იოანე ოქროპირი

სავედრებელი პარაკლისი იოვანე ოქროპირისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდისა მღდელთმთავრისა იოვანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლელ მამათმთავრისა

მღდელი: კურთხეულარს-ი

დაუკეთუერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუშენიარსსუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

✠

ტროპარი, ხმაი 8

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქროი გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლეი სიმდაბლისაი გვიჩუენა ჩუენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყუასა ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

✠

ტროპარი, ხმაი 5

სიბრძნეი ზეცისაი განიცადე, და მადლი სიტყუათაი ღმრთისა მიერ მოიღე, და ყოველთა გამოუბრწყინდი, ვითარცა ოქროი ბრძმედსა შინა, და წმიდაი სამებაი ერთ-არსებით ჰქადაგე, და ვეცხლის-მოყვარებისა საცდური სიტყვათა შენთა მიერ გაჰნგმირე, რომლისა შურისათვის დედოფალსა ამხილე, და არიოსის წვალებაი სირცხვილეულ-ჰყავ, იოვანე ოქროპირო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს, და გვიხსნნეს ყოვლისაგან ჭირისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

✠

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ქრისტეისგან მოგეცა მადლი მოძღურებისაი, ნეტარო იოვანე, და სწავლანი საღმრთონი ოქრეანითა ენითა უხუად აღმოუცენენ კაცთა მადლისაგან საღმრთოისა, და ასწავე ეკლესიისა შვილთა დიდებად სამებისა, რამეთუ დიდებულ არს.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ბრწყინვალებაი ნათლისაი შეიწყნარე, ნეტარო იოვანე, და ვითარცა ოქროი, განჰბრწყინდი რაი სულითა, ვითარცა ღრუბელმან ნათლისამან აღავსე ცუარითა სიტყუათაითა ეკლესია, და ნაყოფიერ ჰყვენ, ბრძენო, სულნი მორწმუნეთა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

ნათელი სულისა წმიდისაი შეიწყნარე შენ, სანატრელო, და ყოვლად ბრწყინვალედ გამოსჩნდი რაი სვეტად და წინამძღურად ეკლესიისა, დიდებულო, ღრუბლითა ნათლისაითა აგრილობდი მორწმუნეთა კრებულსა, და ასწავებდ გალობად მეუფესა ქრისტეისსა.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

✠

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ქრისტეს მიერ განეღო რაი გონებაი შენი შეწყნარებად საღმრთოთა საიდუმლოთა, იქმენ შემწე კაცთა ცხორებისა, წინა-მძღუარ და მასწავლელ, ოქროპირო, და აღმომაცენებელ მოძღვრებისა, და სწავლათა სულიერთა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სიბრძნისა სიღრმეთაგან განამდიდრე გონებაი შენი, ღირსო იოვანე, და მიერ აღმოაცენე სიმდიდრეი, ვითარცა წყალი ცხოველი, სწავლაი შენი ტკბილი, ღმრთივსულიერი, რომლითა შეამკვე ეკლესიაი ქრისტეისი, ოქროპირო, და ჰსუფევ სასუფეველსა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

ეკლოვან-ქმნილი ურნატნი სულთა განმაბრძნობელითა მით მუშაკობითა სიტყუათა შენთაითა განჰსწმიდე, ყოვლად-ბრძენო, და სამწყსოით შენით აღმოჰფხუარ ღუარძლი წვალებისაი, ნეტარო იოვანე, და განუყავ საზრდელი უკუდავებისაი.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითღმრთივდაცულისაერისაჩუენისადამეუფებისამისისათვის (ქრისტეისმოყუარისამთავრობისადამხედრობისამისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითუწმიდესისადაუნეტარესისა, სრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსისადაბიჭვინთისადაცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტისა, დიდისამეუფისა, მამისაჩუენისაილიასათვის, დაყოვლადუსამღდელოესისა (აქამოიხსენეთადგილობრივიმღდელთმთავარი), დაყოველთაქრისტეისმიერძმათაჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცავევედრნეთუფალსაღმერთსაჩუენსა, რაითაშეიწყალნეს… (აქამოიხსენეთსახელდებითისინი, ვისთვისაცევედრებითღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნიდაწელნიცხორებისამათისანიდაიხსნენიგინი, უფალო, ყოვლისაგანჭირისა, რისხვისადაიწროებისა, დაყოვლისაგანწყლულებისასულისადახორცთაისადამიუტევენმათყოველიშეცოდებანიმათნი, ნებსითნიდაუნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებითყოველთაძმათადაყოველთაქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

