ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი“

სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“

პარაკლისი

სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“

პარაკლისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ წინაშე — ნუგეშისა და შემწეობის სათხოვნელად.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი“
ხატიმსწრაფლშემსმენელი
დღესასწაული9 ნოემბერი / 22 ნოემბერი
ტიპიპარაკლისი

მოკლე შესავალი

პარაკლისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ წინაშე — ნუგეშისა და შემწეობის სათხოვნელად.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მსწრაფლად შეისმენს სარწმუნოებითა და სინანულით აღვლენილ ვედრებას.

ლოცვის ტექსტი

სავედრებელი პარაკლისი

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა

„მსწრაფლშემსმენელისა"

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის:** უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა
ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ,
ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან
ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო
ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ
ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე
ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე
და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა
ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ
თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ
შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა
ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა
შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა
შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ
დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე
ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა,
და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და
ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული
შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ
გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან
მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე
მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე,
რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი
მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე
და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა
მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი,
რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა
უფლისაითა.

მუხლი 1.** აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი.

მუხლი 2** ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა
ვერეოდე მათ.

მუხლი 3.** არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი
უფლისანი.

მუხლი 4.** ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა,
უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

შენდა მომართ მოვივლტით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით რაი წმიდასა ხატსა
შენსა, სიღრმით სულისაითა ვხმობთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუაი ჩუენი,
ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელი \`მსწრაფლშემსმენელად\~ იწოდები, რამეთუ
მარადის მზა ხარ შეწევნად მოსავთა შენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი, ხმაი 4

იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმიდაო დედოფალო,
ყოვლადსაკვირველისა და სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა ჭურეტითა, და
შეწევნითა შენითა მარადის მიემთხვევიან სულიერსა და ხორციელსა კურნებასა,
აწ ჩუენცა შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, და გვიხსენ ყოვლისაგან ბოროტისა და
ზედამოსლვისაგან მტერთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე
მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა
გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე
ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი
სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა
შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან
და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და
ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ
წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა,
რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან
ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი
სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე,
განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და
სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი
ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი
დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ
განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა
დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი
ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი
უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი
შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული
შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი
იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და
ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი:** ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და
შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, და ღაღადებდა: მხსნელსა
ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარცა გაქუს გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობათაი, დედოფალო, ეგრეთცა
„მსწრაფლშემსმენელსა" ხატსა შენსა აქუს მადლი ხსნისა და შეწევნისაი, და
ლხინებასა მიანიჭებს თაყუანისმცემელთა მისთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

მტკიცითა სარწმუნოებითა შეუვრდებით ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა, ვითარცა
მსწრაფლ-შემსმენელსა ქრისტეანეთა ერთასა, და გევედრებით ცოდვათა და
უსჯულოებათა შენდობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საკვირველთმოქმედი ხატი ესე შენი გამოუთქუმელთა მადლთა განფენს რაი
ქუეყანასა ზედა, ყოვლად დიდებულთა პირთა მისთა შევრდომილნი არა დავსცხრებით
ქებად შენდა და გალობად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენებული, მოხედვასა შენსა და ზრუნვასა
ღირს-მყავ, ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან
და მოწყალემან.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი:** შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და
აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა
სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

განდიდებაი ღმრთივდიდებულისა ხატისა შენისაი, ყოვლადწმიდაო, სასოებითა
აღავსებს არა ხოლო თუ დოქიარისა სავანისა მოსაგრეთა, არამედ სრულიად
ათონისა მკვიდრთა, და ყოველთა მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

საკვირველი ესე ხატი შენი, დედოფალო, გამოსახულ იყო რაი კედელსა ზედა
სატრაპეზოისასა, ვიდოდა მუნ ტრაპეზარი ნილოსი კუარითა მხრჩოლავითა, და არა
გულისხმაყოფდა, თუ ვითარ შეჰკუმლავდა წმიდასა ხატებასა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ესმა რაი ხმაი მონაზონსა მას, მამხილებელი უკრძალველობისა მისისა, არად
შერაცხა თქმული იგი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისაი, რამეთუ ჰგონებდა იგი
ძმათამიერსა ლაღობასა, და ვიდოდა ჩვეულებისაებრ თვისისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საუნჯედ ყოველთა კეთილთა და სენთა აღმხოცველად გიცნობთ შენ კრებულნი
მორწმუნეთანი, ქალწულო, მკურნალო სულთა და ხორცთაო, აწ ჩუენცა შეგვეწიე და
გვიხსენ ფიცხელთა სალმობათა და ბოროტთა ვნებათაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო,
რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა
უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა
წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა,
გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

*მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა
მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).*

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

*მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა
ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი
მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.*

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

*მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს…
(აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).*

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

*მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და
იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და
ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი
შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.*

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა
ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

*მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა
აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი
უკუნისამდე.*

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის.
დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 8

მრავალფერთა სენთა მაკურნებელ არს და სულთა არაწმიდათა სდევნის რაი მადლი
იგი „მსწრაფლშემსმენელისა" ხატისა შენისაი, გარე-მოდგომილნი მრავალთა ჭირთა
და საცთურთაგან მოვისწრაფით შევრდომად მისა და გევედრებით: გვასწავე ნებისა
ყოფაი მაცხოვრისა ჩუენისა, აღსრულებად მცნებათა ღმრთისათა, რაითა ჩუენცა
შენთანა ვიხარებდეთ მარჯვენითა მამისაითა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი:** მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა,
განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთთეებაი შენი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

კუალად განაკრძალებდი რაი ტრაპეზარსა შემდგომად რავდენსამე დღისა, მსწრაფლ
დაუბნელდა თუალნი და არცაღა ხედვიდა ნათელსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

დამკარგველი თუალის-ჩინისა და დამთმენელი ტკივილისა, სირცხვილეულ იქმნა
ბერი იგი, და გოდებდა ცრემლთა დათხევითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გულისხმაყო რაი ცოდვათა თვისთა სიმძიმეი, ესმა ხმაი ბერსა: „შესმენილ არს
ლოცვაი შენი, და აღგეხილნეს თუალნი შენდობის მომხვეჭელსა".

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სალმობისა სარეცელსა, და ურვისა ცხედარსა ზედა მდებარესა, ვითარცა ხარი
მრავალმოწყალეი, შემეწიე, სძალო ღმრთისაო, და აღმადგინე.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი:** განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა
მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

\`ამიერითგან ხატი ესე ჩემი საფარველითა თვისითა დაიფარავს სავანესა
ამას\~, – აღუთქვი წყალობაი ბერსა და „მსწრაფლშემსმენელად" სახელ-სდევ
ხატსა მას შენსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

სიხარულითა აღავსო მოსაგრენი დიდებულებამან აღთქუმისა შენისამან, რამეთუ
ზღუდედ დაურღვეველად და მცველად მიურულებელად მიუბოძე ხატი შენი დოქიარისა
მონასტერსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ხედვიდენ რაი მონაზონნი დიდებულსა მას ხატსა შენსა და სასწაულთა
აღურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, აღუვლენდენ მარადის
ლოცვასა და ევედრებოდენ წყალობასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიკუდილისა ხრწნილებაი დახსნა ჩუენთვის სიკუდილითა ღმერთმან, მას ევედრე,
ქალწულო, რაითა ხრწნილებისაგან იხსნას ბუნებაი ჩემი და განარინოს ეშმაკთა
მახეთაგან.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი:** მომიტევენ სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის
გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი,
ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

საკვირველი იგი მადლი ხატისა შენისაი მოუკლებელად იქმოდა რაი კურნებათა და
სასწაულთა, კრძალვითა გმსახურებდენ მამანი და გნატრიდენ შენ, ვითარცა
მეოხსა უძლეველსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

წყაროდ მადლისა ექმენ რაი ძმათა მათ დოქიარისათა, დედოფალო, განამრავლეს
პირნი მისნი მსწრაფლშემწედ და მხსნელად ყოველთა ძვირთა და ზედა-დასხმისაგან
მტერთაისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჰოი, უსძლოო ღმრთისმშობელო, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩუენ უღირსთაგან,
რომელნი შეუვრდებით წმიდასა ამას ხატსა შენსა, და გევედრებით: დაგვიცევ
საფარველითა მით სიწმიდისა მისისაითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სნეული მდებარე ვარ ცხედარსა ზედა სალმობათასა, და არა არს კურნებაი ხორცთა
და ძუალთა ჩემთა, ქალწულო, ღმრთისა დედაო, რომელმან შევ მკურნალი სენთაი,
აღმადგინე ხრწნილებისაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო,
რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა
უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა
წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო,
შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

*მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა
დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და
ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი
ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.*

გუნდი: შენ, უფალო.

*მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა
ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა,
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.*

გუნდი: ამინ.

ერისკაცი კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი…
აწდა…

კონდაკი, ხმა 8

ცხორებისა ღელვათაგან დამაშურალთა და ვნებათა და განსაცდელთა შინა
დანთქმულთა აღგვიპყარ ხელი შეწევნისაი, ღმრთისმშობელო ქალწულო, და
განგვათავისუფლენ ყოველთა სენთა და ურვათაგან, რაითა გიგალობდეთ შენ,
დედოფალო: გიხაროდენ, ყოვლად სახიერო მსწრაფლშემსმენელო!

იკოსი, ხმაი 4

განსაცდელსა შინა მოგვივლენ შეწევნასა ხატისა მიერ შენისა, რომლითა,
ვითარცა საუნჯითა, განამდიდრე ათონი, ყოვლადწმიდაო, და მკვიდრნი მისნი
დაიფარე საფარველსა ქუეშე მისსა, რაითა მარადის გიგალობდენ შენ, დედოფალო:
გიხაროდენ, ყოვლად სახიერო მსწრაფლშემსმენელო!

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის
თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

*მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის
განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა
სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.*

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა
ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა
ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი
ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად
იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო
ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა
მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა:
კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და
ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა
ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა
ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს,
რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა
მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა
მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა
თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი,
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და
დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახიდ თვისად.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მრავლითა მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა
ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა და მადლითა მსწრაფლშემსმენელისა ხატისა
მისისაისა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა
შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი:** ქუეყნიერთა ღელვათაგან შეიწრებულნი და ვნებათაგან გუემულნი
შეუვრდებით „მსწრაფლშემსმენელსა" ხატსა შენსა, და გევედრებით: მეოხ გუეყავ
წინაშე ყოვლისაშემძლებელისა ძისა შენისა და ყოვლადძლიერისა ღმრთისა
ჩუენისა, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა
ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და
წყალობაი სულთა ჩუენთა.

*მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი
ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი
წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა
ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა
ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა,
წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა
წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა
დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა;
წმიდისა მოციქულისა თომაისა და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა:
ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და
მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა
და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე
ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის
მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და
ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა
ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა,
მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართუელთ განმანათლებელისა და წმიდისა
პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა;
წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა;
წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ,
მელქისედეკ, იოვანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ,
ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა
მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის
მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა;
ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ
ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა
ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართუელთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე
და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა
ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა,
თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა,
არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა;
წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ
ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა
ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა
მოწამეთა ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და
დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და
დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და
ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ
გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და
სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე
აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და
გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა
გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა
ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი);
და ყოველთა წმიდათა შენთაითა; ძლიერებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლის
ხატისა \`მსწრაფლშემსმენელად\~ სახელდებულისა, და ყოველთა სიწმიდეთა
შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა
ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.*

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

*მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა
ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით,
და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე.*

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი:** ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა
ოქროისასა, და მით სახუმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს
და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ინებე რაი ქართველთათვის ბოძებაი ხატისა შენისა პირისაი, მამანი ჩუენნი
აღძარ თხოვად ძმათა დოქიარელთა, და აჰა, მოაბრძანეს რაი პატივითა,
კრძალვითა დაასვენეს სამებისა ტაძარსა, რაითა გვექმნე ჩუენ
მსწრაფლშემსმენელ და მეოხ წინაშე ზეციერისა საყდრისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ყოვლად დიდებული ხატი ესე შენი, ღმრთისმშობელო, ვითარცა საუნჯეი, მოუბოძე
რაი შენდა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, ჟამსა შეჭირვებისასა მრავალნი
მოივლტიან შევრდომად მისდა, და მხურვალედ გევედრებიან მსწრაფლ აღსრულებასა
კეთილთა თხოვათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ათონისა მთაი, მწიაღებელი ხატისა შენისაი იქადის მას ზედა, ეგრეთვე
აწ ჩუენცა ვიხარებთ მიმღებელნი საკვირველთმოქმედთა პირთა მისთა, დედოფალო,
რამეთუ მხურვალედ მისდა შევრდომილნი განერებიან შენ მიერ ყოველსა ჭირსა და
სავნებელსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განგვკურნენ, ყოვლად წმიდაო ქალწულო,
რომელნი საფარველსა მას მსწრაფლშემსმენელისა ხატისა შენისასა შეუვრდებით,
და ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი:** მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ
გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და
აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ინება რა პატრიარქმან დაფუძნებაი სავანისა – პატივად „მსწრაფლშემსმენელისა"
ხატისა შენისა, კუალად მოგვიბოძე შუენიერი პირი მისი ათონითგან და მით
აკურთხე არენი ტფილისისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ფრიად განითქუა რაი ხატი ეგე შენი, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლოი მკურნალი
მისდა შევრდომილთა, აწ ჩუენცა სიყუარულითა ამბორს-უყოფთ და
განვთავისუფლდებით ყოველთა უძლურებათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ხატსა შენსა შევედრებულნი ათონის დოქიარისა მონასტერსა განერებიან
სენთა და განსაცდელთა, ეგრეთცა საკვირველთმოქმედთა პირთა მისთა მიერ
მოვიღებთ დიდსა შუებასა და კურთხევასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განსაცდელთა კვეთებასა იოტებ, და ვნებათა ზედა მოსლვასა დახსნი,
ღმრთისმშობელო, სასოო განწირულთაო, ამისთვის გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ
შენ უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი:** შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან
უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამოი, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი,
გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

აჰა, თაყუანისმცემელთა ხატისა ამის შენისათა აღაშენეს ქუეყანასა ჩუენსა
ეკლესიანი და სავანენი სახელსა მისსა ზედა, რაითა შენ მიერ მსწრაფლ
მოვიღებდეთ ნუგეშინისცემასა და ლხინებასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვუწყით რაი საშინელი ძლიერებაი ხატთა შენთაი, განვსცხრებით წადიერად,
რამეთუ მსგავსად დაუწყვედელისა წყაროისა, უშურველად აღმოაცენებ მათ მიერ
მადლსა ჭეშმარიტსა და კურნებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარ შეუძლოთ განდიდებაი წმიდათა ხატთა შენთა, დედოფალო, რომელთაცა
ჰმოსიეს მადლი შენი განმაცხოველებელი, და მსგავსად წყალუხვთა მდინარეთა,
დაარწყულებენ კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძვირისხილვისა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე,
მეოხებითა შენითა, და განმკურნე ლმობილი და წყლული მონაი შენი, ქალწულო
კურთხეულო, სასოო განწირულთაო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი
მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა,
უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა,
განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა
გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

აწ იხარებს ერი ჩუენი და ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ წყალობითა
მოგვხედა დედამან მისმან, და მოგვანიჭა დიდებულნი პირნი
"მსწრაფლშემსმენელსა" ხატისა თვისისა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად
მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ეშმაკის საფრხეთაგან,
რამეთუ დაღათუ ვცოდეთ, გარნა დღეყოველ მისდამი განვაკუთნებთ სასოებათა
ჩუენთა.

საკვირველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობს დიდებული ხატი ესე შენი
ათონითგან, და ლხინებასა მიჰმადლებს რაი ურვეულთა, ქურივ-ობოლთა და
სნეულთა, აწ ჩუენცა თაყუანს-ვჰსცემთ, შევიტკბობთ და განვადიდებთ პირთა
მისთა, ყოვლადწმიდაო დედაო, და ვესავთ შენ მიერ დახსნასა მძვინვარეთა ჭირთა
და ვნებათაგან.

წმიდაი და სასწაულთმოქმედი ხატი ესე შენი, დედოფალო, სიხარულითა უპყრიეს
რაი ქრისტეს ეკლესიასა, აჰა, აწ ჩუენცა შეუორგულებელითა სასოებითა
თაყუანის-ვჰსცემთ პატიოსანთა პირთა მისთა და გევედრებით შეწევნასა, რაითა
აღგვავსო სულითა სიბრძნისაითა, და გულნი ჩუენნი დაამტკიცო სარწმუნოებასა
ზედა ჭეშმარიტსა.

უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, დედოფალო,
თაყუანის-ვსცემთ ანგელოსთაგან პატივცემულსა პირსა შენსა, და გევედრებით:
დედობრივითა კადნიერებითა შენითა გარდამოგვივლინე სიბრძნეი, სიმხნეი და
მძლეველობაი ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა, ხოლო მართლაღსარებითა
დამტკიცებული ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი დაიცევ შეუძრველად.

