ივერიის ღვთისმშობლის ხატი — Iveron Icon of the Mother of God

წმიდა მოწამე სებასტიანა (+81-96) — 16 სექტემბერი – ძველი სტილით / 29 სექტემბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამე სებასტიანა (+81-96)

16 სექტემბერი – ძველი სტილით / 29 სექტემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი დაუნდობლად გვემეს და კოცონზე შეაგდეს, მაგრამ მისი ლოცვით ცეცხლი ჩაქრა. შემდეგ სებასტიანა ქალაქ ჰერაკლიაში გაგზავნეს, ხელმეორედ გაასამართლეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, უფალმა კი კვლავ დაიცვა თავისი რჩეული – მას ნადირები არც გაჰკარებიან. ბოლოს, მმართველის ბრძანებით, სებასტიანას თავი მოჰკვეთეს.

წმიდანის ზღვაში ჩაგდებული სხეული ანგელოზებმა კუნძულ როდოსზე გადააბრძანეს (თრაკიაში, მარმარილოს ზღვაში).

✦ · ✦

წმიდაო მოწამე სებასტიანა, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.