Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისა

ეფრემ ასური

სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისა

მღდელმან:  კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი; ხმაი 8

ნაკადულთა მიერ ცრემლთა შენთაისა უდაბნოი უნაყოფოი მოიმუშაკე და სულთქუმათა მიერ ნაყოფი შრომათა შენთაი ას-წილ განამრავლე, და იყავ ლამპარი სოფლისაი, სასწაულთა მიერ მოტყინარეი, ეფრემ, მამაო ჩუენო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებისათვის სულთა ჩუენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი, ხმაი 1

სინანულისა საფარველი და ლმობიერებისა სახე და სულიერისა სისრულისა ხატი არს ანგელოზებრივი ცხორებაი შენი, ნეტარო ეფრემ, ქრისტესა ღმერთსა ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა

ძლისპირი: უკვლეველად ზღუაი წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაი, და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთა და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაარწყულე სული ჩემი, ვნებათა გუალვითა განხმელი, ლოცვათა მიერ შენთა, ვითარცა ცუარითა ევფრატისაითა, ყოვლად ნეტარო, და სიტყუაი შესხმისაი მომმადლე გალობად შენდა.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გონიერითა ნათლითა განბრწყინდი, წმიდაო, და უნათლეს მზისა ჰნათობდი სხივცისკროვანთა სათნოებათა მიერ შენთა და სწავლებათა შენთა სიბრძნითა განანათლენ გულნი და გონებანი მორწმუნეთა.

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ცრემლთა ნაკადულითა დაშრიტე ცეცხლი ვნებათა წარმწყმედელთაი,  და სულისა წმიდისა სავანედ წმიდად გამოჩნდი, ნეტარო ეფრემ, და მოძღურებათა მიერ საღმრთოთა მორწყავ სოფელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

განუხრწნელად შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი, ღმრთისმშობელო, და გვიშევ დამხსნელი ხრწნილებისაი, მაცხოვარი დაბადებულთაი, ქალწულო დიდებულო, ბჭეო ცხორებისაო.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არავინ არს წმიდაი შენებრ, უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაი ქრისტეანეთაი, დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გონიერად ევლტოდი რაი შფოთთა სოფლისათა, ღმერთშემოსილო, უდაბნოდ მიიწიე მყუდროებით ცხორებისა სიყუარულითა და საქმითა მოღუაწებისათა გამოსჩნდი მანათობელად სოფლისა.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ყოვლისაგან ბიწისა განსწმიდე სული შენი, ნეტარო ეფრემ, და იქმენ სავანე სულისა წმიდისა და საუნჯეი შემწყნარებელ მრავალთა მათ მადლთა და სათნოებათა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

არა ეც ყოვლადვე ძალი თუალთა და ჰრული წამთა, ვიდრემდის გამოსჩნდი ტაძრად სამებისა ღმრთისა, წმიდაო, და სიბრძნისა საუნჯეთაგან განამდიდრე სოფელი მოძღვრებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

ერთი სამებისაგანი ორითა ბუნებითა სისხლთა შენთა წმიდათაგან კაც იქმნა, უსძლოო, და ღმრთივშუენიერად იშუა და აცხოვნა  ნათესავი ადამისა.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომა ხმა 5

საუნჯესა ქრისტეს სიბრძნისა საიდუმლოთა, ბარძიმსა ღმრთეებრივისა მოწყალებისასა – ვუგალობდეთ, მორწმუნენო, წმიდასა ეფრემ ასურსა, რამეთუ სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილმან გამოუკულეველნი საიდუმლონი განჰმარტა და გამოსჩნდა რაი მქადაგებელად ყოვლადწმიდისა სამებისა, აწ მარადის ახარებს გულთა მორწმუნეთასა ღმრთეებრივითა ნუგეშინისცემითა, ვითარცა მუშაკი, და მესაიდუმლეი უფლისა გამოცხადებისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად ღმრთისმსახურებისა გამოსჩნდი შენ, ეფრემ ყოვლად ნეტარო, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა, და ებისტოლეთა მიერ განსწავლიდი სამწყსოსა ეკლესიისასა და მრავალთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა, მას ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