წარდგომაი, ხმაი 8

წიაღითვე დედისაითა წმიდა გყო შენ სულმან წმიდამან სამკვიდრებელად თვისა, ვითარცა იერემია, ღმრთივგანბრძნობილო იოვანე, და დაადგრა ძალი მისი შენ შორის, ვითარცა პირველ იოვანე ღმრთისმეტყუელსა, და მსგავსად მისა ჰქუხდი რაი დიდებასა ღმრთისასა, დასწერენ საღმრთონი ტკბილნი სწავლნი ღმრთივსულიერნი, და სამებისა წმიდისა დიდებასა დამკვიდრებული ჰნათობ სულთა ჩუენთა ნათლითა მისითა.

✠

გალობაი 4, უფალომესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

მოენიჭა რაი სოფელსა სწორი მოციქულთაი, ნუგეშინისმცემელი სახიერი მოგუემადლა ქრისტეს მიერ ჩუენცა – განმყოფელი ზეცისა ნიჭთაი და ქადაგი სინანულისაი, მოძღუარი საიდუმლოთა დაფარულთაი – იოვანე სულითა ოქრეანი, რომელმანცა განჰმარტნა იგავნი წინაისწარმეტყველთანი სიბრძნითა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ოქროისა უბრწყინვალეისი პირი შენი, ბრძენო იოვანე, განბრწყინდა საღმრთოსა აღმობერვითა, რომლითა გამოსჩნდი სულისა ნესტუად და შეამკვე ეკლესიაი ელვარედ მოძღურებითა სწავლათაითა, რომელი დაუწყუედელად აღმოდის და მორსწყავს ცისკიდეთა უხუებით მდინარითა წყლისა ცხოველისაითა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

დაიმკვიდრა შენთანა მადლმან სიბრძნისამან და გამოსჩნდი ებნად აღვსებული სულისა მიერ წმიდისა მეტყუელად საიდუმლოთა საღმრთოთა, ოქროპირო, და ექმენ მიზეზ კეთილისა მორწმუნეთა ერსა, და უჩუენე გზაი სინანულისაი, რომლითა განსწავლენ შენ და განსდევნე ნისლი ანგაჰრებისაი.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, და სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.

✠

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

ჩუენ ყოველნი გიცნობთ შენ ეკლესიათა მნათობად, ნეტარო იოვანე, და ნათლად დაბნელებულთა და მაცხოვრად სულთა, დამხნელად სიკუდილისა, და გზასა მცნებათასა წარმმართებელ და ცხორებად საუკუნოდ მიმყვანებელ მორწმუნეთა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

განაბნიენ კრებულნი მწვალებელთანი, სამგზის სანატრელო მამაო, რამეთუ შეიჭურე საჭურველი ღმრთისმსახურებისაი და სიმხნეი სულისაი, და შეკრებდი კრებულსა მართლ-მადიდებელთასა, სიმტკიცითა სულისა წმიდისაითა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

აღსავსე არს, ნეტარო, პირი შენი საღმრთოისა სულისა სულნელებითა და ყოველთა კიდეთა სულნელ ჰყოფს სწავლაი შენი, ოქროპირო, ვითარცა საკუმეველი შეზავებული და განაბნევს სულმყრალობასა ცოდვისასა.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს რაი, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა სალმობასა შინა სენთაგან განგვარინოს და განსაცდელთაგან გვიხსნას ოხითა შენითა.

