✝ წმიდა მოწამენი: მარკოზი და მისთანანი
27 ოქტომბერი – ძველი სტილით / 9 ნოემბერი – ახალი სტილით
✦ · ✦
წმიდა მოწამე მარკოზი სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად აზიაში ეწამა ქრისტეს აღსარებისთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმერთოებმა ისინი დახოცეს. წმიდანთა უხრწნელ ნაწილები შემდგომ კუნძულ თაზოსზე (თრაკიასა და ათონის კონცხს შორის) გადაასვენეს.
✦ · ✦