ღმრთისმშობლისა 

მხურვალეო და უძლეველო შუამდგომელო, სასოებაო ყოვლადქებულო და ურცხვენელო ზღუდეო ჩუენო და საფარველო, შენდა მოლტოლვილთათვის ყუდროო მისავლტოლველო, ყოვლადწმიდაო მარადის ქალწულო ღმრთისმშობელო, ანგელოსთა თანა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა, ღმრთივკურთხეულო, სოფელსა მშვიდობაი მოჰმადლოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

ჯვარღმრთისმშობლისა 

ჯუარისა შენისა მიერ, ღმრთივკურთხეულო, კერპთა საცთური დაიხსნა და დაითრგუნა ძალი ეშმაკთაი, ამისთვის ყოველნი მორწმუნენი მარადის გიგალობთ და გაკურთხევთ შენ, ჭეშმარიტსა ღმრთისმშობელსა და გალობით გადიდებთ.

გალობაი 4, უფალო მესმა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკლესიაი, და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებითა, საღმრთოითა მით სიხარულითა.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უბიწოდ განვლე ცხორებაი შენი, განბანდი რაი თავსა თვისსა ცრემლითა და სიტყუათა მიერ სიბრძნისაითა აღგვიწერე მოსლვაი ყოველთა მსაჯულისაი, ღირსადსაკვირველო.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იხილა რაი დიდებული სიმაღლეი სიმდაბლისა შენისაი, მოგმადლა შენ უფალმან სიტყუაი, მაღლისა მიმართ აღმყუანებელი, რომლითა დაამდაბლე მძვინვარეი აღმაღლებაი ერთაი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განამტკიცე რაი თავი თვისი მადლითა ყოვლისამპყრობელისაითა, აღიჭურვე წინააღდგომად და ბრძოლად მთავრობათა ეშმაკთასა, და სძლე რაი, ნეტარო, ევედრები ღმერთსა მგალობელთათვის შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

ვითარცა ტაძარსა ღმრთეებრივსა, ვითარცა მთასა წმიდასა, ვითარცა წყაროსა უხრწნელებისასა, და ვითარცა მხოლოსა გამორჩეულსა ქალწულსა, აღმაშენებელსა ღმრთისა ჩუენისასა, გნატრით და გაკურთხევთ.

გალობა 5,  ღამითგანსა

ძლისპირი: ნათლითა შენითა საღმრთოითა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიყუარულითა, განანათლენ, რაითა გიცნან შენ, ღმერთი მხოლოი – განმათავისუფლებელი ცოდვათაგან.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ცრემლთა შენთა ნაკადულითა უფსკრულნი სიტკბოებათანი სრულად განახმენ, ნეტარო ეფრემ, და მდინარეთა მიერ მოძღურებათა შენთათა  წარღუნენ ღუარნი წვალებათანი.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ღმრთისა მიმართ წამისყოფითა განბრწყინვებული გონებაი შენი ყოვლითურთ ღმრთივშუენიერ იქმნა, ნეტარო, და ვითარცა სარკმელმან სულისა წმიდისამან უნივთონი ბრწყინვალებანი შეიწყნარნა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჭეშმარიტად ტაძარ იყავ შენ, მამაო, დამტევნელი წმიდისა სამებისაი, და შემკობილი მადლითა და ბრწყინვალებითა წმიდათა სათნოებათაისა და სისრულითა სწავლებათაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მომაკუდინა მე ედემსა შინა გემოისხილვამან ხისამან ბოროტად ზაკუვითა გულისაითა, ხოლო შენ, მიმადლებულო, შევ რაი ცხორებისმომცემელი, ცხოველ მყავ მე ჭეშმარიტებით.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი, აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მტკიცისა სარწმუნოებისა კლდესა ზედა შეურყეველად ჰგიებდი,ღირსო, წარმართებული უძლეველითა მარჯუენითა მაღლისაისა, აწ ჩუენცა დაგვამტკიცე მართლ-სარწმუნოებასა ზედა, ნეტარო ეფრემ.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჭეშმარიტად იქმნა ენაი შენი საწერელ მწიგნობარისა ხელოვანისა, ღირსო, რომლითა აღმოსთქვი სიბრძნენი ღმრთივსულიერნი და გულისფიცართა ზედა აღმოკუეთ სჯულსა ღმრთივდაწერილსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მაცხოვნებელითა სწავლებითა შენითა ნუგეშინისცემასა მიჰმადლებ ყოველთა, რომელნი სიტყუათა შენთა მიერ განერებიან უფსკრულთაგან სულთა წარმწყმედელთა და ღელვათაგან წვალებათასა, ღირსო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დამბადებელი და ხილულთა და უხილავთა ყოველთა უაღრესი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 2

წინაისწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სამსჯავროისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდებისა მოყუარეი, და მოქმედი და მასწავლელი საქმეთა მათ საღმრთოთა, ვინაი, ყოვლად ღირსო მამაო, და ყოვლად შემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსანარს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკაისი

რქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისა. ნეტარ-ხართ თქუენ რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყვედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცსა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ-იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ-არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისასა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ხატ სიწმიდისა გამოსჩნდი, მამაო საწადელო, და სიტყუათა შენთა ელვითა და სულისა ბრწყინვალებითა განიოტებდი რაი არმურსა ცოდვისასა, საზრდელი უკუდავებისაი მიეც მორწმუნეთა, მართალი სარწმუნოებაი, რომლითაცა გამოჰზარდენ მრავალნი სულნი, ღმერთშემოსილო მამაო ეფრემ, და სათნო ეყავ ღმერთსა, რომლისა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ ხარ, ღირსო, აწ გვითხოვე მისგან, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

 

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა სახუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან, და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, და მძლავრსა ასწავა გალობად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იქმენ ღმრთივგანბრძნობილი სჯულისმდებელი  მონაზონთა, ღირსო მამაო, და ასწავებდი მათ შერკინებასა და ძლევასა ეშმაკთასა, ამისთვის ღირსადსახსენებელ არს წმიდაი სახელი შენი, მამაო.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა საღმრთომან რიტორმან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და მიეც

მორწმუნთა საზრდელი უკუდავებისაი, აწ ჩუენთვისცა ევედრე უფალსა, მოგუაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, და მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ შენ ორღანოი საღმრთოი და გამორჩეული, და სიტყუათა სინანულისათა აღმოიტყოდი მობერვითა სულისა წმიდისაითა საცხოვნებელად ჩუენდა, რომელნი უგალობთ სიწმიდესა და ღუაწლსა შენსა, ყოვლადქებულო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

ზეშთა სიტყვისა არს მუცლადღებაი შენი, ყოვლად უხრწნელო ღმრთისა დედაო, რამეთუ სიტყუაი ღმრთისაი გვიშევ ჩუენ, სძალო, რომელმან მიხსნა ჩუენ უსიტყუელობისაგან და აღგვძრა ღაღადებად: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდი და  ელიას მსხუერპლი წყლისა თანა დასწვი – ყოველსა იქმ, ქრისტე, რაიცა გნებავს, ამისთვის შენ, უფალსა ჩუენსა აღგამაღლებთ უკუნისამდე.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სულისა წმიდისა მიერ მიიღე ზეცისა ნიჭი, რომელ არს ბრძნადმეტყუელებაი,     ხელთდასხმითა მღდელთმთავრისა დიდებულისა ბასილისაითა, ვითარცა ენანი ცეცხლისანი მოციქულთა და მარადის აღამაღლებდი უფალსა.

 

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გამოგვიჩნდი ჩუენ, ღირსო, ვითარცა სხუაი მზეი ნათლისამფენელი – განჰფენ რაი სწავლათა შენთა, ვითარცა ცისკარსა, ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, და ნათლისა მიერ სინანულისა განსდევნი ბნელსა  წყუდიად[ი]სა ცოდვათასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

სიბრძნეი მოიღე ქრისტეისგან, ჰოი, საკვირველთმოქმედო ნეტარო, და ნაკადულთა მიერ ღმრთეებრივისა სწავლებისათა მოზღუდავ და დაარწყულებ პირსა ქუეყანისასა, ვითარცა მდინარენი ედემისანი, და დასთრგუნავ ღუარძლსა უწმიდურებისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ჭეშმარიტ ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ, მარადისკურთხეულო, და ანგელოსთა თანა გიღაღადებთ: გიხაროდენ, რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, დიდებულო, მიმადლებულო და კურტხეულო.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ღმერთი შეუძლებელი ხილვად კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუაი ხორცშესხმული, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა, და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იწყალ სიყუარულითა ყოვლისამპყრობელისაითა, და გლოვასა შინა განვლე ცხორებაი შენი,  სანატრელო, და ხმობდი: „დააცხრვენ მადლითა შენითა საწუთოისა ზღვისა ღელვანი, მხსნელო, და მერმესა მას საუკუნესა მდიდრად დამიმარხე სასყიდელი მათი“.

ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ტკბილ არნ თქმულნი შენნი სინანულისათვის და მომმადლებელ გულისა ლმობიერებისა, ღმერთშემოსილო, და ეგრეთცა ცხორებაი შენი უბრალოი და შემკულ ყოველთა საღმრთოთა სათნოებათა მიერ, აღგვძრავს ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

იქმენ ტაძარ სულისა წმიდისაი და დაუშრეტელი მდინარეი, მაცხოვნებელთა წყალთა მწდეველი, ეკლესიისა შეუძრველი საფუძველი, მონაზონთა სიმტკიცეი, და უფსკრულ სწავლებათა და ზღუაი სინანულისაი და ნაკადულ ცრემლთა, ეფრემ, ყოვლითურთ საკვირველო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

განცდად ვერ შემძლებელ არს გონებაი კაცობრივი, სძალო, შობისა შენისა საიდუმლოთა, რომელი შენ შორის დაემკვიდრა ვითარ იგი მან უწყის, რომელმან კლიტენი ქალწულებისა შენისანი ყოვლად არა შეძრნა.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

დაყუდებისა ბრწყინვალებითა განბრწყინვებულო, ღმერთსა ზრახევდი, მამაო, და ღმრთისმეტყველითა მით ენითა შენითა დაარღვევდი რიტორთა თხზულებათა, სანატრელო, და მართლმადიდებლობისა სწავლებითა დაუყოფდი პირთა მწვალებელთა და დაფარულთა საიდუმლოთა განუცხადებდი მორწმუნეთა, აწ ჩუენცა აღგვავსე საღმრთოითა მღვიძარებითა, რაითა განვერნეთ უკანაისკნელსა ამას ჟამსა მოძალებულთა უსჯულოებათა ღუარსა შინა დანთქმისაგან.

სიტყვითა ხორცნი შეზღუდენ, ეფრემ, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ რაი ლოცვითა და მღვიძარებითა, მაშინ დაიმკვიდრა შენ თანა სულმან წმიდამან, და მდინარეთა მადლისათა აღმოაცენებდი უხრწნელისა ცხორებისა მიმყვანებელთა და სწავლითა საღმრთოითა დასწერდი სინანულისა სიტყუათა სიბრძნით გამოსახულთა, აწცა მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა  მლხინებელ გუექმნეს ცოდვათა ჩუენთა და აღამაღლოს რქაი მორწმუნეთა მართლმადიდებელთაი.

ჭურად სიწმიდისა გამოსჩნდი და ჰქადაგებდი რაი სამებისა ბუნებასა ერთბუნებად, სწავლანი მაღნენტოსისნი აღმოფხურენ ძირითურთ და სიტყუანი იგი ბოროტთა მწვალებელთანი განაქიქენ და დასთრგუნე მართლსწავლითა, ამისთვისცა სიხარულით ვაქებთ საქმეთა შენთა საკვირველთა და გევედრებით შეწევნასა, რაითა ურიცხუთა მწვალებელთა და ღმრთისმგმობთა მზაკუვარებათაგან გვიხსნას უფალმა და  ეკლესიაი დაიცვას შეუძრველად.

რაჟამს, მამაო, ნისლი იგი საცთურისაი განაქარვე მხურვალითა შრომითა შენითა, მსაჯულისა იგი მოსლვაი განჭურიტე, ნეტარო, და ცრემლთა მდინარითა ყოველთავე ასწავე აღნთებაი სულიერთა ლამპართანი მოსლვასა მას სიძისასა და სამოსლითა ბრწყინვალითა მიგებებაი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისად, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ჟამსაცა მას საშინელსა გვიხსნნეს ცილისწამებათაგან ეშმაკთაისა და ტანჯვისა და დასჯისაგან საშინელისა.

 

ჰოი, საჩინოთა მამათა შორის განბრწყინვებულო, და უდაბნოთა ქალაქმყოფელო, დიდო მოღუაწეო ეფრემ ასურო, რომელი ეგე შეერთებულ ხარ წმიდასა მწყობრსა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათასა სამკვიდროსა მას შინა ღმრთისასა, კეთილმსახურებრითა კადნიერებითა შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა – ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რაითა თანა-წარგუხადოს ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი და ღირს გვყოს მარადის დიდებად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუხლთმოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, მოწესეთა სამკაულო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოისაო, ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ, ეკლესიისა სიმტკიცეო და სუეტო შეურყეველო კეთილად მსახურებისაო, მონაზონთა ღმრთივსულიერო კანონო და სიქადულო ედესისაო; პატიოსანთა ღმრთისმსახურთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; მრავალთა სასწაულთა მომქმედო და ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო უდაბნოისაო და  მნათობო ედესისაო ღირსო მამაო ეფრემ, მსგავს იყავ რაი ელიაისა და იოვანეისა, ცათა შინა დაემკვიდრე მათთანა, და გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა მოიხილოს ერსა ჩუენსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, რამეთუ წარვწყმდებით ურიცხუთა ცოდვათაგან, და მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა, რაითა თანა-წარგვხდეს განსაცდელი იგი დაქცევისაი, და მოგვცეს სიბრძნეი და გულისხმისყოფაი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი და მოგვანიჭოს ძალი მიტევებისაი. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.

ჰოი, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო ეფრემ ასურო, რომელმან დაატკბე სოფელი ჭეშმარიტად თქმულითა შენითა და კაცთა ასწავე სინანული და მოწყალებაი, ზეცით მოიგე გვირგვინი ძლევისაი და აწ დაუდუმებელად უგალობ რაი წმიდასა სამებასა, შესწირე მას ლოცვანი ჩუენნი და გვითხოე, რაითა მოგუმადლოს ყოველივეი, რაიცა სარგებელ არს სულთა და ხორცთათვის ჩუენთა: მართალი სარწმუნოებაი, სასოებაი შეუორგულებელი, სიყუარული წრფელი, მორჩილებაი და სიმდაბლეი, ახოვანებაი განსაცდელთა შინა, დათმენაი ტანჯუათა შინა და ღმრთისმოსავობასა შინა წარმატებაი, რაითა კეთილად განვვლოთ საწუთოი ცხორებაი ჩუენი და საუკუნესა მას მშვიდობასა მიწევნულნი შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისაისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მთხვევასა ზედა ხატისასა ვჰგალობთ:

შეიყვარე ცხორებაი მარტოებით იოანესაებრ, ნეტარო ეფრემ, და განაშუენენ რაი უდაბნონი სათნოებითა, სახეი კეთილისაი ექმენ მონაზონთა და ცრემლთა მიერ შენთა მოჰრწყენ გულნი კაცთანი და ნაყოფიერ ჰყვენ სულნი მორწმუნეთა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა გვიხსნას სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან, და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანისმცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ეფრემ ასურისაისა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

გიორგი მთაწმინდელისეული თვენის თეოფანეს მიერ შექმნილი საგალობელის გამოყენებით

 შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

10 თებერვალი. ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379)

 

Exit mobile version