✝ წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე
21 ოქტომბერი – ძველი სტილით / 3 ნოემბერი – ახალი სტილით
✦ · ✦
წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს.
✦ · ✦
