20 მაისი. სავედრებელი პარაკლისი წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა ბაგრატ მესამისა, კურაპალატისა

მღდელი: კურთხეულ არს.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი… 

გუნდი: ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

ექმენ რაი ზღუდედ და ფარად მამულსა შენსა, ერთობითა შეჰკარ მხარენი საქართველოისანი და ერი შენი დაიცევ ყოველთა ორგულთა და მტერთაგან, დაშრიტე რაი ზრახვანი უკეთურთანი და სძლე ძალითა ჯუარცმულისაითა, მას ევედრე, აწ, კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, რაითა შეგვჭუროს უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა.

დიდებაიტროპარი (იგივე) აწდა

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.           

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულხარ.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქებით შეგამკობთ შენ, ვითარცა ღუაწლსა შინა მხნესა მეფესა და მხედარსა უძლეველსა, და მეოხგყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და წარგვიმართოს გზასა მას მცნებათა თვისთასა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღმოსცენდი ძირთაგან ღმრთივცხებულთა ბაგრატოვანთა მეფეთასა, და სიყრმითგან აღიზარდე რაი მართლმადიდებლობისა მოძღურებითა, ყოვლითურთ ემსგავსე ხესა მას ღმრთივდანერგულსა თანაწარსადინელსა წყალთასა, და უხუად გამოეც ნაყოფი ჟამსა თვისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მიუწდომელითა განგებულებითა იყავ რაი მემკვიდრეი სამთა მათ სამეფოთა საყდართა, იხარებდენ ჭეშმარიტნი მამულიშვილნი, რამეთუ ეგულებოდათ შენ მიერ ერთ სამეფოდ შეკრვაი  ქართლისა, ტაოისა და აფხაზეთისაი, და განძლიერებაი იბერთა ქუეყანისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ, უხრწნელო.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განგებითა საღმრთოითა აღიძრა იოანე მარუშისძე, ერისმთავარი ქართლისაი, და ევედრა დავით ტაოელსა, მამობილსა შენსა, რაითამცა გყოს ხელმწიფედ ქართლსა ზედა, და მანცა იღუაწა საქმისა ამის წარმართებისათვის კეთილად

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაგადგინა რაი მეფედ მამობილმან შენმან, ყოვლისა უპირველეს წინააღუდეგ ურჩთა და მძლედ გამოჩნდი მტერთა და ორგულთა ზედა, ეგრეთცა ამაო ჰყვენ მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურებითა იღუწიან სავნებელად ჩუენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვიდოდი რაი გზასა მას სიმართლისასა, ყოვლად ქებულო, შეიმოსე მოწყალებაი, და უხუებითა ზრდიდი ქურივობოლთა და ღატაკთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა გულმოწყალებითა და ლოცვითა სათნო ვეყუნეთ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ და უხრწნელ, უბიწოო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა

 

წარდგომაი, ხმაი 4

შეიყუარა უფალმან ქართველნი სამკვიდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა მეფედ მათ ზედა, ყოფად სასჯელისა და სამართლისა, და გამოჩნდა ძალი მისი, მომადლა რაი დღეთა შენთა მშვიდობაი და დიდი დაწყნარებაი ქუეყანისაი, აწცა ითხოვე მისგან, რომლისა მიერ დიდებულხარ, ყოვლადღირსო მეფეო ბაგრატ, რაითა გვიხსნნეს საცთურისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ბოროტისა.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მთისაგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ხსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.   

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბაგრატოვანთა შორის საჩინოი გახელმწიფა რაი ქრისტემან ქართლსა ზედა და აფხაზეთსა, გამოჩნდი შენ, ვითარცა მართლგანმგებელი ხელმწიფეიერთგულთათვის უხვი და მბოძებელი, და მრისხანეი მტერთა და წინააღმდგომთა ზედა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან ქმენ რაი ბრძოლანი საკვირველნი, შემოიმტკიცე კახეთი და ჰერეთი, და განავრცენ სამეფოი შენი, აწ ჩუენცა აღგვიდგინე მამული დარღვეული და ღმრთისა ძალითა შეჰკრიბნე ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეული ერი ჩუენი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და წარემატე რაი მრავალთა ხელმწიფეთა დიდებითა და ძალითა, პატივსა გცემდა მეფეიცა ბერძენთაი, ღმრთივდიდებულო მეფეო ბაგრატ, და ღირსგყო შენ კურაპალატობისა პატივსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმეი საიდუმლოთა შენთაი ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ გარეშეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად, უხრწნელო.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: დამხსნელი ბნელის მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღვა ჩუენ ნათლად, ღმრთეებისა თვისისა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი კეთილად მსახური ღმრთისაი, ერსაშენდამი რწმუნებულსა, დამწყსიდი სიყუარულითა და განამტკიცებდი კეთილდღეობასა მისსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარენ ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს სიბრძნეი და ძალი მსახურებად მისა და დათრგუნვად ბოროტისა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეფობაი შენი ღმრთივკურთხეული განადიდე რაი საღმრთოითა მოქალაქობითა, იწყე შენებაი ბედიისაი, და იქმნა რაი სრულ, ბაგრატ დიდებულო, მრავლითა სიწმიდითა  და ხატითა შეამკევ და აკურთხე სადიდებელად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

მოამატკიცე რაი სამეფოიქუთათისსა აღაშენე დიდებული ტაძარი სიონისაი, ვითარცა სატახტოსა მას ქალაქსა, და ყოველნი სამღდელონი და წარჩინებულნი შეკრიბნე რაი კურთხევასა მისსა, შემდგომთა ჟამთა პატივად შენდა უწოდესბაგრატისაი“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე აწ, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინაისწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეფობდი რაი კეთილგონიერად, წინააღმდგომნი შენნი მოამშვიდე საკვირველად, და დაიცევ რაი ერი შენი მხდომთა და ორგულთაგან, აწ ჩუენცა შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსვლისაგან.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა

მძლავრსა მას მტერსა ხედვიდენ რაი შენ მიერ დაცემულსა, უვნებელად დაცული ერი შენი ადიდებდა ქრისტესა, მოსცა რაი ეგევითარი მეფეი და პატრონი, დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ქართველთასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჭეშმარიტად საკვირველარს მადლთა და წყალობათა შენთა სიმაღლეი, დიდებულო, რამეთუ საფასეი დიდძალი მიეც ქართველთა სავანეთა იერუსალეიმისა და წმიდისა ათონისა მთისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან, დედოფალო

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                         

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12გზის. დიდებაიაწდა

 

კონდაკი

მიიღე რაი გვირგვინი მეფობისაი ქრისტეისგან, ესვიდი ძალსა მისსა ძლიერსა, და დაიმორჩილნე რაი ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი შენნი, საზღუარნი იბერიისანი განავრცენ და აღაშენე დიდებულნი საყდარნი სადიდებლად ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრხეთაგან მტერისაითა, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკვირველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ბაგრატ!

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

გუნდი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარება იოანესი (. 10. 9-17)

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილისრაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერარიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა ბაგრატისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: გცხო რაი უფალმან მეფედ ერსა ზედა ჩუენსა, ჭაბუკი ეგე, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი განამტკიცებდი ყოველთა, და აღძარ იგინი მსახურებად მამულისა და დამბადებელისა ღმრთისა, და აწ გაქუს რაი შუამდგომელობაი მისა მიმართ, მამობრივითა კადნიერებითა გვითხოვე შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მადლი და წყალობაი მოსავთა შენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისაქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მეფისა ჩუენისა ბაგრატ კურაპალატისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                            

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და სახუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაი წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს წყარომან ცხორებისამან, დედოფალმან ღმრთისმშობელმან, ასუა სიბრძნეი ეფთვიმი ათონელსა, დავით კურაპალატისა თანა მოსწრაფეი იყავ, რაითა თარგმნიდეს ბერძულისაგან ენისა და წარმოგზავნიდეს წიგნთა საღმრთოთა, უხუად მომრწყუელად ურწყულსა ერსა ჩუენსა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემოიკრიბნე რაი მამულნი განბნეულნი, აფხაზთა საკათალიკოსოი მოუერთე ეკკლესიასა იბერთასა, და  პატრეარქად დაადგინე რაი ნათესავი შენი მელქისედეკ, ვითარცა მწყემსი კეთილი განაგებდა სამწყსოსა თვისსა, და განამდიდრებდა ყოვლითავე სულიერითა საზრდელითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იღუწიდი რაი ერთობისათვის ივერთა ქუეყანისა, გეწადა სარკინოზთა განხდაი ტფილისითგან, და ბრძოდი რაი საღმრთოითა მოშურნეობითა, იქმენ შენ წარმმართებელი გზისაი ნათესავმოდგმისათვის შენისა დავითისა, განათავისუფლა რაი ოთხას წელ ქონებული აგარიანთა, და ჰყო სამეუფოდ ქალაქად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა რაი ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, უბიწოო, გამოიღე ტევანი ცხორებისაი, და გვიწდიე ღვინოი წმიდამყოფელი, და მახარებელი გონებათაი, დამხსნელი სიმთრვალის ბოროტისაი

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონსა პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთოსა გამოცხადებასა შინა გეჩვენეს რაი ქრისტეს მხედარნი დავით და კონსტანტინე, გაუწყეს საყოფელი სამარხოისა თვისისაი, და აღადგინე რაი ტაძარი ხარებისაი, და წმიდანი ნეშტნი მათნი მას შინა  დაასვენე ლუსკუმითა.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოველსავე ჰყოფდი რაი სადიდებელად ღმრთისა, ძეი შენი გურგენ, ვითარცა ნერგი ნაყოფიერი დაჰნერგენ ქრისტეს ეკლესიასა შინა, და ანგელოზებრივსა სქემასა შემოსეს რაი ვითარცა ბასილ, იქმნა იგი წმიდაი მოძღვარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სრულყავ რაი სრბაი მეფობრივი, ჯერეთცა მხნეი დასნეულდი და განაგე რაი ყოველივე სარგებელი სულისა თვისისაი, ყოველთა მახლობელთა შენთა აკურთხევდი, ღირსად სანატრელო მეფეო, და ევედრებოდი ღმერთსა ერისათვის შენისა და მამულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ, ყოვლად უბიწოო დედოფალო.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელქმნული, მოსრული ჩუენდა ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლითა, ამისთვის ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღესრულე რაი ტაოს, ციხესა მას ფანასკერტისასა, შეჰვედრე წმიდაი სული შენი უფალსა, და მკვიდრ გყო რაი ზეცასდაუსრულებელსა მას სუფევასა, მოგანიჭა გვირგვინი დიდებისაი და მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი.

წმიდაო კეთილმსახურო მეფეო ბაგრატ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წმიდაი ნეშტი შენი წარიხუნეს აფხაზეთსა, და დაკრძალეს რაი ბედიას სურვილისაებრ შენისა, აწ მეოხგვეყავ მოსავთა შენთა, რაითა აღადგინოს ერთობაი ქუეყანისა ჩუენისაი ქრისტემან, და ღირსგვყოს მოლოცვად ბედიისა და შევრდომად სამარხოისა შენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

არა თუმცა ერი შენი, არამედ ქუანიცა ღაღადებენ დიდებასა შენსა, მაუწყებელარიან რაი საკვირველთა ღუაწლთა შენთა დიდებულნი ტაძარნიბაგრატი და ნიკორწმინდა, და ჩუენცა მოვისწრაფით მოხილვად სავანეთა მათ, და ვადიდებთ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოი დიდი, დიდებულისა შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღვდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, და სიბრძნისა შენისა კუერთხითა და მხურვალითა ზედამდგომელობითა წარმართე მცნებათა მიმართ საღმრთოთა, გარნა აწ მგელნი მტაცებელნი გარე მოგვადგენ სიტყვიერთა ცხოვართა შენთა განხრწნად, არამედ შენ შეგვეწიე, და ევედრე მრავალმოწყალესა ღმერთსა, რაითა მოგუცეს მწყემსი სარწმუნოი და მართალი, სათნოდ მეფედ და წინამძღურად სამწყსოთა თვისთა.

