ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა, წმიდანი იოაკიმ და ანნა ყრმა მარიამით — ფრესკა, დიონისიუს მონასტერი, ათონის მთა

სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზეი სიმართლისაი, ქრისტე, ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევაი და მოგუმადლა კურთხევაი და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩუენ ცხორებაი საუკუნოი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი, ხმაი 4

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზეი სიმართლისაი, ქრისტე, ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევაი და მოგუმადლა კურთხევაი და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩუენ ცხორებაი საუკუნოი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოვედით, მორწმუნენო, სულიერითა სიხარულითა ვადიდებდეთ წმიდასა შობასა ქალწულისასა, რამეთუ მისგან გამოჩნდა ხსნაი ყოვლისა სოფლისაი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოვედით, ერნო, განმხიარულებულნი სულითა, და ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ ქალწულსა უბიწოსა, რომელი ნაყოფიერ იქმნა უნაყოფოთა მშობელთაგან ცხორებისათვის ჩუენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებდ უბიწოო დედაო ქრისტე ღმრთისაო, რომელი მიზეზ ექმენ ნათესავსა კაცთასა მოღებად პირველსა ნეტარებასა შობითა შენითა, რომელსაცა პატივს-ვჰსცემთ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, მხოლოო კურთხეულო, სამკვიდრებელო სიწმიდისაო, უბიწოო, მწიკულევანთაგან ვნებათა სულისა ჩემისათა განმწმიდე და მითხოე ძისა შენისაგან წყალობაი.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: დამამტკიცე მე, უფალო ღმერთო ჩემო, რაითა არა იქადოს მტერმან ჩემმან ჩემ ზედა, შენ ხარ ღმერთი განმაძლიერებელი და შესავედრებელი ჩემი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

მართალნი იოაკიმ და ანნა იხარებდენ სულითა, რამეთუ ლოცვანი მათნი შეისმინა უფალმან და მიჰმადლათ ასული, საუკუნითგან გამორჩეული დედად მეუფისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

ბერწთაგან აღმოგვიცენა რაი ქალწული უბიწოი უფალმან, დამკვიდრებაი ჯერ-იჩინა წიაღსა მისსა საკვირველად, და შემდგომად შობისაცა დაიცვა წმიდად ქალწულად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შობამან შენმან განანათლნა კიდენი ცისანი, ჰოი, ყოვლადუბიწოო ქალწულო, ამისთვისცა ღირსად გნატრით და ღმრთისმშობელად აღგიარებთ შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეევედრე მას, რომელი ჰშევ, ღმრთისმშობელო, რაითა შემწე გვეყოს მადიდებელთა შენთა, რამეთუ შენ ხარ სასოი და სიქადული ჩუენი და შემდგომად ღმრთისა მფარველი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა შიოსათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 4

ვითარცა ღრუბელი ნათლისაი დღეს აღმოგვიბრწყინდა ჩუენ ქალწული მარიამ – ჭეშმარიტად ღმრთისმშობელი, და მართალთაგან წარმოიჩინა დიდებად ჩუენდა, ამიერითგან არღარა დაისაჯების ადამ, და ევა კრულებისაგან განთავისუფლდების, ამისთვის ხმამაღლად ვღაღადებთ და ვიტყვით მხოლოისა მიმართ უბიწოისა: შობაი შენი სიხარულსა აუწყებს ყოველსა სოფელსა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათა, და გადიდე შენ მხოლოი, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

წინაისწარმეტყუელთა ქადაგებაი აღესრულა, იშვა რაი მთაი იგი წმიდაი, რომლისაგან გამოიკუეთა ლოდი ცხორებისა ჩუენისაი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

