სავედრებელი პარაკლისი წმიდათა უვერცხლოთა და საკვირველთმოქმედთა მკურნალთა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნი

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

✠

ტროპარი; ხმაი 8

წმინდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

✠

სხუაი ტროპარი

ვითარცა სნეულთა მრთელ-ჰყოფდით ძალითა ღმრთისაითა, რომელიცა დამკვიდრებულ იყო თქუენ თანა, აწ ჩუენცა მოგვხედეთ, წმიდანო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო, და განგვარინნეთ ყოველთა უძლურებათა და სენთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

✠

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: აღვაღებ პირსა ჩემსა, რაითა აღივსოს სულითა და აღმოთქუას დიდებაი დედისა და დედოფლისაი, და სიხარულითა უგალობდე სასწაულთა შენთა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გიგალობთ თქუენ, ვითარცა შუამდგომელთა და ჭირთა შინა ნუგეშინის-მცემელთა ჩუენთა, და გევედრებით განრინებასა ყოველთა ვნებათა და უძლურებათაგან.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეიჭურნეთ ღმრთისა და მოყუასისა სიყუარულითა, და ყოველი ბოროტებაი ეშმაკთაი დახსენით რაი მადლითა, აწ შეწევნაი თქუენი გარდამოგვივლინეთ, და გვიხსენით ყოვლისაგან ბოროტისა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ქუეყანამან გამოგზარდათ რაი, ღმრთეებრივნო უვერცხლონო, ზეცამან სულნი თქუენნი შეიწყნარა, და მსგავსად დაუწყვედელისა წყაროისა უხუად აღმოაცენებთ მადლთა და წყალობათა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

შეიწირეთ მცირეი ესე გალობაი ჩუენი, ჰოი, ქრისტეისმობაძავნო მკურნალნო უვერცხლონო, და მოტევებაი გვითხოეთ წმიდისა სამებისაგან მრავალთა ცოდვათა თანამდებთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შუამდგომელად აღვძრავთ შენდა მომართ თავად ხორცითა მშობელსა შენსა და კრებულსა უვერცხლოთა მკურნალთასა, ლოცვითა მათითა, მეუფეო, დაამშვიდე ცხორებაი ჩუენი.

✠

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: დასნი მგალობელთა შენთანი, ღმრთისმშობელო, წყაროო ცხოველო და უშურველო, სულითა განამტკიცე ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა და ღირს-ჰყავ დიდებისა გვირგვინისა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განჰკურნე სნეულებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, ყოვლადნეტარო ერმოლაოზ, რომელმან ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა მოაქციე წმიდაი მკურნალი პანტელეიმონი.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხორცთა კურნებისა ხელოვანებისა თანა უფროისად ისწავე სულისა კურნებისა მეცნიერებაი, წმიდაო პანტელეიმონ, და ღმრთისა სიბრძნითა აღვსილი გამოსჩნდი მკურნალად საკვირველად.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხარი შენ სიქადული უვერცხლოთა მკურნალთაი, შუენიერებაი მოწამეთაი და მკურნალი სნეულთაი, წმიდაო პანტელეიმონ, და შუამდგომელი ჩუენი წინაშე უფლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

არა მიგვიღო წყალობაი შენი ჩუენგან, უფალო, წმიდათა ლოცვათა მიერ ერმოლაოზისა და პანტელეიმონისა – მოწყალებისა სეხნისა, და განგვარინნე ყოვლისაგან ჭირისა და სალმობისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მშობელო სულთა და ხორცთა მკურნალისაო, კურნებაი მოგუმადლე ჩუენ, ღმრთისმშობელო, რომელ მარადის გარდამოგვიდინებ გულმოწყალებისა შენისა ზეთსა, საცხოვნებელად ჩუენდა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს…(აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

✠

წარდგომაი, ხმაი 4

ქრისტეის ღმრთისათვის დაითმენდით მრავალთა განსაცდელთა, და ვითარცა ქადაგნი მისნი, სასწაულთა მიერ განთქუამდით რაი ძლიერებასა მისსა, მრავალთა მოაქცევდით მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, და უშურველად ჰკურნებდით რაი კაცთა და პირუტყვთა, შემდგომად სიკუდილისაცა სახარულსა მოჰფენთ გულთა ქრისტეანეთასა, რომელნი სურვილითა მივევლტით მაკურნებელთა ნაწილთა თქუენთა და გევედრებით ღმრთისა მიმართ შუამდგომელობასა.

