ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი (V)

08 ოქტომბერი. სავედრებელი პარაკლისი ღირსისა დედისა ევფროსინე ალექსანდრიელისა

 

მღდელი: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურადიღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.  

ტროპარი ნეტარისა ევფროსინესი

სრული ცნობითა და გონებითა უბიწოითა სენაკსა შინა დაეყუდე შორის მამათასა, ნეტარო ევფროსინე, და უძლურებაი დედობრივი განაძლიერე რაი ძალითა სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტეისა, აწ ანგელოზთა თანა კადნიერად მდგომარემან წინაშე მისა, საღმრთოი სიხარული გვითხოვე ჩუენ, ვითარცა სეხნამან საღმრთოისა მის სიხარულისამან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი; ხმაი 8

 

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაი, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო ევფროსინე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 5

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღვასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქრისტეს მიერ იხსნნეს ისრაელნი და ახლად იტყოდეს ძლევისა გალობასა.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განმანათლე მე, ღირსო, ნათლითა ლოცვათა შენთაითა, რომელიესე ვაქებ სახსენებელსა შენსა, ნეტარო ეფროსინე, წოდებულო სახელითა საღმრთოისა მის სიხარულისაითა.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შუენიერებასა ქრისტესსა, ნეტარო, გსუროდა ხილვად და გწადოდა რაი უნივთოისა მის სიკეთისა, ხორცთა იგი შუენიერებაი მოიძაგე და უხორცოთა ცხორებაი აჩუენე შენ გუამითა მოკუდავითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემკობილი სიკეთითა სათნოებათაითა შეუდეგ რაი უფალსა სურვილითა გულისაითა, დაუტევე სიხარული სოფლისაი, წმიდაო, და სიძეი წარმავალისა მის ქორწინებისაი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაჰხსნდეს წყევანი ევაისნი და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული და სანატრელი ქალწული გამოჩნდა ძირისაგან დავითისა მორწმუნეთა სიხარულად, რომელსა უგალობთ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთმოყუარე

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოსწრფე იყავ რაი განშორებად სოფლისა საშუებელთა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან შეიმოსე ჯუარი მისი, ნეტარო, და შეუდეგ კუალთა მისთა.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეძიებდი რაი მამასა მას ზეცათასა, წმიდამყოფელსა სულთასასიყუარულმან მამისამან ვერ დაგაყენა, და არცაღა სიძისა მოკუდავისა გწადოდა, და ვითარცა ქალწული უბიწოი, იქმენ სძალ ქრისტეისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფარულად დაუტევე სახლი მამისა შენისაი, ღირსო, და განევლტე რაი დაწინდებულსა შენსა, ვითარცა ბერი სამარაგდეი, შეერთე კრებულსა მას მამათასა, და განეწყვე ბრძოლად ეშმაკთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედაო ძისა ღმრთისაო, რომელიცა იშვა მამისა მოწყალისაგან მიუწდომელად შენგან უქცეველად გამოჩნდა, ამისთვისცა გაქებთ შენ სულითა სარწმუნოებითა, რომელმან გვიშევ ღმერთი ყოველთაი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაიაწდა

წარდგომაი; ხმაი 1

ზეცისა სასოებითა უძლურებაი დედობრივი ახოვანჰყავ და მტკიცითა გულისსიტყვითა დაემკვიდრე რაი შორის მამათასა, შრომითა და მღვიძარებითა და წურთითა უბიწოებაი შენი დაიცევ, ღმრთივსულიერო ქალწულო, და იქმენ რაი ძღუენ წმიდაი უფლისაი, აწ ჩუენცა მოგვიხსენენ წინაშე მისა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხსენებაი შენი ბრწყინვალეი განანათლებს მორწმუნეთა ერსა, და  მხიარულ ჰყოფს წმიდათა და გუნდსა მას ზეცისა ანგელოზთათა შემოჰკრებს, ღირსო, რომელთა თანა აწ იხარებ შენ განბრწყინვებული სათნოებითა, ყოვლად საგალობელო ევფროსინე, და უშურველად შეეწევი ყოველთა, რომელნი სურვილით ისწრაფვიან პატივისა მოგებად შენდა, წმიდაო, და მოიღებენ მადლსა და ლხინებასა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსვლა შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხვედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უძლური იგი ბუნებაი დედათაი განაგდე რაი შეცვალებითა სახელისაითა, მხნეო, დაეყუდე შენ სენაკსა შინა, და ჭეშმარიტი ახოვნებაი უჩუენე მეუფესა.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გსუროდა რაი შემოსად საღმრთოი სამოსელი, ნეტარო, შთაიცუ ძაძაი იგი ფიცხელი, და აღძრვანი გულისთქუმათანი სრულიად წარსწყმიდენ მოღუაწებითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შუენიერებაი შენი და სიჭაბუკეი სრულიად უგულებელსყავ, ქალწულო, და სიმხნეი და გონებაი მამათაი სამოსლისა თანა შეიმოსე, და ხორცნი შენნი შრომითა განჰკაფენ

