13 სექტემბერი – ძველი სტილით / 26 სექტემბერი – ახალი სტილით
✠
წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლები ზღვაში ჩაახრჩვეს. ტალღებმა წმიდა ცხედრები ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ისინი პატივით მიაბარეს მიწას.
წმიდანო მოწამენო კრონიდე, ლეონტი და სერაპიონ, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