✠

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამობაი ერთმოსახელეთა ძმათაი ვადიდოთ, ყოვლადპატიოსანნი კოზმა და დამიანე, რომელნი განბრწყინდენ ასიასა, ჰრომსა და არაბიას, და მრავალნი განანათლეს კურნებათა და სასწაულთა დიდებულებითა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ცხორებისა სიწმიდითა, მტკიცითა სარწმუნოებითა და საღმრთოითა მოშურნეობითა ჰნათობდით, ჰოი, სამრიცხვედნო ძმანო კოზმა და დამიანე, მამულთა შინა თქუენთა, და უშურველად კურნებდით მრავალსახეთა სენთაგან განკაფულთა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მსმენელნი კაცთმოყუარებისა და თანა-ლმობისა თქუენისანი ყოველთა ქმნილებათა მიმართ, ვჰნატრით ძმობასა თქუენსა, ჰოი, წმიდანო სეხნანო, და გევედრებით, რაითა სნეულებათაგან განგვკურნოთ, და განგვაშოროთ ყოველთა საქმეთა უსჯულოებისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

მოვედით, ყოველნო უძლურნო, მოღებად კურნებისა საბოძვარისა, რამეთუ სამობაი ერთმოსახელეთა ძმათაი სიმრთელესა მოჰმადლებს სარწმუნოებითა მათდა მვედრებელთა, და აღძრავს ყოველთა დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სენთაგან შეჭირვებულნი და საცთურთაგან ძლეულნი ამა ყოველსა განგვარინე, ღმრთისა მშობელო, და ჟამსა ჩუენისა განსლვისასა ნუ მისცემ ფლობად სულთა ჩუენთა წინააღმდგომთა, რაითა მარადის უგალობდეთ დიდებულებასა შენსა.

✠

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შეძრწუნდებიან ყოველნი ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა, რამეთუ შეიწყნარე მუცელსა შენსა ღმერთი ყოველთაი, უქორწინებელო სძალო, და შევ უჟამოი ძეი, რომელმან ყოველთა მგალობელთა შენთა მოგუმადლა მშვიდობაი.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

კვიროსისა და იოანეს ურთიერთსიყუარულსა ვუგალობოთ, ჰოი, მორწმუნენო, რამეთუ მიიღეს ღმრთისაგან მადლი კურნებათაი და მოჰმადლებენ მორწმუნეთა უშურველად, რომელნი სარწმუნოებითა ევედრებიან შეწევნასა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი, მესაჭურველენო ქრისტეისნო და მკურნალნო უძლურთანო, კვიროს და იოანე, ყოვლადმოწყალისა ღმრთისა მიერ განმდიდრებულნო სასწაულთა აღსრულებისა მადლითა, აწ კურნებაი მოგუმადლეთ მოსავთა თქუენთა და დაგვიფარეთ ყოვლისაგან საფრხისა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ორნი მნათობნი, ესრეთ ჰნათობენ კვიროს და იოანე, და სასწაულთა ბრწყინვალებასა გარდამოადინებენ რაი ერთისა მის წყაროისაგან ნათლისა, უხრწნელსა მადლსა მიანიჭებენ უძლურთა, და აღძრავენ დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ერთითა გულითა და ერთითა ბაგითა გიგალობთ ქრისტეს მოწამეთა იოანესა და კვიროსსა, ვითარცა ღმრთივმომადლებულთა მკურნალთა და გევედრებით: გვითხოვეთ ქრისტეისგან ყოველივეი, რაიცა სარგებელ არს სულთა და ხორცთათვის ჩუენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველნი სენნი და უძლურებანი ჩუენნი სიმრთელედ და სიმტკიცედ გარდასცვალე, ყოვლადძლიერო დედოფალო, რაითა სიმხნითა აღვასრულებდეთ ბრძანებათა ძისა შენისათა, და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა.