✠

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონასაებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

მაღლით მოიღე შენ სული სიბრძნისაი და მადლი საღმრთოი მოჰფინე რაი ყოველსა ქუეყანასა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს სიმხნეი სულისაი, სიბრძნეი გონებისაი და სიწმიდეი გულისაი.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სახედ ელვისა განჰხდა რაი ხმაი შენი ყოველსა ქვეყანასა, ყოვლად ნეტარო მამაო ოქროპირო, ძალი თქმულთა შენთი შეგვკრებს ყოველთა მართლმადიდებელთა ერთა, და აღგვძრავს დიდებად და ქებად ყოვლადწმიდისა სამებისა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

ზეგარდამო ქსოვილი სამოსელი წმიდაი შეიმოსე სათნოებათაი, ბრძენო, და სიტყუათა სიკეთეი მოიგე სამკაულად, და გამოსჩნდი რაი სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა, აწ ჩუენცა მოგვანიჭე სიბრძნე კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმედამერმემშვიდობითუფლისამიმართვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენდადაგვიცვენჩუენ, ღმერთო, შენითამადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისა, დაყოველთაწმიდათამომხსენებელთა, თავნითვისნიდაურთიერთარს, დაყოველიცხორებაიჩუენიქრისტესაღმერთსაჩუენსაშევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუშენხარმეუფეიმშვიდობისაი, დამაცხოვარისულთაჩუენთაი, დაშენდადიდებასააღუავლენთმამისა, დაძისა, დაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

კონდაკი

ზეცით მოიღე საღმრთოი მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემაი სამებისა მხოლოისა ღმრთისაი, ყოვლად-სანატრელო იოვანე ოქროპირო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარი შენ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

სხუაიკონდაკი

დაუტევე რაი სიმდიდრეი სოფლისაი, მოიგენ ნიჭნი საუკუნენი, მღდელთმთავარო, და განჰბრწყინდი რაი სიყუარულითა ღმრთისაითა, ფრთოვან იქმენ სულისა მიერ წმიდისა, ღირსო იოვანე ოქროპირო, და ზეშთა ექმენ რაი ყოველთა საცთურთა, სათნოებათა ეტლითა აღიწიე სიმაღლედ, ვითარცა პირველად ელია ზეცისა იერუსალეიმსა, და საღმრთოისა შიშისა მოგებითა გამოსჩნდი ჭურად რჩეულად.

✠

იკოსი

უფსკრულსა სიბრძნისასა, და მდინარესა მადლისასა, წყაროსა ცხორებისასა, ნაკადულსა უკუდავებისასა, სუეტსა სიმტკიცისასა შეურყეველსა და გოდოლსა ღმრთისმსახურებისასა დაურღუეველსა, საფუძველსა შეუძრველსა და ზღუდესა დაუცემელსა, ვარსკულავსა მიუფარველსა და მთიებსა სამარადისოსა, სანთელსა დაუშრეტელსა და ნათელსა დაუღამებელსა, ოქროისა ნესტუსა ღმრთისმეტყუელსა, ორღანოსა სულიერსა, ოქრეანსა ებანსა სიტყვიერსა, ქნარსა საღმრთოსა ტკბილად მეტყუელსა, სამებისა ქადაგსა, და სინანულისა მოძღუარსა იოვანეს უგალობდეთ, ყოვლად მეოხსა სულთა ჩუენთასა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

პირიჩემიიტყოდისსიბრძნესადაზრახვანიგულისაჩემისანიგულისხმისყოფასა

მუხლი: ისმინეთესეყოველთაწარმართთადაყურადიღეთყოველთა, , რომელნიდამკვიდრებულხართსოფელსა.

მღდელი: უფლისამიმართვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუწმიდახარშენ, ღმერთოჩუენო, დარომელიწმიდათაშორისგანისუენებ, დაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისადაწმიდისასულისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველისულიაქებდითუფალსა.

მუხლი: აქებდითღმერთსაწმიდათაშორისმისთა, აქებდითმასსამყაროთაძალისამისისათა.

მღდელი: ღირსყოფადჩუენდასმენადწმიდისასახარებისაუფალსაღმერთსაჩუენსავევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნითაღემართენითდაისმინეთწმიდასახარება, მშვიდობაიყოველთა.

გუნდი: დასულისაცაშენისათანა

მღდელი: მათესაგანწმიდისასახარებისასაკითხავი.

გუნდი: დიდებაიშენდა, უფალო, დიდებაიშენდა.

მღდელი: მოხედენ.

✠

სახარებაიიოვანესი

რქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ხმისა მისისაი ისმინიან, და თვისთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. და ოდეს თვისნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ხმაი მისი. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაი. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავარისა იოვანე ოქროპირიისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ვითარცა სანთელი მაღალსა სასანთლესა დაგამტკიცა, ღირსო, ქრისტემან, და დაგსუა სამოციქულოსა საყდარსა ქალაქსა სამეუფოსა და ჰნათობდ სოფელსა ნათლითა სამებისაითა, აწ ჩუენცა გვითხოვე მისგან ხსნაი ზედამოსლვათაგან მტერისა და შეურყეველად დაცვაი ეკლესიისაი ყოვლისაგან წუალებისა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქუეყანასა ჩუენსა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერიშენი, დააკურთხესამკვიდრებელიშენი, მოხედენსოფელსაშენსაწყალობითადამოწყალებითა, აღამაღლერქაიქრისტეანეთამართლმადიდებელთაი, დაგარდამოავლინენჩუენზედამდიდარნიწყალობანიშენნი, მეოხებითაყოვლადწმიდისადედოფლისაჩუენისაღმრთისმშობელისა, დამარადისქალწულისამარიამისაითა;ძლიერებითაპატიოსნისადაცხოველსმყოფელისაჯუარისაითა; ძლიერებითაჯუარისავაზისაითა; მეოხებითაპატიოსანთაუსხეულოთაზეცისაძალთაითა;პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისადანათლისმცემელისაიოვანეისითა; წმიდისაწინაისწარმეტყუელისაელიათეზბიტელისადამართლისაენუქისითა; წმიდათადიდებულთა, დაყოვლად-ქებულთამოციქულთათავთა, პეტრესადაპავლესითა; წმიდისამოციქულისათომასიდასაქართველოსგანმანათლებელთამოციქულთა: ანდრიაპირველწოდებულისა, სვიმონკანანელისადამატათაისითა; წმიდათამოციქულთასწორთა: ქალწულისანინოისითა დამეფისამირიანისადადედოფლისანანაისითა; წმიდათაშორისმამათაჩუენთა, დამსოფლიოთადიდთამოძღუართადამღდელთმთავართა: ბასილიდიდისადაგრიგოლი ღმრთისმეტყველისაითა;წმიდათადიდებულთადაღუაწლისა-მძლეთამოწამეთა: წმიდისამთავარმოწამისაძლევაშემოსილისაგიორგისადაწმიდათადიდთაქალწულ-მოწამეთაბარბარეისადამარინეისითა; წმიდათადიდებულთამოწამეთა, არგვეთისამთავართადავითდაკონსტანტინეისა,აბოტფილელისა, შალვაახალციხელისა, ბიძინა დაჭრილისა და შალვადაელიზბარქსნისერისთავთაითა; წმიდათაათთა-ბევრთამოწამეთა, ტფილისსხუარაზმელთაგანმოწყუედილთადაწმიდათამოწამეთაექვსიათასთაგარეჯელთაბერთა; წმიდათასანატრელთამამათაჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრედასვიმეონგარეჯელთა; წმიდისაღირსისამამისაჩუენისაიოვანეზედაზნელისადაათორმეტთამისთამოწაფეთა, მეორედგანმანათლებელთასაქართველოსეკლესიისადამარადმფარველთამისთა; ღმრთივ-განბრძნობილთანეტართამამათაჩუენთა: ილარიონქართველისა, სერაპიონზარზმელისადაგრიგოლხანძთელისაითა; ღირსთამამათაჩუენთა: იოვანედაგაბრიელქართველთა, იოვანეთორნიკ-ყოფილისადაეფთვიმედაგიორგიმთაწმინდელთა; წმიდათაკეთილ-მორწმუნეთადადიდთამეფეთაჩუენთა: ვახტანგგორგასალისა, აშოტკურაპალატისა, დავითაღმაშენებელისადასოლომონისაითა; წმიდისადაკეთილმსახურისამეფისათამარისითა, წმიდათაკეთილადმძლეთამეფეთადადედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკდაქეთევანისაითა; წმიდისაილიამართლისაითა; წმიდათადამართალთამშობელთაღმრთისმშობელისაიოაკიმდაანნაისითა; წმიდისამღდელთმთავრისაიოვანეოქროპირისაითა, დაყოველთაწმიდათაშენთაითაგევედრებითშენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინეჩუენცოდვილთავედრებაი, დაშეგვიწყალენჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითადამოწყალებითადაკაცთმოყუარებითამხოლოდშობილისაძისაშენისაითა, რომლისათანაკურთხეულხარ, თანაყოვლადწმიდით, სახიერით, დაცხოველსმყოფელითსულითშენითურთ, აწდამარადისდაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სამოსელი სამღდელოი რაჟამს შეიმოსე, ღირსო, დაუყვენ პირნი იგი ბილწთა მწვალებელთანი, და კაცნი დააფუძნენ მართალსა ზედა სარწმუნოვებასა.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სიტკბოებისა წყაროი და სახარებაი ხსნისაი სოფელსა უქადაგე, ნეტარო იოვანე, განმწმედელი სულისა ბრალთაგან და სინანულად მოუწოდე ყოველთა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

ყოველსა ქუეყანასა განეფინა სწავლაი შენი, ღირსო, და ძალი თქუმულთა შენთაი, მამაო ოქროპირო, ვითარცა ნესტვი ოხრის და შემოჰკრებს მორწმუნეთა დიდებად ღმრთისა.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო; გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო; გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, აწ ჩუენცა წარგვიძეღ გზასა მას მცნებათა მისთასა.

✠

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

რომელნი სარწმუნოვებითა იწურთიან სიტყუათა შენთა, მამაო ოქროპირო, მადლთა და ნიჭთა შენთა ღირს ქმნილნი კეთილთა ნაყოფთა აღმოაცენებენ და ამხილებენ რაი მწვალებელთა ერსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა შენ მიერ განსწავლულნი ესრეთ ვღაღადებდეთ: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

საღმრთოთა შურითა აღიგზენ, ბრძენო, და კადნიერად, ვითარცა პირველ ელია თეზბიტელი, ამხილებდი მეფეთა, და ეშჯოდე, ნეტარო, მიმძლავრებულისა მისთვის ქურივისა, დედოფალსა და განხადე იგი ეკლესიით, ვითარცა კერპთმსახური, და მძლე ექმენ უღმრთოვებასა, აწ შუამდგომელ გვექმენ ჩუენცა, და მშვიდობაი მოჰმადლე ერსა ჩუენსა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

ახოვნად წინა-განწყობაი უშიშითა გონებითა, მხნეო მამაო, განუცხადე მძლავრთა მეფეთა, და ვითარცა მამაი მოწყალებისაი ექმენ, წმიდაო იოვანე, მხურვალე ზედა-მდგომელ მიმძლავრებულთა, ობოლთა, ქვრივთა და უღონოთა, და ამაღლებდი ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, ღმრთისა დედაო უბიწოო, რამეთუ შევ შენ ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაი, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

✠

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამოი, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სიბრძნითა იღუაწე რაი ქუყანასა ზედა, ღირსო მამაო, ქრისტეს მიერ მოიღე სასყიდელი ზეცათა შინა, აწ ევედრე მას ჩუენთვისცა, რომელნი გაქებთ დაუცხრომელად.

წმიდაო, დიდომღდელთმთავაროიოვანეოქროპირო, ევედრეღმერთსაჩუენთვის.

სწავლანი შენნი, ბრძენო, მომატყუებელ ცხოვრებისა გვექმნეს მორწმუნეთა, და ვითარცა წყაროისაგან დაწყუდელისა აღმოვივსებთ უხუებით მდინარეთა მათ მოძღურებისათა, განსაწმედელად სულთა.

დიდებაიმამასადაძესადასულსაწმიდასა

შუამდგომელ იქმენ შენ, მღდელთმოძღუარო, შორის ღმრთისა და კაცთა, იოვანე, რამეთუ შენმიერ განვერნებით ჩუენ დანთქმისაგან ცოდვათაისა აღწვნად ზეცისა სასუფეველსა.

აწდამარადის,დაუკუნითიუკუნისამდე, ამინ.

ძუელი სჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებითა ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელიაკმევს; მკითხველიანერისკაციკითხულობს:

პირით შენით გამოჩნდა მადლი, ვითარცა რაი ოქროი წმიდაი და ბნელი ვეცხლისმოყუარებისაი განაქარვე და ზეცისა ნიჭნი მოგუმადლენ ჩუენ, მამაო, სიმდაბლისა ჩუენებითა, რამეთუ სახეეი კეთილისაი ექმენ, ყოვლად ბრძენო, სწავლითა ტკბილთა მათ სიტყუათა შენთაითა, რომლითა სული წმიდაი დაჰნერგე მორწმუნეთა სულსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა განვერენით დანთქმისაგან ცოდვათაისა.

სათნოდ ქცევითა საუნჯეი მადლისაი იქმენ შენ, ღირსო მამაო, და სიტყვითა შენითა ოქრეანითა ოქრეან ჰყვენ რაი მორწმუნეთა სულნი, მგმობართა მათ გარე განსთხიენ სწავლანი ბილწნი, და მღდელთმოძღურებისა სრულებად გამოსჩნდი, რამეთუ იტვირთენ შენ ვნებანი ქრისტეისნი ხორცითა მსგავსად მოციქულისა პავლესა, რომლისა თანა გვირგვინოსანი ჰსუფევ და აწ მეოხ გუეყავ ჩუენ ღმრთისა მიმართ, რაითა მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და მოგუმადლოს ძლევაი ხელმწიფებათა ბნელისათა.

საღმრთოისა შიშისა მოგებითა ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ნეტარო იოვანე, რამეთუ დაუტევე სიმდიდრეი სოფლისაი და მოიგენ ნიჭნი საუკუნენი, მღდელთმთავარო, და განჰბრწყინდი რაი სიყუარულითა ღმრთისაითა, ფრთოვან იქმენ სულისა მიერ წმიდისა და ზეშთა ექმენ რაი ყოველთა საცთურთა, აწ ჩუენცა გვასხურე ცუარი მადლისა შენისაი, რაითა მსწრაფლ განვიღვიძოთ მსგავსად ნინეველთაისა და ერთობითა ვიღუაწოთ ხსნისათვის საქართველოისა.

გამოუთქუმელისა მის სიბრძნისა საღმრთოისა სიმდიდრენი მეცნიერებისანი, ვითარცა უფსკრულისაგან აღმოივსენ, ნეტარო, და განუყავ რაი ერსა მართლმადიდებლობისა საფასეი და განამხიარულენ გულნი მორწმუნეთანი, ურწმუნოთა მათ მგმობართანი დაანთქენ სიღრმესა უფსკრულსა სწავლათა შენთასა, და სიმტკიცედ სარწმუნოებისა გამოსჩნდი, იოვანე, და მქადაგებელ სამებისა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ წინაშე მისა, რაითა ერი ჩუენი აღამაღალოს სულიერებითა და დაიცვას ყოვლისაგან ძვირისა.

ვნებათა ხორციელთა ზეშთა ექმენ, მღდელთმოძღუარო, და მარხვისა კიბესა მაღალსა უბიწოებითა აღჰხედ, იოვანე ღმერთშემოსილო, და მიერ აღიწიე რაი კამარათა ცისათა, აწ აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა მარიამ ღმრთისმშობლისა, რაითა გვიხსნნეს საცთურისაგან ბოროტისა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენჩუენ, ღმერთო, დიდითაწყალობითაშენითა, გევედრებით, ისმინედაშეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცაგევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილადწარმართებისადამყუდროებისამონათა (ანუმხევალთა) ღმრთისაითადაყოველთაშვილთაჩუენისაეკლესიისაითა, რაითადაიცვასუფალმანღმერთმანჩუენმანსამეუფოიქალაქიესეჩუენიდაწმიდაიესეეკლესიაიდაყოველნიქალაქნიდასოფელნიივერიისასიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისადამახვილისა, უცხო-თესლთაზედამოსლვისაგან, ბრძოლისადასიკუდიდშემოსილისაწყლულებისა, რაითამოწყალეგუექმნესჩუენღმერთიკეთილადდგომისათვისსახიერებითადაკაცთმოყუარებითათვისითა, დაგარე-წარაქციოსრისხვაი, მარადდღეჩუენზედამომავალი, დაგვიხსნესჩუენსამართლადჩუენზედამოწევნულისარისხვისაგან, დაშეგვიწყალნესჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინეჩუენი, ღმერთო, მაცხოვაროჩუენო, სასოოყოველთაკიდეთაქუეყანისათაო, დარომელნიარიანზღუათაშინაშორს, დამლხინებელ, დამოწყალეექმენშეცოდებათაჩუენთა, დაშეგვიწყალენჩუენ, რამეთუმოწყალედაკაცთმოყუარეღმერთიხარდაშენდადიდებასააღვავლენთ, მამისა, დაძისა, დასულისაწმიდისა, აწდამარადის, დაუკუნითიუკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

