იესო ქრისტე - Jesus Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი (+დაახლ. 306) — 27 ოქტომბერი – ძველი სტილით / 9 ნოემბერი – ახალი სტილით

✝ წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი (+დაახლ. 306)

27 ოქტომბერი – ძველი სტილით / 9 ნოემბერი – ახალი სტილით

✦ · ✦

წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი (იხ. 26 ოქტომბრის საკითხავი, დიდმოწამე დიმიტრის ცხოვრება). გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.

✦ · ✦