Categories
დაუჯდომელი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისა

 

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.  

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

სურვილისამებრ წაიკითხავთ 50 ფსალმუნს 

კონდაკი 1

წინასაუკუნოისა ღმრთისა, ქრისტეს მიერ გამორჩეულ იქმენ მოძიებად ჯუარისა ცხოველისა, რომლისაგან აღსრულდა გამოხსნაი კაცთა ნათესავისაი, და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისა ჩუენისაი, აწ გვიოხე მისა მიმართ, რაითა  განჰბანოს გულნი ჩუენნი ვნებათაგან, და ღირსგვყოს შეწირვად შენდა გალობისა: გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

იკოსი 1

ძალნი ზეცისანი ხედვიდენ, თუ ვითარ მოგემადლა ღმრთისაგან პატივი ქუეყანასა შინა დაფარულისა ცხოველსმყოფელისა ჯუარის აღმოყუანებისაი, და განკვირვებულნი გაქებდენ ცათა შინა, ხოლო ჩუენ გევედრებით შეწევნასა და გიგალობთ, ვითარცა გულსა შინა მრავალთასა უფლის სიყუარულისა ცეცხლებრ აღმგზებელსა:

გიხაროდენ, ჭურო პატიოსანო, სამკვიდრებელო სულიწმიდისაო;

გიხაროდენ, რჩეულო ღმრთეებრივისა განგებულებისაო;

გიხაროდენ, შემტკბობელო მხურვალისა სარწმუნოებისა და საღმრთოისა სიყუარულისაო;

გიხაროდენ, მომპოვნებელო ქრისტეს ცხოველსმყოფელისა ჯუარისაო;

გიხაროდენ, ფრიად დამაშურალო განმტკიცებისათვის ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, მისთვის მზრუნველო მსგავსად შვილთმოყუარისა დედისაო;

გიხაროდენ, ტკბილთა სწავლათა მიერ განმანათლებელო ურწმუნოისა ერისაო;

გიხაროდენ, შეურყეველო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 2

რაჟამს საყუარელი ძეი შენიმეფეი კონსტანტინე ბრძოდა მტერსა თვისსა, ცათა შინა იხილა სუეტი ნათლისაი ჯუარის სახედ, ზედ წარწერითა: aმითა სძლო!, და წარუმძღვანა სპასა თვისსა, ხოლო  მიეცა რაი ძლევაი, ჯუარცმული ქრისტე თვითცა ღმრთად აღიარა, და შენცა გიჩვენებდა რაი გზასა მას ჭეშმარიტსა, შემდგომად სარწმუნოებად მოსლვისა შენისა, ნათელიღე შენ, დედოფალო, და მრავალნი აღძარ დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 2

დააცხრო რაი დევნულებაი ქრისტეანეთაი ძემან შენმან, აღბორგნა ეშმაკისა მიერ არიოზ და აღაშფოთებდა რაი ყოველთა, შეკრიბნა ებისკოპოსნი ქალაქსა ნიკეასა მეფემან, და აღამაღლა რაი გვირგვინი მართლმადიდებელთაი, საღმრთოსა მას ხილვასა შინა გებრძანა წარსლვაი იერუსალეიმსა, ყოველთათვის ცხადყოფად ადგილთა მათ წმიდათა, სადა იგი ჯუარს ეცვა ქრისტე და ამაღლდა ზეცად, რაისთვისცა ვიხარებთ და აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, მაცხოვრისა შემყუარებელო უბრალოითა გულითაო;

გიხაროდენ, განშუენებულო სათნოებისა სიკეთითაო;

გიხაროდენ, შემკულო საღმრთოითა სიმდაბლითაო;

გიხაროდენ, აღვსილო ღმრთისმოშიშობითაო;

გიხაროდენ, მოწყალეო, ღატაკთა მზრდელო უხუებითაო;

გიხაროდენ, განსწავლულო საღმრთოთა წერილთა სიბრძნითაო;

გიხაროდენ, განბრძნობილო ძუელითა და ახლითა აღთქუმითაო

გიხაროდენ, ზეგარდამო წოდებულო და განცისკრებულო საცნაურითა მადლითაო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 3

მხცოვანებასა შინა შესრულმან არა ჰრიდე ჰასაკსა შენსა, დედოფალო, და  საწუთოისა განსუენებისა წილ განიზრახე რაი ტვირთვაი დიდისა მის ღუაწლისაი, საღმრთოი იგი ბრძანებული შენდა აუწყე ძესა შენსა, ღმრთისმსახურსა მეფესა კონსტანტინეს, და წარგავლინა იერუსალეიმდ საფასითა მრავლითა, რაითა გამოჩინებითა ქრისტეს ჯუარისაითა მრავალნი აღძრა დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 3

საღმრთოითა მგზებარებითა მიიწიე რაი იერუსალეიმსა, ქალაქსა მას წმიდასა, სიხარულითა მოგეგება მაკარი ებისკოპოსი სამღდელოთა თანა, და ევედრებოდი რაი მოძიებასა ძელისასა, რომელსა ზედა ჯუარსეცუა მაცხოვარი, არა რაი უწყოდენ არცა მათ და არცა სხუათა მათ ქრისტეანეთა, და იწყეს ლოცვაი ქრისტეის მიმართ, რაითა გამოუცხადოს მათ დაფარულნი სიწმიდენი, და გნატრიდენ შენ, დედოფალო, ვითარცა საღმრთოსა მოშურნესა:

გიხაროდენ, განგებულებითა საღმრთოითა წინაითვე გამორჩეულო;

გიხაროდენ, მოციქულებრივსა გზასა ზედა ღმრთისა მიერ მოწოდებულო;

გიხაროდენ, წმიდისა მის ძელისაუფლის ჯუარისა განდიდებისა წყურილითა აღვსებულო;

გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისათვის მარიამ მაგდალინელისა და დათა მათ ლაზარეისთა შურისა აღმღებელო;

გიხაროდენ, წყაროო დაუწყუედელო, სულთა სარგებელთა სწავლათა აღმომადინებელო

გიხაროდენ, ყოვლისა გულისა ღმრთისად მიძღუანებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სიწმიდითა და თავმდაბლობითა ყოველთათვის მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, ლამპარო მოტყინარეო, შეცთომილთათვის წრფელისა გზისა მაჩუენებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 4

სიყუარულითა ქრისტეისითა მოწყლულმან იწყე რაი გულსმოდგინედ ძიებაი ჯუარისა მისისაი, შეკრიბნე ყოველნი ჰურიანი, დედოფალო, და ეტყოდი: vითარცა მართალთა ნათესავთა, გყუარობდა თქუენ ღმერთი, გარნა ვერა გულისხმაყავთ წინაისწარმეტყუელთა მიერ მაცხოვრისათვის უწყებული თქუენდა, და აყვედრიდი რაი ძუელსა მას სიბრმესა მამათა მათთასა, განუმარტავდი ქრისტეს მიერ ჰურიათათვის სჯულისაგან ქადაგებულთა და აქებდი ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 4

არა უწყოდენ ჰურიათა, თუ რასა ჰკითხვიდი შენ, ღმრთისმოყუარეო, და გამოირჩიეს შორის თვისსა იუდაკეთილად მცოდნეი სჯულისაი, და წარადგინეს რაი წინაშე შენსა, ჰკითხვიდი ჯუარისა და თხემისა ადგილისთვის, და უმეცარ ჰყოფდა რაი თავსა თვისსა ერთგულებისათვის სჯულისა თვისისა, შთაგონებითა სულისა წმიდისაითა ბრძანე შთაგდებაი მისი ჯურღმულსა და განცდაი სიყმილითა, რაითა განაცხადოს საყოფელი ჯუარისაი, განსამტკიცებლად მორწმუნეთა, რაისთვისცა აღვიძრვით ქებად შენდა:

გიხაროდენ, მაცხოვრისაგან საცხოვნებელად და მოღუაწედ ყოვლისა დაბადებულისა გამორჩეულო;

გიხაროდენ, სიყუარულისა მისისა დაუშრეტელისა ცეცხლისა აღმგზებელო;

გიხაროდენ, სიცრუისა თანაზიართა მარცხვენელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მოძულეთა მამხილებელო;

გიხაროდენ, ჰურიათა ქრისტეის მიმართ მომწოდებელო;

გიხაროდენ, გულსა შინა მათსა ღმრთისმსახურებისა თესლისა დამთესველო;

გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა გზასა უფლისასა დამაყენებელო;

გიხაროდენ, ლოცვითა შენითა ცოდვითა ქვედაკვეთებულთა აღმმართებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 5

საღმრთოითა გულისხმისყოფითა განათლდა რაი გული იუდაისი, მეშვიდესა დღესა ითხოვა აღმოყვანებაი, და გეტყოდა: dედოფალო, მთასა სიონისასა, ვენერას საკერპოსა შინა ჰპოოთ ჯუარი თქუენისა მაცხოვრისაი, და  ჰოი, სასწაული, ჟამსავე მას საღმრთოსა ხილვასა შინა ასწავეს მაკარი ებისკოპოსსა ადგილი იგი, სადაცა იყო ნანგრევნი კერპთა ტაძრისაი, და აუწყეს რაი მუნ მყოფობაი ცხოველისა ჯუარისაი, სულითა იხარებდა და ადიდებდა უფალსა იესუ ქრისტესა, მხსნელსა და მაცხოვარსა: ალილუია

იკოსი 5

მაშინ შეკრიბე მუშაკთნი და უბრძანე რაი შეგინებულისა მის კერპთა ტაძრისა ძირითურთ დარღუევაი, მხურვალედ ილოცვიდა იუდა, რაითა გამოაჩინოს უფალმან დაფარული იგი ჯუარი მხსნელისაი, და გამოხდა რაი სუნნელებაი საკვირველი ძრვასა მას ქუეყანისასა, განიმხნენ მუშაკნი სასწაულითა მით, დედოფალო, და იწყეს რაი თხრაი მიწისაი, გამოჩნდა საღმრთოი საფლავი და ადგილი გოლგოთისაი, ხოლო მახლობლად მისსა გამობრწყინდა სამნი ჯუარნი, დაფლულნი ქუეყანასა, და ყოველნი აქებდენ წადიერებასა შენსა:

გიხაროდენ, სამგვამოვნებასა შინა ერთღმრთეებისა თაყუანისცემისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სადიდებლად მისა ღუაწლისა და შრომისა თავსმდებელო;

გიხაროდენ, საღმრთოთა განგებულებათა დამმარხველო;

გიხაროდენ, ღმრთისმგმობართა პირთა დამხშველო;

გიხაროდენ, ბელიარისა მონებისაგან მრავალთა დამხსნელო;

გიხაროდენ, წარმართთა და ჰურიათა ბორგნეულობისა დამაცხრობელო;

გიხაროდენ, წინააღმდგომთა მბრძოლთა მახეთა შემმუსრველო;

გიხაროდენ, სიმხნითა სულისაითა კერპთა ტაძრისა ძირითუთ აღმომფხვრელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 6

დიდმან ზრუნვამან შეგიპყრა შენ, სანატრელო, და ევედრებოდი უფალსა, რაითა გაუწყოს, რომელ არს ჯუარი მაცხოვრისაი, და მოაქუნდათ რაი მკუდარი, შეახეთ თითოეულად და განაცხოველა რაი მესამისა ჯუარისა დადებამან, იჭვეულობდა ეშმაკი, ხედვიდა რაი დაცემასა თვისსა და ღაღადებდა: vინ არს ესე, რომელი არა მიფლობს მოღებად სულთა ჩემთა? ხოლო იუდა შეჰრისხავდა და ეტყოდა: Sეჩუენებულ გყავნ სიღრმესა ცეცხლისასა ქრისტემან, რომელმან მკუდარნი აღადგინნა, და აქებდა მას, ვითარცა მეუფესა: ალილუია.

იკოსი 6

ხედვიდი რაი სასწაულსა ამას, დედოფალო, ფრიად დაგიკვირდა ძალი იგი ღმრთისაი, გამოაჩინა რაი სარწმუნოებაი დიდი იუდაისი, რომელსაცა ეტყოდა ეშმაკი ძრწოლითა: iუდა, რაი ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაის მიერ ერი შთავნთხიე ცოდვასა შინა და აწ შენ მიერ ვიდევნები?, და ექადოდა ღმრთისმბრძოლისა მეფისა მოვლინებითა, რომელიცა ფრიად ავნებდა ქრისტეანეთა და მასცა აიძულებდა უვარყოფასა ჯუარცმულისასა, გარნა მას არცაღა რაი აძრწუნებდა, და გმადლობდა შენ მოქცევისათვის თვისისა:

გიხაროდენ, გულსმოდგინედ ძიებითა მაცხოვრისა ჩუენისა წმიდისა აღსადგომელისა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, მნათობო, საღმრთოითა ნათლითა კიდეთა ქუყანისათა განამანათლებელო;

გიხაროდენ, ზეციერითა სიბრძნითა უგუნურთა და უგულისხმოთა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, ჰურიათა ქედფიცხელობისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმხდელო;

გიხაროდენ, კერპთა მონებისაგან მრავალთა გამომხსნელო;

გიხაროდენ, ძუელისა აღთქუმისა მოძღუართა ღმრთივგანბრძნობილო მასწავლელო;

გიხაროდენ, პატიოსანთა მეუღლეთა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 7

ჰოი, დიდსა საკვირველებასა, რამეთუ არა ხოლო თუ მკუდარსა მას ზედა აღესრულა სასწაული ჯუარისა მიერ, არამედ შეხებამან მისმან კუალად განკურნა დედაკაცი, მიწევნული აღმოსლვად სულისა, და ნათელსცა რაი მაკარი იერუსალეიმელმან იუდას, უწოდა კვირიაკოს, და ებისკოპოსად აკურთხა, ხოლო შენ მიეც მას საფასეი დიდი სამსახურებელად გლახაკთათვის, და კეთილად იღუწიდა რაი სამწყსოისათვის თვისისა, შემდგომად ივნო იულიანე განდგომილისაგან ქრისტეისთვის, და შეჰვედრა მას სული თვისი ლოცვითა: ალილუია.    

იკოსი 7

ძელისა მისთვის ჯუარისაისა დასცხრა იჭვი გულსა შენსა, და კრძალვითა მიიქუამდი რაი გულსა ზედა თვისსა, მოუწოდე მამასა კვირიაკოსს, რაითა ლოცვაი ჰყოს მოძიებისათვის სამსჭვალთა და წარგიძღუათ რაი თხემისა ადგილსა, ილოცა გამოჩინებისათვის ეგევითარისა ნიშისა, ვითარცა ჯუარსა მას ზედა, და აჰა, ყოველთა იხილეს ნათელი ელვარეი, და მეყსეულად გამოჩნდა რაი სამსჭუალნი, და ფიცარი წარწერითა, მუხლმოყრითა თაყუანისეც, დედოფალო, და მადლობდი უფალსა, მას ევედრე, რაითა აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა და აღგვძრას გალობად შენდა:

გიხაროდენ, უფლის პატიოსანისა ჯუარისა იუდიანთა მარცხვენელად გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, დაფარულთა მათ წმიდათა ადგილთა ყოველთათვის ცხადმყოფელო;

გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყანისა ღუარძლთაგან განმწმედელო

გიხაროდენ, საწუთოთა მათ ვნებათაგან ღელვაგვემულთა გულთა ღმრთისმოსავობასა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ხილულთა და უხილავთა მტერთა მძლეველო

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, წარწყმედულთა სულთა სინანულად მომაქცეველო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 8

გამოაბრწყინე რაი ძელი იგი ჯუარისაი ქუეყანასა ზედა უფროის მზისთუალისა, სიხარულითა აღივსნეს მკვიდრნი იერუსალეიმისანი, და გევედრებოდენ, რაითა ღირსყო იგინი ხილვასა მისსა, და სიმდაბლითა აღსავსე ებისკოპოსი მაკარი სამღდელოთა თანა აღამაღლებდა რაი პატიოსანსა მას ნიშსა ქრისტეს სჯულისასა, იყო მიუთხრობელი სიხარული, და ყოველნი მჭურეტელნი მისნი თაყუანსსცემდენ, და ადიდებდენ მასზედა ჯუარცმულსა მაცხოვარსა: ალილუია.

იკოსი 8

მადლითა და ძალითა ღმრთისაითა ქადაგიქმენ რაი სამგზის სანატრელისა მის ჯუარისა, დედოფალო, რომელი ჰურიათაგან დამალულ იყო ქუეყანასა ზედა, ნაწილი მისი სამსჭუალთა თანა წარუგზავნე ძესა შენსა კოსტანტინეს, თვითმპყრობელსა მას ჰრომისასა, ხოლო სხუაი ნაწილი შეამკვე ოქროითა და ანთრაკითა, და შექმენ რაი მისთვის ლუსკუმაი ვეცხლისაი, მიეც იგი მაკარის, ებისკოპოსსა იერუსალეეიმისასა დაცვად მისა, და შეეხებოდენ რაი მორწმუნენი, მყის განიკურნებოდენ და გნატრიდენ მადლიერებითა:

გიხაროდენ, ღმრთივგვირგვინოსანო მსახურო ცათა მეუფისაო;

გიხაროდენ, ჰურიათა და წარმართთა განმანათლებელო და ქნარო სულისა წმიდისაო;

გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა პოვნითა საცთურისაგან დამხსნელო კაცთა ნათესავისაო;

გიხაროდენ, აღმაღლებითა მისითა განმაახლებელო ქრისტეს აღდგომისაო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა შორის მქადაგებელო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, დედაო ჩუენო სულიერო, მაჩუენებელო მაცხოვნებელისა გზისაო;

გიხაროდენ, დიდო მნათობო ყოვლისა სოფლისაო;

გიხაროდენ, ღმრთივშუენიერო სამკაულო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 9

მარადის შემწედ გაქუნდა რაი ძალი იგი მაღლისაი, ღმრთივგანბრძნობილო ელენე, იწყე ტაძრისა აღგებაისაფლავსა მას ღმრთის შემწყნარებელსა და წმიდასა გოლგოთასა ზედა, სადა იგი ჯუარცმაი თავს იდვა ჩუენთვის ქრისტემან, რაითა მუნ დაავანო სიწმიდეი იგი თაყუანისსაცემელად მორწმუნეთა, და აღორძნდებოდა რაი სამწყსოი იერუსალეიმისა ებისკოპოსისაი, ლოცვათა შინა მდგომარენი ჯუარცუმულსა ადიდებდენ და მარადის აქებდენ ძალსა მისსა: ალილუია

იკოსი 9

ვინ შემძლებელ არს ჯერისაებრ ქებად შენდა, ღმერთშემოსილო ელენე, და ღირსად გამოთქუმად სათნოებათა და სიმდაბლეთა შენთა, რამეთუ სახეი ექმენ შემდგომთა მათ დედოფალთა, და რომელნი გემსგავსნეს ღმრთისმოყუარებითა, შენთანა იშუებენ სასუფეველსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა განრინებად ყოვლისაგან ვნებისა და მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა, რაითა ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად მისა და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, დედაო მღვიძარეო და ღმრთისმოყუარეო, მოციქულთა სწორად გამოჩინებულო;

გიხაროდენ, საუფლოისა ჯუარისა განდიდებითა ურწმუნოებითა დაბნელებულთა გულთა განმაცისკრებელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიტყვისა ყოველსა სოფელსა განმფენელო;

გიხაროდენ, სახარებისა ნათლითა მრავალღმრთეებისა წყუდიადისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, კერპთმსახურებისა საცთურითა დაბნელებულთა ღმრთისმცნობელობითა განმანათლებელო;

გიხაროდენ, წარმწყმედელთა გზათაგან მრავალთა განმარინებელო;

გიხაროდენ, სწავლითა საღმრთოითა ყოველთა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა შეუძრველად დამამტკიცებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 10

სამეუფოითა ბრწყინვალებითა მოვლიდი რაი პალესტინეს, ღირსო ელენე, ბრძანე ტაძართა აღშენებაი ბეთლემსა, ქუაბსა ზედა, რომელსა შინა მოიღო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან შობაი კაცობრივი; და მთასა მას ზეთის ხილთასა ელეონსა, სადაცა აკურთხნა მოწაფენი თვისნი და დიდებითა აღმაღლდა ზეცას დაჯდომად მარჯუენით მამისა; და კუალად მამრეს მუხისა მახლობელად, სადაცა აბრაჰამმან ისტუმრა იგი, ვითარცა მწირი, რაითა ტაძართა მათ შინა მორწმუნენი უგალობდენ და აქებდენ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

იკოსი 10

საუფლოითა ძალითა ჰქმენ რაი მრავალნი კეთილნი საქმენი, დედაი ეგე მეფისაი უკუნ იქეც ზღვითა ძისა მიმართ შენისა, და გზასა მას ზედა მოიხილე რაი კვიპრეი, აღმოხდა მაკურნებელი წყაროი ჟამსა ლოცვისა შენისასა, და მუნცა აღაშენე რაი ტაძარი პირველმოწამისა თეკლაისა, ძუელსა მას ნატაძრალსა აღაგე მონასტერი ნიკოლოზ წმიდისაი, ხოლო ნაწილნი ჯუარისანი მიუბოძე ომოდოსისა და სტავროვუნისა მონასტერთა, და ქადაგებითა და ქუელმოქმედებითა შენითა მრავალნი მოაქციე და აღძარ ქებად შენდა:

გიხაროდენ, სიმხნითა გონებისაითა დედათა ბუნებისა უძლურებისა დამფარველო;

გიხაროდენ, სხუათა წყლულებისა გულსა შინა დამტევნელო;

გიხაროდენ, ქურივობოლთა და უპოვართა გამომზრდელო;

გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა მოძღურებათაგან დამცველო;

გიხაროდენ, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა შეუძრველად დამამყარებელო;

გიხაროდენ, ნაყოფითა სიმხნეთა შენთაითა დედათა პატივისა და ღირსებისა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, სიღრმესა უღმრთოებისასა დანთქმულთა სულთა შესამეცნებელად ღმრთისა აღმომყუანებელო;

გიხაროდენ, ზეციერო მონადირეო, მოციქულებრითა შრომითა შენითა საღმრთოისა მის ბადისა აღმავსებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 11

გიხილა რაი ძემან შენმან, დედოფალო, სიხარულითა შეგიწყნარა, და ბრძანა რაი დღესასწაულისა დაწესებაი პოვნისათვის პატიოსანისა ჯუარისა, ერთსა ნაწილსა მისსა შეუქმნა გუადრუცი ოქროისაი და მიუთუალა რაი ეპისკოპოსსა დაცვად და მოსახსენებელად ნათესავთა თვისთა, სამსჭუალისაგან შექმნა ნაწილი აღვირისაი ჰუნისათვის თვისისა, რაითა მის მიერ ძლევდეს მტერთა, და აღესრულოს თქუმული იგი წინაისწარმეტყუელისაი: mას ჟამსა, რომელი იყო აღვირთა ცხენისათა, წმიდაი იყოს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა: ალილუია

იკოსი 11

უფროის განამტკიცა რაი ბრძანებული შენი ღმრთისმსახურმან ძემან შენმან, მიუვლინა მაკარი ეპისკოპოსსა ხუროთმოძღუარნი მრავლითა საფასითა, განსასრულებლად წმიდათა მათ ეკლესიათა, რაითა არა იყოს მსგავსი შუენიერებისა მათისა ყოველსა ქუეყანასა, და იგიცა გულსმოდგინებითა იღუწიდა, და განადიდებდა რაი ცხოველსმყოფელსა ჯუარსა უფლისასა, სამწყსოისა თვისისა თანა გნატრიდა შენ, და გიგალობდა, ვითარცა წმიდათა ადგილთა მომძიებელსა:

გიხაროდენ, ნეტარებითა მოხსენიებულო დედოფალო, ღმრთისმსახურებისა ღუაწლისა კეთილად მომმუშაკებელო;

გიხაროდენ, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენულთა ღმრთისა მიმართ მიმყვანებელო;

გიხაროდენ, ჰურიათათვის ძუელისა მის სჯულისა აჩრდილისა მომძარცველო და ნათლითა ღმრთისმსხურებისაითა შემმოსველო;

გიხაროდენ, გულთა შინა მათსა უფლის სიყუარულისა შთამსახველო;

გიხაროდენ, სიწმიდითა განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა მეოხო და შუამდგომელო;

გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა შემწეო და ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, კაცთა გამოხსნისა მტერისა პატიოსანითა ჯუარითა შემმუსრველო;

გიხაროდენ, საფარველითა მადლთა შენთაითა მოსავთა შენთა დამფარველო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 12

არა უგულებელსყო რაი ძემან შენმან მხურვალე ვედრებაი მეფისა ჩუენისა მირიანისაი, ქუეყანასა ჩუენსა წარმოგზავნა პატრეარქი ანტიოქიისაი ევსტათი სამღდელოთა თანა, და წარმოატანა რაი ხატი მაცხოვრისაი, ფიცარნი ფერხთაი და სამსჭუალნი ხელთაი, შენცა წარმოუგზავნე, დედოფალო, ნაწილი ძელისა მის ცხორებისაი ქალწულსა ნინოსგანმანათლებელსა ჩუენსა, და წერილსა შინა უწოდე რაი თანაზიარად წმიდათა მოციქულთა, ნათელსცეს მოსრულთა სამღდელოთა მეფესა სახლეულთა და ერთა თანა, და ყოველნი აღძრეს დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

აღაშენებდა რაი მეფეი კონსტანტინე სახელდებულსა მას ქალაქსა თვისსა, შენცა მოიხილე და უკან იქეც რაი პალატთა შენთა, ფრიად მოუძლურდი და მშვიდობითა შეჰვედრე რაი სული თვისი ქრისტესა, ნეშტი შენი პატივითა დაკრძალეს ეკლესიასა შინა ჰრომისასა, და განასრულა რაი სამეუფოი იგი ქალაქი ძემან შენმან, მუნცა გარდიტანა ლუსკუმითა და დაასუენა რაი დიდებულსა მას ტაძარსა მოციქულთასა, აღასრულებდი მრავალთა სასწაულთა და ლხინებისა მომღებელთა აღძრვიდი შესხმად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, წმიდაო მეფეო კონსტანტინე და ნეტარო დედოფალო ელენე, წინაშე წმიდისა სამებისა ძღუნად პატიოსნად ურიცხუთა სულთა მიმრთმეველნო;

გიხაროდენ, მოციქულთა მიერ განათლებულისა ერისა ჩუენისა, კუალად მართალსა სარწმუნოებასა ზედა დამამატკიცებელნო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილნო, მათ მიერ შთაფლულისა თესლისა კეთილად აღმაორძინებელნო;

გიხაროდენ, ნათესავისა ჩუენისა ჭეშმარიტისა ღმრთისა მიმართ მიმყუანებელნო;

გიხაროდენ, მეფეთა ჩუენთა სკიპტრისა განმამტკიცებელნო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სრბისა თქუენისა კეთილად სრულმყოფელნო

გიხაროდენ, ღმრთისა მიერ ყოველთა მეფეთა და დედოფალთა უფროის აღმაღლებულნო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ჩუენისათვის წინაშე ღმრთისა მხურვალენო მლოცველნო

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 13

ჰოი, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განშუენებულო დედოფალო ელენე, მიითუალე აწ კნინი ესე შესხმაი ჩუენი, სიყუარულითა შეწირული შენდა და მოციქულებრივითა კადნიერებითა გვიოხე წინაშე ღმრთისა, აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, და სულნი ჩუენნი იხსნნეს მონებისაგან ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა, რაითა ქრისტეანებრივსა აღსასრულსა მიმთხვეულნი განვერნეთ საშინელსა მას სასჯელსა, და სასუფეველსა შინა შენ თანა ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ეკლესიისა დიდო მნათობო და საღმრთოისა დიდებისა მხურვალეო მღაღადებელო, წმიდაო მოციქულთასწორო ელენე, ძისა შენისა თანა წარმართულთა ცდომათა აღმომფხურელო და მართლისა სარწმუნოებისა მცველო და მქადაგებელო; ქრისტეს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და სხუათა სიწმიდეთა მომპოვნებელო და წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალეიმსა პირველთა მათ ტაძართა აღმგებელო; ყოველთა მოსავთა შენთა მსწრაფლშემწეო, და მხურვალედ მვედრებელთა შენთა მეოხო და შუამდგომელო!

ჰოი, ღმრთივსათნოითა დედობითა განშუენებულო და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო! ზეცით უწყებითა და ღმრთისა მიერ გამოცხადებითა მოიძიე რაი ქუეყანასა შინა დაფარული ცხოველსმყოფელი ჯუარი მაცხოვრისაი, სრულ ყავ ქადაგებაი იგი ჭეშმარიტებისაი, და კერპთმსახურებისაგან ხსნილი მრავალი ერი დაუმორჩილე ძალსა მისსა, რაისთვისცა პატივგცა მან უფროის ყოველთა დედოფალთა, და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, აწცა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა მშვიდობაი მოსცეს ეკლესიასა და კეთილდღეობაი ყოველსა სოფელსა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს მხურვალე სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს საზღუართა საქართუელოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა მისსა, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდაღმრთივმონიჭებულითა ძალითა შენითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტეისმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი

ჰოი, საჩინოთა დედათა  შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო, შრომანი შენნი და სიწრფოებანი გულისანი იხილნა რაი ქრისტემან, მოხედვაყო წყალობითა, და ვითარცა, დედაი კეთილმსახურისა მეფისაი, მიგავლინა მოძიებად ჯუარისა თვისისა და ყოველთა სიწმიდეთა, და აღუშენენ რაი ტაძარნი დიდებულნი ადგილთა მათ წმიდათა, სადა იგი უხრწნელნი ვნებანი ჩუენთვის ხორცითა დაითმინა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყუანოს უფსკრულთაგან ცოდვათასა, და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერისა, უცნაურისა სიკუდილისა და გარემოდგომილისაგან ბოროტისა, რაითა ყოველნი ვცხონდეთ და ზეცათა იერუსალეიმსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მას, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და წმიდისა მოციქულთასწორისა დედოფლისა ელენეისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დედოფლისა მოციქულთასწორისა ელენესი

 

Categories
დაუჯდომელი

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა „ვლადიმირისა“

ვლადიმირის ღვთოსმშობლის ხატის დაუჯდომელი

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა

კონდაკი 1

ზესთამბრძოლსა უძლეველსა და მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა აღგივლენთ ქებისა გალობასა, და გევედრებით: წმიდაი კურთხევაი შენი გარდამოგვივლინე ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, თაყუანისმცემელთა შენთა და მვედრებელთა წინაშე წმიდისა ხატისა შენისათა, რაითა ვიყუარებოდეთ ურთიერთას და ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო! 

იკოსი 1

ძალნი ანგელოზთანი დაუცხრომელად გაქებენ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სჭურეტენ რაი ყოვლადღმრთეებრივსა ნათელსა შენსა, რომლითაცა განგადიდა ძემან შენმან, და ჩუენცა ვუწყით რაი ძალნი და საკვირველებანი, ქმნილი ხატისა მიერ შენისა, ვლადიმირისად სახელდებულისა, გევედრებით: სიმტკიცეი მოჰმადლე ეკლესიასა და მშვიდობაი განაჩინე ერთა შორის მართლაღმსარებელთარაითა სიყუარულითა ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სურვილითა

გიხაროდენ, კურთხეულო ასულო ზეციერისა მამისაო;

გიხაროდენ, ვრცელო სამკვიდრებელო ღმრთისა სიტყვისაო;

გიხაროდენ, შობადმდე წინააღრჩეულო დედად მაცხოვარისაო;

გიხაროდენ, მთავარანგელოზისა გაბრიელისაგან მიმღებელო საკვირველისა ხარებისაო

გიხაროდენ, ღმრთისა დამტევნელო და მტვირთველო მზისა მის სიმართლისაო

გიხაროდენ, სძითა შენითა გამომზრდელო სოფლისა მხსნელისაო

გიხაროდენ, სასოებაო ყოველთა აღდგომისაო და თავსმდებო საუკუნოისა ცხორებისაო

გიხაროდენ, ხატისა ამის შენისათვის მიმნიჭებელო მადლისაო;                                         

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო

კონდაკი 2

ვითარცა შარავანდედი მადლისა შენისა ნათლისაი, გარდამოგვივლინე რაი ხატი შენი, პირველდაწერილი ლუკა მოციქულისა მიერ იერუსალეიმსა, ესრეთ აკურთხევდი: „იყავნ მადლი და ძალი ჩემი ხატსა ამას ზედა მეოხებითა ჩემითა“, და შემდგომად კონსტანტინეპოლეს წარიხუნა რაი მთავარეპისკოპოსმა მიქაელმან, მრავალთა განამტკიცებდი მადლითა მისითა და აღძრვიდი ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 2

ყოვლად დიდებული ხატი ეგე შენიელეუსა“, დედოფალო, სამეუფოისა მის ქალაქითგან მიავლინე რაი კიევისა რუსეთსა, გულისხმაყო დიდმან მთავარმან მსტისლავმან, ვითარმედ მიეცა იგი წინდად მოწყალებისა, და დააბრძანა ვიშგოროდის დედათა სავანესა, რაითა მარადის გმსახურებდენ მონაზონნი და არა დასცხრებოდენ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ხატისა შენისათვის ახლისა სამკვიდრებელისა მბოძებელო;

გიხაროდენ, საფარველითა მისითა მორწმუნეთა დამფარველო;       

გიხაროდენ, მისდა შევრდომილთა სახარულითა აღმავსებელო;

გიხაროდენ, მადლთა საღმროთა უხუებითა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, ცოდვილთა შეწყალებად უფლისა მიმდრეკელო;

გიხაროდენ, მისა მიმართ მოშურნეობითა ყოველთა აღმგზებელო;

გიხაროდენ, ამაოთა მათ საცთუთაგან მომზღუდველო;

გიხაროდენ, მონანულთათვის ნუგეშინისცემისა მომცემელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო

კონდაკი 3

ხედვიდენ რაი ეკლესიისა მსახურნი კედლითგან გარდამოსრულსა წმიდასა ხატსა შენსა, და მდგომსა ჰაერსა შინა, აუწყეს ანდრიას, ვიშგოროდისა მფლობელსა, და ილოცა რაი მხურვალედ წინაშე მისა, გულისხმაყო, რამეთუ გეწადა დატევებაი მხარისა მის, ღმრთისმშობელო, და წარიხუნა რაი პატივითა როსტოვსა, სიხარულითა გმადლობდა და ადიდებდა უფალსა: ალილუია.  

იკოსი 3

ყოველთა გულისხმა ყვეს ძლიერებაი შენი, ჰოი, ხატო საკვირველო, რამეთუ სნეულნი იკურნებოდენ ჟამსა მას სლვისა შენისასა, და სხუათაცა მრავალთა ნიშთა აღასრულებდი რაი შენდა მომართ სარწმუნოებითა მოლტოლვილთა ზედა, აწ ჩუენცა გევედრებით სულთა და ხორცთა სიმრთელესა, და არა დავსცხრებით ქებად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატოვნებისა შენისათა ყოველთა დამატკბობელო;

გიხაროდენ, სიმდაბლითა აღვლენილთა ლოცვათა შემწყნარებელო;

გიხაროდენ, ყოველთა ჭირთაგან მომზღუდველო;

გიხაროდენ, კეთილთა ზრახვათა მომმადლებელო;

გიხაროდენ, უძლურთა განმაძლიერებელო;

გიხაროდენ, დავრდომილთა მსწრაფლშემწეო;

გიხაროდენ, უკურნებელთა წყლულებათა აღმხოცველო;

გიხაროდენ, ჯოჯოხეთისა სიღრმესა შთასრულთა დამხსნელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო!

კონდაკი 4

მადლითა შენითა დაცულ იყო რაი კეთილმსახური მთავარი ანდრია, მშვიდობითა მიიწია ვლადიმირისა სამზღუართა და მუნ ღამეულსა მას ჩუენებასა შინა უბრძანე რაი წმიდისა მის ხატისა შენისა დავანებაი ქალაქსა, აღგიშენა ტაძარი შუენიერი, დედოფალო, სახელსა ზედა მიძინებისა შენისასა, რაითა საფარველ ექმნე ჩრდილოთა მათ მხარეთა რუსეთისათა, და მკვიდრთა მისთა აღმძრველად დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 4

ღელვასა შინა იჭვნეულობათასა იყოფვოდა კეთილმსახური მთავარი ანდრია, გარეშეცული მტერთა და ორგულთაგან, გარნა შენ, ყოვლადწმიდაო, წინააუწყე ნიშითა მით საკვირველისა ხატისა შენისაითა, ვითარმედ ჰყოფდა მათ ზედა ძლევასა, და განმტკიცდა რაი სარწმუნოებითა, სახელითა შენითა მოქადულმან განხადა ურიცხვი მტერი და ღაღადყო მადლიერებითა:

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ძისა შენისა მიერ კურთხეულო დედად ყოველთა კეთილმორწმუნეთაო;

გიხაროდენ, მაკურთხეველო  კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათაო;

გიხაროდენ, დამშრეტელო ჭირთაგან დათრგუნვილთა სულთქუმათაო

გიხაროდენ, დამხსნელო ყოვლისა განბოროტებისაგან მტერთაო;

გიხაროდენ, ჟამსა ურვისასა ნუგეშინისმცემელო მრავალთაო;

გიხაროდენ, აღმხოცველო მრავალშეთხზულთა მანქანებათა ეშმაკთაო;

გიხაროდენ, განმანათლებელო ურწმუნოთა გონებათაო;

გიხაროდენ, სასოო მწუხარებისა წყუდიადსა შინა დანთქმულთაო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო

კონდაკი 5

ეუწყათ რაი კეთილმსახურისა მთავრისა ანდრიას მოკუდინებაი მეამბოხეთა, ეწადათ ქალაქ ვლადიმირისა განძარცვაი, გარნა იხილეს წმიდაი ხატი შენი, ზღუდესა მას ზედა ქალაქისასა მკვიდრთა მისთა მიერ დაბრძანებული, და ლმობილიქმენ რაი გულითა, შეინანეს ცოდვაი თვისი, და დიდებასა შესწირვიდენ უფალსა: ალილუია.