კიბეო ზეციერო, იაკობისა მიერ ხილულო, ქუეყანით აღმოცენდი, რაითა მიწისაგან შობილნი ზეცად აღგვიყუანნე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღრუბელო სულმცირეო, რომელმან მოავლინე წვიმაი მადლისაი, იშევ ბერწისაგან, რაითა ცოდვისა ღუარნი განაშორო მორწმუნეთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, დედაო უბიწოო, მეოხ გუეყავ ღმრთისა მიმართ, რომელი შენგან გამოგვიბრწყინდა – მხსნელი სულთა ჩუენთაი.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: დამხსნელი ბნელისა მის წესთა მათ წერილისა პირველისა შჯულისათა და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღუა ჩუენ ნათლად ღმრთეებისა თვისისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

თაყუანის-სცემენ ერნი მიზეზსა ყოვლისასა, ჩუენთვის იქმნა რაი მიზეზ ცხორებისა, რომლისათვის იტყოდეს პირველ წინასწარმეტყუელნი, და აჰა, აღესრულნეს თქუმულნი მათნი შობისათვის მისისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

პირველი იგი კუერთხი, რომელი აღმოსცენდა თვინიერ ძირთა, რომელ აგრილობდა მღდელთა ისრაელისათა, სახე ექმნა ბერწისაგან შობასა შენსა, ყოვლად სანატრელო მარიამ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უხრწნელ-არს შობაი და მიუწთომელ – მიდგომილებაი შენი, ქალწულო, და კუალად შენგან შობაი გამოუთქუმელ-არს, რამეთუ ღმერთი უქცეველად განხორციელდა შენგან და ღმერთ-ყო კაცებაი განკაცებითა.

აწ და მარადის და უნითი უკუნისამდე, ამინ.

დღეს იხარებდინ წმიდაი და ყოვლად დიდებული ღმრთისმშობელი, რამეთუ მას შინა აღმოსცენდა განმაქარვებელი წყევისაი, ქრისტე, ღმერთი ჩუენი, რომლისაგან მოვიღეთ კურთხევაი საუკუნოი.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა-იგი იონა წინაისწარმეტყუელი: აღმომიყვანე ჩუენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

თესლი ნაყოფიერი შეიწყნარა საღმრთოისა ბრწყინვალებისაგან პირველ ბერწ-ყოფილმან ანნა, და ღირს-იქმნა შობად ყოველთა დაბადებულთა დედოფლისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

იხარებდ, იოაკიმ, არავინ არს სხუაი შენებრ კაცთაგანი მშობელთაი, რამეთუ შენ მიერ მოგუენიჭა ღმრთის შემწყნარებელი ქალწული უბიწოი, კარავი წმიდაი ღმრთისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბერწნი და უბიწონი იხარებდით და განსცხრებოდეთ და კუალად შვილიერნი ადიდებდით სულითა, რამეთუ ბერწთა გვიშუეს დედაი უფლისაი, მხსნელი კაცთა ნათესავისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელად აღგიარებთ ჩუენ ყოველნი, ღირსო სძალო ღმრთისაო და დედაო უქორწინებელო, და სარწმუნოებითა გევედრებით, წმიდაო, მეოხ გუეყავ ძისა მიმართ შენისა.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

კონდაკი, ხმაი 4

იოაკიმ და ანნა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, და თანა-მდებობისაგან ბრალთასა ხსნილი ღაღადებს შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.

იკოსი

ლოცვაი და სულთქუამაი ბერწობისათვის და უშვილოებისა იოაკიმ და ანნასი შეწყნარებული ყურთა უფლისათა მიიწია და აღმოუცენა რაი ნაყოფი ცხორებაშემოსილი სოფელსა, ჩუენცა სიხარულითა ვხმობთ: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.

