იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მღვდელმთავარნი: პეტრე, ალექსი, იონა, ფილიპე და ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საკვირველთმოქმედნი — 5 ოქტომბერი – ძველი სტილით / 18 ოქტომბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა მღვდელმთავარნი: პეტრე, ალექსი, იონა, ფილიპე და ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საკვირველთმოქმედნი

5 ოქტომბერი – ძველი სტილით / 18 ოქტომბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

სრულიად რუსეთის მღვდელმთავართა: პეტრეს, ალექსისა და იონას საერთო მოსახსენებელი დღე პატრიარქმა იობმა დააწესა 1569 წლის 5 ოქტომბერს. 1875 წელს მათ რიცხვს მღვდელმთავარი ფილიპე შეუერთდა, 1913 წელს კი – მღვდელმთავარი ერმოგენი.

ნეტარი მღვდელმთავრების ცხოვრებები მათი მოსახსენებელი დღეების საკითხავებშია ჩართული: წმიდა პეტრესი – 21 დეკემბერს, წმიდა ალექსისა – 12 თებერვალს, წმიდა იონასი – 15 ივნისს, წმიდა ფილიპესი – 9 იანვარს, წმიდა ერმოგენისა კი – 17 თებერვალს.

✦ · ✦