სავედრებელი პარაკლისი ღირსმოწამისა მაკარი კანეველისა, პერეიასლაველი საკვირველთმოქმედისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

ვითარცა წინამბრძოლი და მცველი მართლმადიდებლობისაი, არა შეიწყნარებდი ღუარძლსა მას წვალებისასა, და იღუაწე რაი სჯულისათვის, თავი თვისი შესწირე მსხვერპლად ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, ღირსმოწამეო მაკარი, რაითა მოგუმადლოს მოტევებაი ცოდვათაი, განანათლოს გულნი ჩუენნი ჭეშმარიტითა სწავლებითა და აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი ნაწილთა აღმოყვანებისა, ხმაი 8

სასოებითა მოვევლტით ცოდვილნი ესე ყოვლადპატიოსანსა ლუსკუმასა ნაწილთა შენთათა, რამეთუ მარადის გარდამოუდინებ კურნებასა სნეულთა, ურვეულთა – ნუგეშინის-ცემასა, და ყოველთა პატივისმცემელთა შენთა მსწრაფლ აღუსრულებ კეთილთა სათხოვართა, ევედრები რაი ქრისტესა ღმერთსა ცხოვნებისათვის სულთა ჩუენთათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: გალობაი შევწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკვირველთმოქმედისა, რომელმანცა იხსნა ისრაელი ეგვიპტით ძლევისა გალობითა, უგალობდეთ და ვიტყოდით: გიგალობთ შენ, ღმერთსა სახიერსა.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიგალობთ შენ, მღდელობისა და მარტვილობისა გვირგვინითა შემკულსა მამასა საკვირველსა, და შუამდგომელად აღგძრავთ ღმრთისა მიმართ, რაითა წარგვიმართოს ნავთსაყუდელსა საღმრთოთა მცნებათასა.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაქებთ შენ, ვითარცა ღმრთივრჩეულსა მოღუაწესა, რომელ გამოსჩნდი, ვითარცა მსწრაფლ-შემწეი ჭირთა შინა მყოფთა, და ხსნისა მიმართ წარმმართებელი ცოდვასა და უმეცრებასა შინა შთაფლულთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გნატრით შენ, მონაზონთა წინამძღუარსა და მოწამეთა შორის საჩინოსა, და მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ, რაითა დააცხროს საცთურთა და ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნულნი ქრისტეანეთა ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, უქორწინებელო, მარადის ქალწულო მარიამ; დედათა დიდებაო; სასოო სოფლისაო, ყოველთა უზესთაესო; შენ ხარ საფარველი მორწმუნეთა და ღმრთისმშობლად აღმსარებელთა შენთა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა, დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყუარე.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა მორჩი ღმრთივბრწყინვალეი აღმოსცენდი რაი ძირთაგან წარჩინებულთა მშობელთასა, აღგზარდეს სიწმიდითა, ღირსო, და ჯერეთცა ყრმაი წარგგზავნეს მიძინებისა მონასტერსა.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მამათა მიერ განისწავლე სულიერითა მოძღურებითა, და მიიცუალენ რაი მშობელნი შენნი, სავანესა მას არცაღა განეშორე და მარადის იღუწიდი ლოცვითა და მღვიძარებითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეიმოსე რაი წმიდაი სქემაი მონაზონებისაი, სანატრელო, მარხვითა და ლოცვითა სული თვისი დაიმდაბლე, და ნიჭნი გულისხმის-ყოფისანი მოიხუეჭე წმიდათა წერილთა შემეცნებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა დამბადებელი მუცლითა იტვირთე, ქალწულო, და შეუწუველად დაიცევ მის მიერ, ვითარცა მთასა სინასა მაყუალი ცეცხლისაგან, რომელი სახეი ექმნა შობასა შენსა, ღმრთისმშობელო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა შიოსათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 4

მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა, ღირსმოწამეო მაკარი, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისა მიერ – მოღუაწებისა და მარტვილობისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა გვიხსნნეს სულთა და ხორცთა ვნებათაგან და წარგვიმართოს გზათა მიმართ ცხოვნებისათა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა მე, ქრისტე, სმენაი და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დააკლდი და კაცთა შორის გამოშჩნდი ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა, მრავალ-მოწყალე.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მონაზონებითა რჩეული წარგგზავნეს რაი კუპიატიცის სავანესა, კეთილად გმწყსიდა დიდი მნათობი ათანასე, და ღირს იქმენ დიაკონობისა პატივსა.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გულითა განწმედილი და სულითა განათლებული შეგმოსეს რაი უბიწოითა მღდელობითა, მრავალთა განსწავლიდი, სანატრელო, და აღძრვიდი დიდებად ღმრთისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გულისხმა-ყო რაი მოშურნეობაი შენი მღდელმთავარმან, ნეტარო, იღუმენად კამენეცისა სავანისა დაგადგინა, და განაგებდი სამწყსოსა შენსა კეთილად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვერ შემძლებელ ვართ ქებად შემსგავსებულად სიწმიდისა შენისა, ღმრთისა დედაო, რამეთუ ზეშთა იპოვა ცნობათა ჩუენთა დიდებულებაი შენი, უსძლოო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სრბაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ჭეშმარიტი ქადაგი ღმრთისაი, წინამძღურად წარგგზავნეს რაი კუპიატიცის სავანისა, მრავალსა წელსა სიბრძნითა წინამძღურობდი მკვიდრთა მისთა, ღირსო მამაო, ვიდრემდის არა მიიტაცეს ლათინთა.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იხილე რაი საცთური მწვალებელთაი, წამრყვნელი ქრისტეს სამწყსოთაი, დააფუძნე პინსკის ნათლისმცემლისა სავანეი, ღმერთშემოსილო, და ყოველთა ძმათა განსწავლიდი მტკიცედ პყრობისათვის სარწმუნოებისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მიგავლინა რაი ღმერთმან მამულსა შენსა განსამტკიცებლად მართლმადიდებლობისა, იქმენ წინამძღუარ ოვრუჩის მონასტრისა, და მადლითა ღმრთისაითა აღსავსე ლოცვაი შენი და სწავლაი საჭეთმპყრობელად ექმნა სამწყსოსა შენსა და ერსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა გვიხსნეს ყოველთა საცთურთაგან და დაგვიფარნეს მრავალსახეთა განსაცდელთაგან.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაუცხრომელად ბრძოდი რაი მტერთა მათ ჭეშმარიტებისათა, შეცთომილთა ამხილებდი, და ნუგეშინის-სცემდი რაი მწუხარეთა, სნეულთა კურნებდი, და სულთა ბოროტთა აოტებდი შეპყრობილთაგან.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაიძულებდენ რაი ლათინნი „უნიის“ მიღებასა, არა შეხვედ ბილწსა მას ერთობასა მათსა, და მტკიცედ აღიარებდი წმიდათა მამათა მიერ დამტკიცებულსა წესთა და დოღმატთა ეკლესიისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განრისხებულნი ლათინნი მრავალგზის მოუხდენ რაი სავანესა შენსა, ძმათა შეურაცხყოფდენ, და მიიტაცებდებდენ ეკლესიისა საუნჯესა, ხოლო შენ ეტყოდი: „უფალი განსჯის უკეთურთა საქმეთა თქუენთა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა მიმართ შენისა, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

კონდაკი, ხმაი 4

მდაბლისა ცხორებისა შენისა უხრწნელითა შუენიერებითა ღმერთი ადიდე რაი ქუეყანასა ზედა, ასწავე კაცთა ღმრთეებრივისა სარწმუნოებისა სიწმიდითა დამარხვაი, და მარტვილებრივისა სიკუდილისა მიღებისათვის განდიდებულ იქმენ ღმრთისა მიერ, ღირსმოწამეო მაკარი, მამაო ჩუენო.

სხუაი კონდაკი, ხმაი 2

მარხვათა და ცრემლთა მიერ განწმედილი ცხორებაი შენი მოწამეობისა ღუაწლითა განაბრწყინე და თანა-მოდასედ გამოსჩნდი რაი ანგელოზთა, აწ მათ თანა იშუებ, ვითარცა მარტვილი და მღდელი, და მოგვფენ ჩუენ ორკეცსა მას ნათელსა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 6

ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

მუხლი: ძლიერ იყოს ქუყანასა ზედა ნათესავი მისი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: იოვანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი იოვანესი (15,!7-16,2)