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განუხრწნელად მუცლადიღე, უსძლოო, და უფროის ბუნებათა შევ და შემდგომად შობისა ღმრთისა ქალწულადვე დაადგერ, გვითხოე ძისა შენისაგან წყალობაი.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, და გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარი შენ ხოლოი მრავალმოწყალეი.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გეძიებდა რაი მამაი შენი, ფრიად მწუხარეი მოიწია სავანესა შენსა და ევედრებოდა მამასახლისსა, რაითა იმარხონ და მხურვალედ ევედრონ ღმერთსა, განცხადებაი საყოფელისა შენისაი.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მხურვალედ ილოცეს და იმარხეს რაი შვიდეული ძმათა, არცა გამოუცხადა მათ ღმერთმან, რამეთუ ლოცვანი შენნი სძლევდა ლოცვასა მათსა, ევედრებოდი რაი ღმერთსა ცხორებისა შენისა დაფარვასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარადის იღუწიდი რაი ფიცხელითა მარხვითა და მღვიძარებითა და ლოცვითა, სული შენი წმიდაჰყავ ვნებათაგან, წმიდაო ეფროსინე, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკთაი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაჰხსენ მწუხარებანი ევაისნი შობითა შენითა, ქალწულო, გარდაიცვალა ცთომაი, და მოკუდა გუელი იგი, მაცთური ადამისი, შენ მიერ, მარიამ.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ზღუაი აღძრული ღელვითა წარმწყმედელი დააცხრვე, ქრისტე, შერისხვით დააყუდე. მეცა დანთქმული ცოდვათაგან აღმომიყვანე, მოწყალე

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად მოიწია რაი მამაი შენი სავანესა, შენდა წარმოგზავნა იღუმენმან, რაითა ნუგეშინისცე და აკურთხო, ვითარცა დიდმან მოღუაწემან, გარნა იცან მამაი თვისი, და აღგევსო თუალნი ცრემლითა.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დამჭნარ იყავ რაი მარხვითა და ქუეყანასა წოლითა, არა გამსგავსა მამამან შენმან ასულსა თვისსა, და იფარვიდი რაი პირსა შენსა კუნკულითა, იწყე სწავლად მისა სიწმიდისათვის და მოწყალებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იზრახნეთ რაი სარგებელისათვის სულისა, იხარებდა გული მამისა შენისაი, ნეტარო, და ჰრქუა წინამძღუარსა: `უწყის უფალმან, ვითარმცა შვილი, ეგრე ვიხილე ბერი ესე~, და წარვიდა სახსა თვისსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულმან მუცლადიღო და გვიშვა რაი ღმერთი ხორცითა, შემდგომად შობისა კუალად ქალწულად დაშთა წმიდაი იგი დედაი, და უბიწოებითა აწოებდა.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაიაწდა

კონდაკი; ხმაი 2

ზენაისა ცხორებისა მიმთხვევისა მოსურნემან, ქუენაი შეურაცხი შუებაი მოსწრაფედ დაუტევე, და თავი თვისი შთაუტევე შორის მამათასა შუენიერებითა, ნეტარო ევფროსინე, ჟამიერი დამწინდველი შეურაცხყავ რაი ქრისტეისთვის, სიძისა შენისა.

იკოსი; ხმაი 2

მტკიცითა გულისსიტყვითა დაემკვიდრე რაი მამათა სავანესა, დაივიწყე დედობრივი ბუნებაი, და შუენიერებაი შენი დააჭნვე რაი მოღუაწებითა, სული შეამკვე მადლისა შუენიერებითა და მძლე ექმენ რაი ეშმაკთა, მოკუდავთა ხორცთა შინა ანგელოზებრივი ცხორებაი აღასრულე და იწოდე ტაძარ ქრისტეისა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსანარს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდიამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარიყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ _ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა დედისა ევფროსინეისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: გუამითა მით უძლურითა დედათაითა, ნეტარო ევფროსინე, და სახითა მამაკაცობრივითა თანაწარჰხედ მაცთურსა მას ევაისსა და ზეშთა ექმენ რაი მრავალთა საბრხეთა მისთა ძალითა ქრისტეისითა, აწ გვითხოვე მისგან, რაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლოს, და ძლევაი ჯუარითა მოსცეს ერსა ჩუენსა, ეკლესიაი დაიცვას შეურყეველად და მორწმუნენი ღირსგვყოს შენდობასა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და წმიდისა საკვირველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანეთორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა, წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი) და ღირსისა დედისა ევფროსინე ალექსანდრიელისა და მამისა მისისა ღირსისა პაფნუტისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.   

გუნდი: ამინ.                       

 

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთოითა სიმხნითა და მოღუაწებითა დაამხუე მრავალღონე იგი ვეშაპი, ღმრთივსულიერო ევფროსინე, რამეთუ უძლურებაი შენი სრულ იქმნა ქრისტეს ძალითა.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მკვიდრ იყავ შენ სენაკსა შინა მარტოი, წმიდაო, და მარადის იღუწიდი რაი ფიცხელითა მარხვითა და ლოცვითა, მოიგე სიწმიდეი და მადლი შეწევნისაი და ეშმაკთა განსხმისაი

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იღუწიდი რაი სავანესა მას მრავალსა წელსა, ფრიად დასნეულდი, სანატრელო, და მოიწია რაი მამაი შენი პაფნუტი სავანესა, ითხოვდა ხილვასა შენსა, ვითარცა დიდისა მოღუაწისასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ერთი გუამი ორითა ბუნებითა გვიშევ ჩუენ, ყოვლად უბიწოო მარიამ, ღმერთი ხორციელქმნული, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა გიხილა სასიკუდინესა მას სარეცელსა ზედა მამამან შენმან, ამბორსგიყოფდა და გეტყოდა: `ილოცე ჩემთვის, მამაო სამარაგდე, რაითა ღმერთმან ნუგეშინისმცეს შვილისათვის ჩემისა~.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხედვიდი რაი მწუხარებასა მისსა, აუწყე საიდუმლოი უჩინოყოფისა შენისაი, და ევედრე, რაითა თვით შეგმოსოს და სული შენი შეჰვედრე შემოქმედსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღასრულე რაი მოღუაწებისა სარბიელი, ღირსო, ანგელოზნი და ყოველთა წმიდათა სულნი მოგზაურ ექმნნეს სულსა შენსა, და განბრწყინვებული აღგიყვანეს წინაშე ღმრთისა

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სამებაი გარეშეუწერელი, უაღრეს ბუნებათა, რომელსა გიღაღადებთ: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაია მხიარულიყავ, ქალწულმან მუცლადიღო, შვა ძეი დაუსაბამოი, ევმანუელღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეუწყა რაი წინამძღუარსა საკვირველებაი ეგე, ბრძანა მან რეკაი ზარისაი და შემოკრბეს რაი მეუდაბნოენი, თუალნი დაშრეტილნი აღიხილნა ძმასა ერთსა, შეეხო რაი წმიდასა ნეშტსა შენსა.

ღირსო დედაო ევფროსინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გხედვიდენ რაი ძმანი, ნეტარო, დაუკვირდებოდათ, და ძუელთა მათ ბერთაებრ დაგფლეს რაი ძმათასა თანა, წმიდაი სამარხოი შენი იქმნა, ვითარცა საუნჯეი მადლისაი და წყაროი კურნებისაი

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შეიმოსვიდა პაფნუტი ანგელოზებრივსა სქემასა, და დამკვიდრდა რაი სენაკსა შენსა, შემდგომად ათისა წლისა მშვიდობითა შეჰვედრა სული თვისი უფალსა და დაფლეს მახლობლად სამარხოისა შენისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ესერა ქალწული მიუდგა, იხარებდ, ესაია, ყრმაი იშვა და ძედ მოგუეცა ჩუენ ევმანოველ, ჩუენ თანა ღმერთი, სასოი იგი წარმართთა ხსნისაი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმან აკმიოს:

მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მიიცვალე რაი ნათელსა მას გამოუთქუმელსა, მადიდებელი თვისი გადიდა ყოველთა მეუფემან ქრისტემან, ხოლო ეკლესიამან მისმან შეგრაცხა წმიდათა შორის თვისთა, და ხსენებაი შენი განგვიწესა შვილთა თვისთა, რაითა მარადის გევედრებოდეთ შეწევნასა და შენცა მეოხ გუეყო წინაშე ღმრთისა, რაითა ვნებათა შინა დანთქმულნი აღმოგვიყვანოს ნათელსა მას საღმრთოთა მცნებათასა

 

სულთქუმითა და ცრემლითა ეძიებდი შენ დამბადებელსა, ნეტაროდა წმიდათა თანა ღირს იქმენ რაი ხილვად პირსა მისსა, მოგანიჭა  მადლი მეოხებისა და შეწევნისაი, და აჰა, ვითარცა საკვირველთმოქმედი დედაი, ხმამაღლად განგადიდეს რაი ყოველთა სამღდელოთა და ერთა, აწ ჩუენცა განსაცდელთაგან ხსნაი და ბრალთა შენდობაი გვითხოე, რომელნი ვაქებთ ხსენებასა შენსა.

ახარებს გულსა მონაზონთასა წმიდაი ცხორებაი შენი, ღირსო ევფროსინე, მიმყვანებელი ცხორებასა მას საუკუნესა, რამეთუ სახეი ექმენ სათნოებისა, და მარადის ისმენ რაი ვედრებასა მათსა და მისცემ ლხინებასა, აწ ჩუენცა მოგვეც გულისხმისყოფაი და მხნედ მოქალაქობაი, რაითა საწუთოი ცხორებაი ჩუენი კეთილად განვვლოთ და სათნო ვეყოთ ღმერთსა.

სრულჰყო რაი სრბაი თვისი მოღუაწებითა, ზეცისა სავანეთა ღირს იქმნა სანატრელი მამაი შენი პაფნოტი, ყოვლად ქებულო ევფროსინე, და ერთობითა იშუებთ რაი ანგელოზთა თანა წინაშე პირსა ქრისტესსა, აწ ერთობითა მოგვიხსენეთ წინაშე მისა, რაითა ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთა დაიფაროს ივერიაი, წილად ხვდომილი დედისა თვისისა, და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი დაგვიცვას შეუძრველად.

გონებითა მდაბლითა და სახითა ყუდროითა დიდი და მაღალი მოღუაწებაი საღმრთოი აღასრულე შენ, სანატრელო, და მოიგე რაი სიწმიდეი და მადლი შეწევნისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ქალწულსა ღმრთისმშობელსა, ვითარცა მფარველსა ჩუენსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ წარმართთა და მწვალებელთა, არამედ მართლმადიდებელთა წესისაებრ, წმიდითა არსითა და ალილუიათი ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.         

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…         

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                        

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვისუფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაიაწდა

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო სათნომყოფელო ღმრთისაო ევფროსინე, მოღუაწეთა სიქადულო და ქადაგო სინანულისაო; დედათა გვირგვინო, მამათა სიმტკიცეო და მნათობო ეგვიპტისაო; დაყუდებულთა მონაზონთა სამკაულო და ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო ეკლესიისაო; მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ურცხვენელო შესავედრებელო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, ღირსო და ღმერთშემოსილო დედაო ჩუენო ეფროსინე! სამოსელი მამათაი და ბუნებაიცა შეიმოსე, და შეერთე რაი კრებულსა მას ძმათასა, მარტოებითა დაეყუდე და მრავალთა ჟამთა მარხვაი და ლოცვაი თავსიდევ რაი, ვითარცა უხორცომან, თანაწარჰხედ მაცთურსა მას ევაისსა და ზეშთა ექმენ რაი ბოროტთა საბრხეთა მისთა ძალითა ქრისტეისითა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, მოგვანიჭოს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაითა წარმწყმედელთა გზათა და სწავლებათაგან განვერნეთ და წარვემართნეთ სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი. კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარენი მხედრობანი და კეთილისმყოფლნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჰოი, სძალო ქრისტეს, ჭეშმარიტისა ღმრთისაო, და ასულო წმიდათაო, რომელმან აღირჩიე ცხორებაი ანგელოზებრივი და შეიმოსე რაი წმიდაი იგი სქემაი მონაზონებისაი, მამათა მონასტერსა შინა შეხვედ ფარულად და დაყუდებულამან განლიე რაი მრავალი წელი ღუაწლსა მას შინა დიდსა, ხელთაგან ქრისტეისა მოიღე უხრწნელი გვირგვინი დიდებისაი, და აწ ზეცას იხარებ უხორცოთა და ღირსთა თანა, და გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი, და აღმოფხურილ ჰყოს ყოველი ცოდვაი, ჩუენ შორის დამკვიდრებული ძალითა და მოქმედებითა სულისა წმიდისაითა, და სულნიცა ჩუენნი იქმნენ ტაძრად ღმრთისა, რაითა შენითა ზეციერითა შუამდგომელობითა ცხოვნებულნი მარადის მართალთა თანა უგალობდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!  

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდიდიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისაითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანაისითა, და ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა, და ყოველთა წმიდათაითა შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.              

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ყოვლად ნეტარისა ევფროსინე ალექსანდრიელისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა:

ზეგარდამოითა ნათლითა ჰბრწყინავ, ჰოი, ღირსო დედაო ევფროსინე, და საღმრთოითა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, რომელნი ესე წმიდასა ხატსა შენსა ამბორისუყოფთ და გევედრებით შეწევნასა, რაითა ოხითა შენითა გვიხსნას სულთა და ხორცთა განსაცდელთა და ვნებათაგან.

დედოფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა პატიოსანსა ხატსა წმიდისა ევფროსინე ალექსანდრიელისასა და მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.

 

წმ ევფროსინეს უძველესი ხელნაწერების: განგებისა და კიმენური ცხოვრების გამოყენებით შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი (V)

25 (08.10) სექტემბერი

ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი V საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ალექსანდრიაში. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი მშობლების ერთადერთი ასული იყო. ქალწულს დედა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდის მთელი სიმძიმე მამას – პაფნუტის დააწვა. ღრმადმორწმუნე, კეთილმსახური ქრისტიანი – პაფნუტი ხშირად დადიოდა ხოლმე მონასტერში და სულიერებაში მეტად წარმატებულ მის იღუმენს რჩევა-დარიგებებს ეკითხებოდა. როცა ევფროსინეს თვრამეტი წელი შეუსრულდა, მამამ მისი გათხოვება გადაწყვიტა და კვლავ სავანეს მიაშურა, რომ წმიდა ბერისგან კურთხევა ეთხოვა ასულის ქორწინებაზე. წინასწარცნობის მადლით დაჯილდოებული მოსაგრე გაესაუბრა ევფროსინეს და ასე დალოცა: „ღმერთმან უმჯობესი სულისა შენისაჲ ყავნ, შვილო, და შიშისა მისისა მიმართ განგამტკიცენ და ღირს-გყვენ განმზადებულთა კეთილთა სათნოთა მისთათჳს“.

ქალწულმა ღვთის განგებულებით უდაბნოდან ალექსანდრიაში ჩასული ერთი ბერის მიერ ფარულად შეიმოსა მონაზვნური სქიმა, მაგრამ შიშობდა, რომ დედათა მონასტერში მამა მიაგნებდა, ამიტომ ბერ იზმარაგდის სახელით მამათა სავანეს მიაშურა. იღუმენმა ახალმოსული „საღმრთოთა შინა ბრძენ“ და უვნებლობას მიწევნულ მამა აღაპის მორჩილებაში განაწესა. მოძღვარმა ევფროსინეს უბრძანა, სენაკში დაყუდებით ეღვაწა. მასთან მისვლის ნება მხოლოდ მამა აღაპის ჰქონდა. წმიდანი კიდევ უფრო ფიცხელ ღვაწლს შეუდგა: „შრომათა შრომანი და მარხვასა მარხვაჲ და პირველთა მღჳძარებათა უმეტესნი მღჳძარებანი დასძინნა“.

ევფროსინეს მამას – პაფნუტის თავზარი დასცა ასულის გაუჩინარებამ. დიდხანს ამაოდ ეძია შვილი. მწუხარებით შეპყრობილმა, მოუხშირა მონასტერში სიარულს. აქ იგი იღუმენთან და ბერებთან საუბარში პოულობდა ნუგეშს. წმიდანმა საიდუმლო მშობელს მხოლოდ მიცვალების წინ გაუმჟღავნა.

წმიდა დედა პატივით დაფლეს მამათა სასაფლაოზე. მის სენაკში კი დამკვიდრდა მამამისი – პაფნუტი, რომელმაც მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიებს დაურიგა და დიდხანს მოსაგრეობდა საცხოვნებელი მადლის მოსაგებად.

ნეტარი ევფროსინე 16 თებერვალსაც იხსენიება მამასთან – წმიდა პაფნუტისთან ერთად (იხილეთ 16 თებერვლის საკითხავი).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.