✠

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მოვედით, ღმრთივგანბრძნობილნო, აღვასრულოთ ღმრთეებრივი და ყოვლადპატიოსანი ესე დღესასწაული ღმრთისმშობლისაი, აღვიტყუელნოთ და მისგან შობილი ღმერთი ვადიდოთ.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ქებით შევამკობთ ფოტისა და ანიკიტეს, უვერცხლოთა მკურნალთა, რომელთაცა ქრისტეისთვის დაითმინეს ურიცხუნი ტანჯვანი, და მოიღეს მისგან მადლი ჭირთა შინა შეწევნისაი.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა მნათობნი ყოვლადდიდებულნი, ფოტი და ანიკიტე, ესრეთ მოევლინეთ სოფელსა, და ყოველთა ქმნილებათა განანათლებთ სხივთა მიერ ღუაწლთა თქუენთა და კურნებათა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მაკურნებელად ვნებათა ექმნენით რაი მოსავთა თქუენთა, უძლურებანი აღუსუბუქეთ და განაძეთ მათგან უწყალონი იგი სულნი ქვესკნელისანი, ყოვლად ქებულნო ფოტი და ანიკიტე.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

თანასწორითა მოშურნეობითა განასრულეთ რაი სლვაი თქუენი, ჰოი, ფოტი და ანიკიტე, სწორითა პატივითა შეიმოსეთ ცათა შინა, უვერცხლონო საკვირველთმოქმედნო.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, მეუფებრივო საფარველო სოფლისაო, ყოველთა ჭირთაგან დაიმარხე პატივისმცემელნი შენნი და უძლეველითა ძლიერებითა შენითა ძლევაი მიჰმადლე ქრისტეანობისა მტერთა ზედა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

✠

კონდაკი, ხმა 2

მორჩილ იყვენით საღმრთოისა ბრძანებისა, საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, და არცა რასა მიიღებდით საზღაურად, არამედ უსასყიდლოდ მომღებელნი უსასყიდლოდვე მისცემდით, მოსაპოვებლად ხსნისა და ცხორებისა.

✠

იკოსი, ხმა 2

ყოვლისა გონებისა და სიბრძნისა აღმატებულ არს სიტყუაი ბრძენთა ამათ მკურნალთაი, რამეთუ მადლისა მაღლით მომღებელნი, უხილავად კურნებასა მიჰმადლებენ და სალმობათაგან იხსნიან ყოველთა სარწმუნოებითა მათდა მვედრებელთა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა ხმაი 4 – იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმენ ყოველნი წრფელნი გულითა.

მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდე რაი მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ ათორმეტთა მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ხელმწიფებაი სულთა ზედა არაწმიდათა, რაითა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. ესე ათორმეტნი წარავლინნა, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროის ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა. და მი-რაი-ხვიდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

