სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა
მღდელი: კურთხეულ არს–ი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო , შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 2
იქმენ მოწაფე ქრისტეისი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, ირწმუნე, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაი და დიდი წყალობაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ტროპარი
მოციქულო წმიდაო თომა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარეზენთაი, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღირსად პატივს-გცემთ შენ, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, და გევედრებით ოხასა წინაშე ჯუარცუმულისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გიგალობთ შენ, ვითარცა თუალით მხილველსა და ხელით-მსახურსა ქრისტეისა, და აღგძრავთ მწედ მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს ბოროტისა მახეთაგან და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იხარებს ქრისტეს ეკლესიაი და გვიწესს ხსენებასა შენსა, რაითა საკვირველსა მას ღუაწლსა შენსა ვაქებდეთ, ყოვლად დიდებულო მოციქულო, და გევედრებოდეთ ხსნასა ყოველთა სენთა და ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიკუდილი და ხრწნილებაი დახსენ ღმრთისა დედაო, ჰშევ რაი წყაროი უხრწნელებისაი, ქრისტე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, რომელმან განაშვენა კაცთა გონებაი შენ მიერ უკუდავებისა სიკეთითა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყვარე.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღმოსცენდი რაი გალილეას, სიყრმითგან ეძიებდი ჭეშმარიტებასა, და მოგიწოდა რაი ქრისტემან საღმრთოსა სარბიელსა ზედა, ნადირობაი თევზთაი დაუტევე და შეუდეგ ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თანამოგზაურ იქმენ რაი ქრისტეს მიმოსლვისა, ერთგულებისათვის შეგრაცხა ათთორმეტთა თანა მოციქულთა და წადიერ იყავ მისთანა სიკუდილისა, აწ ჩუენცა აღგვძარ მხედრობად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოვლეთ რაი იუდეა და გალილეაი, თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა და სასწაულთა ქრისტეისთა, არამედ ვნებათა მისთა და ნებსით სიკუდილისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უქორწინებელო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელ-ქმნილი, ვნებათა კვეთებითა შერყეული ესე დამამტკიცე, რამეთუ სიმტკიცე ხარ და სასოი სოფლისაი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 8
დაუტევე რაი ნადირობაი თევზთაი ზღვასა შინა, ბადითა სიტყუათა შენთაითა სიტყვიერნი თევზნი მოინადირენ და შესწირენ მსხუერპლად მაცხოვარსა და სურვილითა მისითა მობაძავ იქმენ ვნებათა მისთა, ამისთვისცა შემოკრებულნი ესე ღირსად პატივს ვსცემთ, დიდებულო, ხსენებასა შენსა, და ერთობით გიღაღადებთ: წმიდაო მოციქულო თომა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა განგვაძლიეროს წინა-აღმდგომთა მისთა მიმართ და დაგვიფაროს ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შემდგომად აღდგომისა ქრისტემან წყლულებაი გუერდისაი აჩუენა რაი მოწაფეთა თვისთა და არწმუნა ხელმწიფებაი თვისი შესლვითა ბჭეთა ხშულთაითა, მეყსეულად ჰბერა სული წმიდაი, და უბრძანათ ქადაგებაი სასუფეველისაი კიდეთა ქუეყანისათა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გახარეს რაი მოციქულთა, ყოვლადნეტარო: „ვიხილეთ ჩუენ უფალი, ადგომილი მკუდრეთით“, გულსა შინა თვისსა ზრახავდი, თომა: „მე ხოლოი ვიპოვეა უსჯულოი და არაწმიდაი, არა ღირს ვიყავ რაი ხილვად მისა?“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, შეძრწუნებული ტირილითა ეტყოდი სხუათა მათ მოწაფეთა უფლისათა: `ვიდრე არა ვიხილნე სახენი სამჭუალთა მისთანი, არასადა მრწმენეს უფალი, აღდგომილი მკუდრეთით~.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქუეყანად დაუთესველად, ცხორების გამომღებელად, და ღრუბლად სულ-მცირედ მომფენელად ცუარსა მშვიდობისასა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა აღვიარებთ და ვღაღადებთ: ღმრთისა დედაო. დიდებაი ძესა შენსა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: უღმერთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა, და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღგისრულა რაი ვედრებაი ქრისტემან, კუალად გამოგიჩნდათ და მოგცათ რაი მშვიდობაი, წყლულებაი გუერდისაი და სახენი სამსჭუალთანი გაჩუენა შენ, წმიდაო, და გრქუა: „აჰა, იხილენ, და გრწმენინ“.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უხრწნელი გვერდი მეუფისა ხელითა გამოიძიე და იხილე რაი წყლულებაი სამსჭუალთაი და ლახურისაი, სიხარულითა ღაღატ-ყავ: „უფალი ჩემი და ღმერთი“, ხოლო იგი გეტყოდა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქრისტეს აღდგომასა ნათლით-შემოსილსა, დასაბამსა უხრწნელებისასა უგალობდით რაი მოციქულნი, ორმეოცთა დღეთა გეჩუენებოდათ და გეტყოდათ სასუფეველისათვის ღმრთისა, და გამცნებდათ: „ნუ განეშორებით იერუსალეიმსა“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მძლედ გამოაჩინე შენ, ღმრთისმშობელო, გონებაი ჩემი, და დაუმორჩილენ ვნებულნი გულისსიტყუანი და ხორცთა ბრძოლანი, რომელმან ჰშევ თავადი იგი საღმრთო უვნებლობაი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: გალობით, ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმდა რაი იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა, წმიდასა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გაუწყათ რაი ახალკვირიაკეი აღდგომისა თვისისაი ქრისტემან, მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა, და განამტკიცნა გულნი თქუენნი განათლებად ყოველთა წარმართთა და ამაღლდა ზეცად.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ჭურეტდით რაი ქრისტეს დიდებულსა ამაღლებასა, სული წმიდაი მოგივლინათ სახედ ცეცხლისა და იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ დიდებასა მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წილისყრასა მას მოციქულთასა წილად გხვდა რაი მოქცევაი ჰინდოთაი, არა გენება წარსლვაი მხარესა მას შორიელსა, გარნა გეჩვენა შენ ქრისტე და აღგითქუა შეწევნაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უაღრეს და უზესთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლადღებაი დამბადებელისა, და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომა ქალწულადვე.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი, ხმაი 4
ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულითა ღაღად-ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი“.
იკოსი
ეჰა დიდებული ეგე საკვირველი, უფლისა მოწაფეო, და დიდისა საიდუმლოისა მომღებო, თომა ღმრთისმეტყველო, რაჟამს პეტრე ღაღადყო რაი: ვიხილეთ უფალი, არქუ მას: „უკეთუ არა ვიხილო წყლულებაი ხელთა მისთა არა მრწმენეს“, და მაშინ ხმა-გიყო უფალმან მარჩბივსა და გრქუა: „მოჰყვენ ხელნი შენნი და დასდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იქნები ურწმუნო, რამეთუ მე ვარ უფალი და ღმერთი შენი“, და შენცა სინანულით ხმა ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი, და უფალი ჩემი“.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირს–ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი იოანესი (თ.20-19-31)