შეუორგულებელითა მხნეობითა განაგებდი რაი ერსა და სამეფოსა თვისსა კეთილად, განამტკიცე სკიპტრაი ქართველთა მეფობისაი და ყოვლითურთ მსგავს იქმენ რაი ვახტანგ გორგასლისა, ვიდრე აქამომდე მოიგეთ სახელი უკუდავებისაი, და აწ ერთობითა გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა არა განუდგენ მთავარნი და წინამძღვარნი ჩუენნი წმიდასა სამოციქულოსა ეკლესიასა და ერი ჩუენი აღაორძინონ ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა.

მართალ იყავ და მოშიში ღმრთისაი, ჰოი, საკვირველმაღალო ხელმწიფეო, და მეფობდი რაი კეთილგონიერად, გამოსჩნდი შენ სუეტად კეთილმსახურებისად და შეუძრველ სიმტკიცედ ერისა ჩუენისა, და აწცა გაქუს რაი კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, შეგვეწიე, რაითა ყოველთა მტერთა ხდომისაგან გვიხსნნეს ჩუენ, დიდებულო, და შინაგანცემისაგან ქართველთაისა.

სიმხნეი შენი და ღირსებაი არა ხოლო თუ საქართველოსა ოდენ განითქუა, არამედ ყოველსა ქუეყანასა, და ჩუენცა ხმა მაღლად ვქადაგებთ ურიცხუთა მათ ღუაწლთა შენთა, და გევედრებით: შეგვაწყნარე სასოსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, თქმულნი თვისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და მარადის ვადიდებდეთ ყოვლად წმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.   

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმანრამეთუ შენი არს სუფევაი… 

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                          

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                   

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.       

გუნდი: ამინ.   

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3გზის. დიდებაიაწდა

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკვირველო მოღუაწეო; ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და უძლეველო წინამბრძოლო ქართველთაო; მეფეთა სიქადულო და მხედართა დიდებაო; მოწყალეო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო და ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლშემწეო და შესავედრებელო წმიდაო ბაგრატ კურაპალატო!

ჰოი, სახელოვანო და დიდო მეფეო ქართველთაო წმიდაო ბაგრატ, რომელმან დიდად იღუაწე ერისათვის ჩუენისა და დაუდევ ლოდი საკიდური ერთობასა მისსა, სარწმუნოებითა შევრდომილნი მტკიცესა მას შენსა მეოხებასა და მამობრივსა მადლსა და შეწევნასა მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, და დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა შუღლისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრ მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და ნათესავთაგან შენთა აღგვიდგინოს  ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითამცა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ღუაწლითშემოსილო და უძლეველო მეფეო ბაგრატ, შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათაისა და ლმობიერად ევედრე ღმერთსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, დედათა კრძალულებაი და შვილთა კეთილზრდილობაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს სათნოებათა შინა წარმატებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

გუაკურთხენ

მღდელი: ჩამოილოცავს…  

გუნდი: ამინ.  

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე

ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მეფისა ბაგრატ კურაპალატისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, წმიდაო დიდო მეფეო ბაგრატ, და სიღრმით გულისაით, მუხლმოდრეკითა მლოცველნი შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით: მამობრივითა კადნიერებითა მეოხ გუეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა ყოველთა ჭირთა და სალმობათაგან გვიხსნნეს ჩუენ, და განაქარვოს მზაკუვარებანი მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანისმცემელთა და სურვილითა ამბორისმყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ბაგრატ მეფისასა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალმეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

ქართული წიგნები ამერიკასა და კანადაში