11 სექტემბერი – ძველი სტილით / 24 სექტემბერი – ახალი სტილით
✠
წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.
წმიდანო მოწამენო დიოდორე და დიდიმე, ევედრენით ღმერთსა ჩვენთვის.