იკოსი 5

ოდეს საღმრთოსა მას ჩუენებასა შინა იხილეს ვლადიმირისა მკვიდრთა ქალაქი მათი აღტაცებული ჰაერსა ზედა და მზეებრ განბრწყინვებული ხატი შენი ზემოითგან მისა, გულისხმაყვეს, უბიწოო, ვითარმედ არს იგი განუშორებელი საფარველი ქალაქისა მათისაი, და აქებდენ მოწყალესა განგებულებასა შენსა:

გიხაროდენ, საუნჯეო სასწაულთაო;

გიხაროდენ, მიურულებელო მცველო ქრისტეანეთა ქალაქთაო;

გიხაროდენ, ღმრთისა სასოებისა შთამნერგველო გულთა შინა მართლმადიდებელთაო;

გიხაროდენ, გულისხმიერმყოფელო მცირედმორწმუნეთაო;

გიხაროდენ, ლმობიერმყოფელო განფიცხებულთა გულთაო;

გიხაროდენ, წრფელსა მას გზასა უკუნმქცეველო შეცთომილთაო;

გიხაროდენ, გონიერმყოფელო საღმრთოისა ბრძანებისა ურჩქმნილთაო;

გიხაროდენ, აღმკუეთელო ძმათა შორის ბრძოლათაო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო

კონდაკი 6

გამოუთქმელთა სასწაულთა შენთა ქადაგიქმნა, უბიწოო, ტაძარი შენი ქალაქსა ვლადიმირსა, განშუენებული წმიდითა ხატითა შენითა, და დაღაცათუ ცეცხლსა შინა დაინთქა შუენიერებაი მისი, წმიდაი ხატი შენი, ვითარცა მაყვალი შეუწველი, ჰგიებდა უვნებელად, ხოლო მხილველნი და გულისხმამყოფელნი მუნ მყოფობისა შენისანი, ქალწულო, სიხარულითა გნატრიდენ და აქებდენ ღმერთსა: ალილუია

იკოსი 6

რაჟამს მიშუებითა ღმრთისაითა აღიძრა ბათოყაენ და ლაშქრითა ურიცხვითა მოიწია დაპყრობად რუსეთისა, დასწვეს ქალაქი ვლადიმირი უსჯულოთა მათ თათართა, და მოხსნეს რაი პერანგი ოქროისა ხატსა მას შენსა, ვერცაღა მოსწყვიდნა თუალნი ყაენმან, და დაუტევა ეკლესიასა შინა, ხოლო იხილეს რაი უვნებელად დაცული საუნჯეი ეგე ქალაქისა მკვიდრთა, იხარებდენ ყოველნი და აქებდენ ძალსა მას შენსა, უძლეველსა

გიხაროდენ, მართლმადიდებელთა სლავთა შემყუარებელო;

გიხაროდენ, ერისა მის ღმრთისმოსავობასა შინა დამმარხველო

გიხაროდენ, ხატისა შენისა ძლიერებისა საკვირველად გამომაბრწყინვებელო

გიხაროდენ, მისგან მომდინარე სასწაულთა მიერ მორწმუნეთა განმამტკიცებელო

გიხაროდენ, დახსნილებისა ძილისაგან განმაფხიზლებელო;

გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმდევნელო

გიხაროდენ, ყოველთა ღმრთისმოსავთა დაუშრეტელითა სახარულითა აღმავსებელო;

გიხაროდენ, ყუდროისა ცხორებისა მიმმადლებელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო

კონდაკი 7

ეწადა რაი ურუცხუთა მტერთაგან დაცვაი მოსკოვისაი დიდსა მთავარსა ვასილისა, ბრძანებითა მისითა წარიხუნეს ხატი შენი, და მიეგება რაი სამღდელოთა და ერთა თანა, სიწმიდეი ეგე შენი სიყუარულითა მიიქუეს და გევედრებოდენ რაი შეწევნასა, ქებასა შეგასხმიდენ და ადიდებდენ მკლავთა შენთა ზედა ტვირთულსა წინასაუკუნეთა ყრმასა: ალილუია.

იკოსი 7

დედობრივითა მოწყალებითა მოხედე რაი სლავთა ნათესავსა, ვითარცა ზეციერი დედოფალი, ეჩვენე საშინელსა ხილვასა შინა ხანსა მონღოლთასა, უწყალოსა კოჭლთემურსა, და უბრძანე რაი განვლტოლაი სამზღვართაგან რუსეთისათა, იხილა ზეცისა ძალთა მხედრობანი გარემოის შენსა, და უკუნაქცია რაი ლაშქარი თვისი შეძრწუნებულმან, სიხარულითა გმადლობდენ ყოველნი, და გიგალობდენ შენ, ვითარცა მცველსა ქრისტეანეთასა:

გიხაროდენ, დედოფალო ზეცისა ძალთაო;

გიხაროდენ, სირცხვილეულმყოფელო ორგულთაო

გიხაროდენ, ზარგანმხდელო ურწმუნოთა მტერთაო;

გიხაროდენ, მოულოდებელო სიხარულო მოსავთა შენთაო;   

გიხაროდენ, შორად განმაოტებელო უცხოთა მხედრობათაო;      

გიხაროდენ, შესავედრებელო და მსწრაფლშემწეო მიმძლავრებულთაო;

გიხაროდენ, ხელისაღმპყრობელო ძვირთა შინა შთავრდომილთაო;

გიხაროდენ, უბიწოებისა მასწავლელო და გამწმენდელო სულთა ჩუენთაო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო

კონდაკი 8

აჩვენე რაი ყოველთა ძლიერებაი წმიდისა ხატისა შენისაი, დედოფალო, ეკლესიამან დაადგინა დღესასწაული მოსახსენებლად დიდისა მის სასწაულისაურიცხუთა მტერთა ზედა ქრისტეანეთა ძლევისა, თვინიერ ბრძოლისა აღსრულებულისა ყოვლადძლიერითა მფარველობითა შენითა, და უწესს შვილთა თვისთა, რაითა ჯეროვნად პატივსვჰსცემდეთ საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა და ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია

იკოსი 8

ფრიად განითქუა რაი საკვირველთმოქმედებაი ხატისა შენისაი, ღმრთისმშობელო, გულისხმაყვეს სამღდელოთა და ერთა გამოსახვაი ღმრთივშუენიერთა პირთა მისთა, და იგინიცა განადიდე რაი ნიშსასწაულთა სიმრავლითა, აჰა, აწ ჩუენცა მხედველნი მადლისანი, რომელი მოგვეფინება მათ მიერ, სიხარულითა განვსცხრებით და ვღაღადებთ წადიერად:

გიხაროდენ, სიქადულო მლოცველთაო და ხსნაო ქრისტეანეთა ერთაო;

გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ მიმყუანებელო და მაცხოვნებელო ცოდვილთაო;

გიხაროდენ, მომმადლებელო სულიერთა და ხორციელთა ნიჭთაო;

გიხაროდენ, ურცხვენელო ხელისაღმპყრობელო მაშურალთაო;

გიხაროდენ, განმკითხველო უპოვართა და გლახაკთაო;

გიხაროდენ, ყოვლადსახიერო მკურნალო სნეულთაო;

გიხაროდენ, გამომხსნელო სიკუდიდ განწირულთაო;

გიხაროდენ, შემწეო ქურივობოლთა და მწირთაო

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო

კონდაკი 9

მრავალთა სასწაულთმოქმედთა ხატთა შენთა შორის ბრწყინავს ყოვლადმოწყალეი ხატი შენი `ელეუსა~ ვლადიმირისაი, რომელსაცა პატივსვჰსცემთ ჩუენ და გევედრებით, ვითარცა მართლმადიდებელთა ერთა სიმტკიცესა და მხურვალესა შესავედრებელსა წინაშე ღმრთისა, რაითა  ყოველთა მთავრობასა შინა მყოფთა მოანიჭოს სული გონიერებისა და ღმრთისმოსაობისაი, კეთილად განგებისათვის ერისა ამის ჩუენისა, და ღირს ყოს დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 9

ვერ შემძლებელ არს ხელოვანებაი რიტორთაი ღირსად ქებისა შენისა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და ვერცა ვინ შეუძლოს აღრაცხვაი წმიდისა ხატისა შენისა სასწაულთა, რომელთა მიერ განდიდნების მართლმადიდებელი ეკლესიაი, და ერთგულნი შვილნი მისნი ლოცვითა შეუვრდებით საფარველსა მისსა, რაითა აღანთო ლამპარი გულსა შინა ჩუენსა ღმრთისადმი სიყუარულისა, და ღირს გვყო შეწირვად შენდა გალობისა

გიხაროდენ, დედოფალო, მეოხო სჯულისაო, და დამნერგველო ქრისტეის სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, ყოველთათვის მასწავლელო ღმრთისა ნებისაო;

გიხაროდენ, ძისა შენისა მიერ მიმღებელო ურვათა ნუგეშინისცემისა მადლისაო;

გიხაროდენ, მოწყალებითა შემტკბობელო შენდამი შემოწირულისა ლოცვისაო

გიხაროდენ, განმაახლებელო კაცთა განხრწნილისა ბუნებისაო;

გიხაროდენ, მნათობო ქუეყანისა და სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, შუენიერო სამკაულო წმიდისა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის წარმმართებელო გზისაო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო!

კონდაკი 10

ყოველნი ხსნისა მეძიებელნი შენდა მოვივლტით, ჰოი, გულმოწყალეო დედაო, და წარდგომილნი წინაშე საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისა სიყუარულითა მოვიხსენებთ ყოველთა წყალობათა შენთა, კაცთმოყუარებითა შენითა ქრისტეანეთა შესაწევნელად აღსრულებულთა, და გევედრებით ხსნასა სულთა წარმწყმედელთა მათ ცოდვათაგან, რაითა შენ მიერ მოვიხუეჭდეთ სულისა ცხორებასა, და მარადის ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

ზღუდეი ხარ და მცველი ყოველთა შენდა მოვლტოლვილთა, ჰოი, ხატო საკვირველო, და მარადის გარდამოუვლენ რაი წყალობათა  და მრავალსახეთა შეწევნათა მიერ იხსნი ყოველთა ჭირთა და საფრხეთაგან, არა დაგვიხშო ჩუენცა კარი შეწევნისაი, და თანაწარგუხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა შენთა და მგალობელთა:

გიხაროდენ, განდიდებითა სასწაულთა შენთაითა მთავართა და მეფეთა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, მღდელობისა სიწმიდითა განმაშუენებელო;  

გიხაროდენ, მხედრობათა ახოვნებითა განმაძლიერებელო;  

გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და მშიერთა გამომზრდელო

გიხაროდენ, ყოვლისაგან მანქანებისა საეშმაკოისა გამომხსნელო;

გიხაროდენ, შეპყრობილთაგან სულთა ბოროტთა განმდევნელო

გიხაროდენ, უნაყოფოთათვის შვილიერებისა აღმდგენელო;

გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობითა მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამხნევებელო

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო!

კონდაკი 11

ღრთივმავალ ვარსკულავად გამოუჩნდა წმიდაი ხატი ეგე შენი, დედოფალო, ერსა რუსეთისასა, რამეთუ ნათლითა მისითა წარმართებულნი მრავალგზის ჰყოფდენ ძლევათა მტერთა ზედა, და განაოტებდნენ ლაშქართა მხდომთათა, ეგრეთცა მფარველ ექმენ ქუეყანასა ჩუენსა, რაითა შენ მიერ ხსნილი მრავალთა მტერთა და საფრხეთაგან ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა: ალილუია.

იკოსი 11

მცნობელმან კაცთა ბუნების უძლურებისამან, ქალწულო, წმიდაი ხატი შენი, ვითარცა მხსნელი უხილავთა და ხილულთა ვნებათაგან, ძუელოდესმე მიანიჭე რაი მართლმადიდებელთა სლავთა, არა დაუტევებდი ერსა მას, ყოვლადწმიდაო, შეჭირვებასა შინა, გარნა მრავალსა ჟამსა მას მუზეუმსა შინა ტყუე ქმნილი, დიდი პატივითა დააბრძანეს ტაძარსა, რაითა ყოველნი შენდა მოლტოლვილი გიგალობდეს და გნატრიდეს, ვითარცა უსაკუთრესსა მფარველსა თვისსა:

გიხაროდენ, სხივცისკროვანო მზეო, მორწმუნეთათვის ძლევათა ტკბილისა ნათლისა მიმფენელო

გიხაროდენ, გულმოწყალეო დედოფალო, უცხოითა მით საკვირველებითა ხატისა შენისა ძლიერებისა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, დღეთა მათ შინა მტერთა ხდომათასა მსწრაფლშემწეო;

გიხაროდენ, წარმავალთა მწუხარებათა შინა ნუგეშინისცემისა  მომცემელო;

გიხაროდენ, დედობრივითა თანალმობითა ბოროტად სლვისაგან მომდრეკელო;

გიხაროდენ, მზვაობართა და ურჩთა მამხილებელო

გიხაროდენ, ცოდვილთა სინანულად მომწოდებელო;

გიხაროდენ, საღმრთოისა გულისხმისყოფისა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო!

კონდაკი 12

ნუსადა განგვაშორებ მადლსა შენსა და კურთხევასა, ჰოი, მოწყალებისა წყაროო, ვლადიმირისა ღმრთისმშობელო, და ვითარცა მრავალგზის შეიწყალე სლავთა ნათესავი აღწვედისაგან და ქალაქნი მათნი სრულისა მოსრვისაგან, ეგრეთცა გვიხსენ მართლმადიდებელნი ერნი, და უვნებლად დაგვიცევ მბრძოლთა და წინააღმდგომთა ჩუენთაგან, რაითაშვიდობითა განვვლოთ საწუთოი ესე, და ღირს ვიქმნნეთ დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

ვუგალობთ აღურაცხელთა წყალობათა შენთა, ღმრთისმშობელო, ვითარცა ძუელთა მათ დღეთა შინა, ეგრეთვე ჟამსაცა ამას აღსრულებულთა, და ვუწყით რაი დედობრივი სიყუარული შენი სამწყსოისა მიმართ ძისა შენისა, გევედრებით: ნუ მოგვაკლებ ზეციერსა საფარველსა შენსა, რაითა სინანულმან ჩუენმან განსაცდელი იგი დაქცევისაი დახსნას, მსგავსად ნინეველთაისა, და ღირს ვიქმნნეთ შეწირვად შენდა `გიხაროდენისა~:

გიხაროდენ, ხატო საკვირველო, მოსავთა შენთა მსწრაფლშემწეო, და ზედამდგომელო

გიხაროდენ, გულთა შინა ჩუენთა ღმრთისა შიშისა შთამსახველო;

გიხაროდენ, დედათათვის სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო

გიხაროდენ, ყოველთა პატიოსანთა მეუღლეთა მაკურთხეველო

გიხაროდენ, მხურვალეთა ვედრებათა ჩუენთა შემსმენელო;        

გიხაროდენ, ძლიერებითა შენითა უძლურებისა ჩუენისა აღმავსებელო;

გიხაროდენ, დაშრეტილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;

გიხაროდენ, უმეცრებისა სიღრმითგან ნათელსა უკუდავებისასა აღმომყუანებელო;      

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხატისა შენისაგან წყალობათა გარდამომადინებელო!

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადძლიერო მფარველო ჩუენო ქალწულო ღმრთისმშობელო, აწ შეიწირე კნინი ესე ვედრებაი ჩუენი, რომელნი გალობითა თაყუანისვჰსცემთ საკვირველსა ამას ხატსა შენსავლადიმირისად წოდებულსა, და გევედრებით: გვიხსენ ჩუენ ყოველთა სენთა და ურვათაგან, და დახსენ ზახებაი უხილავთა და ხილულთა მტერთა ჩუენთა, რაითა ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად განგვემარჯვოს და ლოცვაი ჩუენი შეწირულ იყოს წინაშე ღმრთისა: ალილუია.

ეს კონდაკი იკითხება 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედაო და დედოფალო ზეცისა და ქუეყანისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა მორწმუნისა ერისაო; ურიცხუთა მტერთა ზედადასხმისაგან დამცველო და მხსნელო განბოროტებისაგან მოყუასისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო; მრავალთა ნიშსასწაულთა მოქმედო და მეოხო ჩუენო წინაშე ღმრთისაო!

ჰოი, მხოლოო სასოებაო ჩუენო და სიხარულო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ვლადიმირისაო, გმადლობთ შენ ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათვის, რომელი ჰქმენ ქრისტიანეთათვის და გევედრებით: აწ აღანთე საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი გულთა შინა ჩუენთა, რაითა არა გარდავხდეთ მცნებათა მისთა, და განგვამტკიცენ მართლსარწმუნოებასა შინა, რაითა ურიცხუთა მტერთა და განმხრწნელთა საცთურთაგან გარეშეცულნი დავხსნიდეთ ყოველსა ბოროტსა ძალსა წინააღმდგომთა ერისა და ეკლესიისა ჩუენისათამრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განამტკიცე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი. განაძლიერე ღმრთისმსახურნი, ქრისტეისმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლადსახიერო და ურცხვენელო შუამდგომელო ჩუენო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო! აწ მოიხილე ჩუენ ზედა, და შეგვაწყნარე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა დაიცვას ქუეყანაი და ერი ჩუენი სიყმილისაგან, სრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედადასხმისაგან მტერთაისა და ძმათა შორის ბრძოლისგან, მონებისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, უცნაურისა სენისა და სიკუდილისაგან, რაითა უბრკოლველად თანაწარვხდეთ საცთურთა მათ სოფლისათა, და ქრისტეანობითსა აღსასრულსა მიმთხვეულნი ზეცათა იერუსალეიმსა შინა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის), 

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ძლიერებითა საკვირველმოქმედისა ხატისა მისისა ვლადიმირისათა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

თარგმნა ნონა ნამგალაძემ

გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა

რედაქტორი ნონა ნამგალაძე

Categories
დაუჯდომელი ლოცვანი

სინანულის კანონი დედათათვის, რომელთაც ჩვილნი მოწყვიდნეს საკუთარ მუცელში

სინანულის კანონი დედათათვის, რომელთაც ჩვილნი მოწყვიდნეს საკუთარ მუცელში

კონდაკი 1

კრავო ღმრთისაო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, ისმინე მოთქმისა ჩემისა და შეისმინე წუხილი გულისა ჩემისა, აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან უძლურებანი კაცთანი თავს-ისხენ, შემიწყნარე სინანულით შევდრომილი შენდა, მვედრებელი და მხმობელი სიღრმით გულისათ:

უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

იკოსი 1

ღმერთო და უფალო! ქმნული ხელთა შენთა ვარ, გარნა ვაჲ ჩემდა, რამეთუ სამოთხეს ქმნული ადამისმიერი ცთომაჲ არს სულსა და გვამსა ჩემსა და მონებრ სათნო-ვეყოფი მას, აწ კი გვედრი შენ:
შემიწყალე მე, შემოქმედო ზესთასოფლისაო,
შემიწყალე მე, შემოქმედო ქუეყანისაო,
შემიწყალე მე, უფალო ზეციურთა ძალთაო,
შემიწყალე მე, განმგებელო ყოველთა ხორციელთაო,
შემიწყალე მე, მზრუნველო ყოველთა-თვისაო,
შემიწყალე მე, სინანულისა ცრემლთა შენდა შემწირველი,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 2

უფალო მრავალმოწყალეო, ვითარ კადნიერ-ვიქმნები ესევითარი ცოდვილი და მწიკ-ვლევანი მიახლებად შენდა ლოცვითა ჩემითა, რამეთუ მცნებასა შენსა გარდავხედ, რომელი იგი მეთქვა წინასწარმეტყველისა შენისა მოსეს მიერ: არა კაც-ჰკლა, ხოლო მე კაცისმკვლელ ვარ და ვაჲ ჩემდა, ასმაგად უსასტიკეს ვიქმენ, ვიდრეღა იქედნე, რომელი წიწილთა თვისთა ჟამ ერთ არა ვნებს, მერმე კი შთანთქავს, ხოლო მე შესაბრალისმან შვილნი ჩემნი არათუ მხოლო ნათელსა გრძნობადსა მოვაკელ, არამედ უმეტესღა ნათელსა ჭეშმარიტსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი განანათლებს ნათლისღებისა მიერ და მეძიებელი წუთიერისა განსვენებისა გავურბოდი მრავალშვილიერებასა, ვკლავდი რა ჩვილთა საშოსა ჩემსა. ამისთვისცა, დაბნელებულსა ამა და მრავალთა ცოდვათა მიერ, ყოველი სასოება დამიძს კეთილმოწყალებასა შენსა ზედა და კადნიერებით ვხმობ შენდამი: ალილუია.

იკოსი 2

სიტყვანი ცხორებისა შენისანი უგულებელს-ვყავ, უფალო, და გულისთქმათა ჩემთა მიერ ვიდოდი სიყრმითგან, ვიდრე დღეინდელად დღემდე, აწ კი სინანულით გიხმობ შენ, მრავალმოწყალეო, მაცხოვნე მე:

შემიწყალე მე, უსჯულოებათა შინა მიდგომილი,
შემიწყალე მე, ცოდვათა შინა შობილი,
შემიწყალე მე, მცნებათა შენთა არა დამმარხველი,
შემიწყალე მე, მადლისა შენისაგან მოკლებული,
შემიწყალე მე, ცხონებისა ჩემისათვის უდებ-ქმნილი,
შემიწყალე მე, ბადესა შინა ვნებათასა შემწყვდეული,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 3

კეთილ და შვენიერ არს, ძმანო, ყოფნა ერთად და რაჲთა ვიყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა გვამცნო მაცხოვარმან ჩუენმან; რომელი რისხვიდეს ძმასა თჳსსა, იგი კაცისმკვლელ არს, ხოლო მე რისხვითა აღვემატე ყოველთა საუკუნითგან შობილთა, უმეტესღა კაცისმკვლელთა, რომელთა მსხვერპლნი სხვადასხვაგვარისა მიზეზისა, ცხოვრებისა და ჰასაკისანი იყვნეს, ხოლო მე, უბადრუკმან, მოვუსწრაფე სიცოცხლე მათ, რომელთაცა ოდენ მიიღეს იგი შენგან, ცხოვრების მომნიჭებელისა; მე უგუნურმან უწყალოდ აღვიღე სიცოცხლე მათგან ჯერაც საშოსა შინა ჩემსა, შიშისა ღმრთისა უქონელმან უარვჰყავ ნება შენი და კურთხეული შენ მიერ ნიჭი შვილთსხმისა თავნებობითა ჩემითა გამოვიტაცებდი შემოქმედებრივთა ხელთა შენთაგან უცოდველთა შვილთა ჩემთა და ურცხვენელად მოვკლავდი მათ წინაშე თვალთა შენთა. გარნა ბედი მათი მარჯუენესა შინა შენსა არს, უფალო, ხოლო ცოდვანი ჩემნი წინაშე ჩემსა მარადის. შენდა მხოლოსა მიმართ ვინანი და გვედრი, სანატრელო, წარმართენ სლვანი ჩემნი გზასა სინანულისასა, რათა ყოველთა მონანულთა ცოდვილთა თანა გიგალობდე შენ: ალილუია.

იკოსი 3

რომელმან მხოლომან უწყნი უძლურებანი კაცთანი, უწყნიცა ჩემნი ცოდვით დაცემანი. ცოდვათა სიჭაბუკისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ და საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მხმობელი შენდამი:
შემიწყალე მე, დიდად ცოდვილი,
შემიწყალე მე, საღმრთოჲსა სჯულისა დამარღვეველი,
შემიწყალე მე, აღთქმისა შენისა გარდამავალი,
შემიწყალე მე, ვითარცა შენ მეუფისა სასყიდლისა ბოროტად მიმგებელი,
შემიწყალე მე, სინანულსა ჩემსა, ვითარცა მეათერთმეტისა ჟამისა მუშაკი,
შემიწყალე მე, შვილთამკვლელი საწყალობელი,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 4

მეუფეო ზეცათაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩემ შორის, ცოდვათაგან შებღალულისა და წმიდა-მყავ მე ყოვლისაგან ბიწისა და იხსენ სული ჩემი, რაჲთა ვხმობდე შენდამო, ცხონებული: ალილუია.

იკოსი 4

გზააბნეულ-ვარ, ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მე, მონაჲ შენი, ღმერთო ჩემო, რომელი მცნებათა შენთაგან განშორებულ ვარ ხევსა შინა ვნებათა და თავნებობათა გაუვალთა, მიხსენ მე, უღირსი, სულთქმითა შენდამო თბილად მკვნესარი, მვედრებელი და მღაღადებელი:
შემიწყალე მე, თავნებობისა ცოდვათაგან დამძიმებული;
შემიწყალე მე, ვნებათაგან დაბნელებული,
შემიწყალე მე, სიამაყით აღტაცებული,
შემიწყალე მე, შურითა განლეული,
შემიწყალე მე, უსამართლობითა აღვსებული,
შემიწყალე მე, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა,
შემიწყალე მე, ნებსით შვილთა ჩემთა მკვლელი,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 5

სადაცა გენებოს, ყოვლადძლიერო ღმერთო ჩემო, მუნცა იძლევის წესი ბუნებისა, სძლიე ჩემსაცა ბუნებასა ცოდვიანსა და ძალსა მისსა, რომელიცა მიმიზიდავს ცოდვათადმი, რამეთუ შენ ხარ შემოქმედი ყოველთა და დამბადებელი ბუნებათა. საღმრთოჲთა მადლითა შენითა სული წრფელი განმიახლე წიაღსა შინა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან და აღხოცე სამართლად სულსა ჩემსა ზედა აღბეჭდული ნიშანი შვილთმკვლელისა, მსჯავრითა შენითა, მეექვსითა მცნებითა „არა კაც-ჰკლა“ დადებული და აღმიდგინე ცოდვათა ჩემთა მიერ დარღვეული საუკუნო აღთქმა შენი უფალო და კვალადცა აღმიდ-გინე სათნოებანი უწინდელნი, ცოდვათა მიერ განშორებულნი, რაჲთა აღუკრძალველად გიგალობდე შენ: ალილუია.

იკოსი 5

რომელმან სცოდა, ვითარცა მე, უბადრუკმან, რომელი ცოდვაჲ არა ვჰქმენ, რომელი ბოროტი არა გამოვისახე სულსა ჩემსა, გარნა შემუსვრილითა გულითა და ცრემლითა მოვალ შენდა მრავალმოწყალეო ღმერთო, მღაღადებელი ესრეთ:
შემიწყალე მე, მონა შენი, უნდოჲ,
შემიწყალე მე, ცოდვათა შინა გამედგრებული,
შემიწყალე მე, მოყვასისა მოძულე,
შემიწყალე მე, სიტყვითა და საქმით მოწყინარი,
შემიწყალე მე, სულითა და ხორცით შემწიკვლული
შემიწყალე მე, სვინდისისა მიერ შემწვარი,
შემიწყალე მე, ჩვილთმკვლელი იროდისებრ,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 6

შარავანდედითა მადლისა შენისათა, უფალო, ნათლისამომცემელო, განაბრწყინვე სამოსელი სულისა ჩემისა და მიხსენ მე, რაჲთა სიხარულით გიგალობდე: ალილუია.

იკოსი 6

მრავალთა უმრავლეს არს, ქრისტე, შეცოდებანი ჩემნი და წყვდიადი ღამისა ცხოვრება ჩემი, გარნა ვესავ მოწყალებასა შენსა, მხსნელო ჩემო და ვითარცა დავით გიგალობ შენ:
შემიწყალე მე, რომელმან მცონარებითა განვვლე ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი,
შემიწყალე მე, ცოდვათა ჩემთა გამო დაუდუმებლად შენდამო მვედრებელი
შემიწყალე მე, შენთა სინანულად მომყვანებელთა კეთილთა შეგონებათა მიმართ უმადური,
შემიწყალე მე, სჯულისა შენისა უგულებელსმყოფელი და მცნებათა შენთა დამხსნელი,
შემიწყალე მე, სოფლისა ამის და რა ცა მას შინა არს შემყვარებელი,
შემიწყალე მე, ამაოებათა ამის სოფლისათა დამოწაფებული,
შემიწყალე მე, მცნებათა ამის სოფლისათა მიმხედველი და შენგან შვილიერებასა ზედა კურთხევისა მოზიზღარი და შვილთმკვლელობისა მოქმედი,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 7

ზეცად აღვიპყრობ თვალთა ჩემთა, შენდამო, სიტყვაო ღმრთისაო, გარნა ხრწნადი ბუნებაჲ ჩემი მიწად მიმიზიდავს, მაცხოვარო ჩემო. ჰოჲ, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო და ყოველივეჲსა რაიცა არს მათ შინა! წარმიმართენ მე სლვანი ჩემნი ზეცათა მიმართ ვითარცა აზრით, ესრეთ საქმით, რაჲთა ძლევითა გიგალობდე შენ გულით და ბაგით ესრეთ: ალილუია.

იკოსი 7

სივერაგითა და არაწმიდებითა აღვსილ არს თვალი ჩემი, საცთურთაგან ამის სოფლისათა მოხიბლულ ვარ, ამისთვისცა გევედრები შენ, სახიერო, მიაქცინე თვალნი ჩემნი, რაჲთა არა ვხედვიდე ამაოებასა, მხმობელი ლოცვით შენდამო:
შემიწყალე მე, მოწყურებული შენდა ერთგულად მსახურებასა,
შემიწყალე მე, სულითა და ჭეშმარიტებითა შენდამი თაყვანისცემისა მგულვებელი,
შემიწყალე მე, ცოდვათა წილ სინანულისა ცრემლთა ვითარცა მსხვერპლთა შენდა შემწირველი,
შემიწყალე მე, შვილთა ჩემთა კლვისათვის შენდობისა მთხოვნელი,
შემიწყალე მე, ვნებათაგან ჩემთა განთავისუფლებისა შენზედა მსასოებელი,
შემიწყალე მე, მძიმეთა და სასიკვდინეთა ცოდვათა ჩემთა გამო მიწყივ მტირალი,
შემიწყალე მე, მკვლელი, საღმრთოჲსა და კაცობრივისა სამსჯავროისა თანამდები,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 8

შემიწყალე მე, უფალო, მაცხოვარო ჩემო, მოსრულო სოფლად ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგან უმწიკვლევანეს მე ვარ, გარნა გევედრები შენ მრავალმოწყალეო ღმერთო ჩემო, მოსდერკ მოწყალებად კეთილმოწლეობისა შენისა, ისმინე ამოოხვრანი ჩემნი, მიიღე წყარო ცრემლთა ჩემთაჲ, ტფილნი და სულიერნი ლოცვანი სულისა ჩემისანი, მაცხოვარ, რათა გიგალობდე შენ: ალილუია.

იკოსი 8

ავაზაკებრნი ბოროტნი გულისსიტყვანი დამესხნეს, სვინიდისსა ჩემსა მთვლემარესა, ვაჲ ჩემდა, რამეთუ სამოსელი ჩემი ბრწყინვალე, ემბაზისა მიერ ჩემდა ბოძებული, მწიკვლევანთა ცოდვათა ჩემთა გამო განმე-ძარცვნეს, ამისთვისცა ყრმათა კლვაჲ ვყავ და სათნოებათაგან ცალიერი ვიდრე აქამომდე ვჰგიე, რომლისათვისცა ვერ ვიკადრებ თვალთა ჩემთა ზე აღხილვად, რომელნიცა ცოდვათა ჩემთა გამო, ქმნულთა წინაშე შენსა, ქვე დამიდრეკიეს, უფალო და ესევითარად ვხმობ შენდამო:
შემიწყალე მე, სასიკვდინეჲსა ცოდვისა მქმნელი,
შემიწყალე მე, ვიდრე აქამომდე ცოდვათა შინა დადგრომილი,
შემიწყალე მე, ყოველგვარითა სიბილწითა აღვსილი,
შემიწყალე მე, არაბუნებითთა მანკიერებათაგან შებღალული,
შემიწყალე მე, რომელმან ქალწულებისა სიწმიდე არა დავიცევ,
შემიწყალე მე, რამეთუ დედობისა ღვთისმოსაობაჲ განვიშორე,
შემიწყალე მე, საშოისაგან ჩემისა ჩვილისა ჩემისა განმგდები,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 9

წყარო ცრემლთა მეც მე, ღმერთო ჩემო, რათა ვსტიროდე ცოდვათა ჩემთა და ესევითარად მოხარული ვღაღადებდე: ალილუია.

იკოსი 9

გვამი ჩემი შევაგინე საიდუმლოთაგან საძაგელთა, სული ჩემი დავაბნელე აურაცხელთა ნამოქმედართა ჩემთაგან, უძლურ არს გვამი, უძლურ არს სულიცა ჩემი. შენ მხოლოსა ძვირუხსენებელსა, მოწყალესა მსაჯულსა და ღმერთსა ჩემსა შევრდომით გევედრები:
შემიწყალე მე, მკვლელი, ვინაითგან ჩემს მიერ მოკლულთა ჩვილთა ხვედრისა მოგონებითა განვჰკრთები და ვსძრწი და გამოუთქმელსა განკვირვებასა მივეცემი: ვითარ მოითმენ და კეთილსა მიყოფ გულმოწყალეო უფალო და მსაჯულო სიმართლისაო, დასამკვიდრებელსა ჯოჯოხეთსა შინა და ვიდრე ამად ჟამადმდე მოელი სინანულსა ჩემსა;
შემიწყალე მე, მრავალგზის აღმთქმელი სინანულისა და კვალად ცოდვათა მიმართ მიქცეული, ვითარცა ძაღლი თვისსა ნათხევარსა,
შემიწყალე მე, მრავალთა მკვლელობათა მოქმედი,
შემიწყალე მე, რამეთუ შიშისა ღმრთისა და დედობრივისა სიყვარულისა უქონელმან, მხეცებრივითა განძვინებითა შვილნი ჩემნი დავფლითე,
შემიწყალე მე, რამეთუ ნებითა ჩემითა ცოდვა მრავალი მიქმნიეს,
შემიწყალე მე, საძაგელთა გულისთქმათაგან სულისა ჩემისა შემამწიკვლებელი,
შემიწყალე მე, დღესამომდე ცოდვილისა ცხოვრებისა მიმდევარი,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 10

საცთურთაგან ამის სოფლისათა მოწყლულ-ვარ და მომიდრეკნიეს მუხლნი წინაშე მისსა, აღმრჩეველსა სიძულვილისა კანონისა მისისა, რომელ წარწყმედს, დამვიწყებიეს აღთქმანი ჩემნი მიცემულნი ჟამსა ნათლისღებისასა და შევსძინებ უსჯულოებასა ცოდვისა თანა, რომელსაცა მთავაზობს სოფელი ესე; უკანასკნელ, მივეწიე მწვერვალსა სასიკვდინეთა ცოდვათასა – შვილთკვლასა, გარნა ღმერთო მამაო, განართხე ხელნი შენნი და შემიტკბე შენდამი მოლტოლვილი, ვიდრეღა შეგსწირავ მსხვერპლსა ქებისასა აღსასრულსა ცხოვრებისა ჩემისა, მღაღადებელი: ალილუია.

იკოსი 10

მპარავთა, კაცისმკვლელთა, ავაზაკთა და ყოველთა უნანელთა ცოდვილთა არა დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა. ხოლო მე ყოვლითა არაწმინდებითა და უსამართლობითა შევიმწიკვლე სული და ხორცნი ჩემნი. ესევითარისა სულიერისა უბადრუკებისა გამო შეგივრდები და ვხმობ შენდამო:
შემიწყალე მე, ახალსა აღთქმასა შინა მადლმოსილისა სასუფეველისა დამბადებელო,
შემიწყალე მე, შენ მიერ შექმნულსა ეკლესიასა შინა გაეკლესიურებული,
შემიწყალე მე, ნიჭთა მიერ სულისა წმიდისათა აღბეჭდული,
შემიწყალე მე, შენთა ყოვლადწმიდათა ხორცთა და ცხოველსმყოფელისა სისხლისა მიერ გამოზრდილი,
შემიწყალე მე, ქრისტეს მიერ ნათელღებული და ქრისტეშემოსილი,
შემიწყალე მე, ყოველთა ამათ ქველისმოქმედებათა უარმყოფელი და ბიწიერისა ცხოვრებისა აღმრჩეველი,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 11

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სული უმანკოებისა მომმადლე მე, რამეთუ სიყრმით ჩემითგან მოვაკლდი სათნოებასა, ერთიანად დავემონე ვნებათა, სული და სამშვინველი შევამწიკვლე და სხეული განვხრწენ.
ღმერთო მრავალმოწყალებისა და გულმოწყალებისაო! ნუ მოიძაგებ განმწმიდო მე, ესევითარი უშვერი ცოდვილი, ქმნული თითთა შენთაჲ, შემიწყალე და განმწმიდე მე ყოვლისაგან ბიწისა სულისა და ხორცთასა და ღირს-მყავ კადნიერად გალობად შენდა: ალილუია.