მღდელი: მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: უზეშთაეს-გყო ყოველთა დაბადებულთა, ქალწულო, ძემან შენმან დაუსაბამომან, და შობაი შენი წმიდაი განთქუა რაი კიდეთა სოფლისათა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამ-კვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისა და საქართუელოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართუელთ განმანათლებელისა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართუელოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართუელისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართუელთა, იოანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგისაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, ბიძინა, შალვა და ელიზბარისა, შალვა ახალციხელისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, წმიდათა მოწამეთა ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; ღირსთა და აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა: იოანე და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმესი და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარე-ბითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანნა კურთხეულ ხარ, თანნა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და სახუმილი ქალდეველთაი მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაი წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

აჰა, კუერთხი აჰრონისი, აღმოცენებული ძირთაგან დავითისთა, გამოჩნდა ქალწული იოაკიმისა და ანნაისგან და მათ თანა იხარებენ ერთბამად ცაი და ქუეყანაი, და ყოველნი ტომნი და ნათესავნი ხმატკბილად ღაღადებენ და იტყვიან: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

მთად და ბჭედ ზეცისა და კიბედ გონიერებისა კრებულმან საღმრთომან ჯეროვნად სახელ-გდვა შენ, ღმრთისმშობელო, შენ ხარ ლოდი, უხელოდ გამოკუეთილი და ბჭეი, რომელსა შინა განვლო უფალმან საკვირველებათამან, რომელი-იგი არს კურთხეულ, ღმერთი მამათა ჩუენთაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ადამისა წყევისა პირველ დამთრგუნველო, და ევაისა ცრემლთა სიხარულად შემცვალებელო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხარებს დედათა ბუნებაი შობითა შენითა და ყოველი სოფელი გიგალობს და ღაღადებს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სამგუამოვნებით აღვიარებთ განუყოფელად სამებასა წმიდასა, ღმრთეებით გამოუკულეველსა და ერთობითა ვადიდებთ ჩუენ მართლ-აღსარებითა, და ვიტყვით: მამაო, და ძეო სულით წმიდითურთ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილსა მას შინა ყრმათასა წინაისწარვე გამოსახე მშობელი შენი, უფალო, და სახიობამან მათმან იხსნა იგინი ცეცხლისა მისგან შემწუველისა და იტყოდეს: კიდენი სოფლისანი აკურთხევდით უფალსა და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

საყდარი ზეცისაი ქუეყანასა ზედა იშვა და წარუმართებს ზეცისა სიმაღლედ ნათესავსა კაცთასა, რომელნი სიხარულითა აკურთხევენ წმიდასა შობასა ყოვლადქებულისა დედისასა და ნაყოფსა მისსა უფროისად აღამაღლებენ უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, დედაო და ქალწულო, იშევ შენ ქუეყანასა ზედა, რაითა ცოდვისა ალი დაშრიტო მორწმუნეთა გულთაგან, რომელნიცა წმიდასა და საკვირველსა შობასა შენსა მარადის ვადიდებთ და უზესთაესად აღგამაღლებთ უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქალწული წმიდაი იშუა რაი უნაყოფოისა დედისაგან, იხარებდა დავით და ხმა-ტკბილად გალობდა და აკურთხევდა ღმერთსა ქნარითა მით სულიერითა, აწ ჩუენცა სულიერად ვიხარებთ და გნატრით შენ, ქალწულო, უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ვითარცა ცეცხლმან ნივთიერმან ბუნებაი თვისი შეცვალა და პატივ-სცა სამთა ყრმათა არა-შეხებითა გუამთა მათთა წმიდათა, ეგრეთვე შენ, ღმრთისმშობელო, დაიცევ შეუწველად ცეცხლისა მისგან უნივთოისა, რომელსა აღვამაღლებთ უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელქმნილი, მოსრული ჩუენდა ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთვის ღმრთისმშობელსა სამართლად გადიდებთ შენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

რომელმან აღმოუცენა ერსა ურჩსა კლდისაგან ხმელისა წყაროი, მანვე ჩუენ, წარმართთა კეთილად მსახურთა, მოგუანიჭა ბერწისაგან ნაყოფი სიხარულისაი, დედაი თვისი უბიწოი, რომელსა ჭეშმარიტად ვადიდებთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩუენ.

რომელსა იტყოდენ წინაისწარმეტყუელნი სულითა წმიდითა შობისათვის შენისა, ქალწულო მარიამ, აღესრულა ჭეშმარიტად და იქმენ დედად მხსნელისა, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ძღუენსა, გალობასა შესწირვენ შენდა, ღმრთისმშობელო, დედანი დედისა მიმართ და ქალწულნი ქალწულისა, ხოლო ჩუენ გიგალობთ შენ და დიდებისგმეტყუელებთ, ნაყოფო შუენიერო მშობელთა უნაყოფოთაო, და არა დავსცხრებით დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

რომელსა იტყოდეს წინაისწარმეტყუელნი სულითა წმიდითა შობისათვის შენგან, ქალწულო მარიამ, აღესრულა ჭეშმარიტად და იქმენ შენ დედაი მხსნელისა, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.

თუ პარაკლისს ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულზე ან მის წარგზავნამდე (21-28 სექტემბერი) კითხულობთ, ღირს არსის ნაცვლად იგალობება:

ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა ქალწულსა მარიამს.

განჰკვირდეს ზესკნელსა ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა და საშოი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ, გადიდებენ შენ.

როდესაც ღმრთისმშობლის შობის პარაკლისს წელიწადის სხვა დროს კითხულობთ, მაშინ ითქმება ან იგალობება:

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს;

მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ჰოი, სასწაული საკვირველი, ბერწთა უნაყოფოთაგან კუერთხი ყუავილ-გარდაფენილი აღმოსცენდი, დედაი ღმრთისაი, ყოვლად დიდებული, და უხარის წინაისწარმეტყუელთა, მამათმთავართა და მართალთა შობასა შენსა, და ჩუენცა მათთანა ვიხარებთ და გევედრებით: გვიოხე წინაშე ღმრთისა, განანათლოს გონებაი ჩუენი, დაბნელებული ზაკვითა მტერისაითა და განწმიდოს გულნი და საცნობელნი ჩუენნი მოფენითა მადლისა შენისაითა.

პირველგანსაზღვრებული დედაი უფლისაი იშევ ბერწთაგან უსასოთა, და უფროის ცნობისა ჭეშმარიტად ჰშევ რაი უხრწნელად მაცხოვარი ყოველთა დაბადებულთა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ვითარცა დედაი საყვარელი, რაითა ცოდვათაგან ხსნაი და შეწევნაი მოგუმადლოს ურვათა, სენთა და მწუხარებათა მიერ ღელვა-გუემულთა.

ჭეშმარიტად მიმადლებულო, უფალი შენ თანა, რამეთუ შობითა შენითა ბერწთაგან განგმზადებს შენ ტაძრად თვისად, და ხორცთა შენთაგან მიიღებს რაი დიდსა მას საიდუმლოსა კაცებისასა, აწ სამწყსოი ესე შენი შეგვავედრე სახიერებასა მისსა, რაითა განვძლიერდეთ წინა-აღმდგომთა მისთა მიმართ და ეშმაკისა.

ღმრთისა დამტევნელი ქალწული საკვირველად იშევ რაი მოხუცებულთა მშობელთაგან, ჩუენ ზედა მოწევნულსა ადამისა წყევასა აღხოც შობითა შენითა და ყოველთა შევრდომილთა მისცემ მადლსა, ლხინებასა და წყალობასა, აწ ჩუენცა შეგვედრებთ ერსა ჩუენსა, უცხოთა ტომთა და ნათესავთა მიერ შეიწრებულსა, რაითა განაქარვო მტერობაი და მზაკუვარებაი მათი, და ყოველთა ძვირთაგან გამოგვიხსნა.

იხარებდინ, ღმერთშემოსილნო მშობელნო ღმრთისმშობელისანო, რამეთუ თქუენ მიერ მოგუენიჭა ღმრთისშემწყნარებელი ქალწული უბიწოი, ვითარცა კარავი წმიდაი ღმრთისაი, და გაქუთ აწ კადნიერებაი ქრისტეს მიმართ, ვითარცა პირველმშობელთა, რაითა გზათაგან წარმწყმედელთა განგვარინოს და დაგვამტკიცოს მართლ-სარწმუნოებასა ზედა.