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ამას გამცნებ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა. მოიხსენეთ სიტყუაი იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. არამედ ესე ყოველი გყონ თქუენ სახელისა ჩემისათვის, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათვის. რომელსა ვსძულდე მე, მამაიცა ჩემი სძულს. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაიმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაიცა ჩემი. არამედ რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსმოწამისა მაკარისა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მართლ-მკუეთელობითა და მარტვილობითა წარსდეგ რაი წინაშე ღმრთისა, ღირსო მაკარი, ორითა გვირგვინითა შეგამკო, და მოგანიჭა რაი ძალი და ხელმწიფებაი შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვითხოვე მისგან ხსნაი ზედამოსვლათაგან მტერისა და შეურყეველად დაცვაი ეკლესიისაი ყოვლისაგან წუალებისა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქუეყანასა ჩუენსა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოვანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისა და შალვა ახალციხელისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა: იოვანე და გიორგი-იოვანე ბეთანიელთა, ექვთიმესი და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა ღირსმოწამისა მაკარი კანეველისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: საღმრთოისა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა სამოთხესა შინა, ვიდოდეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზედა დაესხნეს რაი უსჯულონი სავანესა შენსა, ღირსო მაკარი, სრულიად აღაოხრეს და განდევნეს რაი მკვიდრნი მისნი, მიისწრაფე შენ კიევ-პეჩორისა ლავრასა და იღუწიდი მუნ ერთგულებით ქრისტეის ღმრთისათვის.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დამცველ იყავ რაი ჭეშმარიტთა სწავლებათა, რომელნიცა მტკიცედ ეპყრა ეკლესიასა ჩუენსა, კიევის მიტროპოლიტმან დაგადგინა წინამძღვრად კანევის მონასტრისა და სამწყსოსა შენსა ასწავებდი და განუმარტებდი არსსა მართლსარწმუნოებისა დოღმატთასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შური გაქუნდა შენ, წმიდაო, მართლისა სარწმუნოებისა და განვრცობისათვის სიყუარულისა, და ჟამსა მას სიყმილისასა, განუღე კარი სავანისაი კანევისა მკვიდრთა და სიყუარულითა დააპურებდი მომყმართა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა დავსცხრებით ქებად შენდა, ქალწულო, მსგავსად ძალისა ჩუენისა, დაღაცათუ არა არს ჩუენ შორის სიტყუაი ღირსი სიწმიდეთა, ხოლო მიიღე უღირსთაგან ბაგეთა შესხმაი შემსგავსებული უმეცრებათა ჩუენთაი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მარადღე იღუწიდი რაი მშვიდობით დაცვისათვის ქურივ-ობოლთა და ჩაგრულთასა, მრავალნი მოისწრაფდენ შენდა მომართ და მიანიჭებდი სულთა და ხორცთა კურნებასა.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წინასწარმეტყველე რაი აოხრებაი კანევისაი და მარტვილობაი თვისი, ლოცვითა და მარხვითა განძლიერებისთვის აკურთხევდი მტკიცეთა ძმათა, ხოლო უძლურთა – დატევებისათვის სავანისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ზედა დაესხნეს რაი თათარნი ტაძარსა შენსა, წინა მიეგებე ჯუარითა და გკითხვიდენ რაი საუნჯისა საყოფელსა, მტკიცედ მიუგებდი: „საუნჯეი ჩემი არა არს ქუეყანასა, არამედ ცათა შინა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაი შეიწყნარა და ღმერთი მხოლოი გვიშვა და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვა, ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მაშინ განრისხდენ უსჯულონი და ტანჯვითა მოაუძლურებდენ რაი ხორცსა შენსა, ორთა ძელთა შორის განგართხეს და დაგბძარეს რაი რკინითა და არგნითა, სიმხნითა დაითმენდი სატანჯველთა და შეჰღაღადებდი ღმერთსა: „წარმართე გზანი ჩემნი წინაშე შენსა“.

წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ტარიგი წმიდაი დაგკლეს რაი მახვილითა, ღირსმოწამეო, თვით განეშორენ ადგილსა მას, და კრძალვით აღიღეს რაი წმიდაი ნეშტი შენი მორწმუნეთა, ფარულად შეასვენეს ტაძარსა, გარნა უკუნ იქცენ უსჯულონი და დაწვეს სახლი იგი ღმრთისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განგიხუნა რაი ზესკნელს კარი ღირს-მოწამეობისაი ქრისტემან, მოგანიჭა მადლი შეწევნისაი და ეშმაკთა განსხმისაი, ხოლო ნეშტი შენი დაშთა უვნებელად და ხელსა და გულსა ზედა ჯუარითა გიხილეს რაი ერთა, განიხარეს და დაგკრძალეს ქუეშე საკურთხეველისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაითვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაიწარმეტყუელნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად და მთად გამოუკუეთელად, კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ყოველნი სატანჯველნი და სიკუდილი დაითმინე რაი სჯულისა შენისათვის, ვითარცა ძუელთა მათ დიდთა მოწამეთა, არცაღა დავიწყებულ იქმნა მარტვილობაი ეგე შენი, ღირსო, და სახარულევან-ყავ რაი ეკლესიაი, ახოვანი ეგე მამაი აღგრაცხა კრებულსა შორის წმიდათასა, და აწ გვიწესს სამწყსოსა თვისსა, რაითა სწავლისა შენისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და მარადის ვიღუწიდეთ კეთილად დაცვისათვის სჯულისა და მამულისა.

ქრისტემან მოგცა რაი მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, შემდგომად სიკუდილისა უფროის იდიდე წინაშე მისსა, და აღმოიყვანეს რაი უხრწნელი ნეშტი შენი, ჰოი, მრავალვნებულო მაკარი, აღმოაცენებდი კეთილსულნელებასა, და ლუსკუმითა დაასუენეს რაი ტაძარსა, სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა იხსნიდი ყოველთა სენთა და ბოროტთა საკრველთაგან.

მწვალებელთაგან მოელოდებოდენ რაი საფრხესა კანეველნი, უხრწნელი ნეშტი შენი ლუსკუმითა წარიხუნეს პერეიასლავსა, და დაასუენეს რაი აღდგომისა ტაძარსა, მრავალგზის ცვალეს საყოფელი სიწმიდისა შენისაი, ნეტარო, და აწ დასუენებული ჩერკასკის მიქაელ მთავარანგელოზისა ტაძარსა, ვითარცა ძუელ ოდესმე, ეგრეთვე მუნ აღმოაცენებ ლხინებასა, და ყოველნი მისდა შევრდომილნი მოიღებენ შენ მიერ დიდსა ნუგეშინისცემასა და კურნებასა.

ეჰა, გამოუთქმელსა სახიერებასა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მცირეი ნაწილი წმიდისა ნეშტისა შენისაი მოუბოძეს რაი კეთილმსახურსა მღდელსა ეკლესიისა ჩუენისასა, დიდებულსა ხატსა შენსა შთააბრძანა, წმიდაო, და პატივითა დაასუენა ეკლესიასა შინა თვისსა, რაითა სამწყსოი მისი და ყოველნი მორწმუნენი ლოცვითა და საგალობელთა შესხმითა შეუვრდებოდეთ და გევედრებოდეთ ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა განმტკიცებასა.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, ჰოი, ღირსმოწამეო მაკარი, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და უკუნისამდე დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და მკვიდრნი მისნი საეშმაკოთა მახეთაგან და მძლავრებისაგან მტერისა, რაითა უვნებელად დაცულნი მარადის ვაქებდეთ და უგალობდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ. დიდებაი…

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწდა…

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, სიბრძნისა საუნჯეო და ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო ეკლესიისაო, ღირსმოწამეო მაკარი კანეველო, პერეიასლაველო საკვირველთმოქმედო და პატიოსანო სამკაულო წმიდათა დასისაო; სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და მხნეო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო; ბერთა სამკაულო, მღდელთა გვირგვინო და დიდებაო ქალაქ ოვრუჩისაო; ქურივ-ობოლთა და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო და შესავედრებელო ყოველთა უძლურთა, განწირულთა და მხურვალედ მომწოდებელთა შენთაო!

