მეოხებასა სამწყსოსა თვისსა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო მოციქულთასწორო ქალწულო, პირველმოწამეო   თეკლა, ჭეშმარიტო სძალოო ქრისტესო, შუენიერო სამკაულო ეკლესიისაო, მთიებო გონიერისა ცისაო და უბრწყინვალესო მარგარიტო უბიწოებისაო, კეთილსუნნელო ყუავილო სამოთხისა მტილისაო, ტანჯვითა განწმედილო, ღუაწლთა მიერ ყვავილოვან-ქმნილო და მრავალთა სასწაულთა მიერ განბრწყინვებულო რტოო სიწმიდისაო!

ჰოი, წმიდაო, დიდებულო და ყოვლად-ქებულო ქალწულ-მოწამეო თეკლა, ღმერთშემოსილო, ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, სავანეთა მისთა დამკვიდრებულ ხარ ხუთთა მათ თანა ბრძენთა ქალწულთა, და გვითხოვე აწ ქრისტეს ღმრთისაგან, შეუძრველად დაცვაი ეკლესიისაი, რომელი განაბრწყინვა სისხლითა თვისთა, და ხსნაი ივერიისაი ზედამოსლვათაგან მტერისა და ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა განმტკიცებაი ერისა ჩუენისაი. უფროისად განაძლიერებაი უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასი, ყოვლადსამღდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღდელთა ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოველთა სამონაზვნოთა წესთა, ზიართა მართლმადიდებელისა ეკლესიისათა და ყოველთა მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთა.

ჰოი, უპირველესო მოწამეო დედაო ახლისა აღთქუმისაო, მოციქულთასწორო დედაო თეკლა, რომელმან უფროის ყოველთა კეთილთა უფალი შეიყუარე და სახელისათვის მისისა დაითმენდი მრავალთა დევნათა და იწროებათა, აწ გარე-მიაქციე თუალნი ჩუენნი ვნებათა და საცთურთაგან ამა სოფლისათა, რაითა შეუმწიკულებელითა სვინიდისითა მივეახლოთ დაწინდვად ქრისტესა, და აღავსე ლამპარნი ჩუენნი ზეთითა სიწმიდისაისა, რამეთუ მრავალშემცოდენი ვართ, და სიძისა ჩუენისა ქრისტეს მიმართ არცაღა დამმარხველნი ერთგულებისა, ამისთვის დახშულ არს ჩუენთვის კარი საქორწინესა პალატისაი, გარნა ნუ განგვაგდებ შენდა მვედრებელთა, არამედ ვითარცა გულმოწყალემან მეოხმან შეგვმოსე სამოსლითა მტკიცისა სარწმუნოებისაისა, შეგვარტყ სარტყელი სიწმიდისაი, ვნებათა მოკუდინებისაი და სულისა განახლებისაი, უფროისად კი შეამკევ სულნი ჩუენნი სიმდაბლითა და მორჩილებითა, რაითა ვითარცა შვილნი ღმრთისანი და ვითარცა კრავნი და ცხოვარნი ქრისტესნი უბრკოლველად თანა-წარვხდეთ ცდუნებათა უსჯულოისა ამის სოფლისათა და მივეახლოთ სანატრელსა მას პალატსა სამოთხისასა, სადაცა ყოველთა ბრძენთა მათ ქალწულთა  თანა წარდგომილ-ხარ წინაშე ქრისტესა, და უგალობთ ღირსად თაყუანისსაცემელსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა პირველ-მოწამისა და მოციქულთასწორისა თეკლაისითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ვაქებთ წმიდასა ცხორებასა შენსა, ჰოი, ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, მოციქულთა სწორო დედაო თეკლა, და გევედრებით, რაითა უვნებელად დაგვიცვა სულთა და ხორცთა ვნებისაგან და მოღვაწებრივითა კადნიერებითა წარგვიმართო სასასუფეველისა მიმართ ცათაისა, რაითა უკუნისამდე შენ თანა ვადიდებდეთ ღმერთსა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა ზენონ იყალთოელისა

სავედრებელი პარაკლისი

ღირსისა მამისა ჩუენისა

ზენონ იყალთოელისა

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი .2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი .3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი .4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო ზენონ!

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სხუაი ტროპარი ხმაი 4

იხარებს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთაი და თაყუანისცემასა შესწირვენ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი და მეოხი დედისა თვისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, და მოვიღებთ რაი შენ მიერ ღმრთისაგან წყალობასა, სიხარულისა ხმითა შეგასხამთ ბერთა სიქადულსა და კახეთის დიდებასა, ღირსსა მამასა ჩუენსა, ზენონ იყალთოელსა!

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თვისსა-ვე მას მამულსა იწყე რაი მონაზონებაი, საღმრთოითა შურითა გამოსჩნდი სათნოდ სამებისა წმიდისა. მას ევედრე აწ, ნეტარო ზენონ, გვიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ლოცვითა და მღვიძარებითა მაცხოვრისაგან მოიპოვე რაი მადლი სულისა წმიდისა, ყოველთავე ხორციელთა შუებათა და გემოთა შეურაცხის-ყოფდი მარხვითა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, დაუტევე სოფელი წინამძღურობითა იოანესითა, და იღუწიდი თანამოსაგრეთა თანა ათორმეტთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იყავ ზეცით მონიჭებული სიმტკიცე მართლმადიდებლობისაი და სიხარული ივერთა ეკლესიისაი, რამეთუ უვნებელად დაიცევ სამწყსოი შენი კუერთხითა სარწმუნოებისაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო მამაო ზენონ, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ყოვლად ქებული მოძღუარი შენი და ბრწყინვალე მნათობი იოანე, სამარადისოისა ლოცვითა განკაფავდა რაი სხეულსა, იქმოდა ღმრთისა მიერ მრავალთა სასწაულთა, და კეთილად გმწყსიდათ მოწაფეთა თვისთა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ევლტოდა რაი იოანე საწუთოსა ამას დიდებასა, დაუტევა ადგილი იგი, სადა იყოფვოდა, და წარვიდა რაი შორსა უდაბნოსა, დაჯდა ქვაბსა მას შინა ათორმეტთა მოწაფეთა თვისთა თანა, რომელთა შორის აღრაცხული მიიწიე საზომსა დიდსა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განხდა რაი ჰანბავი თქუენი ანტიოქიასა და ყოველსა შუამდინარეთსა, განიზრახა მოძღუარმან შენმან წარსლვაი უცხოებად, და გრქუა თვისთა მოწაფეთა, რაითა იღუწიდეთ და ილოცვიდეთ მასვე ადგილსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ესრეთ შეკრულ იყუვენით სიყუარულითა სულიერითა, არა განუტევეთ მარტოი იოანე და საუფლოისა ხმისა მიერ წოდებულნი წარმოემართნეთ ივერიას, რამეთუ სპარსთა მძლავრებითა განვრცობილ იყო მუნ წვალებანი და კერპთაყვანისცემა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთა ჯუარითა მოეც მეფესა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ზენონ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

იყავ რაი ათორმეტთა მოწაფეთა შორის იოანე ზედაზნელისაითა, მისგან განისწავლე და განათლდი მადლითა საღმრთოითა, და სხუანი-ცა განანათლნე, ღმრთივგანბრძნობილო ზენონ, და აღაშენე იყალთოს მონასტერი საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ახალო მოციქულო კახეთისა მხარისაო, ღმრთივ-სულიერთა სწავლათა მაუწყებელო და კეთილად მსახურებისა გზისა მაჩვენებელო, წმიდაო ზენონ, რომელმან საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი ქართველთანი და სამებისა წმიდისა სათნოდ გამოსჩნდი, მას ევედრე, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაღაცათუ ივერიას ქრისტეს სახარებაი ანდრია მოციქულმან იქადაგა, ხსნისათვის ერისა ჩუენისა, ღმრთისმშობელო, პირველ მოავლინე ქალწული ნინო და შემდგომად მრავალთა წელთა ერისა ჩუენისა განსამტკიცებლად და განსავრცობად ქრისტეს სარწმუნოებისა ასირიითგან ივერიას ათსამმეტნი მამანი წარმოგზავნე და მათ მიერ ყოველი ერი ჩუენი კლდესა ზედა სარწმუნოებისასა მტკიცედ დაამყარე, მშობელო სიტყვისაო, აწცა ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთა შენთათვის.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოგზაურ ექმენ რაი მოძღუარს შენსა, ჭეშმარიტებაი გექმნათ თქუენ წინამძღურად გზისა მის უცხოისა, და მშვიდობით მოიწივნეთ ქალაქად მცხეთად, ქუეყანასა მას ქართლისასა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წინა მოგეგებნათ თქუენ ევლავიოს – კათალიკოსი ქართლისა, უწყებული სულითა, და ზოგად მის თანა მოიღეთ რაი ენანი ცეცხლისანი, თაყუანის-ეცით წმიდასა სუეტსა მას ცხოველსა, და მადლობასა შესწირვიდით ღმერთსა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ითხოვდით რაი სამკვიდრებელსა მას მყუდროსა ღმრთისაგან, უჩუენა იოანეს მთაი ერთი მახლობელად მცხეთისა, და აღხვედით რაი თაყუანის-ცემად ჯუარისა პატიოსნისა, აღიწიეთ მთასა მას ზედაზნისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღირჩია რაი მარტოდ მყოფობაი იოანე, პოვა მუნ ქუაბი რაიმე მცირე და იწყო ვედრებად ღმრთისა, რაითა განიწმიდოს ადგილი ესე, კერპთა ზორვითა შეპილწული და სამკაულ ექმნეს ეკლესიათა და გარემო ქართველთა ერთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მაშინ წარგგზავნიდათ წმიდაი იგი მოწაფეთა თვისთა ყოველთა მხარეთა მათ საქართველოისათა, რაითა განამტკიცებდეთ სპარსთა მაზდეანთა და მწვალებელთა მიერ ცთუნებულთა და დაბრკოლებულთა ქართველთა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თანა აქუნდა რაი ნაწილნი წმიდათა მოწამეთანი იოანეს, წარგზავნასა მას თქუენსა მოგცათ ნაწილთა მათგან, რაითა მათითა მადლითა იცვებოდით ყოველთაგან საფრხეთა ეშმაკისათა, და გაქუნდათ ნუგეშინის-საცემელად სულისა და ხორცთა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაკურთხათ რაი იწროსა გზასა ზედა მონაზონებისასა სრბად წმიდითა ჯუარითა თვისითა, განეშორნეთ საყუარელსა მოძღუარსა თქუენსა და ურთიერთას მამანი ეგე წმიდანი ათორმეტნი, და დაეყუდნეთ, ვითარცა სათნო-იყო სულმან წმიდამან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წარივლინე რაი კახეთს, ნეტარო ზენონ, მიიწიე ადგილსა მას, და განამრავლებდი სწავლათა სულთა მარგებელთა და დიდთა კურნებათა იქმოდი შეწევნითა ღმრთისაითა. მას ევედრე აწ გვიხნნეს ჩუენ ყოველთაგან ურვათა და სალმობათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ენამან შენმან ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაი კახეთისაი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა რაი გულნი უმეცართანი, მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად და სცხონდებოდენ სულიერად.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან გამოაცხადნა სიმხნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა რაი ყოველთა კიდეთა კახეთისათა, მოვიდოდეს მორწმუნენი, და შენ მიერ განსწავლულნი და სულითა აღშენებულნი წარვიდიან სახიდ თვისად.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ყოვლისა სოფლისათვის და უფროის ქართველთათვის აღავლენდი რაი ვედრებასა, რაითა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყინელი ღამისაი და მცხუნვარებაი დღისაი მხოლომან დაითმინე მწირობასა შინა, და ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა არა დაჰფალ ქუეყანასა შინა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ზენონ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

კონდაკი

იქადის აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაი სავანე იყალთოისა, რამეთუ მრავალი მორწმუნე მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაითა გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, მამაი და მოძღუარი საღმრთოისა სიბრძნისა, მრავალთა სულთა შინა დამნერგველი კეთილზნეობისა და მსწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, ამისთვისცა გიღაღადებთ: ლოცვითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ღირსო მამაო ჩუენო ზენონ იყალთოელო!

იკოსი

იშვებდ აწ, მხარეო კახეთისაო; განსცხრებოდე სავანეო იყალთოისაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ წმიდანი ათსამმეტნი ასურელნი მამანი, რომელთა შორის ჰგიებ შენ, ნეტარო ზენონ, და განამტკიცეთ რაი ერი ჩუენი ღმრთისმსახურებასა შინა, მიერითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ქუეყანაი ესე ქართველთაი წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისაგან, და არცა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითა-ვე წმიდისა სამებისაითა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისაითა და სასოისა მის მფარველისა ჩუენისაითა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ _ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ზენონისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ამას სიწმიდისა შენისა მოსავთასა, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ზენონ, არამედ აღაპყრენ ხელნი შენნი წმიდანი ზეცათა მეუფისა მიმართ, რომლისა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ ხარ, ნეტარო, და გვითხოვე, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა,  ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუე ლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, ზენონი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან თბილისსა შინა წამებულთა, წმიდა მოწამე 6000 გარეჯელ ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისითა; წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა გრიგოლ ხანძთელისა, ილარიონ ქართველისა და სერაპიონ ზარზმელისაითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: იოანე, თორნიკე, ექვთიმე, გაბრიელ და გიორგი მთაწმინდელთაითა; ღირსთა და აღმსარებელთა მამათა ჩიენთა იოანე და გიორგი ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა, ექვთიმე აღმსარებელისა, და ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ზენონ იყალთოელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

ქადაგებდი რაი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, განსწავლიდი მრავალთა მცნებათა შინა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო ბერო, რაითა გვიხსნეს ჩუენცა რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

ძლიერი შური გაქუნდა შენ, ვითარცა ელიას, პატიოსანო მამაო ზენონ, რამეთუ აღეგზენ ვითარცა ცეცხლი საღმრთოი მწვალებელთა ზედა და შესწუენ ენანი მათნი, მეოხ-იქმენ მათთვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

საკვირველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სანთელად ცეცხლმთებარედ ღირსი ზენონი, მართლმადიდებელთა ქართველთათვის მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და სიმტკიცედ კახეთისა მხარისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰბრწყინევდი ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა  მონაზონებისასა, ნეტარო ზენონ, და მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა. მას ევედრე აწ შეწყალებად სულთა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო ზენონ, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ არა გეშინოდა უკეთურთა მათ და მზაკუვართა და მტყუართა სულთა, არამედ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაითა და ლოცვითა მხურვალითა განხდიდი ურიცხუთა საფრხეთა მათთა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

მოგავლინა შენ ღმერთმან კახეთისა მნათობად და მოგცა რაი მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, აწცა დაიფარე სამწყსოი შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთაგან.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

ამხილებდი შეცთომილთა და მრავალთა განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა, ხოლო აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი შეწევნისა ჩუენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღაშენე რაი იყალთოს სავანე, შემდგომად განაახლა მამამან ჩუენმან არსენი და შეკრიბნა რაი ღმრთივგანბრძნობილნი მამანი და მეცნიერნი მოძღურად სწავლულებისად, და სასწავლოდ ყოვლისა კეთილისა, სახელსდვა აკადემია.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენ, არამედ ქრისტე ღმერთი შჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უშჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

გემცნო დღე საწუთოითგან განსლვისა შენისაი და ილოცვიდი და შეჰვედრე რაი სამწყსოი შენი და მერმე სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და დაგფლეს იყალთოს მონსტერსა, შენ მიერ დაარსებულსა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

არა მხოლოი იგი წმიდისა მის სავანისა მკვიდრ ხარ, სანატრელო, არამედ სრულიად ქართველთა მიწა-წყლისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი და უძლეველი მფარველი და მეოხი ყოველთა მართლმადიდებელთა.

ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმრთსა ჩუენთვის.

ხედვიდეს რაი ქართველნი სამარხოსა შენსა იყალთოს, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ხმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკვირველთმოქმედი მამაი, და სახსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაი და ქებაი შენი განგვიწესეს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოსავნი სიწმიდისა შენისანი ისწრაფვიან იყალთოს სავანესა, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაი სამარხოი, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს; მკითხველმან ან ერისკაცმა წაიკითხოს:

ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ-გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროის იდიდე წინაშე მისსა, და კეთილითა სიყუარულითა შეერთებული  მოძღურისა შენისა თანა და სულიერთა ძმათა, ჰგიებ წინაშე ღმრთისა და მეოხ ხარ მოსავთა შენთა და მვედრებელთა.

ვითარცა მზე ბრწყინვალეი, ჰნათობდი ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, იყავ რაი მოძღუარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათვის ჩუენისა და ფრიად მოყუარული წილხვედრისა ერისა მისისა – ივერიისა და კეთილად მოღუაწე მლოცველი ივერიელთათვის და წარმართებისათვის მათისა.

შეერთებულ ხარ, რაი წმიდათა მწყობრსა მამათასა ასურეთით იბერიასა მოსრულთა და მოძღუარსა თქუენსა იოანეს, ზედაზნის მთასა ზედა მოღუაწესა და ერთობითა იხარებთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრენით აწ, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ცოდვათაგან და უსჯულოებათა.

იქადის შუამდინარეთი, ქუეყანაი იგი შენი, ყოვლად ქებულო, რამეთუ მიერ აღმოსცენდი, წმიდაო, ზენონ სანატრელო, და დღესასწაულობს ერი ქარველთაი ხსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ ზეცით-გარდამო და გვიხსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.

 იხარებს მხარე კახეთისაი, განანათლე რაი მკვიდრნი მისნი საღმრთოითა სწავლითა, და იხარებს ეკლესიაი შვილთა თვისთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოითა მით სიბრძნითა, ხსენებასა შენსა აღასრულებს და ქებით ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე აწ,  ნეტარო ზენონ, რაითა თანა-წარგუხადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მგალობელთა შენთა.

აწ იშუებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაი მომხსენებელი ღუაწლისა შენისაი და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაითა განჰკურნოს ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ გონებასა ჩუენსა და დააცხროს ღელვანი ბოროტისა უღირსებისაი, ხოლო გულნი ჩუენნი, დაუძლურებულნი ამა სოფლისა ზრუნვათაგან, განგვიმტკიცოს, რაითა უკუნისამდე ვადიდებდეთ ძლიერებასა მისსა.

ჰოი, ღუაწლისა მძლეო, წმიდაო ზენონ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, შენ მიერ შეყუარებულსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლად დიდებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო მამაო ზენონ! ბერთა სამკაულო, მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.

ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო უდაბნოისაო წმიდაო მამაო ზენონ! რომელმან დიდებულად შეამკევ ივერთა ეკლესიაი სასწაულთა და ნიშთა საკვირველთა აღსრულებითა და ცხორებისა ბრწყინვალებითა, და აღაშენე იყალთოს მონასტერი საცხორებელად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაითა იღუწიან, რაითა ერიცა ჩუენი საუფლოი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დახსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ შენ ითხოვე ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა და სიმტკიცე მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა მათ ზედა, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.

