წინასწარმეტყველი აქია

წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე) — 12 ნოემბერი – ძველი სტილით / 25 ნოემბერი – ახალი სტილით

✝ წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე)

12 ნოემბერი – ძველი სტილით / 25 ნოემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

✦ · ✦

მისი წმიდა მეოხებით, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.


Discover more from Iveron Icon Georgian Orthodox Church

Subscribe to get the latest posts sent to your email.