✝ ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი (+1685)
26 ოქტომბერი – ძველი სტილით / 8 ნოემბერი – ახალი სტილით
✦ · ✦
ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი მოღვაწეობდა ბულგარეთში, ქალაქ რუშჩუკის მახლობლად მდებარე უდაბნოში. გარდაიცვალა დაახლოებით 1685 წელს. 1779 წლის 8 ივლისს მისი უხრწნელი ნაწილები ბუქარესტში გადააბრძანეს.
✦ · ✦