ჰოი, საკვირველი უცხოი, რამეთუ მართალთა მათ ბერწთა აღმოგაცენეს რაი ქალწული ეგე უბიწოი, შევ ცხორებაი, მზრდელი ცხორებისა ჩუენისაი, და აწ მშობელთა შენთა თანა მეოხ ხარ წინაშე მისა, აღგვავსოს სიმხნითა, სიბრძნითა და მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა მართლმადიდებლობითა აღვიარებდეთ და მარადის სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადუბიწოო ღმრთისმშობელო, მართალთა მშობელთაგან აღმოცენებულო ნაყოფო აღთქუმისაო და გამოუთქუმელად დამტევნელო ღმრთისა სიტყვისაო; უხილავო ზედა-მდგომელო ქალწულებისაო და უშვილოთათვის მომმადლებელო შვილიერებისაო; შვილმრავალთა მშობელთა მაკურთხეველო და მაჩუენებელო ჭეშმარიტისა გზისაო; უძლეველო ზესთამბრძოლო ქართუელთა ერისაო და მხურვალეო მეოხო და შესავედრებელო ჩუენო წინაშე მხოლოდშობილისა ძისა შენისაო!

ჰოი, სანატრელო დედათა შორის, წმიდაო დედოფალო მარიამ, ინება რაი ხსნაი კაცთა ნათესავისაი მაცხოვარმან, ქალწული ეგე, ნაყოფი ბერწობისაი საუკუნეთა უწინარეს გამოგირჩია დედად თვისად, და ყოველი დაბადებული განაახლა რაი შობითა შენითა, თაყუანის-ვჰსცემთ განგებულებასა ამას საღმრთოსა, და გევედრებით უფლისა მიმართ შეწევნასა, რაითა მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი შეუძრველად დაიცვას და მამული ჩუენი დაიფაროს ურიცხუთა მტერთა საფრხეთა და ძმათა შორის ბრძოლათაგან, ხოლო ჩუენ წარგვიძღუეს გზასა მას მცნებათა თვისთასა და განგვარინოს ყოველთა ჭირთა, მწუხარებათა და საცთურთაგან. მრავალმოწყალებითა შენითა, უბიწოო, დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი შიო და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოგვმადლოს ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი და ყოველნი ერნი ქუეყანისა ამის ჩუენისანი დაიცვას პატიოსნითა მეოხებითა შენითა.

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედაო ქრისტეს ღმრთისაო, დიდებულითა შობითა შენითა გამოიხსენ რაი მშობელნი შენნი უშვილოებისა ყუედრებისაგან, აწ მათ თანა ევედრე ყოვლად სახიერსა ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაითა მხურვალედ შევრდომილნი საფარველსა შენსა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, ხოლო ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვარინოს საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა, რაითა ღირს ვიქმნნეთ ხილვასა შენსა დიდებასა მას შინა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისათა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი თანადაუსაბამოით მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს…

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

წმიდამან შობამან შენმან უპატიოსნესად გამოგაჩინა რაი ყოველთა დაბადებულთასა, მიმადლებულო ქალწულო, აწ ჩუენცა შეუვრდებით დიდებულსა ამას ხატსა საკვირველისა შობისა შენისასა, და გევედრებით: ნუ მიგვიშვებ წარწყმედად უფსკრულსა შინა ცოდვათა ჩუენთათა და წარგვიმართე ცხორებისა მიმართ საუკუნოისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, გნატრით შენ, ვითარცა უზეშთაესსა ქერობინთა და სერაბინთასა, და არა დავსცხრებით ვედრებად შენდა, რაითა გამოუთქუმელითა მოწყალებითა შენითა გვიხსნა ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილი