ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

მღვდელმოწამე ევტიქი – მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა (I) — 24 აგვისტო – ძველი სტილით / 6 სექტემბერი – ახალი სტილით

✝ მღვდელმოწამე ევტიქი – მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა (I)

24 აგვისტო – ძველი სტილით / 6 სექტემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად – მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს.

✦ · ✦

წმიდაო მღვდელმოწამეო ევტიქი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!