ჰოი, მამაო მამათაო, წმიდათა თანა გვირგვინოსნებითა ნათელსა შინა ღმრთის ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ნეტარო ზენონ! აწ განძლიერებულ არს ზრახვაი იგი უსჯულოებისაი და წილხვედრი ერი ღმრთისმშობლისაი დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთვის დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტესისა, გარნა შენ, წმიდაო, გვაშორე საღმრთოისა მშჯავრისა საშინელებაი უსჯულოებისა ჩუენისათვის და მოწყალებითა შენითა გვითხოე ქრისტეს მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ზენონ ხიყალთოელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, სანატრელო მამაო ზენონ, მადლი სათნოებისაი ზეცით მოიღე, და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ჰბრწყინევდი საღმრთოითა მოქალაქეობითა, და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ, რომელსა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, ევედრე ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაითა გვიხსნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ზენონისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

პარაკლისი ღირსისა პიროს ბრეთელისა

სავედრებელი პარაკლისი

ღირსისა მამისა ჩუენისა

პიროს ბრეთელისა

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

მოციქულებრივი სრბაი აღასრულე, მო-რაი-ხვედ ქუეყანასა ჩუენსა, ღმრთეებრივო ხატო სინანულისაო და შემომკრებელო გარემო შენსა მეძიებელთა საღმრთოისა მადლისათაო, რომელმან ღუაწლითა შენითა განაბრწყინვე ერი ქართველთაი, ღირსო მამაო პიროს ბრეთელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი

იყავ რაი ათორმეტთა მოწაფეთა შორის იოანე ზედაზნელისაითა, მისგან განისწავლე და განათლდი რაი მადლითა საღმრთოითა, მკვიდრნი ქართლისანი განამტკიცე ღმრთისმსახურებასა შინა და მახლობლად ბრეთისა აღაშენე მონასტერი საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ, ნეტარო პიროს, ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ურვისა და ზედა დასხმისაგან ხილულისა და უხილავისა მტერისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვიხარებთ ხსენებასა შენსა, წმიდაო პიროს, და მადლობასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმან მოგავლინა მოღუაწედ და მლოცველად ერისა ჩუენისა და დიდებად და სიმტკიცედ ქართლისა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიჭაბუკითგან ისწრაფდი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა,  და გამოსჩნდი სათნოდ სამებისა წმიდისა, მას ევედრე აწ, ღირსო, გვიხსნნეს ჩუენ უძლურებისაგან და ჭირისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვითა მოიპოვე რაი ქრისტესგან მადლი სულისა წმიდისაი, ყოველთა ხორციელთა შუებათა და გემოთა მათ გულისთქუმისათა შეურაცხის-ყოფდი მღვიძარებითა და მარხვითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაუტევე რაი საწუთოი, მიიწიე მონასტერსა, მახლობლად ანტიოქიისა, და წინამძღურობითა იოანესითა იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ, ნეტარო პიროს, ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ბრალისა და საცთურისა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ყოვლად ქებული მოძღუარი შენი და ბრწყინვალე მნათობი იოანე, განკაფავდა რაი ხორცსა ლოცვითა და მღვიძარებითა, იქმოდა ღმრთისა მიერ მრავალთა ნიშთა და სასწაულთა, და კეთილად გმწყსიდათ მოწაფეთა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ევლტოდა რაი ღირსი იოანე საწუთოსა მას დიდებასა, უდაბნოდ განსრული დაჯდა ქუაბსა მას შინა მოწაფეთა თანა, რომელთა შორის აღრაცხული მისგან განისწავლე, ნეტარო, და განათლდი მადლითა საღმრთოითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა უხილავთა და ხილულთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

დღესასწაულობს რაი ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა, სანატრელო, იხარებს კრებული მორწმუნეთაი, მომხსენებელი ღუაწლისა შენისა, და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაითა განჰკურნოს ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ გონებასა ჩუენსა, და დააცხროს ღელვანი ბოროტისა უღირსებისაი, რაითა უკუნისამდე ვადიდებდეთ ძლიერებასა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაღათუ ანდრია მოციქულმან იქადაგა სახარებაი ძისა შენისაი ივერიას – წილხვედრსა შენსა, კუალად მოავლინე ქალწული ნინო ხსნისათვის ერისა ჩუენისა, მშობელო სიტყვისაო, და შემდგომად ასირიითგან წარმოგზავნე რაი ათსამმეტნი მამანი განსავრცობად ქრისტეს სარწმუნოებისა, მათ მიერ დაამყარე ქართლოსიანნი კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, რამეთუ მიერითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ქუეყანაი ესე ჩუენი წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისაგან, და არცა-ღა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითა-ვე წმიდისა სამებისაითა და მეოხებითა შენითა, ყოვლად უბიწოო დედოფალო, სასოო და მფარველო ჩუენო, ღმრთისმშობელო, აწ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტეს ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთათვის შენთა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გხედვიდა იოანე სულითა უძლეველსა, მიიწიე რაი საზომსა დიდსა, და სქემითა ანგელოზებრითა შეგმოსა, გაკურთხა რაი იწროსა გზასა ზედა მონაზონებისასა სრბად წმიდითა ჯუარითა თვისითა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ცნეს რაი იოანეს ყოფაი უდაბნოსა, შეაჭირვებდა სიმრავლე ერთაი, და განიზრახა რაი ლტოლვაი უცხოებად, გევედრებოდათ მოწაფეთა თვისთა, რაითა დაშთეთ და იღუწიდეთ მასვე უდაბნოსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არა განუტევეთ მარტოი იოანე, შეკრულ იყვენით რაი სიყუარულითა სულიერითა, და გაუწყათ ბრძანებაი ღმრთისაი, უწყებული ანგელოზისაგან, რაითა წარმოემართოთ ივერიას, ხსნად ყოვლისაგან წარმართულისა სწავლებისა და წვალებისაგან მკვიდრთა მისთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გამოგირჩიათ რაი ათორმეტნი ეგე მოწაფენი, თანა მოგზაურ ექმენით მოძღუარსა თქუენსა, და დაბებკულითა მოსილნი, უხამლონი, კუნკულითა, მშვიდობითა მოიწივნეთ მცხეთად და მადლობასა აღუვლენდით ღმერთსა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აჰა, წინა მოგეგებნათ თქუენ ევლავიოზ – კათალიკოსი ქართლისაი, უწყებული სულითა, და ზოგად მის თანა მოიღეთ რაი ენანი ცეცხლისანი, თაყუანის-ეცით სუეტსა მას ცხოველსა და ადიდებდით ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცრემლითა ითხოვდით რაი მყუდროსა სამკვიდრებელსა ღმრთისაგან, უჩუენა იოანეს მთაი ჩრდილოდ კერძო მცხეთისა და ჯუარისა მის პატიოსნისა, და მუნ დაეყუდნეთ, ვითარცა სათნო-იყო სულმან წმიდამან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღირჩია რაი მარტოდ მყოფობაი, დაემკვიდრა ქუაბსა შინა იოანე, და მძლე-ექმნა ყოველსავე მანქანებასა ეშმაკთასა ლოცვითა და მოღუაწებითა, ხოლო თქუენ მიგავლინათ ყოველთა დაბათა და სოფლებთა ქადაგებად და განსხმად ეშმაკთა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თანა აქუნდა რაი იოანეს წმიდანი ნაწილნი მარტვილთანი, განგიყოთ მოწაფეთა, რაითა იცვებოდეთ მათითა მადლითა, და განეშორნეთ რაი ურთიერთას მამანი ათსამმეტნი, წარივლინე ქართლსა, ნეტარო, და უშიშად განჰფენდი სიტყუასა ღმრთისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განამტკიცებდი რაი ერსა მას – მაზდეანთაგან ცთუნებულსა, დამკვიდრდი მახლობელად ბრეთისა და აღაგე ტაძარი სახელსა ზედა ღმრთისმშობელისასა, ჰგიეს რაი აქამომდე სადიდებელად ღმრთისა, გარნა აწ წოდებულ არს, ღირსო, სახელსა ზედა შენსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან სჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. 

გუნდი: ამინ.

კონდაკი

მართლმადიდებლობისა მოძღურებანი დანერგენ და სარწმუნოებასა შინა განაძლიერე რაი ერი ქართველთაი, ლამპარი შენი განაბრწყინვე ანგელოზებრივი ცხოვრებითა, მსგავსად ქალწულთა, სიძისა მის მომლოდინეთა, და აწ იხარებს ეკლესიაი ხსენებისა შენისათვის, რამეთუ მარადის ევედრები ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

იკოსი

იქადის აწ შუამდინარეთი აღმოცენებისათვის შენისა, ნეტარო, და იხარებს მხარე ქართლისაი, განანათლე რაი მკვიდრნი მისნი საღმრთოითა სწავლითა, ხოლო წმიდაი ეკლესიაი ჩუენი იშვებს შვილთა თვისთა თანა, აღასრულებს რაი ხსენებასა შენსა და ქებით ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, რომელმანცა მოგუმადლა ჩუენ წმიდანი ათსამმეტნი ასურელნი მამანი, რომელთა შორის ჰგიებ შენცა, წმიდაო პიროს, და მეოხ ხარ ჩუენთვის წინაშე მისსა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4 – პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ _ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა პიროს ბრეთელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ჰბრწყინევდი ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა მონაზონებისასა, სჯულისა განმწმედელო მამაო პიროს, და სამებისა ნათლითა ჰნათობდი რაი ქუეყანასა ჩუენსა, მონაზონთა გულსმოდგინებასა აღაორძინებდი და სხუათა უმრავლესთა აღადგინებდი სურვილად მონაზონებისა, აწ ითხოვე ქრისტეს მიერ შეუძრველად დაცვაი მართლაღსარებითა დამტკიცებულისა ეკლესიისა, მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცე მორწმუნეთა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პიროს ბრეთელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.   

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოგავლინა ღმერთმან ივერიას განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა ერსა შორის ჩუენსა, და მოსცა მადლი სიტყუასა შენსა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაითა გვიხსნნეს მონებისაგან ეშმაკისა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ყოვლითა სიბრძნითა აღვსილი ქადაგებდი რაი ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, ამხილებდი შეცთომილთა, ნუგეშინის-სცემდი მწუხარეთა, სნეულთა კურნებდი და სულთა ბოროტთა აოტებდი შეპყრობილთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძლიერი შური გაქუნდა რაი, პატიოსანო მამაო, ვითარცა ელიას, აღეგზენ ცეცხლითა საღმრთოითა და შესწუენ ენანი მწვალებელთა და წარმართთანი ქრისტეს შეწევნითა და ყოველთა განსწავლიდი მცნებათა შინა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ ჩუენ მარადის.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გულსმოდგინედ ილოცვიდი რაი ყოვლისა სოფლისათვის, მხნეო მოსაგრეო, უფროის ქართველთათვის აღავლენდი ვედრებასა, რაითა მართლითა სარწმუნოებითა სძლევდეს წინააღმდგომთა ჭეშმარიტებისათა და განმარჯვებასა მოიხვეჭდეს მაჭირვებელთა ზედა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განამრავლებდი რაი სწავლათა სულთა მარგებელთა, კურნებათა იქმოდი ქრისტეს შეწევნითა და განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა, ხოლო აწ გაქუს რაი შუა-მდგომელობაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა გვიხსნეს რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ენამან შენმან ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაი ესე ჩუენი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა რაი გულნი უმეცართანი, მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად და სცხონდებოდენ სულიერად. აწ განანათლენ ცოდვითა დაბნელებული სული ჩემი, მამაო პიროს, და გული ჩემი აღავსენ სიყუარულითა საღმრთოითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენ, არამედ ქრისტე ღმერთი სჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უსჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სულისა მიერ გეუწყა რაი განსვლა შენი ხორცთაგან, მწყემსო კეთილო, შეჰვედრე სამწყსოი და მერმე სული თვისი უფალსა, და შეერთე რაი სიმრავლესა მას წმიდათასა, მრავალმოღუაწე გუამი შენი პატივითა დაკრძალეს წმიდასა მას ტაძარსა შენსა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იქადის ერი ჩუენი და განსცხრების სავანე ბრეთისაი, რამეთუ მოვისწრაფვით წიაღსა მისსა, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაი სამარხოი, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს მისდამი შევრდომილთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქრისტემან მოგცა მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ-გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა უფროის იდიდე წინაშე მისსა, და გაქუს რაი მადლი შეწევნისაი, მეოხ გვეყავ, რაითა მოგუანიჭოს შიში ღმრთისაი და ახოვანებაი სულისაი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი სჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან, ღირსო, გამოაცხადნა სიმხნენი ღუაწლთა შენთანი, და განჰფინა რაი კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, მოვიდოდეს მორწმუნენი, და შენ მიერ განსწავლულნი აღეშენებოდენ სულითა, ეგრეთვე აწ წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინე, ნეტარო პიროს, და დაგვიცევ ჩუენ უბიწოდ წვალებისაგან, რაითა წრფელითა გულითა ვფუცოთ ყოველთა: „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, და არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო“ და ღირს ვიქმნეთ ქებად და გალობად ღმრთისა.

ჰბაძე რაი მოძღუარსა შენსა იოანეს, ღუაწლითა ფრიადითა მიიწიე საზომსა დიდსა და დიდებულად შეამკევ წმიდაი ეკლესიაი ჩუენი სასწაულთა და ნიშთა საკვირველთა აღსრულებითა და ცხორებისა ბრწყინვალებითა, ხოლო მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა, მას ევედრე აწ, ნეტარო პიროს, მოგვმადლოს ღირსნი მამანი და ბრძენნი განმგებელნი, რაითა განგვსწავლიდენ და აღგვაორძინებდენ ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა და ყოველნი ვადიდებდეთ უფალსა სულითა და ჭეშმარიტებითა.

მადლითა საღმრთოითა განანათლენ რაი მხარე ესე ქართლისაი, შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა შენთა მონასტერი ესე ბრეთისაი და ხმა მაღლად ჰქადაგებს ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გვითქმს მისლვად წმიდასა მას სავანესა, აღმოაცენებს რაი მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვადგინებს დიდებად ღმრთისა, რომლისა წინაშე უხრწნელითა მით გვირგვინითა დიდებულ ხარ, სანატრელო, და გვითხოვე, რაითა მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაი.

არა მხოლოი მკვიდრ ხარ ბრეთისა, ჰოი, ყოვლადღირსო მამაო პიროს ბრეთელო, არამედ სრულიად მიწა-წყლისა ჩუენისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი მფარველი მრავალჭირნახულისა ამის ერისა ჩუენისა, ვიდრე ჟამადმდე შეჭირვებულისა, ამისთვის მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა წარმართოს ცხორებაი ჩუენი ნებისაებრ თვისისა.

ვითარცა მზე ბრწყინვალეე, ჰნათობდი ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, რამეთუ იყავ მოძღუარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი და კეთილად მოღუაწე მლოცველი ივერიელთათვის და წარმართებისათვის მათისა, აწცა გევედრებით, ღირსო, იმეოხე წინაშე მისსა, რაითა ერი ჩუენი იხსნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტეს მძლავრებისაგან და საცთურისა, ხოლო ჩუენ მოგვცეს შენებრი გულისხმისყოფაი კეთილისაი და ბოროტისაი.

ჰოი, ღმრთივსულიერო მამაო პიროს, მოღუაწებრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, შენ მიერ შეყუარებულსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და წმიდა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, სიბრძნისა საუნჯეო და ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო ეკლესიისაო, ღირსო მამაო პიროს! მოწაფეო და თანამზრახუელო წმიდისა იოანე ზედაზნელისაო; ბერთა სამკაულო და განმანათლებელო ქართლისაო; მღდელთა გვირგვინო და სიქადულო ბრეთისაო; ქართველთა ზესთამბრძოლო და ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო; ღმრთისა მიმართ მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო და ზღუდეო და შესავედრებელო ყოველთა სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთაო.

ჰოი, ახალო მოციქულო და მაჩვენებელო გზისა მის კეთილად მსახურებისაო, ქართლისა განმნათლებელო მამაო პიროს ბრეთელო, რომელმან ქმენ სასწაულნი და ნიშნი მრავალნი, და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი ქართლისანი, აწ სიყუარულითა კეთილითა შეერთებულ ხარ მოძღუარსა შენსა იოანე ასურსა, და ძმათა მათ შენთა სულიერთა, და ერთობითა იხარებთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, სანატრელო, რაითა მოგვანიჭოს სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.

ჰოი, მამაო მამათაო, თაო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, ყოვლად ნეტარო პიროს ბრეთელო! აწ განძლიერებულ არს ზრახვაი იგი უსჯულოებისაი და წილხვედრი ესე ერი ღმრთისმშობლისაი დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთვის დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტესისა, გარნა შენ, ღირსო, ვითარ ძუელ ოდესმე დაშუერ ერისა ჩუენისათვის სულიერად წინაშე მისსა, წარმართობისაგან სრულიად ხსნად და განრინებად ყოვლისაგან წვალებისა, ეგრეთვე აწ გვაშორე საღმრთოისა მსჯავრისა საშინელებაი უსჯულოებისა ჩუენისათვის, და მოწყალებითა შენითა გვითხოე ღმრთისაგან ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ. 

მღდელი: ჩამოილოცავს… 

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პიროს ბრეთელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და შეუდეგ რაი ღმრთისა ნებასა, ზეცით მოიღე მადლი სათნოებისაი, სანატრელო მამაო პიროს ბრეთელო, და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ჰბრწყინევდი რაი საღმრთოითა მოქალაქეობითა, სათნო-ეყავ ზეცათა მეუფესა, და გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოველნი განსაცდელთაგან სულიერთა და ხორციელთა, და ღირს გვყოს სასუფეველსა ცათასა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა პიროსისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა

სავედრებელი პარაკლისი

ღირსისა მამისა ჩუენისა

გრიგოლ ხანძთელისა

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

 დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

 მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი I

ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვის საღმრთოითა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქ-მყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა და გვიხსნენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტეანენი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი II

აღმობრწყინდი, ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა, და შეჭურვილმან მადლითა სულისა წმიდისაითა აღმართენ უდაბნოსა შინა კლარჯეთისასა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და საცხონებელად სულთა მრავალთა, მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, აწ ჩუენცა მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა და გვითხოვე მადლი და წყალობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქებით შევამკობთ ღუაწლთა შენთა საკვირველთა და მადლსა და დიდებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმანცა მოგავლინა მწყსად ერისა ჩუენისა, და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შენ უღელი ქრისტესი აღიღე ქედსა ზედა, მამაო, და ახოვანებითა ზედა დასხმანი მტერთანი შემუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, აწ ჩუენცა შეგვეწიე და ყოველთა ძვირთაგან დაგვიფარე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შესავედრებელ გვექმენ ჩუენ და ძალ-მწე, ჰოი, ღუაწლისა მძლეო მხნეო მოღუაწეო, რამეთუ ზღუდედ მოცემულ ხარ შენ ერისათვის ჩუენისა, მტკიცედ და მტერთა ბრძოლისაგან შეუხებელ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღმოსცენდი რაი მშობელთაგან წარჩინებულთა, ახოვანო, სიყრმითგან იქმენ სამკვიდრებელ ღმრთისა, და აღიწიე თავსა სრულებათასა, აწ ჩუენცა მოგუმადლე განმართებაი ცოდვილისა ცხორებისა ჩუენისა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეიმოსე სამღდელოი სამოსელი სიმართლისაი და მადლისაი, და სიმდაბლე გექმნა რაი წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, ყოველივე დიდებაი ქუეყანისაი დაუტევე, ღმრთისმოყუარეო გრიგოლ, შებმა უყავ ღუაწლსა ძნელსა და ფიცხელსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოსწრაფე იყავ ღმრთისა მიერ აღძრვითა, და სამთა მოსაგრეთა თანა მიიწიე უდაბნოდ კლარჯეთისად, რაითა მარადის მსახურებდე ღმერთსა. მას ევედრე აწ, რაითა მოგვცეს ძალი და სიმტკიცე წინააღდგომად და სიტყვის-გებად ყოველთა მტერთა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთა ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და ღირს-მყვენ მორწმუნენი შენდობასა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 8.

