6 სექტემბერი – ძველი სტილით / 19 სექტემბერი – ახალი სტილით
✠
წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რისთვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.
წმიდანო მოწამენო კვირიაკე, ფავსტო, აბიბოს და მათთან წამებულნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
