იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 760) — 15 ოქტომბერი – ძველი სტილით / 28 ოქტომბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 760)

15 ოქტომბერი – ძველი სტილით / 28 ოქტომბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

✦ · ✦