ჰოი, ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, ღირსო მაკარი ოვრუჩელო, ლამპრად ბრწყინვალედ გამოუჩნდი ერსა შენსა, და ჟამსა მას მართლმადიდებლობის დამცრობისასა ქუეყანასა შენსა ახოვანებითა ჰბრძოდი რაი მწვალებელთა, არა უარყავ ქრისტეს სარწმუნოებაი წინაშე უსჯულოთა, და ხრმლითა მოკლული, ვითარცა მოწამეი და მღდელი, ღირს გყო რაი უფალმან უკუდავსა ცხორებასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა მოგვიტევოს ცოდვანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და ურთიერთსიყუარული და პატივისცემაი მოჰმადლოს ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთა, რაითა, რომელნი ხორცითა და სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა, კეთილდღეობითა და მშვიდობით ვსცხოვნდებოდეთ, და არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლადდიდებულო მამაო მაკარი კანეველო, კამენეცისა და პინსკისა იღუმენო და არქიმანდრიტო ოვრუჩისაო, ვითარცა რჩეულმან ღმრთისამან, ღუაწლი მონაზვნებრივი განსცვალე რაი შერთუად სიმრავლესა მოწამეთასა, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა მოაქციოს სულნი ჩუენნი სინანულად და განმართებად ცხორებისა, მამულსა ჩუენსა და ყოველსა ქუეყანასა მშვიდობაი მოჰმადლოს და შეგვეწიოს, რაითა სიმტკიცითა ვეგნეთ მართლმადიდებლობასა და კეთილთა საქმეთა შინა, განაოტოს ჩუენგან სული ბოროტებისა და მზაკუვარებისაი, რაითა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა გამოვიღებდეთ ნაყოფთა სულიერთა, და საუკუნოისა ცხორებისა ღირს-ქმნილნი შენთანა და ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სავედრებელი ლოცვა II

ჰოი, წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი კანეველო, პერეიასლაველო საკვირველთმოქმედო! შენდა მომართ მოვივლტით, ვითარცა მსწრაფშემწისა ჩუენისა და მხურვალისა შუამდგომელისა წინაშე ღმრთისა, რაითა არა განგვსაჯოს ცოდვილნი ესე უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ გულმოწყალებისაებრ თვისისა გარე-მოგვზღუდოს ჩუენ ყოველთა ჭირთა, საცთურთა, და განწვალებათაგან და მტკიცედ დაგვადგინოს ღწუვად მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა შინა. მოგუმადლოს ყუდროი და ღმრთისსათნოი ცხორებაი, და განკურნოს სნეულებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, განატფოს გულნი ჩუენნი თანა-ლმობად მოყუასისა, და სული ძმათმოყუარებისა და ერთსულოვნებისაი აღგვიდგინოს მართლმადიდებელთა ერთა. მოგვანიჭოს ყოველივეი, რაიცა კეთილადსახმარ არს ხორციელისა ცხორებისა ჩუენისათვის: ქუეყანისა ნაყოფიერებაი, კეთილადშეზავებულობაი ჰაერისაი და მშვიდობაი სოფლისაი, დაიცვას ქუეყანაი ჩუენი, და ყოველნი ქალაქნი და დაბანი მისნი ძრვისაგან, რღუნისაგან, ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა-დასხმისაგან მტერთაისა და ძმათაშორის შუღლისაგან. მოგუმადლოს ჩუენ მარადის მოხსენიებაი სიკუდილისაი, რაითა ჟამსა მას ამა სოფლითგან განსვლისასა ჭეშმარიტითა სინანულითა და წმიდითა სვინიდისითა წარვსდგეთ წინაშე უფლისა და ღირს-ვიქმნნეთ მარჯუენით მისა დგომისა, რაითა ყოველთა წმიდათა თანა აღვუვლინოთ დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი.. აწდა… უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა… გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა ღირსმოწამისა მაკარი კანეველისა, პერეიასლაველისა საკვირველთმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატისა მთხვევასა ზედა

საკვირველ არს მადლი, რომელსაცა უშურველად გარდამოუვლენ მომწოდებელთა შენთა, წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, და აჰა, აწ ჩუენცა სარწმუნოებითა და სიყუარულით ამბორს-უყოფთ ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა, და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა ყოველთა სულთა წარმწყმედელთა საცთურთაგან დაგვიცვას და გვიხსნას ყოველთა ჭირთა, სენთა და უძლურებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო მარიამ, მოგუხედენ სურვილით ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა მაკარი კანეველისათა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილი