იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მოწამე ანასტასი (III) — 25 ოქტომბერი – ძველი სტილით / 7 ნოემბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამე ანასტასი (III)

25 ოქტომბერი – ძველი სტილით / 7 ნოემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.

✦ · ✦