სავედრებელილოცვა

ჰოი, გამორჩეულო მსახურო წმიდისა სამებისაო და უფსკრულო სიბრძნისაო იოვანე ოქროპირო; ქადაგო სინანულისაო, შეცთომილთა უცთომელო წინამძღუარო, და საზღუარო სჯულისაო; მღდელთმოძღუართა სიქადულო, მგლოვარეთა სიხარულო, და სამკაულო ეკლესიისაო; მამაო ობოლთაო, მსაჯულო ქურივთაო და კადნიერად მამხილებელო ანგარებისაო; მწვალებელთა სიცბილისა აღმომფხურელო და ყოველთა შენთა მვედრებელთა მსწრაფლ შემწეო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე ღმრთისაო!

ჰოი, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო იოვანე ოქროპირო, ზეგარდამო სწავლულო სჯულისა სიმტკიცეო და საღმრთოო კანონო მღდელთმთავართაო, მსგავსად მოციქულისა პავლეისა მიიწიე რაი ცად მესამედ, და ღირს იქმენი ხილვად სულითა შენითა სამებისა, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა მოგვიტევოს ცოდვანი ჩუენნი და და მოგუმადლოს სული მოწყალებისა, სიწმიდისა და სიმართლისაი, ხოლო ერსა ჩუენსა მოანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და მძლე გვყოს მტერთა და მწვალებელთა ზედა. ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელთმთავართა შორის ღმრთისმეტყველებითა განბრწყინვებულო ღირსო იოვანე ოქროპირო, აღჰმაღლდი რაი სიმაღლესა სათნოებისა მთათასა და შეხუედ გონებისა ღრუბელსა, ჰზრახევდი ღმერთსა სულისა სიწმიდითა, და იწოდე რაი სჯულისმდებელ ახლისა სჯულისა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი და დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი, აღსაზრდელად ყრმათა შიშსა მისსა და სიყუარულსა შინა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაიშენდა, ქრისტეღმერთო, სასოებაოჩუენო, დიდებაიშენდა.

გუნდი: დიდებაი.. აწდა…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემანჭეშმარიტმანღმერთმანჩუენმან, მეოხებითა…

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა კონსტანტინოპოლი მთავარეპისკოპოსისა იოვანე ოქროპირისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაიხატისმთხვევასაზედა

ქრისტეს მიერ განეღო რაი გონებაი შენი შეწყნარებად საღმრთოთა საიდუმლოთა, დასწერენ მოძღურებისა სწავლანი, ღირსო იოვანე ოქროპირო, და განამრავლე რაი ტალანტი სიბრძნისაი სათნოებითა, ღირს იქმენ შესლვად სიხარულსა უფლისა შენისასა, სანატრელო, და მოგანიჭა რაი ძალი მოსავთა შენთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა და შუამდგომელად აღგძრავთ ღმრთისა მიმართ, რაითა აღანთოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი და დაგვიფაროს გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავრისა იოვანე ოქროპირისაითა ღირს-გვყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

მიქაელ მოდრეკილის დასდებლების მიხედვით შეადგინა:

თინათინ მჭედლიშვილმა

ლოცვანი და პარაკლისები