მღვდელმოწამე არისტიონი ალექსანდრიელი

მღვდელმოწამე არისტიონი – ალექსანდრიელი ეპისკოპოსი — 3 სექტემბერი – ძველი სტილით / 16 სექტემბერი – ახალი სტილით

3 სექტემბერი – ძველი სტილით / 16 სექტემბერი – ახალი სტილით

✠

მღვდელმოწამე არისტიონი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის შეიპყრეს და სირიის ალექსანდრიის მმართველს მიჰგვარეს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიესაჯეს. ნეტარის მარტვილობის თარიღი უცნობია.

წმიდაო მღვდელმოწამეო არისტიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.