ჯუარისა აღმღებელმან ცხორებაი შენი ღმრთისმსახურებითა წარმართე და დაემკვიდრე რაი სანახებსა მას კლარჯეთისასა, ჯერ-ჩინებითა შენითა და შეწევნითა საღმრთოითა აღაშენე ხანძთაი და შატბერდი შესაკრებელად სულთა ღმრთის-მოყუარეთა და უქმი უდაბნოი ქალაქ-ყვენ მონაზონთა სიმრავლითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, ღმერთშემოსილო გრიგოლ, და სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი ნათლად აღმოგიყვანენ სწავლითა შენითა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჩვეულებისა თვისისაებრ აღეგზო რაი ეშმაკი წყობად შენდა, განათლებულმან მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, ვნებათა ზედა სულისა განმხრწნელთასა მოიღენ ძლევანი.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგემადლა, ნეტარო, ზესთა სიტყვისა სიბრძნე და მრავალბრწყინვალე წინასწარ ცნობაი და სამღდელოითა შუამდგომელობითა შენითა განსდევნიდი ბოროტისა გარე-მოდგომასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მწყემსი მღვიძარე, სამწყსოსა შენსა ასწავებდი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა. აწ ჩუენცა წარგვიმართე ჭეშმარიტებისა მიმართ, რაითა განვისვენოთ ბოროტისაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად ყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ესმათ რაი უდაბნოისმოყუარეთა ანგელოზებრი ცხორებაი შენი, მოისწრაფდეს ხილვად სიწმიდისა შენისა, და გიხილეს რაი, საკვირველი ეგე მოღვაწე, აღძრნეს მსახურებად ღმრთისა, მას ევედრე, რაითა განგვარინოს ყოველსა სიცბილსა ეშმაკისასა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ენამან შენმან ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაი ჩუენი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა გულნი უმეცართანი და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად, აწ ჩუენცა შეგვეწიე და ნათლად აღმოგვიყვანენ დანთქმულნი სიღრმესა უმეცრებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მსგავსად მზისა განბრწყინდა ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, მადლითა მით საღმრთოითა, რომლისა მიერ განსდიდდი კიდეთა ქართლისათა, და მრავალნი აღძარ ბაძვად სიწმიდისა შენისა და დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან დაუმკვიდრე კურთხევაი სახლსა გაბრიელ მთავრისასა, და მხურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი ღმრთისა მიმართ, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, მართლ-აღმსაარებელთა აღამაღლოს გვირგვინი და მშვიდობაი მოჰმადლოს ერსა ჩუენსა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარ სამოელ, მხილველ-იქმენ სულითა, და მეფეთაცა შეჭურვიდი რაი სწავლათა შენთა მიერ, იღუწიდი მათთვის სულიერად წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენთვისცა ოხად ნუ დასცხრები, მოგუანიჭოს სიბრძნე კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა შენ მიერ განმხნობილი მეფე აშოტ მძლე ექმნა აგარიანთა და `სამეფოი ქართლისაი~ კუალად აღადგინა, ეგრეთცა სიმხნე და მძლეველობაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინე და დახსენ ზახებაი ურიცხვთა მტერთა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან სჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.              

გუნდი: ამინ.

კონდაკი. ხმაი 2

უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვისცა საღმრთოისა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.

იკოსი

ჭეშმარიტად გამოსჩნდი რაი მწყემსად საკვირველად, სამწყსოი შენი მოზღუდე მოციქულთა და მამათა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა, და განამდიდრენ რაი სწავლითა საღმრთოითა, ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაი ზეცათა შინა, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო, და საუკუნესა სუფევასა ღირს-იქმენ დამკვიდრებად.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,          

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ – არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ჰოი, მწყემსო კეთილო და ხანძთისა დიდებაო, ვითარცა საღმრთოსა მოშურნესა და შემწესა დიდსა აღგძრავთ შენ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა შეუძრველად დაიცვას ეკლესიათაი, და ერი შენი, წილხუდომილი ღმრთისმშობლისაი იხსნნეს მძლავრებისაგან მტერისა,  გარე-მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, ყოველსა სოფელსა მისცეს მშვიდობაი და დიდი წყალობაი მგალობელთა შენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, და წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთის-კაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანე და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                             

გუნდი: ამინ.                      

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საიდუმლოთა საღმრთოთა შესწირევდი, ვითარცა მღდელი, მობაძავი მხსნელისაი, და ეშმაკნი დასწუენ ცეცხლებრ სახუმილითა ლოცვათა შენთაითა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უფალმან მოგცა ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, და განთავისუფლებულნი ღაღადებდეს: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზარი ახდათ მადლთაგან სიწმიდისა შენისა და დიდებულებისაგან პირისა შენისა, მეფეთა და ყოველთა ერთა, და მადლობითა უგალობდენ ღმერთსა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გუეყავ მარადის.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განეფინა რაი მადლი ბაგეთა შენთა, ნეტარო, ღმრთისმსახურებაი განამდიდრენ გალობითა და შესხმითა წმიდათაისა, და წიგნნი სულიერნი დაუუნჯენ ეკლესიათა ჩუენთა, განსამტკიცებელად მართლისა სარწმუნოებისა და წინდად უკუდავებისა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა გამოუჩნდი შენ ხელმწიფეთა, საკვირველი ეგე დიდებული მამაი, და შეზღუდენ ღირსებითა და სიმართლითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვიმრავლნე ერის-მძღუარნი, ღმრთისმოშიშნი და კაცთმოყუარენი, რაითა ზრუნვიდენ ერისათვის და ადიდებდენ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან არად შერაცხენ ქადებაი უკეთურისა მის ცქირისაი და საღმრთოითა შურისგებითა მოაშთვე მგელ-ღმრთისმსახური იგი მბრძოლი ეკლესიისაი, აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტესითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენი, არამედ ქრისტე ღმერთი სჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უსჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უბიწოებითა განჰვლე რაი საწუთოი, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, ზეგარდამო გესმა ხმაი საწადელი: მეუფე ცათაი ქრისტე გიწოდდა სასუფეველსა თვისსა, და მიხუედ რაი სიხარულით, დაემკვიდრე ნათელსა მას სამარადისოსა, რომლისაცა გსუროდა,

ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელი ეგე ვითარცა საღმრთოი საუნჯე გპოვა ივერთა ეკლესიამან და სიხარულითა შეგიწყნარა, აწ გევედრებით, განაბრძვნე ერი ჩუენი, რაითა განვერნეთ ყოველთა ცნობის მიმხდელთა და წარწყმედელთა მათ ვნებათა და უკეთურებათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიმრავლე მონაზონთაი წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო, და ღაღადებს შენდა მომართ, ყოვლად ნეტარო მამაო გრიგოლ, რაითა უფალსა შეაწყნარო, და იხსნა სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი სჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

დაღაცა-თუ სანახებნი კლარჯეთისანი დადუმებულ-არს, წმიდაო, აწ იქადის ხანძთაი და შატბერდი შენთა შრომათათვის მათ შორის აღსრულებულთა, და ჩუენცა გულსმოდგინედ მოვისწრაფით სავანეთა შენთა, აწ დარღვეულთა და დაკნინებულთა, რაითა არა ხოლოი ვილოცოთ, არამედ მუნცა დავემკვიდროთ, და მარადის ვმსახურებდეთ პატიოსანთა ძუალთა შენთა საყოფელსა.

ეჰა, ვითარ დიდებულ არს სახსენებელი შენი, რამეთუ დიდებულად შეამკევ ივერთა ეკლესიაი სასწაულთა და ნიშთა საკვირველთა აღსრულებითა და ცხორებისა ბრწყინვალებითა, აწ მვედრებელთა შენთა წყალობითა მოგუხედენ და ერი ჩუენი შეჭურვე ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.

მეტყუელებდი რაი დიდებასა ღმრთისასა, უაღრეს რიტორთასა, საფუძველი მტკიცე დაუდევ საღმრთოისა ცხორებისა მოსურნეთა და სახე კეთილისაი ექმენი თვისტომთა შენთა. შეიწირე აწ გულს-მოდგინებაი ჩემი, ნეტარო გრიგოლ, და შეგვაწყნარე უფალსა სახიერსა, რაითა დახსნას სენი იგი სოდომელთაი და სალმობასა გომორელთასა განგვარინოს მეოხებითა შენითა.

ვაი, ერსა ზედა ჩუენსა მოწევნულსა განსაცდელთა – დავმდაბლდით და განვიბნინენით ყოველსა ქუეყანასა, ხოლო მძლავრნი იგი მთავარნი და წარმართთა გუნდნი, ბოროტად შეთქუმულ-არიან სამწყსოსა შენსა ზედა, გარნა აწ ევედრე ღმერთსა, რაითა რისხვითა განჰკუეთდეს და უკუნ-აქცევდეს უკეთურსა კრებულსა მათსა.

ვითარცა ძუელად ითხოვე ერისა შენისათვის გამოხსნაი ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან, ეგრეთცა გვითხოვე ქრისტეს მიერ გამოხსნაი ყოველთა უცხო თესლთაგან, ქუეყანასა ჩუენსა შემოხიზნულთა, რომელთა არა იციან ხელმწიფებაი მისი, და შერისხუაი და დამხობაი შინაგანმცემთა მათ ერისათა, რომელნი კადნიერად განსყიდიან მიწა-წყალსა ჩუენსა, მამა-პაპათა სისხლითა განპოხებულსა.

ჰოი, ღუაწლსა შინა სახელოვანო მამაო გრიგოლ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                         დიდებაი…

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                              აწდა…

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                         

გუნდი: ამინ.                     

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ნათელ-ცისკროვნო ვარსკულავო უდაბნოისაო, და დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა სავანეთაო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო და სიხარულო ეკლესიათაო, თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო და წინამძღუარო მონაზონთაო, მღდელთა სიქადულო, მთავართა დიდებაო და მხედართა ძლიერებაო, ხელმწიფეთა თუალუხვავად მამხილებელო და კუერთხითა სწავლისაითა განმსწავლელო, დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა სავანეთაო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო გრიგოლ ხანძთელო!

ჰოი, ივერთა ეკლესიისა მნათობო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო, ყოვლად ნეტარო მამაო და წმიდაო მოღუაწეო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ ხანძთელო! ქრისტეს მოძღურებისა განმტკიცებითა შემწედ უძლეველად და სუეტად გამოსჩნდი ივერთა ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, და სრულ-ჰყავ რაი სრბაი შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, შეწევნითა საღმრთოითა ჰკურნებ სენთა და მრავალსახეთა სალმობათა და მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა, ამისთვისცა აწ ჩუენცა გუაქუს მეოხებაი შენი ქრისტეს მიმართ, რაითა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და ღირს-გვყოს წინასწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს მეფე, სარწმუნოი და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაითამცა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ხოლო კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი დაიცვენ მეოხებითა შენითა.

ჰოი, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მამათაო, საკვირველმოქმედო მამაო ჩუენო გრიგოლ ხანძთელო, შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათაისა და მოღვაწებრივითა კადნიერებითა ევედრე ღმერთსა, რაითა მოგუანიჭოს მრავალ-ჟამ კეთილ-სუფევით ცხორებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.             

 გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მადლითა და ლოცვითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ჰოი, სასწაულთმოქმედო მამაო გრიგოლ, რომელმან დააცხრვენ აღძრვაი ვნებათაი და ჭირთაი, სენთა აღტეხაი და ეშმაკისა საფრხეთა კუეთებაი ვედრებითა შენითა, აწ ხატსა შენსა შევრდომილნი ტკბილთა ოხათა შენთა მიერ დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთა საფრხისაგან, და ცხორებაი ჩუენი წარმართე კეთილად.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა ამბორის-მყოფელთა ყოვლად პატიოსნისა ხატისა ღირსისა გრიგოლისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

პარაკლისი წმიდისა მეფისა სოლომონ მეორისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა მეფისა სოლომონ მეორისა

სამშობლოსათვის თავდადებულისა

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

საწუთოისა ბრძოლისა აღმასრულებელი ზესთმბრძოლ ექმენ ქართველთა, და ერისა შენისათვის სულისა დამდებელი დიდებად საუკუნოდ აღიწიე, ქართველთა სიქადულო მეფეო სოლომონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა  ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეცით მოგვხედნე, მეფეო, ყოველთა მაქებელთა შენთა, და გვითხოვე ქრისტეს მიერ ლხინებაი ცოდვათა ჩუენთაი, და ხსნაი განსაცდელთაგან, სოლომონ დიდებულო, და მართლმადიდებელსა ერსა ჩუენსა ძლევაი მხდომთა და წინააღმდგომთა ზედა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მორჩად კეთილად აღმოსცენდი რაი ძირთაგან კეთილმსახურთა მეფეთასა, აღზრდილი სიყრმითგან მართლმადიდებლობისა მოძღურებითა, ფრიად სასოებდი ღმრთისა მიმართ, და წადიერად აღასრულებდი მცნებათა მისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბაგრატოვანთა შორის საჩინოი მეფედ გაკურთხეს რაი იმერეთსა, ჭაბუკი ეგე, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი კეთილად განაგებდი სამეფოსა შენსა, აწ ჩუენცა შეგვავედრე ღმერთსა, მოსცეს მეფე კეთილმსახური მწყემსად და წინამძღურად ქართველთა ერსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ, უხრწნელო.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ  სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოიღე რაი პატივი და ნიჭი მეფობისაი ქრისტესგან, შემოიკრიბე ერთგულნი სპანი, და მძლედ გამოჩნდი მბრძოლთა და ორგულთა ზედა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, განაქარვოს ბოროტნი განზრახვანი ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიადი სიბრძნე მოგანიჭა რაი ღმერთმან, ახოვანო, ერჩდი ნებასა მისსა, და კეთილმსახურებითა თვისითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა. აწ ჩუენთვისცა ევედრე სახიერებასა მისსა, რაითა ყოველი ცხორებაი ჩუენი განაგოს ნებისაებრ თვისისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი მეცნიერ წმიდისა წერილისა და საღმრთოისა სჯულისა, გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმე, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა კეთილად განვვლოთ გზაი ესე საწუთოისა ცხორებისა ჩუენისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

კლდემან ცხოვრებისამან, ქრისტემან მეუფემან, დაგადგინა რაი  მეფედ და წინამძღურად იმერთა, უძღოდი მათ, სოლომონ დიდებულო, ვითარცა დავით ისრაელთა, აწ ჩუენცა დაგვიფარე გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან და მოგვანიჭე სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სჯულისა ჩუენისა.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მთისაგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ხსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იყავ ტკბილი, ღმრთის-მოშიში და მოწყალე, სოლომონ დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი ქურივ-ობოლთა და გლახაკთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, მეფეო სანატრელო, რაითა მოგუმადლოს მწყემსნი კეთილნი და მუშაკნი გონიერნი ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ერისა შენისათვის იღუწიდი რაი სულიერად წინაშე ღმრთისა, ხსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან უსჯულოებისა, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისსა, რაითა ანგელოზთა მიერ განხადოს ჩუენგან ყოველივე ბოროტი და წარგვიმართოს მცნებათა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უშიშ იყავ, მეფეო, ვითარცა უხორცოი, და ურიცხუთა მტერთა ბრძოდი მცირედითა მით ლაშქრითა, რომელი მოიმტკიცე ფიცითა ერთგულობისაითა, აწ ჩუენცა გვითხოვე ქრისტეს მიერ, რაითა მოგვანიჭოს სიმხნე და ძალი დაცვად ერისა ჩუენისა და მამულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: დამხსნელი ბნელისა მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღუა  ნათლად, ღმრთეებისა თვისისა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიად ზრუნვიდი რაი სამღდელოთათვის, ჰოი, მეფეო დიდებულო, ყოველსა სახმარსა მისცემდი ეკლესიათა და მონასტერთა, ხოლო  იერუსალემსა – ქრისტეს საფლავსა დაუმტკიცე შესაწირავი დიდი და მამული იმერეთსა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა იყავ შენ კეთილმსახური და მართლმსაჯულ, მეფეო, და განმკითხველი გლახაკთა და მოჩივართა, აწ ჩუენცა გვითხოვე ღმრთისა მიერ, ნუ მიგვცემს ჩუენ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთათვის ხელთა შინა მზაკუვართა მთავრობათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეეწიე რაი პაპასა შენსა ერეკლესა იმერთა ლაშქრითა, მხარდამხარ მისა ჰკაფდი უსჯულოთა მათ სპარსთა კრწანისსა, და ყოველნი განაკვირვე ერთგულებითა და მხნეობითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, რაითა აღადგინოს ერთობაი ერისა ჩუენისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე აწ, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინაისწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ეწადათ რაი რუსთა ხელთ-გდებაი სამეფოისა შენისა, მსგავსად ქართლ-კახეთისა და ოდიშისა, გიწვევდენ ქუეყანასა თვისსა, გარნა უქმ ყავ განზრახვაი მათი, არად შეჰრაცხე რაი პატივი უცხოებასა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განარისხა რუსთა ხელმწიფე სიმტკიცემან შენმან, და ერთმორწმუნეობისა არარად შემრაცხველმან, წარმოგზავნა ლაშქარი, რაითა დაიპყროს სამეფოი შენი და შერთოს ქუეყანასა თვისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა მეფე მდაბალი და ერთგული ერისაი, შეყუარებულ იქმენ რაი ყოველთა ქართველთაგან, ვერცაღა-ვინ პოვეს განმცემელი შენი რუსთა, და პყრობილ გყვეს სიცბილითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.             

გუნდი: ამინ.

კონდაკი

სოლომონ მეფე ვადიდოთ – სახელმოდგამი მეფეთა შორის უბრძნესისა, ახოვნად მღაღადებელი მბრძოლთა მიმართ ივერიისათა: `ესე არს ქუეყანაი წილხდომილი ყოვლადწმიდისა დედოფლისაი, და ვერვინ შემძლებელ ხართ ვნებად მისსა~.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,             

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

გუნდი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარება იოანესი

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მეფისა ჩუენისა სოლომონისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ელვარებაი ღუაწლისა შენისაი, და მცხინვარებაი სიმხნეთაი ცისკროვან-ჰყოფს გულთა ჩუენთა და გევედრებით, დიდებულო მეფეო ჩუენო, გვითხოვე აწ ქრისტესგან მშვიდობაი ყოვლისა სოფლისაი, შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, სარწმუნოებასა შინა განძლიერებაი ერისა ჩუენისაი, და სულთა ჩუენთა წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა; ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდ-მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისა, ბიძინა დაჭრილისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, და თამარისითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მეფისა ჩუენისა სოლომონისა, სამშობლოსათვის თავდადებულისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და სახუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაი წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფარულად გიხსნეს რაი ტყუეობითგან ერთგულთა შენთა, განივლტე ახალციხისა საფაშოსა, და მუნითგან იღუწიდი გამოხსნისათვის სამეფოისა შენისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, მეფეო, რაითა მოგუანიჭოს გამოხსნაი უღლისაგან მტერთაისა და ერსა ჩუენსა მოჰმადლოს ძლევაი ყოველთა მბრძოლთა ზედა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ყოველსავე ურვასა და ბრძოლასა შინა მყოფი გარდახვედ რაი ოსმალეთსა, იწყე მზადებაი დიდისა ჯანყისაი, და აღძარ იმერნი ბრძოლად და წინააღდგომად რუსთა ლაშქრისა, აწ ჩუენცა მოგუანიჭე მადლი ერთობისაი, და განგვიცოცხლე სახე ჩუენისა სულიერისა ღონისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შემოიკრიბნე რაი ერთგულნი ერნი, მკლავითა ლომებრივითა ბრძოდი მხდომთა, გარნა გძლეს სპათა სიმრავლითა, და მოლაშქრენი შენნი მოსწყვიდეს უწყალოებითა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, და გვიხსენ ზედამოსლვათაგან უცხო-თესლთა და კუეთებისაგან ბოროტისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოგვიახლენ, დედოფალო, ანგელოსნი და მთავარანგელოსთა გუნდნი, და წინაისწარმეტყველნი, მოციქულნი და წმიდანი მოწამენი, და ერთხმობითა ევედრეთ ძესა შენსა და ღმერთსა

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონსა პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გარდახვეწილი უცხოებად მხლებელთა თანა დაემკვიდრე რაი ტრაპეზუნტსა, ლოცვითა, მარხვითა და მღვიძარებითა განაკვირვებდი ყოველთა, ხოლო მოძღუარი შენი იესე გექმნა შემწე და თანამზრახველ კეთილისა მის ღუაწლისა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დასნეულდი რაი ფრიად ტანჯული ეგე გვირგვინოსანი, წმიდაო, ვერცაღა მიწევნული მხცოვანებასა, წინაითვე გულისხმაყავ განსლვაი შენი ხორცთაგან, და ლოცვითა შეიწევდი სარწმუნოსა და ღმრთივ სათნოსა იესეს – მოძღუარსა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამეფოსა შენსა და სულსა შეჰვედრებდი რაი ქრისტესა, სასყიდელად შრომათა შენთა შეგრთო სიმრავლესა მას წმიდათასა,  და მხურვალითა ცრემლითა დაგიტირეს რაი ლაზთა, ფრიად ღვაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს ეკლესიისა სამრეკლოსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, ყოვლად საგალობელო, შენ ყოველნი ძალგიძს, პირველ საუკუნისა ძისა შენისა თანა, და ვითარცა მოწყალე დედაი ევედრე მას, ხსნად ჩუენდა ყოველთა ბოროტთაგან, რაითა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელ-ქმნული, მოსრული და საშოისაგან შენისა ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლითა, ამისთვის ღმრთისმშობელო, სარწმუნოებითა გადიდებთ შენ.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღასრულა რაი ანდერძი შენი მღდელმან, ეკლესიათა და უპოვართა შესწირვიდა საფასეთა შენთა, და არცაღა დასცხრებოდა რაი ლოცვად და ღუწად სულისათვის შენისა, მიუთხრნა შრომანი შენნნი და ჭირნი და ღუაწლნი მეუღლესა შენსა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვერა შეუძლო ჟამთა ცვალებამან დავიწყებად ღუაწლთა შენთა, და წარმოიხუნეს რაი ნეშტი შენი პატრიარქისა კურთხევითა ქართველთა, სიხარულითა მიეგებნეს სამღდელონი მორწმუნეთა თანა, და დიდითა პატივითა დაკრძალეს გელათს, მეფეთა საძვალესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განადიდა რაი ღუაწლი შენი ეკლესიამან, მეფეო ყოვლად ღირსო, წმიდათა თანა შეგრაცხა, და აჰა, სამარხოი შენი იქმნა, ვითარცა საუნჯე მადლისაი, და ჩუენცა მოვისწრაფით შევრდომად მისა, რაითა ვითხოვოთ შენ მიერ ხსნაი ყოვლისაგან ძვირისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მსწრაფლ-შემწე ხარ შენ ყოველთა მვედრებელთა, მსგავსად-ვე სახიერისა მის მეუფისა და ძისა შენისა, და მიგავლენთ მეოხად წინაშე მისსა, რაითა ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთა უვნებელად დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღვდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მართალ იყავ და მოშიში ღმრთისაი, ჰოი, მეფეო სანატრელო, და არცაღა წარხოცა რაი საქმენი შენნი ჟამთა მდინარებამან, გამოსჩნდი შეუძრველ სიმტკიცედ ერისა შენისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა: მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და განგვარინოს ჩუენ საფრხეთაგან ეშმაკისაითა და მზაკუვარებათაგან კაცთაისა.

საკვირველებათა აღმობრწყინვებითა ელვარობ რაი გელათითგან, მოვისწრაფვით ნაწილთა შენთა საყოფელსა, და სულთქუმითა შეგვედრებთ მრავალჭირნახულსა მამულსა ჩუენსა, რაითა შეაწყნარო ქრისტესა ღმერთსა, გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი  ჩუენ ზედა, სიმრავლისათვის ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს ქუეყანაი ჩუენი პირველსავე დიდებასა.

განათლდების რაი ივერთა ეკლესიაი დიდებითა შენითა, ვიხარებთ კრებული მორწმუნეთაი მომხსენებელი ღუაწლისა შენისა, და გევედრებით: გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა ბარბაროზნი და წარმართნი, მამულსა ჩუენსა დამკვიდრებულნი მზაკურებითა, უკუნ აქციოს ქუეყანათა თვისთა, და ფრიად შეჭირვებული ერი ჩუენი დაიცვას შეურყვნელად.

შენ, სანატრელსა მეფესა იმერთასა და ბაგრატოვანთა შორის ახოვანსა, მადლობისა ხმითა გიგალობთ და გევედრებით: შეგვაწყნარე მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა,  თქმულნი თვისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                      

გუნდი: ამინ.  

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო და ღუაწლითა შემოსილო სოლომონ სანატრელო,   დიდებაო ქართველთა ერისაო და სიმტკიცეო ეკლესიისა ჩუენისაო; მეფეთა სიქადულო და სიმხნეო მხედართაო, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლშემწეო და ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!

ჰოი, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკვირველო მოღუაწეო, სოლომონ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღგვიდგინოს მეფე მირონცხებული ნათესავითგან ბაგრატოვანთასა, რაითა კეთილად მსახურებდეს მამულსა და ერსა, ჰყოფდეს სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, ძალითა ჯუარისაითა უკუნ-აქცევდეს ყოველთა მტერთა, და დაამშვიდებდეს აღშფოთებულსა ქუეყანასა ჩუენსა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, სამშობლოსათვის თავდადებულო ახოვანო მეფეო ჩუენო სოლომონ დიდებულო! სრულ ყავ რაი სრბაი ღუაწლისა შენისაი, აღიწიე წინაშე ღმრთისა, და მოგანიჭა რაი გვირგვინი დიდებისაი და მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, დედათა კრძალულებაი და შვილთა კეთილ-ზრდილობაი, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი, საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სათნოებასა შინა წარმატებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს…

გუნდი: ამინ. 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა კეთილმსახურისა სოლომონ მეფისა, სამშობლოსათვის თავდადებულისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ჟამსა მას ხატის მთხვევისასა:

ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, ჰოი, სოლომონ, ახოვანო მეფეო ჩუენო, და სიღრმით გულისაით გიღაღადებთ: მამობრივითა კადნიერებითა მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოველთა ძვირთა, იწროებათა და სალმობათაგან, და  განგვარინოს საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილითა ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა სოლომონ მეფისაისა და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

პარაკლისი წმიდისა ვახტანგ გორგასლისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა დიდისა მეფისა

ვახტანგ გორგასლისა

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ, საწუთოი სამეფოი სიბრძნითა განაგე და ეკლესიაი ქართლისაი ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.

დიდებაი… ტროპარი (იგივე)  აწდა…

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქებით შეგამკობთ შენ, ყოვლად დიდებულო მეფეო ვახტანგ, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა წყალობითა ხელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთა.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ხელმწიფეო, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რაითა განაქარვოს ბოროტნი განზრახვანი ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოიღე რაი პატივი და ნიჭი მეფობისაი, ჭაბუკი ეგე, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი კეთილად განაგებდი სამეფოსა შენსა, აწ ჩუენცა შეგვავედრე ღმერთსა, რაითა მოსცეს მეფე კეთილმსახური მწყემსად და წინამძღურად ქართველთა ერსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გამოუთქმელითა ძალითა შენითა, ყოვლად წმიდაო დედოფალო, დაგვიფარე გარემოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან, და მოანიჭე მტერთა ზედა ძლევაი ერსა ჩუენსა, ოხითა ძლევაშემოსილისა მეფისა ჩუენისა ვახტანგისაითა, და ყოველთა წმიდათაითა.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამოითა შეგონებითა, ქრისტეს რჩეულო, პატიოსანი ჯუარი აღამაღლე, და მაზდეანთა ბომონნი დაამხუე, ეგრეთვე აწ მტერთა ჩუენთა მზაკუვარებაი განაქარვე და წინა-აღდგომაი მათი დახსენ.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა განაქარვე შენ ცეცხლთაყუანისმცემელთა საცთური და კარი სარწმუნოებისაი განუღე ერთა, ეგრეთვე აწ შეგვჭურვე ჩუენცა ძლევად ქრისტეს მტერთა, და ეკლესიაი დაიცავ შეუძრველად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიბრძნითა, კეთილმოქმედებითა და მხნეობითა, ვახტანგ, მეფეო წმიდაო, წინააღმდგომნი შენნი საკვირველად მოამშვიდე, და ურთიერთას განდგომილნი დიდებულნი ერთ-ზრახვად შეჰკარ და შეამტკიცე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედაო ღმრთისაო, დაიფარე საფარველსა ქუეშე შენსა წილხვედრი ქუეყანაი ესე შენი ივერიაი, და უძლეველითა შუამდგომელობითა ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიმართ გვითხოვე ჩუენ ხსნაი ურიცხუთა მბრძოლთა და მომხდურთაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

დიდებულებაი შენი ვინ-მე მიუთხრნეს, ჰოი, სახელოვანო მეფეო ქართველთაო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტესთვის, და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთვის, აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, და ერსა ჩუენსა _ ძლევაი და დამტკიცებაი მართმადიდებლობისაი, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეჩუენე აღჭურვილი ჯუარითა უშჯულოთა მძლავრთა, მეფეო, და სძლე ძალითა ჯუარცმულისაითა, მას ევედრე, რაითა დაარღვიოს ბოროტ-მანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთაი.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და არა შეშინდი ზახებასა მტერთასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, მეფეო, რაითა წინა-აღუდგეთ ბოროტსა და დავარღვიოთ ყოველივე საცთური უღმრთოებისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რომელი ცათა შინა განისუენებ, და მხედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, აწ ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათვის გამოხსნაი ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდი კადნიერებაი გაქუს რაი შენგან შობილისა მიმართ, დედოფალო, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაითა გარემოცულნი მრავალთა ძვირთაგან გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და საფრხეთაგან ბოროტისა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი:  განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იხილა დაფარულთა მხილველმან, დაფარულნი და ცხადნი სათნოებანი შენნი და გამოაბრწყინვა, კაცთა შორის საკვირველო მეფეო ვახტანგ, ვითარცა ნათელი მზისაი, საქმენი შენნი.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უნათლეს მზისა ბრწყინავ შენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა წინამძღუარო და ლამპარო, და ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გამოუჩნდი ვითარცა მთიები ქუეყანასა შენსა, და განაცისკროვნე ღამე სპარსთა საცთურებისაი,  აწ ჩუენცა მოგუმადლენ ძლევაი უხილავთაცა მტერთა ზედა და ხელმწიფებათა ბნელისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სულნი ჩუენნი, ღმრთისმშობელო, და წარგვიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდეთ შენ, დედოფალო.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სურვილი წმიდისა მეფისა მირიანისი აღასრულე და მონასტერი ჯუარისაი იერუსალემსა შინა ღმრთივბრწყინვალედ აღმართე, ხოლო ქუეყანასა შენსა აღაშენე დიდებულნი საყდარნი და მონასტერნი, და ეკლესიაი მოციქულთაი, სუეტიცხოველი განაახლე და შეამკევ.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან ივერიელთა მტერობისთვის ყოველნი შეაძრწუნე და ღირსებაი და დიდებაი ერისა შენისაი აღამაღლე, აწცა სიმხნე, სიბრძნე და ძალი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინე, ახოვანო, და წყუდიადი დახსნილებისაი განხადე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დააფუძნე რაი ტფილისი, მეფეო დიდებულო, საძირკველად სულიერად დაუდევ ეკლესიანი, მსგავსად იერუსალემისა და იქმენ მფარველ დედა-ქალაქისა ჩუენისა, აწ კუალად შეეწიე მკვიდრთა მისთა და დაიცევ ყოვლისაგან საფრხისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებასა შენსა მოვევლტით, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და ნუ უგულებელს-ყოფ ვედრებასა ჩუენსა, არამედ ღელვათა და ჭირთაგან გვიხსენ ჩუენ, მხოლოო კურთხეულო, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსვლისაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კონდაკი

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტესითა და ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთოითა გულსმოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინაიცა ღირსად მიიღე  გვირგვინი სიმართლისაი, და მსხუერპლად სათნოდ შეიწირე ღმრთისა, მას ევედრე ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრხეთაგან მტერისაითა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკვირველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო!

იკოსი

ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათვის ერისა შენისაო და გაძლიერებისათვის იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: `მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა~, ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მას სამეუფოსა, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკვირველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო!

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარება იოანესი

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ყოვლად ქებულისა დიდისა მეფისა ვახტანგისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ვითარცა კეთილმსახურმან და ღმრთივდაცულმან მეფემან, ერსა შენსა მოჰმადლე ძლევაი მტერთა მიმართ და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი დაიცევ შეუძრველად, ეგრეთვე აწ ითხოვე ეკლესიისათვის დაცვაი და მოცემად ჯუარითა ერსა ჩუენსა ძლევაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, სიმტკიცე მორწმუნეთაი და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და დიდი წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, და წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი), და წმიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ. 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა არცხვინე შენ ურიცხუთა მათ მტერთა შენთა, ეგრეთვე აწ დაამხუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, ახოვანო მეფეო ქართველთაო, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეფეო, ქრისტესა შედგომილო, იმეოხენ წინაშე მისა, მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაი შენებრი, და დაიფაროს ქუეყანაი ივერიისაი წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ზეცით მოგვხედე, მეფეო, ყოვლად ბრძენო, მართლმადიდებელსა ერსა შენსა და გვითხოვე ქრისტეს მიერ ხსნაი განსაცდელთაგან, და ძლევაი ყოველთა მხდომთა და წინააღმდგომთა ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოგვიახლენ, დედოფალო, ზეცისა მხედრობათა გუნდნი, და ყოველნი წმიდანი, და ერთხმობითა ევედრენით ძესა შენსა და ღმერთსა, რაითა დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა სენთა და ურვათაგან.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მწყემსო კეთილო პირმეტყუელთა ცხოვართაო, ემსგავსე შენ მნესა მას გონიერსა და მიიღე ტალანტი უფლისა შენისაი და განამრავლე იგი და მიუძღუანე მრავალწილად მომნიჭებელსა, მას ევედრე, რაითა მოგუანიჭოს მწყემსი სარწმუნოი და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ფრიადი სიბრძნე მოგანიჭა რაი ღმერთმან, ერჩდი ნებასა მისსა, და კეთილმსახურებითა თვისითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა, ეგრეთვე აწ მეოხ გუეყვენ უფლისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს უსჯულოებათა ჩუენთაგან, და ყოველი ცხორებაი ჩუენი განაგოს ნებისაებრ თვისისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარი ზარი დაეც მძინარესა ერსა შენსა, სულითა განბრძნობილო, და განაფრთხობდი ღრმისა ძილისაგან, ეგრეთვე აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა განგვიმრავლოს ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, მზრუნველნი  მამულისანი და მბაძველნი სიმხნეთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, ყოვლად საგალობელო, შენ ყოველნი ძალგიძს, პირველ საუკუნისა ძისა შენისა თანა, ევედრე უკუე მას, ვითარცა მოწყალე დედაი, რაითა ამაო ჰყვოს საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და გვიხსნნეს სასჯელთაგან საუკუნეთა.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეს ცათა  საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს  ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგწყლეს რაი ბრძოლასა შინა სპარსთა, ჰოი, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო, დამძიმდი ფრიად, ვახტან, და წესი ღმრთივსულიერი დაუტევე ერსა შენსა – სარწმუნოებასა ზედა მტკიცედ დგენ და ეძიებდენ ქრისტესთვის სიკუდილსა, რაითა მოიგონ წარუვალი დიდებაი.

წმიდაო, დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ქრისტემან ჯუარსა ზედა მიიღო ლახურისა მიერ წყლულებაი, ეგრეთცა ლახურისა მიერ განიგმირე მისთვის და ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ ზეცისა მხედრობათა თანა, აწ გვითხოვე მისგან გამოხსნაი ღელვათაგან მძვინვარეთა, მეფეო, და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა მას დაუსრულებელსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო მეფეო ქართველთაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს დედასა ყოველთა ეკლესიათასა _ სუეტიცხოველსა, გარნა ძალითა ქრისტესითა სიკუდილისა შემდგომადცა შეგვეწევი და მოგუმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროისაგან ულევისა მადლისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აჰა, მრავალნი უცხო-თესლნი და ბარბაროსთა და წარმართთა გუნდნი მოივლტიან დამკვიდრებად წილხვედრსა შენსა ივერიას, ქრისტეს დედაო, გარნა ჩუენ მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, რაითა რისხვითა განჰკუეთდე და უკუნ-აქცევდე უკეთურსა კრებულსა მათსა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმევს, მკითხველი კითხულობს:

აჰა, სამარხოი ძუალთა შენთაი გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთვის გული გვითქმს მისლვად სუეტიცხოველსა, რაითა სიწმიდე ესე მხურვალედ შევიტკბოთ და კურნებაიცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

ელვითა სულისაითა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული ჰსუფევ რაი წინაშე ქრისტესა, გვიმეოხენ წინაშე მისსა, ჰოი, ღირსო მეფეო, ვახტანგ სანატრელო, რაითა დაამხოს ყოველი სილაღე მძლავრთა მათ ბოროტთა და შინაგანმცემთა ერისათა, რომელნი კადნიერად განსყიდიან მიწა-წყალსა ჩუენსა, მამა-პაპათა სისხლითა განპოხებულსა.

ვაი, ერსა ზედა ჩუენსა მოწევნულსა ურვასა, რამეთუ დავმდაბლდით, და შევმცირდით და განვიბნინენით ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ მძლავრნი იგი მთავარნი და უღმრთოთა გუნდნი, ბოროტად შეთქუმულ-არიან ერსა შენსა ზედა, გარნა ჩუენ მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, რაითა მსწრაფლ განვიღვიძოთ მსგავსად ნინეველთაისა და ერთობითა ვიღუაწოთ გადარჩენისათვის საქართველოისა.

ჰოი, საჩინოო, ბრძენ-მხნეო, მეფეო ბრწყინვალეო, ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგინე მამული ჩუენი _ საქართველო _ პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან, რაითა არა სთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი იგი მათი, რომელთა მიმართ აქუთ სასოებაი.

ჰოი, ღუაწლით შემოსილო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, ვითარცა ძუელად აჩუენე საკვირველი მფარველობაი ერსა შენსა, ეგრეთვე აწ შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                          დიდებაი…

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                   აწდა…

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.        

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო, ჭეშმარიტებისა მოწამეო და ქრისტესათვის და მამულისათვის სისხლდათხეულო, მხედართა სიქადულო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, უძლურთა ძლიერებაო, მდაბალთა აღმამაღლებელო, გლახაკთა განმამდიდრებელო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ!

ჰოი, ღუაწლით შემოსილო დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისაისა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შუღლისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რომელიცა განიპოხა სისხლითა შენითა, და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინოს ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განამტკიცე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი. განაძლიერე ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჰოი, ზეგარდამო ღმრთისა მიერ გვირგვინოსანო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო! ვითარცა გაქუს ძლიერებაი ღმრთივმონიჭებული, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი,  რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან..                     

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, ჰოი, წმიდაო მეფეო ვახტანგ, და სიღრმით გულისაით, მუხლმოდრეკით მლოცველნი შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით: შეწევნითა შენითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნენ და ყოველთა ჭირთა და სალმობათაგან გვიხსენ პატივისმცემელნი შენნი და მხურვალედ მვედრებელნი.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილითა ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა მეფისა ჩუენისა ვახტანგისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

წმიდა ლუკა აღმსარებლის პარაკლისი

სავედრებელი პარაკლისი ყირიმის მთავარეპისკოპოსის წმიდა ლუკა აღმსარებლისა და განმანათლებლისა

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

გუნდი: ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 1

ქრისტეს გზისა მაუწყებელო, აღმსარებელო და მთავარეპისკოპოსო ყირიმისაო, შეურყეველო გოდოლო და ჭეშმარიტო მცველო მამათა გარდამოცემათაო, მართლმადიდებლობისა ქადაგო და მკურნალო ღმრთივგაბრძნობილო, წმიდაო განმანათლებელო ლუკა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი… ტროპარი (იგივე)  აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ზღვისა ღელვათა მძვინვარეთა წიაღ-ხდეს დაულტობელად ისრაელნი პირველად ძლიერებითა მარჯუენითა ღმრთისაითა, და სიღრმეთა მათ დაფარნეს მეგვიპტელნი, და საფლავ ექმნნეს წყალნი ბანაკსა მათსა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უღმრთოებისა წყუდიადი განაბნიე, ნეტარო, და ნათელნი ქადაგებათა შენთანი სახედ შარავანდედთა განჰფინენ  რაი ქუეყანასა, აწ გულნი ჩუენნი აღავსე მდინარეთაგან მადლისა შენისაითა და სულნი ჩუენნი მორწყე წიგნთა შენთა ნაკადულითა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მწყემსობითა მოციქულებრითა მტკიცედ ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა, და განბრწყინვებული ჰსუფევ რაი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვვედრე სახიერებასა მისსა, რაითა განგვიმრავლოს ერის-მძღუარნი და მწყემსნი, შენებრ შემკობილნი საქმითა და სიტყვითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიყრმითგან დაიმარხნე რაი სიტყუაი მაცხოვრისაი: `სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ, ევედრეთ უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინოს მოქმედნი სამკალსა თვისსა~, არა ევლტოდი დიდებასა და მონაგებსა, და ხვიდოდი სამართალთა მისთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სწორებაი ღმრთისაი მაოცნა უბადრუკსა გუელმან ბოროტმან და ტყუე მყო მე ღმრთისაგან, ხოლო შენ მიერ განვთავისუფლდი, სძალო, და ჭეშმარიტად ღმერთ-ვიქმენ, უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ განმაღმრთობელი ჩემი.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განხსნილნი ძუელთა კრულებათა ჩუენთაგან და ხსნილნი მხეცთა შუვა მძვინვარეთაგან, მხიარულებით აღებითა პირთაითა სიტყუასა ღმერთსა სიტყვითა ხმეანითა სარწმუნოებითა და ქებით ვადიდებთ.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოცემულ გაქუნდა რაი ღმრთისა მიერ აღმატებული ნიჭი სიყუარულისაი, სიჭაბუკითგან განიზრახე მსახურებაი ერისა შენისა, უძლურებათაგან შეჭირვებულისაი, და გულსმოდგინებითა შეისწავე მეცნიერებაი სენთა და წყლულებათა კურნებისაი.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განაგებდა რაი უფალი გონებასა და მარჯვენესა შენსა, ვითარ მკურნალი ხელოვანი დასტაქრობდი და განამრთელებდი მოწყლულთა, აწცა ევედრე უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა გარე-წარგუხადოს სნეულებანი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა მისთა და მაქებელთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ყუდროი და მდაბალ იყავ შენ, ღირსო, და აბრაჰამისა მსგავსად მოღუაწე უცხოთა და გლახაკთა, და შეეუღლე რაი მოწყალებისა დას ანას, ქალწულსა ღმრთისმოყუარესა, სათნოებითა უფროის ერთ-სულ იყვენით, ვიდრეღა ერთ-ხორც ქორწინებითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დააცხრუე აღძრვაი ვნებათა ამათ ჩემთაი, ღირსო ღმრთისა დედაო, და დააყუდე ღელვაი გულისსიტყუათა ჩემთა შეგინებულთაი, ყოვლად წმიდაო, და ცხორებაი ჩემი კეთილად წარმართე, მშობელო ცხორებისაო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

ძეგლ იყავ რაი ღმრთისმსახურებისაი და საფუძველ მტკიცე მართლმადიდებლობისაი, ნავთსაყუდელად მორწმუნეთა იწოდე, ღირსო, და შეუძრველ სუეტად ეკლესიისა, აწცა მეოხ-გვეყავ შვილთა მისთა, რომელთა შეგვიწყნარებიეს ყოვლად-ტკბილნი ჰსწავლანი შენნი, რაითა ჩუენცა შენთანა უგალობდეთ უფალსა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: საქმენი შენნი, ვითარცა განიცადნა, ღაღად-ყო ხმითა წინაისწარმეტყუელმან, დღეს მესმა მე სმენაი კაცთა განახლებისაი და დამიკვირდა შენი სიმდაბლითა მოსლვაი, რაითა შეჰმუსრო ძლიერებაი მხდომისაი.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოწოდებული მსახურებად უბრალოთა ერთასა, წარხუედ შორიელთა მათ მხარეთა, და მწე და თანამზრახვალ გექმნებოდა რაი ცოლი შენი, მოჰვლიდით სოფლებსა და კურნებდით ფიცხელთა სენთა და სალმობათაგან გუემულთა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დასნეულდა რაი მეუღლე შენი, წმიდაო, მიისწრაფე ტაშკენტსა, რამეთუ გეგულებოდა განკურვნაი მისი ქუეყანასა მას სამხრისასა, და მსახურებდი რაი განმგებლად სასნეულოისა, განთქულ იქმენ სააქიმოითა ხელოვანებითა და საკვირველითა კაცთმოყუარებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მიიცვალა რაი ღმრთივსულიერი ცოლი შენი ღმრთისა მიმართ, ნეტარო, მწუხარედ მგლოვარე მარადის ფსალმუნებდი სულისათვის მისისა, და დაღაცა-თუ იგმობოდა სახელი ღმრთისაი, განცხადებულად დაიწერდი ნიშსა ჯუარისასა და სნეულთაცა გადასწერდი უშიშად.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთაი ხორცთა შესხმად, ღმრთისმშობელო ქალწულო, და მოწყალებითა მაცხოვნა მე, ყოვლითურთ შეცოდებული კაცი, ამისთვის ვიტყვი: გიხაროდენ, ყოვლად უბიწოო დედოფალო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განვიბანენით ხორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართებით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიძღუანებს ცხორებასა განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას ღმრთისმბრძოლობისასა არა დააკლდებოდი რაი ეკლესიასა შინა ლოცვასა, ნებსით აღებითა ქრისტეს ჯუარისაითა მრავალთა განამტკიცებდი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა, ღმრთივსულიერო, და განამხნობდი დაცვად მისა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგიწოდა რაი მწყემსმთავრმან მსახურებად ღმრთისა, უშიშად აღიძარ შერთვად მხედრობასა მისსა, და დაგადგინეს რაი მღდელად, სანატრელო, არცაღა დაუტევე სასნეულოი და ღმრთისმსახურებითა და აქიმობითა აღასრულებდი ქრისტეს მცნებათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ოდეს განზრახვაი განცოფებულთაი ქრისტეს ეკლესიისათვის მძვინვარედ ბორგდა, სახე ექმენ ერსა შენსა, მამაო, ვითარცა მობაძავი მაცხოვრისაი, და ქადაგებდი მაცხოვნებელთა სწავლათა მისთა, აწ ჩუენცა მოგუანიჭე ცხორებისა სიწმიდე და შიში ღმრთისაი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა გარდამოხედ და იშევ ქალწულისაგან, ქრისტე, და დახსნენ სალმობანი სიკუდილისანი, რაითა აცხოვნო დაბადებულნი შენნი, დაფლულნი ვნებათა შინა მრავალსახეთა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: წინაისწარმეტყუელმან მუცლისა სიმხურვალე ზღვისა მხეცისაი სამ დღე თავს იდვა, მოასწავა მეორედ შობაი კაცთაი ხსნისათვის ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა მის, რომელიცა მოკლა მხსნელმან.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იქმენ რაი წინამბრძოლ და მთავარ ერისა მორწმუნისაი, ნეტარო, ენანი მგმობართანი დაუყუენ და აოტენ რაი წინააღმდგომნი მადლითა სიტყუათა შენთაითა, ქრისტეს მხედარნი აღსჭურენ, მამაო დიდებულო, ახოვნად მბრძოლად ბილწთა მათ უღმერთოთა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სცნეს რაი მღდელმთავართა ნებაი უფლისაი, ხელი დაგასხეს ებიკოპოსად, და ვითარცა ფერმწერსა და მკურნალსა, გიწოდეს სახელი ლუკა მოციქულისაი, ღირსო, და ღუაწლსა მას მწყემსობითსა შეუდეგ სიმხნითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გიხილეს რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ღმერთშემოსილო, შეგიპყრეს უღმერთოთა და შეგსვეს რაი დილეგსა, წარუგზავნე ეპისტოლე სამწყსოსა შენსა, და განაკრძალებდი განხეთქილებათა და ერესთაგან.

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენდამი სასოებაი ჩემი დამიძს, ქალწულო, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ ხარ ძალი ცხორებისა ჩემისაი და ზღუდე სიმტკიცისაი, შემიწყალე მე, სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 1

ვითარცა ვარსკულავი ბრწყინვალე, სათნოებითა მოტყინარე, გამოჩნდი შენ, განმანათლებელო მამაო, და ჰყავ რაი სული შენი, მიმსაგავსებული ანგელოსთა, მღდელთმთავრობისა ხარისხსა ზედა ამაღლდი, და მრავალნი ვნებანი დაითმინენ უღმრთოთაგან, გარნა შეურყეველად ჰგიებდი სარწმუნოებასა შინა, და სულთა და ხორცთა ჰკურნებდი რაი სიბრძნითა შენითა და სამკურნალოითა ხელოვანებითა, განადიდა უფალმან პატიოსანი ნეშტი შენი სასწაულებითა, რაითა ყოველთა მორწმუნეთა გიღაღადოთ სასოებითა: გიხაროდენ: წმიდაო ლუკა აღმსარებელო, სიმტკიცეო და სიქადულო ყირიმისაო!

იკოსი

მსგავსად მოსახელისა მის შენისა ლუკა მახარებელისა, ზეცით მოგეცა რაი საკვირველი ნიჭი სენთა კურნებისაი, მსწრაფლ განხდიდი ყოველსავე უძლურებასა, და ხედვიდი რაი ბილწთა მათ ღმრთისმგმობთა და მწვალებელთა განძლიერებასა ქუეყანასა შენსა, იქმენ ქადაგ ღმრთისა, და მძლე ექმენ რიტორთაცა, შეთხზენ რაი საღმრთისმეტყველონი სწავლანი, და ვითარცა კეთილი მწყემსმთავარი, სამწყსოსა შენსა უცთომელად წარუმართებდი გზასა მას მცნებათასა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4;

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი:  პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელი: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავარისა ლუკა ყირიმელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, წმიდაო ლუკა ყირიმელო, და ქრისტეს ეკლესიაი შეამკევ რაი ქადაგებითა და მოძღურებითა, განბრწყინვებული ჰსუფევ აწ წინაშე ღმრთისა, და გვითხოვე ჩუენ მშვიდობით დაცვაი ყოვლისა სოფლისაი, ყოველთა მტერთაგან განრინებაი ერისა ჩუენისაი და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, და ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა ლუკა განმანათლებელისა და აღმსარებელისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა; გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.   

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: რომელმან პირველ ალი სახუმილისაი მის მძლავრი დაშრიტა და ღირსნი ყრმანი იხსნნა, აქა დღეს საშოი ქალწულისაი დაიცვა შობასა მისსა შეუწუელად, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განარისხა უსჯულონი ურჩებამან შენმან, და ვითარ ძვირის-მოქმედი წარგავლინეს რაი ციმბირსა, ქრისტესა უშიშად ქადაგებდი და შეეწეოდი სნეულთა და განწირულთა. აწ ჩუენცა შეგვეწიე, და განგვკურნე ყოველთა ვნებათა და უძლურებათაგან.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მანქანებათა მათ უღმრთოებისათა ვერა შეუძლეს რაი შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, ახალი დევნულებაი აღძრეს შენ ზედა, და განგხადეს რაი სიღრმესა ტაიგისასა, სიყმილითა და ყინვითა გარეშეცული არა დასცხრებოდი ქებად და დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიმხნითა მიითუალენ რაი ჭირნი ფრიადნი და სამ-გზის ექსორიობაი ციმბირსა, დიდთა ძვირხილულობათა მიერ სიკუდილსა მიახლებული, მრავალგზის დაგიფარა შენ მარჯუენამან ღმრთისამან. რომელსაცა ევედრე აწ დაცვად ჩუენდა, წმიდაო ლუკა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ევედრე, სძალო, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა განფრდილნი ესე ცოდვათაგან, გვიხსნნეს მეოხებითა ლუკა აღმსარებელისაითა, და განგვარინოს საფრხისაგან უხილავისა და ხილულისა მტერისა, რამეთუ შენ ხარ სასოი ყოვლისა სოფლისაი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისაი მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად აყუავილნა მიზეზი წარმართთა ხსნისაი, სასოწარკვეთილი დღეს.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგანიჭა რაი ქრისტემან მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, მრავალნი მოისწრაფდენ შენდა კურნებად სულიერთა და ხორციელთა წყლულებათა, და განდიდნა სახელი შენი, მამაო, ვითარცა წმიდისა მღდელისა და აქიმისაი.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღიძრნეს რაი მძვინვარენი მტერნი ბრძოლად ქუეყანისა შენისა, იწყლა გული შენი თანალმობითა, წმიდაო, და ითხოე რაი წარგზავნაი ჰოსპიტალსა, შემუსრვილთა ძუალთა აღადგენდი დღითა და ღამითა, და განამრთელებდი ფრიად მოწყლულთა ბრძოლათა შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უზომოითა ღვაწლითა ხორცთა თვისთა განმკაფველი ჯერეთ დაგადგინეს ებიკოპოსად კრასნოიარსკისა, და მერმე ტამბოვისა, და აჰა, ვითარცა ჭეშმარიტი მწყემსი და აქიმი ხელოვანი, კურნებდი სულსა და ხორცსა სამწყსოისა შენისასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოუძლურდების ვნებული სული ჩემი და დაიხსნების უბადრუკი გონებაი ჩემი, ვნებათა მათგან აღდგომილთა ჩემ ზედა მრავალსახეთა, არამედ ჰოი, ქალწულო, განჰკურნე იგი და ხრწნილებისაგან  მიხსენ მე მეოხებითა ლუკა მღდლთმთავრისაითა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: უზეშთაეს არს გონებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდებაი შენი და ქებაი ჯერისაებრ, ხოლო ჩუენ, წადიერნი, არა დავდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუენისა, ქებად შენდა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიტყვითა და საქმითა განჰბრწყინდი, ღირსო, და გყვეს რაი მთავარეპისკოპოსად ყირიმისა, დაიდად იღუწიდი აღსაორძინებლად ეკლესიისა და უფლისა მიმართ წარუმართებდი სამწყსოსა თვისსა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნათელი თვალთა შენთაი დაშრიტა რაი ჭირთა სიმრავლემან, ვითარცა თუალხილული აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა, და მრავალთა აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მართლმადიდებლობითა სრულ ჰყავ სრბაი შენი, და ამაღლდი რაი ხორცთაგან წინაშე ღმრთისა, სიმრავლე ერისაი მოისწრაფდა პატივისა მიგებად ნეშტისა შენისა, ღირსო, და ლიტანიითა წარიხუნეს რაი კუბოი შენი, დაკრძალეს ფსალმუნებითა და გალობითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიბრძნე და ძალი და სიტყუაი გუამოვანი, სწორი მამისაი და სულისა წმიდისაი, სისხლთა მათ შენთა უხრწნელთაგან განჰკაცნა, უაღრესო ქერობინთაო ქალწულო, ოხად ნუ დაიდუმებ წინაშე მისსა, რაითა მოგვცეს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითველი ან ერისკაცი კითხულობს:

ხატ იყავ რაი სიმშვიდისაი და სახე მოღვაწებისაი, წმიდაო, იქმენ ვითარცა მოწამე თვინიერ სისხლთა დათხევისა, და საფლავი შენი იქმნა ყოველთათვის, ვითარცა საუნჯე მადლისაი და წყაროი კურნებისაი. აწ ჩუენცა ნუ დამივიწყებ სიმრავლისათვის ცოდვათასა, არამედ მრავალსახეთა სენთაგან განკაფულნი განგვკურნე, და განგვაშორე ყოველთა საქმეთა უსჯულოებისათა.

აღმსარებელთა გვირგვინითა შემკულმან განაბრწყინვე რაი ზოსტერი მღდელთმთავრობისა შენისაი, პატივი სიწმიდისაი არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღმერთშემოსილო, და შრომათა მათ შენთათვის, რომელნი თავს-ისხენ ღმრთისათვის და ერისა, შეგრაცხეს დასსა მას წმიდათასა, და აწცა მამობრივითა კადნიერებითა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთაგან გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და საფრხეთაგან ბოროტისა.

აღმოიყვანეს რაი ყოვლად პატიოსანი ნეშტი შენი, ჰოი, ყოვლად საკვირველი სახილველი, რამეთუ ღუაწლმრავალნი ხელნი შენნი ჰგიებდენ განუხრწნელად, და დასხნეს რაი სამებისა ტაძარსა ლუსკუმითა, მიერითგან ურიცხვი ერი მორწმუნეთაი მარადის მოისწრაფვის, რაითა მიემთხვიოს უხრწნელსა მას ნეშტსა შენსა, ნეტარო ლუკა, და გათავისუფლდეს ყოველთა უძლურებათა და ვნებათაგან.

აწ იხარებს სიმფეროპოლი, და განსცხრების სავანე დედათაი, რამეთუ მუნითგან ელვარობ ყოველსა ზედა ქუეყანასა, ღმრთივგანბრძნობილო, და ამბორს-უყოფთ რაი პატიოსანთა ხატთა შენთა, წმიდაო ლუკა, გევედრებით სასოებითა მეოხებისა შენისაითა, რაითა შეგვეწიო წინაშე ღმრთისა, მოგვცეს ძლევაი ბოროტსა და მზაკუარსა მტერსა ზედა ერისა და ეკლესიისა ჩუენისასა.

ლოცვასა ზედა ჩუენსა მოიხილე, ღმერთშემოსილო ლუკა ყირიმელო, და შეგვავედრე ყოვლადუბიწოსა ღმრთისმშობელსა, რაითა გონებაი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხოს და ჰყოს ორღანოდ ყოვლადძლიერისა მკურნალისა ქრისტეს მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა განვერნეთ ყოველთა სენთა და სალმობათა, და მადლითა აღვსილნი ღირს ვიქმნეთ ქებად და გალობად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.      

გუნდი: ამინ.  

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ქრისტეს სამწყსოთა დიდო მწყემსმთავარო, უძლურთა მკურნალო და ჭირვეულთა მსწრაფლ-შემწეო, გლახაკთა და უპოვართა ნუგეშინისმცემელო და ქურივთა და ობოლთა გამომზრდელო; უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო; სარწმუნოებისა აღმსაარებელო და მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო, წმიდაო ლუკა მკურნალო და განმანათლებელო!

ჰოი, მღდელთმთავართა სამკაულო და მამათა სიქადულო და დიდებაო, ყირიმისა მთავარეპისკოპოსო წმიდაო ლუკა აღმსარებლო და განმანათლებელო! აქიმთა შორის დიდად ხელოვანი დასტაქარი მოშურნე იყავ რაი მსახურებად კაცთა, მადლისა მქონებელი უფლისა მიერ იქმენ ფრიად საკვირველი მღდელთმთავარი შორის ღმრთისმსახურთასა, და სრულ ყავ რაი ანგელოსებრივი სრბაი შენი ქუეყანასა ზედა, აღმაღლდი ხორცთაგან წინაშე ღმრთისა, და მოჰმადლე რაი ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გვირგვინად მადლთა, თაყუანის-ვსცემთ მათ და გევედრებით: მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს და წმიდასა მართლმადიდებელსა ეკლესიასა შინა თვისსა განამტკიცოს სული მართლისა სარწმუნოებისაი და ღმრთისმოსაობისაი, მღდელთა მისთა მიანიჭოს მოშურნეობაი და მზრუნველობაი საცხოვნებელად სამწყსოთა თვისთა, ხოლო მკურნალთა და დასტაქართა მიჰმადლოს კაცთმოყუარებაი და გულისა ლმობიერებაი და მიანიჭოს სიბრძნე და გონიერებაი, რაითა არა ანგარებითა, არამედ ღმრთისმოშიშებითა იღუწიდენ შეწევნად სნეულთა და დავრდომილთა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი) და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განანათლენ ქრისტესმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, მღდელთმთავართა შორის მოძღურებათა და სასწაულთა სიმაღლითა განთქუმულო, ყოვლად დიდებულო მკურნალო და განმანათლებელო, წმიდაო ლუკა ყირიმელო! ეკლესიისა იყავ დიდებაი და სიქადულ მწყემსმთავართა, და აღიწიე რაი ნათელსა მას დაუსრულებელსა, მამობრივითა მით კადნიერებითა იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგვანიჭოს სიწმიდით ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს… 

გუნდი: ამინ. 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისაითა, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსისა, წმიდისა ლუკა განმანათლებელისა და აღმსარებელისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატისა მთხუევასა ზედა:

იყავ რაი მარადის განათლებული მღვიძარებითა, ასწავებდი უმეცართა სჯულსა ჭეშმარიტსა, და მოიყვანებდი რაი მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, ღირსო, მკელობელნი აღმართენ, ბრმანი მხედველ-ჰყვენ, და უჩვენე ყოველთა დიდებაი ღმრთისაი, მისა მიმართ მიგავლენთ აწ მეოხად, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ლუკა, რაითა განაძლიეროს სულნი ჩუენნი, ვინაი ესე ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა, ნეტარო, და დაგვიფაროს გარე მოდგომილთა მძვინვარეთა განსაცდელთაგან.

ყოველთა შეცოდებულთა სასოო და შემდგომად ღმრთისა შესავედრებელო და მხსნელო ქრისტეანეთაო, უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო, ლოცვითა წმიდისა მღდელთმთავრისა ლუკა ყირიმელისაითა, ღირს მყვენ ჩუენ საუკუნოსა მას დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

საგალობელი კანონი წმიდისა მღდელმოწამისა კვიპრიანესი და წმიდისა ღირსმოწამისა იუსტინასი

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ტროპარი, ხმაი 4

საღმრთოისა ქუხილისა საყვირო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო ეშმაკთაო, სამებისა მსახურო, დიდო მღდელთმთავარო კვიპრიანე, რომელი იუსტინას თანა ქალწულისა დაიკალ, ვითარცა კრავი, და შეიწირე მსხუერპლად წინაშე ღმრთისა, მას ევედრეთ აწ, მარტვილნო, ხსნად ჩუენდა მტერისა მახეთაგან და მზაკუვარებათაგან ეშმაკისა.

დიდებაი… (იგივე) აწდა..

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაი, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაი უდაბნოს დასცა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ინება რაი უფალმან ხსნაი ყოველთა მორწმუნეთაი, მოგვანიჭა წმიდაი ესე კვიპრიანე იუსტინას თანა, ვითარცა შემწენი და მფარველნი ჩუენნი ბოროტთა სულთა მანქანებათაგან.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან ღრმად განსწავლული მოგუთა მიერ მსახურებასა შინა ეშმაკთასა, კვიპრიანე, ქურუმად დადგინებულ იქმენ ანტიოქიასა, და მრავალთა შეამთხვევდი სიძვასა და კერპთმსახურებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბოროტად შეპყრობილსა ცოდვათა მიერ, გაქუნდა კადნიერებაი და ძალი წინაშე ეშმაკთასა, რაითა შეჰგრძნებდე ერსა, კვიპრიანე, და აცთუნებდე სადიდებელად ჯოჯოხეთისა მის მთავრისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობასა ქალწულებითა ეგე შენ და თავად შემოქმედი ყოველთაი და უფალი საკვირველად მოგვივლინე ხორცითა, ყოვლადწმიდაო, მარადის ქალწულო დედაო.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაი შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოი ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განხურდა რაი ვნებითა საეშმაკოითა ჭაბუკი აღლადოსი იუსტინას მიმართ ქალწულისა, წარგზავნე ბოროტნი სულნი ცთუნებად მისა, გარნა განხადნა მხურვალითა ლოცვითა და მარხვითა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად მიავლინენ რაი ეშმაკნი მრავლითა გრძნებითა, ვერცაღა დაეც ქალწული იგი მწვირითა მით ვნებისაითა, და წარუგზავნე რაი ეშმაკთმთავარი, კვიპრიანე, აოტა იგიცა ძალითა ჯუარისაითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ხედვიდი რაი ძრწოლასა ეშმაკთასა წინაშე ჯუარცმულისა, გულისხმა-ყავ, ვითარმედ ძალი მისი სძლევს ყოველთა უკეთურებათა მტერისათა, და აღიარე შემოქმედად და ღმრთად ჭეშმარიტად.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, ლოცვითა მღდელმოწამისა კვიპრიანესა და იუსტინა ქალწულისაითა მარადის განგუარინე საცთურისაგან ბოროტისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და აღხოცენ უსჯულოებანი ჩუენნი!

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღმრთივდაცული ერი ჩუენი, მთავრობაი და მხედრობაი მისი! უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი) და ყოველნი სამღვდელონი წესნი; სულიერი მამაი, მოძღუარი ჩემი (სახელი); მშობელნი და სახლეულნი ჩემნი (სახელები); მეგობარნი და მოყუასნი ჩემნი (სახელები) და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, შეუნდვენ მათ ყოველნი ცოდვანი მათნი, ნებითნი და უნებლიეთნი, მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასსა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

წარდგომაი, ხმაი 8

განეშორე რაი მსახურებასა ეშმაკთასა, ნიშითა ჯუარისაითა დაიცევ თავი ხდომისაგან მათისა, და ლოცვათა შინა ცრემლთა დამთხეველი ევედრებოდი ღმერთსა მიტევებისათვის ცოდვათასა, ხოლო მიიღე რაი შეწყნარებაი სინანულითა დიდითა, დიდებულად იცუალე ღმრთეებრივითა ნათლისღებითა, და ვითარცა ჭეშმარიტი მსახური ქრისტეს ღმრთისაი, მრავალთა მოაქცევდი და გამოიტაცებდი პირისაგან ეშმაკისა, რაისთვისცა გმადლობდენ შენ, წმიდაო, და ადიდებდენ ღმერთსა, მას ევედრე, წმიდაო მღვდელმოწამეო კვიპრიანე, რაითა მლხინებელ გუექმნეს ცოდვათა ჩუენთა და აღამაღლოს რქაი მორწმუნეთა მართლმადიდებელთაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იხილა რაი ეკლესიამან მზე სიმართლისაი ჯუარსა ზედა ამაღლებულად, დადგა იგიცა წესსა ზედა თვისსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეუდეგ რაი მაცხოვარსა კაცთასა, ჰბაძვიდი ქალწულსა იუსტინას კეთილ-მსახურებითა, ყოველსა-ვე ჰყოფდი სადიდებელად ღმრთისა. მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა მზაკუვარებისაგან ეშმაკისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განაბრძნო რაი გონებაი შენი უფალმან, მიისწრაფე ტაძარსა, და ითხოვე რაი ნათლისღებაი მღდლისგან, არა რწმენა მოქცევაი შენი, კვიპრიანე, და წიგნნი გრძნებისანი დასწუენ წინაშე მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჰხედვიდა რაი შეემუსრვილებასა გულისა შენისასა, ნათელს გცა შენ ანთიმოზ მღდელთმთავარმან, და დაგადგინა რაი მკითხველად ტაძარსა შინა, გულსმოდგინედ იღუწიდი სათნო-ყოფად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მშობელო დაუვალისა მზისაო, ქალწულო მარიამ, მეოხებითა სანატრელთა ამათ მოწამეთაითა შეიწრებასა მწარესა მიცემულნი დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ შენ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამო ჰხედვიდა ქრისტე სათნოებათა და ღუაწლთა შენთა, და მოგცა რაი სიმხნე საკვირველი, მძლე-ექმენ გუნდსა ეშმაკთასა, ნეტარო იუსტინა, და მთავარი მათი შეურაცხ-ჰყავ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შენ მიერ იცნა ღმერთი, ღირსო იუსტინა, და შენ მიერ განეღო კვიპრიანეს კარი ზეცათა სასუფეველისაი, აწ განხსნაი ცოდვათა საკრველთაგან გვითხოვე და გვიხსენ საუკუნეთაგან სატანჯველთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაწინდულ იყავ რაი ქრისტეს მიერ, ჰოი, იუსტინა, არაი შეამწი-კულე შენ ტაძარი ხორცთაი, რამეთუ გული გითქმიდა შედგომასა ასპარეზსა მას მონაზვნურისა ღუაწლისასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გონებაი კაცთაი და ანგელოსთაი ვერ შემძლებელ არს გამოთქუმად ყოვლადდიდებულისა და გამოუთქუმელისა შობისა შენისა, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით ხმითა სიხარულისაითა გაქებს შენ ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმიდნა რაი იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰხედვიდა რაი მღდელი სინანულსა შენსა, ღირსო, დიაკვნად განგაწესა, და პირველ დემონთა მსახური, შეერთე ჭეშმარიტთა მსახურთა ღმრთისათა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეიმოსე რაი მღდელობაი, ვითარცა სამოსელი მადლისაი, კერპთა ეშმაკად სახელ-სდებდი და ყოველთა ღმრთისა მიმართ მოუწოდდი, ასწავებდი რაი მართლაღსარებასა სარწმუნოებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღუაწლითა დიდითა აღასრულებდი რაი ღმრთისმსახურებასა, აღიწიე თავსა სრულებათასა, და იქმენ რაი მწყემსმთავარ, უპირველეს მღდელთა ჰმოძღურიდი და ასწავებდი სამწყსოისათვის მღვიძარებასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განაპე საკრველნი ცოდვათა ჩემთანი, სძალო ღმრთისაო, ცხორებისა სჯულითა ცოდვისა სჯულისათვის თავისუფლებისა მიმმადლებელო, რომელმან შევ მეუფე სჯულისაი.

კონდაკი, ხმაი 1

ხელოვნებისა მისგან მოგვობისა მოისწრაფე შენ, ღმრთივგონიერო, საღმრთოისა მეცნიერებისა მიმართ, და აჩუენე სოფელსა სიბრძნე შენი, ყოვლად ბრძენო, და პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ, კვიპრიანე იუსტინას თანა, მეოხ გვეყვენით წინაშე კაცთმოყუარისა მეუფისა, რაითა ვედრებითა თქუენითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი წმიდისა იუსტინაისი

ყოვლადვე ღმრთისადა განკუთნვილ იყავ რაი, ნეტარო იუსტინა, პატიოსანი ქალწულებაი დაიმარხე უვნებელად, და შეიცან გზაი ცხორებისაი, რომელი მიიყვანებს სახლსა ღმრთისასა, და შეუდეგ რაი ღვაწლსა მას მონაზვნებისასა, განმტკიცებული ჭეშმარიტებითა და შეჭურვილი ძალითა ჯუარისაითა ნუგეშსა და კურნებათა მიჰმადლებდი სნეულთა და ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა.

იკოსი

 აწ გარდამომივლინე კურნებანი შენნი, ნეტარო, და მადლითა შენითა განკურნე გული ჩემი, დასნეულებული ცოდვისა ხრწნილებითა, რაითა აღგივლენდე ქებისა გალობასა შემწიკულებულითა ბაგითა ჩემითა და ვადიდებდე ვნებათა შენთა, რომელ დაითმინე, მღდელმოწამეო კვიპრიანე იუსტინას თანა ქალწულისა, და კეთილითა და ნეტარითა სინანულითა მიეახლენით რაი უფალსა, აღხედით კიბესა მას ცადაღმყუანებელსა განმტკიცებულნი მარჯუენითა მისითა და დაუცხრომელად ევედრებით ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის, შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

თანა-მბრძოლ გექმნა რაი იუსტინა, დაადგინე იღუმენად დედათა სავანისა, და მრავალთა მოაქცევდით და გამოიტაცებდით პირისაგან ეშმაკისა, აწ აღაგზეთ გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი და გვიხსენით გრძნებისაგან და კრულებისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იხილა რაი ეშმაკმან მოქცევაი წარმართთაი, აღძრნა მრავალნი წინააღმდგომად შენდა, და ამცნეს მთავარსა, თუ ვითარ შეურაცხყოფდით ღმერთთა მათთა და გამოაჩინებდით საცინელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იუსტინას თანა შეგიპყრეს და წარგადგინეს რაი წინაშე მთავრისა, შეაჩვენებდით კერპთა უსულოთა და უშიშად აღიარებდით ქრისტესა ღმერთად, მას ევედრეთ, წარგვიმართოს გზასა მას მცნებათა თვისთასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზეციერნი დასნი და უხორცოთა კრებულნი უგალობენ შენგან შობილსა, ღმრთისმშობელო, მხმობელნი: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ხელთა განპყრობითა დანიელ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა და სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განჰკვირდა რაი მძლავრი იგი სიმხნესა შენსა, პირველ ლიქნითა გაიძულებდა შთავრდომად კერპთ-მსახურებისა საცთურსა, და მერმე უბრძანა რაი დამოკიდებაი შენი ძელსა ზედა, ხორცნი შენნი ფოცხითა ხუეტეს, კვიპრიანე, და ღირსი იუსტინა გვემეს შოლტითა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეგაყენეს რაი საპყრობილეს, გამოგიბრწყინდა შენ ნათელი ბრწყინვალე, დედაო, და ნუგეშინისცემულ იქმენ მადლითა ღმრთისაითა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაითა მოგვანიჭოს ჩუენ კურთხევაი თვისი ზეციერი ყოველსა კეთილსა საქმესა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შთაგთხინეს რაი ორნივე აღდუღებულსა მას ფისსა, ნეტარნო, ჯუარი ქრისტესი წინა-წარიძღუანეთ, და დაშთით უვნებელად, ხოლო ეწადა რაი დამცრობაი თქუენი ქურუმსა ათანასეს, სახელითა ცრუ ღმერთისაითა ცეცხლსა შესრული მეყსეულად დაიწვა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ანგელოსთა თანა იხარებენ შობისა შენისათვის ყოველნი, რომელნი სარწმუნოებითა გიხმობენ შენ ღმრთისმშობლად, ყოვლადწმიდაო, რამეთუ მეუფე და მაცხოვარი გვიშევ ჩუენ, რომელსა ვუგალობთ: ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდეთ უფალსა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელო, ქალწულო, ქრისტე – შემაერთებელი ბუნებათაი. ამისთვისცა სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა გულისხმა-ყვეს ნიში ეგე ღმრთისაი უგუნურთა, და განაჩინეს რაი დაკლვაი თქუენი, ნეტარნო, განმხნდა მხედარი თეოქტისტე, და ქრისტეს ღმრთად აღმსაარებელი მოიკლა უწინარეს თქუენსა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შიშნეულ იყავ, კვიპრიანე, რაითა არა შეორგულდეს იუსტინა, გარნა პირველ იგი მოუდრეკდა თავსა მახვილსა, და შენცა დაგკლეს რაი მსგავსად სამსხუერპლოისა ზუარაკისა, აღმაღლდით ხორცთაგან ღმრთისა სასურველისა თქუენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გუამნი თქუენნი, მიცემული მხეცთათვის შესაჭმელად, წარიპარეს მორწმუნეთა, და წარიხუნეს რაი ჰრომედ ლუსკუმითა, დასხნეს ეკლესიასა შინა, და ყოველნი განიკურნებოდეს სენთა და ვნებათაგან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაშე ძისა შენისა, ქალწულო, ჰღაღადებს სისხლი წმიდათა ამათ მოწამეთა, შეისმინე ოხაი მათი და ევედრე მაცხოვარსა ჩუენსა, რაითა გვიხსნნეს მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთასა და გარდახდომისაგან სჯულისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

შთასრული ეგე ქუესკნელსა ბოროტებისასა, აღხედ უზესთაესსა მწუერვალსა სათნოებისასა და გეწადა რაი ხსნაი წარწყმედულთაი, ნეტარო, ლხინებასა მიჰმადლებდი ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა, და ვნებულთა ჰკურნებდი ძალითა ღმრთისაითა, მას ევედრე ხსნად ჩუენდა გრძნეულთა მიერ წამლვისაგან და მძლავრებისაგან ბოროტთა სულთაისა.

ჯუარითა ქრისტესითა განპებულსა საცთურსა შინა საეშმაკოსა განხვედი წარუწყმედელად, და იუსტინას თანა აღიბეჭდე რაი მოწამეობრივითა ღუაწლითა, მძლედ გამოჰსჩნდით წინაშე ღმრთისა, და მიიღეთ რაი აღნათქუამიცა, ახალ ბრძენ მკურნალად გამოუჩნდით სოფელსა, ბოროტთა სულთა, ვითარცა კუამლსა განაქარვებთ საღმრთოითა ძალითა და მეყუსეულად განაშორებთ მრავალგვემულთა.

აჰა, წმიდანი ნაწილნი თქუენნი წყაროი არს კურნებისაი, და ლარნაკი წმიდათა მათ ძუალთა თქუენთაი, სანატრელნო, მდინარე ნიშთა საკვირველთა, რომელსაცა შევრდომილნი გათავისუფლდებიან ყოველთა სენთაგან, და იხსნებიან მანქანებათაგან ეშმაკთასა.

აღგიარებთ შენ ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, მღდელმოწამეო კვიპრიანე იუსტინას თანა ქალწულისა, და გევედრებით: შეგვაწყნარეთ მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაითა ოხითა თქუენითა დაგვიფაროს ჩუენ ყოველთა ვნებათაგან და ღირს გვყოს გალობად წმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

ლოცვაი წმიდისა მღვდელმოწამისა კვიპრიანესა მიმართ 

ჰოი, წმიდაო სათნო-მყოფელო ღმრთისაო კვიპრიანე, მსწრაფლშემწეო და მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, შეიწირე ჩუენ უღირსთაგან მდაბალი ქებაი ესე და გვითხოე ქრისტე ღმრთისაგან უძლურებთა შინა განმტკიცებაი, სნეულებათა შინა კურნებაი, ურვათა შინა ნუგეშინისცემაი და კეთილად მომადლებაი ყოვლისა, რაიცა კეთილადსახმარ არს ჩუენთვის ქუეყნიერსაცა ამას ცხორებასა შინა და მომავალსაცა შინა საუკუნესა, აღავლინე ღმრთისა მიმართ მრავლისაშემძლებელი ლოცვაი შენი, რაითა მოგვზღუდოს შეცოდებათაგან ჩუენთა, გვასწაოს ჭეშმარიტი სინანული და განგვარინოს ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, და გამოგვიხსნას ყოველთა მაჭირვებელთაგან ჩუენთა.

ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე, თანამბრძოლ გვექმენ ჩუენ მარადის წინააღმდგომ ყოველთა მტერთა, ხილულთა და უხილავთა; ცდუნებათა შინა სიმტკიცე და სიბრძნე მოგუმადლე და ჟამსა აღსასრულისა ჩუენისასა გვექმენ ჩუენ განმარინებელ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთაგან, რაითა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწიოთ მაღალსა მას იერუსალემსა და ზეცისა სასუფეველსა შინა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაი ჯადოქრობისა წინააღმდეგ

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მომზღუდე მე წმიდათა ანგელოსთა შენთა მიერ ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; წმიდისა წესთმთავარისა მიქაელისა და სხუათა უხორცოთა ზეციერთა ძალთა მიერ; ლოცვითა წმიდისა მოციქულისა, წინამორბედისა და უფლისა ნათლისმცემელისა იოანესითა; წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყუელისაითა; მღდელმოწამისა კვიპრიანესა და ქალწულმოწამისა იუსტინესითა; ლოცვითა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, წმიდისა ნიკოლოზისა, განმანათლებელისა და საკვირველმოქმედისაითა, და მღდელმოწამისა წმიდისა ლეონ განმანათლებლისაითა, კატანის ეპისკოპოსისა; ლოცვითა წმიდათა პატრიარქთა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა, და ყოველთა წმიდათა მოწამეთაითა; ლოცვითა წმიდათა მართალთა მშობელთა ღმრთისათა, იოაკიმ და ანაისითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შემეწიე მე უღირსსა ამას მონასა შენსა  (სახელი) და განმარინე ყოველთა მანქანებათაგან მტერისაისა და ყოვლისა ბოროტისაგან: ჯადოქრობისა, გრძნებისა, მჩხიბაობისა და ვერაგ-ობისაგან ბოროტთა კაცთაისა, რაითა ვერა შეუძლონ მათ შემთხუევად ჩემდა რაისამე ძვირისა.

ჰოი, უფალო, ნათლითა ბრწყინვალებისა შენისაითა მფარვიდე მე ცისკარსა და შუვა-დღესა, მწუხრისა ჟამსა და ძილსა შინა, ძლიერებითა მადლისა შენისაისა უკუნ-აქციე და განარინე ჩემგან ყოველი ბოროტი უსჯულოებაი, რომელ აღძრულ-იქმნეს წინააღმდგომ ჩემდა შთაგონებითა ბოროტისა ეშმაკისაისა, ხოლო რომელიცა-იგი ბოროტებაი განზრახულ არს ჩემთვის, ანუ ქმნულ არს, მსწრაფლ უკუნ-მიაქციე ქუესკნელსა, რამეთუ შენი არს მეუფებაი, ძალი და დიდებაი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, უფალო, ყოვლად-ძლიერო და ყოვლისაშემძლეო, დაიცევ წმიდისა მოწამისა კვიპრიანეს ლოცვისა მიერ მონაი შენი (სახელი).

წარმოვსთქუამთ 3-გზის და 3-გზის მეტანია.

უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და მფარველისა ჩემისა ანგელოზისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი ესე მონაი შენი (სახელი)

3-გზის და მეტანია.

ყოველნო წმიდანო და მართალნო ღმრთისანო, ევედრენით კაცთმოყუარესა ღმერთსა შეწყალებისათვის მონისა მისისა (სახელი), რაითა დამიცვას მე ყოვლისაგან მტერისა და წინააღმდგომისა.

(3-გზის და მეტანია).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა კვიპრიანესა და ღირსმოწამისა იუსტინა ქალწულისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

გაქებთ თქუენ, საღმრთოსა კვიპრიანეს, და ქალწულსა იუსტინას, რომელმან ბადითა უბიწოებისაითა მოგინადირა და მსახური ეგე ეშმაკისაი მესათხევლე გყო სახარებისაი, და გევედრებით: აწ გაქუთ კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა განაძლიეროს სულნი ჩუენნი, ვინაი ესე ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა თქუენთა, ნეტარნო, და გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა.

დედოფალო, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, და შეგვიწყალენ სიყუარულისათვის ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ მისი არს დიდებაი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

პარაკლისი წმიდათა კოზმა და დამიანე ასიელთა

სავედრებელი პარაკლისი წმიდათა უვერცხლოთა

მკურნალთა საკვირველთმოქმედთა

კოზმა და დამიანე ასიელთა

 

მღდელმან: კურთხეულ არსი.

უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი, ხმაი 2

ვითარცა სნეულთა მრთელ-ჰყოფდით ძალითა ღმრთისაითა, რომელიცა დამკვიდრებულ იყო თქუენ თანა, აწ ჩუენცა მოგვხედეთ, წმიდანო კოზმა და დამიანე, და განგვარინნეთ ყოველთა უძლურებათა და სენთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 6

ძლისპირი: უკულეველად ზღუაი წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაი, და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან, და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვაქებთ საკვირველთა მათ ღუაწლთა თქუენთა, ჰოი, მკურნალნო ხელოვანნო, და ვუგალობთ ქრისტესა ღმერთსა, რომლისა მიერ მსწრაფლ მოგვანიჭებთ მადლსა და კურნებასა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ენება რაი ცხორებაი მრავალთა სულთაი, თქუენ, სათნომყოფელნი თვისნი გამოგაჩინათ უფალმან, რაითა ჰკურნებდეთ ხორციელთა უძლურებათა, და მრავალთა მოუწოდდეთ სინანულად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საკვირველთმოქმედად გამოსჩნდით რაი ქუეყანასა ზედა, ჩუენცა გვაქუს სასოებაი თქუენ შორის მოქმედისა მაკურნებელისა მადლისაი, და გევედრებით სენთა და ჭირთაგან მოზღუდვასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბუნებისა სჯულთა უაღრეს ჰშევ შენ, მომცემელი სჯულისაი, იესუ – მხსნელი ჩუენი, რომელსა ევედრე ხსნად ჩუენდა, ღმრთისმშობელო, მრავალთაგან შეცოდებათა ჩუენთა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არავინ არს წმიდაი, შენებრ უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაი ქრისტეანეთაი. დამამტკიცენ ჩუენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იშუენით რაი კეთილმსახურისა თევდოტიასაგან, სიწმიდითა გზრდიდათ ნეტარი იგი, და გასწავებდათ წიგნთა საღმრთოთა და გულისხმის-ყოფასა ღმრთისა მაღლისასა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დაუტევეთ რაი წინაპართა თქუენთა ელინური ცრუი ბრძნობაი, მცნებასა ქრისტესსა აღასრულებდით, და სულისა წმიდისა მიერ ისწავეთ მეცნიერებაი კურნებისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჭეშმარიტისა ღმრთივმეცნიერებისა სიბრძნითა აღვსილნი კადნიერად ქადაგებდით რაი ქრისტესა, ძალითა სიტყუათა თქუენთაითა შეაგონებდით, ნეტარნო, და განსწავლიდით ყოველთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმიდაო ქალწულო ღმრთისაო, სიტყვისა დამტევნელო, მგალობელნი ესე შენნი გვიხსნენ ვნებათაგან, რომელნი სარწმუნოებით დედად ღმრთისად აღგიარებთ, უსძლოო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

ქრისტეს ღმრთისათვის დაითმენდით რაი მრავალთა განსაცდელთა, ვითარცა ქადაგნი მისნი სასწაულთა მიერ განთქუამდით ძლიერებასა მისსა, და მრავალთა მოაქცევდით რაი მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, უშურველად ჰკურნებდით კაცთა და პირუტყვთა, ჰოი, სასწაულთმოქმედნო დიდებულნო კოზმა და დამიანე, აწ ჩუენცა დაგვიფარეთ ყოველთა ჭირთა, სნეულებათაგან და განსაცდელთა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკკლესიაი, და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოითა მით სიხარულითა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იხილა რაი უფალმან განზრახვაი თქუენი კეთილი, და დიდი მოშურნეობაი საღმრთოისა ცხორებისა მიმართ, უხუად აღგავსოთ მადლითა, და მოგანიჭათ ძალი სულთა და ხორცთა კურნებისაი.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იყუენით რაი მკურნალნი ხელოვანნი, თქუენდა ეგულებოდა მოსლვაი სნეულთა და უძლურთა, რამეთუ არავისგან რასა მოიღებდით, ქუელნო, და ლხინებასა მისცემდით მდიდართაცა და გლახაკთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უწმიდურთა სულთა განდევნისა ღმრთივბოძებულითა ძალითა ეშმაკთა განასხამდით, და სნეულთა კურნებდით, წმიდანო უვეცხლონო, და მსწრაფლ შეეწეოდით ყოველთა ურვათაგან ტანჯულთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრა ღმერთი შენ შორის, ქალწულო, და კარვად სიწმიდისა გამოგაჩინა, და წყაროდ კურნებათა და განმწმედელად ვნებათა, ღმრთისმშობელო ქალწულო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნათლითა შენითა საღმრთოითა, დიდებულო, სულნი რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ, რაითა გიცნან შენ, ღმერთი მხოლოი, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იყვენით რაი მარადის განათლებულნი მღვიძარებითა, ასწავებდით უმეცართა სჯულსა ჭეშმარიტსა, და განანათლებდით რაი გულთა მათთა – ბრმათა თუალთა აღუხელდით, მკელობელთა ავლინებდით და ყოველთა უჩვენებდით ღმრთისა დიდებასა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ესმათ რაი სიყუარული თქუენი ჭირვეულთა მიმართ, ქუელნო, ყოველნი ვნებულნი მოისწრფდენ თქუენდა, და მოიღებდენ რაი ნუგეშინისცემასა და ლხინებასა, მადლსა და დიდებასა მისცემდენ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რომელთა არა რწმენა ძალმოსილებაი თქუენი ქრისტესგან, ერთხმობით მიუგებდით: ვჰკურნავთ ჩუენ ძალითა მისითა, დაგვიდო რაი მცნებად: `უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით.~

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიხსენ, დედოფალო წმიდაო, საბრხეთაგან მტერისათა და გეჰენიისა ცეცხლისაგან და ტყვეობისაგან, რომლითა შეპყრობილ ვართ და ნუ მარცხვენ მგალობელსა ამას შენსა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: სოფლისა ზღვაი აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაითა, საშინელად დამნთქამს მე, და მოვივლტი შენდა, ნავთსაყუდელისა და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიხსენ მე, მრავალმოწყალე.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა ხოლო თუ კაცთა შორის იქმოდით კურნებასა, არამედ სიმრთელესა მიჰმადლებდით პირუტყუთა, ეგრეთვე აწ შეეწიეთ მათ, სანატრელნო, რომელნი გევედრებიან განკურნებასა და დაცვასა საცხოვართა მათთასა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

საკვირველ არს სიყუარული თქუენი ყოველთა ქმნილებათა მიმართ, ნეტარნო, რამეთუ მხეცნიცა გულისხმა-ყოფდენ თქუენ ზედა დავანებულსა მადლსა, და ტყეთა და ველთა შინა განსრულთა შეწევნად მათდა, თვითვე მოგეგებვოდენ მოღებად კურნებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ხედვიდენ რაი ურწმუნონი ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, რომელთა აღასრულებდით სახელითა იესუ ქრისტესითა, წადიერებითა მადლობდენ მას და ადიდებდენ ესევითარისა ძალისა თქუენდა უხუად მომცემელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ესერა შესწუა მუცელი შენი ცეცხლმან საღმრთომან, იშუა რაი შენგან, სძალო წმიდაო, მისა მიმართ მეოხ გვეყავ, რაითა შენ მიერ გვიხსნნეს მერმეთა ტანჯუათაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

რომელთა მადლნი კურნებათანი მოიხვენით, წმიდანო კოზმა და დამიანე, და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო საკვირველებათა მიერ.

იკოსი

ყოვლისა გონებისა და სიბრძნისა აღმატებულ არს სიტყუაი ბრძენთა ამათ მკურნალთაი, რამეთუ მადლისა მაღლით მომღებელნი, უხილავად კურნებასა მიჰმადლებენ და სალმობათაგან იხსნიან ყოველთა სარწმუნოებითა მვედრებელთა თვისთა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისა, ხმაი 4.

წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.

მუხლი: წინაიწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მარკოსისა

მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ხელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა. და ამცნებდა მათ, რაითა არარაი მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. და რაითა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხვიდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაი-ხვიდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერხთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყვი თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის. და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაითა შეინანონ. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა, საკვირველთმოქმედთა კოზმა და დამიანესითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, ჰოი, ნეტარნო ძმანო ასიელნო, და ნიჭნი კურნებათანი და სასწაულნი ზეგარდამო მოიხუენით რაი ქრისტეს ღმრთისაგან, აწ გვითხოვეთ მისგან შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცე მორწმუნეთაი და აღმაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა მათ ზედა, ხოლო სოფელსა მშვიდობაი და დიდი წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაითა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და პანტელეიმონ მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან  წამებულთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა, საკვირველთმოქმედთა კოზმა და დამიანესითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა სახუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან, და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაი, და თქუეს: კურთხეულ-ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.                           

შეისმინეთ მხურვალე ვედრებაი პალადიასი, და განკურნეთ რაი მძვინვარისაგან სენისა, ნიშად მადლიერებისა სამსა მას კუერცხსა მოგიძღუნიდა, და არა გენება რაი აღებაი მისი, ნეტარო დამიანე, გაფუცებდა ღმრთისა სახელსა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ესმა რა შენ მიერ მიღებაი ძღუენისაი კოზმას, რქუა მოყუასთა თვისთა, რაითა არა დაგფლან მახლობლად ურთიერთას, გარნა ჩუენებასა შინა ამცნო უფალმან, ვითარმედ ძღუენი იგი არა შეიწყნარე ანგარებითა, არამედ სახელითა წმიდისა სამებისაითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

პირველ აღესრულა ძმაი შენი, წმიდაო დამიანე, და მერმეღა შენ შეჰვედრე რაი წმიდაი სული ღმერთსა, თქუენ მიერ განკურნებულმან აქლემმან კაცობრივ ღაღად-ყო, რაითა ორნივე ძმანი დაგდვან სამარხსა შინა ერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვედრებად ნუ დასცხრები კაცთ-მოყუარისა მიმართ ღმრთისა, ქალწულო უბიწოო, რაითა მოვიღოთ შენდობაი უსჯულოებათა, და მივემთხვივნეთ ცათა შინა განმზადებულთა კეთილთა, მოყუარეთათვის ღმრთისაითა.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ, და წყლისაგან დაჰსწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაი შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.                            

დაუცადებელსა ღუაწლსა შინა განლევდით რაი ცხორებასა თქუენსა, ღმრთისაგან ღირს იქმენით სწორსა პატივსა და დიდებასა, და საიდუმლოი ეგე პირუტყვისგან გამოეცხადა რაი კაცთა, წმიდანი გუამნი თქუენნი გალობითა დასხნეს ლუსკუმსა შინა ერთსა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ეჰა, საკვირველი ეგე სიქველე თქუენი, რამეთუ ყოველთა უსასყიდლოდ მიჰმადლებდით კურნებასა, გარნა შემდგომად სიკუდილისა უფროისად განგადიდათ უფალმან ნიშ-სასწაულთა სიმრავლითა, რომელთაცა გარდამოგვიდინებთ წმიდათა ხატთა მიერ თქუენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიყუარულითა გვიპყრიეს წმიდაი ხატი თქუენი, ჰოი, მადლმოსილნო მკურნალნო, ასიელნო, და გევედრებით: გვიხსენით სულთა და ხორცთა სენთა და სალმობათაგან, რაითა საწუთოი ესე ცხორებაი კეთილად განვვლოთ და განვერეთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზეცისა ძალთა თანა დიდებისვმეტყველებთ – მამასა და სიტყუასა და სულსა წმიდასა, სამგვამოვნებასა შინა ერთსა ღმრთეებასა, ერთსა ძალსა, ერთსა უფლებასა და ხელმწიფებასა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ღმრთისა ხილვაი შეუძლებელ-არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედუენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაი ხორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ, უხორცოთა თანა და შენ დღეს გალობითა გადიდებთ.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ფრიად განბრწყინდა ღუაწლი თქუენი, სასწაულთმოქმედნო დიდებულნო, და განხდა რაი ყოველსა ქუეყანასა, მრავალნი შეგვედრებდენ სახლეულთა თვისთა, და თქუენცა შეეწეოდით და იხსნიდით საფრხისაგან ბოროტისა.

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ყოველთა მომწოდებელთა თქუენთა გარდამოუდინებდით რაი ლხინებასა, არცა-ღა უგულებელ-ყვენით თხოვაი მიწის მუშაკისაი, ოდეს შევიდა გუელი პირსა მისსა, და მსწრაფლ აღმოხდა რაი ქუეწარმავალი მისგან, აქებდა ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მსწრაფლ გამოუჩნდით განსაცდელსა შინა მყოფსა დედაკაცსა, და იხსენით მძლავრებისაგან და სიკუდილისა, რამეთუ მეუღლემან მისმან ლოცვითა შეგვედრათ თქუენ, ღირსად სანატრელნო, ვიდრემდის წარემართა გზასა მას შორიელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გამოუთქმელად მშობელო დამბადებელისაო, საშინელსა მას დღესა განკითხვისასა საზარელისა მისგან განჩინებისა მიხსენ, და მარჯუენეთა თანა ღირს მყავ მე დადგომად ქებით მადიდებელი შენი, ღმრთივმიმადლებულო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მსმენელნი უსაზღვროისა კაცთმოყუარებისა და თანა-ლმობისა თქუენისა ყოველთა ქმნილებათა მიმართ, ვნატრით ძმობასა თქუენსა, ჰოი, წმიდანო კოზმა და დამიანე, და გევედრებით: აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებთ სიმრავლისათვის ცოდვათასა, არამედ მრავალსახეთა სენთაგან განკაფულნი განგვკურნეთ, და განგვაშორეთ ყოველთა საქმეთა უსჯულოებისათა.

გამოგირჩიათ რაი ღმერთმან დამტევნელად მადლთა მათ თვისთა, ღმრთივ-მონიჭებულითა სულითა ვნებათა და სენთა განსდევნიდით, ნეტარნო, და მიიცუალეთ რაი საყოფელთა შინა ზეცისათა, წმიდათა სამკვიდრებელთა, აწცა გაქუთ კადნიერებაი წინაშე მისა, გონებანი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხოს და ჰყოს ორღანოდ თვისად, რაითა ლმობიერებითა გულისაითა და ღმრთისმოშიშებითა იღუწიდენ შეწევნად ყოველთა სნეულთა და დავრდომილთა.

ვითარცა ხართ თქუენ დიდებულნი მეოხნი, განმანათლებელნი და მკურნალნი მომწოდებელთა თქუენთაი ჭირთა და სალმობათა შინა, აწ ისმინეთ თხოვაი მძვინვარეთა სნეულებათა მიერ ტანჯულთა, და ყოველთა სალმობისა სარეცელთა ზედა მდებარეთა (სახელები), რომელთა წარკუეთილ აქუთ სასოებაი კაცთა შეწევნისაი, არამედ ღმრთისა მიერ თქუენდა მონიჭებულითა მადლითა განამტკიცეთ და იხსენით ყოველთა უძლურებათაგან და ვნებათა.

ჰოი, ღუაწლით შემოსილნო მკურნალნო და მოძღუარნო სიბრძნისანო, შეგვაწყნარეთ მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, დაამშვიდოს გულნი ჩუენნი, სოფლისა ღელვათაგან შერყეულნი და შეგინებულნი, და მიგვიძღვეს გზათა საღმრთოთა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო კოზმა და დამიანე ასიელნო, ვნებულთა კაცთა და პირუტყვთა საღმრთოითა მადლითა განმკურვნელო; უძლურთა და ჭირვეულთა მსწრაფლ-შემწენო; უსწავლელთა მასწავლელნო და სარწმუნოებითა თქუენდამი შევრდომილთა შესავედრებელნო, ზღუდენო და საფარველნო!

ჰოი, ღუაწლმრავალნო მკურნალნო კოზმა და დამიანე, არა ხოლო თუ კაცთა და პირუტყუთა კურნებისა ხელოვანებაი მოიღეთ ქრისტეს ღმრთისაგან, არამედ მოუკლებელიცა მადლი ვნებათა დაშრეტისაი და ეშმაკთა განხდისაი, და მსწრაფლ შეეწეოდით რაი ყოველთა ვნებულთა, შეაგონებდით განმართებასა ცხორებისა თვისისასა, რაითა მრთელ იყვნენ სულითაცა და ეზიარნენ მაცხოვნებელსა მადლსა ქრისტეს ღმრთისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს და დაგვიცვას ყოველთა უხილავთა და ხილულთა მტერთაგან. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა თქუენისაითა მსახურებასა შინა განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე, მამაი ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, საკვირველთმოქმედნო მკურნალნო კოზმა და დამიანე, კეთილმსახურებრითა კადნიერებითა გვაშორეთ საღმრთოისა მშჯავრისა საშინელებაი უსჯულოებისა ჩუენისათვის და მოწყალებითა თქუენითა გვითხოეთ ქრისტეს მიერ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთა მოტევებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის),  

გუაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან…

გუნდი: ამინ.

ერისკაცმა: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა უვეცხლოთა მკურნალთა კოზმა და დამიანესა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატისა მთხუევასა ზედა:

ყოველთა მოგვიგიეთ რაი უფლისა მიმართ მვედრებელად, წმიდანო უვეცხლონო კოზმა და დამიანე, მუხლმოდრეკითა მლოცველნი შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა თქუენსა და გევედრებით, რაითა გარემომზღუდოთ ჩუენ ცოდვათაგან და განგვარინოთ ყოველთა სენთა და ვნებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო მარიამ, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
პარაკლისები

პარაკლისი მართლისა ლაზარესი კვიპრელი ეპისკოპოსისა

სავედრებელი პარაკლისი

მართლისა ლაზარესი

კვიპრელი ეპისკოპოსისა

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4.

ვითარცა საუნჯე დიდი და სიმდიდრე წარუპარველი გამოგვიჩნდი ჩუენ კვიპრითგან, ლაზარე, განგებულებითა ღმრთისაისა, უსასყიდლოდ მიჰმადლებ რაი პატივისმცემელთა შენთა კურნებასა და ყოველთა ჭირთა და ვნებულებათაგან განარინებ, რომელნი სარწმუნოებითა ხმობენ შენდა მომართ: გვიხსენ ყოველნი ლოცვითა შენითა, ლაზარე, მამაო ჩუენო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი, ხმაი 4.

 ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: არა რაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯუენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვადიდებთ ყოველნი კაცთმოყუარებასა შენსა, ღმერთო, რომელმან განადიდე სახსენებელი ლაზარესი, ღირსისა შენისა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სამწყსოთა მოღუაწემან მწყემსმან კეთილმან, ქრისტე, წყალობითა მოიძიე ცხოვარი თვისი, და გამოუღე ბნელსა სიკუდილსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წინა-აუწყე, ქველისმოქმედ, აღდგომაი შენი საფლავით აღდგინებითა ლაზარესითა და ყოველნი აღძარ დიდებად შენდა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კურნებისა შენისა წყალნი ცხოველნი აპკურენ სულისა ჩემისა სენთა, სძალო, რამეთუ მკურნალი ხარ, ქალწულო. სენთა და ვნებათა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, არცა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არაი ვინ არს წმიდაი შენებრ, ქრისტე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემდგომად სიკუდილისა შენისა, ჰოი, ლაზარე, სახუეველითა შეგხვიეს და დაგდეს რაი საფლავსა, მიიწინეს ხორცნი შენი დახსნად, ნეტარო, და განიხრწნნეს სამარხოსა შინა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აუწყა უფალმან მოწაფეთა თვისთა გარდაცვალებაი შენი და რქუა: „აწ მიხარის თქუენთვის, რამეთუ იხილოთ სასწაული ძისა კაცისაგან, და დაემტკიცნეთ სიყუარულსა ჩემსა“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოვიდა რაი იესო ბეთანიად, რაითა მკუდრეთით აღგადგინოს, იხილნა მარიამ და მართაი, დანი შენნი, ცრემლითა დაგტიროდენ რაი ძმასა თვისსა, სულითა შეძრწუნდა და ცრემლოოდა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სნეული სულითა განმკურნე და ვნებანი ხორცთანი წარსდევნენ, დედოფალო, და აჩვენე ჩემ ზედა წყალობაი, ცოდვილსა მონასა შენსა, სძალო უსძლოო.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 8.

მოხვიდოდე რაი შენ, ქრისტე, ბეთბაგედ და ბეთანიად, ხმაი ფერხთა შენთაი ოხრით ესმოდა ქუესკნელსა და ლაზარეს ეტყოდა: `რაჟამს ხმა-გიყოს ცხორებამან საუკუნემან, ქრისტე, მეყსა შინა განვედ, ნუ სდროებ, რამეთუ მიცნობიეს წარწყმედაი ჩემი და დახსნაი ხელმწიფებისა ჩემისაი, მის მიერ ყოფადი დახსნაი კაცთაი~.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

„სული, რომელ წარვიდის ხორცთაგან, არაი მოიქცის“ – თქუა ოდესმე გალობით დავით მამათმთავარმან, ხოლო ძედ მისდა წოდებულმან ღმრთისა სიტყუამან ხელმწიფებითა აღგადგინა, გიწოდა რაი ხმითა კაცისაითა, და ძალითა და ხელმწიფებითა ღმრთისაითა, და მოაქცია რაი სული შენი შენდავე, სიკუდილი შემუსრა, და რომელთაცა იხილეს ესე, განკვირდეს და ადიდებდეს ძალსა მისსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრისმშობელო, აწცა ნუ დააცადებ ოხასა ქრისტეს ღმრთისა მიმართ, გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა მეგობრისა თვისისა ლაზარეს სიყუარულითა, და იხსნეს ერი და ენაი ჩუენი დამცრობისაგან და აღხოცვისა, რამეთუ ესრეთ გვაუწყებს იოანე ზოსიმე „ქებასა და დიდებასა შინა ქართულისა ენისასა“: და „ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაი, და მეგობრობაი ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოი დამარხულ არს ამას ენასა შინა“.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოსდრიკენ, ქრისტე, ცანი და მოხუედ, და სიბრძნითა გამოგვიჩნდი კაცად ქუეყანასა ზედა, ამისთვისცა სარწმუნოებით ვიტყვით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოიწია რაი ქრისტე საფლავად შენდა, ბრძანა აღებად ლოდი, და გიხმო რაი ხმითა ტკბილითა: „ლაზარე, გამოვედ გარე!“, მეყსეულად განჰკრთი, და მსგავსად ძილისა, განიშორე სიკუდილი.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი საფლავსა შინა, ერთითა ხმობითა განცხოველდი, ვითარცა მონაი ბრძანებითა უფლისაითა, და ღაღადყავ სიხარულითა: „ყოველი ძალ-გიც, მაცხოვარ, დიდებაი შენდა“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შეძრწუნდა რაი ძლიერებაი ჯოჯოხეთისაი, მცველნი მისნი შიშითა განუტევებდენ სულსა შენსა, და აღემართე რაი საფლავისაგან შეხუეული სუდარითა, ვერა დაგაყენეს გამოსლვად კრულებამან ხელთა და ფერხთა შენთამან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი, ხორციელ-ქმნული, მოწევნადთა მათ განსაცდელთა და ვნებათაგან მიხსნენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ, დედოფალო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ გალობად შენდამი, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეჰა, სასწაული საშინელი, რამეთუ საუკუნოდ დახშულნი თუალნი დაბნელებულნი კუალად განგინათლნა ქრისტემან, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რაითა განგვამტკიცოს სარწმუნოებასა შინა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მკუდრეთით აღდგინებითა შენითა, ჰოი, ლაზარე, მოწაფენი თვისნი განამტკიცა ქრისტემან, რაითა ვნებასაცა მისსა ხორცითა, არა ურწმუნო იქმნენ მისისა ღმრთეებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღასრულა რაი ქრისტემან სასწაული ეგე, ზარი განჰხდა ყოველსა მას ერსა და ადიდებდეს ძალსა მისსა, ხოლო ჩუენ მართაისა და მარიამისა თანა ვიხარებთ და ვაქებთ მრავალმოწყალესა ღმერთსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვხმობ შენდამი, ქალწულო ღმრთისმშობელო, ვითარცა ბრმაი იგი, ძისა შენისა მიერით შემიწყალე, ასულო დავითისაო, და აღმიხილენ თვალნი სულისანი, ცოდვათა და უსჯულოებათა მიერ დაბრმობილნი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: შთავვარდი მე სიღრმეთა ზღვისათა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ, ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაიცა ჩემი, მოწყალე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განითქუა რაი ჰამბავი მკუდრეთით აღდგომისა შენისაი, მრავალნი იუდეველნი მოექცეს ქრისტეანობასა, რამეთუ არღა სარწმუნოი საქმე იგი ყოველთა აღდგომისაი, იქმნა ცხად საჩინოი ჭეშმარიტად.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს გიხილეს ბოროტთა მათ ჰურიათა მკუდრეთით აღდგომილი, აღივსნეს შურითა, და ეწადათ მოკლვაი სასწაულთამოქმედისა მის, აღმადგინებელისა შენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უჩუენა რაი ყოველსა ერსა დიდებაი თვისი, თანა-მოგზაურ გყო შენ ქრისტემან და შეხუედით რაი ქალაქად წმიდად იერუსალემდ, მიეგებვოდენ ღაღადებით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა – მეუფე ისრაელისაი“.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განგვარინე საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიერ, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაი დაუსაბამოი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                  

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.             

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მი-რაი-ხვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ-დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, შეიწირე რაი ცრემლნი მართას და მარიამისნი.

სხუაი კონდაკი, ხმაი 4

ვითარცა ვარსკულავი ელვარე, ესრეთ გამოგვიჩნდენ კიპრითგან ნაწილნი შენნი, წმიდაო, და განაბრწყინვებენ რაი ქალაქსა ლარნაკასა, განამხიარულებენ მკვიდრთა მისთა, მიანიჭებენ რაი შენ მიერ მადლსა კურნებათასა და იცავენ ყოველთა მღაღადებელთა შენთა: გიხაროდენ ლაზარე, მეგობარო ღმრთისაო!

იკოსი

აღადგენდა რაი ელია მკუდარსა ვედრებითა ღმრთისაითა, კაცივე იყო, და არა ღმერთი, ხოლო შენ მომკუდარსა და დაფლულსა მხოლოითა სიტყვითა შენითა ჯოჯოხეთითგან აღმოუწოდე, ქრისტე,  და მეგობარი შენი ლაზარე აღადგინე რაი მკუდრეთით, უწინარეს ცხორებისმომცემელისა სიკუდილისა შენისა შეარყიე სამეფოი იგი სიკუდილისაი დიდითა ამით და საშინელითა სასწაულითა, რამეთუ ოთხითა მით დღითა მკუდრობისა მისითა წინა აუწყებდი სამითა დღითა დაფლვასა შენსა და აღდგომასა, და ამცნე რაი ყოველთა კაცთა, ვითარმედ გნებავს შემუსრვაი ჯოჯოხეთისა სამეფოისა დიდითა მით სიმტკიცითა შენითა, მოასწავე ყოველთა აღდგომაი, და გამოაჩინე ლაზარე, ვითარცა მაცხოვნებელი წინასახე აღორძინებისა ჩუენისაი.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,     

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა ლაზარესითა, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: აჩუენნა მხსნელმან ორნი ბუნებანი შენ ზედა, ლაზარე, კაცებით ცრემლოოდა, ხოლო ღმრთეებით აღგადგენდა ხელმწიფებით ოთხისა დღისა უსულოსა, და აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა გვითხოვო ყოვლისა სოფლისა მშვიდობით დაცვაი, და ერისა ჩუენისათვის ძლევაი ჯუარითა ყოველთა მტერთა ზედა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, და სულთა ჩუენთათვის ლხინებაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდათა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა: დოდო, ლუკიანე, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და კვიპროსის მთავარეპისკოპოსისა, ლაზარე მართლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ. 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.                         

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბაბილოვანსა სამთა მათ ყრმათა ბრძანებაი მძლავრისაი მის სიბორგილედ შეჰრაცხეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად მოვიდა რაი ქრისტე ბეთანიად, მარიამ ნელსაცხებელსა სცხებდა და მართაი მსახურებდა, ხოლო შენ იყავ რაი, ლაზარე, თანა-მეინახედ მისა, აწ გაქუს კადნიერებაი შეწევნად ჩუენდა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აგრძნეს რაი ჰურიათა, ვითარმედ მუნ არს იესო, მოკრბეს არა ხოლო თუ მისთვის, არამედ, რაითა გიხილონ მკუდრეთით აღდგენილი, და ჰრწმენეს რაი იესოსი, აკურთხევდენ ძალსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ეჰა უგუნურებაი ფარისეველთაი, ძმარი და ნაღველი მიუპყრეს რაი ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა უფალსა და ისწრაფდენ მოკლვასა შენსა, რაითა არაი ქადაგებდე ღმრთეებასა და დიდებასა მისსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ისარნი თვისნი განმაწონნა ბელიარ გულის-თქმათა მიერ და მომწყლა სასიკვდინედ, აწ დაჰხსნენ მანქანებანი მისნი ბოროტნი, უბიწოო, არცხვინე მტერსა ჩემსა და მაცხოვნე მე, მადიდებელი შენი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს გდევნიდენ, ლაზარე, მორწმუნეთა და დათა შენთა თანა განერე საფრხესა და განგებულებითა ღმრთისაითა მშვიდობითა მიიწიეთ კვიპრესა, სადა იგი ქადაგებდი დაუცხრომელად და მრავალთა მოაქცევდი ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იღუწიდი რაი კუნძულსა მას ქრისტეს სიყუარულითა, ხელდასხმულ იქმენ მღდელმთავრად მოციქულთა მიერ პავლესა და ბარნაბაისა, ჟამსა მას ქადაგებდენ რაი კვიპრესა, და სწავლაი შენი ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხარებდი სულითა შრომათა შენთა ზედა პატიოსანთა, ღირსო ლაზარე, და იკურთხე დედისაგან ქრისტეს ღმრთისა, იოანეს თანა მოიწია რაი ხილვად ძისა თვისისასა მეგობრისა, და ომოფორი და საბუხრენი მოგანიჭა, ვითარცა დიდსა მღდელმთავრსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაითა მარადის მაქუნდეს მოხსენიებაი სიკუდილისაი.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: უწინარეს შობისა და შობასაცა და შემდგომად შობისა ქალწულად უბიწოდ აღგიარებთ, და ვითარცა ღმრთისა მშობელ ხარ, ღირსად გადიდებთ.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ათვრამეტ წელ მწყსიდი რაი სამწყსოსა შენსა, მწყემსისა კეთილისა იქმენ მწყემსმთავარ სარწმუნოი, ღმერთშემოსილო, და გამობრწყინდი უნათლეს მზისა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულ-ჰყავ რაი სრბაი შენი, ლაზარე, მხცოვანებითა შემოსილი მშვიდობითა მიიცუალე წინაშე ღმრთისა, რომელმანცა სამართლად გადიდა შენ და ნიშ-სასწაულთა სიმრავლითა პატივ-გცა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აჰა, ძლიერებად და ზღუდედ ჭეშმარიტებისა მოგვიგიეს ჩუენ სამარხონი შენნი – ბეთანიასა და ლარნაკას, და მათდა მიახლებულნი უხუად მიემთხვევიან მადლსა და წყალობასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უქორწინებელო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან რომელი ჰშევ, რაითა მოსცეს ერსა ჩვენსა ძლევაი და  ხსნაი უღლისაგან მტერთაისა, რომელნი შენ მარადის გადიდებენ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; ერისკაცი კითხულობს:

საკვირველ არიან საიდუმლონი იგი, რომელნი გარდამოავლინა შენ ზედა ღმრთეებრივმან მეგობარმან შენმან და უფალმან ჩუენმან, სათნო იჩინა რაი პირველ ჯუარისა თვისისა და აღდგომისა, ყოვლისა სოფლისათვის განცხადებაი შენ ზედა დიდებისა მისისა, და გყო შენ წინა-მაუწყებელად თვისისა ყოვლადბრწყინვალისა აღდგომისა სამისა დღისა მკუდრობისაგან; აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა განგვათავისუფლოს საუკუნოთა მათ სატანჯველთაგან და ღირს გვყოს შენ თანა სიხარულსა დაუსრულებელსა.

ჰოი, საქმე განსაკრთომელი, რამეთუ მკუდარი, ვითარცა ცხოველი, უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ქუეყანასა, რამეთუ მაუწყებელ-არს კვიპრე მოღუაწებათა შენთა, და ხმა მაღლად ჰქადაგებს ლარნაკა ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გვითქმს მისლვად ტაძარსა შენსა შუენიერსა, რაითა სიყუარულითა მივემთხვიოთ ნაწილთა შენთა წმიდასა საყოფელსა, და აღმოვივსოთ მადლი და ლხინებაი მოსავთა შენთა და მაქებელთა.

წყალობაი და სიყუარული სასწაულთამოქმედი, ყოვლისა შემძლებელი ღმერთი და სრული კაცი მკუდრეთით აღგადგენდა მეგობარსა თვისსა, აწ ჩუენცა გიგალობთ შენ, და გევედრებით, მეოხებად ნუ დასცხრები მისა მიმართ, რაითა დაცემული ესე და დამდაბლებული ქართველთა ერი შენებრ აღადგინოს მსახურებად ღმრთისა და მამულისა.

მოვიხსენებთ რაი სასწაულთა მათ, შენ მიერ ქმნილთა ქუეყანასა ზედა, გევედრებით, მეოხ-გვეყავ წინაშე ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა, საცთურებისა და ჭირთა სახუმილსა შინა ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა თვისისაი, რაითა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ. 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, სიბრძნითა მით სარწმუნოებისაითა და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინებულო წმიდაო დიდო მღდელთმთავარო, მართალო ლაზარე! მამათა სამკაულო, მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ლარნაკას სიქადულო და მკვიდრთა მისთა ყოველთა ძვირთაგან დამფარველო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!

ჰოი, ყოვლადსაკვირველო და სარწმუნოო მეგობარო ქრისტესო,  მართალო ლაზარე, ბეთანიისა დიდებაო და ყოვლისა სოფლისა განკვირვებაო! კურთხეულ არს სახლი შენი, რომელსა სიყუარულითა მოიხილავდა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ჟამსა მას ხორცთა შინა მყოფობისასა, რამეთუ ხედვიდა კეთილქმნულებასა სულისა შენისასა, და ვითარცა მეუფემან სიკუდილისა და სიცოცხლისამან, მიუშვა შენ ზედა დაძინებაი იგი სიკუდილისაი, და დაფლვაი, და ქუესკნელისა სიღრმესა შინა შთასლვაი, სადა იხილე მკუდარნი საუკუნითგან მუნ დამკვიდრებულნი და ჯოჯოხეთისა საკრველითა შეკრულნი, და ძრწოლაი იგი საშინელი, და მუნ, ოდეს ხორცი შენი მიცემულ იყო ყროლებასა და სიკუდილსა, შემდგომ ოთხისა დღისა გესმა ღმრთეებრივი ხმაი მეგობრისა შენისაი, საფლავსა შენსა მოსრულისა: `ლაზარე, გამოვედ გარე~, და აღდგინებითა შენითა სახარულევან ყო რაი ბეთანიაი, დაშრიტა ცრემლნი მართასი და მარიამისა, და ძრწოლაი მოჰგუარა გულ-ფიცხელთა მათ მწიგნობართა და ფარისეველთა, ხოლო შენ განგარინა საფრხესა და დაგადგინა მღდელმთავრად კვიპრის ეკლესიასა შინა, აწ ჩუენცა მეოხ-გვეყავ წინაშე მისსა, რაითა განაცხოველოს სულნი და ხორცნი ჩუენნი, ვნებათაგან შეყროლებულნი და შთაფლულნი ცოდვათა უწმიდურებასა შინა, და ვითარცა შენ აღგადგინა სიკუდილისა ჰრულისაგან, ეგრეთვე აწ ჩუენცა აღგვადგინოს სამარითგან უსასოებისა და უდებებისა, და წარგვიმართოს გზასა მას ცხორებისასა, რაითა საუკუნოსა მას ცხორებასა ზიარ-ქმნილნი დაუცხრომელად ვადიდებდეთ თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ. 

მღდელი: ჩამოილოცავს…

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მართლისა ლაზარესი, კვიპრელი ეპისკოპოსისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ჟამსა მას ხატის მთხვევისასა:

საღმრთოითა ძალითა შენითა მოგუმადლე ჩუენ სათხოვართა კეთილად აღსრულებაი, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ლაზარე, ვინაიცა ამბორს-უყოფთ ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და პატივს-ვჰსცემთ სანატრელსა ლუსკუმსა შენსა, ვითარცა საუნჯესა სიწმიდეთა მტვირთველსა, სადაით-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოი მდინარე, და გევედრებით: განგუათავისუფლენ ყოვლისაგან სალმობისა და ძვირისა.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მართლისა ლაზარესითა ღირს-მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Exit mobile version