იკოსი 11

უფალო, მოლოდებაო გულისა ჩემისაო, ნუ განმაგდებ მე შენდამი მსასოებელსა და ნუ მარცხვენ წინაშე ანგელოსთა და კაცთა სამართლიანსა და საშინელსა სამსჯავროსა შენსა, ნუ განმიკითხავ მე საქმეთაებრ ჩემთა, არამედ მოწყალებითა შენითა მომიტევე შეცოდებანი ჩემნი, შენდამო მღაღადებელისა:
შემიწყალე მე, არაწმინდისა გულისა მქონებელი,
შემიწყალე მე, დემონთაგან დატყვევებული,
შემიწყალე მე, ცოდვათა შინა შობილი, ნათლისღებითა განბანილი და კვალად, ვითარცა ღორი, უსჯულოებათა შინა დაცემული,
შემიწყალე მე, მყრალსა სულსა ჩემსა შინა ცოდვიანთა წყლულებათა მქონებელი,
შემიწყალე მე მძიმეთა და სასიკვდინეთა ცოდვათა ჩემთა გამო სასოწარკვეთილებასა და მოწყენილობასა შინა ჩავარდნილი,
შემიწყალე მე, ყოვლითა ცოდვითა შებღალული და ყოვლისა სასჯელისა თანამდები,
შემიწყალე მე, შემოქმედო ჩემო და სინანულითა მიმიღე დაცემული,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 12

უსაზღვროჲთა სიყვარულითა შენითა, ღმერთო ჩემო, დაჰფარენ ცოდვანი უსჯულოებისა ჩემისანი, მიმღებელმან სინანულისა ჩემისამან, რაჲთა სიყვარულითა ვხმობდე ყოვლადვე შენდამო: ალილუია.

იკოსი 12

სიჭაბუკემან ჩემმან უგუნურებასა შინა განვლო და ყოველი ცხოვრება ჩემი ცოდვათა შინა წარვაგე, დაუდევრობითა და მცონარებითა სინანულისა მიმართ, გარნა სიბერემან, ზარგანხდილმან გარდაუვალითა სიკვდილითა და შენითა სამსჯავროჲთა, სინანულად მომიყვანა მე.
ნუ განმაგდებ შენგან, მაცხოვარო ჩემო, მეათერთმეტესა ჟამსა მოსრულსა მკლავთა ქუეშე შენ მამისა ჩემისათა და სინანულითა მხმობელსა:
შემიწყალე მე, რამეთუ სისხლი უბრალოთა ყრმათა ჩემთა შეგღაღადებს და სწამებს ჩემთა მკვლელობათა შესახებ,
შემიწყალე მე, ღმერთო სამერთიანო ბუნებითა,
შემიწყალე მე, უფალო, კაცთმოყვარებითა ყოვლადსაკვირველო კაცთმოყვარეო,
შემიწყალე მე, მეუფეო, ჩვენთა შეცოდებათა ზედა დიდად სულგრძელო,
შემიწყალე მე, მეუფეო წმიდაო, უძლურებათა ჩვენთა მკურნალო,
შემიწყალე მე, აღსავსეო სიყვარულითა და მით სასოწარკვეთილთა ცოდვილთა განმატფობელო,
შემიწყალე მე, ყოვლადძლიერო, რომელმან უძლურებანი ჩვენნი თავს-ისხენ,
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 13

გამოჩენად არს ნიშანი ძისა კაცისა ცათა შინა, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი ჯვარი ძისა ღმრთისაჲ, საშინელსა და მეორედ მოსვლასა მას განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ სტიროდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. ჰოჲ, იესუ ქრისტე, მაცხოვარო და მსაჯულო ჩვენო და ყოველთა მეუფეო! უწინარეს დღისა მის მომეც ჩვენ ცრემლი სინანულისა, რაჲთა აღვხოცო მით ბოროტნი და წარმწყმედელნი საქმენი ჩემ მიერ ქმნულნი, რომელთაგან სული ჩემი შევაბილწე და ახლისა აღთქმისა სისხლი შენი ყოვლადპატიოსანი მწარედ შეურაცხვყავ! ეგრეთ მას ჟამსა შინა ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა და მართალთა თანა გიგალობდე შენ: ალილუია. (სამგზის)

(აქ წაიკითხეთ იკოსი 1 და კონდაკი 1)

ლოცვა 1

ჰოჲ, მეუფეო, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო! აურაცხელითა სახიერებითა შენითა, ჩვენ კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცშესხმულო, ჯვარცმულო და საფლავად დადებულო სისხლითა შენითა ჩვენისა განხრწნილისა ბუნებისა განმაახლებელო, შეიწირე სინანული ჩემი და ისმინე სიტყვანი ჩემნი: შევსცოდე, უფალო, წინაშე შენსა და ზეცისა, სიტყვით, საქმით, სულით და ხორცით და აზრით გონებისა ჩემისა; მცნებათა შენთა გარდავხედ, არა ვისმინე ბრძანებათა შენთა, განვარისხე სახიერებაჲ შენი, ღმერთო ჩემო, გარნა რამეთუ ქმნული შენ მიერ ვარ, არა წარვიკვეთ სასოებასა ჩემსა, არამედ უსაზღვროსა კეთილშემწყნარებლობასა შენსა კადნიერებით მოუხდები და გევედრები შენ: უფალო! ჟამსა სინანულისასა მომმადლე მე გული შემუსვრილი და მიმიღე მვედრებელი და მომანიჭე აზრი კეთილი; მომმადლე მე გულის-ზრახვაი ცოდვათა ჩემთა აღსარებისა და ცრემლი ლმობიერებისა; უფალო, შემაძლებინე მადლი შენი დავსდვა საფუძვლად ყოველთა კეთილთა წამოწყებათა ჩემთა. შემიწყალე მე, ღმერთო, შემიწყალე მე, დაცემული და მომიხსენე ცოდვილი მხევალი შენი სასუფეველსა შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2

ჰოჲ ღმერთო, დიდადმოწყალეო იესუ ქრისტე, ცოდვილთა გამომხსნელო, რომელმან ცხონებისათვის კაცთა მოდგმისა დაუტევე უდიდებულესი ზეცა და გარდამოხედ ღელესა ამას გლოვისასა მრავალცოდვიანსა, იტვირთე საღმრთოთა მხართა ზედა უძლურებანი ჩვენნი და სნეულებანი ჩვენნი თავს-ისხენ; შენ, ჰო წმიდაო ვნებულო, ცოდვათა ჩვენთათვის მოიწყალ და უსჯულოებათა ჩვენთა გამო ეწამე; ამისთვისცა, ჩვენ ყოველნი, კაცთმოყვარეო, მოგიძღვანებთ მდაბალთა ამათ ლოცვათა: შეიწირე იგინი, ჰოჲ ყოვლადსახიერო უფალო, შემწყნარებელ ექმენ უძლურებათა ჩვენთა და ცოდვათა ჩვენთა ნუ მოიხსენებ და მრისხანე განზრახვაი ჩვენთა ცოდვათათვის შურისგებისა უკუნაქციე ჩვენგან.
სისხლითა შენითა ყოვლადპატიოსნითა ჩვენისა დაცემულისა ბუნებისა განმაახლებელო უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, განმაახლე ჩვენცა მყოფნი ცოდვათა განსახრწნელსა შინა და ნუგეშინის-ეც გულთა ჩვენთა სიხარულითა ყოვლადმიმტევებლობისა შენისათა: გლოვითა და აურაცხელითა ცრემლითა სინანულისათა შეუვრდებით შენსა საღმრთოსა მოწყალებასა: განმწმიდენ ჩვენ ყოველნი, ღმერთო ჩვენო, ღვთაებრივითა მადლითა შენითა ყოველთა უსამართლობათაგან და უსჯულოებათა ცხოვრებისა ჩვენისათა, რათა სიწმინდესა შინა შენისა კაცთმოყვარებისათა ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა თანა მამით და ყოვლადსახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისადმი

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ.

გიხაროდენ, მხოლოო ყოვლადწმიდაო დედაო ერთისა მხოლოისა შემოქმედისა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესო!

მეოხმეყავ დღესა მას საშინელსა გამოცდისა ჩემისასა, ოდეს წარსვდგე წინაშე საყდრისა პირუთვნელისა მსაჯულისასა, რაჲთა ცეცხლოვანისა სატანჯველისა რისხვისაგან დახსნილ-ვიქმნა ლოცვითა შენითა მხოლოისა კურთხეულისა.

მეტანია

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მაცხოვნენ ჩვენ!

ილოცვიდეთ ამას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა.

Categories
დაუჯდომელი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა მინასი სასწაულთმოქმედისა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა მინასი სასწაულთმოქმედისა

PDF ვერსია დასაბეჭდათ: დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა მინასი სასწაულთმოქმედისა

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

 უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ, ვითარცა ქრისტეს ახოვანსა მხედარსა და მხნესა მოწამესა, და გევედრებით: შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა წმიდა ჰყოს გულისსიტყუაი და სული ჩუენი, ნეტარო, და განსდევნოს წყუდიადი ცოდვათა და ვნებათა ჩუენთა, რაითა ვიხსნეთ ეშმაკის მახეთაგან და სავსენი მადლიერებითა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

იკოსი 1

მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა ქრისტეისთვის, წმიდაო მინა, – ანგელოზებრივიუდაბნოსა შინა, და მარტვილებრივისისხლთა დათხევითა, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისაგან, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, წარჰმართოს ცხორებაი ჩუენი მცნებათა მიმართ მისთა, რაითა ყოველთა სათნოებათა შინა წარვემატოთ და ღირს ვიქმნნეთ შეწირვად შენდა გალობისა

გიხაროდენ, ნათელო შარავანდედო სიმართლისა მზისაო;

გიხაროდენ, მჭურეტელო სამბრწყინვალისა ღმრთისა დიდებისაო;

გიხაროდენ, მისგან მომღებელო დიდმოწამისა გვირგვინისაო;

გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მხედრობისაო;

გიხაროდენ, მაჩვენებელო ღმრთისმოსავობისა ხატისაო;

გიხაროდენ, მოშურნეობითა დამცველო მართლსარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა შენთა მიერ განმასულნელებელო ყოვლისა სოფლისაო;

გიხაროდენ, რჩეულო სამკაულო ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 2

უნაყოფოი დედაი შენი მხურვალედ ევედრებოდა რაი შვილიერებასა ღმრთისმშობელსა, „ამინ“ის დამოწმებითა ემცნო აღსრულებაი თხოვისა თვისისაი წინაშე ხატისა მისისა მდგომარესა, და აუწყა რაი მეუღლესა თვისსა, ეტყოდა სარწმუნოებითა„აღსრულდეს ნებაი ღმრთისა“, და მიეცათ რაი ძეი, სახელგდვეს მინა, პატივსაცემად „ამინისა“ და არცაღა დასცხრებოდენ ქებად, და დიდებად და  ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 2

იყავ რაი ნათესავით და ტომით ეგვიპტელი, ქრისტეანეთა მშობელთა მიერ აღიზარდე ღმრთისმოსავობითა, და შემდგომად გარდაცვალებისა მათისა, ჯერეთცა ყრმაი არა მიიდრიკე უსჯულოებისადმი, და სიჭაბუკესა შინა იწყე რაი მსახურებაი ლაშქარსა ჰრომისასა, მოიზღუდე რაი თავი თვისი ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა, და არა დასცხრებოდი დიდებად ღმრთისა, აწ ჩუენცა გვიმეოხე მისა მიმართ, რაითა დაამშვიდოს სოფლის ღელვათაგან შერყეულნი გულნი ჩუენნი, და აღგვძრას გალობად სიწმიდისა შენისა

გიხაროდენ, მხედრობითსა შინა წყობასა გამოცდილო;

გიხაროდენ, ცხორებისა შენისა სიწმიდითა განმლეველო

გიხაროდენ, ლოცვითა მხურვალიტა საღმრთოდ შეჭურვილო;

გიხაროდენ, მარხვითა და მღვიძარებითა განწმედილო;

გიხაროდენ, მაღალსა ნებასა უფლისასა უზაკველითა გონებითა მინდობილო;

გიხაროდენ, ერთგულებითა მისითა და ჭეშმარიტებითა შემოსილო;

გიხაროდენ, მართლითა მსჯავრითა შემკობილო;

გიხაროდენ, სათნოებისა სრულსა საზომსა მიწევნულო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 3

ხედვიდი რაი წარმართობისა ამაღლებასა ქალაქსა შინა შენსა, არცაღა გეწადა მსახურებაი უღმრთოთა ხელისუფალთაი, და ჭარმაგობასა მიწევნულმან ქრისტეისთვის დაუტევე რაი პატივი მხედრობისაი, განხვედ უდაბნოსა და მახლობელად მკვიდრნიცა განანათლენ ქადაგებითა, გარნა ქრისტემან უწყოდა სიმტკიცეი გონებისა შენისაი და ზეგარდამო გიბრძანა სარწმუნოებისა მისისა აღსარებაი წინაშე მეკერპეთა, დაბნელებულთა ცოდვითა და სავსეთა ცთომითა ეშმაკთა მონებისაგან, რაითა უქადაგო ჭეშმარიტებაი და აღძრა წარმართნი დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 3

ნებსით თვისით მიისწრაფდი რაი ღუაწლთა მიმართ მსგავსად მხსნელისა შენისა, მიხვედ ქალაქსა მას, სადაცა მსახურებდი მრავალსა წელსა, და მკვიდრნი მისნი დღესასწაულობდენ რაი პატივსაცემადღმერთთა“ თვისთა, უგუნურებაი მათი ამხილე საკერპოსა მას ტაძარსა, და უშიშად უქადაგებდი ყოველთა ერთსა ჭეშმარიტსა ღმერთსა, მას ევედრე, რაითა მართლსარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს და ღირს გვყოს გალობად შენდა:

გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა გულისა შენისა კეთილად განმწმედელო

გიხაროდენ, ქრისტეისგან უშიშად მხილებისა კადნიერებისა მიმღებელო;

გიხაროდენ, კეთილისა განზრახვისა გულსა შინა შენსა დამდებელო;

გიხაროდენ, ჯუარისა მისისა მხართა შენთა ზედა აღმღებელო;

გიხაროდენ, ეშმაკის ცთუნებათა ლოცვითა განმდევნელო;

გიხაროდენ, სწავლათა ზეცისათა გამომთქუმელო;

გიხაროდენ, კერპთა სიგლახაკისა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, მრავალღმრთეებისა საცთურისა განმაქიქებელო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 4

სიკუდილისაგან ცხორებად საუკუნოდ აღმოუწოდე რაი წარმართთა, ხედვიდენ ღმერთთა მათთა დამცრობასა, და განძვინვებულნი გგუემდენ და წარგადგინეს რაი წინაშე ქალაქის მთავრისა, მრისხანედ გკითხვიდა ვინაობასა შენსა, წმიდაო, და ქრისტეანედ სახელსდებდი რაი თავსა თვისსა, უსჯულოებაი მათი ამხილე, და უშიშად ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4

მაშინ გიცნეს შენ, ახოვანო, ვითარცა მხედარი ლაშქრისა მათისაი, და აუწყეს რაი პიროსსა, შენცა ეტყოდი, წმიდაო მინა, თუ რაისათვის დაუტევე მხედრობაი, და ყოველთა მოუწოდდი დიდებად საუკუნოისა მეუფისა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა აღანთოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი და აღგვძრას ქებად და შესხმად სიმხნისა შენისა და სიწმიდისა:

გიხაროდენ, საღმრთოითა გამოცხადებითა განმტკიცებულო;

გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებისა მხნედ აღმსარებელო;

გიხაროდენ, მისთვის ყუედრებისა და კიცხევისა დამთმენელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა შეუბღალველად დამცველო;

გიხაროდენ, საკერპოთა ველურობისა კადნიერად დამხსნელო;

გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, უღმრთოებასა შინა დანთქმულთა სულთა შესამეცნებელად ღმრთისა აღმომწოდებელო;

გიხაროდენ, ვნებათაგან დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 5

ჰოი, დიდებული სიმხნეი შენი, ახოვანო, რამეთუ წარგადგინეს რაი სამსჯავროსა, პირველ ლიქნითა ეწადა მონადირებაი გულისა შენისაი მთავარსა, და ვერცაღა მოგაქცია რაი კერპთმსახურებასა ზედა, ჰგონებდა მოდრეკასა შენსა ტანჯვითა, და უბრძანა რაი მტარვალთა უწყალოდ გუემაი შენი ხარის ძარღვითა, მტკიცედ დეგ ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა, და ადიდებდი მას, ვითარცა ღუაწლისდამდებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 5

გულისწყრომითა აღივსო მსაჯული იგი, და ბრძანა რაი ძელსა ზედა დაკიდებაი შენი ფერხითა, რკინის ფოცხითა ხუეტდენ ხორცთა შენთა, და მსგავსად პავლე მოციქულისა ღაღადყავ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?, და არა გარდახედ სჯულისაგან შენისა, აწ ჩუენცა დაგვიფარე სულთა წარმწყმედელისაგან საცთურისა, და ღირს გვყავ გალობად შენდაგიხაროდენისა“:

გიხაროდენ, საღმრთოითა მოშურნეობითა უღმრთოთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;

გიხაროდენ, წარმართთა უსჯულოებისა მარცხვენელო;

გიხაროდენ, ქრისტეს სჯულისა ახოვნებითა დამცველო;

გიხაროდენ, მისთვის დილეგისა წყუდიადისა თავსმდებელო;

გიხაროდენ, დაუთმენელთა ტანჯუთა სიმხნითა დამთმენელო;

გიხაროდენ, განსაცდელთა მათ საშუებლად შემრაცხველო;

გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა კადნიერებისა შემმუსრველო;

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა ვაზისა დამნერგველო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 6

ღუაწლითშემოსილმან სიმხნემან შენმან უფროის განარისხა მთავარი იგი და ბრძანა რაი ტანჯვაი შენი და აღჭრაი ტყავისაი, უშიშად ღაღადყავ: „განვიძარცვავ სამოსსა ტყავისასა და შევიმოს ქიტონსა ცხორებისასა“, და იწყეს რაი მოწვაი ხორცისა შენისაი სანთლებითა, შეურყეველად დაითმენდი მწარესა სალმობასა, და მიუგებდი: `არა მეშინის თქუნგან, რომელთა ძალგიძთ მოწყვიედაი ხორცისაი, ხოლო სულისა ვერ ხელგეწიფებით მოკლვად~, და მადლობდი უფალსა, განმამტკიცებელსა შენსა: ალილუია

იკოსი 6

ვერა დაითმინა რაი შენგან გამოსრულნი სიტყუანი სიბრძნისანი მთავარმან, განკვირვებულნი გკითხვიდა, თუ ვითარ განისწავლე მხედარი ეგე საღმრთოსა მას სჯულსა შინა, და შენცა მიუგე სიტყუანი ქრისტეისნი: „წინაშე მთავართა და მეფეთა წარდგომილნი ნუ ჰზრუნავთ, თუ ვითარ იტყოდეთ, რამეთუ მოგეცეს თქუენ სიტყვისგებაი მას ჟამსა შინა“, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, რაითა მოგვმადლოს სიბრძნეი, და ძალი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, და ღირს გვყოს შეწირვად შენდა სამადლობელისა:

გიხაროდენ, საუნჯეო სულისა წმიდისაო;

გიხაროდენ, მესაიდუმლეო ღმრთის მხილველობისაო;

გიხაროდენ, მქადაგებელო ქრისტეს, ხორცითა მოსრულისა ღმრთისა ძისა სახარებისაო;

გიხაროდენ, მხნედ განმბასრველო კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა სჯულისაო;

გიხაროდენ, შეურაცხმყოფელო რკინისა სიმახვილისა და ცეცხლისა სიმხურვალისაო;

გიხაროდენ, ახოვნად დამთმენელო ასოთა შენთა დაბძარვისაო;

გიხაროდენ, ტყუეობასა შინა დამმარხველო სულისა აზნაურებისაო;

გიხაროდენ, ასწილად აღმაორძინებელო შენდა მოცემულისა ტალანტისაო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 7

რისხვითა აღაგზო უსჯულოი იგი სიმტკიცემან შენმან, და ღაღადყო: „დაუტევე, მინა, უქმად მეტყველებაი და აღირჩიე ცხორებაი ანუ სიკუდილი ქრისტეისთვის“, და შენცა უშიშად მიუგებდი: „მე ქრისტიანე ვიყავ, ვარ და ვიქნები მარადის, და ვერა მძლევთ წამებითა, რამეთუ მწე არს ჩემი ზეცათა მეუფისა მხედრობაი“, და აქებდი ღმრთეებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 7

ვერა მიდრიკა გული შენი ჭეშმარიტებისაგან მთავარმან, და ეწადა განტევებაი შენი მცირე ჟამითა, რაითა ნებსით განუდგე ქრისტესა ღმერთსა, გარნა შენ, მხედრად მისად აღუარებდი თავსა თვისსა, და ეშმაკად სახელსდებდი რაი კერპთა, მტკიცედ აღუთქუამდი, ვითარმედ არაოდეს შესწირვიდი მათ მსხუერპლსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს ძლევაი ყოველთა მტერთა და საცთურთა ზედა, და აღგვძრას გალობად შენდა:

გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაითა ხორციელთა სატანჯუელთა მხნედ თავსმდებელო

გიხაროდენ, მისთვის მრავალფერთა გუემათა და წყლულებათა ახოვნად დამთმენელო;

გიხაროდენ, უაღრეს რიტორთაისა მეტყველო;

გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა წერილთა მქადაგებელო;

გიხაროდენ, დაფარულთა საიდუმლოთა განმმარტებელო;

გიხაროდენ, ბრძნადმეტყუელებითა შენითა ყოველთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, ღმრთისმბრძოლთა სილაღისა დამამხობელო;

გიხაროდენ, ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 8

ვერცაღა განაქარვა რაი მგზებარებაი შენი ტანჯვითა, ახოვანო, უბრძანა მოკუდინებაი შენი მთავარმან, და ლოცვითა წარუპყარ რაი ქედი თვისი მახვილსა, წარგკვეთა წმიდაი თავი მტარვალმან, და წმიდაი ნეშტი შენი შთააგდო რაი ცეცხლსა, ძუალნი შენნი მოკრიბნეს მორწმუნეთა და შემურეს რაი ნელსაცხებელითა, დაკრძალეს ფარულად და დიდებასა აღუვლენდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

ზეგარდამოითა წოდებითა დაჰბეჭდე რაი სარწმუნოებაი შენი მოწამეობისა ღუაწლითა, პოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და შეგრთო რაი კრებულსა მას მარტვილთასა, მოგანიჭა ძალი მოსავთა შენთა შეწევნისაი, ხოლო წმიდაი ნეშტი შენი წარიღო დამან შენმან ეგვიპტესა, და მიუბოძა რაი ალექსანდრიისა მწყემსმთავარსა, დასრულდა რაი დევნაი, ზეგარდამო ეუწყა წმიდასა ათანასეს, ალექსანდრიისა პატრიარქსა, რაითა უდაბნოსა წარიღოს ლუსკუმაი შენი ვეცხლისაი, და დადგა რაი აქლემი ადგილსა ერთსა, გულისხმაყვეს ნებაი ღმრთისა და დაგკრძალეს გალობითა:

გიხაროდენ, ბრწყინვალედ სრულმყოფელო უძლეველისა სრბისა შენისაო

გიხაროდენ, ზუარაკო, ქრისტეისთვის დამთხეველო სისხლისაო;

გიხაროდენ, მსხუერპლად სათნოდ ღმრთისად შემწირველო სულისა თვისისაო;

გიხაროდენ, მომღებელო სასწაულთა და კურნებათა ძალისაო;

გიხაროდენ, მორწმუნეთათვის გარდამომავლინებელო შენისა მოწყალისა შუამდგომლობისაო;

გიხაროდენ, ცხორებისათვის ჩუენისა მეოხო წინაშე ზეციერისა საყდრისაო

გიხაროდენ, აღმხოცველო ყოვლისა ჭირისა და ურვისაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ გამომაჩინებელო უჩინოდქმნილისაო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 9

დავიწყებულ იქმნა რაი საფლავი შენი, წმიდაო, მახლობლად მისა კაცი ერთი მწყსიდა ცხოვართა თვისთა, და დიოდა რაი მუნ მცირეი წყაროი, სნეული კრავი მისი შთავარდა ტბორსა და განიკურნა, ხოლო განცვიფრებულმან მწყემსმან აღრია წყალი მიწასა და წაცხებითა მისითა კურნავდა რაი ცხოვართა და კაცთა, ესმა მეფესა კონსტანტინე დიდსა და წარმოგზავნა ასული თვისი, რამეთუ სნეულ იყო, და იგიცა განიკურნა რაი საკვირველად, პოვა მან საფლავი შენი საღმრთოითა ხილვითა და აქებდა ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.

იკოსი 9

ესმა რაი საკვირველნი იგი კურნებანი და პოვნაი სამარხისა შენისაი მეფესა, შუენიერი ტაძარი აღაშენა მას ზედა, და მარადის მას შინა იყოფოდი რაი უხილავად, მხურვალე შემწედ გამოუჩნდი ოქროისათვის მოკუდინებულსა ვაჭარსა, მოისწრაფდა რაი თაყუანისსაცემად ნაწილთა შენთა, და აღადგინე საკვირველად, ხოლო ვეცხლისმოყუარეი მკულელი მისი ამხილე და აღძარ სინანულად, ეგრეთვე აწ ანგელოზთა მიერ განდევნე ჩუენგან ყოველი ბოროტი და ღირს გვყავ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ეკლესიისა მიერ აღრაცხულო შორის დიდმოწამეთაო

გიხაროდენ, წყალობათა შენთა სიტკბოებითა აღმავსებელო მორწმუნეთაო;

გიხაროდენ, აღმსარებლობისა ღუაწლსა შინა განმამტკიცებელო მრავალთაო;

გიხაროდენ, სრულიად აღმხოცველო სულთა წყლულებათაო;

გიხაროდენ, განმკურვნელო ხორცთა უკურნებელთა სალმობათაო;

გიხაროდენ, შემწეო დედათაო და შვილიერმყოფელო ბერწთაო;

გიხაროდენ, სიბილწისა და მანკიერებისაგან დამხსნელო ყრმათაო;

გიხაროდენ, აღმადგინებელო დავრდომილთა და საპყართაო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 10

ვაქებთ რაი სასწაულთა შენთა, წმიდაო მინა, მოვიხსენებთ ღმრთისმოყუარესა სოფიას, მიისწრაფდა რაი ტაძარსა შენსა, რამეთუ მისთვის პატივისაი ახდაი ეწადა მხედარსა, გარნა წარიტაცა იგი აღბორგებულმან ცხენმან, და დააგდო რაი წინაშე ტაძრისა შენისა, აღიარა ბოროტი განზრახვაი თვისი, და სინანულითა შეუვრდა საფლავსა შენსა, სადაცა უტყვი იგი და მკელობელი გევედრებოდენ შეწევნასა, და გამოეცხადე რაი კაცსა მას მკელობელსა, განკურნე უტყვისა ქალისა თანა საკვირველად, და მადლიერებითა გნატრიდენ და აქებდენ ზეცათა მეუფესა: ალილუია

იკოსი 10

ოდეს იხილა სასწაული შენი ვინმე ჰურიამან, ამხილე რაი ქრისტეანე მეგობარი მისი, რომელსაცა ეწადა მიტაცებაი ოქროისა მისისა, შეიწყნარა ქრისტეს სარწმუნოებაი, და სიყუარული მისი აღმობრწყინდა რაი გულსა შინა მისსა, მიიღო ნათლისღებაი, ხოლო უგუნურმან ქრისტეანემან, სინანულისა მიერ ცოდვათა ლხინებაი, აწ ჩუენცა ვსასოებთ შეწევნასა შენსა, რამეთუ არცა ვის განუტევებ შეუწევნელად, და აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, უძლურთა უღონოებისა მტვირთველო;

გიხაროდენ, უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;

გიხაროდენ, მიმძლავრებულთა მადლმოსილო შუამდგომელო და განწირულთა მფარველო;

გიხაროდენ, საზრდელო სიმართლისა მწყურნებთაო და გლახაკთა ნუგეშინისმცემელო

გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ბოროტისამოქმედთა სინანულად მომაქცეველო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, მოღუაწეთა სამკაულო და კეთილად განკრძალულთა მღდელთა შემყვარებელო

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 11

ფრიად განითქუა რაი ღუაწლი შენი, ვითარცა ქრისტეს დიდებულისა მხედრისა და მარტვილისაი, მრავალთა ქალაქთა და დაბებთა აღაშენეს ტაძარნი და მონასტერნი სახელსა ზედა შენსა, და შეამკვეს რაი ხატთა შენთა მიერ და სიწმიდეთა, ურიცხვი ერი და სიმრავლეი მხედართაი შეგივრდებიან, ვითარცა მფარველსა მათსა, და აჰა, აწ ჩუენცა შეგვედრებთ საყუარელსა მამულსა ჩუენსა, რაითა ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთა დაგვიცვა მკვიდრნი მისნი, და აღგვძრა ქებად შენდა და გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 11

დიდებულისა სასწაულისა ნათლითა განანათლე გული ევტროპეისი, ვეცხლისმოყუარებითა დაბნელებული, ეწადა რაი სახლსა თვისსა დატევებაი ლანგრისა, ტაძარსა შენსა შესაწირად სახელდებულისა, და განრეცხდა რაი მსახური მისი გემბანისა კიდესა, აღმოიმართე შენ წყლისა სიღრმისაგან, წმიდაო მინა, და ჭურჭელი იგი წარსტაცე რაი მსახურსა, შთავარდა იგი ზღუასა, და ტირილითა ევედრებოდა რაი ევტროპი უფალსა და ითხოვდა გუამისა მისისა გამოჩინებასა, ჰოი, საკვირველი, იხილა იგი შენ მიერ სიკუდილისაგან გამოხსნილი ზღვის ნაპირსა, ხელთა შინა ლანგრითა, და შეინანა რაი ცოდვაი თვისი, მადლიერებითა გნატრიდა

გიხაროდენ, საჩინოო მოღუაწეო ქრისტეის ღმრთისაო, მადლისა მისისა შენ შორის დამტევნელო;

გიხაროდენ, სასწაულთა შენთა ღუარითა მორწმუნეთა დამარწყულებელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა გზასა მას საღმრთოთა მცნებათასა წარმმართებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მცნებათა ნათლითა კერპთმსახურებისა წყუდიადისა განმანათლებელო;

გიხაროდენ, მრავალთა სულთა წარწყმედისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, განწირულთა სასოო და ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, ზღუასა შინა და ხმელთა ზედა განსაცდელთაგან დამცველო;

გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოისა ცხორებისასა მშვიდობითა შემყუანებელო;

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 12

ოდეს განიზრახეს ჰერაკლიონისა მკვიდრთა თურქთა ქრისტიანეთაი აღწყვედაი ტაძარსა შენსა, სისხლისა წყურილითა აღგზებულნი  გარემოეწყუნენ აღდგომისა ღამესა, გარნა გამოჩნდი შენ, ახოვანი ეგე მხედარი ზეაღმართულითა მახვილითა და განხდიდი რაი შეძრწუნებულთა უსჯულოთა, მიერითგან პატივსა გცემდენ შენ, წმიდაო, და მოგართუმევდენ ძღუენსა, ხოლო ქრისტეანეთა შეგრაცხეს მფარველად ქალაქისა, და მადლიერებისა შენდა შემწირველნი აქებდენ ღმერთსა, განმადიდებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 12

ძლიერ უყუარდი შენ მამასა ნექტარიოსს, ხელი დაასხეს რაი ბერდიაკონად ტაძარსა შენსა, შთასრულსა კუნძულსა ეგინას, სადაცა დაამკვიდრა დედათა სავანეი, გამოუჩნდი საკვირველად, და  ამცნეს: „კუნძულსა ამას არს ყოველთაგან დატევებული მცირეი ტაძარი წმიდისა მინაისა“, და მოილოცა რაი დედათა თანა, წინაისწარმეტყველა აღორძინებაი სავანისაი, და თქმული მისი აღესრულა რაი შემდგომად ორმეოცისა წლისა, მუნ მოღუაწენი დედანი მარადის გიგალობენ და გაქებენ, ვითარცა მფარველსა თვისსა:

გიხაროდენ, ვნებათა შენთა კეთილკრძალულებითა მომხსენებელთა მფარველო;

გიხაროდენ, მსგავსად დავითისა უცხოთესლთა დამცემელო;

გიხაროდენ, მტერთა ზედადასხმისა და სიკუდილისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ბარბაროსთა ბოროტთა ზრახვათა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;

გიხაროდენ, რამეთუ უმსჯავროდ დევნულსა წმიდასა ნექტარიოსს ნუგეშინისცემდი საუფლოითა ბჭობითა:

გიხაროდენ, რამეთუ გიხილეს დედათა ახოვანი ეგე მხედარი, თანამზრახვალი საყუარელისა წინამძღურისა თვისისა;

გიხაროდენ, რამეთუ ჰკითხვიდენ რაი ვინაობასა შენსა წმიდასა ნექტარიოს ეგინელსა, ეტყოდათ: `წმიდაი მინა არს~, და დიდითა სიმდაბლითა თვისითა ევედრებოდა დაფარვასა

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 13

ჰოი, წმიდაო და ყოვლად ქებულო დიდმოწამეო მინა, ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, შეიწირე კნინი ესე და უღირსი გალობაი ჩუენი, და მეოხ გუეყავ მისა მიმართ, დააცხროს რისხუაი ცოდვათათვის ჩუენთა, და აღგვაორძინოს სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, რაითა მშვიდობითა და ღმრთისმოსავობითა განვვლოთ დღენი ცხორებისა ჩუენისანი და ზეცისა სავანათა შინა ღირს ვიქმნნეთ ქებად და გალობად ღმრთისა: ალილუია

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ

იკოსი 1

მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა ქრისტეისთვის, წმიდაო მინა, – ანგელოზებრივიუდაბნოსა შინა, და მარტვილებრივისისხლთა დათხევითა, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისაგან, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, წარჰმართოს ცხორებაი ჩუენი მცნებათა მიმართ მისთა, რაითა ყოველთა სათნოებათა შინა წარვემატოთ და ღირს ვიქმნნეთ შეწირვად შენდა გალობისა

გიხაროდენ, ნათელო შარავანდედო სიმართლისა მზისაო;

გიხაროდენ, მჭურეტელო სამბრწყინვალისა ღმრთისა დიდებისაო;

გიხაროდენ, მისგან მომღებელო დიდმოწამისა გვირგვინისაო;

გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მხედრობისაო;

გიხაროდენ, მაჩვენებელო ღმრთისმოსავობისა ხატისაო;

გიხაროდენ, მოშურნეობითა დამცველო მართლსარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა შენთა მიერ განმასულნელებელო ყოვლისა სოფლისაო;

გიხაროდენ, რჩეულო სამკაულო ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო

გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ, ვითარცა ქრისტეს ახოვანსა მხედარსა და მხნესა მოწამესა, და გევედრებით: შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა წმიდა ჰყოს გულისსიტყუაი და სული ჩუენი, ნეტარო, და განსდევნოს წყუდიადი ცოდვათა და ვნებათა ჩუენთა, რაითა ვიხსნეთ ეშმაკის მახეთაგან და სავსენი მადლიერებითა ღირს ვიქმნეთ შესხმად და გალობად შენდა: გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო დიდო მოწამეო მინა, რჩეულო ღმრთისაო და მისთვის თავსმდებელო სიკუდილისაო; ეკლესიისა სიმტკიცეო და მფარველო და შემწეო ერთგულთა შვილთა მისთაო; ეგვიპტისა სიქადულო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო; მართლმადიდებელთა მხედართა შემწეო და დამთრგუნველო ბოროტებისაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, ჭეშმარიტად ნეტარო მოწამეო, ღუაწლისამძლეო მინაქუეყანასა ზედა ღმრთისმოსავობისა ხატი აჩვენე რაი მორწმუნეთა, მარტვილებრივითა აღსასრულითა შენითა სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცეი დაამოწმე და დიდებისა უხრწნელი გვირგვინი მოიღე რაი ხელთაგან ქრისტეისა, აწ ზეცას იხარებ უხორცოთა და მარტვილთა თანა და გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა, და განგვარინოს ცოდვათა და უძლურებათაგან სულთა და ხორცთაისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი. კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობაი და კეთილისმყოფლნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჰოი, მრავალვნებათა დამთმენელო, ქრისტეს ახოვანო მხედარო და მოწამეო მინა! სრბაი შენი ბრწყინვალედ აღასრულე და ძლევაშემოსილი წარსდეგ რაი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა მეოხ გვექმენ მისა მიმართ, რაითა არა განგვსჯოს უსჯულოებათა ჩუენთაებრ, არამედ დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედამოსლვისა, ძმათაშორის ბრძოლისა, მოულოდებელისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა; მოგვმადლოს ნაყოფიერებაი მიწისაი, ქუეყნისა მშვიდობაი, და ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი, რაითა ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვერნეთ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა და ზეცისა სასუფეველსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მამასა, ძით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).  

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდმოწამისა მინაისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა. 2025წ.

 

 

 

წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება.

უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა – აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის წმიდა ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს ქრისტეს ახოვანი მხედრის უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეს სიწმიდე დიდმოწამე მინას მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

Categories
დაუჯდომელი

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ სამადლობელად ივერიის მფარველობისა

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ სამადლობელად ივერიის მფარველობისა (წილხვედრობისა)

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ტროპარი

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან   

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

ზესთამბრძოლსა ჩუენსა უძლეველსა და დასაბამსა ხსნისა ჩუენისასა შევრდომით თაყუანის-გცემთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და მოგიძღუნით სამადლობელსა ქებისასა, რამეთუ ექმენ შენ ღმრთისა მიერ სუეტად ნათლისა შენდა წილხვდომილსა ერსა ქართველთასა, ცხორებისა წინამძღოლად და მაოტებელად ცოდვათა და განსაცდელთა წყუდიადისა, რაითა მარადის სიხარულითა ვხმობდეთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

იკოსი 1

მხედრობანი ზეცისა ძალთანი კრძალვითა გადიდებენ შენ, ვითარცა დედასა ყოველთა არსთა მეუფისასა, წინა-საუკუნოისა მის განგებულებისა აღსრულებასა და დასაბამსა სოფლისა გამოხსნისასა, ხოლო ჩუენ, ცოდვილნი ესე, ვერღა შემძლებელ ვართ ჯერისაებრ ქებად შენდა, გარნა მიითუალე სამადლობელი გალობაი ესე, ვითარცა მწულილი ქურივისაი, და ცხორებაი ჩუენი წარმართე ნებისაებრ შენისა, რაითა მარადის სიწმიდითა გმსახურებდეთ და გაქებდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ცაო სულიერო, სადგურო საუკუნეთა მეუფისაო:

გიხაროდენ, კიბეო ღმრთისა გარდამოსვლისაო;

გიხაროდენ, ზეციერო დედაო და დედოფალო კაცთა ნათესავისაო, სიბრძნითა განმგებელო ყოვლისა ცხორებისა ჩუენისაო;  

გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, სულთა ჩუენთათვის მშობელო მაცხოვარისაო;   

გიხაროდენ, მიზეზო სოფლისა შეწყალებისა და კაცთა განღმრთობისაო;

გიხაროდენ, დამხსნელო ხრწნილებისაო და შემმუსრველო ჯოჯოხეთისა მძლავრებისაო;

გიხაროდენ, წყაროო დაუწყვედელო, აღმომადინებელო დედო-ბრივისა სიტკბოებისაო;

გიხაროდენ, დამხსნელო ცოდვისა წყევისაო და მომნიჭებელო კურთხევისაო;

გიხაროდენ, სასოო და შუამდგომელო ივერიისა გაბრწყინებისაო;

გიხაროდენ, ნათლისა სუეტო, მაცხოვნებელსა გზასა ზედა წარმმართებელო ერისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, რამეთუ შენდამო იხარებს ყოველი დაბადებული;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 2

დღესა მას მეერგასესა, რაჟამს სული ნუგეშინისმცემელი განცხადებულითა საღმრთოითა ძლიერებითა გარდამოვიდოდა მოციქულთა ზედა და თვისთა მრავალფერთა ნიჭთა მიმადლებდა მომუშაკებისთვის ყოველთა ტომთა და ნათესავთა, წილად გხუდა შენ ივერიაი განსავრცობელად მუნ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა, გარნა განგებულ იყო რაი ღმრთისაგან დაშთომაი შენი იერუსალეიმსა, წმიდაი  ანდრიაი წარმოგზავნე დასაფუძნებლად ივერთა ეკლესიისა, რაითა მარადის ჰგიებდეს ნათესავი ესე მადლსა შინა ღმრთისასა და ზეცისა სამწყსოდ ქმნილი და ქრისტეს ნათლითა შემოსილი, უკუნისამდე აკურთხევდეს და უგალობდეს მეუფებასა მისსა: ალილუია.  

იკოსი 2

აღმოგვიბრწყინდა ბნელსა შინა მსხდომთა ნათელი სახიერებისა შენისაი წმიდისა მის მოციქულისა მიერ ღმრთივგამოხატულისა ხატისა შენისა მობრძანებითა, რომლისა ძლითა დაამხუნე რაი ყოველნი კერპნი სამცხეს, დაჰნერგენ მუნ სარწმუნოებაი ძისა შენისაი, და წმიდაი ხატი იგი, ნიშ-სასწაულთა დიდებულებითა საკვირველად განბრწყინვებული, დაავანე აწყურსა, რაითა შენ წილ სუფევდეს ვიდრე აღსასრულადმდე ჟამთა და საუკუნეთა, ამისთვის ერთობითა გაკურთხევთ შენ, დედაო ნათლისაო, და ვაქებთ უძლეველსა ძალსა შენსა:

გიხაროდენ, სძალო ზეცისაო, ქორწილისა გამოუცდელო;

გიხაროდენ, ზესთამბრძოლო ქრისტეანეთაო და ძლევაო უძლეველო;

გიხაროდენ, ვენახო საუფლოო, ცხორებისა ტევანისა გამომღებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ ურცხვენელო შუამდგომელო;

გიხაროდენ, ცეცხლისა სუეტო, უღმრთოებისა წყუდიადისა მაოტებელო;

გიხაროდენ, ნიშთა და სასწაულთა შენთა ძლიერებითა ღმრთისა დიდებისა მქადაგებელო;

გიხაროდენ, ძისა შენისა მადლითა ქართველთა აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა და სიყუარულისა განმავრცობელო;

გიხაროდენ, აწყურის ხელთუქმნელითა ხატითა ქუეყანისა ჩუენისა მაკურთხეველო და დამფარველო;

გიხაროდენ, ძლიერებითა მისითა მომკუდარისა ყრმისა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, რამეთუ მსგავსად მის ყრმისა ჩუენცა გამოგვიხსნი ბჭეთაგან სიკუდილისათა და წიაღ-გვიყუანებ ხსნისა მიმართ და   ცხორებისა;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 3

 გენება რაი აღორძინებაი ნერგისა მის კეთილისა, ივერიასა შინა შენ მიერ დანერგულისა, უბიწოი ყრმაი – ქალწული ნინოი გამოირჩიე  აღსასრულებლად განგებულებისა შენისა, და ღირს-ყავ  ნეტარი იგი საღმრთოსა ხილვასა შინა ხელთა შენთაგან ვაზისა ჯუარისა მიღებისა და მოციქულებრივსა კვალსა შედგომისა, განსანათლებელად ივერიელთა ერისა, უფლისა მიერ ერად თვისად აღრჩეულისა, და თანამავალ ექმნა მას მადლი შენი და ძლიერებაი მოსაქცეველად ქართველთა მონებისაგან ბნელისა მონებად ღმრთისა ცხოველისა, რაითა ერთობითა ვადიდებდეთ მას, შემოქმედსა ყოველთა დაბადებულთასა: ალილუია.  

იკოსი 3

დიდებითა შეჰმოსა უფალმან რჩეულისა შენისა, ნინოისა ქართლსა მობრძანებაი, შეჰმუსრა რაი კერპნი არმაზს ვედრებითა მისითა, და ღირს-ყო რაი მის მიერ მცხეთისა ერნი ხილვად ნათლისა სუეტისა, ძისა შენისა კუართსა ზედა დადგრომილისა და ჯუარისა მისისა ზეციერისა დიდებისა, და განაბრწყინა მოღუაწებაი წმიდისა მის დედისა ჩუენისაი სასწაულთა სიმრავლითა, დასამტკიცებლად ქართველთა კლდესა ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რაითა შენითა მეოხებითა ცხორებაშემოსილნი მარადის ვაქებდეთ მადლსა შენსა და სახიერებასა:     

გიხაროდენ, ცისკარო დაუვალისა მის დღისაო, ბეთლემითგან სიმართლისა მზისა აღმომაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, დედაო სახიერო, ივერიასა შინა ქრისტეს მეუფებისა დამამტკიცებელო;

გიხაროდენ, ცხორებისა წყაროისა ჩუენთვისა მწდეველო;

გიხაროდენ, ანდრია მოციქულისა ქადაგებისა ქალწულ ნინოისა ღუაწლითა განმასრულებელო;

გიხაროდენ, ნათლისღებისა წმიდისა ბეჭდისა და ქრისტეს სახიერისა უღლისა ქართველთად მომმადლებელო;

გიხაროდენ, არაწმიდისა ცხორებისა ჩუენისა განმმართებელო;

გიხაროდენ, მდინარეო საღმრთოისა მადლისაო, ბილწებათა და ცოდვათა წარმხოცველო;

გიხაროდენ, ხრწნილებისა ჩუენისა უხრწნელებითა შემმოსველო;

გიხაროდენ, წმიდისა ნინოისა მიერ ქრისტეის ეკლესიასა შინა ქართველთა შემკრებელო;

გიხაროდენ, წმიდათა ხელთა შენთა მიერ შექმნულითა ვაზისა ჯუარითა ქუეყანისა და ეკლესიისა ჩუენისა განმაშუენებელო და დამფარველო;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ვსცანით გზაი ჭეშმარიტებისაი;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 4

აწ განსცხრების სამკვიდრებელი ივერიელთაი და დედაი ქალაქთა ჩუენთაი მცხეთაი, შუებითა მოქადეობს ღმრთივდაფუძნებული სვეტიცხოველი სავსებითა მადლთაისა, უპყრიეს რაი წმიდათა ხელთა შენთა მიერ ქსოვილი კუართი მაცხოვრისაი ზღუდედ სიმტკიცისა და საუნჯედ ცხორებისა, და იშუებს ზეციერი ეკლესიაიცა ჩუენი შვილთა თანა მისთა, რამეთუ წმიდისა მის კუართისა ქართლსა დავანებითა აკურთხა უფალმან ქუეყანაი ესე სამეუფოდ თვისად, რაითა მას მხოლოსა თაყუანს-ვჰსცემდეთ და ვმსახურებდეთ, და ვუგალობდეთ ერთობითა: ალილუია.

იკოსი 4

ჰოი, ცათა უვრცელესო საფარველო ყოვლისა სოფლისაო და ხელმწიფებაო უზესთაესო, დაუცხრომელად გაკურთხევთ შენ, და ვაქებთ სახიერსა განგებულებასა შენსა, რამეთუ წინაითვე უწყოდი რაი, დედოფალო, თუ ვითარნი ფიცხელნი განსაცდელნი მოიწეოდენ სამწყსოსა ამას შენსა ზედა, სათნო-იჩინე წმიდისა სამოსელისა შენისა დავანებაი ოდიშსა, რაითა აღმოსავალით დასავლადმდე დაიფარვოდეს ორთა მათ საღმრთოთა კუართთა მადლითა ერი ესე ჩუენი, სასოებისა თვისისა შენ ზედა დამდებელი, და ყოვლითა გულითა შენდა მომართ მღაღადებელი:

გიხაროდენ, სიმაღლეო თვალთშეუდგამო სიწმიდისაო და სახიერებისაო;

გიხაროდენ, შუენიერებაო ზეცისაო და სასოებაო ყოვლისა ქუეყანისაო;

გიხაროდენ, პალატო სულისა წმიდისაო  და კარო სამოთხისაო;

გიხაროდენ, კვერთხო სუფევისაო და კიდობანო ჩუენისა ცხოვნებისაო;  

გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო მფარველო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, ივერთა ერისა შემწყნარებელო საფარველისა ქუეშე წმიდისა კუართისა შენისაო:       

გიხაროდენ, ნათელო გულთა ჩუენთაო და ზრახვათა წმიდა-მყოფელო;

გიხაროდენ, სულთა და ხორცთა კურნებისა უხუებითა გარდამომადინებელო;

გიხაროდენ, წმიდისა სამოსელისა შენისა სამსახურებელად ქართველთა გამომრჩეველო;

გიხაროდენ, რჩეულისა შენისა – ქალწულისა ნინოისა მიერ ქრისტეს კუართის საყოფელისა კაცთათვის განმცხადებელო;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ქსოვილითა საუფლოითა მით კუართითა იკურთხა და დღე-ყოველ იკურთხების ქუეყანაი ესე ჩუენი;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 5

არა დაუტევე, სახიერო დედაო, ცხოვარნი შენნი წარტაცებად მძვინვარეთა მგელთა, ყოველსა ქუეყანასა ზედა წვალებათა განვრცობად აღძრულთა, და გენება რაი მართლმადიდებლობითა მოზღუდვაი ივერიისაი, რაითა ქმნილიყო ნათესავი ესე ქართველთაი, ვითარცა ქუეყანაი კეთილი, დამმარხველ შეურყვნელისა სჯულისა და აღმომაცენებელ მოუკლებელისა სიყუარულისა, დღეთა მათ ერესთა მძვინვარებისასა ასირიითგან წარმოგზავნე სრულებისა თავსა მიწევნულნი ათთორმეტნი მეუდაბნოენი მამანი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა განსამტკიცებლად და დასაფუძნებლად მონასტრულისა ცხორებისა, რაითა ყოველნი აღძრნეს მსახურებად და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

განბრწყინდენ ყოველნი მხარენი ქართლ-კახეთისანი ღუაწლითა წმიდათა მათ ასურელთა მამათაისა, რამეთუ მრავალი სული მიამთხვიეს სიტკბოებასა მოციქულთაგან ქადაგებულისა სარწმუნოებისასა, და აღაშენეს რაი მონასტერნი განფენად მადლისა და განსამტკიცებლად ქრისტეს სამწყსოისა, თავადაც მათ შინა დამკვიდრებითა ექმნენ ეკლესიასა ჩუენსა საღმრთოდ სამკაულად და ზეციერ საფარველად, ხოლო შენ გენება რაი უფროისად განმრავლებაი მადლთაი ივერიასა შინა, შერთვად მათდა აღძრვიდი წმიდასა ანტონსა, და წარმოიხუნა რაი ედესიითგან კეცსა ზედა გარდატვიფრული საკვირველთმოქმედი პირი ძისა შენისა ხელთუქმნელისა ხატისაი, მარტყოფსა დაავანა მფარველად ერისა, რაითა სიწრფოებითა მსახურებდენ და გნატრიდენ წადიერებითა:

გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, წილხვდომილთა შენთა    საცთურთა და ძვირგან დამფარველო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ჩუენისა დამაფუძნებელო და აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა განმდევნელო;

გიხაროდენ, მეკერპეთა ღმრთისად მომაქცეველო;

გიხაროდენ, ბიწიერებისა და უმეცრებისა სახივისა შემმუსრველო;

გიხაროდენ, ივერიასა შინა ქრისტეის მხედრობისა განმამრავლებელო;

გიხაროდენ, ძისა შენისა ღმრთივგამოხატულისა ხატისა ჩუენდა მომმადლებელო;

გიხაროდენ, ქართველთა შორის მონაზვნურისა ცხორებისა დამნერგველო;

გიხაროდენ, უდაბნოთა შინა სულიერისა სამოთხისა აღმომაცენებელო;

გიხაროდენ, წმიდათა ასირიელთა მამათა ღუაწლითა ქუეყანისა ჩუენისა განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, წლითი-წლად აღსრულებულთა სასწაულთა მათთა მიერ ერისა შენისა განმამხნობელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 6

საუნჯესა სიბრძნისასა და უფსკრულსა კაცთმოყუარებისასა, დაუდუმებელად გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო დედაო, ვითარცა ივერთა ეკლესიისა კეთილად განმგებელსა და მოღუაწეთა მისთა წარმმართებელსა, რომელმან შეჰრისხე რაი ულუმბოელსა იღუმენსა ილარიონ ქართველისა და თანამოსაგრეთათვის მისთა: rომელნი ამათ არა შეიწყნარებენ, მტერ არიან ჩემდა, მით მფარველობაი შენი აუწყე ივერიელთა მონაზონთა, გენება რაი განმრავლებაი მათი სარწმუნოებისა ლამპრად ქმნილთა სავანეთა შინა, მუნითგან განსწავლისათვის ერისა შენისა, რაითა არა უცხო ექმნეს ქრისტეს წმიდასა სხეულსა – მართლმადიდებელსა ეკლესიასა მისსა, არამედ კეთილად აღორძინდებოდეს მას შინა, მგალობელი ღმრთისა მიმართ: ალილუია.  

იკოსი 6

ვითარცა სუეტი ნათლისაი, წინამძღოლი გზათა ზედა ცხორებისათა, ესრეთ განაქარვებდი მამულსა შინა ჩუენსა წყუდიადსა უმეცრებისასა, და განამრავლებდი რაი ღმრთისმეტყველთა მამათა შორის ერისა შენისა, სასიკვდინეისა სარეცელითგან აღადგინე ყრმაი ეფვითიმი, და ჰყავ იგი მეორედ ოქროპირად ივერიისა, აღსაორძინებლად ქართველთა  სიტკბოებითა წერილთა და თარგმანებათა მისთაისა, აწ სულთა ჩუენთა ბოროტნი სენნიცა დაშრიტე ცუარითა მით მადლისა შენისაისა, უდებებისა ბნელი განაოტე და გვიხსენ მახეთაგან ეშმაკისათა და განმხრწნელთა სწავლათაგან, რაითა არა გვეუფლოს მაცდური სული ამა საუკუნისაი, არამედ სათნოდ შენდა ვიღუწიდეთ და ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაითაო;

გიხაროდენ, საიდუმლოო გამოუთქუმელო ჟამთა მიერ და საუკუნეთაო;

გიხაროდენ, უფსკრულო გამოუკვლეველო მადლთა და წყალობათაო;

გიხაროდენ, საუნჯეო მოუკლებელო ღმრთივმომადლებულთა ნიჭთაო;

გიხაროდენ, ცეცხლისა სუეტო, ცვილებრ დამადნობელო ხრწნილებისა თესლთაო;

გიხაროდენ, მადლისა ნათელო, ცხოველს-მყოფელო სულთაო;

გიხაროდენ, ცათა მომართ აღმომწოდებელო გონებათაო;

გიხაროდენ, ზეციერითა მანანაითა გამოზრდილო, მზრდელო ჩუენო მანანაითა სულიერითაო;

გიხაროდენ, მონაზვნებრივსა ღუაწლსა შინა განმამტკიცებელო მოსაგრეთაო;

გიხაროდენ, ზეგარდამოითა სიბრძნითა აღმავსებელო ღმრთისმეტყუელთაო;  

გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებისა ნათლითა განმანათლებელო წილხვდომილთა შენთაო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 7

სახარულევან-ყავ ყოველი საქრისტეანოი ზეციერისა დიდებისა შენისა გამოჩინებითა, დედოფალო, ოდეს უნივთითა ნათლითა მზეებრ განბრწყინებული ხატი შენი ზღვით მიავლინე წმიდასა მას მთასა ათონისასა, და გულისხმა-ყვეს რაი მუნებრთა მოწესეთა ზესთა-საკვირველი სიწმიდეი მისი, წყალობითა შეიწირენ ლოცვანი მათნი და ცრემლნი სინანულისანი, და ფრხივ განავლინე რაი გაბრიელ ქართველი წყალთა ზედა მირქუმად ხატისა, საუნჯეი იგი ივირონსა დაავანე მფარველად ათონელთასა, რაითა მარადის სიმტკიცითა ეგნენ მართლმადიდებლობასა შინა და აქებდენ შენგან განკაცებულსა ღმერთსა: ალილუია.  

იკოსი 7

ვითარცა ლამპარი სასოებისაი, განსაცდელთა ზღუასა შინა ღელვა-გუემულთა შეწევნად აღნთებული, ესრეთ გვექმნა წილხვდომილთა შენთა წმიდაი ხატი ეგე შენი kარიბჭისაი, რომელმან საკურთხეველისა სამ-გზის დატევებითა და ივირონისა ბჭეთა ზედა დავანებითა ზესთამბრძოლობაი თვისი ამცნო საძმოსა ლავრისასა, და რომლისათვისცა ეტყოდი იოვანეს – წინამძღვარსა მათსა: vიდრეღა იყოს ხატი ესე ჩემი სავანესა ამას შინა, არა მოგაკლდეთ მადლი და წყალობაი ძისა ჩემისაი, ამისთვის სასოებითა თაყუანის-ვჰსცემთ მას, ვითარცა ზეციერსა საფარველსა საქართველოისასა და აღგივლენთ სამადლობელსა ქებისასა:

გიხაროდენ, სუეტო ნათლისაო, განმაბრწყინებელო ერთგულთა მსახურთა უფლისათაო;       

გიხაროდენ, წინამძღვარო ჩუენო ღმრთივსახიერო, მიმრქმელო ჩუენო სიყუარულითა შენითაო;

გიხაროდენ, მომღებელო ჩუენდა უხრწნელისა სიმდიდრისაო;

გიხაროდენ, სიბრძნითა განმმზადებელო გულთა შინა ჩუენთა გზათა უფლისათაო;

გიხაროდენ, მასწავლელო სიწმიდისა და კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, ივერიელთა დამამკვიდრებელო შენ მიერ მართლმადიდებლობისა გოდლად ქმნილსა მთასა მას ათონისასაო;

გიხაროდენ, წმიდისა ხატისა შენისა დიდებულითა მით გამოჩინებითა სახარულევან-მყოფელო ყოვლისა საქრისტეანოისაო;

გიხაროდენ, ხელისაღმპყრობელო და შესავედრებელო შენდა წილხვდომილისა ქართველთა ერისაო;

გიხაროდენ, საფარველო ჩუენო ამიერ სოფელსა შინა და მომცემელო ჩუენდა საუკუნოისა ცხორებისაო;

გიხაროდენ, რამეთუ წინაი-განგებულ ჰყავ iვერიისად წოდებულისა ხატისა შენისა უკანაისკნელსა მას ჟამსა ქართლსა მოვლინებაი ყოველთა ჭირთა და საცთურთაგან დამფარველად;

გიხაროდენ, რამეთუ სასწაულითა ამით საუკუნეთა აღსასრულისა მოწევნასა აუწყებ ყოველსა ქუეყანასა;      

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 8

ზღუდეი ხარ, ღმრთისა დედაო, ივერთა ერისაი, და საფარველ და განმამტკიცებელ მხედრობისა მისისაი, მხდომთა სილაღისა აღვირმსხმელი და შემმუსრველი ძალისა მათისაი, ამისთვის მარადჟამ წმიდათა ხატთა შენთა შეჰვედრიდენ რაი მოლაშქრეთა სპათა მეფენი ქართველთანი, შენცა მოწყალედ შეიწყნარებდი თხოვათა მათთა, და ურიცხუთა მხდომთა ზედა მიჰმადლებდი ძლევათა საკვირველთა, რაითა არა აღისპოს ნათესავი ესე შენდა წილხვდომილი, არამედ კეთილად აღორძინებული და სულითა განმხნობილი უგალობდეს უფალსა: ალილუია.     

იკოსი 8

ზესთამბრძოლად და მფარველად გამოუჩნდი ალამუთს ივერიელთა მხედართა, მონღოლთა მიერ წინამბრძოლად თანა-წარყვანილთა და ომსა შინა უცხოთასა უბრალოისა სისხლისა თვისისა დამათხეველთა, რაჟამს ურიცხვი სპაი ფარულად მოკვდინებულისა ნოინისაი მორბიოდა მოწყუედად მათდა, გარნა არა გთნდა რაი ერისა შენისა თვინიერ სპისა დაშთომაი, რაითა არა მოისრას სრულად მარბიელთა უცხო თესლთაგან, განცხადებულად ეჩუენე მკულელსა, და უბრძანე აღიარებაი ბრალისაი*, აწ კუალად დააცხრვე აღბორგებაი ურიცხუთა მხდომთა და ორგულთაი, რაითა უვნებელად დაცულნი ვაქებდეთ მფარველობასა და ძალსა შენსა:

გიხაროდენ, უბრძოლველო ზღუდეო და საფარველო ივერიისაო;  

გიხაროდენ, თანალმობითა შემწირველო ვედრებისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, განმაქარვებელო განსაცდელთა არმურისაო;

გიხაროდენ, საწუთოთა ღელვათა დამაცხრობელო და ყუდროო ნავთსაყუდელო ხსნისაო;

გიხაროდენ, გულთა ჩუენთა განმაცისკრებელო გამობრწყინვებითა საღმრთოისა ძლიერებისა შენისაო;

გიხაროდენ, ცილისწამებათა მამხილებელო და დამხსნელო ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაო;

გიხაროდენ, მოულოდებელისა სიკუდილისაგან გამომხსნელო და უქმ-მყოფელო უმსჯავროისა სასჯელისაო;   

გიხაროდენ, აღსპობისაგან განმარინებელო ქართველთა ნათესავისაო;

გიხაროდენ, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და    მისავლტოლველო განწირულთაო;

გიხაროდენ, მეფეთა და მხედრობათა ჩუენთა მფარველო და მიმნიჭებელო ძლევათა მათ საკვირველთაო;

გიხაროდენ, ღმრთივსახიერო დედაო მარიამ, რამეთუ მარადის გვიღწვი და გვაცხოვნებ ჩუენ;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 9

საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი და წყალობაი შენი ჩუენდა მომართ ზე-აღხდების ყოველსა გონებასა, რამეთუ მოგვანიჭე ყოვლადწმიდაი მშობელი შენი ზღუდედ შეურყეველად და ხსნისა ნავთსაყუდელად, წინამძღოლად ცხორებისა ჩუენისა, და სულთა ჩუენთათვის სათნოებათა ნაყოფისა მომმადლებელად, და საფარველითა მისითა დაცული, სასოებითა გიგალობს შენ ივერთა ეკლესიაი: ალილუია.

იკოსი 9

ენანი მოუძლურდებიან, ვერ-შემძლებელნი ღირსად ქებისა შენისა, ჰოი, ყოვლადწმიდაო მშობელო ცათა მეუფისაო, რომელ გვექმენ ქართველთა საღმრთოდ საფარველად და სასოდ წარუტყვევნელად, რაისთვისცა ერთობითა გაკურთხევთ და შენ თანა თაყუანის-ვჰსცემთ წმიდათა და საკვირველთმოქმედთა ხატთა შენთა, ივერიასა შინა განბრწყინვებულთა, და სამადლობელსა აღგივლენთ, ვითარცა მხოლოსა შესავედრებელსა ჩუენსა და ხელისაღმპყრობელსა:

 გიხაროდენ, ცეცხლისა სუეტო, წინამძღვარო ჩუენო გზათა ზედა უფლისათაო;

გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, სასოებაო და მფარველო ჩუენო წყუდიადსა შინა ჭირთა და განსაცდელთაო;

გიხაროდენ, შეუწევნელთა მსწრაფლ-შემწეო და ხელისაღმპყრობელო ჭირვეულთაო;

გიხაროდენ, თანა-ლმობითა აღმადგინებელო დაცემულთაო;

გიხაროდენ, კეთილად აღმასრულებელო ვედრებათა ჩუენთაო;

გიხაროდენ, დამაცხრობელო სამართლად ჩუენ ზედა აღძრულისა ღმრთისა რისხვისაო;

გიხაროდენ, მწუხარებათა წილ სიხარულისა მომმადლებელო და დამატკბობელო საწუთროისა მწარისა სასუმისისაო;

გიხაროდენ, მესაიდუმლოეო გულთა ჩუენთაო, რომლისაგან არა დავფარავთ არცა ერთსა ცრემლსა ჩუენსა და საზრუნავსა;

გიხაროდენ, რამეთუ სიქადულითა ქადაგებენ ძუელნი მატიანენი ჩუენნი წყალობათა და სასწაულთა შენთა დიდებულებასა;    

გიხაროდენ, სახიერო დედაო ჩუენო, რამეთუ არასადა განშორებულხარ ჩუენგან;

გიხაროდენ, რამეთუ შენითა მეოხებითა მივეახლებით უფალსა;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 10

ღმრთეებრივსა საფარველსა შენსა შევედრებულნი შენდა აღვიმსთობთ მარადღე გულითა, შენდამო ვიშუებთ და შენ მიერ ვიქადით, ღმრთისმშობელო, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ნათესავი ესე ქართველთაი, და შენდა მონიჭებულ არს ხსნაი ჩუენი და ცხორებაი, და წლითი-წლად ვდღესასწაულობთ რაი დღესა მას შენდამო წილხვდომილობისასა, ერთობითა გადიდებთ, ვითარცა მხოლოსა ჭეშმარიტსა და ყოველთა ქუეყნიერთა მთავრობათა უზესთაესსა მეუფესა ივერიისასა, და ვაქებთ სახიერებასა ღმრთისასა: ალილუია.  

იკოსი 10

ჭეშმარიტ დედად ქართველთა ნათესავისა სახელ-გდებთ შენ, ჰოი, მიმადლებულო ქალწულო, რამეთუ მარადის კეთილად წარუმართებდი მას გზათა ზედა ღმრთისათა, სათნოებათა შინა განსწავლიდი და წიაღ-იყუანებდი რაი ხსნისა მიმართ და ცხორებისა, იშუებდა შენ მიერ ერი ესე სჯულსა შინა ძისა შენისასა, და სახელისათვის მისისა მრავალგზის სისხლისა დამათხეველი დაუცხრომელად გმადლობდა შენ, ვითარცა მიზეზსა ყოველთა კეთილთასა, რამეთუ არათუმცა მფარველობაი შენი, დედოფალო, აღხოცილმცა იქნებოდინ სახელი ჩუენი პირისაგან ქუეყანისა, რაისთვისცა ერთობითა დიდებისგმეტყველებთ და აღგივლენთ ქებისა გალობასა:  

გიხაროდენ, მეუფეო ჩუენო ღმრთივმომადლებულო, უზესთაესო ყოველთა ქუეყნიერთა მეფეთა და მთავრობათაო;

გიხაროდენ, ძისა შენისა თანა სიბრძნითა განმგებელო შენდა წილხვდომილისა ქუეყანისა ამის ჩუენისაო;

გიხაროდენ, გარდამომავლინებელო ჩუენ ზედა ღმრთისა წყალობისაო;

გიხაროდენ, წარუტყვევნელო ბჭეო ქართველთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ბაგრატოვანთა სკიპტისა სიმტკიცეო და უმუსრველო მახვილო ივერთ მხედრობისაო;    

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა მოღუაწეთა მიერ კეთილად მწყსველო სამწყსოისა შენისაო;

გიხაროდენ, გულისხმიერმყოფელო ჩუენო მწუხარებათაცა შინა და ჟამსაცა შუებისასაო;

გიხაროდენ, ერისა შენისათვის გამომთხოველო კეთილმსახურებითისა სიტკბოებისაო;

გიხაროდენ, დამთრგუნველო ხილულთა და უხილავთა მტერთა მძლავრებისაო;

გიხაროდენ, ივერიისა მომზღუდველო წმიდათა ხატთა შენთა მადლითა და ძლიერებითაო;      

გიხაროდენ, დიდებაო და ძალო ჩუენო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 11

ვითარცა მაცხოვარი ჩუენი, ჯუარსა შემსჭვალული, არა განუწყრებოდა ერსა მას უგუნურსა, რისხვითა დაბრმობილსა, არამედ ლმობიერად ითხოვდა ზეციერისა მამისაგან მიტევებასა მათსა, ესრეთვე არა განაშორე შენცა წყალობანი შენნი ღმრთისმბრძოლობისა სენითა შეპყრობილსა ერსა ქართველთასა, არამედ თანალმობითა იღუწიდი შეწევნად მისდა, და დაცულ-ყავ რაი მოოხრებისაგან ივერიაი ჟამსა მას მსოფლიოისა ომისასა, განამრავლნე მას შინა ღმერთშემოსილნი მამანი განსასწავლად ერისა და აღსაორძინებლად ეკლესიისა ჩუენისა, რაითა უკუნისამდე ადიდებდეს ყოვლისამპყრობელსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

ვუწყით ჩუენ, ჰოი, სახიერო დედოფალო, ვითარმედ არა ღირს ვართ აღხილვად ცათა მომართ და არცაღა შეწყალებისა, რამეთუ მრავალგზის გეცრუენით უძღებნი ესე და მრავალ-გზის შევაბილწეთ ქუეყანაი ესე შენდა წილხვდომილი სიმრავლითა ცოდვათა ჩუენთათა, გარნა ჩვეულებისაებრ სიტკბოებისა შენისა, კუალად მალხინებელ ექმენ უძლურებათა ჩუენთა, განგვძარცვე სიზრქეი უგულისხმოებისაი და განახუენ სინანულად ფიცხელნი გულნი ჩუენნი, რაითა მარადღე  შევსწირვიდეთ უფალსა ცრემლთა შემუსრვილებისათა და მეოხებითა შენითა ღმრთისად დაგებულნი უკუნისამდე ვაქებდეთ სულგრძელებასა შენსა და ძვირუხსენებლობასა:

გიხაროდენ, გულთა ჩუენთა მიერ დედად შერაცხულო და დედისაებრ შეყუარებულო;

გიხაროდენ, სულთა ჩუენთა მიერ წყაროდ ცხორებისა სახელ-დებულო;

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მწყურნებთათვის გზისა მაჩუენებელო;

გიხაროდენ, წარწყმედულთა მომპოვნებელო და შეცოდებათა სიტკბოებითა შემნდობელო;

გიხაროდენ, ამაოებისა ზღვითგან აღმომტაცებელო;

გიხაროდენ, შვილთა შენთა სიმტკიცითა და მშვიდობითა მომზღუდველო;

გიხაროდენ, სულთა და ხორცთა სიყმილისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, უმეცართა და გონებითა ჩჩვილთა საღმრთოითა გულისხმისყოფითა აღმავსებელო;

გიხაროდენ, ზეცისა სანთელო, გულთა შინა ჩუენთა დაუშრეტელად მნთებარეო;

გიხაროდენ, სულთა შინა ჩუენთა კეთილისა ნაყოფისა მომმუშაკებელო;

გიხაროდენ, ქრისტეის უძლურთა ცხოვართა ზეცისა არვეთა შერთვად მომკრებელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 12

უსჯულოებისა ღუართაგან გარე-შეცვულნი და განსაცდელთა ღელვათაგან ბოროტად გუემულნი კუალად შენგან ვითხოვთ მფარველობასა, რამეთუ მოიწივნენ წინა-უწყებულნი დღენი იგი ჭირისანი, რომელთაგან თვინიერ ზეგარდამო შეწევნისა, ვერცა ვინ შეუძლოს განრინებაი, ამისთვის ვითარცა ძუელთა მათ დღეთა შინა, კუალად მოვედ განსწავლად ღმრთისა დავიწყებითა დაბნელებულთა სულთა ჩუენთა, გარდამოგვივლინე დედობრივი კურთხევაი შენი და გვექმენ ზესთამბრძოლ და განმამტკიცებელ ყოველთა ბრძოლათა შინა, რაითა არა ვჰმონოთ ძესა მას წარსაწყმედელისასა, არამედ უკუნისამდე ვადიდებდეთ მხოლოსა ჭეშმარიტსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

ნათელ ხარ სულთა ჩუენთაი, ღმრთისმშობელო, მარადჟამ განაოტებ რაი ჩუენგან წყუდიადსა ურვათა და ვნებათასა, ჭირთა მძვინვარებაი შენ მიერ დაშრტების და ოხითა შენითა მივემთხევევით სიტკბოებასა უფლისა მიერ შეწყნარებისასა, ამისთვის ყოვლისა სასოებისა შენ ზედა დამდებელნი ერთობითა შეუვრდებით უბრძოლველსა ძალსა შენსა და თავთა ჩუენთა და მამულსა, და ყოველსა საქრისტეანოსა შენდა შეგვედრებთ, და გაქებთ შენ, ვითარცა საღმრთოსა საფარველსა ჩუენსა:

გიხაროდენ, ცეცხლისფერო საყდარო ყოვლისამპყრობელისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, ტრაპეზო სულიერო, მტვირთველო ცხორებისა პურისაო;  

გიხაროდენ, კლდეო განუკვეთელო, აღმომადინებელო უკუდავებისა წყაროისაო;

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა დიდებაო და სიქადულო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ყუავილო უხრწნელებისაო და სასოებაო ყოველთა აღდგომისაო;

გიხაროდენ, ეშმაკთა ზარ-განმხდელო და განმაქარვებელო ბოროტისა ძალისა მათისაო;  

გიხაროდენ, მაოტებელო ღმრთისმბრძოლობისა წყუდიადისაო;

გიხაროდენ, სულთა ჩუენთა წყლულებათა მაკურნებელო და დამხსნელო ყოვლისა ხორციელისა უძლურებისაო;

გიხაროდენ, დღესა მას სიკუდილისასა მწეო ჩუენო და ლმობიერ-მყოფელო ღმრთისა სამსჯავროისაო;

 გიხაროდენ, რამეთუ დღეთა მათ უკანასკნელთა შინა კუალად გადიდებს ძეი შენი წილხვდომილისა შენისა ივერიისა განბრწყინებითა;

გიხაროდენ, რამეთუ ოხითა შენითა ძლევისა გალობასა აგალობებს უფალი მტერსა ზედა განმარჯვებითა გვირგვინოსან-ქმნილსა ეკლესიასა თვისსა;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, შეიწირე შესხმაი ესე ჩუენი და ნუ მოიხსენებ სიმრავლესა ცოდვათა ჩუენთასა, არამედ განგვიახლე სული სიმდაბლისაი, კეთილმსახურებისაი და სიყუარულისაი, და დაგვიფარე ხდომათაგან მტერთაისა, მონებისაგან ეშმაკისა და სიყმილისაგან სულთა და ხორცთაისა, რაითა ოხითა შენითა ღირს ვიქმნნეთ ხილვად ნათელსა ზესთა საუკუნეთასა და მაღალსა მას ზეცისა იერუსალეიმსა შინა უკუნისამდე უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

 

ეს კონდაკი იკითხება 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

 

 

სავედრებელი ლოცვაი

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისა მაღლისაო, მეუფეო ჩუენო ღმრთივმომადლებულო და სახიერო წინამძღვარო ცხორებისა ჩუენისაო, დედობრივთა ოხათა და მოწყალებისა აღთქუმათა შენთა მარადის მომხსენებელნი, წინაშე შენსა განვჰფენთ გულთა და ზრახვათა ჩუენთა და სასოებითა გევედრებით: ნუ ცოდვათა ჩუენთაებრ განგვსჯი ჩუენ, ღმრთივსახიერო, და ნუცა განგვეშორები ჩუენგან უსჯულოებათათვის ჩუენთა დღეთაცა ამათ შინა მწარეთა და ფიცხელთა, არამედ განაძე წყუდიადი უგულისხმოებისა და ცოდვათაი, და აღმოგვიტაცე უფსკრულითგან წარწყმედისაისა, სულთა და ხორცთა სენთაგან განგვკურნენ და წარგვიმართე ცხორებისა მიმართ საუკუნოისა!  

ჰოი, მარადის კურთხეულო დედოფალო ცათა და ქუეყანისაო, მტერთა და ჭირთაგან ბოროტად გუემულნი და განმხრწნელთა საცთურთაგან გარე-შეცულნი კუალადცა ხელთა შენთა შევვედრებთ ყოველსა ცხორებასა ჩუენსა, რამეთუ აღდგომილ არიან ქუესკნელისა ძალნი აღსპობად ქრისტეს წმიდისა ეკლესიისა და უსჯულოებისა საიდუმლოი აწ ცხადად აღესრულების, გარნა შენ, ვითარცა სახიერმან დედამან ყოველთამან, განამრავლენ წყალობანი და მადლნი შენნი სოფელსა შინა შეწევნისათვის სამწყსოთა შენთა და განავრცე ძმებრივი სიყუარული და ერთსულოვნებაი ერთა შორის ქრისტეანეთასა, მოგუმადლენ ჩუენ მოშურნეობაი და მღვიძარებაი სულთაი, ახოვანებაი გულთა და გონებათაი და გულისხმისყოფაი კეთილი, რაითა ერთ ზრახვად შეკრულნი ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა ღმრთისათა. მრავალშემძლებელითა მით ძალითა შენითა შეუძრველად დაიცევ, დედოფალო, ივერიისა ეკლესიაი და განამტკიცე მაცხოვნებელითა მადლითა შენითა. დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი, ზიარნი ეკლესიისანი. მოგუმადლე ჩუენ, მოწყალეო დედაო, მთავრობაი ღმრთისმოყუარეი და გონიერი, რაითა დაუცხრომელად იღუწიდენ აღსაორძინებლად ერისა და წარსამართებლად გზათა მიმართ ჭეშმარიტებისათა.   

ჰოი, უძლეველო მეოხო და შესავედრებელო ნათესავისა ჩუენისაო, ყოვლადუბიწოო ღმრთისმშობელო, შუამდგომელ გვექმენ ძისა მიმართ შენისა, რაითა არა განგვაშოროს წყალობაი თვისი, არამედ მოგვიტევოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ურთიერთარს ბრძოლანი, ღალატი, შური და მტერობანი, საშოსა შინა ჩვილთა კლვანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი და დაფარულ-გვყოს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი გმადლობდეთ შენ, ვითარცა ზეციერსა მფარველსა და ხელისაღმპყრობელსა ერისა ჩუენისასა, და დაუცხრომელად უგალობდეთ მას თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.     

სავედრებელი ლოცვაი II

ჰოი. სასოებაო და მეოხო ჩუენო, ყოვლადწმიდაო მარიამ ღმრთისმშობელო, შენისა საღმრთოისა საფარველისა მომართ მოლტოლვილნი ერთობითა გევედრებით: თანა-ლმობითა მოგვხედენ წილხვდომილთა ამათ შენთა და გამოაჩინე ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, დაგვიფარენ ჩუენ ყოველთა სნეულებათაგან სულთა და ხორცთაისა, იწროებათაგან სოფლისაითა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან, მოგუმადლენ ჩუენ სიწმიდეი ცხორებისაი და მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მამულისა და მოყუასისაი, სიმტკიცეი სარწმუნოებისაი და ახოვანებაი სულთა და გონებათაი, წინააღდგომად ყოველთა მტერთასა, ხორციელთა და უხორცოთა, რაითა არა გვეუფლოს წარმწყმედელი სული ამა საუკუნისაი, არამედ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა სათნო-ვეყოფოდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.     

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).  

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა ნონა ნამგალაძემ

რედაქტორი თინათინ მჭედლიშვილი

 

 

Categories
დაუჯდომელი

დაუჯდომელი საგალობელი ქუაბთახევისა მონასტერსა შინა წამებულთა წმიდათა დედათა და მამათა

დაუჯდომელი ქუაბთახევისა შინა წამებულთა დედათა და მამათა 

 

 

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულთა დედათა და მამათა, ვითარცა ეკლესიისა შეურყეველთა გოდოლთა და გევედრებით: მადლითა მით, რომელ გაქუთ წინაშე ღმრთისა, შეგვეწიეთ წინაშე მისსა, აღაგზოს გულთა შინა ჩუენთა ცეცხლი საღმრთოისა მოშურნეობისაი და მოგუანიჭოს სული სიწმიდისა და კაცთმოყუარებისაი, რაითა ღირსებითა და სიმართლითა ვმსახურებდეთ ეკლესიასა და ერსა ჩუენსა, და ღირს ვიქმნეთ გალობად თქუენდა: გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

იკოსი 1

ზეცისა ძალთა მოშურნე იქმენით რაი სიყუარულსა შინა ქრისტეის ღმრთისასა, ერთობითა დასთხიეთ წმიდაი სისხლი თქუენი სარწმუნოებისათვის მისისა და მოაგანიჭათ მადლი შეწევნისაი და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა გვითხოვეთ მისგან შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა ურიცხუთა მტერთა ზედა და მშვიდობაი ყოველთა მორწმუნეთა, რაითა საწუთოი ცხორებაი კეთილად განვვლოთ და გნატრიდეთ წადიერად:

გიხაროდენ, მამათა და დედათა ერთობაო, სულისა მიერ წმიდისა შეერთებულნო;

გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებითა განმტკიცებულნო;

გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოხურვებულნო;

გიხაროდენ, ხორცითა განკაფულნო და სულითა განბრწყინვებულნო;

გიხაროდენ, მოწამეობისა გვირგვინითა განშუენებულნო;

გიხაროდენ, ცუარითა მით საღმრთოითა მორწმუნეთა განმაგრილებელნო;

გიხაროდენ, სულთა არა წმიდათა განმდევნელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 2

ბრძოდა რაი თემურ ლენგი ქრისტეისმოყუარეთა ერთა, აღაოხრა ქართლი და მეფეი ბაგრატ სახლეულით წარიყვანა რაი შირვანსა, აიძულებდა დატევებასა სჯულისასა, და რეცა გარდადგა რაი სარწმუნოებისაგან, მოიმადლა მძლავრი იგი, და მისცა სპაი დიდი მოსაქცეველად ქართველთა, გარნა მეფემან ფარულად მოუწოდა ძესა თვისსა ლაშქრითა, და სრულიად აღსწყვიდნეს რაი უსჯულონი მახვილითა, მადლსა და დიდებასა შესწირვიდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

მაშინ განძვინდა მძლავრი იგი უსჯულოი, და კუალად აღაოხრა რაი ქალაქნი და სოფელნი ქართლისანი, შეუხდა მონასტერსა მას ქუაბთახევსა, სადაცა შეფარებულ იყუნეს მრავალი ერი გარემო სოფელთაგან და თვით მონასტრისა მოწესენიცა სამღდელოთა და სხუათა მონაზონთა თანა, და მახვილითა აღსპობდენ რაი მოუძლურებულთა და მხცოვანთა, სხუანიცა ხედვიდით სიკუდილსა მათსა მიუთხრობელსა, და განემზადენით დათმენად წამებისა და ტანჯვისა, ამისთვისცა გიგალობთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, უშიშარნო მხედარნო ქრისტეს ღმრთისანო;

გიხაროდენ, მნათობნო ქუეყანისა და სარწმუნოებისანო;

გიხაროდენ, საღმრთონო სუეტნო მართლმადიდებლობისანო;

გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულნო ვაზნო ქრისტეს ვენახისანო;

გიხაროდენ, დაუჭნობელნო ყუავილნო საცნაურისა სამოთხისანო;

გიხაროდენ, ნაკადულნო მრავალ-ბევრნო, ერთისა დაბეჭდულისა წყაროისანო;

გიხაროდენ, წარუტყუეველნო ბჭენო ივერიისანო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 3

შესრულთა წმიდასა მას სამკვიდრებელსა ღმრთისასა, შეაგინეს ტაძარი იგი ყოვლადწმიდისა დედისაი უღმრთოთა მათ მარბიელთა და განიტაცნეს რაი ყოველნი ჭურჭელნი და სიმდიდრეი სავანისაი, აღამაღლნეს ყოვლად ბილწნი იგი ხელნი მათნი, დათხევად სისხლთა წმიდათასა, არცაღა დასცხრებოდენ რაი ლოცვად და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 3

იხილეს რაი ახოვანებაი თქუენი, აღბორგდენ ბარბაროზნი და ურიდად შეგერინეს, ვითარცა მგელნი ბოროტნი არვეთა კრავისათა, და გცემდენ რაი მახვილითა და ლახურითა, მოგწყვიდეს სახელისათვის ქრისტეისისა და სისხლი თქუენი უბრალოი შეიწირა წინაშე ღმრთისა, ვითარცა იგი სისხლი აბელ მართლისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, დასცეს წინააღმდგომნი ქრისტეანობისაი, რაითა ყოველთა მართლმორწმუნეთა კეთილად განგვემარჯვოს და ღირს ვიქმნეთ გალობად თქვენდა:

გიხაროდენ, ქრისტეის საკრველითა ერთ-ზრახვად შეკრულნო;

გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულნო;

გიხაროდენ, სისხლ-დალტობილითა სამოსლითა შემოსილნო;

გიხაროდენ, ლახვართა მიერ უწყალოდ დაგმერილნო;

გიხაროდენ, მსგავსად სამსხუერპლოთა ზუარაკთა დაკლულნო;

გიხაროდენ, სისხლთა ნაკადულთა ურთიერთსა აღრეულნო;

გიხაროდენ, უსჯულოთაგან უწყალოდ აღსრულებულნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 4

დაჰშურენ რაი კლვისაგან და შეკრვისაგან ტყუეთაისა, მოიცალეს მტარვალთა და კიცხევდენ რაი სამღდელოთა კაცთა, მონაზონთა და მოწესეთა, შეასხნეს ეჟვანნი და აიძულებდენ რაი ხლდომად და როკუად, სიცილითა უწესოითა განცხრებოდენ და იშუებდენ დამდაბლებითა მათითა, ხოლო იგინი ცრემლითა და ვაებითა გოდებდენ „ვაი ჩუენდა, მონაზონთა“, და არა დასცხრებოდენ დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 4

განძღეს რაი ბარბაროსნი ქრისტეანეთა სისხლითა, გაუწყეს ბრძანებაი უკეთურისა თემურისაი: „ვინაიცა არა უარყოფთ ქრისტესა, ცეცხლითა დაგწვავთ ეკლესიასა შინა“, გარნა თქუენ შეურაცხყვეთ შინებაი მძლავრისაი, და მიუგეთ კადნიერად: „მოცემულ ვართ ხელთა თქუენთა ცოდუათათვის ჩუენთა, და ვიხარებთ, რამეთუ მოვიღებთ უხრწნელსა გვირგვინსა საუკუნოისა ცხორებისასა“, და მადლსა მას დათმენისასა ითხოვდით ღმრთისაგან, მას ევედრეთ აწ, მოთმინებაი და მშვიდობაი სულისაი მოგუმადლოს შემსხმელთა თქუენთა:

გიხაროდენ, წმიდანო დედანო და მამანო, ქრისტეის ღმრთად აღმსაარებელნო;

გიხაროდენ, საღმრთოთა მცნებათა გულსა შინა დამდებელნო;

გიხაროდენ, სჯულისა დატევებისა არცაღა თავსმდებელნო;

გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველნო;

გიხაროდენ, გუელისა ამპარტავნებისა დამთრგუნველნო;

გიხაროდენ, სანთელნო, გონიერთა განმანათლებელნო და უგუნურთა დამწველნო;

გიხაროდენ, მოსავთა თქუენთა განსაცდელთაგან დამხსნელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 5

ჰოი, საკვირველი ეგე მხნეობაი თქუენი, ღუაწლისა მძლენო მოწამენო, რამეთუ გული გითქმიდათ რაი სასუფეველისათვის ქრისტეისა, სჯულისდებასა მას ცრუისასა არა შეიწყნარებდით და უშიშითა გონებითა ღაღადებდით: `ვერარამან განგვაშოროს ჩუენ სიყუარულსა ქრისტეის ღმრთისა ჩუენისასა: ჭირმან, იწროებამან, დევნამან და სიყმილმან, და ვერცაღა შიშლოებამან, ურვამან, და მახვილმან~, და არა დასცხრებოდით დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 5

ვერღა დაითმენდენ რაი კადნიერსა სიტყუასა თქუენსა უსჯულონი, განძვინებულნი მიგათრევდენ ტაძარსა და ეტყოდით ურთიერთას: „დავითმინოთ ერთ-გზის საშინელი სიკუდილი და მოვიღოთ უკუდავებაი დაუსრულებელი მაცხოვრისა ჩუენისა თანა“, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, მოგუმადლოს გულისხმისყოფაი კეთილისა და ბოროტისაი, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და ღირს ვიქმნეთ შეწირვად თქუენდა გალობისა:

გიხაროდენ, საყუარელნო მამისანო, და მეგობარნო და მონანო ქრისტეის, ძისა ღმრთისანო;

გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალენო წინამბრძოლნო ჭეშმარიტებისანო;

გიხაროდენ, გონიერნო ანდამატნო მოთმინებისანო;

გიხაროდენ, ყოვლად შეუძრველნო სუეტნო სიმხნისანო;

გიხაროდენ, მტვირთველნო ერთისა მის მძვინვარისა განსაცდელისანო;

გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელნო მძლავრთა უღმრთოებისანო;

გიხაროდენ, დიდებულნო სამკაულნო ზეციერისა და ქუეყნიერისა ეკლესიისანო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 6

მაშინ იწყეს რაი უსჯულოთა მათ მოზიდვაი შეშათაი, და მიყრად გარემო და შინაგან ბჭეთა ეკლესიისა, შეგყარნეს მუნ ბანაკი ეგე რჩეული, ერი ქრისტეს მოსახელეი, ვითარცა ოქროი გამოცდად ბრძმედსა შინა, ხოლო თქუენ ერთობითა ღაღადებდით: „ჩუენ ქრისტეანენი ვართ და ქადებათა და სატანჯველთა თქუენთა არა გვეშინის, მსახურნო ეშმაკისანო“, და ხელ-განპყრობითა უფალსა უგალობდით: ალილუია.

იკოსი 6

იხილეთ რაი თავნი თვისნი, ნეტარნო, ვითარცა კრებაი სამღდელოი, შორის ეკლესიისა შეკრებული, ღაღადებდით: „შევიდეთ სახლსა შენსა, თაყუანის-ვჰსცეთ ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო, გვიძეღუ ჩუენ სიმართლითა შენითა და მტერთა ჩუენთათვის წარმართე გზაი ჩუენი წინაშე შენსა“, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, დაგვიფაროს ზედა-დასხმისაგან მტერისა და საცთურისაგან ეშმაკისა, რაითა უვნებელად დაცულნი გიგალობდეთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა სიმხნითა აღმღებელნო;

გიხარდენ, სასოებისა თქუენისა მისა მიმართ დამდებელნო;

გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმხდელო;

გიხაროდენ, უღმრთოისა მოძღურებისა სიტყუათა თქუენთა შურდულითა განმთხეველნო;

გიხაროდენ, არა-ცხოველისა და ნელტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელნო;

გიხაროდენ, უსჯულოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტეანეთა სულიერად განმამტკიცებელნო;

გიხაროდენ, სენთა და უძლურებათა განმდევნელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 7

წინა-მდებარეთა მათ საშინელთა სატანჯუელთა ხედევდით რაი, უპატიოსნესი ეგე შეკრებულებაი, არად შერაცხდით და მაგინებელთა და შეურაცხის-მყოფელთა ღმრთისათა ესრეთ მიუგებდით: „აჰა, მოტყინარენი ცეცხლითა ღმრთეებისათა მზა ვართ შეწირვად ყოვლად დასაწუელად, რაითა ალმან სიმაღლედ აღსრულმან აღგვიტაცოს წინაშე საღმრთოისა საკურთხეველისა“, და დიდებასა აღავლენდით წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 7

სიმრავლეი ეგე ტარიგთა სიტყვიერთა, მდგომარენი საკურთხეველსა ზედა სამსხუერპლოსა, ესრეთ ეტყოდით ბოროტ-მსახურთა: „აჰა, აღანთენით ხორცნი ჩუენნი, რაითა ცეცხლითა საღმრთოითა მნთებარენი სულნი ჩუენნი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდენ სასუფეველსა შინა ზეციერისა მამისასა, და სახილველ ვიქმნეთ ყოველთა ანგელოსთა და კაცთა“, ამისთვისცა გიგალობთ თქუენ, მარტვილნო სანატრელნო, და მოგიძღუნით საგალობელსა ამას ძლევისასა:

გიხაროდენ, ღმრთისმსახურნო და ერისკაცნო, ყოვლითა სულითა და გულითა იესუ ქრისტეს შემყუარებელო;

გიხაროდენ, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეერთებულნო;

გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველნო;

გიხაროდენ, საჭურველითა სიტყუათა თქუენთაისა მტანჯველთა მომწყულელნო;

გიხაროდენ, უსასყიდლოისა მარგარიტისა მომვაჭრებელნო;

გიხაროდენ, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლ-შემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო;

გიხაროდენ, ქრისტეს ნებისმყოფელთა მეოხნო და შესავედრებელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 8

ხედვიდენ რაი უშიშობასა თქუენსა, ნეტარნო, და ესმათ რაი ლოცვაი მხურვალეი, აღაგზეს ბარბაროსთა შეშაი, და ალი და კუამლი სიმაღლედ აღვიდოდა, და ღმრთისმსახურნი ეგე და მონანი უფლისანი, ევედრებოდით მას ცოდვათა ლხინებასა და წარმართებასა ღუაწლისა თქუენისასა, და ვითარცა ყრმანი იგი სახმილსა შინა, ღაღადებდით: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხეი, უფალსა უგალობდით და ზესთა აღმაღლებდით მას უკუნისამდე“: ალილუია.

იკოსი 8

ცეცხლი აღუდვეს რაი სახლსა მას ღმრთისასა უსჯულოთა, აღიხილნეთ წმიდათა მათ თუალნი ზეცად მიმართ და სიმხნითა მოითმენდით რაი სატანჯველთა მათ, ილოცევდით და იტყოდით: „მაცხოვარო და მხსნელო ჩუენო, უფალო, შეგვიწყალენ და წარმართე სრბაი ესე ჩუენი, და მიითუალენ სულნი ხელთა შინა შენთა“, მას ევედრეთ, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს ყოველთა შემსხმელთა თქუენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, ასპარეზსა ვნებისასა ახოვნად წარდგომილნო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელნო;

გიხაროდენ, ახოვანებითა გონებისაითა მისთვის სიკუდილისა თავსმდებელნო;

გიხაროდენ, სულისა თქუენისა უშფოთველად ღმრთისადმი გარდამცემელნო;

გიხაროდენ, ზეგარდამოითა მადლითა უმეცართა განმაბრძნობელნო;

გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა წარუალისა ნათლისა მომღებელნო;

გიხაროდენ, ჩუენ მიერ სანატრელნო და კურთხევითა სახსენებელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

ქვაკონდაკი 9

უწყალოდ დაგწუეს რაი ტაძარსა შინა სიმრავლეი ეგე ღუაწლისა მძლეთაი, უფროის გამოაჩინა ძალი თვისი ყოვლად ძლიერმან ღმერთმან, და პატივ-გცათ თვისთა მარტვილთა, ვითარმედ იატაკთა ზედა გამოიწერნეს და დაიბეჭდნეს რაი ხატნი ასოთა თქუენთანი, ნეტარნო, ვიდრე აქამომდე მდუმარედ ჰქადაგებენ ძლევისმოყუარებასა თქუენსა, ხოლო ჩუენ – მხილველნი ამისნი ხმამაღლად ვჰქადაგებთ ქრისტეს ღმრთისათვის შეწირვასა თქუენსა, და ვადიდებთ ღმერთსა, განმადიდებელსა თქუენსა: ალილუია.

იკოსი 9

უგანწმედილეს იქმნენ გუამნი თქუენნი ცეცხლითა, და აღიკუამლა და კეთილად მითუალულ იქმნენ რაი უფლისა მიერ, ვითარცა შესაწირავი დიდი, მსხუერპლი ეგე სათნო-იყო ღმერთმან, და დაადგა რაი ნათელი, აღივსო ეკლესიაი იგი სუნნელებითა უხრწნელითა, და მიერითგან ადგილი იგი წამებისა თქუენისაი მარადის აღმოაცენებს მადლსა და კურნებასა, ამისთვისცა ტაძრად თქუენდა მოვისწრაფვით და ხატსა თქუენსა შევრდომილნი მოგართუმევთ ხმასა საღმრთოისა ქებისასა:

გიხაროდენ, მთავარნო ჩინებულნო, აზნაურნო, და გლახაკნო, სულითა ღმრთისაითა საწუთოისა მძლეველნო;

გიხაროდენ, თანა-მოწამენო, უკვდავისა ცხორებისა მომგებელნო;

გიხაროდენ, ბელიარისა ზრახვათა მომსრველნო;

გიხაროდენ, სისხლთა მდინარითა ეკლესიასა მომრწყველნო;

გიხაროდენ, ერისა ჩუენისათვის ზღუდედ მონიჭებულნო;

გიხაროდენ, ნათესავსაცა ამას ქართველთასა აღმატებულითა სიხარულითა აღმამაღლებელნო;

გიხაროდენ, მსახურნო და თაყუანისმცემელნო ღმრთისანო,  გონებათა ჩუენთა ზეცად აღმყუანებელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 10

სულთა თქუენთა, ცეცხლითა საღმრთოითა აღგზებულთა, ვერცაღა შეეხო რაი საცთური უღმრთოებისა და ქრისტეისგან განდგომისაი, რომელნიმე იყუენით ეპისკოპოს, მღდელ, და დიაკონ, და რომელნიმე ბერ და მონაზონ, და რომელნიმე მსახურ ეკლესიისა, და თავთა თვისთა შესწირვიდით რაი საკურთხეველსა ზედა ცეცხლისასა, წინაშე ქრისტეის ღმრთისა, გვირგვინითა ძლევისაითა შეგამკოთ, და მარადის აქებთ მას სასუფეველსა შინა: ალილუია.

იკოსი 10

ეჰა, ვითარ დიდ-არს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენეთ ხორცთა შინა მყოფთა, ვითარცა უხორცოთა, რამეთუ ცეცხლი იგი ხორცთა განმლეველი, აღიყვანებდა სულთა თქუენთა დიდებითა მათ თანა, რომელნი „სულად და ალად შეიქმნეს ცეცხლისა“, და წმიდასა შინა ეკლესიასა შეწირვითა დაიდგინნეთ პირმშოსა შინა ეკლესიასა, აღწერილსა ცათა შინა ღმრთისაგან, აწ ჩუენცა გვიოხეთ წინაშე მისა, რაითა გარე-წარგვხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მოსავთა თქუენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, მნათობნო დაუვალნო, სასუფეველსა შინა ზეცისასა უნათლეს მზისა გამობრწყინებულნო;

გიხაროდენ, მძლეთა უმძლესად გამოჩინებულნო, შვილთა ეკლესიისათა განმამტკიცებელნო;

გიხაროდენ, უღმერთოებითა დაბრმობილთა გულისხმისმყოფელნო;

გიხაროდენ, ნაყოფითა სიმხნეთა თქუენთაისა მორწმუნეთა განმამხნობელნო;

გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელნო;

გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა ეკლესიისა განმაბრწყინვებელნო;

გიხაროდენ, მნათობნო განმანათლებელნო ქართლისანო, უღმრთოებისა წყუდიადისა განამაცისკრებელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 11

კურთხეულ არს მეუფეეი, რომელმან ღირს გყვნა თქუენ მოწამეთა დასთა შეერთებასა და მსგავსად მათსა პატივ გცნა რაი თქუენ გვირგვინითა ღვაწლთაისა, აწ სუფევთ დაუსრულებელსა კეთილსა, და ხსენებაი თქუენი ახარებს რაი გულთა ჩუენთა, ნეტარნო მამანო და დედანო ჩუენნო, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა თქუენსა, რაითა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა და ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

განჩინებითა მით ყოვლად უწყალოისა მის თემურისა, ურჩნი ბრძანებულებისა მისისანი დაგწვეს რაი ეკლესიასა შინა, მიცვალებასა მას თქუენსა ხორცთაგან ზეცად, მძლედ გამოსჩნდით წინაშე ღმრთისა, მას ევედრეთ, რაითა განაქარვოს და განსდევოს ხდომაი და მძლავრებაი ყოველთა მტერთა და ორგულთა ჩუენთა, რომელნი მცბიერებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და სულთა და ხორცთა კურნებაი მოგვმადლოს ქებით შემსხმელთა თქუენთა:

გიხაროდენ, ჯუარცმულისა ძალითა კეთილად აღჭურვილნო;

გიხაროდენ, უშიშარნო მხედარნო ქრისტეს ღმრთისანო, ურწმუნოთა მტერთა მძლეველნო;

გიხაროდენ, პირველ ვნებულთა მოწამეთა ბაძვითა, ქორწილსა მას სიძისა შუენიერისა და უკუდავისასა მიწევნულნო;

გიხაროდენ, დედანო და დანო ჩუენნო, ღუაწლსა მას მამაკაცებრ ახოვნად შებმულნო;

გიხაროდენ, ცხოვარნო პირმეტყუელნო ქრისტეის წმიდისა სამწყსოისანო, ახლისა აღთქუმისა ეკლესიისა შემამკობელნო;

გიხაროდენ, ზეცისა ქალაქისა მოქალაქენო, უგუნურთა შემწირველთა მიერ თქუენთა მახვილითა და ცეცხლითა უმეტეის ალისა განბრწყინვებულნო;

გიხაროდენ, ღუაწლთა თქუენთა ელვარებითა მარტვილთმოყუარეთა გულთა განმაცისკრებელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 12

ასპარეზსა მას ღუაწლისასა ერთად შეგკრიბნათ ღმერთმან, ვიეთნიმე ყრმაი, და ჭაბუკ, და ვიეთნიმე მხცოვან და ბერ, და რომელნიმე უხუცეს და მოგანიჭათ რაი გვირგვინი იგი ზეცისაი, აჰა, აწ ჩუენცა მეცნიერ ვართ ყოველნი ღუაწლსა მას თქუენსა, მარტვილნო, და გევედრებით: თანამბრძოლ გუექმენით წინააღდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა, რაითა ქუეყანასა ზედა ღირს ვიქმნნეთ მშვიდობისა და ზეცათა შინა ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო წარხოცვად ღუაწლთა თქუენთა, ჰოი, ქუაბთახეველნო მოწამენო, უფლისა მიერ ერთობითა მიებოძნეთ რაი ივერიელთა, ვითარცა სულთა და ხორცთა მკურნალნი და შემწენი ჭირთა და განსაცდელთა შინა, და აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი,  შეგვეწიეთ წინაშე ღმრთისა, ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი, რაითა არა განვუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და ღირს ვიქმნეთ შეწირვად თქუენდა გალობისა:

გიხაროდენ, ქრისტეისთვის პყრობილნო ყრმანო, ჭაბუკნო და  მხცოვანნო, ქრისტეის ჰასაკსა მიწევნულნო;

გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის სულისა თვისისა დამდებელნო;

გიხაროდენ, საჭურუელითა სულისაითა ცრუ-სჯულისდებისა მძლეველნო;

გიხაროდენ, უხრწნელებითა შემოსილნო, სხურებითა სისხლთა თქუენთაითა საცთურისა ნაკვერცხალთა დამშრეტელნო;

გიხაროდენ, გუნდო პატიოსანო, ღუაწლითა თქუენითა ზეცისა ძალთა განმაკვირვებელნო;

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სასანთლენო, ქრისტეს დიდებისა განმაბრწყინებელნო;

გიხაროდენ, კურნებათა მდინარედ და სასწაულთა საუნჯედ ივერიელთათვის მონიჭებულნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 13

ჰოი, ქრისტეისთვის თავდადებულნო ქვაბთახეველნო მოწამენო, ყოვლად უძლეველნო, მიითუალეთ აწ უღირსი ესე გალობანი ჩუენნი და ვითარცა გაქუთ კადნიერებანი ღმრთისა მიმართ, ხსნაი უხილავთა და ხილულთა მტერთაგან გვითხოვეთ და დამკვიდრებაი სასუფეველსა მისსა, რაითა საუკუნოთა მათ სატანჯველთაგან ხსნილნი მარადის ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

იკოსი 1

ზეცისა ძალთა მოშურნე იქმენით რაი სიყუარულსა შინა ქრისტეის ღმრთისასა, ერთობითა დასთხიეთ წმიდაი სისხლი თქუენი სარწმუნოებისათვის მისისა და მოაგანიჭათ მადლი შეწევნისაი და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა გვითხოვეთ მისგან შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა ურიცხუთა მტერთა ზედა და მშვიდობაი ყოველთა მორწმუნეთა, რაითა საწუთოი ცხორებაი კეთილად განვვლოთ და გნატრიდეთ წადიერად:

გიხაროდენ, მამათა და დედათა ერთობაო, სულისა მიერ წმიდისა შეერთებულნო;

გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებითა განმტკიცებულნო;

გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოხურვებულნო;

გიხაროდენ, ხორცითა განკაფულნო და სულითა განბრწყინვებულნო;

გიხაროდენ, მოწამეობისა გვირგვინითა განშუენებულნო;

გიხაროდენ, ცუარითა მით საღმრთოითა მორწმუნეთა განმაგრილებელნო;

გიხაროდენ, სულთა არა წმიდათა განმდევნელნო;

გიხაროდენ, მსწაფლ-შემწენო და მეოხნო ჩუენნო, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო!

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულთა დედათა და მამათა, ვითარცა ეკლესიისა შეურყეველთა გოდოლთა და გევედრებით: მადლითა მით, რომელ გაქუთ წინაშე ღმრთისა, შეგვეწიეთ წინაშე მისსა, აღაგზოს გულთა შინა ჩუენთა ცეცხლი საღმრთოისა მოშურნეობისაი და მოგუანიჭოს სული სიწმიდისა და კაცთმოყუარებისაი, რაითა ღირსებითა და სიმართლითა ვმსახურებდეთ ეკლესიასა და ერსა ჩუენსა, და ღირს ვიქმნეთ გალობად თქუენდა: გიხაროდენ, წმიდანო ქვაბთახეველნო მოწამენო, ქრისტეისთვის სისხლისა დამთხეველნო!

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ეკლესიისა ჩუენისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო – დედანო და მამანო, ყრმანო, ჭაბუკნო და მხცოვანნო, და მთავარნო ჩინებულნო, აზნაურნო, და გლახაკნო, მარტვილობისა გვირგვინითა განშუენებულნო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, ყოვლად ნეტარნო ქვაბთახეველნო მოწამენო!

ჰოი, სულისა წმიდითა განრწყინებულნო და პატივისმცემელთა თქუენთა მსწრაფლ-შემწენო, ქვაბთახეველნო მოწამენო, მოგვიხსენეთ წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისა ჩუენისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიეთ, სანატრელნო, რაითა წყალობითა მოჰხედოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღგვავსოს მაცხოვნებელითა მღვიძარებითა და კუალად აღგვიდგინოს  საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სიმართლისა სიყუარული და მხნეობაი სულისაი; განაძლიეროს მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. განანათლეოს ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი დაიცვას პატიოსნითა მეოხებითა თქუენითა.

ჰოი, კრებულო საღმრთოო, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეერთებულნო ქვაბთახეველნო მოწამენო, იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა და გვიხსნას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სენისა და სიკუდილისაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და მარადის შენთანა უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა ქვაბთახეველთა მოწამეთა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭდლიშვილმა

 

23rd of April. Holy Martyrs Of Kvabtakhevi Monastery (†1386)

 

 

Categories
დაუჯდომელი მსახურებანი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა, კეთილმსახურისა მეფისა თამარისი

თამარ მეფის დაუჯდომელი საგალობელი

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე ღმერთო…

კონდაკი 1

დიდებულებაი შენი ვინ მიუთხრნეს, ჰოი, საკვირველ-მაღალო ხელმწიფეო, რამეთუ უფროის გონებისა ჩუენისა აღმაღლდა ქებაი სათნოებათა შენთაი, და ურიცხვთა განსაცდელთა მიერ შეიწრებულნი მოვივლტით რაი წმიდისა ხატისა მომართ შენისა, აღგძრავთ შენ ღმრთისა მიმართ მწედ და შუამდგომელად, რაითა მოგუმადლოს ძლევაი ყოველთა საცთურთა ზედა და ღირს გვყოს გალობად შენდა: გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

იკოსი 1

ეჰა, ვითარი დიდებულებაი შეგძინა შენ სიმხნემან, სანატრელო, რამეთუ მაუწყებელ-არს მოღუაწებათა შენთა დიდებული ვარძია და ხმა მაღლად ჰქადაგებს მეტეხი და ბეთანია ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და სიქუელისა შენისა გულსმოდგინედ მომთხრობელნი აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, იესეს ნერგო, მორჩო დავითისაო;

გიხაროდენ, ხატო დედათა კდემამოსილებისაო;

გიხაროდენ, აღმოყუავილებულო რტოო სიწმიდისაო;

გიხაროდენ, დიდებაო ქუეყანისაო და სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიყუარულისაო;

გიხაროდენ, საღმრთოო საყვირო მართლმადიდებლობისაო;

გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;

გიხაროდენ, წინამძღოლო და ჯუარისმტვირთველო ერისა შენისაო და შემწეო მესიისაო;

გიხაროდენ, ზღუდეო და სიმტკიცეო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;

გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო ივერიისაო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 2

სამარადისოდ დაჰნერგე რაი გულსა შინა შენსა შიში და სიყუარული ღმრთისაი, შეიმოსე მოწყალებაი, სიმშვიდეი და კრძალულებაი, და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა, აწცა მათ თანა ევედრე ღმერთსა, სათნო იჩინოს აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა ურთიერთასისა სიყუარულითა და სიბრძნითა საღმრთოითა, რაითა კნინისა ამის ცხორებისა ჩუენისა გზაი კეთილად განვვლოთ, და მარადის ვაქებდეთ ქრისტესა, მაცხოვარსა  და მხსნელსა ჩუენსა: ალილუია.

იკოსი 2

სიწმიდეი შენი საღმრთოი და გონებისა სიწრფოებაი იხილა რაი დაფარულთა მეცნიერმან, გცხო შენ საცხებელი სიხარულისაი და თვით-მპყრობელად ივერიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დაგადგინა, ხოლო შენ ძლევანი ყოვლად-დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ და სამწყსოი იგი, რომელი გერწმუნა, კეთილ-მორწმუნებასა ზედა დაამყარე, ეგრეთვე აწ ერი ჩუენი სიმხნით განაძლიერე და გზაი იგი ჩუენი სამეუფოი კეთილად წარგვიმართე, რაითა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა და დაუცხრომელად გაქებდეთ:

გიხაროდენ, ძირთაგან ღმრთისმსახურთა აღმომორჩებულო;

გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და სიტურფითა და შუენიერებითა აღმატებულო;

გიხაროდენ, სამშობლოისა ქუეყანისა სიყურულითა აღგზებულო;

გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სამეუფოითა ზეთითა ცხებულო;

გიხაროდენ, მოწყალებითა განწმედილო და გულის სიტყვითა განათლებულო;

გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, ცხორებითა სათნოითა და სიბრძნითა საღმრთოითა განსრულებულო;

გიხაროდენ, ღმრთისმშობლის წილხვედრი ერისა მწყსად და მფლობელად მოვლინებულო;

გიხაროდენ, დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკულო;

გიხაროდენ, მამულისა ვენახისა კურთხეულისა მუშაკო დაუცხრომელო და უფლისა მიერ სუე-ამაღლებულო;

გიხაროდენ, თარგამოსიანთა მეფედ და წინამძღურად წოდებულო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 3

ანგელოზებრ შუენიერ იყავ ხატითა და სავსეი სიბრძნითა, ჰოი, მეფეო, ქრისტესა შედგომილო, და გონებაი შენი განსწმიდე რაი წვრთითა საღმრთოთა წერილთაითა და ლოცვითა მხურვალითა, ხორცი განკაფე მარხვითა, მღვიძარებითა და ხმელთა ზედა წოლითა, და განჰბრწყინდი სათნოებათა ელვარებითა, აწ აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა და აღგვძრას დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 3

მღვიძარე მწყემსად გამოუჩნდი ერსა შენსა, ჰოი, მეფეთა შორის საკვირველო, და მსწრაფლ შეჰკრიბნე რაი ყოველნი კაცნი სამღდელონი და შჯულისა მეცნიერნი გამოძიებად კეთილისა და განგდებად დრკუისა, წმიდაი კრებაი იგი, ვითარცა დედაკაცმან, დაუტევე კრძალვითა, ხოლო ესმნეს რაი სიტყუანი შენნი ყოვლად სანატრელსა კრებულსა მას მამათასა, განიხარეს ღმრთისმოყუარებითა სულისა შენისაითა, და ქებაი საცნაური შეგასხეს, ვითარცა თანა-შემწესა კრებისასა:

გიხაროდენ, ქართველთა მზეო მრავალ-მნათობო, ცისკრითა კეთილმსახურებისათა ყოველთა განმაცისკრებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა ლამპარო, უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელო;

გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ცრუ სარწმუნოებისა მხნედ განმბასრველო;

გიხაროდენ, ტყვეობისაგან მრავალთა სულთა გამომხსნელო;

გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და გლახაკთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაითა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დამამხობელო და განმთხეველო;

გიხაროდენ, შეცდომილთა გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა მომაქცეველო;

გიხაროდენ, განძვინებულთა მხეცთა გულებისა მომალბობელო;

გიხაროდენ, კაცთმოძულეთა მთავართა და უსამართლოთა მსაჯულთა მამხილებელო და მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;

გიხაროდენ, განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა მსწრაფლ შემწეო და ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 4

ხვიდოდი რაი მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, მოგანიჭა შენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და შენცა სირცხვილითა აღავსენ ორგულნი ერისანი და ყოვლითა უპატიოებითა, ეგრეთცა კადნიერებაი მათი შეჰმუსრე, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და გვიხენ ყოვლისაგან ვნებისა ბოროტთა კაცთაითა, რაითა ყოველთა მართლმორწმუნეთა კეთილად განგუემარჯვოს და ლოცვაი ჩუენი შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 4

ეჰა, ვითარ ჭეშმარიტ საღმრთოი და საკვირველ არიან საქმენი შენნი, ყოვლად ქებულო მეფეო თამარ, რამეთუ ღმრთისმსახურებასა და კრძალულებასა შინა საწუთოი სამეფოი არა დაუტევე განუგებელად, არამედ უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაგე და განაჩინე, და წარემატე რაი დიდებითა და განმარჯუებითა,  ერი შენი, მადლიერი ღმრთისა მიმართ ყოვლად მოწყალისა,   დაუცხრომელად გაქებდა:

გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო, დავითისა ბრწყინვალისა მტილისაო;

გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;

გიხაროდენ, ზეციერითა მადლითა განბრწყინვებულო, თაყუანისმცემელო მესიისაო;

გიხაროდენ, მოუწყვლელად დამცველო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ჭეშმარიტისა მსჯავრისაო;

გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;

გიხაროდენ, საღმრთოო მუშაკო ქრისტეის ვენახისაო;

გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, მახვილო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო;

გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და განმაძლიერებელო ივერიისაო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 5

სიყუარული და სიქველეი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, და განხსენ რაი საუნჯენი მამა-პაპათა შენთანი, ხელ-ჰყავ წყალობაი და შეწყნარებაი, რომელ არა სადა ვის ეხილა, ხოლო განიცადა-რაი ერმან შენმან დედობრივი გულმოწყალებაი შენი, სიცოცხლეშივე განგადიდა და არცაღა დასცხრებოდა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

მოხედნა რაი იესუმ წყალობითა დედისა თვისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, გარდამოგივლინა ძალი, სიმხნეი და მძლეველობაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, ვითარცა დავითს, ღმრთისმოყუარესა პაპასა შენსა, და შენცა ერთგულებისათვის მამულისა და მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა მისებრვე განაქარვე სივერაგეი ორგულთაი და მტერთაი, აწცა ნუ დასცხრები ერისა შენისათვის წინაშე ქრისტეის მხსნელისა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა სიყუარულითა და მშვიდობითა ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;

გიხაროდენ, ერისა შენისა ღირსებისა დამცველო;

გიხაროდენ, მრავალთა ჭირთა ახოვნად დამთმენელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებითა სიცრუვისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა გონებათა დამატკბობელო;

გიხაროდენ, ეშმაკის საცთურისა დამთრგუნველო;

გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთვის ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მანქანებათა მტერისაითა დამხსნელო;

გიხაროდენ, უშჯულოთათვის შიშის ზარისა დამცემელო;

გიხაროდენ, რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 6

ვერ შეგიტყუა შენ საშუებელმან ამის საწუთოისამან, და ვერცა გვირგვინმან და სკიპტრამან დიდებულმან, ვითარ იგი მეფენი მრავალნი, არამედ ზენაისა დიდებისა მოსურნემან, ქუენაიცა ესე დიდებაი უხუებით მიიღე აღთქუმისაებრ უფლისა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად მისსა მიმართ, კუალად მოგუანიჭოს მწყემსი სარწმუნოი და მხნეი, რაითა ჰსწავლიდეს და წარუმართებდეს სჯულდებულსა ერსა, შვილად ღმრთისა გამორჩეულსა, და მსხუერპლსა ქებისასა მარადის შესწირვიდეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

იურვოდეს რაი შობისათვის მემკვიდრისა, არა მიგიშუეს ნებად შენდა, ყოვლად უწადინელი ქორწინებისაი, და გამოირჩიეს რაი მხნეი დავით, მეფეთა გვარისაი, ვითარ იყო ხუედრი და რიგი შარავანდედობისა შენისაი, ღმრთივბრწყინვალესა თავსა შენსა დაგადგეს გვირგვინი პატიოსანი მეუღლეობისაი, ხოლო ერი შენი სიხარულითა განსცხრებოდა, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა, ერთ-ხმობით გიგალობდა:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო საღმრთოთა სამწყსოთაო;

გიხაროდენ, მსგავსად სოლომონისა აღსავსეო სიბრძნითაო;

გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო;

გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო;

გიხაროდენ, სავანეო კეთილთა საქმეთაო;

გიხაროდენ, შემწირველო ეკლესიათაო და კეთილისმყოფელო სამღდელოთაო;

გიხაროდენ, აღმაშენებელო ქსენონთაო და მკურნალო სნეულთაო;

გიხაროდენ, მოწყალეო გლახაკთაო და განმკითხველო ქურივთა და ობოლთაო;

გიხაროდენ, მართლმსაჯულო უღონოთაო და შემწეო უძლურთა ქუე-მდებარეთაო;

გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის-აღმპყრობელო და მეოხო მომწოდებელთა შენთაო;

გიხაროდენ, გვირგვინო და დიდებაო ღმრთისმსახურთა მეფეთაო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 7

ოდეს ჰრულსა შინა იხილე სამოთხისა შუებაი, და ტახტი ბრწყინვალეი, შემკული თუალთაგან მრავალსასყიდლისაითა, მიისწრაფდი დაბრძანებად მას ზედა, გარნა არა მიგიშუა კაცმან ვინმე, ნათელ-მოსილმან და გრქუა: მხევალისა შენისა არს, დედოფალო, რამეთუ სამოსელნი ათორმეტისა მღდლისანი ხელითა თვისითა შესთულა, და გეწადა რაი სულისა ცხონებაი, ესრეთვე აღასრულე შენცა, და მოიხუენ რაი ზეცისა იგი უხრწნელნი სამოსელნი, კრებულსა თანა წმიდათასა მარადის უღაღადებდ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ იღუაწე, ჰოი, მეფედ ცხებულო დედოფალო, და შენდამი რწმუნებულნი ერნი და სამეფონი გარემოცულთა საფრხეთაგან უშიშად დაიცევ, ხოლო საზღუარნი საქართველოისანი, სპერითგან დარუბანდამდის უფროის განავრცენ, და ტაძარნი და მონასტერნი, არა ხოლოი თუ მამულსა შენსა, არამედ ყოველთა წმიდათა ადგილთა აღაშენე და წყალობითა დიდითა აღავსნე, ამისთვის ნუ განგვაშორებ შეწევნასა შენსა და ერი ჩუენი, ქრისტეის მოსახელეი, ძალითა მისითა დაიფარე, რაითა უვნებელად დაცულნი დაუცხრომელად გაქებდეთ:

გიხაროდენ, ხუცესთა და უპოვართა გამომზრდელო;

გიხაროდენ, დიდებულისა ანჩისხატისა განმაშუენებელო;

გიხაროდენ, ბნელთა შინა დაშთომილთა სულთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა საცთურისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ქედფიცხელთა და გონებაურჩთა განმსწავლელო;

გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;

გიხაროდენ, მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;

გიხაროდენ, მტერთა ძვირის-ზრახვისა განმდევნელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 8

ღმრთივკურთხეული მეფობაი შენი შეამკევ კეთილითა საქმითა, და ცხორებაი შენი განაშუენენ რაი მოთმინებითა და სიმდაბლითა, დაადგა ღმერთმან თავსა შენსა გვირგვინი დიდებისაი და განამტკიცა კეთილდღეობაი ერისა შენისაი, ეგრეთვე აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაი და მოგუანიჭე შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა დღითი დღე ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და ვაქებდეთ ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 8

დაცემულებაი უპოვარებისაი და შიმშილითა მოყმობაი მსწრაფლ ეწია ალექსი კეისარსა, დაივიწყა რაი შიში ღმრთისაი და შენ მიერ ნაბოძები დიდძალი საფასეი წარსტაცნა მონაზონთა შავისა მთისასა, მაშინ სამართლად აღიძარ გულისწრომითა წყალობისმოყუარეი და  წარუგზავნე რაი უმეტესი განძი მოწესეთა, წარუღე ტრაპიზუნტი და ლაზია ანგარსა კეისარსა, და მიანიჭე ალექსი კომნენოსსა, ვინაიცა მადლი შესწირა ღმერთსა, მოსცა რაი ეგევითარი შემწეი, და გნატრიდა, ვითარცა მეფესა სამართლისმოყუარესა:

გიხაროდენ, აბრაჰამის უცხოთმოყუარებისა მიმბაძველო;

გიხაროდენ, ცოდვის მოყუარეთა კაცთათვის თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ფიცხელთა გულთა მომალბობელო;

გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და ღმრთისმოძულეთა მძლეველო;

გიხაროდენ, მხდომთა და განლაღებულთა დამცემელო;

გიხაროდენ, გრძნეულთა უგულისხმოებისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;

გიხაროდენ, უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა შემრისხველო;

გიხაროდენ, სიწმიდისა შემბილწველთა და ქრისტეანობის განმრყვნელთა ზარდამცემო;

გიხაროდენ, ტრაპიზუნტის იმპერიისა დაარსებითა საზღუართა ქუეყანისა შენისაითა დამფარველო;

გიხაროდენ, სამეფოისა შენისა მტერთაგან დამცველო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 9

ვითარცა ღმრთისა მიერ მიენიჭა დავითს ძლევაი საკვირველი დიდგორსა, და შესწირნა ყელსაბამი ოქროისა გელათს, ხახულისა ღმრთისმშობელსა, ეგრეთვე შენ, ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან შამქორსა, წარგზავნე მუნცა დროშაი ხალიფასი და სამკაული ოქროისა, ხელითა შალვა ახალციხელისა, და ღმრთისმშობლისა მიმართ ლოცვისა მიმძღუნელმან, სამადლობელი გალობაი შესწირე ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

არად შერაცხენ შენ ქადებანი უსჯულოისა მის რუქარდინ სულტნისაი და არცა შეშინდი მძლავრთა სიქადულსა, არამედ ლოცვითა მხურვალითა შეჰვედრე სოსლან დავით და სპაი მისი ვარძიის ღმრთისმშობელსა, და წარიხადენ რაი სამოსელი ფერხთანი, ცრემლთა დინებითა წარუძეღ ლაშქარსა ბასიანსა, ხოლო ვიდრემდის მიიწივნეთ, აღხვედ გორაკსა უმაღლესსა და აკურთხევდი დროშასა სვიანსა და ლაშქარსა უებროსა, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა არა მოაკლდეს ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაი ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, და არცაღა დავსცხრებოდეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, უტკბილესითა ბაგითა ცხოველსმყოფელისა წყლისა აღმომადინებელო;

გიხაროდენ, დაცემულთა მეყსეულად აღმადგინებელო;

გიხაროდენ, ბომონთა და კერპთა ძირითურთ აღმომფხურელო;

გიხაროდენ, ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმხოცველო;

გიხაროდენ, ქრისტეისმოყუარისა მხედრობისა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, ერთგულთა შემყუარებელო და ორგულთა დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა ეკლესიათა და მონასტერთა აღმგებელო;

გიხაროდენ, მტერთაგან შეუვალთა და უბრძოლველთა გოდოლთა და ციხე-ქალაქთა აღმმართველო;

გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, ცრემლთა შენთა ნაკადულითა ურიცხუთა მტერთა დამნთქმელო;

გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ბრძოლათა უბრძოლველად დამარღვეველო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 10

ჰოი, ძლიერებაი კაცთმოყუარისა ღმრთისაი, რომელმან წყალობითა მოხედნა მხურვალესა ლოცვასა შენსა და უღმრთონი ბარბაროსნი და ურწმუნონი აგარიანნი დაამდაბლა რაი ქუეშე ფერხთა ქრისტეანეთასა, სამეფოი შენი შეუხებელად დაიცვა მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, და ცრემლითა დალტობილი მადლობასა შესწირვიდი და უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

მარჯუენეი მაღლისაი შემწე გექმნებოდა, მხნეო ხელმწიფეო, და განცხადებულად ყოფდა ძლევათა საკვირველთა შენზედ აღძრულთა მტერთა ზედა, რამეთუ თვით უსჯულოიცა მსახური სულტნისაი ძრწოლითა ღაღადებდა, თუ ვითარ-ყო მთავარანგელოზმან ძლევაი მათ ზედა, და შიში და ზარი სიწმიდეთა შენთაი მიეფინა მეფეთა და მრავალთა ერთა, ვითარცა მძლავრებაი წინააღუდგომელისა ხელმწიფისაი, რომელთა თანა ჩუენცა ლმობიერად შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა მიქაელ მთავარანგელოზისასა, და მოგიძღუნით „გიხაროდენსა“:

გიხაროდენ, ქურივობისა შენისა ანა წინასწარმეტყუელისამებრ კრძალულებითა დამცველო;

გიხაროდენ, მამულისა ტრფიალებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, მამა-პაპათა საქმეთა კეთილად წარმმართებელო;

გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა სპათა ახოვან-მყოფელო და მწყალობელო;

გიხაროდენ, კეთილკრძალულთა დედაკაცთა მაკურთხეველო და ბილწთა და უგუნურთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, წინააღმდგომთა სიბოროტისა წარწყმედელო;

გიხაროდენ, ქრისტეისმოძულეთა აგარიანთა თავ-ზარ-დამცემო და მძლეველო;

გიხაროდენ, დავითისა ძლევისა ბრწყინვალეო აღმადგინებელო;

გიხაროდენ, გორგასლიანურ-დავითიანურისა დროშის უფროის აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, ყოველთა ერთა და ტომთა, შენდამი რწმუნებულთა აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახურელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 11

ესმათ რაი ქართველთა სენთაგან განლეულობაი შენი, ყოვლად ნეტარო, მარადღე ლოცულობდენ ცრემლთა დინებითა, გარნა ფუჭ-იქმნა ყოველთა მკურნალთა ხელოვანებაი, რამეთუ არა ღირს იყო, არა ხოლო თუ საქართველოი ოდენ, არამედ ყოველნი ქუეყანანი მეფობასა შენსა, ამისთვისცა შენ მიერ მადლმოსილსა ნუგეშინისცემასა და შეწევნასა ვსასოებთ და საღმრთოსა ამას გალობასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

წყლულებათა მიერ უკურნებელთა, ვითარცა იობ განიცადე, და მწთოლვარითა ხმითა შემოუწოდე რაი წარჩინებულთა, წინაშე ხატსა უფლისასა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა აკურთხე და ევედრე ყოველთა, რაითა მარადის კეთილთა შინა იყვნენ მახსენებელად შენდა, ხოლო მადლობდი რაი ქრისტესა, შეჰვედრე სამეფოი და სული შენი უბიწოი, და შეერთე რაი ანგელოზთა კრებულსა, ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათს ცრემლთა დინებითა, და ვითარცა კურთხეულსა დედასა ქართველთასა, მოგართვეს სამადლობელი ესე ქებისაი:

გიხაროდენ, თარგამოსიანთა ნათესავისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველო;

გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო და ღმრთისმბრძოლთა სირცხვილეულმყოფელო;

გიხაროდენ, ისმაიტელთა ქედმაღლობისა დამამცრობელო;

გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, წარმავალისა დედოფლობისა წილ, წარუალისა ნათლისა მომღებელო;

გიხაროდენ, წმიდათა თანა სავანე ქმნილო და გვირგვინითა ძლევისაითა შემკობილო;

გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის დამშურალთა მეფეთასა შეერთებულო;

გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;

გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და ცხონებისათვის ჩუენისა მზრუნველო;

გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა სიხარულისა მიმფენელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 12

ვითარცა იხსენ ქუეყანაი შენი და ყოველი მართლმადიდებელი ერი გარემოცულთა განსაცდელთაგან, ეგრეთვე აწ დაამხუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულ-დაწუნებულსა, და ოხითა შენითა გვიხსენ ყოველთა უძლურებათაგან სულიერთა და ხორციელთაისა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ვმსახურებდეთ მამულსა და ერსა, და ვადიდებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.

იკოსი 12

უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და გევედრებით: გარდამოიხილე ზეცით სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა მართლმადიდებელსა, რამეთუ ურიცხუნი მტერნი, მოყუარენი შფოთისანი ჩუენ ზედა აღჰსძრუენ ბრძოლასა დაუმშვიდებელსა, და ვერცაღა ძალ-გვიძს რაი წინა-აღდგომად მათთა, გვიხსენ ყოველთა საფრხეთაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და აღცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ასულო ბაგრატოვანთა სახლისაო, რომელსა გერწმუნა საყდარი დავითისი და ბეჭედი სოლომონისი;

გიხაროდენ, ბუნებითა ტკბილო და მრავალმოწყალეო, რომელმან აღხოცე სიკუდილითა დაშჯაი და ასოთა მოკუეთაი;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა წინამბრძოლო, რომელმან ასწავე ერსა შენსა წესი მეუღლეობისაი და საზომი სიკეთისაი;

გიხაროდენ, სამეფოისა შენისა ანგელოზო, მფარველო, რომელმან შემუსრე მბრძოლნი ერისა ჩუენისანი;

გიხაროდენ, უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, რამეთუ განკვირვებულნი ანგელოზნი იტყოდენ: დაეცა, დაეცა მტერი დედაკაცისაგან და გვირგვინოსან გამოჩნდა მოღუაწეი ქრისტეისი;

გიხაროდენ, სჯულისა შეუგინებლობისათვის დამაშურალო, რომელსა პატიოსანისა მის გვირგვინისა წილ დაგედგა შვიდ-გზის უპატიოსნესი გვირგვინი ზეცისაი;

გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო უძლეველო, რამეთუ შუებასა სამოთხისასა შეერთებული ჰსუფევ ქრისტეის თანა უკუნისამდე;

გიხაროდენ, მეფეთა ბრწყინვალისა დასისა შუენებაო, რამეთუ შემდგომად სიკუდილისაცა ჰნათობ უმცხინვარეს მზისთუალისა;

გიხაროდენ, ღმრთივსულიერო მოღუწეო, რამეთუ სამარხოი შენი საწადელი უჩინო-ყო უფალმან, ვითარცა მოსე წინაისწარმეტყელისა;

გიხაროდენ, სიქადულო ერისა შენისაო, რომელმან ყოველსა ქუეყანასა განსთქვი ხმაი ქართველთა მძლეობისაი;

გიხაროდენ,  ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს ხსენებულო, რამეთუ არა თუმცა ერი შენი, არამედ ქუანიცა ღაღადებენ დიდებასა შენსა;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 13

ჰოი, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო და დედათა შორის უსათნოესო, მეფეო თამარ, მიითუალენ აწ გალობანი ესე ჩუენნი, და კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, ყოველთა განსაცდელთაგან განაგვარინოს, და დაგვიცვას ცოდვათა და უძლურებათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და ზეცათა სასუფეველსა შინა მარადის ღირს ვიქმნეთ დიდებად ღმრთისა: ალილუია.

 

ეს კონდაკი 3-გზის, შემდგომ იკოსი  1  და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღმრთივსათნოითა მეფობითა და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო წმიდაო თამარ! ზესთამბრძოლო ქართველთაო და სიქადულო დედათაო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლ-შემწეო, ოხითა შენითა განმამხიარულებელო მჭმუნვარეთაო და სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთაო!

ჰოი, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ყოვლად სანატრელო მეფეო თამარ! დედობრივისა შენისა გულმოწყალებითა შეგვაწყნარენ შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რაითა უსაზღვროითა მოწყალებითა თვისითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი მისსა მიმართ კუალად განაახლოს და აღგვიდგინოს ცხებული ძირისაგან დავითისა, რომელი ძალითა ჯუარისაითა მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ჭეშმარიტად ახოვანო მოღუაწეო, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო თამარ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა მეოხ-გვეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ,  ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

Categories
დაუჯდომელი პარაკლისები

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა საკვირველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა

პარაკლისი
წმიდისა საკვირველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა,
ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ჴმაჲ 4.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშჳდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლჱ და სიგლახაკითა სიმდიდრჱ, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ქრისტესა -ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სხუაჲ ტროპარი, ჴმაჲ 1

გამოსჩნდი შენ მბრძოლად მწვალებელთა პირველსა შინა კრებასა და საწაულთ-მოქმედ-იქმენ, ღმერთშემოსილო სპირიდონ, მამაო ჩუენო, და მკუდარი, საფლავსა შინა მყოფი, ჴმოვან-ჰყავ და გუელი ოქროდ შესცვალე, და ჟამსა ლოცვათა წართქმისასა ანგელოზნი გმსახურებდეს შენ, წმიდაო, და ესრეთ ღირსად იმყოფებოდი შენ მღდელთმთავრობისა პატივითა, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

წრფელი, მშჳდი და მოწყალე იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, ბრძენ და გონიერ, ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა, ამისთჳსცა გევედრებით: დაჴსენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ჴორცთა სალმობანი შეწევნითა შენითა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დევნულებანი თავს-იდევ სარწმუნოებისათჳს ბილწთა მთავართაგან და ყოველნი მახენი მტერისანი შემუსრენ ძალითა სულისაჲთა, აწ მიჴსენ მე მაჴეთა მათგან მეოხებითა შენითა, ახოვანო, და დამიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამწყსოჲსაგან ცხოვართაჲსა, მსგავსად დავითისა, გამოგიყვანა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მწყემსად პირმეტყუელთა ცხოვართა დაგადგინა, ხოლო ეკლესიამან ტრიმიფუნტისამან, ვითა-რცა საუნჯე მრავალსასყიდლისაჲ, გპოვა შენ და სიხარულითა შეგიწყნარა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაჲთა ჴმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

პირველსა შინა კრებასა მამათასა თანაზიარ იქმენ ნიკოლოზ საკჳრველთმოქმედისა, მსახურო ქრისტჱსო, ღმრთისმეტყუელო სპირიდონ, და სიტყუათა მარტივთა მიერ შემკობილმან დაუსაბამოჲსა მამისა ძჱ ჴმამაღლად ჰქადაგე, თანაარსად და თანასწორად მამისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაჲთა, და ენითა მით საღმრთოჲთა, ვითარცა შურდულითა შეთხზულითა, დაამხუე არიოზის განდგომილებაჲ, ვითარცა დავით გოლიათი, და აღამაღლენ გჳრგჳნი მართლ-აღმსაარებელთაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ დიდებულად გამოათარგმანე შენ, მღდელთმთავარო, მღდელთმთავართა კრებულსა შორის, და ჴელთა შენთა მიერ თიხისა შთაზელვითა ცეცხლი და წყალი გამოჰხადე, და პირთა სამებობაჲ ძალითა სასწაულებრივითა ნათლად აჩუენე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 8.

ქრისტჱს ეკლესიაჲ მოძღურებითა შეამკვე და ხატებაჲ ღმრთისაჲ საქმით განაშუენე, ღირსო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ განბრწყინდა სოფელსა შინა სათნოებათა სიმრავლჱ და მადლი კურნებათაჲ განანათლებს ყოველთა, ვინაჲცა სარწმუნოებითა ვდღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა, მამაო.

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაადგრა შენ თანა საღმრთოჲ სული საკჳრველთმოქმედი, ნეტარო მამათმთავარო, და ხილვათა საღმრთოთა ღირს იქმენ ხილვად და ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკჳრველად.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ეჰა, სასწაული საშინელი, რამეთუ ჴმა-ჰყავ რაჲ, მეყსეულად მკუდარი გეზრახა, ვითარცა ცხოველი, და მდინარე დაყუდნა სიტყუათა შენთა ბრძანებითა, და სენი იგი მეფისაჲ მყის განიდევნა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვითა შენითა საქანელნი ცისანი განახვენ, ღირსო, და გვალვისაგან იჴსენ ქუეყანაჲ, სენთაგან კაცნი გამოიჴსნენ და მკუდარნი აღადგინენ ჭეშმარიტად, ღმერთშემოსილო სპირიდონ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განჴორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მჴსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშჳდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არაჲ ვიცით.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ნაკუერცხალთა მიერ სულისა წმიდისათა აღეგზენ, ღმრთივსულიერო, და მრავალნი მიიტაცნე სარწმუნოებად ჭეშმარიტისა ღმრთისა, მეცა ცოდვათაგან დაბნელებული ესე განმანათლე, და მიჴსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღმრთისმსახურთა მათ მამათა ემსგავსე, ყოვლად სამღდელოო სპირიდონ, და ერი ღმრთისაჲ აცხოვნე დანთქმისაგან სულთა წარწყმედელისა, ეგრეთვე აწცა დაიფარე სატანისა მაჴეთაგან და სჯულისაგან უცხოჲსა საზეპუროჲ ერი ივერიისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მძლედ და მოღუაწედ ჭეშმარიტად მორწმუნეთა ერსა გამოსჩნდი განსაცდელთა შინა და მარადღე ახარებდი ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა გუექმენ ნუგეში-ნისმცემელ და აღმაშენებელ ნაკლულევანებათა და მწუხარებათა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოჳვლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მწყემსისა კეთილისა იქმენ მწყემსმთავარ სარწმუნოჲ, ღმრთივგანბრძნობილო, შემწჱ ქურივთაჲ და მამაჲ ობოლთაჲ, მწუხარეთა ჴელისაღმპყრობელ და მძლავრთა მამხილებელ თუალუხვავი, ღირსო.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოძღურებისა საღმრთოჲსა განმტკიცებითა სუეტად გამოსჩნდი ქრისტჱს ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, და ერსა ქრისტჱსსა წარუძეღუ გზასა წრფელსა მართლმადიდებლობისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდ, ღმრთივგონიერო, და ჟამსა სიყმილისასა უხუებით ზრდიდი უპოვართა, აწცა მვედრებელთა შენთა მოგუხედენ და გჳჴსენ მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა საშოჲ შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ჴმაჲ 2

სურვილითა ქრისტჱსითა იღუაწე, ყოვლად სამღდელოო სპირიდონ, გონებაჲ ფრთოვან ჰყავ, და ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა, ხილულისა საქმითა, უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივ-სულიერო, რამეთუ მსხუერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ, და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათჳს.

იკოსი, ჴმაჲ 2

დედის წიაღითგან განწმედილსა მღდელთმთავარსა უფლისასა ვაქებდეთ აწ, სპირიდონს, რომელმან მადლთა ფიცარნი მოიხუნა, საღმრთოჲსა დიდებისანი, და საკჳრველებითა ყოველთა დაბადებულთა შორის დიდებულსა, და ვითარცა მჴურვალესა თჳთ-მხილველსა, და გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა, რამეთუ იგი იქმნა მსხუერპლ საღმრთოჲსა ქრისტჱს საკურთხეველისა, და კადნიერად მეოხ-არს ჩუენ ყოველთათჳს.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნჱ.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაჲ მათესი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაჲ შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: უმანკოებით აღასრულე ცხორებაჲ შენი და სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ ჭურ პატიოსან და სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, და იცხე საცხებელითა სიწმიდისაჲთა და იქმენ მღდელთმოძღუარ, და საკჳრველებათა და ნიშთა მიერ, ვითარცა მზე განჰბრწყინდი. ამისთჳს საღმრთოსა ჴსენებასა შენსა სარწმუნოებით აღვასრულებთ, სპირიდონ ნეტარო. მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსი-თა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთა-ვთაჲთა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაჲთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სჳმეონ გარე-ჯელთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისაჲთა, წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა; და წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავა-ლმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გუნდი: ამინ.

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოჲსა მძლავრისამან უფროჲსად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათჳს და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიწმიდითა განვლე ცხორებაჲ ესე და ექმენ მზრდელად და მწედ უქონელთა და ღატაკთა, ხოლო სიყუარულისათჳს გლახაკთა მიმართ გველი ოქროდ გარდასცვალე, ღმრთივ-დიდებულო, და მიჰმადლე იგი მათ, რომელნი მოელოდებოდენ შენმიერსა შეწევნასა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქუელისმოქმედისა ცხორებისა შენისა მიერ აღივსე საღმრთოჲთა სულითა და განაძლიერენ უძლურნი კურნებათა შენთა მადლითა, აწ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრები, მჴნეო სპირიდონ, და განგუათავისუფლენ ყოვლისაგან სენისა და სალმობისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მადლი ხილულთა და უხილავთა მტერთა დათრგუნვისაჲ მოიღე ზეგარდამო და მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა, ამისთჳსცა მოიხილე ჩუენ ზედა და გარე წარგვხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მეოხებითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთრვალისა ბოროტისა დამჴსნელი.

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, განმარჯუებითა ბუნებისა წესთა ზედა, განუხრწნელად დაიცუნა წმიდაჲ ნეშტი შენი მეუფემან, განსამტკიცებელად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა და ნიშად უკუდავებისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი, არამედ ვითარცა არწივი ფრთივ-მალჱ მოვლი ყოველსა სოფელსა, განსაცდელთაგან იჴსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და კურნებასა მიანიჭებ მთხოველთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა ბრწყინავ, ყოვლად სანატრელო, და დაჴსნი სალმობათა საჴუმილსა, ნუგეშინისცემ მწუხარეთა, სწყალობ უპოვართა და ყოველთა მვედრებელთა შენთა გამოუბრწყინვებ შეწევნისა შენისა საბოძვართა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ.

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაჲთა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უხრწნელნი ნაწილნი შენნი უშურველად აღმოაცენებს მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა, და ყოველთა აღადგინებს დიდებად ღმრთისა, რომელმან-იგი სამართლად გადიდა შენ, ბრძენო სპირიდონ, და საკჳრველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივ-გცა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოველსა სოფელსა აზიარებს სიხარულსა ქალაქი კერკირა, სადა აწ დაუნჯებული არს ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ, და ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევიან სათხოვარისა კეთილად აღსრულებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჵ, საქმე განსაკრთომელი, რომელიცა საღმრთომან ცხორებამან შენმან მოგმადლა, რამეთუ მკუდარი, ვითარცა ცხოველი, უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ყოველსა ქუეყანასა, ღმრთივსანატრელო, და ლუსკუმით გამო ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა – ყოვლისა სოფლისა სასოჲსა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

ეჰა, რაბამ დიდებულ არს საჴსენებელი შენი, ყოვლად ქებულო სპირიდონ, რამეთუ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნები ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, შორიელთა და მახლობელთა.

საკჳრველებათა შენთა სიმრავლჱ, ვითარცა რაჲ მდინარჱ წყალუხვი, მორწყავს კიდეთა ქუეყანისათა და მსასოებელთა შენთა მიანიჭებს ნუგეშინისცემასა და მჴნეობასა, ამისთჳს გულსმოდგინედ მოჳსწრაფით ტაძარსა შენსა შუენიერსა და ნაწილთა შენთა საყოფელთა, რაჲთა კურნებაჲ აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებულ, სპირიდონ მღდელთმოძღუარო, და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტჱსითა.

შენ, ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა ქებით შეგამკობთ და ვევედრებით მომცემელსა შენდა სასწაულთა საკჳრველთასა, რაჲთა საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა.

ჵ, ახოვანო და ღუაწლსა შინა სახელოვანო მღდელთმთავარო სპირიდონ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხო-რებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა. რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მაჴჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარადღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუჴლთმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, სიბრძნითა მით სარწმუნოებისაჲთა და საქმითა მოღუაწებისაჲთა განჰბრწყინებულო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ! მამათა სამკაულო, მღდელთა გჳრგჳნო და ანგელოზთა მოდასეო, კერკირას ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლჳლთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.

ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ყოვლადსაკჳრველო მღდელთმთავარო სპირიდონ! ისმინე აწ სულთქუმაჲ და ვედრებაჲ ჩუენი და ყოვლადძლიერითა მეოხებითა შენითა წინაშე ღმრთისა გჳჴსნენ სიყმილისაგან, რღვნისა, ცეცხლისა და სიკუდილშემოსილისა წყლულებისა, რამეთუ ჟამსა ქუეყნიერისა ცხორებისა შენისასა ზედამოსლვისაგან მტერთასა და სიყმილისაგან დაიჴსნიდი ერსა შენსა, ხოლო მეფე განათავისუფლე განუკურნებელისა წყლულებისაგან და ცოდვილნი მრავალნი მოიყვანენ სინანულად, მკუდარნი აღადგინე მადლითა ღმრთისაჲთა, ვეცხლისმოყუარებაჲ ძირითურთ აღმოფხუარ და მოწყალებისათჳს გუელი ოქროჲსა სამკაულად შესცვალე, გლახაკთა მწყალობელ ექმენ, ჟამსა სიყმილისასა უპოვარნი უხუებითა გამოზარდე, და სარწმუნოებაჲ ღმრთისმეტყელე შორის ღმერთშემოსილთა მამათაჲსა, მწვალებელნი დაამხუენ და მარტივთა და წრფელთა სიტყუათა მიერ არიოზ მგმობარი განაქიქე, და ყოვლისავე შემძლებელ იქმენ შენ მიერ შეყუარებულისა ტკბილისა იესუჲსა მიერ. მას ევედრე, სანატრელო, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, რაჲთა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. მცხინვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა აცხოვნე, განაბრწყინვე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი, მართლმადიდებელნი მხედართმთავარნი და ქალაქ-მთავარნი, და ქრისტეს მოყუარე მჴედრობაჲ, მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი დაიფარენ, მოსახელენი და მვედრე-ბელნი შენნი ადიდე.

ჵ, ყოვლად ტკბილო და მოწყალეო მღდელთმთავარო სპირიდონ, ტრიმიფუნტელო საკჳრველთმოქმედო, გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა ერსა ჩუენსა ზედა და ევედრე სახიერსა ღმერთსა, რაჲთა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ მოგვაგოს ჩუენ მოწყალებისაებრ თჳსისა, და მოგუმადლოს მშჳდობითი და უშფოთველი ცხორებაჲ, სიმრთელჱ სულთაჲ და ჴორცთა ჩუენთაჲ, კეთილნაყოფიერებაჲ ქუეყანისაჲ და კეთილდღეობით გვაცხოვნოს ყოველნი, რაჲთა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა შენითა, მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშჳდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობით დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თჳსისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანაჲსითა, და წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

განტევებისა შემდგომად ვიტყჳთ დასდებელთა:

ზეგარდამოჲთა ნათლითა ჰბრწყინავ, მამათმთავარო სპირიდონ, და საღმრთოჲთა ძალითა კურნებასა მიჰმადლებ სულთა და ჴორცთასა, ვინაჲცა ამბორს-უყოფს ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და პატივს-სცემს სანატრელს ლუსკუმსა შენსა, ვითარცა საუნჯესა სიწმიდეთა მტჳრთველსა, სადაჲთ-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოჲ მდინარჱ და დიდი წყალობაჲ.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღდელთმთავრისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელისა საკჳრველთმოქმედისაჲთა ღირს მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის დაუჯდომელი

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის დაუჯდომელ საგალობელს კითხულობს ნათია ბადრიაშვილი

 

 

 

,,ქრონოგრაფი” წმინდანთა ცხოვრება – წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

 

 

 

 

 

25 დეკემბერი. წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)

Categories
დაუჯდომელი მსახურებანი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

სიყუარულითა გაქებთ შენ, მარჩბივად წოდებულსა ქრისტეს მოციქულსა, და გევედრებით სასოებითა შუამდგომლობისა შენისაითა, აღგვავსე სულითა სიბრძნისაითა და გულნი ჩუენნი დაამტკიცე სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

იკოსი 1

ანგელოსთაგან დაფარულისა საიდუმლოისა მეცნიერ-იქმენ, მოციქულო, განიხილე რაი მარჯუენითა წყლულებაი ქრისტეის ღმრთისაი, რომელმან ხორცნი შეისხნა და განკაცნა ხსნისათვის კაცთაისა, და მის მიერ განათლებული უშიშად ქადაგებდი რაი სახელსა მისსა ქუეყანათა მათ უცხოთა, მოიმოწაფებდი და ნათელსცემდი მრავალთა ერთა სახელითა წმიდისა სამებისაითა, ხოლო იგინი სიხარულითა გნატრიდენ და გაქებდენ შენ, ვითარცა განმანათლებელსა და მეოხსა მათსა:

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ საღმრთოსა სარბიელსა ზედა მოწოდებულო და მოწაფედ აღრჩეულო;

გიხაროდენ, მის მიერ უცნობელობიდან საღმრთო სიბრძნედ მიყვანებულო;

გიხაროდენ, მეკერპეთა ცრუ სჯულისა ძლევით მამხილებელო;

გიხაროდენ, ზეციერისა მამულისა გზისა მაჩვენებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ვერცაღა მხილველთა რწმენად მისა მიმყვანებელო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სრბისა კეთილად აღმასრულებელო;

გიხაროდენ, სისხლითა წამებისაითა ბრწყინვალედ განშუენებულო;

გიხაროდენ, უმეტეს მეფეთა და ჩინებულთა ამის სოფლისათა უფლისა მიერ საუკუნოდ განდიდებულო;

გიხაროდენ, ორთავ ეკლესიასა შინა – ქუეყნიერსა და ზეციერსა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 2

სიყრმითგან ეძიებდი რაი ჭეშმარიტებასა, ოდეს მოვიდა იესუ გალილეად, თევზთა ნადირობაი ზღვასა შინა დაუტევე, და მხურვალედ შეუდეგ ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა, და ერთგულებისათვის შენისა შეგრაცხა რაი ათთორმეტთა მათ რჩეულთა მოციქულთა თანა, ჭურეტდი მის მიერ განკურნებულთა და აღდგენილთა, და თვითცა მისითა მადლითა აღვსებული აქებდი ღმერთსა წადიერებითა: ალილუია.

იკოსი 2

იქმენ რაი მოწაფეი მაცხოვრისაი, თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა მისთა და სასწაულთა, არამედ ვნებათა მისთა და ნებსით სიკუდილისა, და იყავ დიდსა მას მწუხარებასა შინა, ხოლო წარმოტყუენა რაი ჯოჯოხეთი და აღდგა მკუდრეთით მესამესა დღესა, მეყსეულად ეჩუენა მენელსაცხებლეთა დედათა, და თქუენდა წარმოგზავნა, რაითა აღდგომაი მისი გახარონ მოწაფეთა მისთა, აწ ჩუენცა დანთქმულნი ცოდვათაგან შეგვავედრე ღმერთსა, რაითა აღვივსნეთ სიბრძნითა საღმრთოითა და ბაგენი ჩუენნი აღვძრათ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ნერგო სიმართლისაო, გალილეასა აღმოცენებულო;

გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელთაგან მოლოდებულისა მაცხოვრისა მხილველო და ბადითა მისითა მონადირებულო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივთა ბაგეთა მისთაგან მოძღურებისა მადლისა მომღებელო;

გიხაროდენ, ყოველთა სიტყუათა მისთა მტკიცედ დამმარხველო;

გიხაროდენ, ქრისტეს მიმოსლვისა თანამოგზაურო და მისთანა პურისა განმტეხელო;

გიხაროდენ, ერთისა ლეღვისა ქუეშე მის თანა შეფარებულო;

გიხაროდენ, ოთხისა დღისა მომკუდარისა ლაზარეს თანა სერისა მხუმეველო;

გიხაროდენ, „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა“ – ხმამაღლად მგალობელო;

გიხაროდენ, ქრისტეისთანა სიკუდილისათვის განმზადებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 3

ოდეს გამოუჩნდა უფალი შიშითა ჰურიათაისა დამალულთა მოწაფეთა, შევიდა რაი ბჭეთა მათ ხშულთა, მისცა მშვიდობაი ფრიად მგლოვარეთა, და უჩუენა რაი ხელნი და გუერდიცა თვისი, მეყსეულად ჰბერა სული წმიდაი, და რქუა: `ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ, რაითა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა იქადაგოთ სახარებაი სასუფეველისაი, და უკუეთუ მიუტევნეთ შეცოდებანი, მიეტევნეს ყოველთა~ და აღძრა ქებად და დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 3

ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა განგებულებითა, ზრახვიდი გულსა შინა: მე ხოლოი ვიპოვეა არაწმიდაი, არა ღირს ვიყავ რაი ხილვად მისა?~, და შეძრწუნებული ეტყოდი მოციქულთა:არასადა მრწმენეს, ვიდრემდე არა შევახო ხელი ჩემი წყლულებასა მისსა და დავსდვა თითი ჩემი ადგილსა სამსჭუალთასა~, გარნა ურწმუნოებაი შენი არა განკიცხულ იყო, რამეთუ საფუძველ იქმნა სარწმუნოებისა, რაითა გვრწმენეს ჩუენ ყოველთა აღდგომილი ქრისტე, და გაქებდეთ სიყუარულითა და მადლიერებითა:

გიხაროდენ, მწყურნებო ხსნისაო და ზიარო ქრისტეს მადლისაო;

გიხაროდენ, ყუავილო ღმრთისმოსავობისაო;

გიხაროდენ, ფესვო ღმრთისმეტყუელებისაო;

გიხაროდენ, შემყუარებელო სიმართლისა მზისაო;

გიხაროდენ, მსახურო განხორციელებულისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, თანამეინახეო მისისა უკუდავისა ტრაპეზისაო;

გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;

გიხაროდენ, ღირს ქმნილო ქრისტეს თანა-მზრახველობისაო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო ქადაგო ახლისა სჯულისაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 4

აღგისრულა რაი გულითადი წადილი ქრისტემან, კუალად გამოგიჩნდათ ერთად შეკრებულთა მოწაფეთა, და ვითარცა შეპყრობილსა ურწმუნოებითა, წყლულებაი გუერდისაი და სახენი სამსჭუალთანი გაჩუენა და გრქუა მარჩბივსა: მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და შე-რაი-ეხე წყლულებასა მისსა, სინანულითა ხმა ჰყავ:უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი~, და მისცემდი მადლსა და დიდებასა: ალილუია.

იკოსი 4

ურწმუნოებამან შვა და დაამტკიცა რაი სარწმუნოებაი, ღაღადყავ სიხარულითა დიდითა: „ჭეშმარიტად იგი არს, რომელი ჯუარსა ზედა ივნო, დაეფლა და აღსდგა ცხორებისათვის ჩუენისა და ღირს არს თაყუანისცემისა და გალობისა“, ამისთვისცა გვიყვარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაი საიდუმლოისა ამისა, რომლისა მიერ გვრწმენეს ჩუენცა იესუ ღმრთად და გევედრებით: შეგვეწიე წინაშე მისა, მოგუცეს ძლევაი ეშმაკთაი და მანქანებათა მათთაი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, თომა, წმიდაო მოციქულო, რამეთუ შენ გეტყოდა იესუ: `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი;

გიხაროდენ, რამეთუ ფრიად იხარებდი, ჭურეტდი რაი კართა ხშულთა ქრისტეს საკვირველად განვლასა;

გიხაროდენ, რამეთუ მცირედ ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა მან განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, რაითა გვრწმენეს ჩუენ მდიდრად;

გიხაროდენ, რამეთუ იჭვნეულითა გამოძიებითა შენითა აღმოფხვრიდი ძირსა ურწმუნოებისასა;

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტეის თანა იყოფვოდი ნავსა შინა ზღუასა მას ტიბერიისასა;

გიხაროდენ, რამეთუ თაყუანის-ეც წყალთა ზედა ფრხივ-მავალსა უფალსა;

გიხაროდენ, რამეთუ არა დანთქმულ იქმენ წყალთა მიერ ურწმუნოებისათა;

გიხაროდენ, რამეთუ არა წარწყმედულ იქმენ ქარიშხალთა მიერ იჭვნეულობისა;

გიხაროდენ, რამეთუ უფსკრულსა დანთქუმად განმზადებულსა გიპყრა ხელი ქრისტემან და განგიმჟღავნა საიდუმლონი ზეცისანი;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 5

ეჰა გამოუთქმელი სიმდაბლეი ღმრთეებისაი, განამტკიცნა რაი გული შენი სარწმუნოებითა აღდგომისა თვისისაითა, თაყუანს-სცემდი ჯუარცმულსა მას, ვითარცა ძესა ღმრთისასა, ხოლო იგი გეტყოდა: „შენ მიხილე და გრწმენა, არამედ ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“, და აჰა, აწ ჩუენცა ყოვლისაგან იჭვისა თავისუფალნი შენებრ ვღაღადებთ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“, და დაუცხრომელად უგალობთ და ვადიდებთ: ალილუია.

იკოსი 5

აღდგომისა თვისისა ახალკვირიაკეი გაუწყათ რაი ქრისტემან მოწაფეთა თვისთა, მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა, და გიბრძანათ რაი: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, მეერგასესა დღესა სული წმიდაი მოგივლინათ სახედ ცეცხლისა, რამეთუ ყოველთა იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ დიდებასა ღმრთისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა დანერგოს ჩუენ შორის სული სიწმიდისა და კაცმოყუარებისაი, და ღირს გვყოს ჯეროვნად შეწირვად გალობისა:

გიხაროდენ, მკუდრეთით აღდგომილისა იესუს ცხადად მხილველო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა ხმისა მისისა მსმენელო და მისგან ზეციერისა მშვიდობისა მიმღებელო;

გიხაროდენ, მშვიდობითა ამითა ქუეყნიერებისა კიდეთა დამამშვიდებელო;

გიხაროდენ, დიდებითა ზეცად აღმაღლებისა მისისა მჭურეტელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ აღთქმულისა სულისა წმიდისა მადლითა აღვსებულო და განათლებულო;

გიხაროდენ, მის მიერ დიდად პატივდებულო და სამკალისა მუშაკად მოწოდებულო;

გიხაროდენ, ვენახსა მისსა კეთილად დამაშურალო და ასწილისა ნაყოფისა გამომღებელო;

გიხაროდენ, წყაროო, მადლისა მდინარეთა წარმომადინებელო;

გიხაროდენ, სულისა წმიდისა ნიჭთა სიმრავლისაგან წყურიელთა სულთა დამარწყულებელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 6

სარწმუნოებამან ქრისტეს აღდგომისამან განგამტკიცნათ რაი მოციქულნი განათლებად ყოველთა წარმართთა, წილად გხვდა მოქცევაი ჰინდოთაი, და იჭვნეულ იყავ რაი სიძნელისათვის ველურთა ერთა მოქცევისა, არა გენება წარსლვაი, გარნა ხილვასა შინა გეჩვენა უფალი, და მარადის შენთანა ყოფაი აღგითქუა, აწ ჩუენცა ვესავთ ოხითა შენითა შეწევნასა მისსა, რაითა კეთილად განვვლოთ ცხორებაი ჩუენი, და არცაღა დავსცხრეთ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

ჟამსა მას მეფესა ჰინდოთასა ეწადა რაი აღშენებაი დიდებულისა სასახლისაი, პალესტინეს წარმოგზავნა ავან დიდვაჭარი პოვნად ხუროთმოძღვრისა, და ძიებასა მას შეგემთხვია რაი, მოციქულო, აღუთქვი აღსრულებაი სამეფოისა ბრძანებისაი, და  მრავალთა განსაცდელთა მიერ მიიწიეთ რაი ქუეყანასა მას, წარგადგინა წინაშე მეფისა, ხოლო მან მოგანიჭა საფასეი დიდი, და ნაცულად პალატთა შენებისა, ოქროი იგი განუყავ უპოვართა, და ყოველთა უქადაგებდი ქრისტესა, აწ ჩუენცა შეგვავედრე კაცთმოყუარებასა მისსა, რაითა მოგვცეს სიბრძნეი ღირსად შენდამი გალობისაი:

გიხაროდენ, ახოვანო მოგზაურო, ფერხთა შენთა სახარებისა საქადაგებელად წარმმართველო;

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, ცხოვართა შეცთომილთა მეძიებელო;

გიხაროდენ, მოძღუარო მრავალნაყოფიერო, მგელთა მტაცებელთა მამხილებელო;

გიხაროდენ, ჰინდოეთსა სლვისასა წარმართთათვის სიმართლისა მაუწყებელო;

გიხაროდენ, კერპთაყვანისმცემელთა ერთა ქრისტეს ნათლისა მიმართ მომწოდებელო;

გიხაროდენ, ცნობასა სულიერსა საღმრთოსა ურიცხუთა სულთა მიმყუანებელო;

გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო და განწირულთა მსწრაფლ-შემწეო;

გიხაროდენ, ჭირვეულთა და ძვირ-ხილულთა ხელის-აღმპყრობელო;

გიხაროდენ, ქურივ-ობოლთა გამომზრდელო და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 7

წარმოგზავნა რაი მეფემან მსახურნი თვისნი და გკითხვიდა შენებისათვის სასახლისა, აღუთქვი მისი მსწრაფლ დასრულებაი, სანატრელო, და უხუად გიბოძა რაი საფასეი შესამკობელად მისა, კუალად განუყოფდი ქვრივ-ობოლთა, და მოაქცევდი მრავალთა, გარნა აუწყეს მეფესა შენ მიერ ქადაგებაი ახლისა ღმრთისაი, და წარმოგზავნა რაი მხედარნი შეპყრობად შენდა, უშიშად წარყვებოდი, ახოვანო, და სლვასა მას შინა ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

გულისწყრომითა გკითხვიდა რაი მეფეი გუნდაფორი აღშენებისათვის სასახლისა, აუწყე საფასითა მით სამეუფოთა პალატთა აღგებაი ცათა შინა, და ახარებდი: „გარდახვალ რაი საწუთოითგან, საუკუნოდ დამკვიდრდები და იშუებ მას შინა“, გარნა ვერა გულისხმაყო სიტყუანი შენნი და შთაგაგდო რაი დილეგსა, ქრისტესა ღმერთსა სასოებდი და ნუგეშინისცემდი ვაჭარსა მას, შენთანა პყრობილსა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა განგვარინოს ყოვლისაგან ბოროტისა, და აღგვძრას შეწირვად შენდა გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებელად განმამრავლებელო მრავალსახეთა სასწაულთა და სათნოებათაო;

გიხაროდენ, მისთვის ახოვნად თავსმდებელო ურიცხუთა ღუაწლთა და განსაცდელთაო;

გიხაროდენ, სასოებითა მისითა განმანათლებელო მრავალთაო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა დამამყარებელო ურწმუნოთაო;

გიხაროდენ, მორწმუნეთაგან განმდევნელო სულიერთა ვნებათაო;

გიხაროდენ, განმამრთელებელო უღმრთოებითა მოწყლულთაო;

გიხაროდენ, ლოცვითა აღმხოცველო კერპთა და ბომონთაო;

გიხაროდენ, უფლისა მიმართ მიმყვანებელო კერპთმსახურთაო;

გიხაროდენ, თანამოღუაწეო და შემწეო შეცთომილთაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 8

სათნო იყო რაი ქრისტემან ხსნაი შენი, წმიდაო, მეყსეულად მოკუდა ძმაი მეფისაი, და ანგელოზმან აღიტაცა რაი ცათა შინა, აჩვენა შენ მიერ აღშენებული სასახლეი ძმისა თვისისაი, და უკუნ-აქციეს რაი სული მისი ხორცსა, აღდგა, ვითარცა ძილისაგან და უშუენიერესთა პალატთა ქონაი საუკუნოსა მას ცხორებასა ახარა რაი მეფესა, შევრდომითა გევედრებოდა მიტევებასა ბრალისასა, და აქებდა ღმერთსა, წმიდათა შორის სანატრელსა: ალილუია.

იკოსი 8

ჰოი, საკვირეველი შეწევნაი ღმრთისაი ნებისმყოფელსა მისსა, რამეთუ ორნივე ეგე ძმანი სიხარულითა შეიტკბობდენ რაი ქრისტეს მოძღურებასა, ნათელ-სცემდი მათ ერთა თანა, და ასწავებდი თაყუანისცემასა ყოვლადწმიდისა სამებისასა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, განგვიმრავლოს კეთილმსახურნი მთავარნი და განმგებელნი, რაითა სიწრფოებითა ზრუნვიდენ ერისა ჩუენისათვის და ჰნატრიდენ საქმეთა შენთა:

გიხაროდენ, იესუს ძედ ღმრთისად და ძედ კაცისად ყოველთათვის მაუწყებელო;

გიხაროდენ, უცნობელთა მისთა ღმრთისმეცნიერებად მიმყვანებელო;

გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა შემრისხველო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მაკურთხეველო და მწყალობელო;

გიხაროდენ, ეკალთა უსჯულოებისათა აღმომფხურელო და ჭეშმარიტებისა იფქლისა დამთესველო;

გიხაროდენ, სულთა წარმწყმედელთა საქმეთა აღმხოცველო;

გიხაროდენ, მეფისათვის ზეციერისა პალატისა აღმგებელო;

გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაითა მრავალთა სასწაულთა და კურნებათა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 9

ოდეს ანგელოზთა აღიტაცნეს მოციქულნი და ღრუბლითა მიიწინეს იერუსალეიმად მიძინებასა ყოვლადწმიდისა დედისასა, ჰოი, საკვირველი განგებულებაი ძისა მისისაი, რამეთუ დაყოვნებულ იქმენ ჰინდოეთსა, და მიიწიე რაი გეთსამანიასა შემდგომ დაკრძალვისა,  იყავ დიდსა მას მწუხარებასა შინა და ფრიად გეწადა ხილვაი ყოვლადწმიდისა დედისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაითა სარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს წილხვედრნი თვისნი და აღგვძრას ქებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 9

გესმა რაი გალობაი იგი ზეცისა ძალთაი ძრვასა მას ქუეყანისასა, გულისხმა-ყავ, ვითარმედ ჟამი იგი მსგავს იყო ქრისტეს საფლავით აღდგომისა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა რაი განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და ითხოვე განღებაი ღმრთისმშობლის სამარისაი, გარნა ვერცაღა პოვეს წმიდაი გუამი ქრისტეს ყოვლადწმიდისა დედისაი მოციქულთა, და ცრემლთა წილ აღივსენ სიხარულითა, რამეთუ მიზეზითა შენითა განცხადნა ზეცად აღყვანებაი მისი ძისა მიერ მისისა, და გნატრიდენ სურვილითა:

გიხაროდენ, მჭურეტელო საღმრთოისა განგებულებისა საიდუმლოისაო;

გიხაროდენ, მრავალთა განმსწავლელო სჯულსა შინა ჭეშმარიტსაო;

გიხაროდენ, ბნელსა შინა მსხდომარეთა აღმომწოდებელო ნათლისა მიმართ ცხორებისაო;

გიხაროდენ, მრავალსა ქუეყანასა განმავრცობელო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, გეთსამანიასა ღრუბლითა მიწევნულო დატირებად ღმრთისმშობლისაო;

გიხაროდენ, საფლავისაგან მისისა გარდამგორვებელო ქვისაო;

გიხაროდენ, კაცთათვის განმმხელელო დიდისა სახარულისაო;

გიხაროდენ, მათთვის მახარებელო ღმრთისმშობლის აღდგომისაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ განმამრთელებელო ხორცთა და სულთა უძლურებისაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 10

საღმრთოსა სიბრძნესა შინა განსწავლული ქრისტეს მოციქულად მოევლინე რაი პალესტინესა და შუამდინარეთსა, ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი სახარებისა მხსნელსა ნათელსა, და ძალითა ღმრთისაითა აღასრულებდი რაი ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, აღუშენე ეკლესიანი მადლითა საღმრთოითა, და მღდელთა ერთა თანა ასწავებდი სამებისა ერთღმრთეებისა დიდებასა: ალილუია.

იკოსი 10

საღმრთოითა მოშურნეობითა აღვსილი უკუ-იქეც რაი ჰინდოეთსა, მრავალნი მოაქციენ ქალაქსა მელიაპორსა, და განხურდა რაი მოგვი ვინმე შურითა საეშმაკოითა, ცილი დაგწამა მოკვლასა შინა ძისა თვისისასა, ხოლო შენ ქრისტეს სახელითა უბრძანე განცხადებაი მკულელისაი ცხედარსა, და ვითარცა ცოცხალმან ხმა-ყო და მკულელად სახელ-სდვა რაი მამასა თვისსა, მხილველთა ამისა ქრისტე აღიარეს ღმრთად ჭეშმარიტად, რომელმანცა ესევითარი მადლი მოგანიჭა მსახურსა თვისსა, და სასოებითა მისითა აღვსილნი გაქებდენ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ვარსკულავო ნათელმფენო, სიმართლისა მზისა – ქრისტეის მიმართ მრავალთა წარმმართველო;

გიხაროდენ, ბრწყინვალებითა სულისა შენისაითა უღმრთოებისა წყუდიადისა განმფანტველო;

გიხაროდენ, საღმრთოითა ძალითა ურწმუნოთა ცილისწამებისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, საცთურითა დაბნელებულთა პართთა და მიდიელთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, გირკანელთა ქრისტეს სჯულსა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა პურითა ბაქტრიელთა და ბრაჰმანთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, მგელთა მტაცებელთა კეთილად გარდამცვლელო;

გიხაროდენ, ქრისტეს სახელისა სადიდებელად მოგვთა გრძნებისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, ბოროტმზრახვალთა პირთა დამხშველო და სივერაგისა მათისა დამხსნელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 11

ვითარცა მოციქულმან ქრისტეისმან წმიდაი და დიდებული სახელი მისი უკანაისკნელ ჰქადაგე რაი ქალაქსა კალამინსა, მოაქციე არა ხოლო თუ საყვარელი ძეი და ცოლი მეფისა მუზდისაი, არამედ დიდებულნი და მსახურნი მისნი და წარგადგინეს რაი წინაშე მისა, ამაოდ გაიძულებდა უარყოფასა ღმრთისა შენისასა, რამეთუ პირველ გტანჯა განხურებულითა რვალითა, და მერე შთაგაგდო რაი მოტყინარესა მას ღუმელსა, ზეგარდამოითა მადლითა შეცურეული უვნებელად ჰგიებდი და ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

ქრისტემან არცხვინა რაი სიმხეცესა მას მძლავრისასა, არა გულისხმა-ყო მან ნიში ეგე საღმრთოი, და გაიძულებდა თაყუანისცემასა მზის კერპისასა, გარნა ვითარცა ცვილი მსწრაფლ დადნა რაი ლოცვითა შენითა, მორწმუნენი იხარებდენ, ხოლო წარმართნი ევედრებოდენ რაი მეფესა მოკუდინებასა შენსა, ვითარცა „ღმრთეებისა“ მათისა აღმხოცველსა, შეძრწუნდა უსჯულოი იგი, და მოკლვაი შენი უბრძანა მხედართა, ამისთვისცა სამართლად პატივს გცემთ და ვღაღადებთ წადიერად:

გიხაროდენ, ღმრთისა სიტყვისა, ვითარცა თესლისა კეთილისა დამთესველო;

გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;

გიხროდენ, ძალითა ჯუარისაითა ეშმაკის სიბოროტისა დამხსნელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მსახურებისათვის ზღუათა შინა და ქუეყანასა ზედა მრავალთა განსაცდელთა დამთმენელო;

გიხაროდენ, ლამპარო აღგზებულო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, სიმდაბლითა და ლმობიერებითა შენითა ველურთა კაცთა ულმობელობისა მომდრეკელო;

გიხაროდენ, ურჩთა და ბრალეულთა სინანულად მომყვანებელო;

გიხაროდენ, კერპოვანებისა სიბნელითა გონებადაბნელებულთა ღმრთისა მიმართ მომაქცეველო;

გიხაროდენ, ჩუენ მიერ სამართლად პატივისცემულო და მარადის ხსენებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 12

განგიყვანეს რაი გარე ქალაქისა მხედართა, მორწმუნენი ტირილითა შეუდგენ კუალსა შენსა, ნეტარო, და ითხოვე რაი ჟამი აღსრულებისათვის ლოცვისა, ხელი დაასხი ხუცად სიფორსა და მეფისწულსა აზანსა დიაკონად, და ანდერძად დაუდე განმრავლებაი მორწმუნეთაი, ხოლო განგგმირეს რაი მტარვალთა ხუთითა ლახუარითა, სასოებითა შეჰვედრე წმიდაი სული თვისი უფალსა, და მოციქულთა და მარტვილთა თანა დაგამკვირა რაი სასუფეველსა შინა, მრავალმოღუაწეი გუამი შენი დაკრძალეს მოწაფეთა შენთა პატივითა, და დაუწყვედელად აღმოაცენებდი კურნებსა და მრავალთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

სიხარულითა აღივსების აწ დიდებული სიონი, რამეთუ დავანებულ არს კანკელსა მისსა წმიდაი და პატიოსანი თავი შენი – სასოდ და შესავედრებელად ერისა ჩუენისა, და მღდელთმთავარნი და მღდელნი მორწმუნეთა თანა წლითი-წლად აღასრულებენ რაი დღესასწაულსა შენსა, საფარველითა თვისითა იცავ ყოველთა შენდა შევედრებულთა, და მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროისაგან ულევისა მადლისა, აწ ჩუენცა მოვისწრაფვით მიმთხვევად სიწმიდისა მის შენისა, და გიგალობთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისათვის სისხლისა დამთხეველო და სასუფეველსა მისსა დამკვიდრებულო;

გიხაროდენ, შემდგომად სიკუდილისაცა მრავალთა სულთა ქრისტეს მიმართ მიმყვანებელო;

გიხაროდენ, მტარვალისა მის მეფისა მუზდისა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა მომაქცეველო, რამეთუ ძისა მისისაგან მეყსა შინა განვიდა სული უკეთური ნაწილთა შენთა შეხებითა:

გიხაროდენ, სუეტო სარწმუნოებისაო, რამეთუ დიდად პატივსა სცემდა სამარხოსა შენსა მეფეი იგი და აღაგო რაი ტაძარი მას ზედა, მხარეი იგი ჰინდოთაი, ვიდრე აქამომდე წოდებულ არს ქუეყანად „წმიდისა თომაისა“;

გიხაროდენ,  მნათობო ქრისტეს ეკლესიისაო, რამეთუ წმინდანი ნაწილნი შენნი პირველ წარიხუნეს რაი შუამდინარესა, მერმე დაიუნჯეს ვითარცა იტალიამან და საბერძნეთმან, ეგრეთცა ათონმან, ივერიამან და უნგრეთმან;

გიხაროდენ, რამეთუ იხარებს დედა-ქალაქი ჩუენი დავანებისათვის წმიდისა თავისა შენისა სიონისა ეკლესიასა შინა;

გიხაროდენ, რამეთუ იქადის გელათი მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა;

გიხაროდენ, რამეთუ უკუეთუ ვინმე ლოცვითა მიეახლება სიწმიდეთა მათ შენთა, იხსნი მათ ყოვლისაგან ბოროტისა;

გიხაროდენ, რამეთუ ერისა ჩუენისა მფარველთა მოციქულთა თანა განგადიდებთ;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 13

ჰოი, კეთილად ღმრთისმეტყველო თომა მოციქულო, რომელმან მოვლე ყოველი სოფელი და საცთური კერპთაი, ვითარცა ნასხლევი დასწვენ ქრისტეს მოძღურებითა, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, ურიცხუთა მტერთა და განმხრწნელთა საცთურთაგან გარე-შეცულნი დაგვიცვას ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი, ვიდრემდის არა მივიწივნეთ ნეტართა მათ სავანეთა ზეცისათა და შენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დიდებით შუენიერო, მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო, მახარებელო მშვიდობისაო და ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო, და ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!

ჰოი, ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მოციქულო თომა, ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა დაშვებითა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და სხუათა მათ მოციქულთა თანა წარგავლინა რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლე ყოველი სოფელი, და ნათელი მისი განფინე რაი ჰინდოეთსა, სიბნელეი მკვიდრთა მისთა განაბრწყინვე, დიდებულო, და ძედ ნათლისა და დღისა გამოაჩინენ სულითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა.  მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა საქებელო, და შესავედრებელო ჩუენო, წმიდაო თომა მარჩბივო, გამოგირჩია რაი კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოწაფედ თვისად და მოციქულად, მოგცა ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, და აჰა, აწ წინაშე საყდარსა მისსა მდგომარემან შეიწირე ვედრებანი ჩუენნი და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა თომა მოციქულისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

Categories
დაუჯდომელი

საგალობელი კანონი წმიდისა კვიპრიანესი და იუსტინასი ერისკაცთათვის

საგალობელი კანონი

წმიდისა მღდელმოწამისა კვიპრიანესი და

წმიდისა ღირსმოწამისა იუსტინასი

 

ჯადოქრობის წინააღმდეგ საგალობელი კანონი.

 

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ტროპარი, ხმაი 4

საღმრთოისა ქუხილისა საყვირო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო ეშმაკთაო, სამებისა მსახურო, დიდო მღდელთმთავარო კვიპრიანე, რომელი იუსტინას თანა ქალწულისა დაიკალ, ვითარცა კრავი, და შეიწირე მსხუერპლად წინაშე ღმრთისა, მას ევედრეთ აწ, მარტვილნო, ხსნად ჩუენდა მტერისა მახეთაგან და მზაკუვარებათაგან ეშმაკისა.  დიდებაი… (იგივე) აწდა..

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაი, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაი უდაბნოს დასცა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ინება რაი უფალმან ხსნაი ყოველთა მორწმუნეთაი, მოგვანიჭა წმიდაი ესე კვიპრიანე იუსტინას თანა, ვითარცა შემწენი და მფარველნი ჩუენნი ბოროტთა სულთა მანქანებათაგან.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან ღრმად განსწავლული მოგუთა მიერ მსახურებასა შინა ეშმაკთასა, კვიპრიანე, ქურუმად დადგინებულ იქმენ ანტიოქიასა, და მრავალთა შეამთხვევდი სიძვასა და კერპთმსახურებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბოროტად შეპყრობილსა ცოდვათა მიერ, გაქუნდა კადნიერებაი და ძალი წინაშე ეშმაკთასა, რაითა შეჰგრძნებდე ერსა, კვიპრიანე, და აცთუნებდე სადიდებელად ჯოჯოხეთისა მის მთავრისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობასა ქალწულებითა ეგე შენ და თავად შემოქმედი ყოველთაი და უფალი საკვირველად მოგვივლინე ხორცითა, ყოვლადწმიდაო, მარადის ქალწულო დედაო.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაი შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოი ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განხურდა რაი ვნებითა საეშმაკოითა ჭაბუკი აღლადოსი იუსტინას მიმართ ქალწულისა, წარგზავნე ბოროტნი სულნი ცთუნებად მისა, გარნა განხადნა მხურვალითა ლოცვითა და მარხვითა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად მიავლინენ რაი ეშმაკნი მრავლითა გრძნებითა, ვერცაღა დაეც ქალწული იგი მწვირითა მით ვნებისაითა, და წარუგზავნე რაი ეშმაკთმთავარი, კვიპრიანე, აოტა იგიცა ძალითა ჯუარისაითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ხედვიდი რაი ძრწოლასა ეშმაკთასა წინაშე ჯუარცმულისა, გუ-ლისხმა-ყავ, ვითარმედ ძალი მისი სძლევს ყოველთა უკეთურებათა მტერისათა, და აღიარე შემოქმედად და ღმრთად ჭეშმარიტად.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, ლოცვითა მღდელმოწამისა კვიპრიანეისა და იუსტინა ქალწულისაითა მარადის განგუარინე საცთურისაგან ბოროტისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და აღხოცენ უსჯულოებანი ჩუენნი!

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღმრთივდაცული ერი ჩუენი, მთავრობაი და მხედრობაი მისი! უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი) და ყოველნი სამღვდელონი წესნი; სულიერი მამაი, მოძღუარი ჩემი (სახელი); მშობელნი და სახლეულნი ჩემნი (სახელები); მეგობარნი და მოყუასნი ჩემნი (სახელები) და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, შეუნდვენ მათ ყოველნი ცოდვანი მათნი, ნებითნი და უნებლიეთნი, მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასსა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა ბოროტნი წყლულებანი განკურნე და სულისა ჩუენისა სნეულებანი.    

წარდგომაი, ხმაი 8

განეშორე რაი მსახურებასა ეშმაკთასა, ნიშითა ჯუარისაითა დაიცევ თავი ხდომისაგან მათისა, და ლოცვათა შინა ცრემლთა დამთხეველი ევედრებოდი ღმერთსა მიტევებისათვის ცოდვათასა, ხოლო მიიღე რაი შეწყნარებაი სინანულითა დიდითა, დიდებულად იცუალე ღმრთეებრივითა ნათლისღებითა, და ვითარცა ჭეშმარიტი მსახური ქრისტეის ღმრთისაი, მრავალთა მოაქცევდი და გამოიტაცებდი პირისაგან ეშმაკისა, რაისთვისცა გმადლობდენ შენ, წმიდაო, და ადიდებდენ ღმერთსა, მას ევედრე, წმიდაო მღვდელმოწამეო კვიპრიანე, რაითა მლხინებელ გუექმნეს ცოდვათა ჩუენთა და აღამაღლოს რქაი მორწმუნეთა მართლმადიდებელთაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იხილა რაი ეკლესიამან მზეი სიმართლისაი ჯუარსა ზედა ამაღლებულად, დადგა იგიცა წესსა ზედა თვისსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეუდეგ რაი მაცხოვარსა კაცთასა, ჰბაძვიდი ქალწულსა იუსტინას კეთილ-მსახურებითა, ყოველსა-ვე ჰყოფდი სადიდებელად ღმრთისა. მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა მზაკუვარებისაგან ეშმაკისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განაბრძნო რაი გონებაი შენი უფალმან, მიისწრაფე ტაძარსა, და ითხოვე რაი ნათლისღებაი მღდლისგან, არა რწმენა მოქცევაი შენი, კვიპრიანე, და წიგნნი გრძნებისანი დასწუენ წინაშე მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჰხედვიდა რაი შეემუსრვილებასა გულისა შენისასა, ნათელს გცა შენ ანთიმოზ მღდელთმთავარმან, და დაგადგინა რაი მკითხველად ტაძარსა შინა, გულსმოდგინედ იღუწიდი სათნო-ყოფად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მშობელო დაუვალისა მზისაო, ქალწულო მარიამ, მეოხებითა სანატრელთა ამათ მოწამეთაითა შეიწრებასა მწარესა მიცემულნი დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ შენ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამო ჰხედვიდა ქრისტე სათნოებათა და ღუაწლთა შენთა, და მოგცა რაი სიმხნეი საკვირველი, მძლე-ექმენ გუნდსა ეშმაკთასა, ნეტარო იუსტინა, და მთავარი მათი შეურაცხ-ჰყავ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შენ მიერ იცნა ღმერთი, ღირსო იუსტინა, და შენ მიერ განეღო კვიპრიანეს კარი ზეცათა სასუფეველისაი, აწ განხსნაი ცოდვათა საკრველთაგან გვითხოვე და გვიხსენ საუკუნეთაგან სატანჯველთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაწინდულ იყავ რაი ქრისტეის მიერ, ჰოი, იუსტინა, არაი შეამწი-კულე შენ ტაძარი ხორცთაი, რამეთუ გული გითქმიდა შედგომასა ასპარეზსა მას მონაზვნურისა ღუაწლისასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გონებაი კაცთაი და ანგელოსთაი ვერ შემძლებელ არს გამოთქუმად ყოვლადდიდებულისა და გამოუთქუმელისა შობისა შენისა, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით ხმითა სიხარულისაითა გაქებს შენ ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმიდნა რაი იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰხედვიდა რაი მღდელი სინანულსა შენსა, ღირსო, დიაკვნად განგაწესა, და პირველ დემონთა მსახური, შეერთე ჭეშმარიტთა მსახურთა ღმრთისათა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეიმოსე რაი მღდელობაი, ვითარცა სამოსელი მადლისაი, კერპთა ეშმაკად სახელ-სდებდი და ყოველთა ღმრთისა მიმართ მოუწოდდი, ასწავებდი რაი მართლაღსარებასა სარწმუნოებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღუაწლითა დიდითა აღასრულებდი რაი ღმრთისმსახურებასა, აღიწიე თავსა სრულებათასა, და იქმენ რაი მწყემსმთავარ, უპირველეს მღდელთა ჰმოძღურიდი და ასწავებდი სამწყსოისათვის მღვიძარებასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განაპე საკრველნი ცოდვათა ჩემთანი, სძალო ღმრთისაო, ცხორებისა სჯულითა ცოდვისა სჯულისათვის თავისუფლებისა მიმმადლებელო, რომელმან შევ მეუფე სჯულისაი.

კონდაკი, ხმაი 1

ხელოვნებისა მისგან მოგვობისა მოისწრაფე შენ, ღმრთივგონიერო, საღმრთოისა მეცნიერებისა მიმართ, და აჩუენე სოფელსა სიბრძნეი შენი, ყოვლად ბრძენო, და პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ, კვიპრიანე იუსტინას თანა, მეოხ გვეყვენით წინაშე კაცთმოყუარისა მეუფისა, რაითა ვედრებითა თქუენითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი წმიდისა იუსტინაისი

ყოვლადვე ღმრთისადა განკუთნვილ იყავ რაი, ნეტარო იუსტინა, პატიოსანი ქალწულებაი დაიმარხე უვნებელად, და შეიცან გზაი ცხორებისაი, რომელი მიიყვანებს სახლსა ღმრთისასა, და შეუდეგ რაი ღვაწლსა მას მონაზვნებისასა, განმტკიცებული ჭეშმარიტებითა და შეჭურვილი ძალითა ჯუარისაითა ნუგეშსა და კურნებათა მიჰმადლებდი სნეულთა და ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა.

იკოსი

აწ გარდამომივლინე კურნებანი შენნი, ნეტარო, და მადლითა შენითა განკურნე გული ჩემი, დასნეულებული ცოდვისა ხრწნილებითა, რაითა აღგივლენდე ქებისა გალობასა შემწიკულებულითა ბაგითა ჩემითა და ვადიდებდე ვნებათა შენთა, რომელ დაითმინე, მღდელმოწამეო კვიპრიანე იუსტინას თანა ქალწულისა, და კეთილითა და ნეტარითა სინანულითა მიეახლენით რაი უფალსა, აღხედით კიბესა მას ცადაღმყუანებელსა განმტკიცებულნი მარჯუენითა მისითა და დაუცხრომელად ევედრებით ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის, შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

თანა-მბრძოლ გექმნა რაი იუსტინა, დაადგინე იღუმენად დედათა სავანისა, და მრავალთა მოაქცევდით და გამოიტაცებდით პირისაგან ეშმაკისა, აწ აღაგზეთ გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი და გვიხსენით გრძნებისაგან და კრულებისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იხილა რაი ეშმაკმან მოქცევაი წარმართთაი, აღძრნა მრავალნი წინააღმდგომად შენდა, და ამცნეს მთავარსა, თუ ვითარ შეურაცხყოფდით ღმერთთა მათთა და გამოაჩინებდით საცინელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იუსტინას თანა შეგიპყრეს და წარგადგინეს რაი წინაშე მთავრისა, შეაჩვენებდით კერპთა უსულოთა და უშიშად აღიარებდით ქრისტესა ღმერთად, მას ევედრეთ, წარგვიმართოს გზასა მას მცნებათა თვისთასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზეციერნი დასნი და უხორცოთა კრებულნი უგალობენ შენგან შობილსა, ღმრთისმშობელო, მხმობელნი: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ხელთა განპყრობითა დანიელ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა და სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განჰკვირდა რაი მძლავრი იგი სიმხნესა შენსა, პირველ ლიქნითა გაიძულებდა შთავრდომად კერპთ-მსახურებისა საცთურსა, და მერმე უბრძანა რაი დამოკიდებაი შენი ძელსა ზედა, ხორცნი შენნი ფოცხითა ხუეტეს, კვიპრიანე, და ღირსი იუსტინა გვემეს შოლტითა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეგაყენეს რაი საპყრობილეს, გამოგიბრწყინდა შენ ნათელი ბრწყინვალეი, დედაო, და ნუგეშინისცემულ იქმენ მადლითა ღმრთისაითა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაითა მოგვანიჭოს ჩუენ კურთხევაი თვისი ზეციერი ყოველსა კეთილსა საქმესა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შთაგთხინეს რაი ორნივე აღდუღებულსა მას ფისსა, ნეტარნო, ჯუარი ქრისტეისი წინა-წარიძღუანეთ, და დაშთით უვნებელად, ხოლო ეწადა რაი დამცრობაი თქუენი ქურუმსა ათანასეს, სახელითა ცრუ ღმერთისაითა ცეცხლსა შესრული მეყსეულად დაიწვა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ანგელოსთა თანა იხარებენ შობისა შენისათვის ყოველნი, რომელნი სარწმუნოებითა გიხმობენ შენ ღმრთისმშობლად, ყოვლადწმიდაო, რამეთუ მეუფეი და მაცხოვარი გვიშევ ჩუენ, რომელსა ვუგალობთ: ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდეთ უფალსა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელო, ქალწულო, ქრისტე – შემაერთებელი ბუნებათაი. ამისთვისცა სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა გულისხმა-ყვეს ნიში ეგე ღმრთისაი უგუნურთა, და განაჩინეს რაი დაკლვაი თქუენი, ნეტარნო, განმხნდა მხედარი თეოქტისტე, და ქრისტეს ღმრთად აღმსაარებელი მოიკლა უწინარეს თქუენსა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შიშნეულ იყავ, კვიპრიანე, რაითა არა შეორგულდეს იუსტინა, გარნა პირველ იგი მოუდრეკდა თავსა მახვილსა, და შენცა დაგკლეს რაი მსგავსად სამსხუერპლოისა ზუარაკისა, აღმაღლდით ხორცთაგან ღმრთისა სასურველისა თქუენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გუამნი თქუენნი, მიცემული მხეცთათვის შესაჭმელად, წარიპარეს მორწმუნეთა, და წარიხუნეს რაი ჰრომედ ლუსკუმითა, დასხნეს ეკლესიასა შინა, და ყოველნი განიკურნებოდეს სენთა და ვნებათაგან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაშე ძისა შენისა, ქალწულო, ჰღაღადებს სისხლი წმიდათა ამათ მოწამეთა, შეისმინე ოხაი მათი და ევედრე მაცხოვარსა ჩუენსა, რაითა გვიხსნნეს მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთასა და გარდახდომისაგან სჯულისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

შთასრული ეგე ქუესკნელსა ბოროტებისასა, აღხედ უზესთაესსა მწუერვალსა სათნოებისასა და გეწადა რაი ხსნაი წარწყმედულთაი, ნეტარო, ლხინებასა მიჰმადლებდი ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა, და ვნებულთა ჰკურნებდი ძალითა ღმრთისაითა, მას ევედრე ხსნად ჩუენდა გრძნეულთა მიერ წამლვისაგან და მძლავრებისაგან ბოროტთა სულთაისა.

ჯუარითა ქრისტეისითა განპებულსა საცთურსა შინა საეშმაკოსა განხვედი წარუწყმედელად, და იუსტინას თანა აღიბეჭდე რაი მოწამეობრივითა ღუაწლითა, მძლედ გამოჰსჩნდით წინაშე ღმრთისა, და მიიღეთ რაი აღნათქუამიცა, ახალ ბრძენ მკურნალად გამოუჩნდით სოფელსა, ბოროტთა სულთა, ვითარცა კუამლსა განაქარვებთ საღმრთოითა ძალითა და მეყუსეულად განაშორებთ მრავალგვემულთა.

აჰა, წმიდანი ნაწილნი თქუენნი წყაროი არს კურნებისაი, და ლარნაკი წმიდათა მათ ძუალთა თქუენთაი, სანატრელნო, მდინარეი ნიშთა საკვირველთა, რომელსაცა შევრდომილნი გათავისუფლდებიან ყოველთა სენთაგან, და იხსნებიან მანქანებათაგან ეშმაკთასა.

აღგიარებთ შენ ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, მღდელმოწამეო კვიპრიანე იუსტინას თანა ქალწულისა, და გევედრებით: შეგვაწყნარეთ მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაითა ოხითა თქუენითა დაგვიფაროს ჩუენ ყოველთა ვნებათაგან და ღირს გვყოს გალობად წმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

სავედრებელი ლოცვაი

წმიდისა მღვდელმოწამისა კვიპრიანეისა მიმართ

ჰოი, წმიდაო სათნო-მყოფელო ღმრთისაო კვიპრიანე, მსწრაფლშემწეო და მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, შეიწირე ჩუენ უღირსთაგან მდაბალი ქებაი ესე და გვითხოე ქრისტე ღმრთისაგან უძლურებთა შინა განმტკიცებაი, სნეულებათა შინა კურნებაი, ურვათა შინა ნუგეშინისცემაი და კეთილად მომადლებაი ყოვლისა, რაიცა კეთილადსახმარ არს ჩუენთვის ქუეყნიერსაცა ამას ცხორებასა შინა და მომავალსაცა შინა საუკუნესა, აღავლინე ღმრთისა მიმართ მრავლისაშემძლებელი ლოცვაი შენი, რაითა მოგვზღუდოს შეცოდებათაგან ჩუენთა, გვასწაოს ჭეშმარიტი სინანული და განგვარინოს ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, და გამოგვიხსნას ყოველთა მაჭირვებელთაგან ჩუენთა.

ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე, თანამბრძოლ გვექმენ ჩუენ მარადის წინააღმდგომ ყოველთა მტერთა, ხილულთა და უხილავთა; ცდუნებათა შინა სიმტკიცეი და სიბრძნეი მოგუმადლე და ჟამსა აღსასრულისა ჩუენისასა გვექმენ ჩუენ განმარინებელ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთაგან, რაითა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწიოთ მაღალსა მას იერუსალეიმსა და ზეცისა სასუფეველსა შინა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვაი ჯადოქრობისა წინააღმდეგ

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მომზღუდე მე წმიდათა ანგელოსთა შენთა მიერ ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; წმიდისა წესთმთავარისა მიქაელისა და სხუათა უხორცოთა ზეციერთა ძალთა მიერ; ლოცვითა წმიდისა მოციქულისა, წინამორბედისა და უფლისა ნათლისმცემელისა იოანეისითა; წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყუელისაითა; მღდელმოწამისა კვიპრიანეისა და ქალწულმოწამისა იუსტინეისითა; ლოცვითა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, წმიდისა ნიკოლოზისა, განმანათლებელისა და საკვირველმოქმედისაითა, და მღდელმოწამისა წმიდისა ლეონ განმანათლებლისაითა, კატანის ეპისკოპოსისა; ლოცვითა წმიდათა პატრიარქთა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა, და ყოველთა წმიდათა მოწამეთაითა; ლოცვითა წმიდათა მართალთა მშობელთა ღმრთისათა, იოაკიმ და ანაისითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შემეწიე მე უღირსსა ამას მონასა შენსა  (სახელი) და განმარინე ყოველთა მანქანებათაგან მტერისაისა და ყოვლისა ბოროტისაგან: ჯადოქრობისა, გრძნებისა, მჩხიბაობისა და ვერაგ-ობისაგან ბოროტთა კაცთაისა, რაითა ვერა შეუძლონ მათ შემთხუევად ჩემდა რაისამე ძვირისა.

ჰოი, უფალო, ნათლითა ბრწყინვალებისა შენისაითა მფარვიდე მე ცისკარსა და შუვა-დღესა, მწუხრისა ჟამსა და ძილსა შინა, ძლიერებითა მადლისა შენისაისა უკუნ-აქციე და განარინე ჩემგან ყოველი ბოროტი უსჯულოებაი, რომელ აღძრულ-იქმნეს წინააღმდგომ ჩემდა შთაგონებითა ბოროტისა ეშმაკისაისა, ხოლო რომელიცა-იგი ბოროტებაი განზრახულ არს ჩემთვის, ანუ ქმნულ არს, მსწრაფლ უკუნ-მიაქციე ქუესკნელსა, რამეთუ შენი არს მეუფებაი, ძალი და დიდებაი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა კვიპრიანესი

მხოლოდ მოძღვრის კურთხევით

აღუვლენთ რაი უფალსა ლოცვასა ამას წმიდისა მოწამისა კვიპრიანეისსა, დღითა გინა ღამითა, გინა რომელსაცა ჟამსა ვსდგეთ ლოცვად, მსწრაფლ განითხინონ ყოველნი წინააღმდგომნი ძალნი დიდებისაგან ღმრთისა ცხოველისა.

წმიდაი ესე მოწამეი, ყოვლითა სულითა ილოცვიდა რაი ღმრთისა მიმართ, იტყოდა: `უფალო ღმერთო, წმიდაო და ძლიერო, მეუფეო მეუფეთაო, შეისმინე აწ ლოცვაი მონისა შენისა კვიპრიანეისი.

წინაშე შენსა წარსდგებიან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზთანი და მთავარანგელოზთანი, შენ უწყნი დაფარულნი გულისანი მონისა შენისა (სახელი), მოიხილე იგი, უფალო, ვითარცა პავლეი კრულებასა შინა და თეკლა ცეცხლსა შინა, ხოლო მე ესრეთ შევძლო შეცნობაი შენი, რამეთუ ყოველთა ცოდვილთა გარდავემატე უსჯულებითა. შენნია ღრუბელნი, და ცაი არა მოსცემს წვიმასა ხეთა წალკოტისათა, რაითა გამოიღონ ნაყოფნი; მიდგომილთა დედათა შობად არა მიუშვებ და მუცელუქმთა არცა მისცემ  მუცლად ღებად; სჭურეტ დასხმასა ვენახისასა და არა იღუაწებ მისთვის; მორჩი ვერღარა აღყუავილდის და ვერცაღა ხუვილი აღორძნდის; ვაზმან ტევანნი ვერღარა გამოიღის და არცა მხეცნი ჰშობნ; შერისხვითა შენითა ვერცა თევზნი ცურვიდენ, და ვერცაღა მფრინველნი ჰფრინვიდენ; ესრეთ აჩუენე ძალი შენი დღეთა მათ შინა ელია წინაისწარ-მეტყუელისათა.

გევედრები შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შეჰრისხენ ყოველნი მზაკუვარნი ეშმაკნი, რომელნი ცოდვად მისდრეკენ კაცსა და ბოროტსა ჰყოფენ მას ზედა და ყოველნი გრძნეულებანი მათნი დახსენ ძლიერებითა შენითა!

აწ გევედრები შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რომელმან სათნო-იჩინე ჩემ უღირსისა ღირსად-ყოფაი და წმიდისა სამწყსოისა შენისა თანა შერაცხვაი, რაითა აღუსრულო თხოვაი მისი ყოველსა კაცსა, რომელსაცა აქუნდეს ლოცვაი ესე თვის თანა, ანუ სახლსა შინა თვისსა.

ყოვლადწმიდითა დიდებითა შენითა, რომლითა მოწყალე იქმენ ჩემ ზედა და არა ინებე წარწყმედაი ჩემი უსჯულოებათა შინა ჩემთასა, განარინე და იხსენ ყოველი კაცი, რომელმანცა აღავლინოს ლოცვაი ესე შენდა მომართ. რომელნი მერყევ არიან სარწმუნოებასა შინა, განამტკიცენ! უძლურნი სულითა განაძლიერენ! სასო-მიხდილნი გულისხმიერ ჰყვენ და ნუცა-ვის განაგდებ წმიდისა სახელისა შენისა მომართ მოლტოლვილსა.

სასოებითა შეგივრდები შენ, უფალო, და ვევედრები წმიდასა სახელსა შენსა: ყოველსა სახლსა შინა და ყოველსა ადგილსა, ხოლო უფროისად კი უკუეთუ მართლმადიდებელსა ქრისტეანესა ზედა იყოს გრძნეულებაი ბოროტთა კაცთაგან, ანუ ეშმაკთაგან, წაკითხულ იყოს რაი მას ზედა ანუ სახლსა შინა მისსა ლოცვაი ესე, გათავისუფლდეს იგი ყოვლისაგან კრულებისა, რომელიცა იყოს ბოროტთა სულთაგან – კრულებისაგან შურითა, ბორგნეულობითა, იჭვნეულობითა, სიძულვილითა, ბოროტად გვემულებითა, შიშნეულობითა; გათავისუფლდეს იგი კრულებისაგან, რომელი იყოს წარმართულითა ნაკერპავითა მოწამლვითა და გათავისუფლდეს ყოვლისა სახრვისაგან და წყევისა.

ვისაცა აქუნდეს ლოცვაი ესე სახლსა შინა თვისსა, დაცვულ იყოს ყოველთა ბოროტგანზრახულებათაგან და ყოველთა მანქანებათაგან ეშმაკისა: ბოროტთა და მზაკუვართა კაცთა მიერ წამლვისაგან, და ყოვლისა გრძნეულებისა და ჯადოსნობისაგან; ივლტოდენ მისგან ეშმაკნი და ბოროტნი სულნი უკუნ-მიიქცენ.

უფალო ღმერთო ჩემო, რომელსა გაქუს ხელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, წმიდისათვის სახელისა შენისა და გამოუთქუმელისა სახიერებისათვის ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეისა, შეისმინე ჟამსა ამას უღირსისა მონისა (ანუ მხევლისა) შენისა (სახელი), რომელი აღგივლენს ლოცვასა ამას და მის მიერ განაქარვე ყოველნი მანქანებანი ეშმაკისანი.

ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა, ესრეთ წარწყმდენ ყოველნი შეგრძნებანი, ჯადოქრობანი და შელოცვანი პირისაგან კაცისა, რომელმან აღავლინოს ლოცვაი ესე, რამეთუ ნათელ ჩუენდა არს სახელი ცხორებისმომცემელისა სამებისაი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუაი ღმერთი არა ვიცით; შენდამო გურწმენა, შენ თაყუანის-გცემთ და შენ გევედრებით: დაგვიფარე, მეოხ გუექმენ და დაგვიცევ ბოროტთა კაცთა ყოვლისა მზაკუარებისა, გრძნეულებისა და ჯადოქრობისაგან.

ვითარცა კლდითგან აღმოუცენე შენ ტკბილი წყალი ძეთა მოსეისთა, ღმერთო, უფალო ძალთაო, ესრეთ დასდევ ხელი შენი, აღვსებული სახიერებითა შენითა მონასა (ანუ მხევალსა) შენსა (სახელი) ზედა, და დაიფარე იგი ყოველთა მანქანებათაგან ეშმაკისათა.

აკურთხე, უფალო, სახლი, რომელსაცა შინა იყოს ლოცვაი ესე და ყოველსა პატივისმცემელსა სახელისა ჩემისასა (მღდელმოწამისა კვიპრიანესი) გარდამოუვლინე წყალობაი შენი, დაფარულ ჰყავ ყოვლისაგან გრძნეულებისა, მწეი და მფარველ ექმენ მას, უფალო.

ვითარცა ვერ შემძლებელ არს კაცი დაყენებად ოთხთა მდინარეთა ედემისათა: ფიშონისა, გეონისა, ხიდეკელისა და ფერათისა, ესრეთ ვერ შეუძლოს ვერცა-ვინ გრძნეულმან საეშმაკოთა საქმეთა და ხილვათა ცრუთა წარმოჩენაი წინაშე ლოცვისა ამის წამკითხველისა. შევრისხავ სახელითა ღმრთისა ცხოველისაითა! შემუსრვილ იქმნეს ეშმაკი და განგდებულ იქმნეს ყოველი წინააღმდგომი და ბოროტი ძალი მზაკუვართა კაცთაგან მივლინებული მონასა ზედა ღმრთისასა (სახელი).

ვითარცა განამრავლნე წელიწადნი მეფისა ეზეკიასნი, ესრეთ განამრავლნე დღენი მისნი, რომელსაცა აქუნდეს ლოცვაი ესე: მსახურებითა ანგელოსთაისა; გალობითა სერაბიმთაისა; ხარებითა მთავარანგელოსისა გაბრიელისა მიერ ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამისა; უთესლოისა ჩასახვისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა; დიდებულისა შობისა მისისათვის ბეთლემსა შინა; ათოთხმეტისა ათასისა ყრმისათვის – ჰეროდეის  მიერ მოწყუედილთა; წმიდისა მის ნათლისღებისათვის უფლისა იორდანესა შინა; მარხვისათვის მისისა და განცდისათვის ეშმაკისაგან; უფლისა ჩუენისა საშინელისა მის განმარჯვებისათვის და ძლიერებისათვის საშინელისა სამსჯავროისა მისისა; ყოვლად დიდებულთა მათ სასწაულთა ძლით, რომელნი აღასრულნა უფალმან სოფელსა შინა: კურნებათა და განწმენდისა მიმადლებითა, მკუდართა აღდგინებითა, ეშმაკთა განსხმითა, იერუსალეიმსა შინა დიდებით შესლვისათვის და ღაღადებისათვის ყრმათასა `ოსანნა ძესა დავითისსა~, უფლისა მიერ წმიდათა ვნებათა და ჯუარცმისა და სიკუდილისა დათმენისათვის; მისისა აღდგომისათვის მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს და ზეცად ამაღლებისათვის; ანგელოსთა გალობისათვის სადიდებელად უფლის ამაღლებისა, მარჯუენით მამისა ჯდომითა მისითა ვიდრედმდე მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკუდართა.

მიეც შენ ხელმწიფებაი წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა შენთა, ჰრქვი რაი: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყ-ოს იგი ცათა შინა. ეგრეთცა მოჰმადლე ლოცვისა ამის მიერ განხსნაი ყოვლითა საეშმაკოითა გრძნებითა კრულებისაგან მონასა (ანუ მხევალსა) შენსა (სახელი).

წმიდისათვის სახელისა შენისა შევჰრისხავ და განვასხამ ყოველთა ბოროტთა და მზაკუვართა სულთა, თუალთა ბოროტთა კაცთასა და მათთა საგრძნეულოთა სახრვათა, ჯადოსნობათა, თუალითა გაჩხიბვასა, შეგრძნებასა და ყოველთა გუართა მანქანებათა ეშმაკისათა. გევედრები შენ, მრავალმოწყალეო უფალო, განაშორე ესე ყოველი მონასა შენსა (სახელი), სახლსა მისსა და ყოველსა მონაგებსა მისსა.

ვითარცა განამრავლე სიმდიდრეი მართლისა იობისი, ესრეთ განამრავლე, უფალო საცხოვრებელი მისი, რომელსა აქუნდეს ლოცვაი ესე: შექმნისათვის ადამისა, მსხუერპლისათვის აბელისა, ხარებისათვის იოსებისა, სიწმიდისათვის ენოქისა, ნოეს სიმართლისათვის და კურთხევისათვის, მელქისედეკისგან წარმოთქმულისა; სარწმუნოებისათვის აბრაჰამისა, სიწმიდისათვის იაკობისა, ქადაგებისათვის წინაისწარმეტყუელთაისა, სალოცავისათვის მამათმთავართაისა; სიყრმისათვის მოსეისა, აჰრონისა მღდელობისთვის, ღუაწლისათვის ისუ ნავეს ძისაისა, სიყრმისათვის სამუილისა, ათორმეტთა ტომთათვის ისრა-ელისა, ლოცვითა ელისე წინაისწარმეტყუელისაითა, მარხვისათვის და განბრძნობისათვის დანიელ წინაისწარმეტყუელისა, განსყიდვისათვის იოსებ შუენიერისა, სიბრძნისათვის სოლომონ წინაისწარმეტყუელისა, ძალითა ასსამეოცთა ანგელოსთა, ლოცვითა პატიოსანისა და დიდებულისა წინაისწარმეტყუელისა და ნათლისმცემლისა იოანეისითა და წმიდისა მეორისა კრებისა ასოცთა განმანათლებელთა მამათაისა; ქალწულებისათვის იოანე ღმრთისმეტყუელისა და სისხლისათვის წმიდათა მოწამეთაისა, მოკუდინებისათვის პეტრეისა და პავლეისა; და ლოცვითა წმიდათა მსახურთა და აღმსარებელთა საშინელისა და გამოუთქუმელისა სახელისა მის შენისა წმიდისა, ყოვლადდიდებულისა და ყოვლისამხედველისა ღმრთისა, რომლისა წინაშე წარდგომილ არიან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზთანი და მთავარანგელოზთანი, ლოცვითა მათითა გევედრები შენ, უფალო, სძლიე და განაგდე ყოველი ბოროტებაი და მზაკუვარებაი მონისაგან (ანუ მხევლისაგან) შენისა (სახელი), და დაანთქ ჯოჯოხეთსა.

აღვავლენ ლოცვასა ამას მხოლოისა და უძლეველისა ღმრთისა მიმართ, რაითა დაიფაროს ყოველი მართლმადიდებელი, რომელსაცა აქუნდეს სახლსა შინა თვისსა ლოცვაი ესე, რომელი თარგმანებულ არს სამეოცდაათთორმეტთა ენათა ზედა. დაიხსნეს ამა ლოცვისა მიერ ყოველი მზაკუვარებაი ზღუათა შინა, ანუ გზათა შინა, ანუ წყაროთა შინა, ანუ ჭათა შინა, ანუ ზედასა ზღურბლსა შინა, ანუ ქუედასა ზღურბლსა, წინაით კერძო ანუ უკუნაით კერძო, ანუ კედელსა შინა, ანუ ერდოსა შინა, – ყოველსა ადგილსა დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი ცრუნი ხილვანი და ჩუენებანი, ეშმაკისაგან მოგურილნი, ჟამსა სლვისა და დგომისაცა ჟამსა, მთათა შინა ანუ ქუაბთა შინა, კართა შინა სახლისათა ანუ ქუეყანისა ნაპრალთა შინა, ფესვთა შინა ხისათა ანუ ფოთოლთა შინა, ანუ ყანობირთა შინა, ანუ მტილთა შინა, თივასა შინა, ანუ ბუჩქთა შინა, ღუმელსა შინა, ანუ აბანოსა შინა, დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი შეგრძნებანი ტყავსა ზედა თევზისასა ანუ ხორცსა ზედა მისსა, ტყავსა ზედა გუელისასა, ანუ კაცისა ტყავსა ზედა, ანუ სამკაულთა ზედა, ანუ თავსაბურავთა ზედა, ანუ თუალთა ზედა, ანუ ყურთა ზედა, ანუ თმათა ზედა, ანუ წარბთა ზედა, ანუ ქუე-საგებელსა ზედა, ანუ სამოსელსა ზედა, ანუ დაკუეცილთა ფრჩხილთა ზედა ხელისათა, ანუ დაკუეცილთა ფრჩხილთა ზედა ფერხთასა, ანუ მხურვალესა სისხლსა ზედა, ანუ ყინელსა წყალსა ზედა, დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი მანქანებანი გრძნეულებისანი ტვინსა შინა, ანუ ტვინისა ქუეშე, ბეჭთა შინა, ანუ შორის ბეჭთასა, მკლავთა შინა, ანუ წვივთა შინა, ფერხთა შინა, ანუ ხელთა შინა, მუცელსა შინა, ანუ მუცლისა ქუეშე, ძუალთა შინა, ანუ ძარღუთა შინა, ანუ კუჭსა შინა, ანუ ყოველსა გუამსა შინა, დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი საეშმაკონი შეგრძნებანი ქმნულნი ოქროსა ზედა, ანუ ვეცხლსა ზედა, ანუ სპილენძსა ზედა,  ანუ რკინასა ზედა, ანუ კალასა ზედა, ანუ თაფლსა ზედა, ანუ ცვილსა ზედა, ანუ ღვინოსა ზედა, ანუ ლუდსა ზედა, ანუ პურსა ზედა, ანუ ჭამადთა ზედა, ყოველთა ზედა დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი ბოროტნი გრძნეულებანი ეშმაკისნი ქნულნი წინაღმდგომ კაცისა ქუეწარმავალთა ზედა ზღვისათა ანუ ხმელეთისათა; მფრინვალთა მწერთა ზედა, ანუ პირუტყუთა ზედა, ანუ მფრინველთა, ანუ ვარსკულავთა, ანუ მთვარესა ზედა; წერილთა ზედა, ანუ მელანთა ზედა, ანუ დახატულებასა ზედა კაცისასა ტილოსა ზედა ანუ ქაღალდსა ზედა, ანუ თოჯინათა და გამოქანდაკებულთა  ნივთთა და გამოსახულებათა ზედა – ყოველთა ზედა დახსნილ იქმნნენ!

დევნულ იქმნენ ორნი მზაკუვარნი ნათესავნი, სალამარი და რემიქარი, განგდებულ იქმნენ ელიზდა და ეშმაკი მონისაგან (ანუ მხევლისაგან) ღმრთისა (სახელი), ძლიერებითა პატიოსანისა და ცხოელსმყოფელისა ჯუარისა უფლისაისა და ყოველთა ზეციერთა ძალთაისა, რომელნი წარდგომილ არიან წინაშე მაღლისა და საშინელისა საყდრისა უფლისაისა, ცეცხლითა დაწუან იგინი ქერობინთა და სერაბინთა, საყდართა და ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა.

სამოთხესა შინა მეყსეულად შევიდა ავაზაკი ლოცვითა; ილოცა ისუ ნავეს ძემან და დაადგრა მზეი და მთოვარეი; ლოცვითა დახშნა ყბანი ლომთანი დანიელმან; სამნი ყრმანი – ანანია, აზარია და მისაელი ლოცვითა დაშრეტდენ ალსა ცეცხლისასა სახუმილსა შინა; ესრეთვე გევედრები მე, უფალო, მიჰმადლე კეთილთა თხოვათა აღსრულებაი ყოველსა, რომელმან აღგივლინოს ლოცვაი ესე.

ლოცვითა ვევედრები წმიდასა კრებულსა წინაისწარმეტყუელთასა: ზაქარიას, ოსიას, იესეს, იოველსა; მიქიას, ესაიას, და დანიელსა; იერემიას, ამოსს, სამუელს, ელიას, ელისეს, ნაუმსა და იოანეს – წინაისწარმეტყუელსა, წინამორბედსა და ნათლისმცემელსა უფლისასა; ლოცვითა ვევედრები ოთხთა მახარებელთა: მათეს, მარკოზს, ლუკასა და იოანეს და წმიდათა თავთა მოციქულთასა პეტრესა და პავლესა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა უფლისათა იოაკიმესა და ანასა; წმიდასა მარიამ მაგდალინელსა და წმიდათა მენელსაცხებელეთა დედათა; იოსებ დამწინდველსა და იაკობსა – ძმასა უფლისასა; სვიმეონ ღმრთისმიმრქმელსა და მღდელმოწამესა სვიმეონს – ნათესავსა უფლისასა; ანდრიას, ქრისტეისთვის სალოსსა, ალექსი ღმრთისკაცსა; ღირსსა მამასა ჩუენსა გაბრიელი სალოსსა; იოანე მოწყალესა და ეგნატე ღმერთშემოსილსა; ანანია მღდელმოწამესა და რომანოზ ტკბილადმგალობელსა; მარკოზ ეფესელსა და კირილეს – იერუსალეიმისა პატრიარქსა და ღირსსა ეფრემ ასურსა და მარკოზ მესაფლავესა; მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდსა, გრიგოლ ღმრთისმეტყუელსა და იოანე ოქროპირსა; და წმიდათა შორის მამასა ჩუენსა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსსა და სასწაულთმოქმედსა; წმიდათა დიდმოწამეთა: პარასკევას, ეკატერინეს, ფებრონიას, ბარბარესა, მარინესა, კვირიკესა და დედასა მისსა ივლიტესა, და გიორგისა. ღირსსა დედასა ჩუენსა, მოციქულთა სწორსა ქალწულსა ნინო ქართველთ განმანათლებელსა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფესა მირიანსა და დედოფალსა ნანასა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა, კათოლიკოს-პატრიარქთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისა, ღირსსა მამასა ჩუენსა იოვანე ზედაზნელსა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა; მღდელმოწამესა ნეოფიტე ურბნელსა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველსა, სერაპიონ ზარზმელსა, გრიგოლ ხანძთელსა და საბა იშხნელსა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილსა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთა; და ყოველთა სასწაულთმოქმედთა მამათა: ღირსთა ანტონ, თეოდოსი და ათანასე მოსკოველთა; სერგი და ნიკონ კიევო-პეჩორელთა, ზოსიმე და სავატი როდონეჟელთა, გური და ბარსანუფ სოლოვეცელთა; პახომ, ანტონ და ფეოტოსი ყაზანელთა; პიმენ დიდსა და წმიდასა მამასა ჩუენსა სერაფიმე საროველსა, სამსონ და დანიელ მესუეტეთა, მაქსიმე ბერძენს და მილეტი ათონელსა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენსა, ევსტათი მცხეთელსა, ჰაბო ტფილელსა, ქრისტეფორე გურულსა; წმიდათა დედოფალთა შუშანიკსა და ქეთევანსა; წმიდათა მოწამეთა გარეჯელთა ბერთა და წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა, რომელთაცა სისხლი დასთხიეს შენთვის, ქრისტეის, ღმრთისა ჩუენისათვის, და ვევედრები ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნომყოფელთა შენთა, უფალო, შეიწყალე და აცხოვნე მონაი შენი (სახელი), რაითა არა შეეხოს მას და არცა სახლსა მისსა, არცა ვითარი ბოროტებაი არცა მწუხრსა და არცა განთიადსა, არცა დღითა და არცა ღამითა. დაიცევ იგი, უფალო, ყოველთა ეშმაკთაგან: ჰაერისა, ქუესკნელისა, წყლისა, ტყისა, სახლისა და ყოველთა სხუათა გუართაგან ეშმაკთა და სულთაგან ბოროტთა.

გევედრები შენ, უფალო, წმიდაო სამებაო, რაითა დამტკიცებულ და განჩინებულ იქმნეს ლოცვაი ესე წმიდისა მღვდელმოწამისა კვიპრიანესი წარსაწყმედელად და განსაგდებად ყოვლისა ბოროტისა, ყოვლისა მტერისა და წინააღმდგომ ყოველთა მახეთა ეშმაკისათა, რომელნი შეიპყრობენ კაცთა გრძნებითა და მჩხიბაობითა სადოკისაითა და ნათანიელისაითა, ეფილად წოდებულისა და სამუელის ასულთაისა, რომელნი დახელოვნებულ იყუნენ გრძნეულებასა შინა.

უფლისა სიტყვითა დაემყარა ცაი და ქუეყანაი, და რაიცა არს ცისა ქუეშე, განძებულ იქმნნენ ლოცვისა ამის ძლითა ყოველნი ცრუნი ჩუენებანი მტერისანი და წამლვანი. შეწევნად მოვუხმობ ყოველთა ძალთა ზეცისათა, – წესთ-მთავართა შენთა – მთავარანგელოზთა მიქაელსა და გაბრიელსა, რაფაელსა, ურიელსა, და სელაფიელსა, ეგუდიელსა, ვარახიელსა, იერომიელსა, ტახნილსა და ჩემსა მფარველსა ანგელოზსა, ძლიერებასა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა შენისასა, და ყოველთა ძალთა და სულთა ზეცისათა.

დაფარულ იყოს, უფალო, მონაი შენი (სახელი) და სირცხვილეულ იქნეს ეშმაკისა მზაკუვარებაი ყოვლითა ძლიერებითა ზეცისაისა, სადიდებელად შენდა, უფალო, შემოქმედისა ჩემისა და სადიდებელად ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, უფალო, ყოვლად-ძლიერო და ყოვლისაშემძლეო, დაიცევ წმიდისა მოწამისა კვიპრიანეის ლოცვისა მიერ მონაი შენი (სახელი).

წარმოვსთქუამთ 3-გზის და 3-გზის მეტანია.

უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და მფარველისა ჩემისა ანგელოზისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი ესე მონაი შენი (სახელი)

წარმოვსთქუამთ 3-გზის და მეტანია.

ყოველნო წმიდანო და მართალნო ღმრთისანო, ევედრენით კაცთმოყუარესა ღმერთსა შეწყალებისათვის მონისა მისისა (სახელი), რაითა დამიცვას მე ყოვლისაგან მტერისა და წინააღმდგომისა.

წარმოვსთქუამთ  (3-გზის და მეტანია) დიდებაი… აწდა…

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა კვიპრიანეისა და ღირსმოწამისა იუსტინა ქალწულისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

გაქებთ თქუენ, საღმრთოსა კვიპრიანეს, და ქალწულსა იუსტინას, რომელმან ბადითა უბიწოებისაითა მოგინადირა და მსახური ეგე ეშმაკისაი მესათხევლე გყო სახარებისაი, და გევედრებით: აწ გაქუთ კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა განაძლიეროს სულნი ჩუენნი, ვინაი ესე ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა თქუენთა, ნეტარნო, და გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა.

დედოფალო, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, და შეგვიწყალენ სიყუარულისათვის ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ მისი არს დიდებაი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

 

Exit mobile version