Categories
წმინდანთა ცხოვრება

სავედრებელი პარაკლისი წმიდათა დედათა და მამათა, ქვაბთახევის მონასტერში წამებულთა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდათა დედათა და მამათა, ქვაბთახევისა მონასტერსა შინა წამებულთა

ჟამთა თემურ-ლენგისასა

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 1

არა უარყავით თქუენ უფალი იესუ ქრისტე, დიდებულნო ქვაბთახეველნო მოწამენო, და ერთობითა მიხუედით რა ასპარეზსა ვნებისასა, ანგელოზთა და წმიდათა თანა სუფევთ წინაშე ღმრთისა, და ყოველთა მორწმუნეთა უშურველად განუყოფთ რაი მადლსა და წყალობასა, აწ ჩუენცა ვითხოვთ მეოხებასა თქუენსა მისა მიმართ, რაითა განსაცდელთა და ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდოს და წარგვიმართოს ნავთსაყუდელსა მას ცხორებისასა.

დიდებაი… (ტროპარი იგივე) აწდაი…

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ქებით შეგამკობთ მორწმუნენი წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, დედათა და მამათა, სამღდელოთა და ერთა, და საფარველსა თქუენსა შევვედრებთ თავსა ჩუენსა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ღუაწლი თქუენი ბრწყინვალედ შეუმოსიეს რაი ეკლესიასა ჩუენსა, გვიწესს ლოცვითა გარდახდად წმიდისა ხსენებისა თქუენისა, და გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განსთქუამს რაი ქვაბთახევისა მონასტერი დიდებულსა მარტვილობასა თქუენსა, წინაშე ხატთა თქუენთა შევრდომილნი, არა დავსცხრებით ქებად თქუენდა და დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო.

გალობაი 3, განძლიერდასა 

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღაბორგა რაი ბილწი ლანგ-თემურ ბაგრატ მეფისა მიერ ლაშქართა მისთა აღსპობამან, ქართლად მოწევნულმან სძლო სპასა მას ქარველთასა, და დიდითა ლაშქრითა აღაოხრა და დაჰსწუა ქართლი, და შეუხდა ქუაბთახევისა მონასტერსა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შესრულთა მათ თათართა მარბიელთა სამკვიდრებელსა მას ღმრთისასა, შეაგინეს რაი ტაძარი იგი ყოვლადწმიდისა დედისაი, წარმოსტყუენეს ყოვლითურთ და განიტაცნეს ჭურჭელნი და საუნჯე სავანისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდებულსა მას მონასტერსა, ვითარცა ყუდროსა ნავსაყუდელსა, შევლტოლვილი ერი, სამღდელოთა და მონაზონთა თანა, ლოცვითა და მარხვითა განკაფულნი, ევედრებოდენ ღმერთსა ხსნასა და შეწევნასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეისა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

შემოკრბით, ჰოი, ერნო ქართველთანო, მამანო და მონაზონთა კრებულნო მღდელთმთავართა თანა, მდიდარნო და გლახაკნო და ყოველნო ჰასაკნო, რაითა ქებით შევამკობდეთ გუნდსა უბიწოსა, მხედრობასა საღმრთოსა, მწყობრსა რჩეულსა, ბანაკსა წმიდასა, სპარაზენობასა ძლიერსა, სიმრავლესა სამგზის სანატრელსა – ქვაბთახეველთა მოწამეთა, და ვევედრნეთ, ვითარცა ძლიერთა შემწეთა ჩუენთა, რაითა შეუძრველად დაგვიცვან მართლმადიდებლობასა შინა და განგვარინონ ყოველთა განსაცდელთა.                                        დიდებაი… აწდა…

ჰოი, მამათა მათ მოწესეთა და მონაზონთა დედათა ერთობაო, სულისა მიერ წმიდისა შეერთებულო, – ქრისტეისთვის პყრობილნო ყრმანო, ჭაბუკნო და მხცოვანნო, და მთავარნო ჩინებულნო, აზნაურნო და გლახაკნო, სულითა ღმრთისაითა საწუთოისა მძლეველნო, და დედანო და დანო ჩუენნო, ღუაწლსა მას მამაკაცებრ ახოვნად შებმულნო, – შეგვეწიეთ წინაშე ღმრთისა, გარე-მოგვზღუდოს საცთურისაგან ეშმაკისა, და დაგვიცვას ზედადასხმისაგან მტერისა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ბოროტად აღიძრნენ რაი ბილწნი ბარბაროსნი, უპირველეს უძლურნი აღსპეს მახვილითა და სულნი მათნი, განწმედილნი ერთობითა აღვიდოდეს ხელთა შინა ზეციერისა ღმრთისა ჩუენისასა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღბორგდენ უსჯულონი. ვითარცა მგელნი ბოროტნი, და  მოეხვივნეს რაი არვეთა კრავისათა, მოწყვიდნეს უწყალოდ, ვითარცა ჰეროდემ ჩჩვილნი უმანკონი, და სულსა შევედრებდენ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხედვიდით რაი უსჯულოთა მიერ მოსრვასა უძლურთასა და შეკრვასა ტყუეთაისა, არა შეირყიეთ, ნეტარნო, არამედ ღუაწლად განემზადეთ, და ითხოვდით ღმრთისაგან დათმენასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მოიცალეს რაი კლვისაგან უსჯულოთა, სიცილითა შეასხნეს ეჟვანნი მოწესეთა და მონაზონთა დედათა, და აიძულებდენ როკუად, და იშუებდენ დამდაბლებითა მათითა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ბრძანებისაებრ უღმრთოისა მის თემურისა გაუწყეს რაი ტყუეთა: „ვინაიცა არა უარყოფთ ქრისტესა, დაგწვავთ ეკლესიასა შინა თქუენსა“, არა თავს-იდეთ დატევებაი სჯულისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი, საკვირველი ეგე ღუაწლი თქუენი, მარტვილნო, რამეთუ სჯულისდებასა მას ცრუისასა არა შეიწყნარებდით და უშიშად ღაღადებდით: „აჰა, ჩუენცა მზანი ვართ შეწირუად ღმრთისა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი წარწყმედისაგან.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ეჰა, უშიში ახოვანებაი, გული გითქმიდათ რაი ქრისტეს მიერ მიღებასა ძლევისა გვირგვინისასა, და ღაღადებდით: „ვერარამან განგვაშოროს ჩუენ სიყუარულსა მისსა“.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვერცარა დაითმენდეს რაი კადნიერებასა თქუენსა ბარბაროსნი, განძვინებულნი მიგათრევდენ ტაძარსა, რაითა ტარიგნი ეგე შეიწირნეთ ღმერთმთავრისა ტარიგისად წმიდასა მას წმიდათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არად შერაცხდით განჩინებასა უღმრთოთასა და კადნიერებითა ღაღადებდით: „დაღათუ დაიწვიან ხორცნი გახრწნადნი, მოვიღებთ უხრწნელსა ჯილდოსა – საუკუნესა მას ცხორებასა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე-რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

თქუენზედა მოწევნადთა განსაცდელთა ვინმე-უძლოა, ქვაბთახეველნო მოწამენო, სხურებითა სისხლთაითა სულნელ-ყავთ ეკლესიაი ქართველთაი, რომელსა შინა იქება მადლი თქუენი და ოხითა თქუენითა ღმრთისაგან, ყოველთა მოგუენიჭების წყალობაი.

სხუაი კონდაკი

საქებელ არს უპატიოსნესი შეკრებულებაი თქუენი არა ხრწნადითა ნათესავობითა, არამედ უხრწნელითა და ანგელოსებრითა ერთობითა რჩეული და წმიდა ქმნილი, რომელთაცა სახლსა შინა უფლისასა – წმიდასა შინა ეკლესიასა შესწირნეთ თავნი თვისნი ღმერთსა, ფრიად განგადიდნათ, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო, და მოგანიჭათ აღთქმული იგი მადლი კურნებისა და შეწევნისაი.

იკოსი

ბრძანებაი უსჯულოთაი არა ისმინნეთ, ჰოი, ღუაწლით შემოსილნო მოწამენო, ქვაბთახევისა მონასტერსა შინა ლანგ თემურისა მიერ ვნებულნო, და სარწმუნოებითა მტკიცითა განაქიქეთ რაი მძლავრთა უღმრთოებაი, ლახვართა მიერ უწყალოდ დაიგმირეთ და ცეცხლთა მიერ დაიწვით, ხოლო მსხუერპლი ეგე სათნო იყო ღმერთმან და დაგადგათ ნათელი, ამისთვის ხსენებაი თქუენი ქებით აღესრულების.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4.

საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარებაი მათესი

 

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდათა და სანატრელთა ქვაბთახეველთა მოწამე თაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ასპარეზი ღუაწლისაი სრულ-ყვენით რაი ქრისტეისთვის თავის შეწირვითა, აღმაღლდით ზეცას, ქვაბთახეველნო მოწამენო, და ღირს-ქმნილნი სწორსა პატივსა და დიდებასა, გვირგვინოსან იქმენით მარჯვენისაგან ღმრთისა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყვენით წინაშე მისსა, მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, და წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანე და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), წმიდათა მოწამეთა თემურლენგისა მიერ ქუაბთახევს მოწყვედილთა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                            

გუნდი: ამინ.  

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იხილეს რაი უშიშოებაი თქუენი უსჯულოთა, მოკრიბნეს შეშაი გარემო ეკლესიისა, და შეგყარნეს რაი წმიდაი კრებული მას შინა,  ერთურთსა განამხნობდით და აკურთხევდით ღმერთსა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ესმათ რაი ლოცვაი თქუენი, აღაგზეს ბარბაროსთა ცეცხლი, და ალი და კუამლი სიმაღლედ აღვიდოდა, ხოლო თქუენ მონანი უფლისანი, ევედრებოდით მას შეწყნარებასა სასუფეველსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხედევდით რაი, წინა-მდებარეთა მათ სატანჯუელთა მამანი და დედანი, და კრებული სამღდელოთა და ერთაი, მზა იყუენით მსხუერპლ შეწირუად წინაშე ზეციერისა საკურთხეველისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დაიწვით რაი ეკლესიასა შინა, პატივ-გცათ ღმერთმან, მარტვილნო, და იატაკთა ზედა დაიბეჭდნეს რაი ხატნი ასოთა თქუენთანი, აჰა, აწ კუალად ჰქადაგებენ ძლევისმოყუარებასა თქუენსა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა წმიდანი ტარიგნი და ვერძნი, ეკლესიასა შინა შეიწირნეთ რაი ღმრთისა მიმართ, ნეტარნო, სულნი თქუენნი აღმაღლდენ ზეცად, და სიწმიდეი შეიმოსეს ნეშტთა თქუენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა შესაწირავი დიდი, მსხუერპლი ეგე სათნო იყო ღმერთმან და დაადგა რაი ნათელი, აღივსო ეკლესიაი იგი სუნნელებითა უხრწნელითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაი და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმამაღლად გიგალობთ შენ.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაია, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ განსცხრებოდე ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყუავენ სახედ შროშანთა სისხლითა ქვაბთახეველთა მოწამეთაითა, და შეუთხზენ ქებაი ღირსთა მათ ქებისათა.

წმიდანო მოწამენო, ქვაბთახევსა მოწყვედილნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარ წინაპარნი ჩუენნი მიისწრაფდენ ქუაბთახევისა სავანესა, და თქუენ მიერ მიიღებდეს მადლსა და წყალობასა, აწ ჩუენცა მოვიწევით ვედრებად შეწევნისა თქუენისა და დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სისხლმან თქუენმან, ქრისტეისთვის დათხეულმან შუენიერად მეწამულ-ყო ეკლესიაი ქართველთაი, ამისთვის ხსენებასა თქუენსა აღასრულებს და გვიწესს ქებად თქუენდა და დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ღმრთისმშობელო, მქონებელი ქრისტეის, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ქალწულო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმევს:

მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ეჰა, ვითარ დიდ-არს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენეთ ხორცთა შინა მყოფთა, ვითარცა უხორცოთა, და მძლედ გამოსჩნდით წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიეთ წინაშე მისა,  მარტვილნო სანატრელნო, რაითა სულთა ჩუენთა წყლულებანი განჰკუროს და სიმრთელეი მოანიჭოს ხორცთა ჩუენთა.

მამულისა ცისკიდეთა ჟამსა ძნელბედობისა მისისასა, ვითარცა მნათობნი ელვარენი აღმობრწყინდით რაი უგუნურთა შემწირველთა მიერ თქუენთა მახვილითა და ცეცხლითა, აწ ჩუენცა მოვისწრაფით ადგილსა მას მოწამეობისა თქუენისასა, და გევედრებით შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაითა დასცეს ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაი და დააცხროს ღელვანი იგი ვნებათანი, და ალმური წუალებისაი ოხითა თქუენითა.

თანა-მოწამე იქმენით და თანა-ზიარნი ურთიერთარს, დედანო და მამანო, ქვაბთახევს მოწყვედილნო, რომელნი შესწირვიდით თავთა თვისთა საკურთხეველსა ზედა ცეცხლისასა, წინაშე ქრისტეის ღმრთისა, მისგანვე ითხოვეთ აწ ერისა ჩუენისათვის, რაითა დაიფაროს ზედადასხმისაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და დაიცვას ეკლესიაი ჩუენი შეურყეველად.

კურთხეულ არს ქრისტე, რომელმან ღირს გყვნა თქუენ მოწამეთა დასთა შეერთებასა და მსგავსად მათსა პატივ გცნა რაი გვირგვინითა ძლევისაითა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ საყუარელსა დედასა მისსა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, არამედ აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ეკლესიისა ჩუენისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო – დედანო და მამანო, ყრმანო, ჭაბუკნო და მხცოვანნო, და მთავარნო ჩინებულნო, აზნაურნო, და გლახაკნო, მარტვილობისა გვირგვინითა განშუენებულნო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, ყოვლად ნეტარნო ქვაბთახეველნო მოწამენო!

ჰოი, სულისა წმიდითა განრწყინებულნო და პატივისმცემელთა თქუენთა მსწრაფლ-შემწენო, ქვაბთახეველნო მოწამენო, მოგვიხსენეთ წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისა ჩუენისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიეთ, სანატრელნო, რაითა წყალობითა მოჰხედოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღგვავსოს მაცხოვნებელითა მღვიძარებითა და კუალად აღგვიდგინოს  საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სიმართლისა სიყუარული და მხნეობაი სულისაი; განაძლიეროს მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. განანათლეოს ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი დაიცვას პატიოსნითა მეოხებითა თქუენითა.

ჰოი, კრებულო საღმრთოო, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეერთებულნო ქვაბთახეველნო მოწამენო, იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა და გვიხსნას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სენისა და სიკუდილისაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და მარადის შენთანა უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.

მღდელმან:  ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა ქვაბთახეველთა მოწამეთა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი 4

უფლისა მიერ ერთობითა მიებოძნეთ რაი ივერიელთა, ვითარცა სულთა და ხორცთა მკურნალნი და შემწენი განსაცდელთა შინა, აწ ჩუენცა თაყუანისვჰსცემთ წმიდასა ხატსა თქუენსა და გევედრებით: გვიმეოხეთ წინაშე ღმრთისა, ჰოი, მარტვილნო საკვირველნო, ქვაბთახევისა სავანესა მოწყვედილნო, რაითა დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაი ცოდვისაი და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა მრავალ-ბევრთაგან შეკრებულთა და ქვაბთახევისა ტაძარსა წამებულთა მარტვილთაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

სავედრებელი პარაკლისი  წმიდისა პატრიარქისა კალისტრატესი

სავედრებელი პარაკლისი  წმიდისა პატრიარქისა კალისტრატესი

მღდელი:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვჰსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.  

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.  

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.  

ტროპარი, ხმაი 4

კეთილმსახურებისა ზღუდედ განსდიდენ და მართლმადიდებბლობისა სიმტკცედ გამოსჩნდი, ქრისტეს ერისა წინამძღუარო მღდელშუენიერო, ყოვლადბრძენო პირველმღვდელმთავარო ჩუენო კალისტრატე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა გარდამოუვლინოს სულთა ჩუენთა მდიდარნი წყალობანი.

 დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვინ შემძლებელ არს ქებად საკვირველისა მის მოქალაქობისა შენისა და დიდებულისა მის ღუაწლისა, ვითარცა ერისა შენისათვის, ეგრეთცა ეკლესიისათვის აღსრულებულისა, რამეთუ მრავალნი კეთილნი ქმენ ქუეყანასა ჩუენსა.  

გამოზარდე რაი სამწყსოი შენი სიტყვითა და სწავლითა საღმრთოითა, ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკვირველად, და

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაი ქრისტემან ღმერთმან, მამაო, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოითა, და მადლი გულისხმისყოფისაი უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღეი და ამპარტავნებაი გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგავლინა რაი ღმერთმან ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასა მამათმთავრად ქართველთა, მოგცა სიბრძნეი, თუ ვითარ დაიფარო სამწყსოი შენი ვნებათაგან, და მრავალნი განამტკიცე სარწმუნოებასა შინა და აღძარ დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

ჟამსა მას ხედვიდი რაი მუშაკთა სიმცირესა და სამკალთა სიმრავლესა, მრავალთა საქმეთა იტვირთვიდი, წმიდაო პატრიარქო, და მარადის დაშურებოდი რაი მსახურებასა შინა ღმრთისა და ერისასა, აწ გაქუს მადლი განსაცდელთა და ჭირთა შინა შეწევნისა ჩუენისაი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყვაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღმოსცენდი რაი ძირთაგან პატიოსანთა სამღდელოთა, სანატრელო, მორჩ იქმენ კეთილ, საწადელ და სასურველ, და აღორძნდი რაი, ვითარცა საღმრთოი ნერგი, მრავალნი ნაყოფნი საწადელნი გამოიხუნე ჟამსა თვისსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დასაბამსავე შეიყუარე სიმდაბლეი და კრძალულებაი, და მარადის იქცეოდი სიწმიდითა და სიმართლითა წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, აწ ჩუენცა მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან მოგეცა რაი საღმრთოი მღვიძარებაი, მსწრაფლ დაისწავლე ყოველნივე საეკლესიო წესნი და გალობაი, და საზრდელ და საშუებელ შენდა იყო სიტყუაი ღმრთისაი, მას ევედრე, აწ ჩუენცა მოგუმადლოს სიმრთელეი ხორცთაი და სული სიბრძნისაი.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

ჯერეთცა ყრმაი გიხილა იმერეთის ებისკობოსმან გაბრიელმან, და გულისხმაყო რაი მომავალი შენი, ურჩია მამასა შენსა წარგზავნაი შენი ქუთათისსა, რაითა მუნ განისწავლო სამღდელოსა მას სასწავლებელსა შინა და მარადის იღუაწო სადიდებელად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 4

მამათმთავრად და წინამძღურად გყო რაი ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უძღოდი, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და მანქანებათა უღმრთოებისათა ვერა შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ არა გეშინოდა მზაკუვართა და მტყუართა სულთა, არამედ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაითა და ლოცვითა მხურვალითა განხდიდი ურიცხუთა საფრხეთა მათთა და მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალეიმსა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილი იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, წმიდაო პატრიარქო, და ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე რაი სულისა მიერ წმიდისა, გამოჰზარდენ მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, გარე-წარგუხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი ყოველთა მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა ყოველი სასოებაი შენ ზედა დაგვიძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარდგინებითა გაბრიელ ეპისკოპოსისაითა სასწავლოდ გარდახვედ რაი ტფილისსა, ფრიად განათლდი წიგნთაგან ღმრთივ-სულიერთა, და ვითარცა წარჩინებული მოწაფეი წარგგზავნეს კიევსა, რაითა ჟამსა მას რუსთა ეგზარხოსთა ზეობისასა, სარგებელ ეყო დედა-ეკლესიასა სადიდებელად ღმრთისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ფუტკარი სიტყვიერი მოიღუაწებდი რაი ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთასა, ფრიად წარემატე საეროთა და საღმრთისმეტყველოთა მეცნიერებათაცა შინა, და იქმენ შეუორგულებელად და მტკიცედ დამცველ ივერთა სამოციქულოისა ეკლესიისა, ჟამსა მას რუსთაგან დამცრობილისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ესმა რაი წმიდასა ებისკოპოსსა გაბრიელსა, შეჭირვებაი ქურივისა დედისა შენისაი და შვილთა მისთა, ფრიად შეეწეოდა ყოვლითა სახმარითა, რაითა არა უკუნ იქცე შენ სამშობლოსა, ნეტარო, და არცაღა დაბრკოლდე სწავლასა და განათლებასა შინა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

დაღათუ ბერად აღკვეცაი შენი ეწადა ებისკოპოსსა გაბრიელსა,  შეეუღლე შენ უცხოტომელსა ასულსა, და ერთ-სულ იყვენით რაი სათნოებითა, აზიარე მართლმადიდებლობასა, და თანა-მტვირთველ იქმნა ფიცხლისა და მძიმისა უღლისა შენისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულ-ყავ რაი სწავლაი კიევსა, ნეტარო, გაკურთხეს მღდლად დიდუბის ეკლესიასა შინა, და დაგადგინეს რაი წინამძღვრად, სიხარულითა შესწირვიდი უსისხლოსა მსხუერპლსა ქრისტესა, და კეთილად განსწავლიდი სამწყსოსა შენსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას უპატრიარქობისასა და დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, ფრიად იღუწიდი აღდგინებისათვის ივერთ ეკლესიის თვითმყოფადობისა, და ქადაგებათა შინა ამხელდი რაი წინააღმდგომთა, მრავალთა გამოცემათა შინა დაბეჭდვიდი წერილთა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იწყეს რაი შენებაი სამთავისსა მიმსგავსებულისა ქაშუეთისა ტაძრისა, თანა-მონაწილეი იქმენ დიდისა მის საქმისა, და დაგადგინეს რაი წინამძღურად, იქმენ დეკანოზ და სურნელებაი ლოცვათა შენთაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

დაამხუეს რაი ღმრთისმბრძოლთა საყდარი რუსთა ხელმწიფისაი, აღადგინეთ მის მიერ წარტაცებული ავტოკეფალიაი ეკლესიისა ჩუენისაი, და პატრიარქად მოიწვიეთ ებისკოპოსი კირიონი, ექსორიაქმნილი რუსეთსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაი და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა ქრისტეანეთა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა წევრი საკათალიკოზო საბჭოისა, და თანამოსაგრე დიდთა მღდელმთავართა კირიონისა, ლეონიდესი და ამბროსისა, დაუცხრომელად იღუწიდი აღიარებისათვის ივერთა ეკლესიის თვითმყოფადობისა და ეპისტოლეთა მიუწერდი ყოველთა პატრიარქთა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მთავრობაი ქუეყანისა ჩუენისაი ხელთ იგდეს რაი ღმრთისმბრძოლთა, შეიპყრეს პატრიარქი ამბროსი, ვითარცა მამხილებელი მათი, და შენცა იყავ რაი შორის თანამზახველთა მისთა, უდრტვინველად დაითმენდით შიმშილსა, ტანჯვასა და შეურაცხებასა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვიდრე ჟამამდე განგათავისუფლეს რაი უძლურებისათვის პატრიარქისა ამბროსისა, ეწადა მას ებისკოპოსად კურთხევაი შენი სიმტკიცისა და სათნოებისათვის შენისა, გარნა შორად განაყენე თავი თვისი, წმიდაო მღდელო, რამეთუ ევლტოდი კაცობრივსა მას დიდებასა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

მონაზონთა საძმოსა შერთული მღვდელმთავრად გაკურთხა რაი მწყემსმთავარმან, მოგანიჭა ხარისხი მიტროპოლიტისა, და მოსაყდრედ თვისად დაგადგინა, გარნა განძვინდენ განმაახლებელნი მღდელმთავარნი, და იწყეს რაი დევნაი შენი, დაუტევე ხარისხი მოსაყდრისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…   

კონდაკი, ხმაი 2

სამღდელმთავროითა პატივითა ღირსად შემკულმან, მოძღურებისა შენისა მადლი სამწყსოსა შენსა აღმოუბრწყინვე და ერსა, ბნელსა შინა მყოფსა, ასწავენ გზანი სიმართლისანი, კეთილმსახურებისა ჩუენისა წინამძღუარო, ნეტარო კალისტრატე, მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი სახსენებელისა შენისანი.

იკოსი

ღმრთისა მიერ განეწესე რაი მამათმთავრად საქართველოს ეკლესიისა, ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და საღმრთოითა ხმითა მქადაგებელმან განახუენ რაი ზეცისა საიდუმლონი, სამწყსოი შენი მოზღუდე მოციქულთა და მამათა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა და განამდიდრენ შენ მიერ გამოთქმულითა სწავლებითა, რაისთვისცა ღირს-იქმენ დამკვიდრებად საუკუნესა სუფევასა ცათა შინა და მეოხ ხარ პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7

იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                   

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელი: იოვანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი იოვანესი

წარდგომა:  ,,პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. ხმაი 7.

მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

სახარება იოანესი 

(თ.10. მუხლი 1-9)

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ხმისა მისისაი ისმინიან, და თვისთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. და ოდეს თვისნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ხმაი მისი. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაი. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.              დიდებაი…

მეოხებითა წმიდისა პატრიარქისა კალისტრატეისა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.                  აწდა…

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი ერსა შენსა, რომელ აწ აღგძრავს მეოხად ღმრთისა მიმართ, რაითა გვითხოვო მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქუეყანასა ზედა, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და წყალობაი სულთათვის ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინა დაჭრილისაითა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასლანისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმესი და არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა პატრიარქისა კალისტრატესი, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                                    

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არცაღა დასცხრენ რაი წინააღმდგომნი შენნი, ნეტარო, წარგტაცეს საყდარი ნინოწმიდისაი, და მღდელმთავარი ეგე დიდებული, ვითარცა უბრალოი მღდელი, კუალად მსახურებდი ქაშუეთსა.  

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი მდაბალ და აღუზვავებელ, და აღსავსეი მადლითა სულიერითა, უდრტვინველად დაითმენდი სივერაგესა მათსა, და სიმდაბლესა, და მღვიძარებასა საქმითა ასწავებდი სამწყსოსა შენსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საკვირველითა მით განგებულებითა ღმრთისაითა პატრიარქად დაგადგინეს რაი წესისაებრ განგებულებისა, აღიღე ჯუარი შენი, ღირსო, და შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

განმზადე რაი თავი თვისი განსაცდელთა მიმართ, პატრიარქო, ლოცვითა დააყუდნებდი ღელვათა ბოროტისა მის ჟამისათა, და დაუცხრომელად ითხოვდი ქრისტეისგან სამწყსოისა შენისა განრინებასა ყოველთა ძვირთა და საცთურთაგან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ოდეს განზრახვაი განცოფებულთაი ქრისტეის ეკლესიისათვის მძვინვარედ ბორგდა, მწყემსობითა მოციქულებრითა მართალაღსარებასა ზედა ჰგიებდი შეუძრველად, და უშიშად ქადაგებდი ქრისტეს მაცხოვნებელთა სწავლებათა, მას ევედრე, რაითა აწ ჩუენცა დაგვიცვას საეშმაკოთა ბადეთაგან და ზედა დასხმისაგან უცხო თესლთაისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განგვაცვიფრებს ჩუენ საკვირველი ღუაწლი შენი და უფროის გვიკვირს სიბრძნეი შენი და ერთგულებაი ღმრთისა და ერისა, რამეთუ წინაშე ხელისუფალთა შუამდგომლობდი რაი ხსნისათვის ეკლესიათა და მონასტერთა, სიმხნითა დაითმინე მათ მიერ უმსჯავროდ მოკუდინებაი ასულისაი, და ვითარცა მწყემსმან კეთილმან არცაღა დაუტევე მსახურებაი სამწყსოისა შენისაი.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მწყსიდი რაი, მწყემსო კეთილო, კეთილგონიერად, მრავალნი საცხოვარნი სამწყსოისა შენისანი განარინნე მგელთაგან მტაცებელთა, და სულნი მრავალნი შესწირნე ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ურიცხუთა მწვალებელთა და ღმრთისმგმობთა მზაკუვარებათაგან გვიხსნას ოხითა შენითა და ეკლესიაი ჩუენი დაიცვას შეუძრველად.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

მოძღურებათა და ქადაგებათა სიმაღლითა განთქმულ იქმენ რაი მღდელთმთავართა შორის და საკვირველ – პატრიარქთა შორის, ჰოი, ღმრთივსულიერო კალისტრატე, ივერთა ეკლესიაი განაშუენე საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, და თვითმყოფადობაი მისი აღიარეს ყოველთა მართლმადიდებელთა ეკლესიათა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროისაი, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გიხილა რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაითა განაქარვოს მგზებარებაი შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარ იობსა ზედა მართალსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა მაჩუენებლობითა, არამედ კაცთ-მოყუარებითა იქმოდი მოწყალებასა, ღირსო, მარადის გამოზრდიდი რაი ქურივ-ობოლთა და ღატაკთა, და ნუგეშინისცემდი მგლოვარეთა და საპყრობილესა შინა მყოფთა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მხცოვანებასა შინა დასნეულდი, ღირსო, და სული თვისი შეჰვედრე რაი ღმერთსა, სიმრავლეი ერისაი მოისწრაფდა პატივისა მიგებად შენდა და ლოცვითა და გალობითა დაგკრძალეს სიონსა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა 

მართლმადიდებლობითა სრულ ჰყავ სრბაი შენი, და აღმაღლდი რაი ხორცთაგან წინაშე ღმრთისა, ვითარცა ღირსი მღდელმთავარი შეგრთო სიმრავლესა წმიდათასა, და აწ მეოხ-ხარ მოსავთა შენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

განმანათლებელი

ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჰოი, ღუაწლმოსილო პატრიარქო კალისტრატე, და მოჰფინე რაი შარავანდედი ქუეყანასა ჩუენსა, ღუაწლი შენი, ვითარცა საუნჯეი ოქროისაი, ბრწყინვალედ შეუმოსიეს ეკლესიასა ქართველთასა, და ვითარცა გვირგვინი სამეუფოი, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თვისსა, რაითა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულით შევლენან მას შინა.                    

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამხსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თვისდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მოღუაწებითა სული შენი შეამკვე ღმრთივშუენიერად, და გონებისა შენისა სიმშვიდითა და გულისა სიწმიდითა იქმენ რაი უაღრეს ყოველთაისა შემძლებელი წინა-მძღვრობად და მწყსად სულთა, საწუთოსა ამას დაითმენდი ურიცხუთა განსაცდელთა და იქმენ რაი მსხუერპლად უსისხლოდ, ვითარცა მოწამეი ქრისტეისი, მოგანიჭა მან სასყიდელი შრომათა შენთაი, და აღგიტაცა რაი ნათელსა მას დაუსრულებელსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, რაითა მოგუაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, და მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი.

 მადლი ღმრთისაი საკვირველად გამობრწყინდა რაი შორის შენსა, წმიდაო პატრიარქო, ვერცა ჭირმან ანუ იწროებამან, შვილთა ავადობამან და სიკუდილმან, ხელისუფალთა უღმრთოებამან და მათ მიერ სამღდელოთა და მორწმუნეთა დევნამან, სამწყსოისა შენისა სიმცირემან, და საფრხემან სიკუდილისამან ვერა განგაშორეს სიყუარულსა მას ღმრთისასა, და გაქუს აწ კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა დაარღვიოს ყოველივე უღმრთოებისა საცთური შორის ჩუენსა და დაამხოს ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაი.

ჰხედვიდა რაი საღმრთოსა მოქალაქობასა შენსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ღუაწლთა, ივერთა ეკლესიამან წმიდანად დაგადგინა და საუკუნოდ მოხსენიებაი და ქებაი შენი განგვიჩინა რაი სამწყსოთა თვისთა, აჰა, აწ ჩუენცა სიყუარულითა გნატრით შენ, წმიდაო პატრიარქო, და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, განგვიმრავლოს კთილმსახურნი ერის-მძღუარნი და მამანი სულიერნი, რაითა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა შენსა და მოჰკრძალონ საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტეის საცთურთაგან და მძლავრებისა.

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა და გვიწესს რაი შესხმად ღუაწლისა შენისა, იქადის მხარეი იმერთაი, მამული ეგე შენი, რამეთუ მიერითგან აღმოსცენდი მწყემსი კეთილი, მოღუაწედ და მლოცველად შენდა რწმუნებულისა ერისა ჩუენისა, და უფროის იშუებს კალისტრატე მოწამისა ტაძარი ქუთათისსა, რამეთუ სახელსაცა შენსა ზედა იკურთხა, და აწ მრჩობლთა ერთმოსახელეთა წმიდათა ზედა სახელდებული, სახარულსა მოჰფენს გულთა მორწმუნეთასა, რომელნიცა სურვილითა მოივლტიან ტაძარსა მას, შევრდომად ხატთა თქუენთა, ქრისტეს მხედარნო შუენიერნო, და აქებენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.

ჟამსა მას ღმრთისმბრძოლობისასა იწოდე რაი მორწმუნეთა ნავთსაყუდელად, და შეუძრველ სუეტად ივერთა ეკლესიისა, აწ კეთილმსახურებრითა კადნიერებითა შეგვავედრე ქალწულსა ღმრთისმშობელსა, სენთაგან შეჭირვებულნი და საცთურთაგან ძლეულნი ამა ყოველსა განგვარინოს და ჟამსა ხორცთაგან განსლვისასა ნუ მისცემს ფლობად სულთა ჩუენთა წინააღმდგომთა, რაითა მარადის სასუფეველსა შინა ვიხარებდეთ და უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                                 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                    

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.       

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაი… აწდა…  

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ჭეშმარიტად ბრძენო მამათმთავარო კალისტრატე, პატრიარქო სრულიად საქართველოისაო 

სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ეკლესიისაო; მონაზონთა სამკაულო და მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და მეოხო ჩუენო წინაშე ღმრთისაო!

ჰოი, სიქადულო მღდელმთავართაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, წმიდაო ღმრთივგვირგვინოსანო პატრიარქო კალისტრატე, მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწემსობისაი, იქმენ მოძღუარ და კეთილად წარმმართებელ ერისა ჩუენისა, და დიდად ივნე რაი ერთგულებისათვის ეკლესიისა, და კეთილად დაცვისათვის ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა, აწ გაქუს კადნიერებაი ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რაითა მღდელთა მოანიჭოს მოშურნეობაი და მზრუნველობაი საცხოვნებელად სამწყსოთა თვისთა, და ჩუენცა მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი და შეუორგულებელი სიყუარული მამულისაი, რაითა ვიქმნნეთ ჩუენცა მტკიცედ დამცველად მართლმადიდებლობისა, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, და ეკლესიასა შინა თვისსა განამტკიცოს სული მართლისა სარწმუნოებისაი და ღმრთისმოსაობისაი. მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულო მღდელთმთავარო კალისტრატე, სიმხნითა და ღირსებითა აღასრულე რაი ღუაწლი შენი, ღმრთისა მიერ განწესებული შენდა, განგიხუნა ზესკნელს კარი უსისხლოისა მოწამეობისაი, და მოგანიჭა მადლი შეწევნისაი და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა დაგვიფარე მახეთაგან მათთა და გვიხსენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, განმხრწნელისაგან ქარისა, და უცნაურისაგან სიკუდილისა, რაითა კეთილდღეობითა და მშვიდობით ვსცხოვნდებოდეთ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.                    

გუნდი: დიდებაი.. აწდა… უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გვაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა პატრიარქისა კალისტრატესითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატის მთხვევასა ზედა:

ცხორებისა სიწმიდეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე რაი, ჰოი, მამათმთავარო საკვირველო, ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელეი დამწყსე და განაბრძვე რაი საღმრთოითა მოშურნეობითა სარწმუნოებისა და მამულისაითა, აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა, და პატიოსანსა ხატსა შენსა შევრდომილნი დაგვიფარე ყოველთა გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და ვნებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა კალისტრატე პატრიარქისაისა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

თინათინ მჭედლიშვილი

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

დაუჯდომელი საგალობელი უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტისა, წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა

დაუჯდომელი საგალობელი

უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტისა,

წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ დიდსა მღდელმთავარსა და მამასა რუმინთა ერისასა და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, შეგვაწყნარე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, მოგვანიჭოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, და გვიხსნას ყოვლისაგან ძვირისა, რაითა ვევლტოდეთ რისხვასა ღმრთივაღძრულსა და გნატრიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

იკოსი 1

იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, ნეტარო, სახარებისა სიღრმისა ძალსა საკვირველითა სიბრძნითა მიწვდომილი და რიტორი დიდად ხელოვანი, ძეებრითა გულმხურვალებითა მსახურებდი რუმინთა ერსა, რომელ აწ გსახავს შენ მამად და მოძღურად თვისად, დიდო განმანათლებელო ანთიმოზ, და აღორძინებული ღუაწლითა შენითა გაქებს და შეგასხამს გიხაროდენსა:

გიხაროდენ, ღმრთისა სიტყვისა მოშურნეობითა მქადაგებელო;

გიხაროდენ, სიწმიდისა და სიმდაბლისა მასწავლელო;

გიხაროდენ, მორწმუნეთათვის მადლისმიერისა სიხარულისა მომფენელო;

გიხაროდენ, ბოროტისაგან დათესილისა ღუარძლის აღმომფხურელო;

გიხაროდენ, უმეცრებისა სიღრმესა შინა დანთქმულთა სულთა შესამეცნებელად ღმრთისა აღმომყუანებელო;

გიხაროდენ, დაშრეტილისა ქრისტეანულისა სულისა აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, ბრძენო მუშაკო, სწავლისმეძიებელთა სრულმყოფელო;

გიხაროდენ, გულთა შინა ჩუენსა ქრისტეს სიყუარულისა შთამსახველო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 2

ვითარცა მორჩი ღმრთივბრწყინვალეი, აღმოსცენდი ძირთა მიერ კეთილმსახურთა მესხთა, და სახელად გეწოდებოდა რაი ანდრიაი, ჯერეთცა ყრმაი წარგიტაცეს ოსმალოთა, ნეტარო, და მონობასა შინა უფროისად თავისუფალ იქმნა სული შენი სიყუარულითა ღმრთისაითა, ევედრებოდი რაი შეწევნასა, და აქებდი სახიერებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 2

აღგისრულა რაი კეთილი სათხოვარი უფალმან, ვითარცა სათნომყოფელსა მისსა, მოგიყიდა კონსტანტინოპოლისა პატრეარქმან მონათა ბაზარსა შინა სტამბულისასა, და მიერითგან ირწყვებოდი, ვითარცა ხეი დანერგული ღმრთისა მიერ თანა-წარსადინელსა წყალთა მათ სულისა წმიდისათა, აწ ჩუენცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, რაითა მოგვცეს სიბრძნეი და გონიერებაი, და აღგვძრას გალობად შენდა:

გიხაროდენ, ხეო მრავალნაყოფიერო, ნერგად მოღუაწებისად აღორძინებულო;

გიხაროდენ, წარმწყმედელთა მწიკულთაგან სულთა განწმედილო;

გიხაროდენ, საღმრთოთა წერილთა მიერ განსწავლულო;

გიხაროდენ, ზეგარდამოითა სიბრძნითა და სწავლულებითა აღვსილო;

გიხაროდენ, მხართა შენთა ზედა ქრისტეს ჯუარისა ამღებელო;

გიხაროდენ, მოღუაწებისა უცთომელითა სიმხნითა შეჭურვილო;

გიხაროდენ, სიმდაბლითა და კრძალულებითა შემკულო;

გიხაროდენ, ყოველსა მეცნიერებასა შინა წარმატებულო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 3

საკვირველისა სათნოებისა შენისა და სიბრძნისათვის ფრიად უყვარდი რაი პატრეარქსა, განგსწავლიდა ბერულსა მას ღუაწლსა შინა, და მსწრაფლ დაისწავე რაი ყოველივე საეკლესიო წესნი ბერძნულსა ენასა ზედა, მწიგნობრობაიცა ისწავე მრავალთა ენათაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე და აღგვავსე მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა განვერნეთ ცოდვილსა ცხორებასა და მარადის ვადიდებდეთ ყოვლისმპყრობელსა: ალილუია.

იკოსი 3

ღმრთისა მიერ საკვირველად განბრძნობილმან გამოავლინე რაი საკვირველი ნიჭი არა ხოლო თუ ქვასა და ხესა ზედა მკვეთელობისაი და ხუროთმოძღურებისაი, არამედ ოქრომჭედლობისა, მხატვრობისა და კალიგრაფიისაი, და საღმრთოითა მგზებარებითა აღვსილი ყოველივეს იქმოდი სადიდებლად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისსა, აღანთოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, და ღირს გვყოს შეწირვად შენდა ქებისა:

გიხაროდენ, ახოვანო მხედარო ქრისტეის მხსნელისაო;

გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სულისა წმიდისაო;

გიხაროდენ, წყაროო დაუწყვედელო მართლმადიდებლობისაო;

გიხაროდენ, აღმასრულებელო ქრისტეისმიერისა სიყუარულისაო;

გიხაროდენ, სჯულისა სიმტკიცეო და მოძღუარო სინანულისაო;

გიხაროდენ, უფსკრულო სიმდაბლისა და ერთგულებისაო;

გიხაროდენ, თუალუხვავო მსაჯულო სიმართლისაო;

გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოისა ქადაგებისაო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 4

მოიმუშაკე რაი ნიჭნი სულისა წმიდისანი, ღმერთშემოსილო, წესსა მას ზედა ანგელოზებრივსა აღგკვეცეს იერუსალემს – აღდგომის ეკლესიასა შინა, და მუნვე გაკურთხეს მღდელ-მონაზვნად სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე, განგვიმრავლოს ერის-მძღუარნი და მწყემსნი, შემკობილნი საქმითა და სიტყვითა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ემსახურონ მამულსა და ღმერთსა, და არცაღა დასცხრენ ქებად შენდა და დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 4

ვითარ მოძღუარი ღმრთისმოშიში და ბრძენი, კრძალვითა მსახურებდი რაი ქრისტეს საფლავსა, გარდამოადინებდი მდინარეთა მათ ღმრთისმეცნიერებისათა, ღირსო ანთიმოზ, და ყოველთა განსწავლიდი სულიერსა მას ღუაწლსა შინა, აწ ჩუენცა მოგუანიჭე ცხორებისა სიწმიდეი და შიში ღმრთისაი, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და აღმოვსთქუათ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო;

გიხაროდენ, ღმრთის-მხილველობისა მესაიდუმლეო;

გიხაროდენ, სახიერებისა და სათნოებისა სავანეო;

გიხაროდენ, ანგელოზთა მოდასეო და ზეცისა მოქალაქეო;

გიხაროდენ, მამათა შუენიერებაო და ღირსთა თანა-მოღუაწეო;

გიხაროდენ, მონაზონთა ნუგეშო და მღდელმთავართა სიკეთეო;

გიხაროდენ, სამწყსოისა შენისა ჭირთათვის ფრიად მგლოვარეო;

გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთა შეუძრველო ზღუდეო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 5

სახეი იქმენ რაი სიწმიდისა და ღმრთისმოსავობისაი, ყოვლად ნეტარო, წარგგზავნეს მოლდოვას ჩეტაცუიას სავანესა, და დაემოწაფე რაი წინამძღვარსა მისსა, მსწრაფლ დაისწავე რუმინული და სლავური, ღმრთივგანბრძნობილო, და გყვეს რაი წინამძღვარ სავანისაი, დაუცხრომელად იღუწიდი განსწავლისათვის სამწყსოისა შენისა და სადიდებელად ზეცათა მეუფისა და ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

ღმრთისა მიერ მოცემული მადლი განამრავლე რაი სიბრძნითა, უნგრო-ვლახეთსა წარგგზავნა პატრიარქმან სასწავლოდ მესტამბეობისა, და დახელოვნდი რაი, სანატრელო, ივერიას წარავლინე მესტამბე მიქაელი თხოვისაებრ ვახტანგ მეფისა, დააფუძნა რაი სტამბაი შეწევნითა შენითა, და ბეჭდვიდა წიგნთა საეკლესიოთა და საეროთა განსანათლებლად ქართველთა, ამისთვისცა გვიხარის ნათესავსა შენსა და მოგიძღუნით სამადლობელსა:

გიხაროდენ, სარწმუნოო მღდელო ეკლესიისაო;

გიხაროდენ, უშურველო წყაროო წყალობისაო;

გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო რუმინეთისაო;

გიხაროდენ, დიდო მოამაგეო ენისა მათისაო;

გიხაროდენ, ხმა-მაღალო ქადაგო ღმრთისმშობლისაო;

გიხაროდენ, წმიდათა წიგნთა მიერ შემამკობელო ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ფრიად მოჭირნახულეო ერისა შენისაო;

გიხაროდენ, დამაცხრობელო სულიერისა სიყმილისაო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 6

ესმა რაი საქმენი შენი კონსტანტინეს, კეთილმორწმუნესა მთავარსა რუმინთასა, გულისხმა-ყო, ვითარმედ გპოვა მარგარიტი მრავალსასყიდლისაი, და პატივითა გიწვია რაი ბუქარესტსა, ფრიადი ღუაწლი მოგანდო სამეფოსა თვისსა, ხოლო იწყე რაი თარგმანებაი და ბეჭდვაი წიგნთა საღმრთოთაი რუმინთა ენასა ზედა, რომელიცა დამცრობილ იყო ბერძულისაგან ეკლესიასა შინა, მრავალთა განსწავლიდი და აღძრვიდი დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

ვითარცა წინამძღუარი სნაგოვოს მონასტრისაი, არაი დადუმნებოდი შენ ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და გაკურთხეს რაი ეპისკოპოსად რიმნიკისა, მოშურნე იყავ განსწავლისათვის სამწყსოისა შენისა, რამეთუ წმიდათა წიგნთა თარგმანებითა და ნამუშაკევთა შენთა დაბეჭდვითა აღავსე ნაკლულევანებაი ღმრთისმსახურებისაი, აწ ჩუენცა წარგვიმართე გზასა კეთილსა, და განგვაბრძვნე ქებად და გალობად სიწმიდისა შენისა:

გიხაროდენ, მწყემსო სულიერო, სამწყსოისა შენისა სიბრძნითა დამწყსველო;

გიხაროდენ, სხუათა წყლულებისა გულსა შინა დამტევნელო;

გიხაროდენ, სიტყვითა ტკბილო და ზრახვითა საწადელო, სიძულვილისა და შფოთისა დამაცხრობელო;

გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო;

გიხაროდენ, უმანკოთა ყრმათა მანკიერებისაგან დამხსნელო;

გიხაროდენ, მამათა ღირსებისა და დედათა ცხორებისა წესისა ამამაღლებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა სიტყვისა მოშურნეობითა მქადაგებელო;

გიხაროდენ, ძალითა მისითა ყოველთა წინააღმდგომთა მძლეველო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 7

სიმხნითა იღუწიდი რაი რუმინთა ეკლესიისათვის, ვითარ სარწმუნოი მწყემსმთავარი დაგამტკიცეს მიტროპოლიტად უნგრო-ვლახეთისა, და ივერიელსა უწოდდი რაი თავსა თვისსა, ღმრთივსულიერად ქადაგებდი და ყოველთა ასწავებდი საღმრთოთა წეს-განგებულებათა განუხრელად დაცვასა, ამისთვისცა მრავალნი მოისწრაფდენ ეკლესიად, რაითა არა დააკლდენ სიტყუათა შენთა, თაფლისა უტკბილესთა, და აქებდენ ღმერთსა, განმაბრძნობელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 7

მამად და მოძღურად გყო რაი უფალმან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, გულსმოდგინებითა უძღოდი მათ, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და დააფუძნე რაი სამკითხველონი და სასწავლებელნი განსანათლებლად ყოველთა, საფასითა თვისითა განსწავლიდი მრავალთა, და ასწავებდი რაი დამარხვასა მართლისა სარწმუნოებისასა, აღძრვიდი ქებად და დიდებად ღუაწლისა შენისა და სიწმიდისა:

გიხაროდენ, ჟამთა სიავითა განბნეულთა ძუელთა ხელნაწერთა მომძიებელო და დამბეჭდველო;

გიხაროდენ, წყაროო, სულთა სარგებელთა სწავლათა აღმომადინებელო;

გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა წიგნთა განმამრავლებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მოძღურებისა განმავრცობელო;

გიხაროდენ, სოფლის ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ლამპარო ბრწყინვალეო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;

გიხაროდენ, მოწყალეო, გლახაკთა შესავედრებელო და უპოვართა კეთილისმყოფელო;

გიხაროდენ, მრავალთა ყრმათა აღმზრდელო და განმანათლებელო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 8

ჟამსა მას იწროებისასა მოღუაწეთა კაცთა მოუვლენდა რაი უფალი სამწყსოთა თვისთა, შენცა აღრჩეულ იქმენ, ვითარ მთავარი კონსტანტინე, რაითა ორნივე ეგე წინამბრძოლ ექმნეთ რუმინთა ერსა, თურქთა და ბერძენთაგან შეჭირვებულსა, და დაუცხრომელითა ღვაწლითა აღაგზებდით რაი შორის მათსა ცეცხლსა სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყუარულისასა, აღაშენეთ და შეამკეთ მრავალნი ეკლესიანი მოსახსენებლად და თაყუანისცემისათვის ყოველთა წმიდათა, და სადიდებელად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 8

ნაცულად შვილთა მათ საკუთართა მოგცა რაი ქრისტემან საღუაწად ერი რუმინთაი, ნეტარო, აღაორძინებდი ღმრთისმსახურებასა ენასა ზედა მათსა, დევნულსა ბერძენთა სამღდელოთაგან, და ქადაგებასა შინა ამხელდი რაი ანგარებასა მათსა, ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, გარნა სძლე ამა ყოველსა სიმტკიცითა სარწმუნოებისა შენისაითა, და ყოველთა უჩვენე სიმაღლეი სიმდაბლისაი, ამისთვისცა ვითხოვთ მეოხებასა შენსა ღმრთისა მიმართ, რაითა  ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს და აღგვძრას ქებად და გალობად სიმტკიცისა შენისა:

გიხაროდენ, ღმრთისმსახურებისა ღუაწლისა კეთილად მომმუშაკებელო;

გიხაროდენ, პატიოსანთა მღდელთა შემყუარებელო და ანგართა მარცხვენელო;

გიხაროდენ, საპყრობილესა შინა მყოფთა მომკითხველო და მათთვის წყალობისა მიმნიჭებელო;

გიხაროდენ, უძლურთა და ძვირ-ხილულთა ხელის-აღმპყრობელო;

გიხაროდენ, მშიერთა და მწყურვალთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, შიშველთა შემმოსველო და მწირთა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან ფიცხელთა გულთა მომალბობელო;

გიხაროდენ, სახლსა შინა ღმრთისასა წესიერებისა დამამყარებელო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 9

სიყუარულისათვის ქრისტეის ღმრთისა და ერთგულებისათვის ერისა თავი წარკვეთეს რაი ოსმალოთა თანამოაზრესა შენსა კონსტანტინეს, მწუხარებდი და უსჯულოთა თანა აღრევისათვის ამხილებდი ახალსა მთავარსა და დიდებულთა, მარადის მოუწოდდი რაი სინანულად, და დაცვად ერისა და სარწმუნოებისა, ამისთვის აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, შეგვინდოს უსჯულოებანი ჩუენნი, და გვიხსნნეს ძმათა შორის შუღლისაგან, რაითა აღდგეს ქუეყანისა ჩუენისა ერთობაი და ვაქებდეთ ღმერთსა წადიერებითა: ალილუია.

იკოსი 9

ზღუდედ უბრძოლველად და ფარად სიმტკიცისად ექმენ რაი რუმინთა ერსა, ზრუნვაი დიდი გიხმდა სამწყსოისათვის შენისა, და იცავდი რაი ორგულთა და მტერთაგან, ვითარცა მესაჭეი დიდად ხელოვანი, ესრეთ მართებდი ეკლესიისა მათისა ხომალდსა მღელვარესა ზღუასა შინა განსაცდელთასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე და გარე-წარგვხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მოსავთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, სწავლითა საღმრთოითა ღმრთისმსახურთა და ერთა შორის მრავალთა მანკიერებათა აღმომფხურელო;

გიხაროდენ, თესლთა წმიდათა წიგნთასა დამთესველო;

გიხაროდენ, აღორძინებითა მისითა მრავალთა სულთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, მოწესეთა ღუაწლთა შინა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, შრომისა და თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სულ-მოკლეთათვის მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, სულისა ახოვანებითა ხორციელად ძლიერთა ხელმწიფეთა მძლეველო;

გიხაროდენ, მათ მიერ დაჩაგრულთა მეოხო და მსწრაფლ-შემწეო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 10

მარადის ხვიდოდი რაი გზასა მას იწროსა და ფიცხელსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თვისი და ნათლითა სიტყუათა შენთაისა დასთრგუნვიდი რაი ყოველთა გარდასლვათა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაგან, ბოროტთა კაცთა მზაკუვარებითა და მათ მიერ შეთხზულთა ბრალთათვის, უპატიოდ შეგიპყრეს მთავართა და შეგსვეს დილეგსა, ხოლო შენ ახოვნად დაითმენდი შეურაცხებათა, და აქებდი განმაძლიერებელსა შენსა უფალსა: ალილუია.

იკოსი 10

ფრიად განდიდნა რაი სახელი შენი შორის სამწყსოისა შენისა, შიშითა სძრწოდენ მტერნი შენნი, წმიდაო, და ეგულვებოდი რაი მზაკუვარებისა მათისა განმაქარვებლად, ვითარცა ამბოხისა მოთავე შეგაჩვენეს, და აგხადეს რაი პატივი მღდელთმთავრობისაი, ეკლესიითგან განგკვეთეს, და განგიჩინეს ექსორიობაი სინას მთის მონასტერსა, ხოლო თანმხლებთა შენთა უბრძანეს რაი მოკუდინებაი შენი, ნეტარო, გულისხმა-ყავ ზრახვაი მათი და აკურთხევდი ქრისტესა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისსა, რაითა მოგვცეს განსუენებაი და შუებაი წარუვალი მოსავთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, რუმინთა ეკლესიისა მნათობო, განგებულებითა საღმრთოითა წინაითვე გამორჩეულო;

გიხაროდენ, ნათლითა ღმრთისმეტყუელებისაითა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, ქრისტეანეთა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;

გიხაროდენ, შეპყრობილთაგან ბოროტთა სულთა განმდევნელო;

გიხაროდენ, მძლავრთა სიქადულისა შეურაცხმყოფელო;

გიხაროდენ, მადლითა მხილებისა შენისაითა ღმრთისმგმობართა პირთა დამხშველო;

გიხაროდენ, ცრუთა ბრალდებათა სულგრძელებითა დამთმენელო;

გიხაროდენ, მრავალთა სიმწარეთა სიმართლისათვის მგემებელო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 11

უკეთურთა მათ უწყალოდ აგკაფეს რაი ხრმლითა, ნეტარო, მრავალმოღვაწე ნეშტი შენი შთასთხიეს მდინარესა, და აწ მადლითა მით, რომელ გაქუს წინაშე ღმრთისა, გვითხოვე, მოჰხედოს ვენახსა ამას თვისსა, რომელ დაასხა ხელითა ანდრია მოციქულისაითა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მუშაკნი, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა, რაითა თავს-იდვან მწყსაი და მოქცევაი ქართველთაი გზისაგან ბოროტისა, და ყოველნი აღგუძრან დიდებად ჭეშმარიტისა ღმრთისა და მეუფისა ჩუენისა: ალილუია.

იკოსი 11

ჯუარისმტვირთველმან სამწყსოისა შენისამან დაუტევე რაი წარმავალი ესე ცხორებაი, ფრიად მწუხარებდენ, ვითარცა ობოლნი მამისაგან, და ცრემლოოდენ რაი განშორებისათვის შენისა, საქმენი შენნი დიდად საკვირველნი სიყუარულითა აღწერნეს მოწაფეთა შენთა, და განთქუეს რაი ყოველსა ქუეყანასა, აჰა ქართველთა ეკლესიაიცა იქადის ღუაწლითა და სიწმიდითა შენითა, და შესხმად შენდა მოგვიწოდს ყოველთა შვილთა თვისთა:

გიხაროდენ, უკუდავისა მის ცხორებისა მომგებელო;

გიხაროდენ, სასუფეველსა შინა წმიდათა მღდელმთავართა შეერთებულო;

გიხაროდენ, არაწმიდათა სულთა ზედა ხელმწიფებისა მიმღებელო;

გიხაროდენ, სულიერთა ნიჭთა უხვად მიმმადლებელო;

გიხაროდენ, დახსნილთა ახოვან-მყოფელო და დაცემულთა აღმმართებელო;

გიხაროდენ, ყოველთა მვედრებელთა შენთა განმამხნევებელო;

გიხაროდენ, მორწმუნეთათვის კეთილთა თხოვათა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოისა ცხორებისასა მშვიდობით შემყვანებელო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 12

იყავ რაი მღვიძარეი, დიდო მღდელმთავარო, გულსმოდგინებითა შეუდეგ კუალსა მას მოციქულთასა, და მათებრ მოშურნეობითა განავრცობდი რაი სიტყუასა ღმრთისასა, მის მიერ კულად აღასრულებ კურნებათა და ხატთა შენთა მიერ საკვირველებათა იქმ რაი სადიდებელად მისა, აწ მადლითა მით შენითა გვითხოვე ღმრთისაგან ხსნაი საფრხეთაგან ეშმაკისათა და ბოროტებისაგან კაცთაისა, რაითა უვნებელად დაცულნი გმადლობდეთ და ვაქებდეთ ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 12

სიჭაბუკითგან სიკუდიდმდე ხვიდოდი რაი გზასა მას ზედა მოწამეობრივსა, მადლი ღმრთისაი თანამავალ-გექმნა შენ, დიდო წინამძღუარო კეთილთა მოძღუართაო, და გყო რაი ჭეშმარიტად მსახურად მისად, აწ წარდგომილი წინაშე საყდრისა მეუფისასა, მეოხ ეყავ ერსა შენსა, ვიდრე ჟამამდე დამცრობილსა და შეჭირვებულსა, რაითა დაიცვას ყოველთა გარე მოდგომილთა ძვირთა და ურვათაგან, და სარწმუნოებაი შენებრი მოგუმადლოს მოსავთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, სამწყსოისა შენისა ღელვათაგან მრავალსახეთა განმარინებელო;

გიხაროდენ, ნაბეჭდთა წიგნთა შენთა სიმრავლითა ყოველთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, წმიდათა წერილთა და მამათა ნაღუაწთა განმმარტებელო;

გიხაროდენ, გამოუკვლეველითა მით სიბრძნითა უგულისხმოთა გულისხმისყოფად განმკრძალველო;

გიხაროდენ, ყოვლისა ნამუშაკევისა შენისა ქურივ-ობოლთა სამზრუნველოთა და სასწავლებელთათვის განმყოფელო;

გიხაროდენ, მადლითა მხილებისა შენისაითა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;

გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა თავისა გამწირველო;

გიხაროდენ, ჩუენ მიერ მარადის სანატრელო და სახსენებელო;

გიხაროდენ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეის სამწყსოთაო, წმიდაო მღდელმთავარო ანთიმოზ ივერიელო!

კონდაკი 13

ჰოი, მამათა და მღდელმთავართა ძლიერებაო და წმიდისა ეკლესიისა შუენებაო, წმიდაო ანთიმოზ ივერიელო! იქმენ შენ ვითარცა ლამპარი სიბრძნისაი და სამწყსოი შენი განანათლე რაი სიტყვითა და საქმითა საღმრთოითა, აწ მარტვილებრივითა კადნიერებითა გვიოხე წინაშე ღმრთისა, გვიხსნეს ყოველთა ვნებათაგან სულიერთა და ხორციელთა, და ჟამსა მას საშინელისა განსჯისასა განგუარინოს შესაძრწუნებელსა მას სასჯელსა, რაითა ოხითა შენითა მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა და მარადის ვადიდებდეთ დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.

ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ: იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო ანთიმოზ ოქროპირო, რუმინეთისა სიქადულო და ქართველთა დიდებაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, ყოვლად დიდებულო მიტროპოლიტო უნგრო-ვლახეთისაო, წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ! ღმერთმან ინება რაი წყალობაი და ცხორებაი რუმინთა ერისაი, ჟამსა მას ძნელბედობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაი ქადაგებაი ჭეშმარიტებისაი, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელმოწამეთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ანთიმოზ ივერიელო, ნუ დასცხრები აწ ვედრებად ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი და დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი, აღსაზრდელად ყრმათა შიშსა მისა და სიყუარულსა შინა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

ცხოვრება და ღვაწლი უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელისა

ცხოვრება და ღვაწლი

უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტის

წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელისა

(+1716) ხს. 13 (26) ივნისი

 

სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილ-იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, სახარებისა მადლითა განანათლე რუმინთა ქუეყანაი, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ანთიმოზ, და ივერიელსა უწოდდი რაი თავსა თვისსა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, სული თვისი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, და წამებისა სისხლითა განშუენებულიმან მოიღე ღმრთისა მიერ მადლი მოსავთა შენთა ხსნისა და შეწევნისაი.

 

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე ერს სხვა ეროვნების კაცი ეღიარებინა თავის სულიერ წინამძღოლად. რუმინეთის ეკლესიის დიდი წმინდანი, რუმინელი ხალხის სულიერი მწყემსი – უნგრო-ვლახეთის (რუმინეთის) მიტროპოლიტი ანთიმოზ (ანთიმ) ივერიელი. რუმინულ კულტურულ სივრცეში მისი როლი და მნიშვნელობა უზარმაზარია – იგი აღიარებულია რუმინულ ენათმეცნიერებაში ლიტურგიული და კლასიკურ-ლიტერატურული ენების ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებლად, საეკლესიო სამართალშემომქმედ-ჰომილეტად, უბადლო რიტორად და მქადაგებელად, განათლებისა და სასტამბო საქმის ორგანიზატორად, კლასიკური, აღმოსავლური და ევროპული ენებიდან დახვეწილი თარგმანების ავტორად, რუმინული სალიტერატურო და საეკლესიო ენის რეფორმატორად, ეკლესია-მონასტრების ქტიტორად, დახვეწილი გემოვნების ხუროთმოძღვარ-კალიგრაფად, სასულიერო სკოლებისა და რუმინეთში პირველი საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებელად, თუმცა წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა არ შემოისაზღვრებოდა მხოლოდ წმინდა სამოძღვრო, მთარგმნელობითი ან სასტამბო საქმიანობით. მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის ღრმა მცოდნე ანთიმოზი გვევლინება, როგორც აქტიური პოლიტიკური მოღვაწე და შორსმჭვრეტელი მოაზროვნე. რუმინელი ხალხი მას თავის წმინდანად, თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ე. პიკო წერს: საქართველოს წიაღიდან გამოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა. საქართველოს დამოუკიდებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, რუმინეთმა პირველმა აღიარა, ხოლო ანთიმოზ ივერიელი პირველი ქართველია, რომელიც საზღვარგარეთ იქნა წმინდანად შერაცხილი.

წმინდა ანთიმოზ ივერიელის ერისკაცობის დროინდელი ცნობები სამწუხაროდ ძალიან მწირია. ცნობილია, რომ იგი სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი მესხი იყო, სავარაუდოდ ხურციძეთა წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ოჯახიდან (XVI საუკუნემდე ხურსისძენი იყვნენ). რუმინეთში მოძიებული ცნობებით დადგინდა, რომ იგი დაიბადა 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში, სადაც რუმენითის საელჩოს ინიციატივით 2005 წლიდან აღინიშნება მისი დღესასწაული. მისი საერო სახელი ანდრია იყო, დედამისს მარია (მარიამი), და მამას – იონა (ივანე) რქმევია, და როგორც თვითონ მიუთითებს, ივერთა მხრიდან იძულებით იყო გადახიზნული. იგი 16 (სხვა ცნობით 24) წლისა კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და სტამბოლის მონათა ბაზარზე გასაყიდად გაიყვანეს.

ტყვეებით ვაჭრობამ საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა. ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნიდან 10-12 ათასი ადამიანი გაჰყავდათ გასაყიდად. XVI-XVIII ს.ს. განმავლობაში კი გაყიდულ ქართველთა რიცხვმა თითქმის 5 მილიონამდე მიაღწია. ბედს დამორჩილებულები ტყვეები იმასღა ფიქრობენ, ნეტავი ვინმე ღვთისნიერმა გვიყიდოსო. ამ მხრივ ჭაბუკ ანდრიას ბედმა გაუღიმა – .კონსტანტინოპოლის ბაზარს ათვალიერებს დოსითეოს, პატრიარქი იერუსალიმისა (მაშინ საპატრიარქო სტამბოლში იყო). ერთგან ხეში გამოკვეთილ უმშვენიერეს ვაზის ჩუქურთმას ჰკიდა თვალი და გაშეშდა. გამყიდველს ჰკითხა, – ვისი ნახელავიაო. ჩემი მონისო, – მიუგო თურქმა და იქვე მჯდომ ყმაწვილზე მიუთითა. რა გქვია და სადაური ხარ? – ჰკითხა დოსითეოსმა ახალგაზრდას. მღვდელმთავარს თავი მოუდრიკა ჭაბუკმა – ქართველი ვარ, ანდრია მქვიაო. თუმცა კი ძვირი დაუფასა თურქმა, მღვდელმთავარმა მაინც იყიდა მისგან ქართველი მონა. როგორც შემდგომში მისი მოწაფე და მეგობარი მიხაი იშტვანოვიჩი წერს: ანთიმოზი გაიყიდა, როგორც ძვირფასი მარგალიტი, ანუ მაშინ როცა საქართველოდან იქნა გატაცებული და გაყიდული ტყვეთა ბაზარზე, იმ დროისთვის ის უკვე იყო ზრდასრული, დიდი კულტურისა და განათლების მქონე ადამიანი, ამიტომაც ის იყო გაყიდული არა სხვა ტყვეებთან ერთად საბითუმო ფასში, არამედ ცალკე და გასაკუთრებით ძვირფას ფასში. თუმცა სავარაუდოდ ის თავადური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, რადგან მას რომ კარგი განათლება არ ჰქონოდა მიღებული, ასე ადვილად ვერ დაეუფლებოდა ამდენ ენასა და ხელოვნების დარგებს და მესტამბეობასაც ვერ აიყვანდა ხელოვნების ასეთ სიმაღლეზე.

ჭაბუკმა ანდრიამ თავიდანვე სწავლისადმი დაუოკებელი მისწრაფება გამოავლინა. მოკლე ხანში მან აითვისა (ან დახვეწა) საღმრთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა, ხელოვნება. ყმაწვილი სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ, არაბულ და თურქულ ენებს. გამოამჟღავნა იშვიათი უნარი ძერწვისა, ქვასა და ხეზე მკვეთელობისა, ოქრომჭედლობისა, მხატვრობისა, კალიგრაფიისა და ხუროთმოძღვრებისა. იყო მინიატურისტი – იმ დროისთვის ხელოვნების სფეროში ენციკლოპედიური ცოდნით შეიარაღებული ადამიანი. ანთიმოზი პატრიარქს თანაშემწედ ჰყავდა. მას წერილების შედგენასა და თარგმნაში ეხმარებოდა. იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოს II ნოტარა (1669-1709), იყო ფრიად ენერგიული მოღვაწე, თავგამოდებით ებრძოდა კათოლიკეებს, აკავშირებდა მართლმადიდებლებს, მოგზაურობდა და აგროვებდა შეწირულობას, ისტუმრებდა ვალებს. ამ პატრიარქთან ანდრიამ 23 წელი გაატარა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში და ეწოდა ახალი სახელი – ანთიმოზი, ხოლო მღვდელ-მონაზვნად კურთხევის შემდეგ იგი მოღვაწეობას აგრძელებს იმავე ტაძრის წინამძღვრის თანაშემწედ. გარკვეული დროის შემდეგ მას იერუსალიმიდან აგზავნიან მოლდოვეთში, ქ. იასთან ახლოს მდებარე მონასტერ ჩეტაცუიაში, სადაც დაემოწაფა წინამძღვარს, მღვდელმონაზონ მაკარის და მისგან ისწავლა რუმინული და სლავური ენები. მღვდელმონაზონ მაკარი იყო რუმინეთში წმინდა ანთიმოზის პირველი სულიერი მოძღვარი.

1682-1683 წ.წ. იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოზ ნოტარა მოსკოვში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ბრუნდება ქ. იასში, სადაც მამა ანთიმოზი მალევე ხდება მონასტრის წინამძღვარი, ხოლო 1689 წ. პატრიარქს გადაყავს უნგრო-ვლახეთში ქ. ბუზეოს ეპიკოპოს მიტროფანესთან, მესტამბეობის სასწავლებლად. მამა მიტროფანე მისი სულიერი მამა გახდა, რადგან მოსახსენებელში იგი ჯერ იხსენებს თავის მშობლებს და შემდეგ სულიერ აღმზრდელებს: მღვდელმონაზონ მაკარის და ეპიკოპოს მიტროფანეს. ანთიმოზი ამ ანდერძში არ იხსენებს იერუსალიმის პატრიარქს, დოსითე ნოტარას, როგორც მის კეთილისმყოფელს, რომლის მიმართაც ექნებოდა მადლიერების გრძნობა, სავარაუდოა რომ დაინახა ბერძენი მღვდელთმთავრების სიხარბე, რომლებიც ცდილობდენ გაეძარცვათ რუმინეთის ეკლესიის ეკლესია-მონასტრები. როგორც ჩანს ანთიმოზი დაიღალა ბერძნების ცბიერებით. თუმცა მან მაინც გამოხატა დოსითეს მიმართ მადლიერება, რადგან დაბეჭდა მისი დაწერილი აპოლოგეტიკური შინაარსის წიგნები, სადაც დაცული იყო მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება კალვინიზმისა და კათოლიციზმის შესახებ.

რუმინეთი ისტორიულად სამ ოლქად იყოფა: ვლახეთი (სამხრეთი), მოლდოვა (აღმოსავლეთი) და ტრანსილვანია (ჩრდ-დასავლეთი). ამ მიწების ისტორია სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა.

VIII ს-ის ბოლოს ვლახეთი შევიდა I ბულგარული სამეფოს შემადგენლობაში. მისი ეკლესია დაემორჩილა ბულგარეთის ეკლესიის კანონიკურ ხელისუფლებას (ოქრიდის, შემდეგ კი ტირნოვოს საპატრიარქოს). დაახლოებით 1324 წ. ვლახეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1359 წ. ვლახეთის ვოევოდა ნიკოლაი-ალექსანდრე I-მა მიაღწია კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობას, რომ მისი სამთავროს ეკლესია სამიტროპოლიტო ავტონომიის რანგში აემაღლებინა, რომელსაც ექნებოდა უფლება, დამოუკიდებლად აერჩია და გაესამართლებინა თავისი მიტროპოლიტები. ეს კი ავტოკეფალიის ტოლფასი იყო. XV ს-ის დასაწყისში ვლახეთმა აღიარა თურქეთის სულთნისადმი ვასალური დამოკიდებულება.

მოლდოვა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას აღმოსავლეთ კარპატებსა და მდ. დნესტრს შორის, X ს-დან კიევის რუსეთის გავლენის სფეროში მოექცა. XII ს-ის ბოლოს, ყივჩაღებისა და პაჭანიკების შემოჭრის შემდეგ აქ სლავური მოსახლეობა გაქრა. XIII ს-ის ბოლოსა და XIV ს-ის დასაწყისში მოლდოველებმა თათარ-მონღოლების უღელი გადააგდეს, და 1359 წ. წარმოიქმნა დამოუკიდებელი მოლდავეთის სამთავრო. მის შემადგენლობაში შევიდა ბუკოვინა. XIV ს-ის მიწურულს შეიქმნა მოლდოვის სამიტროპოლიტო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში (1386 წ. იხსენიება). 1456 წ. მოლდოველმა მთავრებმა აღიარეს თურქეთის სულთნისადმი ვასალური დამოკიდებულება. მოლდოვა და ვლახეთი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავიანთი მმართველის არჩევის უფლებას, მაგრამ XVI ს-ის დასაწყისიდან სულთანი თვითონ ნიშნავდა მმართველებს. ამავე დროს, მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებდა უფლებას, დაუბრკოლებლად აღესრულებინა ღვთისმსახურება, აეშენებინა ახალი ტაძრები და დაეარსებინა მონასტრები, მოეწვია საეკლესიო კრებები, გამოეცა ქრისტიანული ლიტერატურა. ხელშეუხებელი რჩებოდა საეკლესიო საკუთრება. ყოფილი სამთავროს დასავლეთი ნაწილი დღეს მოქცეულია რუმინეთის შემადგენლობაში, აღმოსავლეთი წარმოადგენს თანამედროვე მოლდოვის რესპუბლიკას, ხოლო ჩრდ. და სამხრ. ნაწილები ეკუთვნის უკრაინას. მოლდოვის ავტონომია არსებობდა XIV ს-იდან 1859 წლამდე, მანამ სანამ ვლახეთის სამთავროსთან გაერთიანდებოდა, მოგვიანებით ამ სამთავროს მანამდე ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი რუმინული მხარეც, ტრანსილვანიაც შეუერთდა და რუმინეთის სამეფო ჩამოყალიბდა.

რუმინეთის მთავარი კონსტანტინე ბრანკოვიანუ (1688-1714 წწ.) დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ბერძნულენოვან კონსტანტინეპოლის; ალექსანდრიის; იერუსალიმის; არაბულენოვანი ანტიოქიისა და ასევე სლავური ბულგარეთისა და სერბეთის ეკლესიებს. იგი დიდი დამცველი და ამაღორძიანებელი იყო ქრისტიანული კულტურისა, და დიდი მხარდამჭერი მართლმადიდებელი ეკლესიისა, და როდესაც ვლახეთში კულტურული რეფორმების გატარება მოინდომა, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა და ბეჭდვითი საქმის, ხატვისა და გრავირების დიდი მცოდნე (მ. როლერი) მღვდელ-მონაზონი ანთიმოზ ივერიელი მოიწვია, რათა სასტამბო საქმე აეღორძინებინა. დაახლოებით 1690 წელს წმინდა ანთიმოზი ბუქარესტში ჩავიდა. და მიტროპოლიტ ვარლამის მიერ დაარსებულ სტამბაში ოსტატად დაიწყო მუშაობა. მან კარგად შეისწავლა რუმინული ენა და საეკლესიო სლავური.

იმ დროს ვლახეთში ბერძნულმა ენამ რუმინული თითქმის გააძევა ეკლესია-მონასტრებიდან. საეკლესიო სამსახური ან ბერძნულ ენაზე წარმოებდა, ან სლავურზე. ეს კი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის პრობლემას წარმოადგენდა უცხო ენათა უცოდინრობის გამო. წმ. ანთიმოზს სურდა, რომ ხალხისათვის გასაგები ყოფილიყო ღმრთისმსახურების, წირვის, საიდუმლოებებისა და საეკლესიო წესების შინაარსი. ამიტომაც ითავა და აღასრულა კიდეც დიდი ჩანაფიქრი – მან პირველმა გადათარგმნა და დაბეჭდა სასულიერო (ლიტურგიკული) წიგნები რუმინულ ენაზე. ამით მან ყველას დაანახა, რომ რუმინულ ენას ძალუძდა მთელი სიზუსტით, და სიღრმით გადმოეცა უცხოენოვანი ტექსტი.

წმინდა ანთიმოზი 1694 წელს ბეჭდავს პირველ წიგნს რუმინულ ენაზე, ესაა დავითნი”. ამავე წელს იგი წინამძღვრად დანიშნეს ბუქარესტიდან 37 კმ-ით დაშორებულ სნაგოვის ტბაში მდებარე კუნძულზე დაფუძნებულ სნაგოვოს მონასტერში. მან ეს ნახევრად დანგრეული მონასტერი აღადგინა და საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას და შეგირდებიც გაიჩინა. მან დაიწყო სხვადასხვა ენებზე წიგნების ბეჭდვა, ტოპოგრაფიული სკოლაც კი გაიხსნა. მამა ანთიმოზი პარალელურად სასულიერო მსახურებასაც განაგრძობდა, როგორც მონასტრის იღუმენი. იგი აქაც გამოსცემს წმინდა სახარებას რუმინულ ენაზე, ხოლო შემდეგ ბერძნულ-რუმინული ლიტურგია და ფსალმუნიც გამოსცა გრავიურებითა და სათანადო გაფორმებით. შემდეგ გადათარგმნა, დაბეჭდა და გაავრცელა ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნები მღვდელთმსახურთათვის – კონდაკი და კურთხევანი, და მედავითნეებისათვის გამოსადეგი წიგნები – ჟამნი; პარაკლიტონი; ტრიოდიონი, ზატიკი, და სადღესასწაულო თვენი, ხოლო მისი დაბეჭდილი 640-გვერდიანი სადღესასწაულო” იმდენად შესანიშნავად არის შესრულებული, რომ სპეციალისტთა ერთსულოვანი აზრით – ბეჭდვითი ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშია. გარდა სალიტურგიო წიგნებისა იგი ბეჭდავდა სამოძღვრო ანუ საეკლესიო სასწავლო წიგნებსაც – მაგ ქრისტიანული მოძღვრება ანუ სწავლება მღვდელთათვის ასევე საეკლესიო სწავლება ანუ კატეხიზმო, რომელიც განკუთვნილი იყო როგორც სასულიერო, ისე საერო პირთათვის და მღვდლებს ურიგდებოდა უსასყიდლოდ.

1697 წელს ტრანსილვანია ჰაბსბურგებმა დაიმორჩილეს. ამის შემდეგ, 1700 წელს, მართლმადიდებელი მიტროპოლიტი ათანასე, სამღვდელოების ერთ ნაწილთან ერთად, შევიდა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიაში. სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილი ცბიერებით გადაიყვანეს კათოლიციზმზე. ასე გაჩნდა ეგრეთ წოდებული გრეკო-კათოლიციზმი. მართლმადიდებლობის ერთგული რუმინელები კი მღვდლებს სერბი ეპისკოპოსებისგან ღებულობდნენ, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. (1783 წელს მართლმადიდებლური ეპარქია აღდგა. იგი შევიდა კარლოვაცის სამიტროპოლიტოს შემადგენლობაში). ცნობილია, რომ მამა ანთიმოზი სამოძღვრო ეპისტოლეებს უგზავნიდა ტრანსილვანიაში მცხოვრებ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და მრევლს. მან დაბეჭდა 800 გვერდიანი წიგნი სათაურით სიხარულის ტომი, სადაც მხილებული იყო კათოლიკური ეკლესიის მცდარი სწავლებანი.

1698 წელს ვლახეთს ეწვია ანტიოქიის პატრიარქი ათანასე და ვლახეთის მთავარს დახმარება სთხოვა არაბულ და ბერძნულ ენებზე სალიტურგიო წიგნების გამოცემაში. კონსტანტინემ ეს საქმე წმინდა ანთიმოზს დაავალა, მანაც ჩვეული გულმოდგინებით დაამზადა არაბული შრიფტი და 1701 წელს დაბეჭდა არაბული და ბერძნული სალიტურგიო წიგნები და უსასყიდლოდ დაურიგდათ ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ არაბებს.

ანტიოქიის პატრიარქი წმინდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლზე ამბობდა: რა შეგვიძლია მივცეთ მას ასეთი დიდი წყალობის ნაცვლად, როგორ დავაფასოთ სათანადოდ მისი ამაგი ჩვენ, ღარიბ-ღატაკებმა, როგორ მივუზღოთ სამაგიერო ასეთი განძისთვის?” ვლახეთში არაბულ-ბერძნულ ენებზე კონდაკისა და ჟამნის დაბეჭდვის შემდეგ მის მიერ დამზადებული არაბული შრიფტი გამოიყენეს სირიაში, სადაც ქალაქ ჰალაბში შეიქმნა პირველი ეროვნული სტამბა არაბეთში, და ამით საფუძველი დაედო ქრისტიანული წიგნების ბეჭდვას აღმოსავლეთში. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ავტორობით დაიბეჭდა: 66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა, ორ ენაზე, ბერძნულსა და რუმინულზე დაბეჭდილი სახარება, რომელიც ანთიმოზის მიერ საუცხოო ორნამენტებითაა  შემკული; დავითნი (რუმინულ ენაზე), ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმინდათა განდიდებისა, ანთოლოგიონი (ბერძნულ ენაზე), ქრისტიანული სწავლებანი (რუმინულად), კონდაკი (ბერძნულ და არაბულ ენებზე), ჟამნი (ბერძნულ-არაბულად) სლავური გრამატიკა, აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმების შესახებ (რუმინულად), ორთოდოქსალური აღსარება (ბერძნულად), ლოცვანი (ბერძნულად), ათონის მთის სამლოცველო (ბერძნულად) და სხვ. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და ამაგდარი იყო საქართველოდან გადახვეწილი ოსტატი, რომელიც ყველგან ხაზს უსვამდა თავის წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ ძირით ქართველი იყო, თუმცა მის მეორე სამშობლოდ, თურქთა უღელქვეშ დატანჯული ვლახეთი ქცეულიყო. მის მიერ არაბულად დაბეჭდილ ჟამნში ვკითხულობთ: დაიბეჭდა ბუქარესტსა უნგრო-ვლახეთისასა, ხელითა ანთიმოზ მღვდელ-მონაზვნისათა, ძირად ქართველისა (არაბულად გურჯი) წელსა 1702 ქრისტესით. ასევე იგი მოხსენიებულია მის მიერ გამოცემულ ბერძნულ-არაბულ კონდაკშიც, ხოლო წიგნებზე დართული მოკაზმულობაში, აგრეთვე ბუქარესტში აგებული ტაძრის (ანთიმოზის მონასტერი) მთავარ კარსა და სარკმელებში, კოზიის მონასტრის მოხატულობაში აშკარად შეიმჩნევა ქართული ორნამენტების კვალი. წმინდა ანთიმოზის მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა რუმინული კულტურის არაერთი დარგის განვითარებაზე.

1702 წ. წმინდანმა სნაგოვის სტამბა დატოვა და ბუქარესტში გადმოვიდა, ხოლო 1703 წელს გამოსცა ბერძნულიდან რუმინულ ენაზე თარგმნილი ბიბლია . 1705 წ. მას ირჩევენ რიმნიკის ეპისკოპოსად, კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერისთვის გადაყენებული ილარიონის ნაცვლად. (ვლახეთის მმართველმა ყველაზე ღირსეულად ანთიმოზი სცნო ამ თანამდებობაზე) ეპისკოპოსად დადგენის შემდეგ მეუფე ანთიმოზმა სნაგოვოდან რიმნიკში ჩამოიტანა სასტამბო მოწყობილობა, მოაწყო სტამბა, და მოამზადა ნიადაგი, რომ მთელ რუმინეთში – არდეალში, მოლდავეთში და მუნტენიაში საეკლესიო სამსახური ყოფილიყო ხალხისათვის გასაგებ – რუმინულ ენაზე. ამიერიდან მის გამოცემულ საეკლესიო წიგნებს ჰქონდა წარწერა ანთიმოზ ივერიელი – რიმნიკის ეპისკოპოსი”.  

განუზომელია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი თბილისში ქართული სტამბის მოწყობის საქმეში. ქართლის მეფე-პოეტმა ვახტანგ VI დახმარება სთხოვა იერუსალიმის პატრიარქს ქრიზანტ ნოტარას (1707-1731) სტამბის მოწყობისათვის. მან კი ქართველთა მეფის თხოვნა გადაუგზავნა რუმინეთში ანთიმოზ ივერიელს, ხოლო მან  თავი გადასდო ამ საქმისათვის. ყველანაირი ტექნიკა და მასალა (უკვე დაბეჭდილი ოდიკები, სხვადასხვა ხატებისა და ორნამენტების სპილენძის მატრიცებთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულენოვან სტამბაზე, სანამ საქართველოში გამოგზავნიდა, ვლახეთში ბეჭდავდა ქართულ ოდიკებს და უკვე იყენებდა სპილენძის მატრიცებს, შედარებით ადვილად ცვეთადი ტყვიისა და კალის ნაცვლად) გაუგზავნა ბრინკოვიანუს შემწეობით და საქართველოში წარგზავნა თავისი ყველაზე დახელოვნებული და იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული მესტამბე მიხაი (მიხეილ)სტეფანეს ძე იშტვანოვიჩი.

საქართველოს მომავლისათვის მზრუნველმა ვახტანგ მეექვსემ მოთარეშე მტრებისა და შინაურ მოღალატეთა წინააღმდეგობისა თუ სხვა მრავალ რთულ დაბრკოლებათა მიუხედავად შრომითა ფრიადითა და წარგებითა მრავალთა საფასეთა 1707-1708 წლებში თბილისში ათოთახიანი სახლი ააგო, რომელსაც მაშინ ზოგი  წიგნის ქარხანას, ზოგი სტამბის სახლს უწოდებდა და მესტამბეთა უხუცესად, მოძღვრად ანუ გამგედ და ინსტრუქტორად დანიშნა ანთიმოზის მიერ გამოგზავნილი ოსტატი, რომელიც ცნობილია მიხეილ უნგროვალახელის სახელწოდებით. მან ეს შენობა საამქროებად დაჰყო, შრიფტები, სასტამბო იარაღები, ინვენტარი თვითონ გააკეთა და თვითვე ხელმძღვანელობდა წიგნების ბეჭდვასაც. რედაქტორებად და ბერძნულ-სპარსული ენებიდან ქართულ ენაზე შემწყობებად ანუ მთარგმნელებად მუშაობდნენ ცნობილი პირები, მათ შორის თვით ვახტანგ მეფეც (რედაქტორი, ლექსიკოგრაფი და ვეფხისტყაოსნის კომენტატორი; ქართლის ცხოვრების მასალების შემკრები და სხვა მრავალი პოეტური და სამეცნიერო ნაშრომის შემქმნელი); რედაქტორებად იყვნენ, აგრეთვე, ფრიად განსწავლული მოღვაწენი, ნიკოლოზ და სულხან-საბა ორბელიანები. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სწავლულებისა, წიგნებს რედაქტორობდა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილი მიქაელი, რომელიც მიხეილ უნგროვალახელის შემდეგ სტამბას ჩაუდგა სათავეში.

1709 წლის 20 იანვარს ამ სტამბაში წმინდანის მიერ შექმნილი ქართული შრიფტით დაიბეჭდა I ქართული წიგნი – სახარება. ვახტანგ VI-მ სახარების ორი ცალი გადაუგზავნა ანთიმოზს. ამ ეგზემპლიარებს დართული ჰქონდათ ქების ლექსი 13 სტროფი, 16 მარცვლიანი შაირით დაწერილი, სადაც მოთხრობილია თბილისის სტამბის მოწყობის შესახებ, თუ რა დახმარება გაუწია ვახტანგ VI -ს რუმინეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ და პატრიარქმა ქრიზანტ ნატარამ. წმინდა ანთიმოზ ივერიელმა თბილისიდან მიღებული სახარება ჩასვა ოქროს ყდაში, და ვლახეთის მმართველ კონსტანტინე ბრანკოვიანუს მიართვა, ხოლო სახარებას რუმინულ ენაზე თავისივე ხელით მიაწერა სამადლობელი.

ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის მესტამბეთა ოთხ სტრიქონიანი ლექსიც, რომელიც 1697 წ. სნაგოვში დაბეჭდილ სახარებას დაურთო. მიხაი უნგროვლახელმა ამ ლექსის ეს ვარიანტი 1710 წ. გამოცემულ ქართულ კონდაკის” ბოლოს დაბეჭდა. ნავთსაყუდელსა მენავე რა მივლენ განისვენებენ;/ მოყვასთა, თვისთა სამყოფთა ნახვა სწადს, მით ისვენებენ/ პირთ მყოფი, ლხინსა შესულნი, მას აღარ მოიხსენებენ/ და რა ბეჭდვა მბეჭდავს უსრულდეს, თავს აღარ შეიჩვენებენ. აღნიშნული ლექსი შეტანილია ვახტანგ VI ნაწერებში (1947 წ. გამოცემა ალ. ბარამიძის რედაქციითა და შენიშვნებით). იმავე წელს თბილისში დაიბეჭდა სამოციქულო” და დავითნი, ხოლო 1712 წ. პირველად დაიბეჭდა ვეფხისტყაოსნის პირველი ბეჭდური გამოცემა, რომელიც მანამდე მოღწეული ხელნაწერების მიხედვით შესწავლილი და შეჯერებული იქნა ვახტანგისავე შედგენილ სწავლულ კაცთა კომისიის მიერ. ამ სტამბაში სულ 19 დასახელების წიგნი დაიბეჭდა. წიგნების გამოცემის ხარისხი ისეთივე იყო, როგორც იმ პერიოდის ევროპულ სტამბებში დაბეჭდილი წიგნებისა. აქ დაოსტატდნენ შემდეგში ცნობილი მოღვაწეები: გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი, გიორგი მხატვარი, გარსევანი (ყოფილი მღვდელი გაბრიელი), აბრამა სალუყაზანაშვილი (დიაკვანი სტამბაში ვებარეო). და სხვ.

ვახტანგ მეფის სტამბამ იარსება 1709-1712 წ.წ. და 1719-1722 წ.წ. 1712-1719 წლამდე ვახტანგი სპარსეთში იყო გაწვეული. ბოლო წიგნი, რომელიც აქ დაიბეჭდა, ჟამნი 1722 წ. კი სტამბა თურქებმა დაარბიეს. 1750 წ. ერეკლე მეფემ განაახლა სტამბა კონსტანტინეპოლიდან მოწვეული ოსტატის დახმარებით, სტამბამ 1800 წლამდე იარსება და მასში 29 სახელწოდების წიგნი დაიბეჭდა. 1803 წ. წიგნების ბეჭდვა ქუთაისში დაიწყეს. წმინდა ანთიმოზ ივერიელმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის განვითარებაში, ერთი მხრივ თბილისში მესტამბეობის დაარსებით, და მეორე მხრივ საქართველოსთვის განუწყვეტელი ლოცვით.

1708 წ. 27/I გარდაიცვალა უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი თეოდოსია, რომელმაც დატოვა ანდერძი, რომ მის ნაცვლად ანთიმოზ ივერიელი აერჩიათ, რადგან ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1708 წ. 21/II იგი დაამტკიცეს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად (ვლახეთ-რუმინეთის ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი და ხელმძღვანელი), რაც მთელი ქვეყნისათვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბერძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად.

წმინდანს აშკარად გამოხატული ანტითურქული ორიენტაცია ჰქონდა, და მიტროპოლიტად არჩევის მეორე დღესვე ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ითვლება რუმინულ ენაზე წარმოთქმული მჭერმეტყველების ნიმუშად, რომლის მსგავსი მანამდე არავის წარმოუთქვამს. მან თავის რეზიდენციაში, ტირგოვიშტეში დააარსა სტამბა, სადაც გამოიცა: ყოველწლიური წიგნი საეკლესიო ღვთისმსახურების შესახებ, მეფე ალექსი კომნენოსის სამხედრო დოგმატიკა, დავითნი და სხვ. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელს ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. მის დაარსებულ 4 სტამბაში (ბუქარესტში, სნაგოვოში, რიმნიკში და ტირგოვიშტეში) იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმ ივერიელმა შესძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა (როლერი). გარდა სასულიეროსი, სტამბებში იბეჭდებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები მეცნიერების სხვადასხვა დარგში. წმ. ანთიმოზს დაწერილი აქვს: 4 წიგნი (მისი ორიგინალური თხზულებაა მისი ქადაგებები), 10 წიგნისათვის წინასიტყვაობა, 5 წიგნისათვის ლექსები, 6 წიგნისათვის ბოლოსიტყვაობა, თარგმნა ბერძნულიდან 6 წიგნი. წმინდა ანთიმოზმა დაბეჭდა: 30 წიგნი ბერძნულ ენაზე, 24 რუმინულზე, 1 საეკლესიო სლავურზე, 8 – ორ ენაზე ბერძნულ – რუმინულზე, 2 ბერძნულ-არაბულზე, 1 ბერძნულ – რუმინულზე, 1 ბერძნულ – სლავურ და რუმინულ ენაზე. 26 წლის მანძილზე სულ 64 დასახელების წიგნი დაბეჭდა. ძალზე დიდია წმინდა ანთიმოზის დამსახურება. იგი სცილდება საქართველოს და რუმინეთის საზღვრებს და მას საკაცობრიო მნიშვნელობა ენიჭება.

ანთიმოზმა თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული კულტურის აღორძინებას. მას, როგორც მღვდელმთავარს, მიეცა ხელმწიფება – ეკლესია-მონასტრებში მხოლოდ რუმინულ ენაზე ლოცვა ებრძანებინა. ეს პატრიოტული საქმე იყო; ყველა მღვდელთმთავართა შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდეს, როგორც ანთიმ ივერიელს – წერს ვ. პიკო.

იერუსალიმის პატრიარქი ქრიზანტ ნოტარას მიტროპოლიტი ანთიმოზი არ აძლევდა უფლებას ჩარეულიყო ვლახეთის ეკლესიის შიდა საქმეებში, რის გამოც მას საყვედურობდა, რომ დაივიწყა, თუ საიდან დაიწყო თავისი სასულიერო გზა, და ბრალს სდებს დეზერტირობაში, რადგან გადასული იყო კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში და აღარ ემორჩილებოდა იერუსალიმს. 1710 წ. მან წერილი მისწერა პატრიარქ ქრიზანტს და პირველად მოაწერა ხელი – უნგროვლახელი ანთიმოზი. სხვა შემთხვევაში ყველგან იგი ხელს აწერდა ანთიმოზ ივერიელად.

წმინდანს ხელი მიუწვდებოდა ყველანაირ ინფორმაციაზე – თუ რა ხდებოდა იმდროინდელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიურ თუ ფილოსოფიურ აზროვნებაში, და მთავრისა და სხვა დიდგავროვნების შემოწირულობებით ბერძნულ ენაზე ბეჭდავდა საღმრთისმსახურო წიგნებს და აგზავნიდა სინასა და ათონის მთის მონასტრებში.

წმინდა დიდმოწამე ანთიმოზი თავის ქადაგებებსა და წერილებში უდიდესი მონდომებითა და სიწრფელით გამოხატავდა განსაკუთრებულ მოწიწებას ღვთისმშობლის მიმართ. იგი მისთვის დამახასიათებელი სინატიფითა და უნიკალურობით თავი მოუყარა საეკლესიო სწავლებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ და რუმინეთის ეკლესიის ისტორიაში მოგვევლინა პირველ მქადაგებლად, რომელმაც მას პროზად დაწერილი ჰიმნი მიუძღვნა….

წმინდა ანთიმოზი იყო დიდად განათლებული მქადაგებელი. მან კარგად იცოდა არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ საერო კულტურის საბუნებისმეტყუველო, სამეცნიერო და ფილო-სოფიური შინაარსის ლიტერატურა. მისი ორიგინალური ქადაგებების კრებული, ეგრეთ წოდებული დიდაქეები ავლენენ მას როგორც უდიდესი კულტურისა და განათლების მქონე პიროვნებას. ქადაგებებში ის ეხებოდა როგორც წმინდა სასულიერო თეოლოგიურ, ასევე ყოველდღიური ცხოვრების საკითხებს, რადგან კარგად იცნობდა ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს, და წმინდა მამათა სწავლებებს. ასევე საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ შრომებს. მას ხშირად მოჰყავს ციტატები არისტოტელედან, პლატონიდან და ანტიკური ხანის სხვა ფილოსოფოსებიდან, მან კარგად იცოდა მსოფლიო ისტორია და მედიცინა. იმისთვის, რომ მორწმუნეთათვის უკეთ გასაგები ყოფილიყო ქრისტიანული მოძღვრება, წმინდანი ქადაგებებში მაგალითებისათვის და არგუმენტებისთვის ხშირად იყენებდა ზემოხსენებულ წყაროებს და მისი ქადაგებებიდან ადამიანები სწავლობდნენ არა მხოლოდ სულიერებას, არამედ ბუნებისმეტყველებას, ფილოსოფიას და მედიცინასაც კი. მის ქადაგებებში ჩანს, რომ მის მიერ ჩატარებულ ღმრთისმსახურებებს ესწრებოდა იმჟამინდელი მთავარი კონსტანტინე ბრანკოვიანუ, რაც მის ქადაგებებს აძლევდა განსაკუთრებულ შინაარსსა და საზეიმო განწყობას. იგი მოუწოდებდა მთავარს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის ყოფილიყო გაწონასწორებული და თავშეკავებული, ასევე მტკიცე და ღირსების დამცველი, რადგან ბრინკოვიანუს საკმაოდ რთული და დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას დაეცვა თავისი ერის ინტერესები და ღირსება. თურქები მუდამ ცდილობდენ გაეზარდათ თავიანთი ზეგავლენა რუმინეთზე, მაგრამ კონსტანტინე ბრინკოვიანუ იყო კარგი დიპლომატი, ერთის მხრივ იხდიდა ხარკს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ღებულობდა თავისუფლებას ქვეყნის შიდა საქმეებში, და ახერხებდა ფართო შიდა ავტონომიის დაცვას. საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რუმინეთი თურქეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა იყო, ეკლესიაც და ზოგადად სულიერი ცხოვრებაც ამ მიზეზით არაფრით არ კნინდებოდა: შენდებოდა ეკლესია-მონასტრები. ხალხი ეკლესიურ ცხოვრებას ეწეოდა.

მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესია თურქეთის მიერ დაპყრობილ სხვა მეზობელ, ქრისტიანულ ქვეყნებში – ანუ თურქეთის საფაშოებში – ბულგარეთში, სერბეთსა და საბერძნეთში, სადაც მორწმუნეებს არ ჰქონდათ ტაძრების აშენების უფლება. ეს იყო ადგილობრივი მართლმადიდებლებისათვის ოსმალეთის იმპერიის მიერ დაწესებული პირობა, რომ ქრისტიანული სალოცავი ცხენზე ამხედრებულ კაცზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ისინი მიწისქვეშა სალოცავებს აშენებდენ და ბულგარეთსა და საბერძნეთთში ახლაც შენარჩუნებულია მიწისქვეშა დიდი საკათედრო ტაძრები. ამ დროს კი რუმენეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელისა და კონსტანტინე ბრინკოვიანუს ბრძენი პოლიტიკის წყალობით სულიერი, კულტურული და სოციალური ცხოვრება დიდად ვითარდებოდა. მათ ჰქონდათ რესურსი, ერთი მხრივ მიეხედათ ქვეყნის შიდა საქმეებისათვის და მეორე მხრივ საეკლესიო ლიტერატურის დაბეჭდვა-გავრცელებითა და მდიდარი შემოწირულობებით დახმარებოდენ უსჯულოთაგან ტანჯულ და შევიწროებულ მართლმადიდებელ ერებს – სლავებს, ბერძნებს, არაბებს, და ქართველებს. მათ კარგად ესმოდათ რომ ვერცერთი მართლმადიდებელი ერი ვერ იქნება კარგად, თუ ერთობაში არ იქნებოდა სხვა მართლმორწმუნე ერებთან. ანთიმოზმა თავად გადაიტანა ტყვეობა და გაჭირვება უცხო ქვეყნებში, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო მოწყალების მაგალითი, რომელიც ეხმარებოდა გაჭირვებულებსა და ღატაკებს.

ქვეყანაში მთავრის არ ყოფნის დროს უზენაესი ხელისუფლის უფლებამოსილებანი დროებით გადადიოდა ამ საოცრად განსწავლული და თავმდაბალი მიტროპოლიტის ხელში.

წმინდა ანთიმოზი და კ. ბრინკოვიანუ ცდილობდნენ განეხორციელებინათ საერო და სასულიერო ხელისუფლებათა სიმფონიის პრინციპი, თუმცა როდესაც რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო (1711წ.) და თითქოს იმედი გაჩნდა თურქთა ორსაუკუნოვანი მონობისგან განთავისუფლებისა, ვლახეთის მთავარმა ლოდინისა და ლავირების პოლიტიკა არჩია, ხოლო ანთიმოზმა ორივე სამშობლოს დამმონებელი და იავარმქმნელი თურქების მხარეზე დგომას რუსული ორიენტაციის არჩევა ამჯობინა და საიდუმლოდ შეკრიბა პატრიოტულად მოაზროვნე რუმინელი დიდგვაროვნები, სადაც გადაწყდა, რომ რუსებს დახმარებოდნენ. მიტროპოლიტის მითითებით, ვლახეთის ჯარების მხედართმთავარი მოსალაპარაკებლად გაიგზავნა ერთმორწმუნე რუსეთის მეფესთან პეტრე I-თან. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი იმედი არ გამართლდა. რუსეთ-თურქეთი დაზავდნენ. ომის დამთავრების შემდეგ გაბრაზებულმა მთავარმა ანთიმოზს კაცი გაუგზავნა და ნებით გადადგომა ურჩია. მას შემდეგი ბრალდებები წაუყენეს – პოლიტიკაში ჩარევა; მთავრის ინტერესთა ღალატი და უცხოური წარმომავლობა. ანთიმოზ ივერიელმა ვლახეთის მთავარს წერილი გაუგზავნა, თავის ერთგულებაში დაარწმუნა, და სნაგოვო დატოვა. მის უნებართვოდ გამართულ დიდგვაროვანთა კრების გამო კი შეუთვალა: ეს გავაკეთე მხოლოდ ჩემი, როგორც ერის სულიერი მწყემსის, მოვალეობისა და ვალდებულების გამოო. მთავარი დარწმუნდა, რომ არ შეეძლო დარჩენილიყო ბრძენი ანთიმოზის რჩევის გარეშე და დატოვა ის თავის ადგილზე.

1713 წელს წმინდა ანთიმოზი იწყებს ყოველთა წმინდათა მონასტრის შენებას ქალაქ ბუქარესტის ცენტრში. თავიდან მონასტერს ციხე-სიმაგრის ფორმა ჰქონდა, რომლის ცენტრშიც განლაგებული იყო ტაძარი, მოედნის პერიმეტრი კი გარშემორტყმული იყო სენაკებით. ყოველ კუთხეში თითო კოშკი იდგა, შესასვლელი სამრეკლოს ქვედა ნაწილში იყო განთავსებული. წინამძღვრის სახლის სამხრეთ ნაწილის გაგრძელებაზე იდგა სამლოცველო, აღმოსავლეთ ნაწილის გაგრძელებაზე კვლავ სენაკები. სამონასტრო კომპლექსის გეგმა მთავარეპისკოპოსის მიერ იყო შედგენილი, ის ხელმძღვანელობდა როგორც არქიტექტურულ დაგეგმარებას, ისე მხატვრულ გაფორმებას. მას მოუხატავს ამ მონასტრის მთავარი ხატი. მისივე ნახელავია ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები.

იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს, სახელდობრ, მან ყოველთა წმიდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა და პატრიარქისგან გამოითხოვა ამის დასადასტურებელი სიგელი.

მონასტრის ტიპიკონში (დარიგებანი ყოველთა წმინდათა სახელობის წმინდა მონასტრის ტიპიკონისათვის, ანუ 32 თავი, რომლებშიც თავმოყრილია მონასტრის მთელი მართვა-გამგეობა) ანდერძად დატოვა, რომ მონასტერს განსაკუთრებით უნდა ეზრუნა გაჭირვებულთათვის. ეს ტიპიკონი ჩასმულია ოქროში გამოყვანილი ქართული ორნამენტებით შემკული ტყავის ყდაში.

ყოველთა წმიდათას სახელობის მონასტერში დაარსდა რუმინეთში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა. იქვე იყო სასულიერო სემინარია გაჭირვებული ოჯახის შვილებისთვის. წმინდანის ანდერძით მონასტერი ვალდებული იყო სემინარიელების დაოჯახების შემთხვევაში მიეცა მათთვის საჭიროების საგნები, ხოლო მღვდლად კურთხევის შემდეგ სრული სამღვდელო შესამოსელი, ბარძიმ-ფეშხუმი, და ზოგადად ღმრთისმსახურებისთვის საჭირო ყველა ნივთი. ასევე ყოველ წელიწადს მონასტერი ვალდებული იყო ეზრუნა რამდენიმე გაჭირვებულ დასაოჯახებელ ვაჟსა და გოგონაზე – ტანსაცმლისა და თანხის სახით სრულად უნდა გაემზითვებინა ისინი. ეს ყველაფერი წმინდა ანთიმოზს წარმოაჩენს, როგორც დიდი ფილანტროპსა და მოწყალე ადამიანს. წმინდანმა გააერთიანა ლიტურგია და ფილანტროპია, სულიერება და მისიონერობა და ამით გამოამჟღავნა თავისი მისიონერული თვისება – ადამიანების განათლება ღვთის შემეცნების გზაზე.

ანთიმოზ ივერიელმა 26 წელი იცხოვრა უნგრო-ვლახეთის, ანუ რუმინეთის მიწაზე და ამ დროის განმავლობაში 33 ეკლესია ააგო და აღადგინა. რუმინელი მკვლევრები მათ გეგმაში, ფანჯრის საპირეებში თუ სხვაგან ქართული ხელოვნების გავლენას ხედავენ.

სამი წლის შემდეგ, 1714 წელს კონსტანტინე ბრინკოვიანუ, თავის ოთხ ვაჟთან და სიძესთან ერთად, ოსმალეთის იმპერიისათვის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით თურქებმა დააპატიმრეს, სტამბოლში გადაიყვანეს და ისლამის მიღებას აიძულებდენ, თუმცა ამაოდ, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: უმჯობესია ათასჯერ მოკვდე, ვიდრე ვუღალატო რწმენას. 1714 წლის 14 აგვისტოს მათ თავები მოჰკვეთეს, შუბებზე ააგეს და კონსტანტინოპოლის ქუჩებში ჩამოატარეს, ცხედრები კი ზღვაში გადაყარეს. ისინი ერთმა მენავემ გამოასვენა და პატარა კუნძულ ჰალვის მონასტერში მიაბარა მიწას. რუმინეთის ეკლესიამ მოწამეობრივად აღსრულებული მთავარი და მისი ვაჟები წმინდანებად შერაცხა.

1715 წელს თურქებმა თავი მოჰკვეთეს ვლახეთის მომდევნო მთავარს სტეფანე კანტაკუზენსაც და მთავრად დანიშნეს ოტომანთა იმპერიის ბერძნული წარმოშობის პოლიტიკური მოღვაწე და მოლდოვეთის გოსპოდარი ანუ მთავარი 1709-1710 წლებში, ნიკოლო მავროკორდატი [მისი პაპა ნიკოლაი მავროკორდატი XVII ს-ში დასახლდა კონსტანტინოპოლში, და ჩაერთო ვაჭრობაში, ხოლო ნიკოლოზის მამა ალექსანდრე (+1709) იყო თურქეთის ელჩი ვენაში (1688), და 1698 წ. მიიღო თავადის ტიტული სულთნისაგან]. მან მოლდავეთის ტახტი, რომელზეც მხოლოდ ერთი წელი იჯდა, დაუთმო მიხაი რაკოვიცეს და გახდა პირველი ვალახეთის იმ მთავართაგან, რომლებიც უშუალოდ დანიშნულ იქნენ ოტომანთა პორტას (ოსმალეთის იმპერიის მთავრობის ანუ დიდი ვეზირისა და დივნის კანცელარია) მიერ. ნ. მავროკორდატმა გამეფებისთანავე გააუქმა ეროვნული კრება და დიდგვაროვანთა ადგილას ჩარჩ-ვაჭრები და მევახშეები დასვა, ხოლო ვლახეთის სამეფო კარი ბიზანტიური სამეფო კარის პრინციპით მოაწყო, დაამკვიდრა ბერძნული ენა, მანერები და კოსტიუმები. ფანარიოტმა* მავროკორდატმა რუსული ორიენტაციის დიდგვაროვანთა და იმ ბოიართა დევნა დაიწყო, რომლებიც კანტაკუზენებს უჭერდნენ მხარს, და სტეფან კანტაკუზენის ვაჟიც სიკვდილით დასაჯა. რა თქმა უნდა, მას არ ეყვარებოდა ვლახეთის სახელგანთქმული მიტროპოლიტი, რომელიც რუმინული ეკლესიის და სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა, და სათავეში ედგა ანტიოსმალურ, პატრიოტულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, და თავის ქადაგებებში გაბედულად ამხელდა ბოიარების უზნეობასა და ანტიპატრიოტიზმს, და ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

1716 წლის აგვისტოში თურქები დამარცხდნენ ავსტრიელებთან ბრძოლაში და ანთიმოზ ივერიელის აქტიური მონაწილეობით გავრცელებული ხმების გამო, თითქოს ავსტრიელები მოადგნენ ბუქარესტს, ნიკოლო მავროკორდატი ქალაქ რუსში გაიქცა, სადაც ოტომანთა ჯარი იყო დაბანაკებული. წმინდანის თაოსნობით კვლავ შეიკრიბა პატრიოტულად მოაზროვნე რუმინელი თავად-აზნაურები, რომელთა მიზანიც იყო ბრძოლაში ჩაბმა და რუმინეთის სახელმწიფოს საბოლოო გათავისუფლება ოსმალეთის იმპერიის ბატონობისაგან. შედგა თათბირი, სადაც ვლახეთის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი მკვიდრი ბრეზოიანუ. ავსტრიელებმა ისევე, როგორც რუსებმა, არ მიიყვანეს ბოლომდე თურქებთან ბრძოლა. მავროკორდატი მალე დაბრუნდა ბუქარესტში თურქების დახმარებით და სიკვდილით დასაჯა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი, ხოლო ანთიმოზს, როგორც შეთქმულების მოთავეს, ისე მოისაზრებდა. ქვეყანაში საშინელი ტერორი მძვინვარებდა, მაგრამ მღვდელმთავარს გაქცევით და დამალვით არ უცდია გადარჩენა. როდესაც ეტლი, რომელშიც მიტროპოლიტი იჯდა, გაჩერდა სასახლის წინ, მას თურქი ჯარისკაცები მისცვივდნენ, გადმოაგდეს, შემოახიეს სამოსელი, დააგლიჯეს წვერ-ულვაში, შემდეგ წაათრიეს და სარდაფში ჩააგდეს – წერს მემატიანე.

ნიკოლო მავროკორდატმა ანთიმოზ ივერიელს უბრძანა, უარი ეთქვა ვლახეთის მიტროპოლიტობაზე, თუმცა მან უარი შეუთვალა, და დახმარება სთხოვა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, იერემიას, რომელმაც დიდი სიამოვნებით შეკრიბა ბერძენი ეპისკოპოსნი და კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, შეთქმული და რევოლუციისაკენ წამქეზებელი მეამბოხე ანთიმოზი ამხილა მისნობასა და საეშმაკო საქმიანობაში, შეაჩვენა, ეკლესიიდან განკვეთა და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო ღირსებაახდილად – წმინდა ანთიმოზს აჰყარეს სასულიერო წოდება, დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია და თავზე წითელი თურქული ფესი დაახურეს. სასამართლო ყველა წესის დარღვევით წარიმართა, იგი დაუსწრებლად გაასამართლეს და თავდაცვის საშუალებაც არ მისცეს.

პრო-თურქული ორიენტაციის რუმინელი ქრონიკოსები (რადუ პოპესკუ, რადუ გრეჩანუ და მიტროფან გრიგორაში) მკაცრად აკრიტიკებდნენ ანთიმოზ ივერიელს, და ბრალს სდებდნენ მას სახელმწიფოს ღალატსა და საეკლესიო კანონების დარღვევაში, თუმცა ამ ყველაფრის უკან მისი ანტიოსმალური ორიენტაცია იდგა. ამავე მიზეზით, თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, კონსტანტინეპოლის ეკლესიამაც განკვეთა წმინდა ანთიმოზი მიტროპოლიტის ხარისხიდან: რევოლუციისა და აჯანყების მომწყობის ბრალი არის ძალზე მძიმე და ის მკაცრად განიკითხება ადამიანებისა და ღვთის მიერ… ამიტომ საეკლესიო კანონებიც მძიმედ სჯიან მას, ვინც, ასე თუ ისე, სჩადის ასეთ დანაშაულს… ყოფილმა უნგროვლახეთის მიტროპოლიტმა, ბოროტმა ანთიმოზმა, განიზრახა რა [მსგავსი] ეშმაკეული და დაუშვებელი საქმეები, უნდა განიკვეთოს მღვდელმთავრის ხარისხიდან… მისი ბრალი – უღვთო რევოლუცია და აჯანყება – ცხადი და დამტკიცებულია. ის გახდა ბოროტმოქმედი, მეამბოხე და შეთქმულების მომწყობი ძლევამოსილი [ოსმალეთის] იმპერიისა და ჩვენი უდიდებულესი და უბრწყინვალესი სრულიად უნგროვლახეთის მთავრის, ნიკოლაე [მავროკორდატის] წინაამღდეგ და ამ ყველაფრის გამო, საეკლესიო კანონების მიხედვით, უნდა განიკვეთოს… [13,336-337] – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალურ დადგენილებაში, არადა საეკლესიო კანონიკაში ასახული სახელმწიფოსადმი ლოიალური და ერთგული დამოკიდებულება არა თუ არ კრძალავს, არამედ პირიქით, გულისხმობს კიდეც პატრიოტიზმსა და საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში (თანამოაზრეთა შეკრებაში, შეთქმულებასა და ომში) აქტიურ მონაწილეობას როგორც ერისკაცთათვის, ასევე სასულიერო პირთათვისაც. თუმცა მავროკორდატისათვის ეს სასჯელიც არ აღმოჩნდა საკმარისი, და გადაწყვიტა, რომ წმიდანი ვლახეთიდან მოეშორებინა და მიზანსაც მიაღწია. მას მიუსაჯეს სამუდამო ექსორია (გადასახლება) სინას მთის ეკატერინეს მონასტერში. წმ. ანთიმოზი იყო აგიოტაფიტი – ანუ მაცხოვრის აღდგომის ტაძარში აღკვეცილი და ნამოღვაწარი ბერი, ხოლო იმ დროს სინას მონასტერი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძრის მეტოქიონი იყო. – საეკლესიო სამართლის მიხედვით ბერის გადასახლების ბოლო ადგილი ყოველთვის ის მონასტერია, სადაც ბერად აღიკვეცა.

ფანარიოტებმა იცოდნენ, როგორ უყვარდათ რუმინელებს თავიანთი მღვდელმთავარი, ამიტომაც მათი ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი ქალაქიდან შუაღამისას გაიყვანეს. ბორკილები დაადეს, საბარგულზე ნივთივით დააგდეს და მცველებით გარშემორტყმული სამხრეთში გაგზავნეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. მისმა თანმხლებმა იანიჩარებმა მთავრის წაქეზებით, წმინდანი გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წ. 14/XI (ახ. სტ 27/XI), ჯვართამაღლებას.

ასე დამთავრდა სიცოცხლე კიდევ ერთი ქართველი წმიდანისა, რომელმაც თავისი დაუშრეტელი ცოდნა, ნიჭი, ენერგია ვლახი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს მოახმარა – მოწამეობრივად აღესრულა რა უცხო მიწაზე და დაგვიტოვა უდიდესი მოღვაწეობის მაგალითი.

ვლახეთის მოსახლეობა კი რამდენიმე წელიწადში განახევრდა, ფანარიოტები სიმდიდრეში ცურავდნენ. ვლახი მთავრებიც უკადრისობდნენ რუმინელობას, იცვამდნენ ბერძნულად და დაჟინებით ებრძოდნენ რუმინულ ნაციონალიზმს. ნიკოლო მავროკორდატს დაგეგმილი ჰქონდა რუმინული სკოლების დახურვა, რუმინული ენის განდევნა სასახლის კარიდან, ეროვნული ჯარის ნაწილების შეცვლა თურქთა რაზმებით, მხოლოდ იმ ეკლესია-მონასტრების დახმარება, სადაც ღვთისმსახურნი ბერძნები იქნებოდნენ. ფანარიოტელთა პოლიტიკის წყალობით ვლახი ხალხი ორმაგი უღლის ქვეშ აღმოჩნდა – თურქთა ბატონობას ფანარიოტის მბრძანებლობაც დაემატა, რის გამოც ამ მიწებზე გაძლიერდა ეკლესიის ელინიზაციის პროცესი. ვლახეთის და მოლდოვას სამიტროპოლიტოში ეპისკოპოსებად ეთნიკური ბერძნები ინიშნებოდნენ და ღვთისმსახურება ბერძნულ ენაზე აღევლინებოდა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ სინოდის სხდომაზე გააუქმა წმ. ანთიმოზის საყვარელი მონასტრის, ყოველთა წმინდათას, დამოუკიდებლობაც, თუმცა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შემდეგი თაობების ზოგიერთი პატრიარქი სინანულით იხსენებდა წარსულში მათი სინოდის მიერ ანთიმოზ ივერიელის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, და ამბობდა, რომ იგი უსამართლოდ იქნა გასამართლებული და დასჯილი. მხოლოდ 250 წლის შემდეგ, 1966 წ. მსოფლიო საპატრიარქომ მოუხსნა ანთიომოზ ივერიელს განკვეთისა და დასჯის განაჩენი, ხოლო 1992 წ. რუმინეთის ეკლესიის წმ. სინოდმა ღვთის განგებითა შეისწავლა რა ყველა წყარო და საბუთი, იგი წმინდნად შერაცხა, და მისი ხსენების დღედ მისი გარდაცვალების დღე 14 (27) სექტემბერი დააწესა, თუმცა რუმინელი ხალხი მას ყოველთვის წმინდანად მიიჩნევდა, ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს. საქართველოში გადაიღეს მხატვრული ფილმი წმინდანის ცხოვრების შესახებ. მის სახელს ატარებს ერთ ერთი ძველი ქუჩა (ერაკლი II სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე) თბილისში.

2018 წლის 7 მარტს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ანთიმოზ ივერიელი შევიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასში.

რუმინელებს ძალიან უყვართ თავისი განმანათლებელი მღვდელთმთავარი და მოწამე წმ. ანთიმოზ ივერიელი. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მისი სახელობის ქუჩის 29-ში მდებარეობს მისივე პროექტით და ხარჯით 1715 წ. აგებული ყოველთა წმიდათას სახელობის მონასტერი, სადაც მიმდინარეობს ღვთისმსახურება. მონასტრის ტერიტორიაზე გახსნილია მისი მუზეუმი, რომელშიაც თავმოყრილია ფოტო-დოკუმენტები, ხელნაწერები, წიგნები, და წმინდანის დიდი მოღვაწეობის ამსახველი ილუსტრაციები. მისი სურათი გამოაქვთ დემოსტრაციებზე ბელადების სურათებთან ერთად.

შემორჩენილია წმინდა ანთიმოზის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება გოვორის მონასტერში, რომელიც 1706 წლითაა დათარიღებული. ამ პორტრეტზე იგი უკვე ხანშიშესული ადამიანია.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს წმინდანის გერბი, რომელიც რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ხელნაწერის მინიატურაზეა გამოსახული და შეიძლება ჩაითვალოს საეკლესიო ჰერალდიკის ერთ-ერთ უდახვეწილეს ნიმუშად. გერბში წმინდანის დიდი თავმდაბლობა იგრძნობა, რადგან მან საკუთარ სიმბოლოდ აირჩია ლოკოკინა, რომელიც მიწაზე მიხოხავს ვარსკვლავების ნათების შესახვედრად, როგორც სიმბოლოდ ლოცვისა. იგი პოეტიც იყო და თავისი გერბის განმარტებაც ლექსად დაწერა, და იწყება ასე ყოველი სული აქებდით უფალსა.

წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივად აღსრულების 300 წლისთავი, 2016 წელი იუნესკოს მიერ ანთიმოზ ივერიელის წლად გამოცხადდა და იმავე წლის 27 სექტემბერს რუმინეთში საზეიმოდ აღინიშნა ეს თარიღი. ღონისძიებებში, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც მონაწილებდა. წაკითხულ იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა.

წმინდა ანთიმოზ ივერიელის თხზულებათა უდიდესი ნაწილი რუმინულ ენაზეა შესრულებული, ხოლო ბერძნულ და არაბულ ენებზე შექმნილი წერილები სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების საცავებშია შემონახული. მისი მემკვიდრეობა ქართულ ენაზე არ იყო ნათარგმნი, ამიტომაც შეირჩა და ითარგმნა ანთიმოზ ივერიელის ყველაზე ცნობილი ნაშრომი დიდაქეები; – ქადაგებების სრული კორპუსი; ასევე მსოფლიო კანონიკური სამართლის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონი, თხზულებები: კანონთა თავები, საეკლესიო სწავლება, სწავლება სინანულის საიდუმლოს შესახებ, თავდასაცავად დაწერილი უსტარები, მის მიერ დასტამბულ გამოცემათა წინასიტყვაობები და მიძღვნები. წმინდანის იუბილე საქართველოში აღინიშნა იმით, რომ პირველად გამოიცა მისი ქადაგებები, რაც მეტყველებს, რომ იგი აგრძელებს ქართველი ერის მსახურებას.

კვლევის ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგის ფარგლებში განხორციელდა ექსპედიცია ბუქარესტში, რომლის მიზანიც იყო რუმინეთის პატრიარქის იურისდიქციაში არსებული ანთიმოზ ივერიელის სამონასტრო კომპლექსის ბიბლიოთეკასა და სხვა ბიბლიოთეკების საცავებში კვლევისათვის საჭირო დამატებითი მასალების მოძიება და ასევე ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტების მონახულება-შესწავლა.

რუმინულიდან, და რუსულიდან თარგმანა, გამოკრიბა და დაამუშავა:

თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
წმინდანთა ცხოვრება

25 მარტი. წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული

ცხოვრება და ღვაწლი

წმინდა მეფის დემეტრე თავდადებულისა

ხს. 12 (25) მარტი; (+1289)

 

1207 წელს წმინდა თამარ მეფემ თანამოსაყდრედ დაისვა თავისი ვაჟი ლაშა-გიორგი, და იმ დროიდან იგი მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში, ხოლო თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას. XIII ს-ის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის – განძის ათაბაგის წინააღმდეგ. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები – ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.

1220-1221 წწ. გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა; გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში (1221 ან 1222წწ.) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა; მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, რომელთანაც შეეძინა ერთი ძე დავითი, დიდებულებმა შემდეგ ეს ქალი დააშორეს, თუმცა გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს.

ლაშა-გიორგის სიკვდილის შემდეგ დაახლოებით 1236 (1237) წელს მისმა დამ რუსუდანმა, რომელიც დაჯდა სამეფო ტახტზე,  ლაშას ერთადერთი ძე დავითი თავის სიძესთან (ასულის, თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზავნა და ტახტის შესაძლო პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით თავისი ძის სასარგებლოდ, ცილისმწამებლური წერილით შეატყობინა მისი სავარაუდო კავშირი მის მეუღლესთან – თამართან (გურჯი ხათუნი). განრისხებულმა სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ორმოში ჩააგდო, სადაც 5 წელი იმყოფებოდა გველებთან ერთად, და მოსამსახურე აწვდიდა პატარა ხვრელიდან საკვებსა და წყალს.

რუსუდანმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში თავისი ძე დავითი მონღოლთა ყაენთან გაგზავნა მეფობის დასამტკიცებლად, რასაც წლები დასჭირდა. რუსუდანის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ დადგა უმეფობის ხანა. ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242/1243 წწ.), მონღოლთა ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) წელს რუმის სასულთნოში მოიკითხეს, თუმცა თვით სულთანსაც აღარ ეგულებოდა ცოცხლებში. ორმოდან ამოიყვანეს, საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს მეფობის დასამტკიცებლად.

1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). 1247 წელს გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფედ დაამტკიცა: დავით გიორგის ძეს უფროსი (მონღოლურად uლუ), ხოლო დავით რუსუდანის ძე – უმცროსი (მონღოლურად nარინი) უწოდეს. 1248 (1249) წელს დავით VII დავით VI-თან ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.

უფრო მეტიც, მეფე ულუ დავითისა და მეფე დავით ნარინის მიერ საქართველოს სამეფოს გაყოფის დროს დავით ნარინს (ე.ი. თავისუფალ საქართველოს) ერგო თბილისის, სხვა დიდი ქალაქებისა და შემოსავლიანი ადგილების ნახევარი. gანიყვეს ორად ტფილისი, ქუთაისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსიით დარუბანდამდე, და განიყვეს სამეფო და საჭურჭლენი, ე.ი. თავისუფალი დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილსაც ფლობს.

სამწუხაროდ, როგორც აღინიშნა, მონღოლთა ბატონობის დროს პოლიტიკური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო სამ ნაწილად გაიყო: აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ sაქართველოებად. მიუხედავად ამისა, საქართველო ერთიანი, მთლიანი ორგანიზმი იყო, რომლის ყოველი კუთხე ერთიანი ქართველი ხალხით იყო დასახლებული, ამ დროსაც, ისევე როგორც წინა საუკუნეთა დაშლილობის დროს, საქართველოს ამ კუთხეებს აერთიანებდა ქართული ეკლესია.  

მონღოლებს ქვეყანა დუმენებად ჰქონდათ დაყოფილი, თუმცა დავით ნარინისა (რუსუდანის ძისა) და დავით ულუს (ლაშას ძის) მეფეთა წოდებით საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1248 წლისათვის დუმენებად დაყოფა გაუქმდა.

მონღოლთა მიერ დაწესებული გადასახადები მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. თავდაპირველად მას ადგილობრივი ფეოდალები კრეფდნენ, შემდეგ კი ეს საქმე მონღოლ მოხელეებს _ ბასკაკებს დაევალათ. რომლებიც ცდილობდნენ რამდენჯერმე აეკრიფათ ერთიდაიგივე გადასახადი. ქვეყანაში შექმნილ გაუსაძლის პირობებს მოჰყვა დავით VI ნარინის აჯანყება 1259 წელს მან დაამარცხა საქართველოში მყოფი მონღოლთა ჯარი, მაგრამ მიხვდა, რომ მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლას დიდხანს ვერ შეძლებდა და ქუთაისს შეაფარა თავი. ამ დროიდან საქართველოს სამეფო და ხაზინაც ორად გაიყო. დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში ლიხთიმერეთის მეფედ დაჯდა და მონღოლებისაგან თავისუფალი ქვეყნის მეთაურად იქცა.

1260 წელს აჯანყდა დავით VII ულუ. მან უარი განაცხადა ხლებოდა ქართული ლაშქრით ყაენს ეგვიპტის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას მხარი მხოლოდ სარგის ჯაყელმა დაუჭირა. მონღოლებმა კიდევ ერთხელ დაარბიეს ქვეყანა. დავით ულუმაც დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, სადაც მონღოლებს შეღწევა უჭირდათ. თუმცა ჰულაგუ ყაინმა მისი უსათნოესი მეუღლე გვანცა დედოფალი (კახაბერისძის ასული) პატარა ვაჟითურთ ხელთ იგდო და 1262 წელს სიკვდილით დასაჯა.

გადმოცემის მიხედვით, სიკვდილის წინ დედოფალს 3 წლის დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი სიკეთისთვის ღვთისაგან სასწაულებრივი კურნება მიუღია – უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.

დავით ნარინის და დავით ულუს დამარცხების უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ქართველი მეფეები შეუთანხმებლად მოქმედებდნენ, ქუთაისში ერთდროულად ორი მეფე აღმოჩნდა. დავით ულუმ მონღოლებთან შერიგება გადაწყვიტა და სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუ ყაენს ეახლა. ყაენის წინაშე დანაშაული თავის თავზე აიღო სარგის ჯაყელმა. ჰულაგუმ შეიწყალა მეფე, რომელმაც მესამე ცოლი შეირთო და დემეტრე გასაზრდელად ტარსაიჭ ორბელს მიაბარა.

ქართველთა ლაშქარს კიდევ ერთი მძიმე მოვალეობა დაეკისრა: სიბაზე დგომა. ეს იყო გამაგრებული თავდაცვითი ზღუდე. სიბაზე მდგომ ქართველთა ლაშქარს ოქროს ურდოს ჯარი უნდა შეეჩერებინა. დავით ულუს ბრძოლა მოუხდა საქართველოში შემოჭრილ ოქროს ურდოს ყაენ ბერქასთან და მიუხედავად იმისა, რომ მას თბილისი არ აუღია, გამოუსწორებელი ზარალი მიადგა ქუეყანას. სიბაზე უმძიმესი პირობები იყო შექმნილი. გავრცელდა ეპიდემიური დაავადებები (მუცლის ტიფი…), რასაც 1268 წ. დავით ულუს უფროსი ვაჟი გიორგი უფლისწული და 1270 წელს თვით მეფეც კი ემსხვერპლნენ.

უფლისწული დემეტრე ტახტის მემკვიდრე გახდა 1268 წლიდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. მამის გარდაცვალებისას დემეტრე 11-12 წლის იყო და არსებული წესის თანახმად, იგი მეფედ დასამტკიცებლად აბაღა ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში, მას მოეწონა ქართველი უფლისწული, rამეთუ იყო ქმნულ-კეთილ, და შუენიერი ხილვად, და მეფობის დასტური უბოძა, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი სადუნ მანკაბერდელი. wარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრე ათაბაგობა.

 1271 წელს ყმაწვილი დემეტრე ჩამობრძანდა საქართველოში და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში aღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყუნეს.

მეფის მცირეწლოვანების დროს სადუნ მანკაბერდელი ფაქტიურად მთელ ქვეყანას განაგებდა, აღზევდა, გამდიდრდა, და ამირსპასალარიც გახდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ დემეტრე მეფემ მის შვილს, ყუთლუ-ბუღას ათაბაგობა აღარ მისცა – ამირსპასალარობა დაუტოვა, ათაბგობა კი თავის გამზრდელს ტარსაიჭ ორბელს უწყალობა.

სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფეს aქუნდა ჩვეულება, აღიღოს საფასე, და ღამე მოვლოს ქალაქი, მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თვისითა ხელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთვის გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხვივნენ მეფესა.

16 წლის დემეტრე პოლიტიკური მოსაზრებით ტრაპიზონის იმპერიის მეოთხე იმპერატორის 1238-1263 წწ. მანუელ I-ისა და მისი მესამე ცოლის, ტრაპიზონელი აზნაურის, ირინა სირიკაინას ასულზე დააქორწინეს. ამ დროს ტრაპიზონის იმპერატორი იყო მანუელის ძე გიორგი 1. მათ ოთხი ვაჟიშვილი შეეძინათ: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და ერთი ასული რუსუდანი.

მეფე დემეტრე, მონღოლთა მპყრობელობის მეტად მძიმე პირობებში გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. მან ჩაიბარა პოლიტიკურად დაშლილი სამშობლო, განზე გამდგარი სამთავროები და განუწყვეტელი ომიანობით დაბეჩავებული ხალხი და მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით ასრულებდა მონღოლთა ბატონობით დაკისრებულ მოვალეობას, მორჩილებაში ამყოფებდა განდიდებულ მთავრებსა და მოხელეებს, ებრძოდა აშლილობასა და მოქნილი პოლიტიკით ახერხებდა ქვეყნის კეთილდღეობის დაცვა-შენარჩუნებას. მან თავგანწირული შრომისა და ბრძოლის წყალობით შესძლო შინაური და გარეშე მტრების სათარეშოდ ქცეული ქვეყნის მოშენება, მედროვეთა ალაგმვა და ხალხის დამშვიდება.

სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინების გამო, დემეტრემ უსაყვარლესი დაი თამარი არღუნ ყაენს მისცა რძლად, რადგან მამამისი, დავით ულუ იყო შეპირებული და უარი ვეღარ უთხრა. aღასრულეს წესი ქორწილისა: და წარვიდა არღუნ ურდოს: ხოლო შვილი მისი დაუტევა წინაშე მეფისა.

მეტი აღმშენებლობა არ დასცალდა მეფეს – ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო, და იგიც წლების განმავლობაში ერთგულად ასრულებდა მონღოლთა მიერ დაკისრებულ სამხედრო ბეგარას – ქართველთა ჯარით მონაწილეობდა მათ ლაშქრობებში. 1277 წელს, იგივე მონღოლი ყაენის მიწვევით, დემეტრემ 300 ქართველი მეომრით მონაწილეობა მიიღო და თავიც დიდად ისახელა ეგვიპტის სულთანის, ბეიბარსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. იმავე წელს მონღოლთა მიერ საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგად გაირკვა, რომ პირველი აღწერის (1254-1256 წ.) შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი აოხრებული იყო. დემეტრე II ცდილობდა დაცემული ეკონომიკის  აღორძინებას. მიუხედავად მძიმე საშინაო ვითარებისა, შედარებით მშვიდი პერიოდი მან საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. aაგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა…

ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, მას მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შერთეს ცოლად. მისგან შეეძინა ორი ძე – ბაადური და იადგარი, და ასული – ჯიგდა ხათუნი.

1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულტნის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. ქალაქ დარბუზაკთან (სირიაში) გამართულ ბრძოლაში თავი ისახელა ბექა ჯაყელმა და მისმა მესხებმა. ხოლო, შემდგომ, ქალაქ ამასიასთან, 1281 წლის 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაში, კვლავ საარაკო გმირობა ჩაიდინეს დემეტრემ და მისმა 200 მხედარმა. ამ ბრძოლაში მონღოლები დამარცხდნენ, დიდი იყო მსხვერპლი ქართველთა მხრიდან, თვითონ დემეტრე II ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

დემეტრე II იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ილხანთა სახელმწიფოში ატეხილ დინასტიურ ბრძოლებში: აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. 1282 წელს დემეტრე მეფე საქართველოს ლაშქრით ხორასანში იბრძოდა აჰმად-ყაენის (1282-1284) მხარეზე აბაღას ძის არღუნის წინააღმდეგ; ბიძა-ძმისწულის ბრძოლა იმჯერად ბიძის გამარჯვებით გათავდა. ქართველი მეფეც ახალ ყაენს ურდოში ეახლა და ეთაყვანა; აჰმადმაც დემეტრე დიდი პატივით მიიღო და მაშინვე ყაენის კარმა კიდევაც დაიმოყვრა ქართველი bუღას ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს მცირეწლოვანი ასული რუსუდანი (კვლავ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით გადადგა მეფემ ეს ნაბიჯი.)

 1284 წელს დემეტრეს მძახალის, თვითონ ბუღა ნოინის მეთაურობით, აჰმად ყაენი შეთქმულებმა მოჰკლეს და ყაენის ტახტზე არღუნ აბაღას ძე აიყვანეს. ახალმა ყაენმაც დემეტრე დიდის sიყვარულით მიიღო და თავის მხრივაც აღიარა იგი საქართველოს მეფედ, მით უფრო, რომ ახლად აღზევებული ყაენი მთლიანად ბუღა ნოინის, ანუ დემეტრეს მძახლის xელთა შინა იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრობისა და მოყვრობის წყალობით გაძლიერდა დემეტრე II-ის ავტორიტეტი და გავლენა საქართველოში.

1289 წელს დემეტრემ მონაწილეობა მიიღო დარუბანდის ციხე ანიყასთან ჩრდილოეთის ურდოს წინააღმდეგ მონღოლთა ბრძოლაში.

ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, და დაქვეითდა ეკონომიურად, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გამწვავდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე – კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლა. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას და სოფლებს იმის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიცა და ხატიც.

მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდალურ ზედაფენებში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვევები (მრავალცოლიანობა და სხვა). დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. მის მიერ ჩატარებული ღონისძიებები (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა. განსაკუთრებით აოხრებული იყო კახეთი და ჰერეთი.

თავის aსწლოვან მატიანეში ჟამთააღმწერელი ჩამოთვლის ქართველი ერის ცოდვებს: mთავართა იწყეს ხელის შეხება საყდართა და მონასტერთა, და იწყეს მიტაცებად სოფელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა – საყდარსა ზედა დიდებულსა აწყვერისასა”. ჟამთააღმწერელი არ ერიდება სასულიერო პირთა გაკიცხვასაც, რადგან მათაც დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება: aრავინ იპოებოდა სიმართლის მყოფელი, რამეთუ იყო მღვდელმთავარი და მღვდელი ლაღ, ამპარატავან, ანგარ, ბოროტისმყოფელ, უწესო… იყვნენ ყოვლით კერძო ბოროტ. საერთო გაჭირვებას ზედ დაერთო მიწისძვრა, რომელიც მთელი თვე გაგრძელდა. უფალმა სასჯელი მოუვლინა sაზეპურო ერს – ვნების ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს მიწა იძრა sამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათვის. შაბათს კი საფუძვლითურთ შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: დაანგრია ეკლესია-მონასტრები, მიწა გაიპო და იქიდან შავმა კუპრისმაგვარმა წყალმა ამოხეთქა, გლოვამ და ტირილმა მოიცვა საქართველო.

ჭაბუკი მეფე კვლავ ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო, რადგან სიყვარული დაეუფლა მის გულს, და გადაწყვიტა რომ, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში. მან ბექა ჯაყელის ასული ნათელა მოიტაცა და ცოლად დაისვა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა uმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა – გიორგი V, ერისგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული (დ. 1286 – გ. 1346) .ასე რომ, ყოველგვარი სულიერი სათნოებით გამორჩეული, ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა ხელის ამპყრობელი მეფე სამი ცოლის პატრონი შეიქმნა.

ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი kაცი მოხუცებული და მართლმკვეთელი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი ჯუანშერის ძე – არავინ უგდებდათ ყურს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებასა და უწესობაში.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა პატრიარქობა, wარვიდა მამულად თვისად, და მუნ იყოფოდა მრავლითა მოღვაწებითა, მარხვითა, მღვიძარებითა და გლახაკთა მოწყალებითა და სათნოებათა ტვირთითა უფლისა მიმართ მიიცვალა”. ჩანს, ნიკოლოზ კათალიკოსმა მისია ბოლომდე აღასრულა. მისმა მხილებამ გარკვეული ხნის შემდეგ მაინც უთუოდ იქონია გავლენა დემეტრე მეფეს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

მეფეს ამხელდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი მესხი.

დემეტრე მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი (რატიშვილი), ევფემიოს კათოლიკოსის (საქართველოს კათოლიკოს ექვთიმე III) ბიძა. წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული ბასილი წმიდა ათონის მთაზე მოღვაწეობდა sაღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობის მადლითა გაბრწყინვებული, ღმრთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, და ვითარცა მოციქული  ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთვის ქორწინებისა და ასწავებდა სიწმიდესა და მოახსენებდა ტაძარ ღმრთისა ყოფასა ჩვენთა და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა განუხრწნელისა სიძვათა შინა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა, ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა და ლმობიერებასა და უხვებასა… მდინარეთა მათ მწვირიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად ყოფასა.. და მთავართა ამხილებდა უწესობათა”. დემეტრემ და მისმა დიდებულებმა უგულუბელს-ჰყვეს სათნოებით გაბრწყინებული მონაზვნის ნათქვამი, და მაშინ თვით განგება ამეტყველდა წმინდა ბასილის პირით: uკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარყოს სიმდიდრე შენი. გაკვირვებულმა მეფემ ვერაფერი უპასუხა მას, rამეთუ იყო წმინდათა კაცთა პატივისმცემელ. ასე მოუვლენდა უფალი Jამით-ჟამამდე საქართველოს სამხილებლად და გამოსაფხიზლებლად წმიდანებს, რომელთა სახელები ცათა შინა არს დაწერილი. მალე გაცხადდა ბასილი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. საქართველოს მეფესა და მის ერზე განსაცდელი გარდამოვიდა.

1288 წელს დარუბანდელები აუჯანყდნენ არღუნ ყაენს. დარუბანდელებს ჩრდილოეთიდან ძლიერი ნოინი, ნოყაი უჭერდა მხარს. არღუნ ყაენმა დემეტრე მეფე აწვია და დარუბანდს სალაშქროდ წავიდა დემეტრეც, აიღო ანიყი – დარუბანდის მთავარი ციხე-სიმაგრე და მიართვა არღუნს მისი გასაღებნი. იმავე 1288 წელს გამჟღავნდა არღუნ ყაენის დასამხობად გათვლილი შეთქმულება, რომლის სათავეში ამჯერადაც ბუღა ნოინი აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით თავი გააგდებინეს არა მარტო მას, არამედ ყველა მის ახლობელსა და ნათესავს, ასევე მისგან დაწინაურებულ ყველა მოხელეს,  მათგან ისეთებსაც, შეთქმულებაზე რომ არაფერი სმენოდათ.

დემეტრე მეფეც იხმეს ურდოში. იგი მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს, შეკრიბა სამღვდელოება, დიდებულები და განუცხადა – gანრისხებულია ყაენი, თავისი ყველა მთავარი გაწყვიტა. ახლა მე მიხმობს. თუ მთიულეთში წავალ, თავს გადავირჩენ, მაგრამ ვაი, რომ მთელი ჩემი სამეფო მათ ხელში ჩავარდება. რამდენი სული ქრისტიანი გაწყდება და დატყვევდება, ეკლესიები წაიბილწება და მოოხრდება, ხატები და ჯვრები შეიმუსრებიან, ხოლო თუ მივალ ყაენის წინა, ნამდვილად ვიცი, მომკლავს. ახლა სიბრძნით განიხილეთ ეს საქმე, ხოლო მე ასე ვფიქრობ: მრავალმღელვარე არის ეს წუთისოფელი, დაუდგომელი და წარმავალი, ჩვენი დღეები სიზმარივით და აჩრდილებივით წარვლენ. ჩვენც უნებლიეთ და სწრაფად გავალთ ამ წუთისოფლიდან. რა სარგებლის მომტანი იქნება ჩემი ცხოვრება, თუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდება და მე მძიმე ცოდვებისაგან გავალ ამ სოფლიდან. ახლა მნებავს, რათა მივიდე ყაენის წინაშე, და იყოს ღვთის ნება, თუ მომკლავენ, ვფიქრობ, რომ ქვეყანა დარჩება.

სამეფო დარბაზი გაკვირვებული უყურებდა სიცოცხლით სავსე, Sესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. და უთხრეს – მეფეო, ქვეყანაც რომ გადარჩეს, ვინაა შენი შემცვლელი? ახლა გირჩევთ, რომ წახვიდე მთიანეთის სიმაგრეებში, ანდა აფხაზეთში, როგორც მამაშენი მოიქცა და არაა საჭირო თავის განწირვა შენგან, ჩვენ ყველანი მტკიცე ერთგულები ვართ, მაგრამ მეფემ უპასუხა: Tქვენ ჩემი სიყვარულისა და ერთგულების გამო ამბობთ ამას, მაგრამ მებრალება უბრალო ხალხი, ისინი ცხვრებივით უღონონი არიან სიკვდილის წინაშე. არსაიდან ელიან ნუგეშისცემას. მე დავდებ ჩემს სულს ჩემი ერისათვის. არ დავიშლი ურდოში წასვლას. მაშინ ყველანი წამოდგნენ და აბრამ კათალიკოსმა უთხრა: mრავალი მეფე მორიდებია და თავისი თავი ასე დაუცავს. ახლა, თუ შენ დადებ შენ სულს ერისათვის, ჩვენ, ყველა, ეპისკოპოსები ვიტვირთავთ შენ ცოდვებს, მაგრამ ღვთის წინ ვამბობთ, რომ მოწამეთა შორის იქნები შერაცხილი, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს: aმაზე უფრო მეტი სიყვარული არ არსებობს, რათა კაცმა დადოს სული თვისი მოყვასისათვის. თუ ერთი მოყვასისათვის სულის დადება სიკეთეა, რაოდენ უფრო სასარგებლოა ურიცხვი სულის სიცოცხლე.

ამის გამგონე მეფე სიხარულით განემზადა ურდოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავით და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენთან ჩაიყვანა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი. როდესაც დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად, მან სცადა თავის მართლება, რადგან შეთქმულებაში მისი მონაწილეობის საბუთები არ იყო, და ყაენიც ყოყმანობდა,: uკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა, თუმცა არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე mიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მოღოლთა მოენემ და დამსმენმა – სადუნ მანკაბერდელის ძემ ამირსპასალმა ხუტლუბუღამ, განაწყენებულმა იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა და ყაენს უთხრა: nუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

წმინდა დემეტრემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, რომელთაც მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. aჰა, შენი თავი შენს ხელშია. ღამით აიყვანე მორბედი ცხენები და წადი, განშორდი ამათ ხელთაგან, მაგრამ მან არ შეისმინა განზრახვა თავისი მოყვარული მთავრების და მტკიცედ მიუგო: თავიდანვე ვიცოდი ჩემი სიკვდილი, მაგრამ დავდე თავი ჩემი და სული ჩემი ერისათვის. ახლა თუ გავიპარები, უბრალო ერი მოისრება და რა სიკეთეა მთელი ქვეყანა შევიძინო და სული წარვიწყმიდოო. სიკვდილის წინ სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო დავითი მეფემ: Zე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.

1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე სიკვდილით დასაჯეს. (ვახუშტის მიხედვით, mტკვრისა და ალაზნის შესართავს შორის, არს მოვაკნი, რომელი აღაშენა მოვაკანოს. მას ქართული ქრონიკები თითქმის ყოველთვის რანთან ერთად იხსენიებენ) მის სიკვდილს ასე აღწერს მემატიანე: ილოცა და ეზიარა ჩვენი მეუფე ქრისტე ღმერთის სისხლსა და ხორცს. ილოცა ცრემლით და მერე მიუპყრა ქედი და აჰა, დღე საშინელი და შესაზარი: იკადრეს ბილწებმა ღვთის ცხებულ მეფეზე და წარკვეთეს თავი. მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. pატივი ღმრთისაი მაშინვე გამოჩნდა თავის ცხებულზე, რამეთუ მზემ თავისი შარავანდედი სრულიად გააუჩინარა. დილის ათი საათიდან საღამომდე სიბნელე ჩამოწვა, რათა ცნობილი გამხდარიყო, რომ pატიოსანნი არიან ცხებულნი ღმრთისანი. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს დავითის მოკვლაზე.

დემეტრე მეფის წმიდა ნეშტი, რომელსაც ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ, კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა გამოიხსნეს და თბილისელი მეთევზეების დახმარებით ურმით საქართველოში ჩამოასვენეს.  ქართველები მცხეთაში შეეგებნენ წმინდა ნეშტს და დიდი პატივით სვეტიცხოველში, წინაპართა მისთა სამარხოში დაკრძალეს.

როგორც იწინასწარმეტყველა წმინდა ბერმა ბასილიმ: bოროტად და უპატიოდ მოიკლა ქრისტეს მიერ შეყვარებული მეფე მძლავრთა მიერ, სხუამან დაიპყრა სამეფო მისი – იმერეთიდან დავით ნარინის ძე მოიხმეს და მას ჩააბარეს დემეტრეს ტახტი, Sვილნი მისნი მიმოდაიბნინენ: დემეტრეს უფროსი ვაჟი, დავითი, რომელიც მას ჰყავდა ტრაპიზონის მეფის ასულისაგან, თან ახლდა მამას ურდოში. იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და აღიზარდა ნოინ ტაჩარის კარზე, უსჯულოთა შორის. ტრაპიზონის მეფის ასულმა შვილებითურთ – ვახტანგით, ლაშათი და მანოველით მთიულეთს შეაფარა თავი, სოლღარმა თავის სამშობლოში წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, უმცროსი ძე კი – გიორგი (ბრწყინვალე) დედამ, ბექა ჯაყელის ასულმა ნათელამ ახალციხეში, მამის მამულში აღზარდა.

წმინდა მეფე დემეტრემ სამშობლოსათვის თავი გასწირა. ნაძრახ სიცოცხლესა და მამულის აოხრებას სიკვდილი არჩია, ამიტომ მადლიერმა ხალხმა მას თავდადებული უწოდა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 (ახ.სტ 25) მარტი დაადგინა.

2003 წლის 13 თებერვალს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს თხოვნის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით ტერენტი გრანელის ქუჩის ბოლოსა და რკინიგზის ღობეს შორის არსებული მიწა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა ეკლესიის ასაშენებლად.

ამავე წლის ნოემბერში იკურთხა მიწა და ამ მოვლენის აღსანიშნავად აღიმართა ჯვარი, რომლის სადგამ ქვაზეც ვკითხულობთ შემდეგ წარწერას: jვარი ესე იკურთხა 2003 წლის ღვინობისთვის 21-სა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ, ნიშნად კურთხეულ მიწაზე წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის მართლმადიდებლობის სავანის აშენებისა და დამშვენებისა, სადიდებლად ღმრთისა და მსახურებად უფლისა. წმინდაო მეფევ დემეტრე თავდადებულო, მეოხ იყავი ჩუენი წინაშე ღმრთისა. ამინ.

2003-2006 წლებში ტაძრის აღმშენებლის, ვახტანგ ნაბახტეველისა და უბნის მკვიდრთა ურთიერთთანადგომით აშენდა წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია, რომელიც თბილისში, სვანეთის უბანში, ვახტანგ III ის ქუჩაზე მდებარეობს.

2006 წლის 21 ნოემბერს მთავარანგელოზობას უწმინდესის კურთხევით ტაძარი აკურთხა და წირვა აღასრულა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ. ტაძრის კურთხევისას მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც პარაკლისი გადაიხადა. და ტაძრის წინამძღვრად მამა მალხაზ ყიფიანი დაადგინა, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ტაძარში ყოვლკვირეულად პარაკლისს აღასრულებდა. ტაძარში ასევე მსახურობს დეკანოზი ნიკოლოზი (გუგუსიანი) და მღვდელი გიორგი (ბედიაშვილი). ტაძარი მოიხატა ხატმწერ დავით ხიდაშელისა და მამუკა გეგელაშვილის მიერ. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ამშვენებს ჩასმული ფილა, რომელსაც აწერია: ,,ჩვენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ, შენ ვითარცა ღმერთმან შეგვინდევ. მაშენებელი წმინდისა ამა ტაძრისა: მონა ღვთისა ვახტანგი და ძმანი მისნი. ტაძარში კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს აღესრულება პარაკლისები. სამშაბათს სრულდება ღვთისმშობლის pანტანასად წოდებული სასწაულთმოქმედი ხატის პარაკლისი, რომელიც ტაძარშია დაბრძანებული. ის ქართველმა ხატმწერმა ნინო ბათიაშვილმა დაწერა ქ. ათენში ზურაბ მამულაშვილისა და მარინე კოშაძის ფინანსური მხარდაჭერით, და 2006 წელს მამა მალხაზმა ჩამოაბრძანა საბერძნეთიდან. ხატი განსაკუთრებით შემწე და მფარველია ონკოლოგიური სნეულებით დაავადებული ადამიანებისათვის და მის მიერ ბევრი სასწაული და კურნება აღესრულება. ხუთშაბათობით კი სრულდება წმ. დემეტერე თავდადებულის პარაკლისი ტყვეობასა და საპყრობილეში მყოფთა, დევნილთა და უპოვართა შემწეობისათვის. ტაძარში არსებული დემეტრე თავდადებულის ხატიც იმავე ხატმწერის დაწერილია. ამ კრებულის შედგენა დააფინანსა ამავე ტაძრის მრევლმა – ავთანდილ გელაშვილმა; დავით გულარიძემ; გიორგი ბროძელმა; ბათა და ვატო კვარაცხელიებმა; გიორგი სუხიშვილმა; გიორგი ინგოროყვამ; ალექსანდრე ბერიძემ; ლაშა ქუხილავამ; ალექსი აბრამიშვილმა და ოთარ გაგნიძემ.

ამ ტაძრის ეზოში ასევე აშენდა სამშობლოსათვის წამებული წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახ. ტაძარი, რომელიც იკურთხა 2016 წელს. სიმბოლურიცაა და უფლის განგებაცაა, რომ წმ. მეფე დემეტრე  XIII საუკუნის მოწამე და თავდადებულია, წმინდა დიმიტრი ყიფიანი კი, შეიძლება ითქვას, XIXს-ის ახალ დემეტრე თავდადებულად იწოდება.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის (ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს) შვილთაშვილი იყო.

სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა უფალი მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი იყო, როცა მონღოლებმა დედა – უსათნოესი გვანცა დედოფალი, მოუკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისაგან სასწაულებრივი კურნება მიუღია – უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.

ათი წლისას მოუკვდა მამა – დავით ულუ. 11-12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მოეწონა ქართველი უფლისწული, „რამეთუ იყო ქმნულ-კეთილ, და შუენიერი ხილვად“, მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, „წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრე ათაბაგობა“. სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.

თბილისში ჩამობრძანებული მეფე დაჯდა დავითიან-თამარიან ტახტზე. „აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსა ერეთით, კახეთით, სომხეთით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყუნეს“.

სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. „აქუნდა ჩვეულება, აღიღოს საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა“.

15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული.

შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. „ააგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა“…

მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს – ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა.

1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად.

სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას და სოფლებს იმის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიცა და ხატიც.

ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი – არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში.

დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ – სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა „უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ჴელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა“ – გიორგი V, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული.

უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს“ ცოდვთა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა „სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათჳს“. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლიანად შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბორცვი დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავი კუპრისმაგვარი წყალი ამოიჭრა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული ღვთისმშობლის ხატი – გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა სრულიად საქართველო.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათალიკოსობა, „წარვიდა მამულად თჳსად“ და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს.

მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი (ხს. 18 აპრილს), ევფემიოს (ექვთიმე III) კათოლიკოსის ბიძა, „საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა გაბრწყინვებული“, ღვთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უთხრა: „უკეთუ დაუტევენ უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“. მეფემ და მთავრებმა უგულებელყვეს წმიდა ბერის ნათქვამი. მაშინ ბასილი მონაზომა მომავალი უწინასწარმეტყველა: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინეს და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარჰყოს სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა, შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელი სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკუეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.

გაკვირვებულმა მეფემ პასუხი არ გასცა ღვთივგანბრძნობილ ბერს, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.

მეფეს ამხელდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი (ხს. 16 მარტს).

მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამ-ღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.

აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი… და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მოოჴრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსრვიან… რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე თჳთ მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს“.

დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, „შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ“ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფემ მშვიდად ბრძანა: „მეწნო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას“.

„არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტჳრთვთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუასისათჳს. და უკეთუ ერთისა მოყუსისათჳს სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულითა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს“, – ბრძანა აბრაჰამ კათოლიკოსმა.

ამის გამგონე მეფე სიხარულით განემზადა უდაბნოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავით და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი.

ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა, „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა“, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი“. მაშინ წინ წარდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მოღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგულებით გახარებულმა მეფემ კვლავ მშვიდად მიუგო: „პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისთჳს ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო“.

მონღოლებმა დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს.

წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო: „ძე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.

სიკვდილის წინ ილოცა მეფე, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა.

მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე.

დემეტრეს წმიდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.

წმიდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, „სამარხოსა მამათა მათთასა“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

წმიდა მოციქულთასწორნი კონსტანტინე მეფე (+337) და ელენე დედოფალი (+327)

წმიდა მოციქულთასწორნი კონსტანტინე და ელენე

( 3 ივნისი )

ტროპარი: ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და, ვითარცა პავლე, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოსჩნდა, უფალო, და სამეუფეო ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით მეოხებითა ღმრთისმშობელისათა შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსნი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.

 

წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327). კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი კონსტანტინე დიდი ეწოდა. იმ დროს რომის იმპერია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა – წმიდა ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე სხვა ხელისუფალნი: დიოკლეტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევრებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.

წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.

ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.

ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.

ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

28 მაისი. ღირსი პიროს ბრეთელი (VI)

ღისრი პიროს ბრეთელი

15 მაისი (28 მაისი)

 

ტროპარი:
მოციქულებრივი სრბაი აღასრულე, მო-რაი-ხვედ ქუეყანასა ჩუენსა, ღმრთეებრივო ხატო სინანულისაო და შემომკრებელო გარემო შენსა მეძიებელთა საღმრთოისა მადლისათაო, რომელმან ღუაწლითა შენითა განაბრწყინვე ერი ქართველთაი, ღირსო მამაო პიროს ბრეთელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. ჩამოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად და დააარსა ქართლში ბრეთის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია.

წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. აქ იგი ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა მის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.

როგორც ცნობილია, VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ “ასურელი მამები” – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეული მოღვაწეების ცხოვრების წიგნები დაიწერა. ზოგიერთ მათგანში წარმოდგენილია ასურელი მამების სახელთა ნუსხა, სადაც მოიხსენიება მამა პიროსიც, ერთგან მხოლოდ სახელით, ხოლო მეორეგან მისი მოღვაწეობის ადგილიც მითითებულია – პიროს ბრეთელი.

ბრეთელები პიროსის საფლავს მთავარი ეკლესიის ცენტრში თვლიან, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ მდებარეობს დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა. დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებიდანაა. მისი ჩრდილოეთ მინაშენი თავდაპირველად დამოუკიდებელ მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანებით ერთიან ნაგებობად იქცა.

 

2005 წლის, წმინდა სინოდის განჩინებით, დაწესდა წმინდა პიროს ბრეთელის ხსენების დღე – 15 მაისი (ძვ. სტ.), 28 მაისი (ახ. სტ.).

Categories
წმინდანთა ცხოვრება

18 მაისი. წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)

წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)

 

ტროპარი, ჴმა დ

ტარიგი შენი იესო ირინა ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენ-თჳს, რათა ვსუფევდე შენთანა, და მოვსწყდები სახელისა შენისა-თჳს, რათა ვიდიდოცა შენთანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჴნნი.

კონდაკი, ჴმა გ

ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული, და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშვენებულ ხარ, ყოვლად ქებულო, სულითა, ქალწულ-მოწამე, ღვაწლთა მიერ, ირინა, რამეთუ გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაჲ საუკუნო და საშვებელი

 

წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მიგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი – ზეთისხილის რტოთი, არწივი – გვირგვინით და ყვავი – გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა – მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო – მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა – სულიერი სიმაღლის სიმბოლომ – მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოტეხა და ფეხებით გათელა. წმიდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს.

 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

23 აპრილი. დედანი და მამანი ქვათახევში წამებულნი

წმიდა დედანი და მამანი, თემურ ლენგის მიერ ქვათახევის* მონასტერში წამებულნი (+1386)

 

 გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისთვის: სამარყანდელი თემურ ლენგი 1386-1403 წლებში შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით  „რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახნი საქართველოისნი“. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართველმა „ვნებაი მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა“. მისი II ლაშქრობისას მოხდა ქვათახევის* მონასტრის დარბევა. (* ქვათახევი – XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან. ქვათახევს ქვაბთახევსაც უწოდებენ. ამ სახელების წარმოშობის ვერსიები ასეთია – რადგან მონასტერი კლდოვან ქანებშია აგებული, ქვათახევი უწოდეს. ქვაბთახევი კი გამოქვაბულების არსებობას, უძველეს ბერმონაზვნურ ცხოვრებას უკავშირდება.  პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს. სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. თამარს უკავშირებს.) მან უწყალოდ დაახოცია არა მხოლოდ მონასტრის მკვიდრნი, არამედ იქ თავშეფარებული საერო და სასულიერო პირები, დედანი და მამანი, რომლებიც საქართველოს ეკლესიამ წმინდათა დასში შერაცხა.

თემურ ლენგი (1336-1405), ბარლასთა გათურქებული მონღოლური ტომის წარმომადგენელი, მონღოლთა იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა და სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც ამ გზაზე წინ გადაეღობებოდა.* (თემურლენგი, ტამერლანი (დ. 1336 – გ. 1405) – შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ჭაბუკმა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო თემურლენგი~ (ტაჯიკურადკოჭლი თემური~) შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით იგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს. 1370 წელს თემურლენგმა ემირის წოდ ება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი. თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, და დაპყრობითი ომებისაკენ.) იგი თავის მთავარ მეტოქედ თვლიდა ჩრდილოეთის ურდოს ყაენს თოხთამიშს, რომელთან ბრძოლასაც მან თითქმის 15 წელი შეალია. დაამთავრა თუ არა შუა აზიის გაერთიანება, დაიწყო მზადება ირანისა და მის დასავლეთით მდებარე ქვეყნების დასაპყრობად. ამ მიზნით, მან სამი დიდი ლაშქრობა მოაწყო. ეს იყო ე.წ. სამწლიანი (1386-1389), ხუთწლიანი (1392-1397) და შვიდწლიანი (1399-1405) ლაშქრობები. თემურ ლენგი უზომო სისასტიკეს იჩენდა დაპყრობილი ხალხების მიმართ და არაადამიანური თვისებების გამო უამრავ საშინელებას სჩადიოდა.

მაგალითად, ქ. ისპაჰანის აღების შემდეგ, 70000 კაცს თავი მოჰკვეთეს და თავებისგან კოშკები ააგეს. ინდოეთში ლაშქრობისას, ქ. დელის აღების შემდეგ 100 000 კაცს თავი მოჰკვეთეს თავიანთი ცოლ-შვილის თვალწინ და ქალაქი ისე გადაბუგეს, რომ ერთი საუკუნის მანძილზე მისი აღდგენა ვეღარ შეძლეს. ქ. ისფაზარის აღებისას მან 2000 ცოცხალი ადამიანი ჩაატანინებია კედელში და დუღაბი დაასხმევია. სივასის აღებისას კი ცოცხლად დამარხეს 4000 სომეხი.

თემურთან განცდილი რამდენიმე მარცხის შემდეგ, 1385 წელს თოხთამიში 90 000-იანი ლაშქრით გადმოვიდა კავკასიონის უღელტეხილების, დარუბანდისა და დარიალის გადმოსასვლელებით, და ჩრდილოეთ ირანს შეესია,  რომელსაც თემური თავის სამფლობელოდ თვლიდა, თოხთამიშმა ალყა შემოარტყა თავრიზს, სადაც მას თემურის ისტორიკოსის თქმით, „ურწმუნოებიც“ ახლდნენ, სავარაუდოდ ქართველები, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო და ოქროს ურდო მოკავშირეები იყვნენ. ამით უნდა აიხსნას ის, რომ 1386 წელს, თავრიზის აღების შემდეგ, თემურ ლენგი, პირდაპირ საქართველოსკენ გამოემართა.