დაღათუ საზეპუროი ერი ჩუენი მოუცავს განსაცდელთა და ჭირთა სიმრავლესა,
არამედ თქმულნი შენნი, ღმრთისმშობელო მარიამ, რომელ აღმოთქუ წილხვედრებულთა
შენთათვის, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუცაღა განგუაშორებ მეოხებასა
შენსა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა
მართლმადიდებლობასა, და სამწმიდაარსისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე
ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო,
მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა
ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ
თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ
შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის
მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა,
ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
**დიდებაი…

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად,
და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილ ჩუენზედა წყალობით,
ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ
შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა
შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
**აწდა…

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე
შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან,
რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა,
გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

*მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა,
სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად
წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა
შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან
სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და
სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და
მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა
წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის
სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად
დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა
რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.*

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

*მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა
ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და
მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და
კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და
სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.*

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის;
დიდებაი… აწდა…

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო, ნიშ-სასწაულებითა
შემამკობელო ათონისა მთისაო და დედობრივითა კადნიერებითა ჩუენდა
წარმმართებელო გზისაო; უხილავო ზედამდგომელო ქალწულებისა და სიწმიდისაო, და
უშვილოთათვის მომმადლებელო შვილიერებისაო; ყოველთა სნეულებათა მკურნალო და
მსწრაფლ აღმხოცველო სიბრმავისაო; უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა
საქრისტეანოისაო, და მეოხო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო.

ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო და ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო, რომელმან
ინებე „მსწრაფლშემსმენელად" სახელდებაი წმიდისა ხატისა შენისა, აწცა
დედობრივითა კადნიერებითა ევედრე ყოვლად ტკბილსა ძესა შენსა და ღმერთსა
ჩუენსა იესუს, რაითა მოგუმადლოს შეცნობაი და სწრაფვაი ზეციერისა
მოქალაქობისაი და სინანული უღმრთოისა ცხორებისაი, ძლევაი საცდურთა
სიმრავლისაი და ძალი და შეწევნაი დაცემათაგან აღდგომისაი და აღმართებისაი,
რამეთუ უკეთუმცა არა მსწრაფლშემწეობაი შენი, ვითარ განვერნეთ უკანაისკნელსა
ამას ჟამსა მოძალებულსა უსჯულოებათა ღვარსა შინა დანთქმისაგან?!
მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე და დაიცევ დიდი მეუფე ჩუენი,
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი,
მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ
დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი; განაბრძვე და განანათლენ მთავრობაი
და მხედრობაი მისი, და დაიფარე ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლად უხრწნელო ღმრთისმშობელო ქალწულო, თაყუანის-ვჰსცემთ
სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა „მსწრაფლშემსმენელსა", და გევედრებით:
მოწყალე ჰყავ ძეი შენი, რაითა დასცეს მხდომნი და წინა-აღმდგომნი
ქრისტეანობისაი და ერი ჩუენი დაიცვას წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა,
ხოლო ჩუენ აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნას სიყმილისაგან,
სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა
მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სენისა
და სიკუდილისაგან, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა
მოყუარეთა თვისთა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და
თაყუანისცემაი, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით:

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

*გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა,
განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით
გადიდებთ.*

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი
შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს…

ერისკაცმან:** დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის
და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა
შენისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

მარადის შევრდომილნი დედობრივსა მადლსა შენსა და კურთხევასა, ამბორს უყოფთ
„მსწრაფლშემსმენელსა" ხატსა შენსა, უბიწოო დედაო ქრისტეისო, და გევედრებით:
შეგვაწყნარენ სახიერებასა მისსა, რაითა კეთილად წარგვიმართოს საწუთოსა
ამას, და დაგვიცვას ვნებათაგან სულთა და ხორცთაისა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობათაი, ღმრთისმშობელო, შენდა
მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა და ზედამდგომელსა
ჩუენსა: აწ განხსნაი ცოდვათა საკრველთაგან გვითხოვე ჩუენ ძისა შენისაგან,
და ხსნაი საუკუნეთაგან სატანჯველთა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

სულიერი აზრი

ეს საკითხავი გვახსენებს, რომ ღვთისმშობლისადმი ვედრება ქრისტიანისათვის ნუგეშის, სინანულისა და ღმრთისადმი სასოების გზაა.

ტექსტის წყარო: დოკუმენტიდან