მეოხებითა წმიდათა უვერცხლოთა და საკვირველთმოქმედთა მკურნალთაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, ჰოი, უვერცხლონო მკურნალნო, სანატრელნო, და ზეგარდამო მოიხუენით რაი ქრისტეს ღმრთისა მიერ ნიჭნი ნიშთა და სასწაულთა ქმნისაი, აწ ნუ განგვწირავთ სასოებისა თქუენისა მოქენეთა, და გვითხოვეთ სოფლისათვის მშვიდობაი, მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა ზედა ჯუარითა ძლევაი, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტიანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა და წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა, ეკატერინე, თეკლა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდათა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარისა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა: იოანე, და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმეისა და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდათა უვერცხლოთა და საკვირველთმოქმედთა მკურნალთა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: არაი მსახურეს ქმნილებასა უფროის შემოქმედისა ღმრთივგანბრძნობილთა ყრმათა, არამედ ახოვანებითა დათრგუნეს შინებაი ცეცხლითა და სახარულევანნი გალობდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან მწყსიდი რაი ბატთა სოფელსა შინა შენსა, ღმრთისა მიერ მოიღე მადლი კურნებისაი, წმიდაო მოწამეო ტრიფონ, და ვითარცა უვერცხლოი მკურნალი, მსწრაფლ აღხოცდი ყოველთა სენთა და სალმობათა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წყლულებანი შენნი, ჰოი, დიდმოწამეო ტრიფონ, კეთილსუნნელებასა განფენენ მსგავსად მირონისა, ხოლო სისხლი შენი აღმოადინებს რაი კურნებათა, წმიდანი ნაწილნი შენნი განანათლებენ სულთა მათდა მომართ მოლტოლვილთათა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთოითა მადლითა შემოსილი დაშრეტ სნეულებათა, წმიდაო ტრიფონ, და ვითარცა რჩეული შორის უვერცხლოთა, განაოტებ რაი სულთა მზაკუვართა, აწ ჩუენცა განგვარინე ყოველთა უძლურებათა და სენთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

წმიდათა მოწამეთა ტრიფონსა და დიომიდეს პატივს-ვჰსცემდეთ, ჰოი, მორწმუნენო, უვერცხლოთა დასისა თანა, ვითარცა მეოხთა და შუამდგომელთა ჩუენთა წინაშე ღმრთისა, და ვევედროთ მოტევებაი ცოდვათაი და სიხარული ცათა შინა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კურნებათა ნაკადულთა აღმოუცენებ სნეულთა პატიოსანთა უვერცხლოთა მკურნალთა თანა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ გულმოწყალებისა ნაკადულად გამოგაჩინა მოწყალემან უფალმან, შენგან განხორციელებულმან.

✠

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ღმრთისმოსავნი ყრმანი სახუმილსა შინა იხსნა ღმერთმან, რომელ შობად იყო ღმრთისმშობელისაგან, აკურთხევდით უფალსა ყოველნი საქმენი მისნი და უგალობდით მას უკუნისამდე.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შენ მიერ პატიოსნად შეიმკვების ეკლესიაი, ვითარცა ბრწყინვალეთა მარგარიტთაგან შეთხზულითა გვირგვინითა, ჰოი, მოკი ყოვლადნეტარო, უსასყიდლოდ მკურნალო ყოველთა სნეულთაო და განმდევნელო ეშმაკის მანქანებათაო.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სულთა და ხორცთა უძლურებანი დასცხრებიან წინაშე წმიდათა და ყოველთაგან პატივის-ცემულთა ნაწილთა შენთა, წმიდაო მღდელმოწამეო მოკი, რამეთუ მოგვანიჭებ ქრისტეს მიერ ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სიმრთელედ და კურნებად ექმნენ მორწმუნეთა წუეთნი სისხლთა შენთანი, ჰოი, თალალე მოწამეო, უძლურებათა განმბანველად და ფიცხელთა განხურვებათა დამშრეტელად, მადლითა ქრისტეის ღმრთისაითა.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, უფალსა

ვითარ არა ვუგალობოთ სიქადულთა უვერცხლოთა დასისათა, პატიოსანსა ორობასა – თალალესა და მოკისა, სიბრძნისა თანა სიმხნისა შემაუღლებელთა, და მრავალთა კურნებათა და სასწაულთა აღმასრულებელთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ზედა დაგვიძს სასოებაი, ყოვლადწმიდაო დედაო, და გვითხოე ძისა შენისაგან, რაითა უვერცხლოთა მკურნალთა ოხითა განგვარინოს მოწევნადსა მას სასჯელსა და ღირს-გვყოს ზეცისა სასუფეველისა.

✠

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: იხარებდით ყოველნი უსხეულონი ზეცისანი და იშუებდით ნაშობნი ქუეყანისანი, რომელნი პატივის-ჰსცემთ წმიდასა ამას დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა და ხმობდით: გიხაროდენ, ყოველთა დედოფალო, უბიწოო და მარადის ქალწულო.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გნატრით შენ, ვითარცა მკურნალთა შორის უანგაროსა მწესა, და უძლურთა აღმადგინებელსა, ჰოი, მღდელთა შორის საკვირველთმოქმედო სამსონ, უცხოთშემწყნარებელო, და გევედრებით ხსნასა ყოველთა ჭირთა და საფრხეთაგან.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წმიდაი ლუსკუმაი ყოვლად პატიოსანთა ნაწილთა შენთაი უშურველად აღმოაცენებს რაი კურნებასა, ვნებათა სიმყრალესა განაოტებს, ღმერთშემოსილო მამაო სამსონ, და მადლისა სუნნელებასა მიჰფენს ხსენებისა შენისა მაქებელთა.

წმიდანო უვერცხლონო და საკვირველთმოქმედნო მკურნალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მფარველად დიდად მორწმუნეთასა და სენთაგან გამომხსნელად გამოსჩნდი რაი, ღმრთივგანბრძნობილო იულიანე, აწ ჩუენცა წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინე და ყოველთა ვნებულებათა, სენთა და ურვათაგან აღმოგვიტაცე.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

წმინდანი ეგე არაბიელნი მკურნალნი კოზმა და დამიანე ჰბრწყინავთ რაი სხივთა მიერ გულმოწყალებისათა, სამრიცხუედნი ეგე ძმანი თქუენნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი თქუენ თანა სუამენ მოწამეობისა სასუმისსა, და მეოხ ხართ მოსავთა თქუენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სახიერო მაცხოვარ, ლოცვითა ყოვლადსაგალობელისა დედისა შენისაითა და წმიდათა უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა მკურნალთაითა წყალობაი და შეწევნაი გარდამოგვივლინე ზეცითგან ყოველთა მომწოდებელთა შენთა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ყოველი სასოებაი დასდეთ რაი ცათა შინა, ჰოი, წმიდანო, ღუაწლისა მძლენო მამანო, საუნჯეი წარუალი თავთა თვისთა მოუგეთ, და უსასყიდლოდ მიიღეთ რაი მადლი კურნებისაი, მცნებისებრ არა მიიღეთ ოქროი, გინა ვეცხლი, და კაცთა და პირუტყუთა მსწრაფლ მიანიჭებდით რაი კურნებასა, აწ ჩუენცა უხუებითა გარდამოგვივლინეთ შეწევნისა მადლმოსილნი საბოძვარნი და განგვამტკიცეთ მართლმადიდებლობასა შინა.

გამოგირჩიათ რაი ღმერთმან დამტევნელად მადლთა მათ თვისთა, უძლურთა ხსნისათვის იღუწიდით მოსწრაფებითა და წყაროი კურნებისაი თქუენ მიერ განეფინა რაი კიდეთა სოფლისათა, აწ ჩუენცა შეგვეწიეთ ღმრთისა მიმართ, რაითა გონებანი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხოს და ჰყოს საჭურველად თვისად, რაითა ლმობიერებითა გულისაითა და ღმრთისმოშიშებითა იღუწიდენ შეწევნად ყოველთა სნეულთა და დავრდომილთა.

ჰოი, საკვირველნო მამანო და ნეტარნო მოწამენო, რომელნი ქუეყანასა აღავსებთ აღურაცხელთა სასწაულთა მიერ, და არა ხოლო თუ ხორციელთა უძლურებათა ჰკურნებთ, არამედ სულთაცა განანათლებთ ქრისტეს მიმართ სასოებითა, წარუმართებთ რაი სინანულისა გზითა და ძალითა მისითა დაუცხრომელად კეთილსა უყოფთ ყოველთა, რომელნი გევედრებიან მეოხებასა და შეწევნასა.

ჰოი, წმიდანო ღუაწლისა მძლენო მამანო, რომელთა სძლიეთ ყოველსა ძალსა მტერისასა და განაბრწყინვეთ სულისა იგი ლამპარი და განჰვლეთ ღელვაი სოფლისაი, აწ მაღალსა მას სოფელსა შინა დამკვიდრებულნი გულმოწყალებითა მოჰხედავთ ყოველთა დამაშურალთა, პყრობილთა და სნეულთა, რომელთა თქუენ ზედა დაუძთ სასოებაი თვისი, და მიჰმადლებთ ნუგეშინისცემასა და სულთა მხნეობასა.