ამ დროს საქართველოში ბაგრატ V * მეფობდა და მისი სამეფოს საზღვრებში აღარ შემოდიოდა ნახჭევანი, გარნისი და კარი.  (*ბაგრატ მეფე  – ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას გამოჩენილ სარდალს~ უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ Vძლევამოსილისა და ძლიერის~ სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ საქართველო თუმცა ეკონომიურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბაგრატ V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (ტრაპიზონის იმპერიასთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა, მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქ. ანისი და მისი ოლქი წინანდებურად ბაგრატ V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბაგრატ V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი. მეფე ბაგრატ V-ის მეფობის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1366 წელს მისი მსხვერპლი გახდა დედოფალი ელენე, რომლისაგანაც მეფეს ორი ძე გიორგი და კონსტანტინე ჰყავდა. სავარუდოდ, ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილის ასული, ელენე დიდი კომნენოსი. ელენეს გარდაცვალების შემდეგ 1367 წლის ივნისში ბაგრატ V დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის, იოანე-ალექსი III-ის ასულ ანა კომნენოსზე, რომლისაგანაც შეეძინა მესამე ვაჟი დავითი. იმ წელსვე მან ჩაახშო სვანთა აჯანყება.) თემურმა სწორედ ეს გამაგრებული პუნქტები აიღო და საქართველოში შემოსასვლელად საუკეთესო პლაცდარმები დაიჭირა. 1386 წლის გვიანი შემოდგომით, უჩვეულო ყინვების დროს, თემური სამცხეში შემოიჭრა. იქიდან კი თრიალეთსა და ალგეთზე გამოვლით თბილისს მოადგა და ალყა შემოარტყა. ბაგრატ მეფე ელოდა ამ შემოსევას, და თბილისი კარგად ჰქონდა გამაგრებული და დაცული, ამიტომ თემური საგულდაგულოდ მოემზადა მის ასაღებად _  ქალაქისაკენ მიმავალი გზები შეკრა, ირგვლივ საბრძოლო მანქანები, მათ შორის ცეცხლმსროლელი რანდანდაზები განალაგა და პირადად ჩაუდგა სათავეში შეტევას.

მეფე ბაგრატმა მიზანშეუწონლად მიიჩნია გენერალური ბრძოლის გამართვა მტრის უზარმაზარ ლაშქართან. მისი ბრძანებით მეციხოვნეები დღეში ორ-სამჯერ გამოიჭრებოდნენ გალავნის გარეთ, თავს ესხმოდნენ მოალყეებს და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. მაგრამ თემურს ჰქონდა იარაღი, რომელიც ჯერ ქართველებს არც კი ენახათ აქამდე. კედლების დასანგრევად მტერმა ზარბაზნები გამოიყენა, რომელმაც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. 1386 წლის 21 ნოემბერს თემურის რკინისჩელტებაფარებული მეომრები ქალაქის გალავანზე გადავიდნენ და თავად ლანგ თემურის მეთაურობით ქალაქში შეიჭრნენ. მეფე ერთხანს იგერიებდა მათ შიდა ციხეში, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დანებებოდა. მეფე-დედოფალი და მათი ვაჟი დავითი ტყვედ აიყვანეს. მოსახლეობა – ზოგი დახოცეს, ზოგი ტყვედ წაასხეს. ქალაქი პირწმინდად გაძარცვეს – მრავალ ძვირფასეულობასთან ერთად თემურ ლენგს თბილისიდან წაუღია სამეფო სასახლეში დაცული მდიდარი ბიბლიოთეკა, თბილისში კი გარნიზონი ჩააყენა და აღმოსავლეთისკენ გასწია. ამ გამარჯვების აღსანიშნად თემურ ლენგსა და მის სარდლობას ყარაიას ველზე დიდი ნადირობა გაუმართავს*. (* თემურ ლენგი 1394 წ. კვლავ წამოვიდა საქართველოზე, ოთხი სარდალი სამცხის ასაოხრებლად გაგზავნა, თვითონ კი დარიალის ხელში ჩასაგდებად არაგვის ხეობაში შეიჭრა, მაგრამ ქართველთა წინააღმდეგობის გამო ამ მიზანს ვერ მიაღწია. 1399 წ. ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა თემურმა, მეფე გიორგი VII-ზე შურისძიების მიზნით, რომელმაც წინა წელს ნახჭევანთან მისი რაზმები გაწყვიტა, სასტიკად დაარბია ჰერეთ-კახეთი. კიდევ უფრო მასშტაბური იყო თემურის მეხუთე შემოსევა 1400 წელს, როდესაც მან დაამარცხა ქართული ლაშქარი, ბრძოლით აიღო თბილისი და სასტიკად მოაოხრა მთელი ტერიტორია ტაომდე. ამ ლაშქრობის შედეგად საქართველოდან 60 ათ. ტყვე წაიყვანეს. 1402 წ. თემურლენგის ჯარებმა იერიშით აიღეს და დაანგრიეს თორთუმის ციხე ტაოში. თემურის ბოლო, მეშვიდე, შემოსევა საქრთველოში 1403 წ. შედგა, როდესაც მან რბევა-თარეშით გადაიარა ქართლი და შეიჭრა იმერეთში, სადაც 700-მდე დასახლებული პუნქტი გაანადგურა. ქართველები მას ყველგან მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, მსხვერპლი ორივე მხარეს დიდი იყო, ომს ბოლო არ უჩანდა. თემური დარწმუნდა, რომ საქართველოს იგი ვერ დაიპყრობდა. ქართველებიც სისხლისაგან იყვნენ დაცლილი. ამიტომ მოწინააღმდეგეებს შორის დაიდო ზავი – გიორგი VII-მ ფორმალურად აღიარა თემურ ლენგის უზენაესობა.)

ამის შემდეგ თემური აგრძელებს სვლას კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და გზადაგზა მუსრს ავლებს მოსახლეობას. აქაური ქვეყნებიდან მხოლოდ შარვანი გადაურჩა მტრის რისხვას. მისი მმართველი შეიხ იბრაჰიმ დერბენდი წინ მიეგება თემურს ძვირფასი ძღვენით და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. ბაგრატ მეფე თავისი ცოლ-შვილით თემურს თან მიჰყავდა.

გამოსაზამთრებლად თემური ყარაბაღში დაბანაკდა. აქ მან ბაგრატ მეფე იხმო და გამაჰმადიანება მოსთხოვა. სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა. კარგა ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს “უღონოქმნილი ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისა“, დათანხმდა, რომ ტყვეობიდან თავი დაეღწია და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩასდგომოდა, მან მოტყუებით მოიმადლიერა თემურ ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატ მეფის თხოვნით თემურ ლენგმა მეფეს თან გამოაყოლა თორმეტათასიანი სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა. ხუნანს მიახლებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და ისინიც ვიწრო ხეობაში ჩაუსაფრდნენ მტერს და „აღსწყვიდა. მახვილთა ერთიცასა ბარბაროსთაგანიცა განურინებელად“.

ცნობამ ლაშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემურ ლენგი და 1387 წლის გაზაფხულზე წამოემართა მასზე შურის საძიებლად. საქართველოს სამეფო კარი ამას მოელოდა და მომზადებული დახვდა მტერს. მოსახლეობა მთებში იყო დახიზნული. ქართული ჯარი ბაგრატისა და გიორგის წინამძღოლობით მტერს მტკიცედ დაუხვდა, პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურ ლენგმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა, რადგან რიცხოვნობამ თავისი გაიტანა – „სპითა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნეს თათარნი“. თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, კალისი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმინდა ეკლესიები დაარღვიეს და „ესრეთ მარბიელობით“ ჩააღწიეს ქვათახევის მშვენიერ მონასტრამდე.

ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო, ჩვენამდე მოღწეულია მეფე ლაშა-გიორგის შეწირულობის სიგელი ქვათახევისადმი… „ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მონასტრის მისის ქვათახევისდა, სალოცველად და წარსამართებლად მეფობისა ჩუენისად“.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები.

თავისი გეგმით, ხუროთმოძღვრული ფორმებით და ფასადთა მორთულობით ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია  XII ს.-ის დასასრულის და XIII ს.-ის დასაწყისის ტიპური ძეგლია. გადმოცემით, მონასტრის საფუძველში ჩაუტანებიათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ნაწილიო, – ბრძანებს პლატონ იოსელიანი. ჩუქურთმათა სიმდიდრით, მრავალფეროვნებით და მათი შესრულების მაღალი დონით ის ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშია. იგი იმ ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძრის კანონიკური ფორმები. ქვათახევის მონასტერი არქიტექტურული თვალსაზრისით ახლოსაა ბეთანიის ეკლესიასთან. ფასადები მოპირკეთებულია თლილი თეთრი ქვის კვადრებით. შიგა სივრცეს ჯვრის მკლავები და გუმბათი ქმნის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავებთან შედარებით უფრო გრძელია და კამარებითაა გადახურული. ტაძრის გუმბათის ყელში, თაღებქვეშ მოთავსებული 12 წვრილი და მაღალი სარკმელია. გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. ტაძარი მოხატული ყოფილა, მაგრამ ხანძარმა მოხატულობა სრულიად გაანადგურა და ამჟამად კედლები შელესილია. ფასადები უხვადაა დეკორირებული, გუმბათი მთლიანად მდიდრული ჩუქურთმებითაა შემკული. ეკლესიას მაშინ ერთი კარიბჭიანი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან, ხოლო დასავლეთისა XVII ს.-ის II ნახევარში მიუშენებიათ წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძის თაოსნობით.

ქვათახევის მონასტრის გალავნის კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა, რადგან იგი რთულ რელიეფს მიუყვება. კარიბჭე სამხრეთითაა. დასავლეთითა და სამხრეთით სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებია განლაგებული. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ნატეხი ქვით ნაგები სატრაპეზო დგას, რომელშიც ორი დიდი ბუხარია შემორჩენილი. დასავლეთით XIX საუკუნით დათარიღებული საცხოვრებელი სენაკებია მიშენებული, რომლებსაც წინ საერთო დერეფანი აქვთ. გალავანში ასევე ჩართულია ნატეხი ქვით ნაგები, ორსართულიანი კოშკი. ორივე სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. კოშკი მრავალჯერ გადაუკეთებიათ. სამრეკლო 1872 წელსაა აგებული. იგი გეგმით ხუთწახნაგა ნაგებობაა, რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. სამრეკლო ყველა მხარეს გახსნილია სვეტებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით. აქვს ქვის კონუსური სახურავი.

 ***

თემურ ლენგის ლაშქრის შეჭრისას ქვაბთახევის მონასტერში დედები ცხოვრობდნენ, თუმცა მის ეზოში თავი შეუფარებიათ სხვა მონასტრის მონაზვნებს, მღვდლებს და მოსახლეობას „გარემო მახლობელთა მონასტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მის ძმანი“. გარდა სასულიერო პირებისა, „ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელთაგან მახლობელთა იყო არა მცირეი“. ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, და მთელი სიმდიდრე გამოზიდეს „განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო მონასტერი იგი“, ღვთის სამკვიდრებელში შესულმა უღმრთოებმა შეაგინეს წმინდა ტაძარი – გააშიშვლეს მახვილები, ჰკაფდეს უწყალოდ ვენახსა მას სიტყვიერსა ანუ ხილნარსა მტილისა ღუთისასა~, უფლის ღირს მონათა ცხედრები ცის ფრინველთა საჭმელად და „მხეცთა ქუეყანისათა~ საჯიჯგნად დატოვეს. როცა ბარბაროსებმა კვლისა და ტყვეთა შეკვრისაგან მოიცალეს, წმინდა სამღვდელო კაცთა, მონაზონთა, ქალწულთა და მოწესეთა დაცინვა დაიწყეს - ეჟვნები შეაბეს მათ, თვითონ კი ეშმაკისგან გაგიჟებულებმაიწყეს ხლდომად და როკვად“. „ვაი ჩუენდა, მონაზონთა“ – ქვითინით და ვაებით გოდებდნენ მოწამეები. ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში, შეშას შემოგიწყობთ და დაგწვავთო. ტყვექმნილნი პასუხობდნენ: ჩვენ უკუე მიცემულთა ხელთა მიმართ თქუენთა ცოდვათათვის ჩვენთა, რომელნი ვქმნენით და განვარისხეთ შემოქმედი ჩვენი და ღმერთი და არა თუ სიმართლისათვის თქუენთა ვესავთ, ვითარმედ განგვწმიდნეს პატიჟთა ამით დროებითითა და განგვისვენნეს უწელიწდოებითსა შინა საუკუნოსა. ვერა რაიმემან განმაშორნეს სიყუარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახვიილმან, არა რაიმეღა ჩუენდა ღვთისა მიმართ მისართუმელ დროსა მას~. მოწამენი ერთმანეთს ამხნევებდნენ და გალობდნენ ფსალმუნის სიტყვებს -შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კულადნი~. როცა მარტვილნი ეკლესიის კარებთან მიიყვანეს, ასე მიმართეს უფალს: „შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა, მტერთა ჩემთათ?ს წარმართე შენ წინაშე გზაი ჩემი“.

ღვთის ტარიგნი ბარბაროსებს ეუბნებოდნენ – `აღანთენით ხორცნი, ბოროტმსახურნო, რათა ცეცხლითა საღმრთოითა მთებარენი სულნი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდეს სასუფეველსა შინა ზეციურსა მამისასა, ნუ იცადებთ შეწირვასა ჩუენსა, რათა სახილველ ვიქმნეთ სოფლისა და ანგელოსთა და კაცთა, დაღაცათუ ჯერეთ სურვილსა ჩუენსა მხოლოდ უფალი ჰხედავს და სიმართლისათვის ჩუენისა ნუგეშინისა გვცემს~.

მაშინ მტარვალებმა ქრისტეს წმინდა ტარიგნი ტაძარში გამოკეტეს, უფრო მეტი შეშა მოზიდეს და დიდი ცეცხლი აღაგზნეს. თავწარკვეთილთა სისხლით გაჯერებული მიწა იწვოდა, ცეცხლის ალი ზეცამდე ადიოდა, ხშირი ნაკვერჩხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდნენ“, ქრისტესთვის ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მონანი უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“. ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი. ტაძრის იატაკზე კი მათ დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა: „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმინდასა ეკლესიისასა დამწვარი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან“,  ზოგი მათ სახესაც ხედავდა.

„…მაგრამ ყველაზე დიდი კვალი ის არის, რაც მათ დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში, ყოველი მორწმუნე ადამიანის გულში, იმ ადამიანებისა, რომლებიც მოდიან და მათგან ითხოვენ შემწეობასა და მეოხებას ღვთისას. აი, ეს არის მათი წარუშლელი კვალი“ – იტყვის ექვსი საუკუნის შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ანდრია ქვათახევის წმინდა მოწამეთა ხსენების დღეს, 23 აპრილს.

ტაძრის იატაკი დღემდე ხელუხლებელი* დარჩა და იქ ახლაც შეიმჩნევა ცეცხლის კვალი, ამიტომ იგი იმდენად წმინდად მიიჩნეოდა (* გარდამოცემით აქ რამოდენიმეჯერ დაუსხიათ ცემენტი და ყოველი დასხმის შემდეგ იგივე ლაქები კვლავ ჩნდებოდა.). პლატონ იოსელიანი წერს, რომ იმ ტრაგიკული დღის შემდეგ ქალებს არათუ ტაძარში, არამედ მონასტრის ტერიტორიაზეც კი არ ჰქონდათ ფეხის დადგმის უფლება. მონასტრიდან ერთი ვერსის დაშორებით მაჩვენეს ნანგრევები ქვის კედლისა, რომელიც ქალებს მონასტრისკენ მიმავალ გზას უკეტავდა;

 დარბეული მონასტერი მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1443) `მრავლითა ჭირითა და რუდუნებითა~ აღუდგენია და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნიში აუგია, საიდანაც ქალები ევედრებოდნენ ღვთისმშობელს. ამ წესს 1796 წლამდე ასე მკაცრად და უცვლელად იცავდნენო – უთქვამს პლატონისთვის დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარს, იოანეს. 1821 წლიდან კი ტაძარში ფეხშიშველნი ან მხოლოდდამხოლოდ საგანგებოდ შეკერილი რბილი ფაჩუჩებით (საგანგებო ქოშებით) შესულიყვნენ, რომლებიც ტაძრის წინკარში ინახებოდა. ვერავინ ბედავდა ამ ადათის დარღვევას. ეს ტრადიცია მაჰმადიან დამპყრობლებსაც კი დაუცავთ. (ტაძარში ახლაც შეხვდებით ფეხშიშველა მომლოცველებს) პლატონ იოსელიანი ორ ასეთ ამბავს ჰყვება. ერთხელ თურქეთის ფაშა, რომელსაც რეზიდენცია გორში ჰქონდა, კავთისხევის მთებში წასულა სანადიროდ. გზად მისთვის ქვაბთახევის მონასტერში ქართველთა წამების ამბავი მოუყოლიათ. ფაშამ თურმე სავანის მონახულება მოინდომა და მცველებთან ერთად მონასტრის გალავანს მიადგა. წინამძღვარი იმ დროს იქ არ ყოფილა. შეშინებული ბერები იქვე მყოფ ქართველ თავადს გაუმხნევებია და კარის გაღება უთხოვია. ბერებმა ფაშას შეწყალება სთხოვეს. მე თქვენი ვარ და თქვენ – ჩემი, რისი გეშინიათო, – დაამშვიდა თურმე თურქმა, – მოდით, მთელ საქართველოში განთქმული თქვენი ტაძარი მაჩვენეთო. ერთმა ძმათაგანმა, რომელმაც თურქული იცოდა, ჰკადრა დამპყრობელს: ჩვენ, დიდი სულთნის ქვეშევრდომნი, მორჩილნი ვართ ჩვენი სჯულისა; ერთსა გთხოვთ მხოლოდ – იმ ღვთის გულისთვის, ვის სადიდებლადაც არის აგებული ეს ტაძარი, დაემორჩილოთ ჩვენს ტრადიციას და მუსულმანთა სჯულის მიხედვით ფეხშიშველი შებრძანდეთო. თანახმა ვარო, – ბრძანა ფაშამ, ფეხთ გაიხადა და ორ ფეხშიშველა მხლებელთან ერთად შევიდა ეკლესიაში. ტაძრის დათვალიერების შემდეგ ფაშამ უხვად დაასაჩუქრა მონასტრის ძმები.

მეორე ამბავი კი XVIII საუკუნეში მომხდარა. ნადირ შაჰის ჯარი ქართლში ხარკის აკრეფისას თურმე ქვაბთახევის მონასტერსაც მიადგა, თუმცა შაჰს ეს არ უბრძანებია. მტრის რაზმს პავლე წინამძღვარი გამოეგება და ძვირფასი საჩუქრებით სცადა მეთაურის გულის მოგება – ოქროს თასი და ძვირფასი იარაღი მიართვა. მან თავდაპირველად თურმე იუარა, მაგრამ მერე მოლბა, ფეხზე გაიხადა და ისე შევიდა ტაძარში (შემდგომში ეს ხანი კახეთში, ლეკებთან ბრძოლისას დაიღუპა და უნებურად გაცემული ძღვენი თეიმურაზ მეორემ უკანვე დაუბრუნა მონასტერს).

***

XV საუკუნეში სავანეს დახმარებიან გიორგი VIII, ავგაროზისძენი, ქვლივიძენი… მონასტერს არც მომდევნო საუკუნეებში მოჰკლებია მეფეთა თუ აზნაურთა მზრუნველობა.

სხვადასხვა დროს ქვათახევის მამათა მონასტერში წინამძღვრობდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწეები. XV ს-ის 60-იან წლებში ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო სამცხის ყველაზე დიდი და გავლენიანი ათაბაგის, ყვარყვარე ჯაყელის მეუღლის ნესტან-დარეჯანის (სქემაში ნინოს) მამა გერმანე (ერისკაცობაში გიორგი). 1517 წელს, ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრად სილიბისტრო მაღალაძე იხსენიება. XVI ს-ის 50-იან წწ-ში კი ქვათახევის წინამძღვარი ფილიპე (ბარათაშვილი) ყოფილა, რომელსაც 1559 წლის 1/XII ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი დაუწერია, რომელიც წინამძღვარმა დავითმა, ის კი წინამძღვარმა თომამ შეცვალა.

1601 წელს ქვათახევის მონასტერს ოქროთი და ვერცხლის 70000 ლევი შეუწირავს სვიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსახსნელად. ამ პერიოდში მონასტერს წინამძღვრობდა იოანე (ავალიშვილი), რომელიც ერისკაცობიდან ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი იყო. ჯერ კიდევ ერისკაცობაში გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია `ვეფხისტყაოსანი~, ხოლო წმ. მოწამე ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი. ჩვენთვის უცნობია, თუ როდის აღიკვეცა ბერად, თუმცა ვიცით, რომ ის ჯერ საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ ქვათახევის წინამძღვარი გამხდარა, 1614 წელს შაჰ აბას I-ის შემოსევის გამო წმ. ლუარსაბ მეორესა და თეიმურაზ პირველთან ერთად პატრიარქი იოანე IX იმერეთს შეეხიზნა, სადაც 1616 წელს ღვთივ განისვენა. წინამძღვარ იოანეს (ავალიშვილის) მთავარეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ წინამძღვრად იოსებ ნასიძე იქნა დადგენილი, რომლის დროსაც ქართლის მეფემ, წმ. მოწამე ლუარსაბ მეორემ ქვათახევის ტაძარში ჯვარი დაიწერა დიდი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის დაზე.

შემდეგი წინამძღვარი, იმერეთის ერთერთი სათავადო სახლის წარმომადგენელი ტრიფილე დაახლოებით 1617 წელს, შაჰ-აბას I მიერ იქნა მოკლული და შეუერთდა ზეციურ საქართველოს საიდანაც ავედრებს ყოვლადწმინდა დედას, სავანესა და თავის ერს. უღვთოთა მიერ აღსრულებული წინამძღვრის შემდეგ წინამძღვრად დავით სააკაძე ჩანს, მისი მომდევნო „ქუათახევის წინამძღ(უ)არი პატრონი ზაქარია“ და უკვე 1620 წლის 15 ივლისით დათარიღებულ დიდი მოურავის გადაწყვეტილების წიგნში იხსენიება ქაიხოსრო ჯავახიშვილის საქმეზე, როგორც საპატიო კაცი. ის 1624 წელს წინამძღვარმა აღაპიტიმ (ერისკაცობაში ბეჟან სააკაძე) შეცვალა, რომელიც მამამისის, დიდ მოურავ გიორგი სააკაძის ნებით იქნა დადგენილი. XVII სის 50-60-იან წლებში ქვათახევის წინამძღვარი იყო ნიკოლოზი (ჩხეიძე), რომელსაც ტაძრისათვის დასავლეთი კარიბჭე მიუშენებია. შეწევნითა ამის მონასტრისათა ჩვენ წინამძღვარმან ჩხეიძემ ნიკოლოზ აღვაშენე კარიბჭე ესე მეფობისა ვახტანგისა და დედოფლობასა დადიანის ასულისა მარიამისსა~. წინამძღვარი ნიკოლოზი 1660 წლის ახლო ხანებში ქართლის ანუ სამთავროსა და გორის მთავარეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად კი XVII ს-ის 70-80-იან წლებში ქრისტეფორე დადგინდა (სავარაუდოდ, ნაცვლიშვილი; 1688 წლიდან მთავარეპისკოპოსი), რომელიც 1683 წელსხელმწიფის მეფეს გიორგისთან შელაპარაკდეს ქვათახევის წინამძღვარი ქრისტეფორე და მაღლაძენი – ნიკოლოზ სახლთუხუცესი, რევაზ და ადამ, სეხნია და მათნი ნათესავნი ქვათახევს სასაფლაოსა, სენაკსა და ბაღჩა საბოსტნეს ცილობდეს~ – სარჩელი გაარჩია და გადაწყვიტა ეპისკოპოსმა იოსებ თბილელმა, თუმც მაღლაძეებთან დაპირისპირება ამით არ ამოწურულა. მომდევნო წინამძღვარი ექვთიმე, 1691 წელს ერეკლე I ნაზარალიხანის განჩინებაში თარხნიშვილებისა და მაღლაძეების საქმეზე კვლავ როგორც მაღლაძეთა მომჩივანი იხსენიება. XVII ს-ის 90-იანი წლების II ნახევარში ქვათახევის წინამძღვარია მეფე გიორგი XI მეუღლესთან, დედოფალ ხორეშანთან დაახლოებული პირი დიმიტრი. 1700 წლისთვის კი წინამძღვარად არქიმანდრიტი ექვთიმე (თარხნიშვილი) ჩანს, რომელიც მეფე ვახტანგ VI დროსაც იხსენიება. 1716 წლის 2 აპრილს მის ნაცვლად უკვე ნიკოლოზია (ავალიშვილი) აღნიშნული, რომელიც მალევე შეცვალა წინამძღვარმა ქრისტეფორემ.

XVIII ს-ის 30-იან წწ-ში ქართლ-კახეთში ლეკთა თავდასხმების გამო აუტანელი მდგომარეობა იყო შექმნილი. ლეკიანობამ კატასტროფის პირას მიიყვანა სავანე. წინამძღვრის რეზიდენცია კავთისხევში გადაიტანეს – მონასტერში ყოფნა უკვე საშიში იყო, 1735-1740 წწ-ში იგი ბერმონაზვნებმაც დატოვეს და დაიკეტა, ხოლო აქ დაცული სიწმინდეები მონასტრის ახლოს ერთ გამოქვაბულში გადამალეს. XVIII ს-ის 40-იან წწ-ში ქვათახევში ბერ-მონაზვნები დაბრუნდნენ და მალევე წინამძღვრად არქიმანდრიტი იოანე გამოირჩიეს, რომელიც 1748 წლის თბილისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას მღვდელმთავრების შემდეგ პირველი აწერს ხელს: „იოანე, უღირსმან არქიმანდრიტმან უპირველესისა მონასტრისა ქვაბ-ხევისა ვლაქერნისა ღვთისმშობელისამან, წარვსწერენ“. იოანე ბეჭდით ამოწმებს ასევე, „ამილახორთა მორიგების წიგნს“ საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტისადმი 1746 წლის 11 მაისს, და ამავე წელს იხსენიება კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I * გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილ სასამართლოს სიგელში, ბოლოს კი მეფე ერეკლე II მიერ 1764 წლის 12 მარტს გაცემულ სიგელში. (* ანტონ I-ის მიერ 1768-1769წ.წ. დაწერილი მარტიროლოგიური თხზულებაში შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა დიდთა მოწამეთა, რომელნიცა ბრძანებითა უღმრთოYსა დემურლანგისათა ლაშქართა მისთაგან დაიწუნეს ეკლესიასა შინა მონასტერსა დედისა ღმრთისასა ქუაბთაQევს...~ აღწერილია მონღოლთა მიერ ქვათახევის მონასტრის ბერთა ეკლესიაში დამწყვდევისა და დაწვის ამბავი საქარველოში მათი 1393 წ. ლაშქრობის დროს. თხზულება წარმოადგენსმარტირიკის~ მეჩვიდმეტე თავს. ანტონ კათალიკოსს უსარგებლია ქართლის ცხოვრებაში~ დაცული ისტორიული ფაქტებით. მასალა დაუმუშავებია, ჰაგიოგრაფიული თხზულების ფორმა მიუცია და მისთვის ჩვეული რიტორიკულიშესხმა~ განყენებული სენტენციებით გაუმდიდრებია.)

არქიმანდრიტ იოანეს შემდეგ, წინამძღვრად არქიმანდრიტი ანტონი (თარხნიშვილი) გამოირჩიეს, რომელიც მონასტერში 1794 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ქვათახევი დატოვა და 1802 წელს აღესრულა. XVIII ს-ის ბოლოს, 90-იან წწ-ში არქიმანდრიტია პავლე, რომელიც 1799 წელს ლეკების მიერ იქნა მოკლული, ქვათახევის მონასტერი კი იმდენად იქნა დარბეული, რომ ახლადარჩეული წინამძღვარი არქიმანდრიტი ათანასე (თარხნიშვილი) დამკვიდრდა არა ქვათახევში, არამედ იდლეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის VI ს-ის ტაძარში და იქიდან განაგებდა მონასტერს. პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს: 1799 წელს პატრიარქი ანტონ II სწვევია მონასტერს, თან 500 შეიარაღებული ქართველი ხლებია. გარშემო, ბუჩქებში, ლეკნი მიმალულიყვნენ, მაგრამ ამდენ ქართველზე თავდახმას როგორ გაბედავდნენო, – ბრძანებს მემატიანე. უწმინდესს ფეხთ გაუხდია, შესულა ტაძარში, მუხლი მოუდრეკია. ასევე მოქცეულა მისი ამალაც. ცრემლი სდიოდა თურმე პატრიარქს და ისე ავედრებდა უფალს სამშობლოს, სავანეში ბერების დასახლება კი მომავლისთვის გადაუდვია და ბერები უკურთხებია, რომ დროებით იდლეთში ყოფილიყვნენ.

ამავე დროს ქვათახევი ქართლ-კახეთში კვლავ უპირველესი მონასტრის ღირსებით იყო შემოსილი და ერეკლე II (1798 წელს) და გიორგი XII დაკრძალვის ცერემონიალზე (1801 წელს) პროტოკოლით `მღვდელმთავრების შემდეგ კუბოსთან პირველები მარჯვნივ ქვათახევის, მარცხენა მხარეს კი შუამთის არქიმანდრიტები მიდიოდნენ, რომლებსაც მოძღვართ-მოძღვარნი და პროტოპაპნი მიყვებოდნენ~.

არქიმანდრიტი ათანასე 1711 წელს დაბადებულა, უკვე ღრმად მოხუცებული 88 წლისა ქვათახევის წინამძღვრად გამოირჩიეს. „ესე ათანასე… თუმცა არა იყო დია სწავლულ, გარნა სიმხნითა იყო სრული. ამან დიდად იღვაწა ქვაბთახევის მონასტრისათვის, ლანგ-თემურის მიერ შემუსვრილისა, აღაშენა საოხარი სოფელი კავთისხევი…აქვნდა პატივი მეფისა ირაკლისა და მეფისა გიორგისაგან, და დღე და ღამე იყო მზრუნველ ერისათვის თვისთა და კეთილად განვლო ცხოვრება თვისი“ – წერს მის შესახებ იოანე ბაგრატიონი. გარდაიცვალა 1807 წელს, 96 წლის ასაკში და დაკრძალეს მის მიერ განახლებულ იდლეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში.

მომდევნო წინამძღვარი დოსითეოსი (ერისკაცობაში დიმიტრი ფიცხელაური) კი, როგორც იოანე ბაგრატიონი წერს: „არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობასა შინა რიტორი. ამან იღვაწა მსგავსად პირველისა და განაახლა ხელახლა მონასტერი და დაადგინა ბერები. ამანვე აღაშენა კარგი წისქვილი გორსა შინა და განუმრავლა შემოსავალი მონასტერსა“. 1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის მიერ დიდი ძებნის შედეგად აღმოჩენილ იქნა ქვათახევის მონასტრის სიწმინდეები, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინ ბერებმა ლეკთა შემოსევის გამო გადამალეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნა.

1811 წელს ქვათახევის შიომღვიმის სავანეც მიეწერა და არქიმანდრიტი დოსითეოზი შეთავსებით შიომღვიმის წინამძღვრადაც დაინიშნა. 1810 წლის ნოემბერში კათოლიკოს პატრიარქ ანტონ მეორესთან ერთად ის სანკტ-პეტერბურგში ჩადის. 1811 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I ბრძანებულებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულად ცხადდება და დოსითეოსს იქვე ასხამენ ხელს მღვდელმთავრად და რუსეთის სინოდის მიერ გორის ეპისკოპოსად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად ინიშნება. 1814 წელს უკვე მთავარეპისკოპოს დოსითეოსს ახლად შექმნილი ოსეთის ეპარქიის მართვა დაევალა, მასვე დაუმორჩილეს სამწყსოდ თელავის მაზრის ქრისტიანები და კავკასიის მთის ქორეპისკოპოსის წოდება მიანიჭეს – „მონათლა რაოდენიმე სულნი ოსთაგანი და განუწესა მღვდელნი და კეთილად მწყსიდა ეკლესიასა ღვთისათა. გარნა შურითა ქსნის ერისთავთა და მუნებურისა მთავარმართებელისა ტიშევისაგან, კაცისა მექრთამისა და განუძღომელისაგან, სიცრუით შესმენილ იქნა“ და გაწვეულ იქნა მოსკოვში, სადაც 1825 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1830 წელს და დაკრძალეს თბილისის ფერისცვალების მონასტერში. 1811 წელს ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრობა არქიმანდრიტ ათანასეს (ალექსიშვილი) მიენდო, რომელიც 1822 წლის შემდეგ მოსკოვში, ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად იქნა გადაყვანილი, ხოლო მრავალ განსაცდელს გამოვლილი ქვათახევის მონასტერი იმჟამად არსებული ე.წ. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წარდგინებით რუსეთის უწმინდესმა სინოდმა თბილისში გადაიტანა, ავლაბრის გორაზე და 1822 წლის 29 ოქტომბერს მას ფერისცვალების მონასტერი უწოდა. მასვე დაუმორჩილა შიომღვიმის მონასტერიც, სადაც გადაიტანეს ქვათახევში დაცული სიწმინდეებიც: ქვათახევის ერთ-ერთი წამებულის თავის ქალა (ზოგიერთი ცნობით წმ. თომას თავის ქალა); წმ. მოწამე ევგენის თავის ქალა, წმინდა გიორგის წვივის ძვლის ნაწილი, წმინდა თეოდორე სტრატილატის თითის ნაწილი და ქამარი, წმინდა დიდმოწამე ევსტათის წვივის ძვლის ნაწილი, წმინდა ნაწილი დიდმოწამე დიმიტრისა. აქვე მდგარა ვერცხლის პატარა კიდობანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებით, სადაც წმინდანთა ნაწილები ინახებოდა.

ქვათახევში დაცულ სიწმიდეთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მოოქროვილი ვერცხლის თხელი ფენით დაფარული ხის სინი, რომელზედაც, გადმოცემის მიხედვით, საიდუმლო სერობისას ტრაპეზი დამზადებულა. სინი XIX ს-მდე საქართველოს ეკლესიაში ინახებოდა და მის შესწავლას სპეციალური კვლევა მიუძღვნა ი.მ ურავიოვმა. აი, რას წერს მის შესახებ პლ. იოსელიანი: „ჯერ კიდევ ჩანს ანგელოზის ფრთა და მოციქულთა სახეები (არშიაზე), მაგრამ დღეისათვის დარჩენილია მხოლოდ პეტრე მოციქულის სახე; წარწერა ქართულია, მაშასადამე სამკაული საქართველოშია გაკეთებული, დაფარულია თხელი ოქროვერცხლიანი ჩარჩოთი, მოციქულების ამოზნექილი სახეებით. ფიცარი იმდენად ძველია, რომ ხელის შეხებით იფხვნება. ჩარჩო კი მოვარდნილია. ეს სინი მთელი არ არის, ნახევარია. ეტყობა, ოვალური ფორმისა იყო. გადმოცემით, იგი საბერძნეთიდან, ბერძენთა მეფის ასულის, ელენეს მიერ არის მოტანილი. ელენე მეფე ბაგრატ კურაპალატის მეუღლე იყო“. მართალია, ქვათახევის სიწმინდეების უმეტესი ნაწილი დღეს იქ აღარ ინახება, მაგრამ მის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი.

ქვათახევის მონასტერი 1854 წ. კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა. მაშინ არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსი-მესხიშვილი.

ტაძრის კანკელზე უძველესი დროიდან ხეზე შესრულებული ოქროთი შეფერილი ღვთისმშობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ნინოს, თორმეტი მოციქულის და სხვათა ხატები ყოფილა, რომლებზეც ხუცური წარწერები არსებულა. აქვე ყოფილა ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, რომელიც გიორგი XI-ის თანამეცხედრეს, ხორეშანს გაუმშვენებია. ტაძრის მთავარი ხატი „მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა“, კანკელზე, სამეუფო კარის მარცხნივ სამრეკლოს კართან ყოფილა დასვენებული, რომელიც ხშირად ვლაქერნისად იხსენიება და ქართველთა ლაშქარში ქართველთა საბრძოლო ხატს წარმოადგენდა. ამიტომ თვით ტაძარსაც ზოგიერთ წყაროში ვლაქერნისად მოიხსენიებდნენ. ამ ხატის წინაშე ღვთისმშობლისადმი აკათისტოს კითხვა ყოფილა დაწესებული. ღვთისმშობლის ეს სასწაულმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც ყოვლადწმინდა დედას შეწევნისათვის განსაკუთრებით უშვილო წყვილები ევედრებოდნენ, პლ. იოსელიანის აღწერით კაკლის ხის ფიცარზე იყო შესრულებული და სიგრძით 14 სმ. სიგანით კი 9 სმ. იყო. მასზე ღვთისმშობელი ყრმით იყო გამოსახული ხატი XVII ს-ში მეფე არჩილს მოსკოვს თან წაუბრძანებია, იქ გაუმშვენებიათ და 1751 წელს კვლავ ქვაბთახევში დაუბრუნებიათ, და მონასტერში იმყოფებოდა 1827 წლამდე, სანამ მას თბილისში ფერისცვალების ტაძარში გადაიტანდნენ. დღეს ამ ხატის ადგილსამყოფელი უცნობია. წლების წინ დაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი კი, რომელიც ადრე ტაძრის კანკელზე დაბრძანებული ხატის ასლია, დღესაც სასწაულმომქმედად ითვლება და მას განსაკუთრებით უშვილონი ევედრებიან.

ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი. ქვათახევის მონასტერთან არსებულა სამედავითნო სკოლაც, სადაც თავის დროზე განათლება მიუღია წილკნელ ეპისკოპოს ტარასის. მისი ნათლული გახლავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ათეისტური ხელისუფლების დროს ქვათახევში შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება, მაგრამ 90-იან წლებში მონასტერი კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით.

2002 წელს მონასტერი სამთავისისა და გორის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას (გვაზავა) გადაეცა. მის მიერ კეთილმოწესედ დადგენილი იყო მღვდელმონაზონი დამიანე (ხუფენია) რომელიც 2013 წლის 3/X-დან სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარია. დაიწყო მონასტრის რესტავრაცია, ხელახლა აშენდა სატრაპეზო, განახლდა ბერების საცხოვრებელი სენაკები, და ტაძრამდე მისასვლელი გზა. 2006 წლის მარიამობის დღესასწაულზე რამდენიმე მორჩილი აკურთხეს აქ სამოღვაწეოდ. მონასტერი მოქმედია და მასში რამდენიმე ბერი მოღვაწეობს.

 

* ქვათახევი – XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან. ქვათახევს ქვაბთახევსაც უწოდებენ. ამ სახელების წარმოშობის ვერსიები ასეთია – რადგან მონასტერი კლდოვან ქანებშია აგებული, ქვათახევი უწოდეს. ქვაბთახევი კი გამოქვაბულების არსებობას, უძველეს ბერმონაზვნურ ცხოვრებას უკავშირდება.  პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს. სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. თამარს უკავშირებს.

ტექსტი გადაამუშავა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

 

 

 

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა მერკვირისა (მერკურისა)

 მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

მოწამემან შენმან, უფალო, მერკვირი, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გვითხოე აწ მადლი ზეცისაი სურვიელთა გალობად დღესასწაულსა შენსა, რაითა ღირსად გადიდოთ შენ, მხნეო მერკვირი, და უგალობდეთ ქრისტესა ყოველთა ღმერთსა.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეურცხყო ღმერთშემოსილმან მერკვირი მხედრობაი მეფისა მის მცირედ ჟამ ცხოვრებულისაი, და შენ განგიკუთნა თავი თვისი და სათნო გეყო მეფესა მას უკუდავსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა არცხვინე შენ მძლავრთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე აწ დაამხუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, ახოვანო მედარო მერკვირი, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა ჩუენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს იგი განეფინა ბრძანებაი უსჯულოთა მათ და ქუეყანაი აღვსებულ იყო კერპთმსახურთა მიერ ყოველთა, უფალო, წარსდგა წინაშე ხელმწიფეთა ღმერთშემოსილი  მერკვირი, და ღმრთად აღგიარა კადნიერად.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უძლურებაი ბუნებრივი დაივიწყა წმიდამან მოწამემან, და განძლიერებულ იქმნა რაი სულისაგან წმიდისა,  ჯუარითა შეჭურვილმან ახოვნად ამხილა მძლავრსა მას უსჯულოსა, და მრავალნი სატანჯველნი დაითმინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

არცა ხატმან შუენიერმან, არცა სოფლისა დიდებამან განგაშორა შენ ქრისტეს სიყუარულსა, ჰოი, მერკვირი დიდებულო, და არცა გერეოდა შენ ზარი სიკუდილისაი, რამეთუ კადნიერად არქუ უღმრთოსა დეკოზსა: „უფალ ხარ ხორცთა ჩემთა და არა სულსა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 8

არცაღა დავიწყებულ იქმნა მარტვილობაი შენი, მერკვირი ღუაწლისა მძლეო, რამეთუ ჯუარითა შეჭურვილმან არცხვინე რაი მძლავრებასა მას უღმრთოთასა, დასთრგუნე ყოველი საცთური კერპთაი და გამოჩნდი რაი მკვიდრად ზეცისა იერუსალეიმისა, აწ კადნიერებაი  გაქუს ღმრთისა მიმართ, რაითა უვნებელად დაგვიცვას სულიერთა და ხორციელთა განსაცდელთაგან და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.  

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არად შეჰრცხე გინებაი ღმრთის მოძულისაი, ჰოი, მერკვირი ღმერთ-შემოსილო, არამედ ხედევდ გონებითა ცეცხლსა საუკუნესა, ამისთვის შეურაცხყავ საწუთროი.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეისათვის ივნე, მხნეო მერკვირი, და მიეც რაი ხორცი შენი ტანჯვად უღმრთოთა, თავს იდევ ღუაწლთა სიმრავლეი, სანატრელო, და მიიღე გვირგვინი დიდებისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განსძლიერდი რაი ქრისტეს ვნებითა, შეჰრაცხენ სატანჯველნი უსჯულოთანი უმცირეს ისართა ჩვილთასა, და გვირგვინოსან იქმენ მის მიერ, ყოვლად ნეტარო მერკვირი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ღამე ბნელი ურწმუნოთაი, ქრისტე, მორწმუნეთა ნათელს-ჰყოფს სიტყუათა შენთა მაღლითა, ამისთვის ჩუენცა შენდა აღვიმსთოთ და ღმრთეებასა შენსა ვადიდებთ.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გონიერი ცეცხლი აღეტყინა გულსა შენსა, ყოვლად ნეტარო მერკვირი, და ყოველთა უქადაგე ქრისტეს ღმრთეებაი და ურწმუნონი მოაქციენ სარწმუნოებად.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხმა ჰყავ, ბრძენო მოღუაწეო: „ესრეთ ფიცხელ არს სატანჯველი და მწარე არს გუემაი ხორცთაი, არამედ უფროის ტკბილ და ჰამოი არს სუფევაი იგი საუკუნოი“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მიუგე შენ, ბრძენო, მსაჯულსა მას: „ნუ ჰგონებ შენ, ვითარმედ სატანჯველთა სიმრავლითა განმაშორო მე ქრისტეს ღმრთისაგან, რომლისათვისცა სურვიელ ვარ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰშევ ღმერთი ხორციელად, უთესლოდ ჯერისაებრ ღმრთეებისა, ამისათვის ჩუენცა, ვითარცა ღირს ხარ, დედაო უბიწოო, ყოველნი გნატრით დაუცხრომელად.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღაღატ-ვყავ ჭირსა ჩემსა შენდა მომართ, ღმერთო, განხრწნისაგან მიხსენ მე, კაცთ-მოყუარე, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განკვირვებულ იქმენნეს დასნი უხორცოთანი, მერკვირი ნეტარო, გიხილეს რაი მოთმინებად ღუაწლთა ქრისტეისთვის.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეტყოდი მძლავრსა მას, მოღუაწეო: „ არა ღირს არიან ვნებანი სოფლისანი მერმისა მის დიდებისა მოღუაწეთაისა“, და აქებდი ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

არცა დაბძარვამან ხორცთამან, და არცა ლიქნამან მძლავრთამან ვერა განგაშორა ქრისტეს სიყუარულსა, ბრძენო მერკვირი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალსა წმიდასა, სასოსა მარადის, რომელსა მოსწრაფებით ადიდებენ, ჩუენ, ყოველნი, თაყუანის-ვსცემდეთ.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                    

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

კონდაკი, ხმაი 3

მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა ურცხვენელსა ხელის აღმპყრობელსა, გალობით ვადიდებდეთ მერკვირის დიდებულსა, რამეთუ ხსენებისა მისისა მედღესასწაულეთა ჭირთაგან იხსნის და მწუხარებათა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი, ხმაი 4. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვნეთ უკუნ მეცნიერ, ვითარცა გველნი, და უმანკონი, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებლად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდეს თქუენ შორის. რამეთუ მოჰსცეს ძმამან ძმაი სიკუდილად და მამამან შვილი და აღჰსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკულიდენ მათ. და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან  სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.  

დიდებაი…

მეოხებითა დიდ-მოწამისა მერკვირისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.   

აწდაი…

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, ჰოი, სახელოვანო მხედარო უფლისაო მერკვირი! რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტეისთვის, და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთვის, აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ნეტარო, და ერსა ჩუენსა – ძლევაი და დამტკიცებაი მართმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობლისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანეისითა; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა მოციქულთა თავთა პეტრეისა და პავლეისითა, და ქართველთა განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომეეისი, თადეოზისა და მატათაისითა; მოციქულთა სწორთა – ღირსისა დედისა ჩუენისა ქალწულისა ნინოისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, და წმიდისა ღუაწლისა-მძლისა მოწამისა გიორგისითა; წმიდათა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგისაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა; კონსტანტინე მთავრისაითა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან მოწყვედილთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; ღირსთა და აღმსარებელთა მამათა ჩუენთა: იოვანე, გიორგი-იოანე ბეთანიელთა, და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), წმიდისა დიდ-მოწამისა მერკვირისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.    

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა შეიძრვოდი სატანჯველთა და აღთქმულთა კეთილთაგან, ღირსო, და უწყალოდ ტანჯნეს რაი ხორცნი შენი, დაუცხრომელად ღაღადებდი: კურთხეულ-ხარ, ღმერთო, აწ და უკუნისამდე.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს ცეცხლმან შეწუნა წმიდანი ხორცნი შენნი, ღუაწლისა მძლეო,  გამოვიდა სურნელებაი შუენიერი, და ღაღადებდი: კურთხეულ-ხარ, ღმერთო, აწ და უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საპყრობილესა გამოგიბრწყინდა რაი ანგელოზი ღმრთისა მიერ, განკურნა  წყლულებანი შენი, ღუაწლისა მძლეო, და ღაღადებდი: კურთხეულ-ხარ, ღმერთო, აწ და უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო; გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო; გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ქრისტესა, რომელიცა ჭეშმარიტად ღმერთ არს და უფალი ყოველთა ბუნებათაი, აღვამაღლებდეთ მას, აწ და უკუნისამდე.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეიღებე შენ სისხლითა, ნეტარო, და ადიდებდი რაი ქრისტესა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რათა გვიხსნნეს ყოვლისაგან ძვირისა.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძელსა დამოეკიდე რაი მსგავსად მეუფისა შენისა, განიშიშვლნეს ძვალნი შენი, ღირსად საქებელო, და აწ მეოხ ხარ  ჩუენთვის წინაშე მისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოწამეო ქრისტეისო, რომლისათვისცა ივნე და გვირგვინოსან იქმენ, მოგანიჭა მადლი მოსავთა შენთა შეწევნისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულო უბიწოო, გიხაროდენ, მშობელო ღმრთისაო თ?ნიერ ბუნებათა, რომელსა ვაკურთხევთ, აწ და უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენგან, ქალწულო, უთესლოდ ღმრთეებაი იშვა უქცეველად ხორცითა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, გალობით გადიდებთ შენ.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს გიხილა მძლავრმან უცვალებელად, ყოვლად ნეტარო, ბრძანა წარკუეთაი თავისა შენისაი, ღუაწლისა მძლეო, და უფალსა შეჰვედრებდი სულსა შენსა.

წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეისთვის მოკუდი და წმიდაი სული შენი სიხრულით შეიწყნარეს ზეცისა განწყობილთა, აწ ევედრე ჩუენთვის უფალსა, რაითა განმარინნეს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეუერთდი რაი დიდებულსა მწყობრსა მოწამეთასა, პატივი სიწმიდისაი არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ჰოი, მერკვირი დიდებულო, და აწ გაქუს ძალი ეშმაკთა ოტებისაი და უძლურთა კურნებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მშობელო გამოუთქუმელად ძისა ღმრთისაო, ზეცისა ძალთა თანა ევედრე ძესა შენსა, რაითა  გვიხსნნეს მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; ერისკაცი ან მკითხველი კითხულობს:

ვაქებთ შენსა, უფალო, მრავალმოწყალებასა და ქველისმოქმედებასა ჩუენდა მომართ, რამეთუ დიდ-მოწამემან ამან მერკვირი დააყენა სიბორგილი კერპთმსახურებისაი საჭურველითა ჯუარისა შენისაითა, კაცთმოყუარე, მძლავრთაგან არა შეძრწუნდა, ცეცხლისაგან არა შეშინდა და მეოხ არს სულთათვის ჩუენთა.

ბრწყინავს სახსენებელი შენი, ჰოი, ქრისტესთვის წამებულო მერკვირი, ვითარცა ბრწყინვალებაი მზისაი და საღმრთოთა მადლთა ნათლითა განანათლებს სულთა მოსავთა შენთასა და განსდევნის არმურსა ცოდვათა და ვნებათასა, აწ  ჩუენცა გვიხსენ მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.

ბრწყინავს სახსენებელი შენი, ჰოი, წმიდაო მოწამეო მერკვირი, რამეთუ ზეციერი სიძეი შენი – ქრისტე გაქუნდა რაი ზღუდედ უბრძოლველად, ხელმწიფებაი მტერისაი დასთრგუნე და ერი მრავალი მოაქციე მართლსარწმუნოებასა ზედა, აწ ჩუენცა შეწევნასა შენსა მოვევლტით, რაითა დაგვიცვა ყოველთა ძვირთაგან და ღირს-გვყავ კეთილდღეობითსა ცხორებასა.

ვითარცა განაქიქე შენ ბილწი განზრახვაი იულიანესი და აღსპობისაგან იხსენ ქრისტეანეთა ერნი, ეგრეთვე აწ სატანისა მახეთაგან და სჯულისაგან უცხოისა დაგვიფარე ერი ქართველთაი, და ყოვლისაგან ძვირისხილვისა გვიხსენ მოსავნი შენნი.

განადიდა რაი ეკლესიამან ღუაწლი შენი, ჰოი, მერკვირი სანატრელო, დიდმოწამეთა შორის შეგრაცხა, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ვედრებად შენდა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ოხითა შენითა ქრისტემან, და დაგვიცვას ყოველთა მძვინვარეთა სალმობათა და სენთაგან.

ქრისტესა – ჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, ჰოი, ძლევაშემოსილოო მერკვირი, და ყოვლითა გულითა შეიყვარე რაი დედაი მისი საყუარელი, შეწევნითა მისითა სძლე მძლავრთა მათ წინა-აღმდგომთა, აწ ჩუენცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                         

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან  ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                       

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, კეთილშუენიერებითა ცისკროვან-ბრწყინვალეო, დიდო მოწამეო მერკვირი, მნათობო ყოვლისა სოფლისაო და ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო; უძლეველო წინამბრძოლო სამწყსოისა მისისაო და მფარველო ეკლესიისაო; შემწეო მორწმუნეთაო და სიხარულო მწუხარეთაო; გამომხსნელო ტყუეთაო და ღმრთისა მიმართ მეოხო ყოველთა მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო!

ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველო მხედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი! ვითარცა სძლიე მეფესა იულიანე განდგომილსა ვედრებითა ბასილი დიდისათა, და დაიფარე სამწყსო მისი წარწყმედისაგან და ყოვლისაგან ბოროტისა, ეგრეთვე აწ ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა მოხედენ სამკვიდრებელსა ქართველთასა, და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა, მძლავრთა კუეთებისაგან მრავალგზის შეჭირვებულსა და დაგვიცევ გარე-მოდგომილებისაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლე ძალი დატევებისათვის ცოდვათასა და მოგვანიჭე შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა დავარღიოთ ყოველნი მანქანებანი ჯოჯოხეთისა მთავრისაი და სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი. კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჰოი, ახოვანო და ღუაწლსა შინა სახელოვანო მოწამეო, მხნეო მერკვირი!  ემსგავსე რაი მნესა მას გონიერსა და მიიღე ტალანტი უფლისა შენისაი და განამრავლე იგი და მიუძღუანე მრავალწილად მომნიჭებელსა, აწ ოხაი ჩუენი შესწირე მისა მიმართ და გვითხოვე, რაითა მოგვანიჭოს სიმხნეი სულისაი, და დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, უცნაურისა სენისა და სიკუდილისაგან, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა მას იერუსალეიმსა, რაითა სასუფეველსა შინა მარადის უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდ-მოწამისა მერკვირისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატის მთხვევასა ზედა:

გაქებთ შენ, ვითარცა დიდსა მოწამესა, რომელმანცა მრავალფერთა სატანჯველთა დათმენითა არცხვინე მცბიერთა მათ ეშმაკთა და გვირგვინი ბრწყინვალეი მოიგე ღმრთისაგან, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისა, ღმრთეებრივი წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა ხატსა შენსა – მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და გვიხსნნეს მანქანებათაგან ეშმაკისა, რაითა შენითა შუამდგომელობითა ღირს-ვიქმნნეთ ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველისა.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა დიდმოწამისა მერკვირის ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

 

მიქაელ მოდრეკილის საგალობლის გამოყენებით შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

 

Exit mobile version