მას ჟამსა შინა, ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაი მის, და კარნი იგი დახშულ იყვნეს, სადა – იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ჰურიათაისა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ხელნი თვისნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი. რქუა მათ იესუ კუალად: მშვიდობაი თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თვისთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძეი ღმრთისაი, და რაითა გრწმენეს და ცხორებაი გაქუნდეს სახელითა მისითა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა თომა მოციქულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ყოვლად ნეტარო ქრისტეს მოციქულო თომა, მის მიერ გამორჩეულო სამწყსოსათვის თვისისა და მქადაგებელო ჭეშმარიტებისაო, აწ ჩუენცა გვითხოვე მისგან მშვიდობაი სოფლისაი, შეუძრველად დაცვაი ეკლესიისა და ერისა ჩუენისაი, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა ძლევა–შემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა – იოვანე და გიორგი–იოანე ბეთანიელთა, და ექვთიმე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს); და წმიდისა თომა მოციქულისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საღმრთოითა განგებულებითა შთასრული ჰინდოეთსა, ვითარცა ხუროთმოძღუარი მეფისა მათისაი, ნაცვლად პალატთა შენებისა, ოქროსა მისსა მისცემდი გლახაკთა და ქადაგებდი ქრისტესა. მას ევედრე, აწ ჩუენცა გვიხსნნეს სულთა და ხორცთა ვნებათაგან.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წარგადგინეს რაი წინაშე მეფისა, აუწყებდი სასახლისა აღშენებასა ცათა შინა, და განრისხებულმან შთაგაგდო რაი დილეგსა, დაშვებითა ღმრთისაითა მოკუდა ძმაი მისი, და აჩუენეს მას პალატნი მეფისაი სასუფეველსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰოი, შეწევნაი ღმრთისაი სათნომყოფელთა მისთა, რამეთუ კაცისა მის სული უკუნ-აქციეს რაი ხორცსა, ყოველსავე აუწყებდა ძმასა, და აღიარეს რაი ქრისტე, ნათელს სცემდი მათ ერთა თანა, წმიდაო, და ასწავებდი ქრისტეანულსა ცხორებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სჯულისა მისგან მონებისა გვიხსნა შობამან შენმან, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ქალწულწებითა შევ განმათავისუფლებელი, კურთხეულ ხარ დედათა შორის, სძალო, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ყრმანი ბრწყინვალენი სახუმილისაგან პირველად იხსნნა შობამან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნაი ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა ქრისტემან აღდგომაი თვისი, ეგრეთვე მიზეზითა შენითა განცხადებულ ყო ზეცად მიცვალებაი წმიდისა დედისა მისისაი, და აჰა, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, გვითხოვე აღორძინებაი ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გახვედ რაი ქადაგებად პალესტინესა და შუამდინარეთსა, ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი ქრისტეის ღმრთისა მხსნელსა ნათელსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ნეტარო, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კუალად წარემართე რაი ჰინდოეთსა, ახარე სასუფეველი ღმრთისაი ქუეყანასა მას დამკვიდრებულთა პართთა, მიდიელთა და გირკანელთა, და ქრისტეს მიმართ მოაქცევდი რაი ბაქტრიელთა და ბრაჰმანთა, წარმართობითა დაბნელებული გონებაი ჰინდოთაი განაბრწყინვენ მადლითა სულისა წმიდისაითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰშევ შენ წმიდაი ყოვლისაგან ბიწისა, იქმენ სამკვიდრებელ ყოვლისა სიწმიდისა და სიტყუაი ყოველთა წმიდა მყოფელი, მამისა თანა დაუსაბამოი უშევ კაცთა, ამისთვის გიგალობთ შენ, ქალწულო, და უფროისად აღგამაღლებთ უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელი, ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთვის სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იქადაგე რაი კალამინსა, ქრისტეს მიმართ მოაქციე სახლეულნი მეფისაი, და განრისხებულმან გტანჯა რაი განხურებულითა რვალითა, მერმე შთაგაგდო აღგზებულსა მას სახუმილსა, და ძალითა ღმრთისაითა დაშთი უვნებელად.
წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უბრძანა რაი მეფემან მოკლვაი შენი, ითხოვე ჟამი ლოცვისაი, და ხელი დაასხი რაი ხუცად სიფორსა და მეფისწულსა აზანსა დიაკონად, ანდერძად დაუდე განმრავლებაი მორწმუნეთაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სული შენი შეჰვედრე რაი ქრისტესა, განგგმირეს მტარვალთა ხუთითა ლახუარითა, და გუამი შენი დაკრძალეს რაი მოწაფეთა შენთა პატივითა, ქრისტემან დაგამკვიდრა სასუფეველსა თვისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნაყოფი წმიდაი აღმოსცენდი ქალწულებისა ქუეყანასა, რომლითა ვიზრდებით მორწმუნენი, რომლისა მიერ ვჰგიეთ და ვსცხოვნდებით, ქრისტე, და მშობელსა შენსა, ვითარცა ღმრთისმშობელსა ვადიდებთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
აწ ჩუენცა ვაქებთ ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, რომელნი აღასრულნა ღმერთმან წმიდათა ნაწილთა მიერ შენთა სამარხოსა შენსა, და ეკლესიამან შეგრაცხა რაი წმიდათა შორის მისთა, მას ზედა აღაშენეს შუენიერი ტაძარი, და გევედრებოდენ ხსნასა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, გარნა უფლისა დაშვებითა წმიდანი ნაწილნი შენნი წარიხუნეს შუანდინარეთსა, და მცირეი სიწმიდეი დარჩა ჰინდოეთსა, რომლისა მიერ მწე-ექმნებოდი მისდა შევრდომილთა, და ვიდრე აქამომდე ქუეყანაი იგი, წოდებულ არს ქუეყანად „წმიდისა თომაისა“;
წმიდანი ნაწილნი შენნი კონსტანტინეპოლესა წარიხუნეს რაი განგებულებითა საღმრთოითა, აღაშენებდენ მას ზედა ტაძარსა დიდებულსა და შემდგომად სამეუფოისა მის ქალაქის დაცემისა, დაიუნჯეს ნაწილნი შენნი, ჰოი, წმიდაო თომა მოციქულო, ვითარცა იტალიამან და საბერძნეთმან, ეგრეთცა ათონმან, ივერიამან და უნგრეთმან, ხოლო უკუეთუ ვინმე ლოცვითა მივეახლოთ სიწმიდეთა მათ შენთა, გვიხსნი ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან.
მადლი შეწევნისაი მინიჭებულ აქუს რაი ქრისტეისგან წმიდათა მათ ნაწილთა შენთა, წმიდაო, იშუებს აწ დიდებული სიონი დაუნჯებითა წმიდისა თავისა შენისაითა, და აქუს რაი სასოდ და შესავედრებელად დედა-ქალაქსა ჩუენსა და ერსა, დღესასწაულსა მას ხსენებისა შენისასა ჩუენცა მოვისწრაფით სიონად, რაითა სიწმიდეი ეგე შენი მხურვალედ შევიტკბოთ და მოვიღოთ კურნებაი სულთა და ხორცთა ჩუენთაი.
იქადის მხარეი იმერთაი და იხარებს გელათი მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა და მიჰმადლებს რაი უხვსა საბოძვარსა ულევისა მადლისასა ყოველთა მისდა მილტოლვილთა, აჰა, აწ ჩუენცა სიხარულითა ვისწრაფვით მიმთხვევად მისდა და გევედრებით: ყოველთა სენთა და ურვათაგან განგვარინე კადნიერითა შუამდგომელობითა შენითა, რომელ გაქუს ვითარცა მოციქულსა ქრისტეის ღმრთისასა.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისა ჩუენისაო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ღმრთისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკისა, რაითა ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, დიდებით შუენიერო, მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო, მახარებელო მშვიდობისაო და ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო, და ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!
ჰოი, ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მოციქულო თომა, ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა დაშვებითა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და სხუათა მათ მოციქულთა თანა წარგავლინა რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლე ყოველი სოფელი, და ნათელი მისი განფინე რაი ჰინდოეთსა, სიბნელეი მკვიდრთა მისთა განაბრწყინვე, დიდებულო, და ძედ ნათლისა და დღისა გამოაჩინენ სულითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა საქებელო, და შესავედრებელო ჩუენო, წმიდაო თომა მარჩბივო, გამოგირჩია რაი კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოწაფედ თვისად და მოციქულად, მოგცა ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, და აჰა, აწ წინაშე საყდარსა მისსა მდგომარემან შეიწირე ვედრებანი ჩუენნი და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა თომაისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:
იესუ ქრისტესა შეუდეგ შენ წადიერებით, ყოვლად ქებულო თომა, და საღმრთოითა ბრძანებითა მიივლინე რაი შორიელთა მათ ქუეყანათა, ახარე სასუფეველი, ჯუარცუმაი ქადაგე და აღდგომაი მაცხოვრისაი, და აწ ვითარცა მოციქულსა და მოწამესა მისსა გაქუს კადნიერებაი, რაითა წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა ხატსა შენსა და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკთაისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ქრისტეის ღმრთისა მიმართ ჩუენისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას ყოვლისაგან საცთურისა და ვნებისა, რაითა შენითა შუამდგომელობითა ღირს-ვიქმნეთ ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველისა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა