ღირსი ნიკიტა აღმსარებელი

ღირსი ნიკიტა აღმსარებელი (+დაახლ. 838) — 13 ოქტომბერი – ძველი სტილით / 26 ოქტომბერი – ახალი სტილით

✝ ღირსი ნიკიტა აღმსარებელი (+დაახლ. 838)

13 ოქტომბერი – ძველი სტილით / 26 ოქტომბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

ღირსი ნიკიტა აღმსარებელი პაფლაგონიაში (მცირე აზია) დაიბადა. თავდაპირველად ბიზანტიის სამეფო კარზე წარჩინებული მდგომარეობა ეკავა, მაგრამ შემდეგ ბერად შედგა და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი თეოფილე (829-842) ავიდა, ღირსი ნიკიტა მწვალებლობის მხილებისათვის მონასტრიდან გააძევეს. უფლის რჩეული დაახლოებით 838 წელს გარდაიცვალა, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში.

✦ · ✦

ღირსო მამაო ნიკიტა, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!