წინასწარმეტყველი მიქია

წინასწარმეტყველი მიქია (VIII ს. ქრისტეს შობამდე) — 14 აგვისტო – ძველი სტილით / 27 აგვისტო – ახალი სტილით

<

div class=”iv-saint-wrap”>

✝ წინასწარმეტყველი მიქია

14 აგვისტო – ძველი სტილით / 27 აგვისტო – ახალი სტილით

✦ · ✦

წინასწარმეტყველი მიქია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქ მორათში დაიბადა, რის გამოც მორათელს უწოდებენ. წინასწარმეტყველური მსახურება ნეტარმა ქრისტეს შობამდე 778 წელს დაიწყო და ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მხილებანი და წინასწარმეტყველებანი ეხებოდა როგორც იუდეას, ისე ისრაელსაც. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა ის უბედურებანი, რომელიც დაატყდებოდა თავს ისრაელის სამეფოს მისი დანგრევის შემდეგ და იუდეას — ასურეთის მეფის, სენაქერიმის თავდასხმის ჟამს. მიქიას ეკუთვნის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ. ნეტარის ნაწილები ქრისტეს აქეთ IV საუკუნეში იქნა აღმოყვანებული ბარათსატიაში, მას შემდეგ, რაც უფალმა ელეფთეროპოლელ ეპისკოპოს ზევინს სასწაულებრივ ხილვაში განუცხადა წინასწარმეტყველის განსასვენებელი.✦ · ✦წმიდაო წინასწარმეტყველო მიქია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!