ღმრთივ-მონიჭებულითა სულითა ვნებათა და სენთა განსდევნიდით, ჰოი, მკურნალნო საკვირველნო, და მიიცუალეთ რაი საყოფელთა შინა ზეცისათა, წმიდათა მათ სამკვიდრებელთა, აწ ლმობიერ-ჰყავთ ზეციერი მკურნალი სულთა და ხორცთა ჩუენთაი, და ყოვლადწმიდაი დედაი მისი, მომადლებად ჩუენდა უძლურებათა კურნებისა, და დამშვიდებად გულისა ჩუენისა, სოფლისა ღელვათაგან შერყეულისა, რაითა მიგვიძღვეს გზათა საღმრთოთა, და მარადის ღირს გვყოს დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაი… აწდა…

✠

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღუაწლმრავალნო მკურნალნო დიდებულნო, წინაშე მტარვალთა თავთა თვისთა ქრისტეს მსახურად მწოდებელნო და ვნებათა მისთა ახოვანებითა მიმბაძველნო; კაცთა და პირუტყვთა ყოველთა სენთაგან დამფარველნო და მორწმუნეთა სახლთა ყოვლითა კეთილითა აღმავსებელნო; სულთა თქუენთა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისათვის დამდებელნო და მხურვალედ თქუენდამი შევრდომილთა ხელის-აღმპყრობელნო და მსწრაფლ-შემწენო!

ჰოი, წმინდანო უვერცხლონო მკურნალნო და სასწაულთმოქმედნო საკვირველნო, არა ხოლო თუ კაცთა და პირუტყუთა კურნებისა ხელოვანებაი მოიღეთ ქრისტეს ღმრთისაგან, არამედ მოუკლებელიცა მადლი ვნებათა დაშრეტისაი და ეშმაკთა განხდისაი, და მსწრაფლ შეეწეოდით რაი ყოველთა ვნებულთა, შეაგონებდით განმართებასა ცხორებისა თვისისასა, რაითა მრთელ იყვნენ სულითაცა და ეზიარნენ მაცხოვნებელსა მადლსა ქრისტეს ღმრთისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა არა წარგვწყმიდოს უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ გვიხსნას უწყალოთა და უკურნებელთა სნეულებათა და უძლურებათაგან სულთა და ხორცთაისა და დაგვიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა თქუენისაითა მსახურებასა შინა განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ქუეყანისა ანგელოზნო და კაცნო ზეცისანო, მსწრაფლშემწენო და მეოხნო ყოველთა თქუენდამო სარწმუნოებითა მოვლტოლვილთანო, აწ ჩუენცა გვიოხეთ ღმრთისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, უცნაურისა სენისა და უეცარისა სიკუდილისაგან, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და ჟამსა მას აღსასრულისა ჩუენისასა განვერნეთ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთა, რაითა სასუფეველსა შინა მარადის თქუენთანა უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა უვერცხლოთა და საკვირველთმოქმედთა მკურნალთა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

✠

ლოცვაი ხატის მთხვევასა ზედა:

ღუაწლთა თქუენთათვის მოგენიჭათ რაი უფლისაგან ხელმწიფებაი უკურნებელთა სენთა კურნებისაი, ვნებათა დაშრეტისაი და კაცთათვის სინანულისა ცრემლთა მინიჭებისაი, აწ ჩუენცა შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა თქუენსა, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, და საკვირველთმოქმედნო, რაითა მოგუმადლოთ სიმტკიცეი სარწმუნოებისაი, სიწმიდეი ცხორებისაი და შიში ღმრთისაი, და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა მისსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მოხედენ სულთქუმასა ჩუენსა და მხურვალესა ვედრებასა, და დღენი ცხორებისა ჩუენისანი წარგვიმართე მშვიდობითა და სიმართლითა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა