Categories
მსახურებანი

სადღესასწაულო წეს-განგება წმიდა მარკოზისა ეფესოს მთავარეპისკოპოსისა

დიდ მწუხრსა ზედა

_ „მოვედით თაყუანის – ვჰსცეთ“ – იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) _ იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ – I კანონის I ანტიფონი.

_ ,,უფალო ღაღად – ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).

_ მარკოზ მთავარეპისკოპოსისა – მუხლი 8. 

 

 

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო, მარკოზ მღდელთმთავარო, აღმოსცენდი რაი კონსტანტინეპოლს, შვილი წარჩინებულთა მშობელთაი, აღგზარდეს სიყუარულითა ღმრთისაითა, და მოგეცა რაი საღმრთოი მღვიძარებაი, სიყრმიგან ისწავე სიბრძნეი სახარებისაი ბრძენთა მათ ღმრთისმეტყველთაგან, და საშუებელ შენდა იყო სიტყუაი ღმრთისაი, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო მარკოზ მღდელთმთავარო, სიბრძნეი უზეშთაესი მოგანიჭა რაი ღმერთმან, წარემატე საეროთა და საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა, და განასრულე რაი სწავლაი კეთილად, ქალაქსა სამეუფოსა დაგადგინეს მოძღურად რიტორთა, და საპატრიარქოსა მას ტაძარსა განმარტებდი რაი წმიდასა წერილსა, აწ გვიოხე ღმრთისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო მარკოზ მღდელთმთავარო, მარადის იქცეოდი რაი ყოვლითა სიმდაბლითა და მოღუაწებითა, ფრიად შეგიყვარა პატრიარქმან და იქმენ რაი მახლობელ და მრჩეველ მეფისა, მრავალნი აღძარ ქებად და დიდებად ღმრთისა, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო, მარკოზ მღდელთმთავარო, და-რაი-ემკვიდრა შენ თანა მადლი ღმრთისაი, მოგაძულა შენ საწუთოისა დიდებაი, და შეგაყუარა რაი სიმდაბლეი და სიწმიდეი, ლოცვაი ლმობიერი, მღვძარებაი და ზე-დგომაი ხელგანპყრობით უხორცოთა მიმსგავსებული, შეიმოსე სქემაი ანგელოზებრივი მარკოზის სახელითა, რაითა მარადის ილოცვიდე სადიდებელად ღმრთისა, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო, მარკოზ მღდელთმთავარო, მოწოდებული მსახურებად ღმრთისა ევლტოდი რაი პატივთა სოფლისათა, კუნძულსა ანტიგონსა დამკვიდრდი უკაცრიელსა მას მონასტერსა და დაემოწაფე რაი „სვიმეონ საკვირველსა“,  ღმრთისა მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და დაუცხრომელად იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო, მარკოზ მღდელთმთავარო, დაიპყრეს რაი მცირე ასიაი და ბალკანეთი თურქთა, მოძღვრისა შენისა თანა უკუნ იქეც სამეუფოსა მას ქალაქსა და დამკვიდრდი რაი მანგანის მონასტერსა, იწყე ღუაწლი მდუმარებისა და მარტოდმყოფობისაი, აწ გვიოხე ღმრთისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო, მარკოზ მღდელთმთავარო, შუენიერებისთვის სათნოებათა შენთათა, ნეტარო, ხელდასხმულ იქმენ მღდელად, მამაო, და ჟამსა მას უსისხლო მსხვერპლ-შეწირვისასა ღმრთეებრივი მადლი სახედ ნათლისა გარდამოდიოდა შენზედა და ყოველთა მხილველთა აღძრვიდა დიდებად ღმრთისა, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ჰოი, ახოვანო აღმსარებელო მართლმადიდებლობისაო, მარკოზ მღდელთმთავარო, ყოველსა დღეთა ცხორებისასა განჰლევდი რაი მოღუაწებასა და მღვიძარებასა შინა, უბრალოი ცხორებაი შენი და წესისა სიმარტივეი და სიწმიდეი იხილა რაი ღმერთმან, წარჩინებულ გყო და მოგანიჭა რაი საყდარი მღდელმოძღურებისაი, დაღათუ იყავ უცხოი კაცობრივისაგან დიდებისა, სცან ნებაი უფლისაი, რაითამცა იყო შენ მწყემს ერისა შენისა, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დღესასწაულობს ქრისტეს ეკლესიაი ხსენებასა შენსა და გვიწესს შესხმად ღუაწლისა შენისა, ჰოი, მარკოზ საკვირველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისხმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო დ მღდელთმოძღვარო კეთილმსახურთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთათვის შენთა, გვიოხე აწ ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი. (ხმაი 6).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძეი მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოისა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.  (ხმაი 6).

შესვლა საცეცხლურით.

წარდგომა დღისა 

– საწინაწარმეტყველო – 3 საკითხავი ღირსისა. (მღვდელთმთავრისა საზიაროდან). 

– ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა – 1 მუხლი. 

– ესრეთ მარკოზ მთავარებისკოპოსისა

ვითარცა მწყემსი კეთილი და გონიერი, გაკურთხეს რაი მთავარებისკოპოზად ეფესოისა, იქმენ სარწმუნოი განმგებელ, ღმერთშემოსილო, და მწყსიდი რაი სამწყსოთა მათ ქრისტეისთა, ცხოვართა პირ-მეტყველთა, შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა ამხილებდი და დიდითა შრომითა შენითა მოკრებდი რაი განბნეულთა, გამოჰზარდე იგინი ღმრთისმეცნიერებითა, და მრავალნი აღძარ დიდებად ღმრთისა.

შუენიერი გვირგვინი იგი, რომელ შეგითხზა სიმდაბლემან შენმან, წმიდაო, ვერა დააჭნო აღმაღლებამან ხარისხსა ზედა მღდელმთავართასა, რამეთუ არა ელტვოდი დიდებასა და მონაგებსა, არამედ ლმობიერებითა გულისაითა ნუგეშსა-სცემდი ურვეულთა, და შეეწეოდი რაი უპოვართა და სნეულთა, ხარბთა და ანგართა ამხილებდი და ასწავებდი გლახაკთ-მოწყალებასა და ღმრთის-მსახურებასა.

მოღუაწედ, მლოცველად, და ხატად სიწმიდისად მოგიგო შენ ერმან და სამწყსომან შენმან, ღმერთშემოსილო, რამეთუ სიყუარულითა მათითა მოვლიდი დაბა-სოფლებთა, და განსწავლიდი ყოველთა, რაითა ბოროტსა განეშორონ და სულისა თვისისათვის ზრუნვიდენ მოწყალებითა, მარხვითა, და ლოცვითა, ეგრეთვე აწ დაამშვიდე გული ჩემი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული, და აღმავსე მღვიძარებითა საღმრთოითა.

ჯაჭვი სარწმუნოებისაი სიმხნითა შეიმოსე, ჰოი, ქრისტეის მხედარო, ახოვანო, და ნიში ჯუარისაი საჭურველად აღიღე და განხვედ ბრძოლად მწვალებელთა ლათინთა, რომელთაცა აცთუნეს მეფეი და მღდელმთავარნი ბრძოლათა შინა შეწევნისა აღთქუმითა და იწყეს რაი შერყუნაი მსოფლიოთა კრებათა მიერ დამტკიცებულთა დოღმატთა სარწმუნოებისა ჩუენისათა, განაქარვე ბოროტი ზრახვანი მათნი დაუცხრომელითა ღუაწლითა, და აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა ეკლესიაი ჩუენი დაიცვას წვალებისაგან და შვილნი მისნი გვიხსნნეს ყოვლისაგან ბოროტისა.

მსგავს იქმენ შენ სათნოებითა ქრისტეის ღმრთისა მოციქულთა, და ვითარცა ორღანოი, აღმოადინებდი მაცხოვნებელთა მათ ტკბილთა სწავლათა, და გამოსჩნდი რაი სუეტად და სიმტკიცედ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა მარადის ვადიდებდეთ ყოვლად წმიდასა სამებასა.

მრავალთა აცთუნებდენ რაი მეფეი და მღდელმოძღუარნი, ებისტოლეთა მიერ ამხილებდი ცთომილებასა მათსა, და დაუცხრომელად განაქიქებდი რაი ლათინთა ბოროტსა მას წვალებასა, ვითარცა მიზეზი შფოთისაი შეგიპყრეს მეფისა ბრძანებითა, და ორსა მას წელსა დაჰყავ რაი საპყრობილესა შინა, მიერითგან წარგზავნიდი წერილთა  და ჭეშმარიტებისა დაცვისათვის განამხნობდი ერსა, ამისთვისცა სამართლად პატივ-გცემთ და გევედრებით ხსნასა განსაცდელთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საკვირველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ ესე ღირსი ხსენებისაი – ყოვლად ქებული მამაი ჩუენი და მწყემსი კეთილი მარკოზ მღდელმოძღვარი მოშურნედ იქცა დიდთა მათ მამათა, შვიდთა მსოფლიოთა კრებათა გაბრწყინებულთა, და თვითცა ფერარა-ფლორენციისა კრებასა გამობრწყინდა რაი ჭეშმარიტებისა აღსარებითა, ყოველსა ქუეყანასა ზედა განითქუა მწვალებელთა მხილებითა, და აჰა, აწ ჩუენცა განგვსწავლის უცთომელითა სწავლებითა, და აღგვძრავს დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყვისაო; გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა წმიდაო ღმრთისა საყოფელო; გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა, ზესთა ბუნებათა მიდგომილო; გიხაროდენ, თვინიერ თესლისა მშობელო, და თვინიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო; გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

სტიქარონსა ზედა დასდებელი. ხმაი 8.

მოჰკრძალავდი რაი ეკლესიასა ზღუდითა მართლისა მოძღურებისაითა, ღირსად საკვირველო მარკოზ ეფესელო, ცრუმორწმუნეობისა საცთურსაცა აღხოცდი და ყოველთა განამტკიცებდი რაი წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებლობასა შინა, დიდისა ღუაწლისა შენისა მხილველთა განაცვიფრებდი და აღძრვიდი ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მოშურნე იყავ რაი განსწავლისათვის ერისა, სახარებისა სიღრმისა ძალსა საკვირველითა სიბრძნითა მიწთომილი და რიტორი ეგე ფრიად ხელოვანი, ღმრთივსულიერად და მარტივად გამოიტყოდი საღმრთოთა ქადაგებათა შენთა, ნუგეშსა-სცემდი შეცთომილთა და წარუმართებდი გზასა ჭეშმარიტსა, აწ ჩუენცა წარგვიმართე სლვად კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და მარადის ღირს-ვიქმნეთ დიდებად ღმრთისა.

მუხლი. მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ.

მადლითა ღმრთისაითა აღსავსეი ლოცვაი შენი და სიტყუაი და სწავლაი საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმნა ურიცხუთა სამღდელოთა და ერთა, რამეთუ სიყურულითა ჰმწყსიდი და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა, და გამოჩნდი რაი კანონად მღდელმოძღურთა, საღმრთოი სიხარული მოჰფინე ქრისტეს ეკლესიასა და სარწმუნოთა შვილთა მისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბაგეთა შენთა მიერ წყაროი მადლისაი აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, ჰოი, ყოვლად სამღდელოო მარკოზ, და ეკლესიაი ქრისტეისი განაშუენე რაი საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, შვილთა თვისთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ სწავლებათა შენთა სიმრავლითა, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად საკვირველისა ღუაწლისა შენისა და დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაი მონათა შენთაი შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაი შეიწირე და გვითხოვე ჩუენ დიდი წყალობაი.

– „აწ განუტევე“.

– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

– ტროპარი მღვდელთმთავრისა 

ტროპარი, ხმაი 8

მართლმადიდებლობისა მოძღუარო და მბრძოლო ახალთა სწავლებათაო, სარწმუნოებისა სიმაღლეო, ეკლესიისა ლამპარო და ღმრთივსულიერო ხატო მოძღუართაო, მარკოზ ყოვლადბრძენო, წერილთა შენთა მიერ ყოველნი განანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბერძნული ტროპარი, ხმაი 3

საღმრთოისა სარწმუნოებისა აღმსარებლობისთვის მოშურნედ დიდად მოგიგო შენ ეკლესიამან, ღმრთეებრივო მარკოზ ყოვლადქებულო, მამათა სწავლებისა დამცველო და განმაქარვებელო მწვალებლობისა წყუდიადისაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგუმადლოს ცოდვათა შენდობაი პატივისმცემელთა შენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.   

ღმრთისმშობელო ქალწულო – 1 გზის. 

პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).

– ტროპარი მღვდელთმთავრისა 

ტროპარი, ხმაი 8

მართლმადიდებლობისა მოძღუარო და მბრძოლო ახალთა სწავლებათაო, სარწმუნოებისა სიმაღლეო, ეკლესიისა ლამპარო და ღმრთივსულიერო ხატო მოძღუართაო, მარკოზ ყოვლადბრძენო, წერილთა შენთა მიერ ყოველნი განანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბერძნული ტროპარი, ხმაი 3

საღმრთოისა სარწმუნოებისა აღმსარებლობისათვის მოშურნედ დიდად მოგიგო შენ ეკლესიამან, ღმრთეებრივო მარკოზ ყოვლადქებულო, მამათა სწავლებისა დამცველო და განმაქარვებელო მწვალებლობისა წყუდიადისაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს ცოდვათა შენდობაი პატივისმცემელთა შენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

 

 – ღმრთისმშობლისა  ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): –

 

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმაი ნებსით თავს იდუა, რომლისათვისცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იხსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

 

– შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმაი 1.   

     ცხორებაი კეთილმსახურებითა ქუეყანასა ზედა აღასრულე, ჰოი, ყოვლად ნეტარო მარკოზ მღდელთმოძღვარო, და გამოსჩნდი რაი წინამძღურად მღდელთმთავართა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწცა გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა. – 2-გზის

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოი საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვხმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმაი 4.

იქებიან მარადის მართლმადიდებელთა ქრისტეისმოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, სიწმიდეი, სიმშვიდეი, სიმდაბლეი და ჭეშმარიტებისა აღმსარებლობაი, ამისთვის აწ ჩუენცა პატივს გცემთ, წმიდაო, სამ-გზის სანატრელო მღდელთმთავარო მარკოზ, და გაქებთ და გიგალობთ, ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა. – 2-გზის.                            

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოისა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათვისცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

_ ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ ,,გადიდებსა“ მღდელთმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან).

_ ,,წარდგომა“ შემდგომად ,,სადიდებელისა“: სიბრძნე  ხმაი 8.

უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან დაგადგინა რაი მღდელთმოძღურად ეფესოისა და განმანათლებელად ყოვლისა სოფლისა, კუერთხითა სარწმუნოებისაითა განიოტებდი ბოროტთა მგელთა, გარეგან ცხოვართაითა მოსილთა, და შერისხავდი სარწმუნოებისა შემრყუნელთა ძალითა ქრისტეს ღმრთისაითა, მას ევედრე, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ხსენებისა შენისასა. – 2-გზის

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოი სიტყუაი მამისაი, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაი განზრქებოდის, ხოლო ძეი ღმრთისაი ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოი, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

 

– წარდგომა (საცისკრო სახარებისა):  ,,პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ხმაი 7.

მუხლი. ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.

საცისკრო სახარება იოანესი

თ. 10. მუხლი 9-16

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაითა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

სრულ ყავ რაი ქადაგებაი ჭეშმარიტებისაი, ვითარცა რიტორმან საღმრთომან, მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, და მიეც რაი მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი, ჰოი, ყოვლადსამღდელოო მამაო მარკოზ, ყოველთა მოუწოდე მეცნიერებად და დიდებად ღმრთისა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად მისა მიმართ, რაითა დაარღვიოს ყოველივე უღმრთოებისა საცთური და დაამხუნეს მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა).

იკითხება 2 კანონი . 

I კანონი – ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) – 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო… ან „ქუეყანასა მწყურნებსა…“ ).

II კანონი – მღდელთმთავრისა (ძლისპირის გარეშე) – 8 მუხლად. (ხმაი 8).

კატავასია: რიგითი.

„უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.  

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარავო დაანთქა საკვირველთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

იყავ რაი სამკვიდროი ღმრთისა მაღლისა ბრწყინვალებისაი, შუენიერებისთვის სათნოებათა შენთათა, ქრისტეს სამწყსოი განანათლე, ღმერთშემოსილო, და წარდგომილ იქმენ რაი წინაშე მიუმწუხრებელისა ნათლისა, სიტყვისა განმაბრწყინვებელი მადლი შთაბერე ხსენებისა შენისა მედღესასწაულეთა.

აღეგზო რაი წმიდასა სულსა შინა შენსა მართლმადიდებლობისათვის მოშურნეობაი, დასწვი ბოროტადმეტყველებაი და გმობაი მწვალებელთაი, მარკოზ ყოვლად ნეტარო, და მოაუძლურენ ეშმაკისა მზაკუარებანი ძალითა ღმრთისაითა.

სახარულევან-ჰყავ რაი ქრისტეს ეკლესიაი მადლითა ღმრთისმეტყუელებისა შენისაითა, შეცთომილთა უჩუენე გზაი მიმყვანებელი ცხორებასა, და შენცა მკვიდრ იქმენ რაი საშუებელთა საუკუნეთა, არა დასცხრე აწ ლოცვად მშვიდობით დაცვისათვის ეკლესიისა ჩუენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჭეშმარიტისა სიბრძნისა მდინარენი აღმოადინნა ენამან შენმან, ღმრთივმეტყუელმან და კეთილხმოვანმან, და ქებითა განდიდებულ გყო დღესა ამას ქრისტეს წმიდამან ეკლესიამან, გვიწესს რაი სარწმუნოთა შვილთა თვისთა ქებით შესხმასა შენსა და ღმრთისა დიდებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლამდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ყოველი წადიერებაი შენი ყრმობითგანვე მიჰმართე ქრისტეისა მიმართ, ჰოი, მარკოზ დიდებულო, და სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე რაი პირველითგან, განაშუენე მოქალაქობაი შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა.

იყავ რაი მეგობარი მეფისაი, სამეუფოსა მას პალატსა შინა მოსილ-იყავ პატივითა, გარნა გენება რაი ანგელოზებრივი ცხორებაი, ლოცვითა განიწმიდე თავი თვისი, და უცხო იქმენ სოფლისა შუებათაგან.

მონაზონებითა შეიმკვე, ღმერთშემოსილო მამაო, და მრავალსა წელსა იყავ რაი მდუმარებასა შინა, საღმრთოითა სწავლებითა მღვიძარეი, ფრიად წარემატებოდი საღმრთოსა წერილსა და მამათა სწავლებათა შინა. 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მსგავსად ფუტკრისა მოიფრინე რაი სამოთხეი, სათნოი და კეთილსუნნელი ცუარი მოჰკრიბე პირველთა მათ განმანათლებელთა მამათა წერილთაგან, და შეჰქმენ მისგან თაფლი სარწმუნოებისაი და მეფენი და მდაბიონი იხუმევენ სიმრთელისა მოსაღებელად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე საშოსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო-იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

წარდგომაი, ხმაი 8

საკვირველად აღვსილმან სიბრძნითა საღმრთოითა, ღმრთისმეტყველებისა ზეციერი სუნნელებაი მიჰფინე ყოველთა, და განანათლე რაი ჭეშმარიტითა სწავლებითა, ეკლესიაი შეამკვე მადლითა სიტყუათა შენთაითა, და მრავალთა განაბრძნობდი დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, რაითა შეწევნაი და ცოდვათაგან ხსნაი მოგუმადლოს ურვათა, სენთა და მწუხარებათა მიერ ღელვა-გუემულთა.         

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მრავალშეთხზულთა საბრხეთა შინა შთავვარდი მტერთა მიერ ხილულთა და უხილავთა, და შეცულ ვარ ურიცხვთა შეცოდებათა მიერ ჩემთა, და მოვივლტი ნავთსაყუდელისა მომართ სახიერებისა შენისა, უბიწოო, ვითარცა მხურვალისა შუამდგომელობისა და საფარველისა. ამისთვის გულსმოდგინედ ევედრე შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტესა, რაითა ცოდვათა მოტევებაი მოგუმადლოს დიდებისა შენისა ღირსად მაქებელთა. 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

სამღდელმთავროითა სამოსელითა განშუენდი რაი, წმიდაო მარკოზ, დაუყვენ პირნი მწვალებელთა, და გუასწავე ჭეშმარიტი თაყუანისცემაი ღმრთისა. 

იყავ რაი უწმიდესი ტაძარი სულისა წმიდისაი, ღმრთისმეტყველებისა საღმრთოი სუნნელებაი მიჰფინე ყოველთა, ყოვლადსამღდელოო.

გარდამოედინა მადლი ბაგეთაგან შენთა, ყოვლადნეტარო, და ეკლესიისა სამყაროი განაბრწყინვა საღმრთოთა მიერ განსჯათა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სარკედ ყოვლისაშემოქმედისა სულისა ბრწყინვალებისა გამოსჩნდი, ნეტარო, განანათლე რაი მორწმუნენი უცთომელთა სწავლებათა მიერ შენთა, და განამტკიცნე გალობად ხელთუქმნელისა სამებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად უზესთაეს იქმენ გონებათა უხორცოთასა, წმიდაო, შევ რაი ყოველთა არსად შემქმნელი, რომლისა მიერ გამოვიხსნენით საცთურთაგან.  

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

გალობაი ღმრთივსულიერი ეკლესიასა შინა ტკბილად იგალობე, ასწავებდი რაი მამასა, მშობელსა ძისასა და გამომავლინებელსა წმიდისა და ყოვლადდიდებულისა სულისასა, და სახარულევან-ყოფდი კრებულსა მორწმუნეთასა. 

მამათა თქუმულთა და საღმრთოთა განმარტებათა შედგომილი,  არა შეიწყნარებდი ღუარძლსა მას წვალებისასა, და კრებასა მას სჯულისა გარდამავალსა, ამხილებდი მართლითა მსაჯავრითა, ღმერთშემოსილო, და ასწავებდი გზასა ჭეშმარიტსა.

ესრეთ მხნე იქმენ ღუაწლით-შემოსილო მღდელთმთავარო, და ესრეთ ახოვნად დასთრგუნე რაი ყოველი ძალი მწვალებელთა, ფრიად განრისხდა წინამძღუარი მათი პაპი ჰრომისაი, ვერა იხილა რაი ხელრთვაი შენი ბილწისა მის ერთობისა ქარტიასა ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უცხოი და საკვირველი გზაი წარვლე, დიდო აღმსარებელო  ქრისტეს ღმრთისაო, რამეთუ გამოგირჩია ღირსი ეგე მღდელთმთავარი, და აღგავსო რაი ღმრთისმეტყუელებისა მადლითა, ახოვანებითა ჰბრძოდი შერყვნასა სარწმუნოებისასა და გარდასლვასა დოღმატთაგან, და სჯულიერად წინააღუდგებოდი პაპსა, მეფესა და მღდელთმთავართა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, კიბეო იაკობისაო, რომლისა მიერ ღმერთი გარდამოხდა და მოკუდავი არსებაი ჩუენი ზეციერისა დიდებისა მიმართ აღიყუანა, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ ანგელოზთა სახარულო და სასოებაო და მტკიცეო მისავლტოლველო მორწმუნეთაო. 

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

მემკვიდრე იქმენ რაი ქრისტეს მქადაგებელთა მოუკლებელისა სარწმუნოებისა, დაიმარხე იგი შეურყვნელად წინაშე მთავრობის მქონებელთა, და არცაღა შეუშინდი ლათინთა მზაკუვარებასა.

ნათლითა მით საღმრთოითა განბრწყინდა გონებაი შენი და ელვარებაი საღმრთოთა სიტყუათა შენთაი გამობრწყინდა მცხინვარებითა საკვირველითა, და დასწვი ყოველი საცთური ჭეშმარიტებითა.

სიმტკიცემან შენმან არცხვინა მღდელთმთავართა, რამეთუ მხოლოი შენ დაიცევ მართალი სარწმუნოებაი უქცეველად და ქუეყანითგან განიოტე ნისლი წვალებისაი, აწ ჩუენცა დაგვიფარე გარდახდომისაგან დოღმატთასა და სჯულისაგან უცხოისა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

ერთარსისა მამისაგან ძეი და სული უჟამოდ გამობრწყინდენ, პირველი იგი შობითა და მეორე გამოსლვითა – ესრეთ ასწავებდი დოგმატთა და განამტკიცებდი მორწმუნეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებული ჰყო შენ თანა ყოვლადძლიერმან, შორის ეკალთასა გამოგირჩია რაი შენ, ყოვლადწმიდაო, ვითარცა რტოი შუენიერი და ყოველი ქმნილებაი აღავსო კეთილსუნნელებითა ღმრთეებისაითა. 

კონდაკი, ხმაი 4

მჭევრმეტყუელებისა შენისა ყოვლადსიბრძნითა, ნეტარო, პირნი დაუყავ ყოველთა მგმობართა ღმრთისათა და განანათლენ მორწმუნენი ერთარსად აღსარებად სამებისა. 

სხუაი კონდაკი, ხმაი 8

შეიმეცნე რაი გულითა ღმრთივგანბრძნობილნი წერილნი ღმრთისმეტყველთანი, ვითარცა ჭეშმარიტმან ქადაგმან უფლისამან, ჯერისაებრ გვაუწყე სულისა წმიდისა მამისაგან გამოსლვაი, მარადის ქებულო, და დაჰბეჭდე ყოვლადწმიდაი სიმბოლოი სარწმუნოებისაი, რაისთვისცა გიგალობთ: გიხაროდენ, მარკოზ, ქადაგო ღმრთისაო.

იკოსი

სამებისა წმიდისა მქადაგებელსა ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისაი ხმამაღლად ქადაგა კრებასა მამათასა, და მოძღურებისა საღმრთოისა განმტკიცებითა, სუეტად გამოსჩნდა მართლმადიდებლობისად, და კლდედ განუკვეთელად სარწმუნოებისად, ვითარცა დიდებული ღმრთისმეტყველი, და სიყუარულით პატივს-ვჰსცემდეთ, და უღაღადებთ: გიხაროდენ, მარკოზ, ქადაგო ღმრთისაო.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: საღმრთოისა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა სამოთხესა შინა, ვიდოდეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

განსძლიერდი რაი ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა, ნეტარო, არა შეიწყნარებდი ღუარძლსა მას წვალებისასა, და მეფესა, სჯულისა გარდამავალსა, ამხილებდი მართლითა მსაჯავრითა, და ასწავებდი: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო. 

ყოველთა აუწყე ნუგეშინისმცემელისა სულისა ღმრთეებრივი გამომავლობაი, რომელ არს მხოლოისა მამისაგან, ვითარცა მიზეზისაგან, და არცხვინე განხრწნილნი ბრძნობანი ღმრთისმგმობთანი, რომელთა არა უწყოდენ ღაღადებაი უფლისა მიმართ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოველნივე განსაცდელნი ახოვნად დაითმინენ ქრისტეს ღმრთისათვის, ჰოი, მარკოზ ღმრთივგანბრძნობილო, და კადნიერად ჰქადაგებდი რაი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა მისსა, შეცთომილთა უჩუენე გზაი მიმყვანებელი ცხორებასა, რაითა ღაღადებდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო. 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა და ძესა და სულსა წმიდასა სამებით და ერთარსებით ღმრთის-ვმეტყუელებთ და თაყუანის-ვსცემთ, განვჰყოფთ გონიერად და შევარწყუამთ ღმრთისმსახურებით და მარადის ვღაღადებთ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს სამებაი წმიდაი

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნაყოფისა შენისა მიერ, ღმრთისა მშობელო, მოკვდავი ბუნებაი ძუელისა მის წყევისაგან განთავისუფლდა, და ღირს იქმნა კურთხევისა, ამისთვის უგალობს და ადიდებს მას, და ესრეთ უხმობს: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულის-წყრომითა, რისხვითა, ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გულსმოდგინებითა აღასრულებდი რაი სამღდელთმთავროსა მას მსახურებასა, ღმერთშემოსილო, სიწმიდითა მსახურებდი სახარებასა, და სიბრძნესა მისსა ასწავებდი რაი მორწმუნეთა, აღძრვიდი გალობად ღმრთისა: ყრმანი აკურთხევდით, მღდელნი უგალობდით, კაცნი აღამაღლებდით უკუნისამდე.

ვითარცა მზეი აღმოსავალით, ესრეთ აღმობრწყინდი რაი, ღმრთივგანბრძნობილო, განანათლე სოფელი ღმრთისმეტყუელებისა ბრწყინვალებითა, და ასწავე მორწმუნეთა ძრწოლითა გალობაი სამებისა მიმართ: ყრმანი აკურთხევდით, მღდელნი უგალობდით, კაცნი აღამაღლებდით უკუნისამდე.

მხოლოი შენ გამოსჩნდი რაი ყოვლად უძლეველად, არცა ძლიერებისაგან მეფეთაისა, და არცა პყრობილებისაგან შეშინდი, ახოვანო, რამეთუ განძლიერებულ იყავ ჭეშმარიტებითა, და ქრისტეს სარწმუნოებაი შეურყეველი ჰქადაგე რაი დილეგსა შინა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა განგვიმრავლოს მწყემსნი კეთილნი, მცველნი ჭეშმარიტებისანი და ქადაგნი წმიდისა სამებისანი. 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყოველთა აუწყე შენ, ყოვლადდიდებულო, ვითარმედ არა ურთიერთისაგან აქუთ მყოფობაი, რამეთუ ერთისა მიზეზისაგან გამოვლენ, არამედ ძეცა და სულიცა მამისაგან მოივლინენ, ვითარცა ერთისა დაუჭნობელისა ძირისაგან აღმოცენებულნი, ამისთვის უკუნისამდე პატივის-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთეებისა სამებასა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწდომელსა სამგუამოვნებასა, მამასა უშობელსა და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

სნეულებითა მძვინვარითა მოუძლურდი და გულისხმაყავ რაი განსლვაი ხორცთაგან, აღმოსთქვი აპოლოგიაი, საღმრთოი და სულიერი, და სული შენი შეჰვედრე რაი უფალსა, ზეცისა ნეტარებასა მიემთხვიე და კადნიერად მეოხ ხარ ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა.

 მრავალმოღვაწეი გუამი შენი პატივითა დაკრძალეს რაი მანგანის სავანესა, სიხარულითა აღხუედ სამბრწყინვალისა ნათლისა მიმართ და იშუებ მისდა ზიარ-ყოფითა.

რომელი კეთილმსახურებისა ზღუდედ განსდიდენ და მართლმადიდებლობისა სიმტკიცედ გამოსჩნდი, მოგეცა ღმრთისა მიერ მადლი შეწევნისაი, და შეგრაცხა ეკლესიამ წმიდათა შორის თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ხსენებაი ღუაწლთა შენთა მოიწია, რამეთუ ეკლესიაი წლითი-წლად გვიწესს რაი გალობად შენდა და დიდებისმეტყუელებად, ღმერთშემოსილო, აწ ლხინებასა გარდამოუვლენ და განსაცდელთაგან იხსნი მოსავთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა უზესთაესმან ყოველთა გონებათასა, და ღმერთსა მიახლებულმან, გონებაი ჩემი განანათლე და აღმომიყუანე მრავალფერთა იწროებათაგან, ქალწულო უბიწოო.

განმანათლებელი

მადლმან ნუგეშინის-მცემელისა სულისამან, შენ შორის დავანებულმან, მარკოზ ღმრთივგანბრძნობილო, გამოგაჩინა შენ მდინარედ საღმრთოთა დოღმატთასა, დამნთქმელად მხედრობათა მწვალებელთასა და სახარულევან-მყოფელად მართლმადიდებელთა.

დიდებაი (იგივე) აწდა…

შენ, დედოფალსა ყოველთასა, ხმამაღლად გიგალობთ და გევედრებით, ღმრთისმშობელო: გვექმენ ჩუენ საღმრთოდ საფარველად, მაოტებელად ჩუენგან ისართა ბელიარიათა.

,,ყოველი სული“ – იგალობება.

– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები – მუხლი 8.

იქების აწ ჩუენ მიერ ყოვლადწმიდაი ტაძარი საღმრთოთა მადლთაი, მარკოზ ყოვლადპატიოსანი, რომლისაგან ყოველთა ღმრთისმოსავობითა ცხორებულთა მოეფინების კეთილსუნნელებაი ხელთუქმნელისა სამებისა, ერთარსისა ღმრთისა ჩუენისა საიდუმლოთაი, რაითა  უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ვინაიცა პატივსა მიაგებს სახელოვანსა ხსენებასა მისსა.

წინა-აღმდგომ ექმენ რაი მძლავრთა სიმხნით, ბრძენო მამაო, ქადაგებდი დაუსაბამოსა და საღმრთოსა და ერთარსსა სამებასა, და ამხილებდი რაი ლათინთა მწვალებელთა და თანამგრძნობთა მათთა, დაითმინენ განსაცდელნი მართლ-აღსარებისათვის სჯულისა, გარნა არა დასდუმენ შენ კადნიერად მეტყველი, და დამტკიცებდი რაი მორწმუნეთა საღმრთოითა სწავლითა შენითა, გაქუს აწ კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა მოგვიტევნეს მან უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი.

საკვირველ ყო აღსარებაი შენი მართლმადიდებლობისაი ქრისტემან, მეტყველმან შენ შორის,  ჰოი, ბრძენო მამაო, რამეთუ შენ მიერ ვისწავეთ დაყოფაი ბილწთა მწვალებელთა პირისაი და დიდებაი ერთარსებისა სამებისაი, და ქებითა განდიდებულ იქმენ კონსტანტინე მეფისა და პატრიარქისა მიერ სოფიას წმიდასა ტაძარსა, ვითარცა მცველი ჭეშმარიტებისა, და დაარღვიეს რაი ღმრთივსაძაგელი ეგე ერთობაი, ქმნილი ფლორენციას, ყოველნი მომხრენი მისნი განკვეთეს ეკლესიითგან. 

ესოდენთა მრავალფერთა მათ შრომათა და ტანჯვათა შინა, და ჭირთა ექსორიობისათა, არაოდეს უდებ იქმენ, ჰოი, დიდებულო მამაო მარკოზ, და სნეულებასა შინა ფრიადსა განჰვლე რაი სახუმილი იგი განსაცდელთაი, ყოვლადვე არა შეირყია გონებაი შენი, და არცა დახსენ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის მოღუაწებაი, არამედ სიტყუათა შენთა წყაროითა მოჰრწყენ გულნი მორწმუნეთა, და წარუძეღ ღმრთისა მიმართ ცხოველისა, მას ევედრე, რაითა მზაკუვარებაი მტერთა და ორგულთა ჩუენთაი განხადოს და დაგვიფაროს მონებისაგან სულთა წარმწყმდელისა საცთურისა.

იქების დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, ჰოი, ქრისტეს ერისა წინამძღუარო მღდელშუენიერო, და აწ ჩუენცა სარწმუნოებითა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, წმიდაო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, მარიამ ღმრთისმშობლისა, რაითა საწუთოსა ამას კეთილად წარგვიმართოს და განგვამტკიცოს სარწმუნოებასა, სიყუარულსა და სასოებასა შინა მისსა. 

მუხლი. ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ვითარცა მწყემსი კეთილი, სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა ასწავებდი რაი სამწყსოსა შენსა, საღმრთონი ქადაგებანი შენნი განეფინა ყოველსა ქუეყანასა, ჰოი, მოღუაწეო და მუშაკო სათნოებისაო მარკოზ, და განვლე რაი სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და უკუნისამდე ჰსუფევ ქრისტეის თანა, მას ევედრე, რაითა განაშოროს ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელეი მოაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაი.

– მუხლი. „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ“.

შემოკრბით, ჰოი, მორწმუნენო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და დიდსა მღდელთმთავარსა მარკოზ ევგენიკოსსა, ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის ფრიად დამაშურალსა წინაშე ღმრთისა, და ვევედროთ შეწევნაი წინაშე მისა, რაითა განვძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ხორცითა, და შემძლებელ ვიქმნნეთ წინააღდგომად ყოვლისა ბოროტისა. 

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

დავჰბეროთ საყვირსა გალობათასა და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ეფესოს მთავარებისკოპოსის, წმიდისა მარკოზისასა, და ვაქებდეთ სანატრელსა მას, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი – სენთა მკურნალსა, განწირულნი – მხსნელსა, შეცოდებულნი – მხურვალესა მეოხსა, მწუხარენი – მლხინებელსა, შორიელად მავალნი – თანა მოგზაურსა, მენავენი – მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთა-ვე სასოსა სარწმუნოებითა ვაქებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, დიდებულო, რაითა ლოცვათა შენთა მიერ შეგვჭურნეს უფალმან ღმერთმან ძალითა თვისითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ხმაი 5.)

,,აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“: 

ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

– „დიდებამაღალიანი“ – იგალობება.

 ტროპარი მღდელთმთავრისა, ხმაი 8

ტროპარი, ხმაი 8

მართლმადიდებლობისა მოძღუარო და მბრძოლო ახალთა სწავლებათაო, სარწმუნოებისა სიმაღლეო, ეკლესიისა ლამპარო და ღმრთივსულიერო ხატო მოძღუართაო, მარკოზ ყოვლადბრძენო, წერილთა შენთა მიერ ყოველნი განანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბერძნული ტროპარი, ხმაი 3

საღმრთოისა სარწმუნოებისა აღმსარებლობისათვის მოშურნედ დიდად მოგიგო შენ ეკლესიამან, ღმრთეებრივო მარკოზ ყოვლადქებულო, მამათა სწავლებისა დამცველო და განმაქარვებელო მწვალებლობისა წყუდიადისაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს ცოდვათა შენდობაი პატივისმცემელთა შენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

ღმრთისმშობლისა  ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): –

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმაი ნებსით თავს იდუა, რომლისათვისცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იხსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

I, III და VI ჟამნებზე:

– ორი ტროპარი: მღდელთმთავრისა

– კონდაკი: მღდელთმთავრისა

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

–  „გამომსახველობითი ანტიფონები“ – ,,ნეტარებების“ – გალობისას ჩაერთვის

„მომიხსენენი“ – 8 მუხლად: 

– ღირსის III გალობიდან – 4 მუხლი (ძლისპირით).

– ღირსის VI გალობიდან – 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ – თი.

 სამოციქულო – მღვდელთმთავართა. – ებრაელთა თ.13 17-25;

სახარება –  ლკ. 6. 43 დას. XI, 27-30.

შესვლად.

ტროპარი – მღდელთმთავრისა

კონდაკები – ,,დიდება“ – მღდელთმთავრისა

,,აწ და“ – ,,სასოო და შესავედრებელო…“

,,წარდგომა“: ,,იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდით მას“.(ხმაი 7).

მუხლი. ,,შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა“.

,,ალილუია“: ,,მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე“.(ხმაი 4).

განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

 

წეს-განგება შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა (საცისკრო კანონის ტექსტში ნაწილობრივ გამოყენებულია მისი სალავური კანონი –  თარგამნა ნონა ნამგალაძემ)

 

 

 

Categories
მსახურებანი პარაკლისები

სავედრებელი პარაკლისი მღდელმოწამისა კლიმისა, ანკვირელისა ეპისკოპოსისა და მოწამისა აღათანგელოზისა 

სავედრებელი პარაკლისი

მღდელმოწამისა კლიმისა, ანკვირელისა ეპისკოპოსისა

და მოწამისა აღათანგელოზისა  

 

23 (05.02) იანვარი

 

მღდელი:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.  

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.  

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.  

ტროპარი, ხმაი 3

სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილ-იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, ღმერთშემოსილო კლიმი, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, სული თვისი შესწირე მსხუერპლად ქრისტესა, და აწ განბრწყინებული მღდელობისა მადლითა, და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული სდგა წინაშე მისა და  მეოხ ხარ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სარწმუნოვებითა სამებისაითა შეიჭურე სიყრმითგან, ნეტარო მღდელთმოძღუარო კლიმი, და იწყე რაი მორბედებად ღუაწლსა მას მარტლობისასა, განაგრძვე შენ ღუაწლი, ვიდრემდის მიიწიე ასპარეზსა მას ზედა ძლევისასა, ღირსო.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რტოდ ვენახისა ჭეშმარიტისა აღმოსცენდი ნერგი სიწმიდისაი, და გამოიხუენ რაი ტევანნი საღმრთონი და შესწირენ მსხუერპლად ღმრთისა, გვითხოვე აწ ჩუენცა შენდობაი ცოდვათაი და ხსნაი ყოვლისაგან ჭირისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

ვერ შემძლებელ არს ღირსად გამოთქუმად ბუნებაი კაცობრივი საშინელსა მას სიმხნესა ღუაწლთა შენთაისა, წმიდაო, რამეთუ ვითარცა უხორცომან მოაუძლურე ყოველივე ძალი მტერისაი, და შეწირე თავი თვისი მსხუერპლად წმიდად ქრისტესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ანკვირიით აღმოსცენდი ნერგი უბიწოი და განირთხენ შენ რტონი ვიდრე ჰრომედმდე, რამეთუ მირჰბიოდე, ვითარცა იგი პავლე, ქალაქითი ქალაქად, ნეტარო, და მოიმოწაფებდ ყოველთა წარმართთა და წარუდგინებდ ქრისტესა ღმერთსა.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რაჟამს გიხილა მშობელმან შენმან, ყოვლად ნეტარო, რამეთუ მღდელმაღლისა წოდებად ხარ, ვითარცა მოსე და აჰრონ სამოელის თანა, წინაისწარმეტყუელა შენთვის, ვითარმედ. ყრმაო, გეწოდოს მოწამედ უფლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რაჟამს იგი მიითუალე საყდარი მამათმთავრობისაი, ღირსო, ვითარცა სარწმუნომან მნემან განამრავლე შენ სამწყსოი საცხოვართა პირ-მეტყუელთაი, რამეთუ განაძღენ მშიერნი საზრდელითა მით, პურისა მის ზეცით მოსრულისაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

 

წარდგომაი, ხმაი 4

ვითარცა სამოთხესა ღმრთისასა, შუენიერი ნერგი აღმოსცენდი ღელეთა მათ შინა ქრისტეს მცნებათასა, სავსეი არაითუ ნაყოფითა მით, რომლისა ურჩებითა ადამის მიერ სიკუდილი სოფლად შემოვიდა, არამედ უკუდავისა მის ცხოვრებისა სასოებითა, რომლისათვისცა ქრისტეის თანა ივნე და მოჰკუედ მისთვის და მის თანა ჰსუფევ რაი, მამაო კლიმი, სასუფეველსა, მას ევედრე, მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რაჟამს იხილე საცთური უშჯულოთაი, მომსრველი ქრისტეს სამწყსოთაი, ნეტარო, განეწყვე ბრძოლად, ვითარცა ახოვანი, და თავს ისხენ ქრისტეისთვის ურიცხუნი ტანჯვანი და შესუ სასუმელი იგი ვნებათა მისთაი, მას ევედრე აწ, რაითა გამოაბრწყინვოს გულთა ჩუენთა ნათელი საღმრთოთა სიტყუათა თვისთა.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რაჟამს იხილა მძლავრმან მან უძლეველობაი შენი, ახოვანო, იზრახა წარგზავნაი შენი ჰრომედ უღმრთოთა მათ მიმართ მეფეთა, რამეთუ ჰგონებდა მათ მიერ ძლევასა შენსა, გარნა შენ უძლურ ჰყავ ძალი მათი, დაუცხრომელად ამხილებდი რაი მძლავრთა მათ კერპთმსახურთა და მოუწოდდი სინანულად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რაჟამს იხილა ნეტარმან აღათანგელოზ საშინელი იგი სიმხნეი ღუაწლისა შენისაი, ნეტარო კლიმი, აღეგზნა შურითა მით წამებისაითა, და შეგიდგა რაი ვითარცა ცხოვარი მწყემსსა, ჰრბიოდა შენ  თანა გზასა წამებისასა, ვითარცა შვილი საყუარელი, და შენ თანავე შესვა სასუმელი ქრისტეს ვნებათაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, და სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ურმის თუალსა მას საშინელსა ზედა ძლიერად ჰქადაგე ქრისტე, ნეტარო მღდელთმოძღუარო, და შეურაცხ-ყავ რაი შიში უშჯულოთა მძლავრთაი, შემოჰკრიბე კრებული მარტვილთაი მსხუერპლად ქრისტეისა, მას ევედრე აწ ჩუენცა ხსნად ბოროტთა საცთურთაგან.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დეოკლიტიანეს მიერ და მაქსიმიანესა, უღმრთოთა მათ მეფეთა, და მეგობართა მათთა ეშმაკისა მსახურთა, მრავალფერითა მით სატანჯველთა ღონითა დაისაჯე, ღმერთშემოსილო მამაო, და მძლე ექმენ ძალითა მით უძლეველისა ჯუარისაითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განაკვირვენ გონებანი უშჯულოთა მძლავრთანი, რაჟამს მოაუძლურნე, სიმძაფრე სატანჯველთა და არად შეჰრაცხე ცეცხლი და მახვილი, რამეთუ ქრისტე გაქუნდა სიქადულად, ნეტარო, და წმიდანი მცნებანი მისნი, უტკბილეს თაფლისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაი და მოტევება ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საფასეთა წარმავალთაი ბრძანა დაგებად წინაშე შენსა, ქრისტეს მოწამეო კლიმი, და ეგრეთვე მახვილთა აღლესულთა, რაითამცა მით შეაძრწუნა გონებაი შენი, გარნა შენ შეჰრაცხე ცეცხლი და მახვილი სამოსლად შენდა უფროის პორფირისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოუძლურდა ყოველი ძალი უღმრთოთა მათ კერპთმსახურთაი, რამეთუ განსძლიერდი ძალისაგან მაღლისა, კლიმი, და აღათანგელოზისა თანა ზეშთა ექმნენი ბუნებასა კაცობრივსა, ღირსო, და იზარდებოდით ზეცით მოცემულითა მით საზრდელითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაცულ იქმენ ქრისტეს მიერ, ნეტარო აღათანგელოზ, რაჟამს მოწყვიდნეს სულიერნი ძმანი შენნი უშჯულოთა მათ, რამეთუ უზეშთაესნი გელოდეს ღუაწლნი. რომლითა ქალაქითი ქალაქად განგამხნობდა შენ მღდელი საღმრთოი კლიმი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი

სარწმუნოებითა სამებისაითა შეიჭურე სიყრმითგან, და სიბრძნითა ჰმტვირთველობდი რაი ჯუარსა შენსა, არასადა დაუტევებდი ლოცვასა და ქველის-საქმეთა, ნეტარო კლიმი, და აღგავსო რაი სულმან წმიდამან საბოძვართა თვისთა მიერ, მღდელთმოძღურებისა მადლითა შეიმკვე, და მოწამებისა სისხლითა განაშუენე ეკლესიაი, ვითარცა ძოწეულითა.

იკოსი

ვითარცა რაი სარეფთელი ქურივი ღირს იქმნა გამოზრდად პირველ წინაისწარმეტყუელსა დიდსა ელია თეზბიტელსა, ეგრეთვე სოფია ღირსმან აღგზარდა სამღდელოი ეგე ნერგი, ნეტარო კლიმი, და ემსგავსა რაი ზებედეს ძეთა დედასა, ითხოვდა შენთვის დაჯდომად მათ თანავე, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ ძალ-გიძს შესუმად სასუმელი ქრისტეს ვნებათაი, რომლითა იდიდო მის თანა, და ამბორს გიყოფდა რაი პირველ დაკლვისა შენისა, წინაისწარმეტყუელებდა ყოფადთა მათ, და მიიღო ნაყოფი იგი მრჩობლი მღდელთმოძღურებისა და მოწამებისაი.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7

იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.           

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი  [12, 2-12]

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა მღდელმოწამისა კლიმი ანკვირელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: უკუდავისა ღმრთისა იწოდე მეგობრად, ნეტარო კლიმი, და მაღალი იგი შეიწყნარე, ვითარცა აბრაჰამმან, და შესწირე რაი მსხუერპლი უბიწოი თავი შენი ქრისტესა, აწ მის თანა ჰსუფევ, ღუაწლისა მძლეო, და გევედრებით მეოხებასა წინაშე მისა, რაითა მოანიჭოს მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა, წმიდაი ეკლესიაი დაამტკიცოს შეუძრველად, და წყალობაი მოსცეს სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მღდელმოწამისა კლიმი ანკვირიელისა და მოწამისა აღათანგელოსისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უზეშთაეს იპოვენით ბაბილოვნისა ყრმათა სასწაულთა საქმითა, წმიდაო კლიმი,  რამეთუ აღათანგელოზისა თანა არაითუ ცეცხლსა სძლე, არამედ ყოველთა ღონეთა მტერისათა მძლე ექმნენ ძალითა უძლეველითა.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დასაბამი ღუაწლთა შენთა არს ქალაქი იგი შენი ანკვირია და იგივე არს აღსასრული სრბისა შენისაი, ნეტარო კლიმი, ვინაცა გვირგვინი ძლევისაი მიიღე მარჯუენისაგან მაღლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღასრულე რაი, წმიდაო, შეწირვაი მსხუერპლისაი მის საუფლოისაი, შესწირე თავიცა შენი მსხუერპლად სათნოდ და სისხლითა მით შენითა განჰზავე სისხლი იგი საუფლოი, და წარსდეგ გვირგვინოსანი წინაშე ქრისტეისა, ღმერთშემოსილო.

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო; გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ანკვირიაი მიემსგავსა ჰრომესა, რამეთუ მან შეიწყნარნა თავნი მოციქულთანი და იკურთხა სისხლითა მათითა, ხოლო შენ გამოიღე ვაზი, რომლისა რტონი, სავსენი ნაყოფითა ტკბილითა, ჰქონან საზრდელად ყრმათა მათ, რომელნიცა აღზარდენ, ნეტარო კლიმი, და შეამკობდენ ტაძარსა შენსა, და მორწმუნეთა განუყოფდენ ნიჭთა საღმრთოთა.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მღდელთა კრებული იხარებდა და მეფენი ძრწოლითა მოისწრაფდენ თაყუანისცემად ნაწილთა შენთა დიდებულთა, და ერი მორწმუნეთაი საღმრთითა გალობითა შეამკობდენ და ანგელოზთა გუნდნი მათთანავე აქებდენ დღესასწაულსა შენსა, ნეტარო მღდელთმოძღუარო, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა გვიხსნნეს ყოველთა წინააღმდგომთა მტერთა და  ურვათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შვიდ გზისათა მით ტანჯვითა, შვიდ გზისა ბრწყინვალითა გვირგვინითა, შეიმკვე, სამებისა მქადაგებელო კლიმი, და განამრავლენ შენ კრებულნი მოწამეთანი, ღირსო, რომელთა შორის ჰბრწყინავ აწ ვითარცა მთიები, და მარადის ადიდებ ღმერთსა, მას ევედრე, აწ ჩუენცა მოგუცეს სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანისგცემთ, ღმრთისა დედაო უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაი, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შეიღება სისხლითა მით შენითა, წმიდაო მღდელთმოძღუარო კლიმი, საღმრთოი იგი ტრაპეზი, და შეეზავა რაი სისხლი საუფლოსა მას სისხლსა, ზიარ იქმენ ვნებათა მხსნელისათა, და წარსდეგ გვირგვინოსანი წინაშე მისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სახე იყვნეს ქერობინთა, ნეტარო მღდელთმოძღუარო, ორნი იგი დიაკონნი, რომელნი დგეს შენ თანა, ღირსო, საღმრთოსა მას შეწირვასა, და მიიღეს რაი მათ ნიჭი იგი, შეწირნეს თავნი თვისნი მსხუერპლად წმიდად და სრულ იქმნნეს წამებითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მომიხსენენით ჩუენცა, მოწამენო ქრისტეისნო, და შეიწირეთ ღირსად უძლური ესე ვედრებაი ჩუენი და ითხოვეთ ჩუენთვის შენდობაი ცოდვათაი, რომელნი სიხარულით ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს;  მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ჭეშმარიტი ვაზი რქაშუენიერი ქრისტეს ვენახსაი აღმოსცენდი შენ, ნეტარო კლიმი, რომელმანცა გამოიხუენ ტევანნი შუენიერნი, გუნდნი იგი მოწამეთანი, რომელთა ნეფსით თვისით თავნი თვისნი შეწირნეს მსხუერპლად, ხოლო დედაი შენი სოფია ჰმსახურებდა რაი წმიდათა ნაწილთა თქუენთა, შეიმკო ბრწყინვალედ და თქუენ შორის ჰბრწყინავს სასუფეველსა, ამისთვის გევედრებით: მადლითა მით, რომელ გაქუთ წინაშე ღმრთისა, გვითხოვეთ ხსნაი საფრხისაგან ეშმაკისაითა და ბოროტებისაგან კაცთაისა.

გეტვირთა რაი საფასეი იგი ღმრთეებისა სიმდიდრეთაი სიყრმითგანვე, ნეტარო კლიმი, გამოსჩნდი ჭურად სიწმიდისად და ძლიერად ეწყვებოდი რაი მძლავრთა უღმრთოთა სიმრავლესა, ვითარცა ახოვანი, შეურაცხ-ყავ სიმრავლეი სატანჯველთა მათ ურიცხუთაი, და გვირგვინოსან იქმენ რაი ღმრთისა მიერ, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, განგვიმრავლნეს მწყემსნი და მოძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყვითა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა მსახურებდენ წმიდასა ეკლესიასა, სამწყსოსა თვისსა და ღმერთსა.

ემსგავსე შურსა მას პავლესსა, ნეტარო კლიმი, და კრულებათა შინა ჰშვენ კრებულნი მოწამეთანი, და შესწირენ ქრისტესა მეუფისა, ვითარცა რაი ვაზმან შუენიერმან, ტევანნი სულიერნი, რომელთა შორის ჰბრწყინავს ყოვლად შუენიერი აღათანგელოზ, რომელმანცა შენ თანავე შეუძლო შესუმად სასუმელი იგი, რომელი აღუთქუა მხსნელმან მეგობართა თვისთა, და მათ თანა ჰსუფევთ რაი ზეცათა სამკვიდროსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ქრისტეს, რაითა გვიხსნნეს სავნებელთაგან სულიერთა და ხორციელთაისა, და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.

მრავალთა ჟამთა იხარებდა ღირსად ქალაქი ანკვირიაი და მოუწოდდა ყოველთა კრებულთა მორწმუნეთასა და დღესასწაულობენ რაი ხსენებასა თქუენსა, ნეტარნო, მღდელთმოძღუარო კლიმი და აღათანგელოზ ღირსო, სიხარულითა აკურთხევენ უფალსა, აწ ჩუენცა მათ თანა გიგალობთ და გევედრებით შეწევნასა, რაითა ოხითა თქუენითა შეგვეწიოს, და გამოაბრწყინვოს გულთა ჩუენთა ნათელი საღმრთოთა სიტყუათა თვისთა ქრისტემან.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა შენსა მარადის ავედრებდი რაი ყოვლადუბიწოსა მარიამ ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                           

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.    

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.       

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                 

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო კლიმი – ებისკოპოსო ანკვირიისაო; სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ეკლესიისაო, უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისმშობლისაო!

ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო კლიმი! განიცადე რაი სიმრავლითა მით განსაცდელთაითა, ვითარცა იობ განჰბრწყინდი ახოვნად დათმენითა და შეიღება რაი სისხლითა მით შენითა საღმრთოი იგი ტრაპეზი, ზიარ იქმენ ვნებათა მხსნელისათა, და წარსდეგ რაი გვირგვინოსანი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად მისა მიმართ, რაითა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელთმთავართა შორის წამებითა განბრწყინვებულო კლიმი ანკვირიელო, მოწამისა აღათანგელოზისა თანა მოგვიხსენენ ჩუენ, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა და შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი და დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი, აღსაზრდელად ყრმათა შიშსა მისა და სიყუარულსა შინა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი თქუენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.                    

გუნდი: დიდებაი.. აწდა…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…    

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა კლიმი ანკვირიელისა, მოწამისა აღათანგელოსისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა

ცხორებისა სიმდაბლეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენეთ, ჰოი, წმიდანო მოწამენო კლიმი და აღათანგელოზ, და ვითარცა ოქროი, განწმედილ იქმენით რაი ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა თქუენთა და გევედრებით, ვითარცა დიდთა შუამდგომელთა წინაშე ღმრთისა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნოს ჩუენ და დაგვიფაროს გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღდელმოწამისა კლიმი ანკვირიელისა და წმიდისა მოწამისა აღათანგელოზისაითა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

 

იოვანე მტბევარის დასდებელთა გამოყენებით შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

Categories
მსახურებანი პარაკლისები

სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა „ნუგეშისა“ ანუ „მანუგეშებელისა“.

სავედრებელი პარაკლისი

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა

„ნუგეშისა“ ანუ „მანუგეშებელისა“.

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით,

თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

ღმრთისმშობელო ქალწულო, მხოლოო მორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, რომელნი შეუვრდებით სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა mანუგეშებელსა, და გევედრებით: საფარველსა ქუეშე მისსა დაგვიცევ და განგვკურნე სულთა და ხორცთა ვნებათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი, ხმაი 4

მომადლებულ გვაქუს რაი პატიოსანი ხატი შენი, დედოფალო, ვითარცა მადლმოსილი და მაცხოვნებელი საფარველი, ვსჭურეტთ მას ლმობიერებით, და გევედრებით: გარდამოგვივლინე შუებაი და ნუგეშინის-ცემაი, რომელნი შენ ზედა დავსდებთ სასოებასა ჩუენსა, და მოსწრაფე იქმენ განრინებად ჩუენდა ყოველთა საფრხეთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.           

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, და ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

შვიდთა მათ სასწაულთმოქმედთა ხატთა შენთა შორის ბრწყინავ რაი ვატოპედისა სავანესა, ყოველთა ახარებ, ჰოი, ხატო საკვირველო, და აღმოაცენებ მადლსა და წყალობასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვითარცა ხარი შენ წყაროი კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთვე ხატსა ამას შენსა აქუს მადლი და ძალი შეწევნისაი, დედოფალო, და მის მიერ ახარებ მწუხარეთა და ნუგეშინის-სცემ სნეულთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სასოდ და შესავედრებელად გვაქუს რაი წმიდაი ხატი ეგე შენი მორწმუნეთა, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და ვადიდებთ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტკბილ არს ხსენებაი შენი, ქალწულო, განწმედს რაი გონებასა ჩუენსა, მოგვფენს ცრემლთა სინანულისათა და აღგვძრავს მსახურებად მცნებათა უფლისათა.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

ესმა რაი ხმაი შენი ხატითგან ლოცვად დამდგარსა ვატოპედისა წინამძღუარსა, შიში დაეცა, ამცნებდი რაი ბოროტსა განზრახვასა ავაზაკთასა, რომელთაცა ეწადათ განძარცვაი სავანისაი, და ფარულად მიდგომილ იყუნეს ზღუდეთა მისთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

უფროის შეძრწუნდა გული წინამძღურისაი, ხედვიდა რაი მათზედ განრისხებულსა ძესა შენსა, დაგიხშობდა რაი ბაგესა და გეტყოდა: dედაო ჩემო, ნუ აუწყებ მოსალოდებელსა მას განსაცდელსა და ნუცა განარინებ მათ სასჯელსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დედობრივითა კადნიერებითა მარჯულ მიაქციე პირი შენი და განარინე რაი ხელთაგან ძისა შენისათა, აღუკრძალე იღუმენსა განხსნაი კარიბჭისაი, ქალწულო, და უბრძანე აღსლვაი გალავანსა ზედა, განგდებად ავაზაკთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ამა სოფლისათვის ჰშევ რაი, ქალწულო, წყაროი უკუდავებისაი,  რომელნი მოვივლტით საფარველსა ქუეშე წმიდისა ხატისა შენისასა, შეგვიწყალე, სძალო ღმრთისაო, და მოგუმადლე ძლევაი მტერთა ზედა და ხელმწიფებათა ბნელისათა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის, ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის; დიდებაი… აწდა…  

 

წარდგომაი, ხმაი 2

ვითარცა წმიდასა სახელსა შენსა მოუწოდთ შემწედ ჩუენდა, ყოვლად უბიწოო დედოფალო, ეგრეთცა სარწმუნოებითა ვესავთ საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა mანუგეშებელსა, რაითა არა მივეცეთ ჩუენ მახვილსა ბოროტსა და ტყუეობასა, და სალმობასა სიყმილისასა, და სრვასა სიკუდილისასა უწყალოსა, რაითა არცაღა იქადონ ჩუენ ზედა მოძულეთა და თქუან: sადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთთეებაი შენი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

განმხნდა რაი წინამძღუარი სიტყუათაგან შენთა, ქალწულო, ავაზაკთა თავდასხმაი აუწყა საძმოსა, და იხილეს რაი საკვირველად შეცვალებული ხატი შენი, ქრისტესა ევედრებოდენ შენდობასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

დედობრივითა სახიერებითა შენითა დააცხრე რისხვაი ძისა შენისაი, ევედრე რაი შეწყალებაი მამათაი, და მიანიჭა რაი სიმხნეი, ღმრთისმშობელო, დაიცვეს სავანეი თვისი აღსრულთა გალავანსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მცნებაი ძისა შენისაი, რომელ არს შიში ღმრთისაი, ასწავე რაი მონაზონთა შეცვალებითა ხატისაითა, მის მიერ შემოსე ძლიერებაი უძლურთა, და დაარღვიე ბოროტგანზრახვაი შეჭურვილთაი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განსაცდელთა შინა გვექმენ შემწედ, და სალმობასა შინა განმარინებელ სენთაგან, ხოლო ღელვასა შინა ნავთსაყუდელად, დედაო ღმრთისაო, და მწუხარებასა შინა ნუგეშინისმცემელად.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვითარცა ვარსკულავი ელვარეი, გამოუჩინე რაი ხატი შენი ვატოპედისა სავანესა, განანათლე მკვიდრნი მისნი შარავანდედითა მადლისა და გულმოწყალებისა შენისაითა და განამხნე საკვირველად.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

მხსნელად ზედამოსლვისაგან მტერისა ექმნა რაი საკვირველთმოქმედი ხატი შენი ვატოპედელთა ბერთა, დიდად შეიყუარეს და სახელსდვეს რაი nუგეშად, მარადის ილოცვიდენ წინაშე მისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნუგეშინისმცემლად რაცხდნენ რაი მამანი ხატსა მას შენსა, დაავანეს ეკუდარსა და აღუნთეს რაი კელაპტარი და ლამპარი დაუქრობელად, მუნვე აღასრულებდენ წირვასა და ძმათა აღკვეცასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცხორების ღელვათაგან დამაშურალთა და ვნებათა და განსაცდელთა შინა დანთქმულთა აღგვიპყარ ხელი შეწევნისაი, ყოვლადწმიდაო, და მსწრაფლ განგვარინე ყოვლისაგან ძვირისა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

სიხარულითა განუწესეს დღესასწაული ხელთუქმნელსა მას  ხატსა შენსა მამათა, და შეუთხზეს სადიდებელნი და სავედრებელნი გალობანი, ვითარცა უსაკუთრესსა მფარველსა თვისსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

განცხადდა რაი საკვირველი მადლმოსილებაი ხატისა შენისაი, ქალწულო, მეფენი სამღდელოთა და ერთა თანა მოისწრაფდენ შევრდომად მისა და მსწრაფლ მოიღებდენ კურნებასა და ნუგეშსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ხედვიდენ რაი მამანი სასწაულთა შენთა, აღსრულებულთა ხატისაგან შენისა, განამრავლეს პირნი მისნი შესავედრებელად და მხსნელად ვნებათაგან, და წარგზავნეს ეკლესიათა და მონასტერთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებითა შენითა გვიხსნენ ჩუენ ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, ყოვლადწმიდაო მარიამ, და ცოდვათა ლხინებაი გვითხოვე ძისა და ღმრთისა შენისაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                     

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის; დიდებაი… აწდა…  

 

კონდაკი, ხმა 8

ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

იკოსი

საღმრთოი მადლი წმიდისა ხატისა შენისა mანუგეშებელად წოდებულისა, დედოფალო, მიიზიდავს ყოველთა შეურვებულთა და ტვირთმძიმეთა, და ვითარცა წყარო მადლისაი, მსწრაფლ შეისმენს ვედრებასა ჩუენცა და მოგვანიჭებს: ურვასა შინა მყოფთა – სიხარულსა, განსაცდელსა შინა მყოფთა – შეწევნასა, სნეულთა – კურნებასა და ყოველთა მოგუმადლებს სასოებასა და ნუგეშსა.

მღდელი:  მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                               

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.  

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.        

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.     

გერი: ქრისტეანეთა დედად სახელ-გდებთ შენ, ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და გევედრებით: შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი, და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდათა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ნინო ქართველთ განმანათლებელისა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისაითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისა და წმიდათა ქალწულ-მოწამეთა ბარბარე, ეკატერინე და მარინეისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, კონსტანტინე მთავრისა, ბიძინა დაჭრილისა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); ყოვლადწმიდდედისა ღმრთისა სასწაულთმოქმედისა ხატისა mანუგეშებელისა, და ყოველთა წმიდათა და სიწმიდეთა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.      

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონსა შინა არაი მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახუმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

უწყიან რაი ძლიერებაი ხატისა შენისაი მამათა ჩუენთა, სამწყსოისა თვისისა თანა მიივლტიან ათონსა, და კრძალვითა შევრდომილნი გავედრებენ ეკლესიასა და ერსა ჩუენსა, ვითარცა წილხვედრსა შენსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

დედობრივითა განგებულებითა შენითა პატიოსანი პირი ვატოპედისა ხატისაი მოჰმადლე რაი ერსა ჩუენსა, პატივითა დააბრძანეს სამებისა ლავრასა, და სიყუარულითა მისდა შევრდომილნი მსწრაფლ მოიღებენ ლხინებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ფრიად შეიყვარეს რაი ათონისა მთაი მამათა ჩუენთა, იღუწიან ვატოპედისა სავანესა, და წინამძღურისა თვისისა თანა ეწვივნენ რაი ქუეყანასა ჩუენსა, შუენიერი პირი მანუგეშებელისა ხატისაი მიუბოძეს პატრიარქსა, შესავედრებელად და საფარველად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედაო მოწყალეო, უსასოთა ნუგეშინისმცემელო, მწუხარეთა შემწყნარებელო, და შეცთომილთა დამომძღურელო, წინაშე ხატსა შენსა შევრდომილნი განგვარინე ყოვლისაგან ჭირისა, რაითა ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

 წმიდაი პირი ხატისა შენისაი კუალად გამოითხოვეს რაი მამათა ჩუენთა, გამოსახეს ქართველთა ბერთა, ვატოპედს მოღუაწეთა, და მოაბრძანეს რაი ტფილისსა, ლოცვითა დაავანეს მახათას მონასტერსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვითარცა წმიდაი მთაი ათონისა, მწიაღებელი ნუგეშინისმცემელისა ხატისა შენისა, იქადის მისა მიერ, ეგრეთვე აწ ჩუენცა ვიხარებთ მიმღებელნი წმიდათა პირთა მისთა, და ვადიდებთ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა სიმხნეი და ძალი მიანიჭე მხდომთა მათ ზედა ვატოპედელთა ბერთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვეწიე, ქალწულო, რაითა ვიქმნნეთ მხედრობად ღმრთისად, წინა-აღმდგომად მბრძოლთა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰშევ რაი, ქალწულო, გზაი და ცხორებაი სიტყვისაებრ ღმრთისა ჩუენისა, აწ განაგე სლვანი ჩუენნი და მოგუმადლე საუკუნოი ცხორებაი, რაითა ვუგალობდეთ ძესა შენსა, და აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, და უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამოი, რომელ არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

სავედრებელ არიან ქრისტეს მორწმუნეთათვის პირნი ვატოპედისა ხატისანი, რომლისადა კრძალვითა მიახლებულნი მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით ვნებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგვიცევ და დაგვიფარენ ჩუენ!

ვითარცა ითხოვე წყალობაი ვატოპედისა მკვიდრთათვის ძისა შენისაგან, ეგრეთვე გვითხოვე ბრალთა შენდობაი, უბიწოო, რამეთუ ძლიერ არს ვედრებაი დედისაი ღმრთისა მიმართ კაცთმოყუარისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა არა მიეც მტერთა სამკვიდროი შენი, ისწრაფდენ რაი აოხრებასა მისსა, ეგრეთვე აწ შეგვჭურვე ბრძოლად ჩუენ ზედა აღდგომილთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტეს ღმრთისა მშობელსა ქალწულსა გიგალობთ და გევედრებით, შეგვეწიე და გვექმენ მშვიდ ნავთსაყუდელად, ვითარცა საწუთროსა ამას, ეგრეთცა საუკუნოსა მას ცხორებასა შინა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს:

მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

სიმტკიცედ, ძალად, და ნუგეშინისმცემელად უსასოთა გამობრწყინდა რაი ხატი ეგე შენი ათონის ვატოპედისა სავანესა, აწ ჩუენცა ვიშუებთ მომადლებისათვის პატიოსანთა პირთა მისთა, ღმრთისმშობელო, და გევედრებით: განსაცდელთა შინა გვექმენ მსწრაფლ-შემწედ, და ნუგეშინისმცემელად ჟამსა მწუხარებისასა,

წილხვედრისა შენისა ათონითგან მოვლინებაი წმიდათა ხატთა შენთა წილხვედრსა შენსა ივერიას, ვითარცა მცველთა დაუძინებელთა და ჭირთაგან მხსნელთა, სიხარულითა აღგვავსებს მორწმუნეთა და გევედრებით: ხორციელთა და სულიერთა წყლულებათაგან განგვკურნე და მოგვანიჭე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი, რაითა არღარა ვიდოდეთ ცოდვასა შინა უსჯულოებითა, არამედ განვმტკიცდეთ კეთილმორწმუნეობასა შინა.

საუკუნითგან განსმენილ არს სასწაულთა და წყალობათა შენთა სიმრავლენი, ჰოი, ვატოპედისა ხატო საკვირველო, და განითქვა რაი პატიოსანთა პირთა შენთა მობრძანებაი ქუეყანასაცა ჩუენსა,  მივისწრაფით შევრდომად მათდა, და გევედრებით, რაითა გვექმნე სალმობასა შინა განმარინებელ სენთაგან, და მხსნელად უჟამოისა სიკუდილისაგან.

ჰოი, ყოვლადკურთხეულო დედაო ღმრთისაო, ვითარცა განსწავლე ცისკრად მლოცველი წინამძღვარი სავანისაი, და ასწავე ხსნაი მოსალოდებელთა ჭირთაგან, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვეწიე, ქალწულო, და გვიჩუენე გზაი ღმრთისა და მამულის სამსახურისაი, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაი, და ღირს ვიქმნნეთ მარადის დიდებად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                           

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა          

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაი… აწდა…  

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღმრთისმშობლისა ხატო საკვირველო, ხელთუქმნელო, სიწმიდისა საფარველო და მშვიდობისა მომმადლებელო; სნეულთა მკურნალო, მწუხარეთა სიხარულო, ცოდვილთა სინანულო და ყოველთა შენდა შევედრებულთა მსწრაფლ-შემწეო და ნუგეშინისმცემელო!

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ვატოპედისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო; სიქადულო და მცველო ათონისა მთისაო და მაოტებელო მტერთა წყობისაო, ვითარცა ძველ-ოდესმე შემწედ გამოუჩნდი ვატოპედისა მონასტერსა, და სასწაულთა მიერ ხატისა შენისაითა მკვიდრნი მისნი განარინე საფრხესა, ეგრეთვე აწ მოხედენ ერსა ჩუენსა და დედობრივითა კადნიერებითა შენითა გვექმენ შუამდგომელ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რაითა შეგვჭუროს ძალითა თვისითა უძლეველითა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა და სისხლითა თვისითა დამტკიცებული ეკლესიაი დაიცვას უცთომელად, ხოლო ჩუენ მართლმადიდებლობასა შინა განგვამტკიცოს, და დანერგოს ჩუენ შორის შიში ღმრთისაი, საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლადკურთხეულო დედაო ღმრთისაო, რომელმან ნუგეშად და მცველად მოგუმადლე წმიდაი ხატი ეგე შენი მორწმუნეთა, აწ უვნებელად დაგვიცევ საფარველისა ქუეშე სიწმიდისა მისისასა, და გვიხსენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა ყოველნი ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა ნათელსა შინა ძისა და ღმრთისა შენისასა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს…  

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

ჰოი, სასოო და სიქადულო ჩუენო ღმრთისმშობელო! ვითარცა ითხოვე წყალობაი ვატოპედისა მკვიდრთათვის ძისა შენისაგან, ეგრეთცა ნუ უგულებელს-გუყოფ მოსავთა შეწევნისა შენისათა, რომელნი სარწმუნოებითა შევრდომილ ვართ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა mანუგეშებელსა, და გევედრებით: შეიწირენ ლოცვანი ჩუენნი და დაგვიფარე ყოვლისაგან ჭირისა და ზედამოსვლისაგან მტერისა.

მოხედე მწუხარებათა ჩუენთა, დედოფალო, და ვნებათა და განსაცდელთა შინა დანთქმულნი შეგვავედრე მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა, რაითა ნათლითა თვისითა განგვნათლოს ჩუენცა – ცოდვითა დაბნელებულნი, და გვიხსნას წყუდიადისაგან გეჰენიისა და საუკუნოისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

Categories
მსახურებანი პარაკლისები

04 თებერვალი. სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოციქულისა ტიმოთესი

22 (04.02) იანვარი

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოციქულისა ტიმოთესი

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.  

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

სიტკბოებაი ისწავე და ფრთხილ იყავ რაი ყოველსა შინა, კეთილი გონებაი ღმრთივშუენიერად შეიმოსე, მოციქულო, და აღმოივსენ რაი ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი, სარწმუნოებაი დაიმარხე და სწორი ღუაწლი მის თანა აღასრულე, წმიდაო ტიმოთე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი… ტროპარი (იგივე)   აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.           

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმესა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარაზენთა და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ტაძრად სამეუფოდ აღვეშენნეთ, მორწმუნენო, და შევამკუნეთ თავნი ჩუენნი სადგურად წმიდისა სულისა, რამეთა აღვივსნეთ საღმრთოითა სიბრძნითა და აღვახუნეთ ბაგენი შესხმად ტიმოთე მოციქულისა.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იხილა რაი სიწრფოებაი სულისა შენისაი განმკითხველმან გულთამან და მეცნიერმან წინაისწარითა ღმრთეებისა ცნობითა, წმიდა გყო მუცლითგან დედისაით, ნეტარო, ტიმოთე, ჭურად რჩეულად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იესუისა აღდგომაი ხმა მაღლად ჰქადაგე შენ მოძღურისა შენისა თანა, ტიმოთე, ჭურისა რჩეულისა პავლეისა, რომელსა თანა ფრიად დაშუერ და აწ მისთანა სამებასა წმიდასა უგალობ ძლევისა ებნითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალაქო ღმრთისაო, ყოველთა მხსნელისაო, ღმრთისმშობელო, საუნჯეო მეუფისაო, დაგვიცვენ სამწყსონი შენნი, რომელნი გიგალობთ, ღირსო, და სარწმუნოებით ვაქებთ უხრწნელსა შობასა შენსა, წმიდაო.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყუარე.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წარმართისა მამისა სჯული დაუტევე შენ, ჰოი, ტიმოთე ყოვლად ღირსო, და წოდებითა მით საღმრთოითა სარწმუნოებასა დედისა შენისასა დაემორჩილე ჰასაკსა სიყრმისა შენისასა.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სანახებსა მას ლუკიაისასა გამოსჩნდი, ვითარცა მთიები, სანატრელო, ბოსხრას ქალაქსა შინა მოღუაწეო, და შურითა საღმრთოითა ცეცხლისაითა შესწუენ მაღნარნი იგი ურწმუნოვებისანი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თესლისა მისგან ებრაელთაისა გამოსჩნდი შენ შვილად აბრაჰამისა, ღმერთშემოსილო ტიმოთე, რამეთუ შეიყუარე შენ უფალი, რომლისაცა მორჩილ იქმენ ვიდრე სიკუდიდმდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო სძალო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორციელქმნული, ვედრებითა მით შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსნენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ, დედოფალო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.  

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის, ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 2

სული იგი მრჩობლი პავლეეისი, ჭურისა რჩეულისაი მოცემული ღმრთისაგან განსუენებულ იქმნა შენ ზედა, ვითარცა საყუარელსა მოწაფესა მისსა, ვითარცა ელიაისი ელისეს ზედა, და ემსგავსე მოძღუარსა შენსა მოღუწებითა, და მსგავსად მისა ქადაგე ქრისტე შორის უსჯულოთასა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: რომელი მოსლვად არს მყის – უფალი ღმერთი ჩუენი, მოსლვად არა ყოვნა, მთით ჩრდილოით მაღნართაით, ქალწულმან გვიშვა, ვითარცა თქუეს პირველად წინაისწარმეტყველთა და ჩუენ მათ თანა ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.  

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოწაფეი იქმენ მისსა, რომელი-იგი პირველ მდევარ იყო ქრისტეისა, ხოლო შენ თანამავალ პავლეისა იქმენ სარწმუნოებითა და ქრისტეს სახარებაი მის თანა ჰქადაგე და ერთობითა ხმობდით: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რაჟამს განეშორე საცთურისაგან უსჯულოთაისა, თანამოღუაწე ექმენ კრულებათა მათ პავლეისთა და ძვირხილულმან მის თანა წარუდგინე თავი შენი მუშაკად სიტყუასა ჭეშმარიტსა სახარებისასა, მხნეო ტიმოთე, და განბრძნობილი ხმობდი: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა აღასრულ ყოვლადვე სათანადოი იგი მორჩილებაი კეთილისა მის მოძღურისა შენისა პავლეისა, ემსგავსე მას დიდად მოღუაწებითა და ქადაგებითა სახარებისაითა და ერსა ასწავე ხმობად: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშევ ჩუენ, ქალწულო უბიწოო, ჭეშმარიტად ხორცითა, რომელ გამოუჩნდა კაცთა აღსასრულსა ჟამთასა, ვითარცა თქუეს პირველად წინაისწარმეტყველთა, და ჩუენცა მათ თანა ვღაღადებთ: დიდებაი ძესა შენსა, ქალწულო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: უღმრთოთა ვერა იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, მგალობელად შენდამი, კაცთმოყუარე.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უღმრთოი იგი მძლავრი დომენტიანოს აღეგზნა რაი შურითა ღირსსა მას ზედა იოვანე ღმრთისმეტყუელსა, ექსორია ყო იგი პატმოს ჭალაკსა,  და საყდარი მისი შენ გერწმუნა.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უწყოდა რაი კეთილნი სათნოებანი და წმიდანი ქცევანი შენნი ღირსმან პავლემან, დაგადგინა ქრისტეს სამწყსოთა პირველ მწყემსად ეფესოსა და იღუწიდი დაუცხრომელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხილენ რაი ეფესოისა მკვიდრნი დანთქმულნი ბნელსა შინა, უქადაგებდი ქრისტესა მეუფესა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, წმიდაო მოციქულო, აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰურიათა კრებულმან უარ-გყვეს შენ, ქრისტე, ხოლო ჩუენ, წარმართთა ერმან აღგიარეთ მეუფედ ძე ღმრთისაი, ტვირთული ქალწულისა წიაღსა და ღმრთისმშობელად თაყუანის-ვჰსცემთ.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ, ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაიცა ჩემი, მოწყალე.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შეამკვე რაი საყდარი შენი საღმრთოითა წესითა, ვითარცა მწყემსმან გონიერმან, აღასრულებდი მცნებასა მოძღურისა შენისასა, რომელმან გამცნოთ საყვარელთა თვისთა: ბოროტისა წილ ნუვის მიაგებთ ბოროტსა.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიად დაშუერ რაი სამწყსოისა შენისათვის, ბრძენო, ცოდვისა უფსკრულთა დანთქმულნი სულნი იხსნენ ქადაგებითა ზეცისა მის  სასუფეველისაითა და უჩუენე გზაი ცხორებისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირსად შეგამკობთ, ვითარცა ეფესოისა მთიებსა, რომლისა ბრწყინვალებაი განეფინა ყოველთა კიდეთა, და ვითარცა რაი ისართა ნათლისათა განაბნიეს ქუეყანით ბნელი იგი საცთურისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იქმნა წიაღი შენი, ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა, დაუტევნელისა მიუწვდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს თუალთა ხილვად.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

კონდაკი

სიბრძნითა მით საღმრთოითა ორთა მათგან ბრწყინვალეთა მთიებთაგან განისწავლე – პავლეს მიერ ღირსისა და იოვანე ღმრთისმეტყველისა, და სამართლად და ღირსად დაგსუა შენ ქრისტემან საყდარსა მწყემსად სამწყსოთა თვისთა, რამეთუ იტვირთენ ხორცთა შინა ვნებანი მისნი ხორცითა, რომელნი ნეფსით თავს ისხნა ჯუარსა ზედა და მოძღურისა შენისა თანა ხმობდი, ღირსო ტიმოთე, ცხოველ არს ქრისტე ჩემთანა და განაცხოველებს ყოველთა.

იკოსი

სული იგი მრჩობლი პავლეისი ჭურისა რჩეულისაი, მოცემული ღმრთისაგან განსუენებულ იქმნა შენ ზედა, ვითარცა ელიაისი ელისეს ზედა, და ემსგავსე რაი მოძღუარსა თვისსა მოღუაწებითა, მსგავსად მისა ქადაგე ქრისტე შორის უსჯულოთასა, და თავს-იდებდი რაი მისთვის გუემათა და წყლულებათა, იწოდე მღდელმოძღურად დიდებულად, და დაიდგი გვირგვინი წამებისაი, და აწ კადნიერებაი გაქუს ღმრთისა მიმართ, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთა ხსენებისა შენისათა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი ხმაი 4: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან:  მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

მას ჟამსა შინა გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თვისსა. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერხთაი და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. და რომელსაცა სახლსა შეხვიდეთ, პირველად თქუთ: მშვიდობაი სახლსა ამას! და უკუეთუ იყოს მუნ ძეი მშვიდობისაი, განისუენოს მის ზედა მშვიდობამან თქუენმან, უკუეთუ არა – თქუენდავე მოიქცეს. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისა?. და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაი-ხვიდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერხთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. გეტყვი თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტვიროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰხდე.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.   

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვედრებითა წმიდისა ტინოთე მოციქულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.      

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: აღთქუმისაებრ უტყუელისა, ტიმოთეს – საყუარელსა შვილსა, ქებულსა პავლეისაგან, მოგეცა რაი სიმართლისა გვირგვინი ქრისტეს მიერ, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, მოსცეს მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა; დაამტკიცოს ეკლესიაი ჭეშმარიტებასა შეუძრველად, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, რაითა განვმართლდეთ წინაშე საყდართა მისთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდისა ძლევა-შემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ეკატერინე, ბარბარე და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოვანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, და თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, და არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, კონსტანტინე მთავრისა და შალვა, ბიძინა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა – იოვანე და გიორგი-იოვანე ბეთანიელთა, გაბრიელ სალოსისა და ექვთიმეისითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს); და წმიდისა ტომოთე მოციქულისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: რომელმან დაიცვნა ყრმანი აბრამიანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი იგი მოსრნა,  სახუმილისა ალითა, ხოლო ყრმანი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უღმრთოი იგი ნერონ რისხვით და გულისწყრომით აღძრულ იქმნა  ქადაგთათვის ღმრთისა სიტყვისათა, ხოლო შენ ჯუარცმულისა მიმართ ხმა-ჰყავ: კურთხეულ ხარ შენ.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ისწრაფდა ნერონ, მხეცი იგი სისხლის მოყუარეი უწყალოდ განრყუნად ქრისტეს სამწყსოთა პირმეტყუელთა და მწყემსთა მათთა დაცემასა, გარნა შენ არა შეძრწუნდი და ღმერთსა აკურთხევდი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სასოებითა მტკიცითა არცხვინე უსჯულოთა მძლავრთა და ქადაგებითა შენითა განუცხადე სამებაი მორწმუნეთა, და იტყვიან: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამებისა მორწმუნენო, მოვედით დღეს სარწმუნოებითა და ერთობითა ვადიდებდეთ ერთარსებასა ღმრთეებისასა და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი, რაჟამს იგი შეაცურიე, და სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთომან ქადაგმან გპოვა შენ, ნეტარო, მხურვალედ მოსწრაფეი ძიებისათვის გზისა მის ჭეშმარიტისა, და განგინათლნა თუალნი სულისანი ამაღლებად ღმრთისა.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განაგებდი კეთილად მოძღურებითა ეფესოისა საყდარსა, ნეტარო ტიმოთე, სიწმიდითა და ღირსებითა, ვითარცა მუშაკი, მოღუაწეი შუენიერი, და შედგომილი კუალსა მოძღურისა თვისისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უბიწოდ ქცევითა მიემსგავსე რაი საღმრთოსა მქადაგებელსა იოვანეს და პავლეს – მოძღუარსა შენსა კეთილსა, ახარებდი ქრისტეს სარწმუნოებასა წარმართთა და განანათლებდი კიდეთა სოფლისათა.  

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მორწმუნეთა ერი სარწმუნოებითა სამებასა ღმერთსა თაყუანისსცემენ მართლაღსარებითა და ესრეთ უღაღადებენ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.   

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა, ღმრთისმშობელო, მარადის ყოველნი შენ გადიდებთ.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღასრულებდენ რაი დღესასწაულსა კერპთა ყრუთასა წარმართნი იგი, ცრემლითა იგლოვდი წარწყმედისათვის მათისა, და აღჰხედი სუეტსა და უქადაგე, ვითარმედ არავინ არს ღმერთი, გარნა ქრისტე.

წმიდაო მოციქულო ტიმოთე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ბოროტმან და უღმრთომან ერმან ბოროტი ზრახვაი იზრახა შენთვის, სანატრელო ტიმოთე, და უგუნურად ქვითა და კუერთხითა გცემდეს, ხოლო შენ აკურთხევდი ღმერთსა უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ახარებდი რაი სასუფეველსა ღმრთისასა წარმართთა, სულგრძელებითა თავს ისხენ წყლულებანი მწარენი, რომელთა მიერ მოიგე, ღირსო, პატივი მოციქულთაი და გვირგვინი მარტვილთაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არსებისა ხატსა უსხეულოსა, ბეჭედსა მას ხელთშეუხებელსა ძესა მას და სიტყუასა სიბრძნესა მამისასა და ძალსა მისსა მამისა თანა სულით წმიდითურთ ვადიდებთ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

სიბრძნითა მით სულიერითა ამხილებდი რაი კერპთმსახურთა, გუემულ იქმენ მათ მიერ უმსჯავროდ, და ქუა-დაკრებულსა და ჯერეთცა სულიერსა მოგაბეს რაი საბელი, განგითრიეს და მოგაკუდინეს  რაი უგუნურთა, მოიგეს საშჯელი საუკუნოი, ხოლო შენ აღასრულე რაი სრბაი თვისი საწადელი, შერთულ იქმენ რიცხუსა მას მოციქულთასა და მეოხ ხართ ყოველთა მოსავთა შენთა და მვედრებელთა.

ერმან მან მორწმუნეთამან, მორჩილმან სამწყსომან შენმან, ტიმოთე სანატრელო, გულისხმა-ყო რაი განსლვაი შენი ხორცთაგან, აღიხუნეს მათ ნაწილნი შენნი, ქრისტეისთვის განკაფულნი, მიჰრონითა მით სურნელითა შემურეს და დაჰკრძალნეს რაი ლოცვითა და გალობითა, შეამკვეს ლარნაკი ძუალთა შენთაი, რომლისაგან მარადის აღმოდიოდა წყაროი სასწაულთაი, და ყოველნი მისდა მოლტოლვილნი მოიღებდენ ნუგეშინისცემასა და კურნებასა.

თუალით მხილველი ქრისტეისი და მიყრდნობილი მკერდსა მას საუფლოსა იოვანეი, ძეი ქუხილისაი ღმრთისმეტყუელი, განგებითა საღმრთოითა მიყვანებულ იქმნა რაი ეფესოდ მეფისა მიერ, კეთილად დაიპყრა საყდარი შენი, ტიმოთე მოციქულო, და პატივ-სცა რაი ღირსად ნაწილთა შენთა, შეამკო ეკლესიაი საღმრთოითა მით მოძღურებითა სულიერითა, აწ მის თანა მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.

აწ ვერცავინ აღრაცხავს თვითოეულად ღუაწლთა და სასწაულთა შენთა სიმრავლესა, ნეტარო მღდელთმოძღუარო ტიმოთე, რამეთუ მადლი კურნებათაიცა მოგანიჭა რაი ქრისტემან, ულოცავდი სნებითა ფიცხლითა ვნებულთა, და მეყსეულად განკურნებდი და ეშმაკსაცა განდევნიდი რაი შეპყრობილთაგან, შემდგომად სიკუდილისაცა მოგანიჭა ძალი მოსავთა შენთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიოხე ღმრთისა მიმართ, განრინებად საფრხისაგან მტერისა.

ჰოი, მწყემსო კეთილო, ქრისტეის სამწყსოსათვის მის მიერ მღდელთმოძღურად დიდებულად გამორჩეულო ტიმოთე, არაი განზრახვითა კაცობრივითა, არამედ ზეგარდამო წამისყოფითა საღმრთოითა დაშჯედ რაი საყდარსა ზედა ეფესოისასა, და შეამკვე წამებისა ღუაწლითა, ქრისტეს მიერ მოიღე გვირგვინი დიდებისაი და გაქუს რაი კადნიერებაი დიდი, შეგვაწყნარე ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, მარიამ ღმრთისმშობელსა, რაითა თანა-წარგუხადოს უხილავნი და ხილულნი განსაცდელნი და ღირს გვყოს მარადის დიდებად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                     

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.    

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.   

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ  3-გზის. დიდებაი… აწდა…

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო ტიმოთე, ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო და წყაროო მოწყალებისაო; წარმართთა მწოდებელო, და დამხსნელო კერპთა საცთურისაო; ზესთამბრძოლო ქრისტეანეთაო და მხურვალეო მეოხო ჩუენო და შესავედრებელო წინაშე ყოვლადუბიწოისა ღმრთისმშობლისა და მხოლოდშობილისა ძისა მისისაო!

ჰოი, წმიდაო ღმრთივგვირგვინოსანო მოციქულო ტიმოთე, შეუდეგ რაი მხურვალებით წარმართთა ქადაგსა ჭეშმარიტსა, ნესტუსა ეკლესიათასა ჯუარითა მოქადულსა ნეტარსა პავლეს, მის მიერ ისწავენ, ბრძენო, საიდუმლონი გამოუთქუმელნი, და მოწაფე იქმენ რაი ქრისტეისა, რომლისათვისცა დასთხიენ სისხლნი შენნი, აწ მოციქულებრითა კადნიერებითა მოსდრიკე შეწყალებად ჩუენდა, რაითა მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა, ხოლო ერსა ჩუენსა მოანიჭოს ძლევაი მტერთა და მწვალებელთა ზედა, და განმტკიცებაი მართლმადიდებლობასა შინა. ძალითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლად-დიდებულო წმიდაო მოციქულო ტიმოთე, საქმენი შენნი საკვირველნი გვეუწყნეს რაი წიგნისა მისგან მოციქულთაისა, რომელიცა აღწერა ლუკა მახარებელმან, მის მიერ ჭეშმარიტად ვცანით წარმომავლობაი და დამოწაფებაი შენი წმიდასა პავლე მოციქულსა – სუეტსა ეკლესიათასა, თუ ვითარ დაშუერ მის თანა, და იღუაწე ერთგულად სახარებისათვის იესუ ქრისტეისისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათაისა და გვიხსნას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა-მოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.  

მღდელი: ჩამოილოცავს…  

გუნდი: ამინ

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა ტიმოთე მოციქულისაითა, და ყოველთა წმიდათაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

იღუაწე ერთგულებით ქრისტეს ღმრთისათვის, ღირსო ტიმოთე, ვითარცა სახიერმან მონამან სარწმუნომან და კეთილმან, და სასუფეველისა მიმოდამდებელმან, ნეტარო, მსგავსად მოძღურისა შენისა დასთხიენ რაი სისხლნი თვისნი ქრისტეისთვის, მოციქულო ტიმოთე,  პატიოსანსა ხატსა შენსა შევრდომილნი გევედრებით მეოხებასა წინაშე მისსა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთა ვნებათაგან – სულიერთა და ხორციელთა, და წარგვიმართოს გზასა მას ცხონებისასა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ძისა შენისა, რაითა განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა და მოგუფინოს მშვიდობაი ქუეყანასა ზედა, და სიხარული ცათა შინა.

 

მიქაელ მოდრეკილის საგალობლის გამოყენებით

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12 2ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას: „ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხვა მე ანტიოქიასა შინა, იკონიას, ლუსტრას“ (2 ტიმ. 3,10-11). 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. რომის საპყრობილეში გამომწყვდეულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმსდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო: „ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე“ (2 ტიმ. 4,9).

ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩებში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა, შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდული, უღმერთო ბრბო. გაავებული კერპმსახურები კი მიაწყდნენ წმიდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს და ბოლოს, ქვებით ჩაქოლეს (+80). ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები IV საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

Categories
დაუჯდომელი მსახურებანი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა, კეთილმსახურისა მეფისა თამარისი

თამარ მეფის დაუჯდომელი საგალობელი

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე ღმერთო…

კონდაკი 1

დიდებულებაი შენი ვინ მიუთხრნეს, ჰოი, საკვირველ-მაღალო ხელმწიფეო, რამეთუ უფროის გონებისა ჩუენისა აღმაღლდა ქებაი სათნოებათა შენთაი, და ურიცხვთა განსაცდელთა მიერ შეიწრებულნი მოვივლტით რაი წმიდისა ხატისა მომართ შენისა, აღგძრავთ შენ ღმრთისა მიმართ მწედ და შუამდგომელად, რაითა მოგუმადლოს ძლევაი ყოველთა საცთურთა ზედა და ღირს გვყოს გალობად შენდა: გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

იკოსი 1

ეჰა, ვითარი დიდებულებაი შეგძინა შენ სიმხნემან, სანატრელო, რამეთუ მაუწყებელ-არს მოღუაწებათა შენთა დიდებული ვარძია და ხმა მაღლად ჰქადაგებს მეტეხი და ბეთანია ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და სიქუელისა შენისა გულსმოდგინედ მომთხრობელნი აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, იესეს ნერგო, მორჩო დავითისაო;

გიხაროდენ, ხატო დედათა კდემამოსილებისაო;

გიხაროდენ, აღმოყუავილებულო რტოო სიწმიდისაო;

გიხაროდენ, დიდებაო ქუეყანისაო და სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიყუარულისაო;

გიხაროდენ, საღმრთოო საყვირო მართლმადიდებლობისაო;

გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;

გიხაროდენ, წინამძღოლო და ჯუარისმტვირთველო ერისა შენისაო და შემწეო მესიისაო;

გიხაროდენ, ზღუდეო და სიმტკიცეო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;

გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო ივერიისაო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 2

სამარადისოდ დაჰნერგე რაი გულსა შინა შენსა შიში და სიყუარული ღმრთისაი, შეიმოსე მოწყალებაი, სიმშვიდეი და კრძალულებაი, და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა, აწცა მათ თანა ევედრე ღმერთსა, სათნო იჩინოს აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა ურთიერთასისა სიყუარულითა და სიბრძნითა საღმრთოითა, რაითა კნინისა ამის ცხორებისა ჩუენისა გზაი კეთილად განვვლოთ, და მარადის ვაქებდეთ ქრისტესა, მაცხოვარსა  და მხსნელსა ჩუენსა: ალილუია.

იკოსი 2

სიწმიდეი შენი საღმრთოი და გონებისა სიწრფოებაი იხილა რაი დაფარულთა მეცნიერმან, გცხო შენ საცხებელი სიხარულისაი და თვით-მპყრობელად ივერიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დაგადგინა, ხოლო შენ ძლევანი ყოვლად-დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ და სამწყსოი იგი, რომელი გერწმუნა, კეთილ-მორწმუნებასა ზედა დაამყარე, ეგრეთვე აწ ერი ჩუენი სიმხნით განაძლიერე და გზაი იგი ჩუენი სამეუფოი კეთილად წარგვიმართე, რაითა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა და დაუცხრომელად გაქებდეთ:

გიხაროდენ, ძირთაგან ღმრთისმსახურთა აღმომორჩებულო;

გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და სიტურფითა და შუენიერებითა აღმატებულო;

გიხაროდენ, სამშობლოისა ქუეყანისა სიყურულითა აღგზებულო;

გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სამეუფოითა ზეთითა ცხებულო;

გიხაროდენ, მოწყალებითა განწმედილო და გულის სიტყვითა განათლებულო;

გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, ცხორებითა სათნოითა და სიბრძნითა საღმრთოითა განსრულებულო;

გიხაროდენ, ღმრთისმშობლის წილხვედრი ერისა მწყსად და მფლობელად მოვლინებულო;

გიხაროდენ, დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკულო;

გიხაროდენ, მამულისა ვენახისა კურთხეულისა მუშაკო დაუცხრომელო და უფლისა მიერ სუე-ამაღლებულო;

გიხაროდენ, თარგამოსიანთა მეფედ და წინამძღურად წოდებულო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 3

ანგელოზებრ შუენიერ იყავ ხატითა და სავსეი სიბრძნითა, ჰოი, მეფეო, ქრისტესა შედგომილო, და გონებაი შენი განსწმიდე რაი წვრთითა საღმრთოთა წერილთაითა და ლოცვითა მხურვალითა, ხორცი განკაფე მარხვითა, მღვიძარებითა და ხმელთა ზედა წოლითა, და განჰბრწყინდი სათნოებათა ელვარებითა, აწ აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა და აღგვძრას დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 3

მღვიძარე მწყემსად გამოუჩნდი ერსა შენსა, ჰოი, მეფეთა შორის საკვირველო, და მსწრაფლ შეჰკრიბნე რაი ყოველნი კაცნი სამღდელონი და შჯულისა მეცნიერნი გამოძიებად კეთილისა და განგდებად დრკუისა, წმიდაი კრებაი იგი, ვითარცა დედაკაცმან, დაუტევე კრძალვითა, ხოლო ესმნეს რაი სიტყუანი შენნი ყოვლად სანატრელსა კრებულსა მას მამათასა, განიხარეს ღმრთისმოყუარებითა სულისა შენისაითა, და ქებაი საცნაური შეგასხეს, ვითარცა თანა-შემწესა კრებისასა:

გიხაროდენ, ქართველთა მზეო მრავალ-მნათობო, ცისკრითა კეთილმსახურებისათა ყოველთა განმაცისკრებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა ლამპარო, უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელო;

გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ცრუ სარწმუნოებისა მხნედ განმბასრველო;

გიხაროდენ, ტყვეობისაგან მრავალთა სულთა გამომხსნელო;

გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და გლახაკთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაითა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დამამხობელო და განმთხეველო;

გიხაროდენ, შეცდომილთა გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა მომაქცეველო;

გიხაროდენ, განძვინებულთა მხეცთა გულებისა მომალბობელო;

გიხაროდენ, კაცთმოძულეთა მთავართა და უსამართლოთა მსაჯულთა მამხილებელო და მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;

გიხაროდენ, განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა მსწრაფლ შემწეო და ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 4

ხვიდოდი რაი მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, მოგანიჭა შენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და შენცა სირცხვილითა აღავსენ ორგულნი ერისანი და ყოვლითა უპატიოებითა, ეგრეთცა კადნიერებაი მათი შეჰმუსრე, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და გვიხენ ყოვლისაგან ვნებისა ბოროტთა კაცთაითა, რაითა ყოველთა მართლმორწმუნეთა კეთილად განგუემარჯვოს და ლოცვაი ჩუენი შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 4

ეჰა, ვითარ ჭეშმარიტ საღმრთოი და საკვირველ არიან საქმენი შენნი, ყოვლად ქებულო მეფეო თამარ, რამეთუ ღმრთისმსახურებასა და კრძალულებასა შინა საწუთოი სამეფოი არა დაუტევე განუგებელად, არამედ უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაგე და განაჩინე, და წარემატე რაი დიდებითა და განმარჯუებითა,  ერი შენი, მადლიერი ღმრთისა მიმართ ყოვლად მოწყალისა,   დაუცხრომელად გაქებდა:

გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო, დავითისა ბრწყინვალისა მტილისაო;

გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;

გიხაროდენ, ზეციერითა მადლითა განბრწყინვებულო, თაყუანისმცემელო მესიისაო;

გიხაროდენ, მოუწყვლელად დამცველო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ჭეშმარიტისა მსჯავრისაო;

გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;

გიხაროდენ, საღმრთოო მუშაკო ქრისტეის ვენახისაო;

გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, მახვილო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო;

გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და განმაძლიერებელო ივერიისაო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 5

სიყუარული და სიქველეი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, და განხსენ რაი საუნჯენი მამა-პაპათა შენთანი, ხელ-ჰყავ წყალობაი და შეწყნარებაი, რომელ არა სადა ვის ეხილა, ხოლო განიცადა-რაი ერმან შენმან დედობრივი გულმოწყალებაი შენი, სიცოცხლეშივე განგადიდა და არცაღა დასცხრებოდა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

მოხედნა რაი იესუმ წყალობითა დედისა თვისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, გარდამოგივლინა ძალი, სიმხნეი და მძლეველობაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, ვითარცა დავითს, ღმრთისმოყუარესა პაპასა შენსა, და შენცა ერთგულებისათვის მამულისა და მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა მისებრვე განაქარვე სივერაგეი ორგულთაი და მტერთაი, აწცა ნუ დასცხრები ერისა შენისათვის წინაშე ქრისტეის მხსნელისა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა სიყუარულითა და მშვიდობითა ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;

გიხაროდენ, ერისა შენისა ღირსებისა დამცველო;

გიხაროდენ, მრავალთა ჭირთა ახოვნად დამთმენელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებითა სიცრუვისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა გონებათა დამატკბობელო;

გიხაროდენ, ეშმაკის საცთურისა დამთრგუნველო;

გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთვის ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მანქანებათა მტერისაითა დამხსნელო;

გიხაროდენ, უშჯულოთათვის შიშის ზარისა დამცემელო;

გიხაროდენ, რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 6

ვერ შეგიტყუა შენ საშუებელმან ამის საწუთოისამან, და ვერცა გვირგვინმან და სკიპტრამან დიდებულმან, ვითარ იგი მეფენი მრავალნი, არამედ ზენაისა დიდებისა მოსურნემან, ქუენაიცა ესე დიდებაი უხუებით მიიღე აღთქუმისაებრ უფლისა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად მისსა მიმართ, კუალად მოგუანიჭოს მწყემსი სარწმუნოი და მხნეი, რაითა ჰსწავლიდეს და წარუმართებდეს სჯულდებულსა ერსა, შვილად ღმრთისა გამორჩეულსა, და მსხუერპლსა ქებისასა მარადის შესწირვიდეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

იურვოდეს რაი შობისათვის მემკვიდრისა, არა მიგიშუეს ნებად შენდა, ყოვლად უწადინელი ქორწინებისაი, და გამოირჩიეს რაი მხნეი დავით, მეფეთა გვარისაი, ვითარ იყო ხუედრი და რიგი შარავანდედობისა შენისაი, ღმრთივბრწყინვალესა თავსა შენსა დაგადგეს გვირგვინი პატიოსანი მეუღლეობისაი, ხოლო ერი შენი სიხარულითა განსცხრებოდა, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა, ერთ-ხმობით გიგალობდა:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო საღმრთოთა სამწყსოთაო;

გიხაროდენ, მსგავსად სოლომონისა აღსავსეო სიბრძნითაო;

გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო;

გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო;

გიხაროდენ, სავანეო კეთილთა საქმეთაო;

გიხაროდენ, შემწირველო ეკლესიათაო და კეთილისმყოფელო სამღდელოთაო;

გიხაროდენ, აღმაშენებელო ქსენონთაო და მკურნალო სნეულთაო;

გიხაროდენ, მოწყალეო გლახაკთაო და განმკითხველო ქურივთა და ობოლთაო;

გიხაროდენ, მართლმსაჯულო უღონოთაო და შემწეო უძლურთა ქუე-მდებარეთაო;

გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის-აღმპყრობელო და მეოხო მომწოდებელთა შენთაო;

გიხაროდენ, გვირგვინო და დიდებაო ღმრთისმსახურთა მეფეთაო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 7

ოდეს ჰრულსა შინა იხილე სამოთხისა შუებაი, და ტახტი ბრწყინვალეი, შემკული თუალთაგან მრავალსასყიდლისაითა, მიისწრაფდი დაბრძანებად მას ზედა, გარნა არა მიგიშუა კაცმან ვინმე, ნათელ-მოსილმან და გრქუა: მხევალისა შენისა არს, დედოფალო, რამეთუ სამოსელნი ათორმეტისა მღდლისანი ხელითა თვისითა შესთულა, და გეწადა რაი სულისა ცხონებაი, ესრეთვე აღასრულე შენცა, და მოიხუენ რაი ზეცისა იგი უხრწნელნი სამოსელნი, კრებულსა თანა წმიდათასა მარადის უღაღადებდ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ იღუაწე, ჰოი, მეფედ ცხებულო დედოფალო, და შენდამი რწმუნებულნი ერნი და სამეფონი გარემოცულთა საფრხეთაგან უშიშად დაიცევ, ხოლო საზღუარნი საქართველოისანი, სპერითგან დარუბანდამდის უფროის განავრცენ, და ტაძარნი და მონასტერნი, არა ხოლოი თუ მამულსა შენსა, არამედ ყოველთა წმიდათა ადგილთა აღაშენე და წყალობითა დიდითა აღავსნე, ამისთვის ნუ განგვაშორებ შეწევნასა შენსა და ერი ჩუენი, ქრისტეის მოსახელეი, ძალითა მისითა დაიფარე, რაითა უვნებელად დაცულნი დაუცხრომელად გაქებდეთ:

გიხაროდენ, ხუცესთა და უპოვართა გამომზრდელო;

გიხაროდენ, დიდებულისა ანჩისხატისა განმაშუენებელო;

გიხაროდენ, ბნელთა შინა დაშთომილთა სულთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა საცთურისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ქედფიცხელთა და გონებაურჩთა განმსწავლელო;

გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;

გიხაროდენ, მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;

გიხაროდენ, მტერთა ძვირის-ზრახვისა განმდევნელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 8

ღმრთივკურთხეული მეფობაი შენი შეამკევ კეთილითა საქმითა, და ცხორებაი შენი განაშუენენ რაი მოთმინებითა და სიმდაბლითა, დაადგა ღმერთმან თავსა შენსა გვირგვინი დიდებისაი და განამტკიცა კეთილდღეობაი ერისა შენისაი, ეგრეთვე აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაი და მოგუანიჭე შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა დღითი დღე ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და ვაქებდეთ ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 8

დაცემულებაი უპოვარებისაი და შიმშილითა მოყმობაი მსწრაფლ ეწია ალექსი კეისარსა, დაივიწყა რაი შიში ღმრთისაი და შენ მიერ ნაბოძები დიდძალი საფასეი წარსტაცნა მონაზონთა შავისა მთისასა, მაშინ სამართლად აღიძარ გულისწრომითა წყალობისმოყუარეი და  წარუგზავნე რაი უმეტესი განძი მოწესეთა, წარუღე ტრაპიზუნტი და ლაზია ანგარსა კეისარსა, და მიანიჭე ალექსი კომნენოსსა, ვინაიცა მადლი შესწირა ღმერთსა, მოსცა რაი ეგევითარი შემწეი, და გნატრიდა, ვითარცა მეფესა სამართლისმოყუარესა:

გიხაროდენ, აბრაჰამის უცხოთმოყუარებისა მიმბაძველო;

გიხაროდენ, ცოდვის მოყუარეთა კაცთათვის თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ფიცხელთა გულთა მომალბობელო;

გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და ღმრთისმოძულეთა მძლეველო;

გიხაროდენ, მხდომთა და განლაღებულთა დამცემელო;

გიხაროდენ, გრძნეულთა უგულისხმოებისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;

გიხაროდენ, უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა შემრისხველო;

გიხაროდენ, სიწმიდისა შემბილწველთა და ქრისტეანობის განმრყვნელთა ზარდამცემო;

გიხაროდენ, ტრაპიზუნტის იმპერიისა დაარსებითა საზღუართა ქუეყანისა შენისაითა დამფარველო;

გიხაროდენ, სამეფოისა შენისა მტერთაგან დამცველო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 9

ვითარცა ღმრთისა მიერ მიენიჭა დავითს ძლევაი საკვირველი დიდგორსა, და შესწირნა ყელსაბამი ოქროისა გელათს, ხახულისა ღმრთისმშობელსა, ეგრეთვე შენ, ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან შამქორსა, წარგზავნე მუნცა დროშაი ხალიფასი და სამკაული ოქროისა, ხელითა შალვა ახალციხელისა, და ღმრთისმშობლისა მიმართ ლოცვისა მიმძღუნელმან, სამადლობელი გალობაი შესწირე ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

არად შერაცხენ შენ ქადებანი უსჯულოისა მის რუქარდინ სულტნისაი და არცა შეშინდი მძლავრთა სიქადულსა, არამედ ლოცვითა მხურვალითა შეჰვედრე სოსლან დავით და სპაი მისი ვარძიის ღმრთისმშობელსა, და წარიხადენ რაი სამოსელი ფერხთანი, ცრემლთა დინებითა წარუძეღ ლაშქარსა ბასიანსა, ხოლო ვიდრემდის მიიწივნეთ, აღხვედ გორაკსა უმაღლესსა და აკურთხევდი დროშასა სვიანსა და ლაშქარსა უებროსა, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა არა მოაკლდეს ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაი ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, და არცაღა დავსცხრებოდეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, უტკბილესითა ბაგითა ცხოველსმყოფელისა წყლისა აღმომადინებელო;

გიხაროდენ, დაცემულთა მეყსეულად აღმადგინებელო;

გიხაროდენ, ბომონთა და კერპთა ძირითურთ აღმომფხურელო;

გიხაროდენ, ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმხოცველო;

გიხაროდენ, ქრისტეისმოყუარისა მხედრობისა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, ერთგულთა შემყუარებელო და ორგულთა დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა ეკლესიათა და მონასტერთა აღმგებელო;

გიხაროდენ, მტერთაგან შეუვალთა და უბრძოლველთა გოდოლთა და ციხე-ქალაქთა აღმმართველო;

გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, ცრემლთა შენთა ნაკადულითა ურიცხუთა მტერთა დამნთქმელო;

გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ბრძოლათა უბრძოლველად დამარღვეველო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 10

ჰოი, ძლიერებაი კაცთმოყუარისა ღმრთისაი, რომელმან წყალობითა მოხედნა მხურვალესა ლოცვასა შენსა და უღმრთონი ბარბაროსნი და ურწმუნონი აგარიანნი დაამდაბლა რაი ქუეშე ფერხთა ქრისტეანეთასა, სამეფოი შენი შეუხებელად დაიცვა მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, და ცრემლითა დალტობილი მადლობასა შესწირვიდი და უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

მარჯუენეი მაღლისაი შემწე გექმნებოდა, მხნეო ხელმწიფეო, და განცხადებულად ყოფდა ძლევათა საკვირველთა შენზედ აღძრულთა მტერთა ზედა, რამეთუ თვით უსჯულოიცა მსახური სულტნისაი ძრწოლითა ღაღადებდა, თუ ვითარ-ყო მთავარანგელოზმან ძლევაი მათ ზედა, და შიში და ზარი სიწმიდეთა შენთაი მიეფინა მეფეთა და მრავალთა ერთა, ვითარცა მძლავრებაი წინააღუდგომელისა ხელმწიფისაი, რომელთა თანა ჩუენცა ლმობიერად შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა მიქაელ მთავარანგელოზისასა, და მოგიძღუნით „გიხაროდენსა“:

გიხაროდენ, ქურივობისა შენისა ანა წინასწარმეტყუელისამებრ კრძალულებითა დამცველო;

გიხაროდენ, მამულისა ტრფიალებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, მამა-პაპათა საქმეთა კეთილად წარმმართებელო;

გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა სპათა ახოვან-მყოფელო და მწყალობელო;

გიხაროდენ, კეთილკრძალულთა დედაკაცთა მაკურთხეველო და ბილწთა და უგუნურთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, წინააღმდგომთა სიბოროტისა წარწყმედელო;

გიხაროდენ, ქრისტეისმოძულეთა აგარიანთა თავ-ზარ-დამცემო და მძლეველო;

გიხაროდენ, დავითისა ძლევისა ბრწყინვალეო აღმადგინებელო;

გიხაროდენ, გორგასლიანურ-დავითიანურისა დროშის უფროის აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, ყოველთა ერთა და ტომთა, შენდამი რწმუნებულთა აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახურელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 11

ესმათ რაი ქართველთა სენთაგან განლეულობაი შენი, ყოვლად ნეტარო, მარადღე ლოცულობდენ ცრემლთა დინებითა, გარნა ფუჭ-იქმნა ყოველთა მკურნალთა ხელოვანებაი, რამეთუ არა ღირს იყო, არა ხოლო თუ საქართველოი ოდენ, არამედ ყოველნი ქუეყანანი მეფობასა შენსა, ამისთვისცა შენ მიერ მადლმოსილსა ნუგეშინისცემასა და შეწევნასა ვსასოებთ და საღმრთოსა ამას გალობასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

წყლულებათა მიერ უკურნებელთა, ვითარცა იობ განიცადე, და მწთოლვარითა ხმითა შემოუწოდე რაი წარჩინებულთა, წინაშე ხატსა უფლისასა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა აკურთხე და ევედრე ყოველთა, რაითა მარადის კეთილთა შინა იყვნენ მახსენებელად შენდა, ხოლო მადლობდი რაი ქრისტესა, შეჰვედრე სამეფოი და სული შენი უბიწოი, და შეერთე რაი ანგელოზთა კრებულსა, ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათს ცრემლთა დინებითა, და ვითარცა კურთხეულსა დედასა ქართველთასა, მოგართვეს სამადლობელი ესე ქებისაი:

გიხაროდენ, თარგამოსიანთა ნათესავისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველო;

გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო და ღმრთისმბრძოლთა სირცხვილეულმყოფელო;

გიხაროდენ, ისმაიტელთა ქედმაღლობისა დამამცრობელო;

გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, წარმავალისა დედოფლობისა წილ, წარუალისა ნათლისა მომღებელო;

გიხაროდენ, წმიდათა თანა სავანე ქმნილო და გვირგვინითა ძლევისაითა შემკობილო;

გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის დამშურალთა მეფეთასა შეერთებულო;

გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;

გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და ცხონებისათვის ჩუენისა მზრუნველო;

გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა სიხარულისა მიმფენელო;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 12

ვითარცა იხსენ ქუეყანაი შენი და ყოველი მართლმადიდებელი ერი გარემოცულთა განსაცდელთაგან, ეგრეთვე აწ დაამხუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულ-დაწუნებულსა, და ოხითა შენითა გვიხსენ ყოველთა უძლურებათაგან სულიერთა და ხორციელთაისა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ვმსახურებდეთ მამულსა და ერსა, და ვადიდებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.

იკოსი 12

უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და გევედრებით: გარდამოიხილე ზეცით სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა მართლმადიდებელსა, რამეთუ ურიცხუნი მტერნი, მოყუარენი შფოთისანი ჩუენ ზედა აღჰსძრუენ ბრძოლასა დაუმშვიდებელსა, და ვერცაღა ძალ-გვიძს რაი წინა-აღდგომად მათთა, გვიხსენ ყოველთა საფრხეთაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და აღცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ასულო ბაგრატოვანთა სახლისაო, რომელსა გერწმუნა საყდარი დავითისი და ბეჭედი სოლომონისი;

გიხაროდენ, ბუნებითა ტკბილო და მრავალმოწყალეო, რომელმან აღხოცე სიკუდილითა დაშჯაი და ასოთა მოკუეთაი;

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა წინამბრძოლო, რომელმან ასწავე ერსა შენსა წესი მეუღლეობისაი და საზომი სიკეთისაი;

გიხაროდენ, სამეფოისა შენისა ანგელოზო, მფარველო, რომელმან შემუსრე მბრძოლნი ერისა ჩუენისანი;

გიხაროდენ, უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, რამეთუ განკვირვებულნი ანგელოზნი იტყოდენ: დაეცა, დაეცა მტერი დედაკაცისაგან და გვირგვინოსან გამოჩნდა მოღუაწეი ქრისტეისი;

გიხაროდენ, სჯულისა შეუგინებლობისათვის დამაშურალო, რომელსა პატიოსანისა მის გვირგვინისა წილ დაგედგა შვიდ-გზის უპატიოსნესი გვირგვინი ზეცისაი;

გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო უძლეველო, რამეთუ შუებასა სამოთხისასა შეერთებული ჰსუფევ ქრისტეის თანა უკუნისამდე;

გიხაროდენ, მეფეთა ბრწყინვალისა დასისა შუენებაო, რამეთუ შემდგომად სიკუდილისაცა ჰნათობ უმცხინვარეს მზისთუალისა;

გიხაროდენ, ღმრთივსულიერო მოღუწეო, რამეთუ სამარხოი შენი საწადელი უჩინო-ყო უფალმან, ვითარცა მოსე წინაისწარმეტყელისა;

გიხაროდენ, სიქადულო ერისა შენისაო, რომელმან ყოველსა ქუეყანასა განსთქვი ხმაი ქართველთა მძლეობისაი;

გიხაროდენ,  ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს ხსენებულო, რამეთუ არა თუმცა ერი შენი, არამედ ქუანიცა ღაღადებენ დიდებასა შენსა;

გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 13

ჰოი, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო და დედათა შორის უსათნოესო, მეფეო თამარ, მიითუალენ აწ გალობანი ესე ჩუენნი, და კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, ყოველთა განსაცდელთაგან განაგვარინოს, და დაგვიცვას ცოდვათა და უძლურებათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და ზეცათა სასუფეველსა შინა მარადის ღირს ვიქმნეთ დიდებად ღმრთისა: ალილუია.

 

ეს კონდაკი 3-გზის, შემდგომ იკოსი  1  და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღმრთივსათნოითა მეფობითა და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო წმიდაო თამარ! ზესთამბრძოლო ქართველთაო და სიქადულო დედათაო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლ-შემწეო, ოხითა შენითა განმამხიარულებელო მჭმუნვარეთაო და სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთაო!

ჰოი, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ყოვლად სანატრელო მეფეო თამარ! დედობრივისა შენისა გულმოწყალებითა შეგვაწყნარენ შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რაითა უსაზღვროითა მოწყალებითა თვისითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი მისსა მიმართ კუალად განაახლოს და აღგვიდგინოს ცხებული ძირისაგან დავითისა, რომელი ძალითა ჯუარისაითა მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ჭეშმარიტად ახოვანო მოღუაწეო, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო თამარ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა მეოხ-გვეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ,  ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

Categories
მსახურებანი

სადღესასწაულო წეს-განგება წმიდისა მამისა ჩუენისა იმერეთის ეპიკოპოსისა გაბრიელისა

სადღესასწაულო წეს-განგება წმიდისა მამისა ჩუენისა იმერეთის ეპიკოპოსისა გაბრიელისა

 

დიდ მწუხრსა ზედა

მოვედით თაყვანის – ვსცეთ~ – იგალობება.

აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა~ (103 ფსალმუნი) – იგალობება.

_ ნეტარ არს კაცი~ – I კანონის I ანტიფონი.

_ ,,უფალო ღაღად – ვჰყავ~ (იგალობება V ხმაზე).

  • გაბრიელეპისკოპოსისა. – მუხლი

 

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავარო, აღმოცენდი რაჲ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, სიყრმითგან იქმენ შენ, ვითარცა ხჱ დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, და ჟამსა თჳსსა გამოეც ნაყოფი შუენიერი და ღირსი ზეცისა საუნჯეთაჲ, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, მოგეცა რაჲ საღმრთოჲ მღჳძარებაჲ, მსწრაფლ დაისწავლე ყოველივე საეკლესიო წესნი და გალობაჲ, და საზრდელ და საშუებელ შენდა იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, დაემტკიცე რაჲ ქრისტეს მცნებათა შეურყეველსა ლოდსა ზედა, ღმრთისმეტყუელებისა სწავლაჲცა სრულყავ პეტერბურღსა, და წარემატე საეროთა და საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა, ხოლო ოდეს მოიქეც მამულადვე თჳსსა, ღმრთისა მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და დაუცხრომელად იღუწიდი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, სჯულიერებისა და სიმდაბლისა შენისათჳს, რომელ მოგეგო, იყავ შენ საყუარელ ყოველთაგან, გარნა მოწოდებული მსახურებად ღმრთისა ხელდასხმულ იქმენ რაჲ მღდელად, მამაო, არცაღა დაუტევე მოწაფენი შენნი და ვითარცა მიწისმოქმედი ბრძენი, განჰმზადებდი გონებასა მათსა შეწყნარებად ღმრთისმეცნიერებისა წმიდისა თესლისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, გიხილა რაჲ მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვოს მგზებარებაჲ შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარ იობსა ზედა მართალსა, და მოისრნა რაჲ სახლეული შენი ერთბამად, ნაცულად შვილთა საკუთართა, მოგმადლა საღუაწად ერი ქართველთაჲ, რომელსაცა მწყსიდი სიბრძნითა და სიყუარულითა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, დაღათუ იყავ უცხო კაცობრივისაგან დიდებისა, სცან ნებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა იყო შენ მწყემს ერისა შენისა, და ებისკოპოზად გაკურთხეს რაჲ იმერეთ-გურია, და რაჭა-სვანეთისა, მსგავს იქმენ შენ სათნოებითა ქრისტჱს ღმრთისა მოციქულთა, და ვითარცა ორღანოჲ, აღმოადენდი რაჲ მაცხოვნებელთა მათ ტკბილთა სწავლათა, გამოსჩნდი სუეტად და სიმტკიცედ სარწმუნოებისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

სხუაჲ დასდებელიმაჲ 2

ეჰა გჳრგჳნნო

ვითარი-მე ქებისა გჳრგჳნი შეგითხზნათ ქართველთა ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, ლამპარსა ყოვლადბრწყინვალესა და მნათობსა ყოვლისა საქართველოჲსასა; დიდსა შემწესა, მწყემსსა და მოძღუარსა, რომელი იღუწიდი რაჲ განსანათლებლად ერისა შენისა, განსწავლიდი ღმრთისა და მამულის სიყუარულსა შინა, და განაბრწყინვებდი ჟამთა თჳსთა ძლიერად მოღუაწებითა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მადლითა და სიბრძნითა ღმრთისაჲთა აღსავსესა; ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა და და განმანათლებელსა ერისა ჩუენისასა, წმიდასა მღდელთმთავარსა დიდსა გაბრიელსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ხსენებასა შენსა და გჳწესს შესხმად ღუაწლისა შენისა, ეკლესიისა შუენებაო გაბრიელ საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისხმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო დ მღდელთმოძღვარო კეთილმსახურთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ. (ხმაჲ 6).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.  (ხმაჲ 6).

  • შესვლა საცეცხლურით.
  • წარდგომა დღისა

  • საწინაწარმეტყველო – 3 საკითხავი ღირსისა. (მღვდელთმთავრისა საზიაროდან).

  • ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა – 1 მუხლი.

  • ესრეთ გაბრიელ ებისკოპოსისა

 

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ ესე ღირსი ხსენებისაჲ – ყოვლად ქებული მამაჲ ჩუენი და მწყემსი კეთილი აღმოაცენე რაჲ მხარესა მას გურიისასა, შვილი კეთილმსახურისა მღდლისაჲ, მოშურნედ იქცა დიდთა მათ მთაწმინდელთა, ეფთჳმისა და გიორგისა – მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთა, და ყოველსა დღეთა ცხორებისასა განჰლევდა მოღვაწებასა და მღჳძარებასა შინა.

 

უბრალოჲ ცხორებაჲ შენი და წესისა სიმარტივე და სიწმიდჱ და ყოვლითურთ მისა მიმართ საკუთრებაჲ იხილა რაჲ ღმერთმან, სანატრელო, წარჩინებულ გყო ფრიად და მოგანიჭა საყდარი მღდელმოძღურებისაჲ, ხოლო იქმენ რაჲ სარწმუნოჲ განმგებელ, ღირსო, განამტკიცებდი მართლმადიდებელთა აღმსაარებლობასა და გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დაამხობდი და განიოტებდი და შერისხავდი სიწმიდისა შემრყუნელთა და მამულისა მაოხართა.

სანთელად ცეცხლმთებარედ გამოუჩნდი ბნელსა შინა უმეცრებისა შთავრდომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმენ მათ, ხოლო უმდიდრესითა მადლითა ღმრთისაჲთა აღსავსე ლოცვაჲ შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა, რამეთუ ყოველთა მოუწოდე მეცნიერებად და დიდებად ღმრთისა და გამოჩნდი კანონად მღდელთმთავართა და საღმრთოჲ სიხარული მოჰფინე ეკლესიასა და ერსა ქართველთასა.

მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და ხატად სიწმიდისად მოგიგო შენ ერმან შენმან, რამეთუ ლოცვითა მხურვალითა საღმრთოდ შეჭურვილი მოვლიდი დაბა-სოფლებთა, და სიყუარულითა განსწავლიდი ყოველთა, რაჲთა ბოროტსა განეშორონ და სულისა თჳსისათჳს ზრუნვიდენ მოწყალებითა, მარხვითა, და ლოცვითა, ეგრეთვე აწ დაამშჳდე გული ჩემი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული და აღმავსე მღჳძარებითა საღმრთოჲთა.

იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა ელტვოდი დიდებასა და მონაგებსა, არამედ ლმობიერებითა გულისაჲთა მარადღე იღუწიდი მშჳდობით დაცვისათჳს ქურივთა და ობოლთასა; ნუგეშსა-სცემდი ურვეულთა და სნეულთა, და იდუმალ შეეწეოდი ყოველთა უპოვართა და პყრობილთა, ხოლო ხარბთა და ანგართა ამხილებდი და ასწავებდი გლახაკთა მოწყალებასა, აწ ჩუენცა წარგვიმართე სლვად კეთილ სახედ სოფელსა ამას შინა, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და მარადის ღირს-ვიქმნეთ დიდებად ღმრთისა.

ფრიად მოშურნე იყავ რაჲ განსწავლისათჳს ერისა, სახარებისა სიღრმისა ძალსა საკჳრველითა სიბრძნითა მიწვთომილი და რიტორი ეგე დიდად ხელოვანი, ღმრთივსულიერად და მარტივად გამოიტყოდი საღმრთოთა ქადაგებათა შენთა, ნუგეშინის-საცემელად და სარგებელად ყოველთა – დიდთა და მცირეთა, სწავლულთა და უწიგნურთა, და ასწავებდი რაჲ საღმრთოთა წეს-განგებულებათა განუხრელად დაცვასა, მრავალნი მოისწრაფდენ ეკლესიად, რაჲთა არა დააკლდენ სმენად სიტყუათა შენთა, თაფლისა უტკბილესთა, და სიხარულითა ხმობდენ: `მადლი ღმერთსა, რომელმან ერსა ჩუენსა ახალი ოქროპირი გამოუჩინა~.

ფრიად ზრუნვიდი რაჲ საქმესა საეკლესიოსა, იღუწიდი დაცვისათჳს ენისა ჩუენისა და აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა, და განმართავდი რაჲ უგუნურთა მიერ შერყვნილთა სწავლებათა, ცრუმორწმუნეობისა საცთურსაცა აღხოცდი და ყოველთა განამტკიცებდი წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებლობასა შინა, ხოლო დიდისა ღუაწლისა შენისა მხილველთა და თანადამსწრეთა განაცვიფრებდი შენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსად საკჳრველო გაბრიელ, და აღძრვიდი ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.

,,დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა~.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, აღიღე ჯუარი შენი, ყოვლად სამღდელოო, და შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა, რომელსაცა ზედა დაგადგინა ყოველთა მწყემსმთავარმან ქრისტემან ღმერთმან, და განგამტკიცა ყოვლადწმიდამან დედამან მისმან, მარიამ ღმრთისმშობელმან, და აწ მადლითა მით, რომელ გაქუს წინაშე მათსა, ითხოვე ხსნაჲ ივერიისაჲ ზედამოსვლათაგან მტერისა და შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიისაჲ ყოვლისაგან წუალებისა და განხეთქილებისა.

,,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ~.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო; გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა წმიდაო ღმრთისა საყოფელო; გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა, ზესთა ბუნებათა მიდგომილო; გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო; გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

  • ,,სტიქარონსა ზედა დასდებელი. მაჲ 8: და-რაჲ-ემკჳდრა შენ თანა მადლი ღმრთისაჲ, სანატრელო, მოგაძულა შენ საწუთროჲსა დიდებაჲ, და შეგაყუარა სიმდაბლჱ და მოწყალებაჲ, ლოცვაჲ ლმობიერი, მღვძარებაჲ და ზე-დგომაჲ ხელგანპყრობით უხორცოთა მიმსგავსებული, და აღასრულე რაჲ სრბაჲ შენი, წმიდაო, სიხარულით წარუდეგ ქრისტესა, აწ გჳთხოვე მისგან დიდი წყალობაჲ.

მუხლი. ,,ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“

ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, და ეკლესიაჲ ქრისტჱსი განაშუენე რაჲ საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოჲსა, შვილთა თჳსთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ სწავლებათა შენთა სიმრავლითა, და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად და შესხმად საკჳრველისა ღუაწლისა შენისა.

მუხლი. ,,პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის ყოფასა“

სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.

,,დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა~: გუნდნი ანგელოზთანი განაკჳრვნა ზეგარდამო შენდამი ბოძებულმან მადლმან ღმრთისმსახურებისამან, და ჩუენცა ვადიდებთ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელმან არა უგულებელს-ყო ერი ჩუენი საზეპუროჲ, მეოხებითა დედისა თჳსისაჲთა, და ჟამსა მას წმიდათა მოკლებისასა გამოგაბრწყინა ეგევითარი მწყემსი და მოღუაწჱ  საწურთელად და გულისხმის-საყოფელად ნათესავისა ჩუენისა.

,,აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ~: უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

  • `აწ განუტევე~.
  • შემდგომად `მამაო ჩვენო~-სი:

  • ტროპარი: მღვდელთმთავრისა, მაჲ 4: სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. – 2 გზის

  • ღმრთისმშობელო ქალწულო – 1 გზის.

  • პურის კურთხევა.

 

 

 

დიდი ცისკარი:

 

  • `ღმერთი უფალი~ (იგალობება IV ხმაზე).
  • ტროპარი მღვდელთმთავრისა, ხმაჲ 4: ,,სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. – 2 გზის

  • </strong><strong>დიდება</strong><strong>~აწ და~ – ღმრთისმშობლისა  ,,აღდგომის განსატევებელი~ (ტროპარი ხმის მიხედვით): – რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იხსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

  • შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმაჲ 1.

ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, ყოვლად ნეტარო გაბრიელ მღდელთმოძღვარო, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.   2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვხმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

  • შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმაჲ 4.

იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტჱსმოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, სიწმიდჱ, სიმშვიდჱ, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა პატივსა გცემთ, წმიდაო,  სამ-გზის სანატრელო მღდელთმთავარო გაბრიელ, და გაქებთ, ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა.  2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

_ ,,სადიდებელი~ მე19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ ,,გადიდებსა~ მღდელთმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან).

_ ,,წარდგომა~ შემდგომად ,,სადიდებელისა~: სიბრძნე  მაჲ 8.

უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან დაგადგინა რაჲ მღდელთმოძღურად და განმანათლებელად ერისა ამის, დედისა თჳსისა წილხვედრისა, მრავალთა საცთურთაგან დაბრკოლებულისა და უდებებასა შინა შთაფლულისა, მისითა მადლითა იცევდი ყოველთაგან საფრხეთა: კუერთხითა სარწმუნოებისაჲთა განიოტებდი რაჲ ბოროტთა მგელთა, ძალითა სამებისაჲთა განძლიერებულმან უვნებელად დაიფარე სამწყსოჲ შენი ტაცებათაგან მათთა, აწცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ხსენებისა შენისასა. 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

  • აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ. რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

 

  • წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა~. მაჲ 7.

მუხლი. ,,რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე~.

  • საცისკრო სახარება იოანესი. X. მუხლი 9-16.

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაჲ შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავარისა გაბრიელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

  • შემდგომად 50- ფსალმუნისა დასდებელი.

საუნჯჱ იგი რომელი მიართუ ეკლესიასა ღმრთისასა – დაუცხრომელნი ღუაწლნი და საღმრთონი ქადაგებანი შენნი, ვითარცა ოქროჲსა სამკაულნი, ბრწყინვალედ შეუმოსიან და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულითა შევლენან მას შინა, და გევედრებიან შეწევნასა.

  •  ,,აცხოვნე ღმერთო ერი შენი…~

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა).

იკითხება 2 კანონი.

  • I კანონი – ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) – 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: ეტლთა მფლობელი ფარაო...~ ანქუეყანასა მწყურნებსა…~).
  • II კანონი – მღვდელთმთავრისა (ძლისპირის გარეშე) – 8 მუხლად. (ხმაჲ 8).

  • კატავასია: რიგითი.

  • </strong><strong>უმცირესი</strong><strong>~</strong> - <strong>უგალობდით უფალსა~.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ხმაჲ 2

 

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, აღაორძინა ივერთა ეკლესიაჲ და განამტკიცა ერი ჩუენი სარწმუნოებასა შინა, იმეოხე აწ ღმრთისა მიმართ, რაჲთა განწმიდოს გულნი და გონებანი ჩუენნი და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაჲ ქრისტემან ღმერთმან, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოჲთა, და მადლი გულისხმისყოფისაჲ უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღჱ და ამპარტავნებაჲ გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.

იწროსა მას გზასა მავალ-ჰყვენ რაჲ ფერხნი შენნი, ფრიად განჰმდიდრდი სათნოებითა, ყოვლად სანატრელო გაბრიელ, და მოძღურებათა და ქადაგებათა სიმაღლითა განთქმულ იქმენ მღდელთმთავართა შორის და საკჳრველ – მამათა შორის, ღმრთივსულიერო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: იყავ შენ მწყემსი კეთილი,  ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი სამწყსოჲსათჳს შენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა მისისა – ივერიისა, და მლოცველი ივერიელთათჳს და კეთილად წარმართებისათჳს მათისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაჲთა ხმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

ელიასაებრ აღეგზე ცეცხლად საღმრთოდ ღმრთისმბრძოლთა ზედა, და შესწუენ ენანი მათნი და დღითი დღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, აწცა ევედრე ჩუენთჳს, ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, რომელნი პატივს ვსცემთ დღესასწაულსა შენსა, წმიდაო.

ქადაგებდი რაჲ მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, განსწავლიდი სამწყსოსა შენსა და ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო, გჳხსნნეს რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ ერისა შენისაჲ,  განსწავლიდი ყოველთა წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, რაჲთამცა არა მოიწიოს მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, და განაკრძალებდი ლოცვასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილი იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი რაჲ მოუწყინებელად, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი,  დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

წარდგომაჲ, ხმაჲ 4

მამად და მოძღურად გყო რაჲ ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უძღოდი, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და სიმხნითა და სიბრძნის-მოყუარებითა, და მტერთა მათ უხილავთა ახოვნად წყობითა და ხორცთა თჳსთა უწყალოდ განკაფითა მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალჱმსა. აწ ევედრე ღმერთსა, მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი მასწავლელ სიწმიდით ცხორებისა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და ვაქებდეთ ღმერთსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი რაჲ ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, ღირსო მღდელთმთავარო იმერთაო, სამწყსოსა შენსა უჩუენებდი გზასა მას მართალსა და საცხოვნებელსა, და ვითარცა იოანე ოქროპირი უშიშად ამხილებდი რაჲ წარჩინებულთა, და სამღვდელოთა, ურიცხვი სული იხსენ დანთქმისაგან ცოდვათასა, აწცა იმეოხე წინაშე ღმრთისა, მოჰხედოს ვენახსა ამას თჳსსა, რომელი დაასხა ხელითა ანდრია მოციქულისაჲთა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა, რაჲთამცა თავს-იდვან მწყსაჲ და მოქცევაჲ ქართველთაჲ გზისაგან ბოროტისა, სწავლითა და კუერთხითა მხილებისაჲთა, და ყოველნი აღძრან დიდებად და მადლობად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გჳხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაჲ შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა ქალწულისაგან, არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

იყავ რაჲ ფრიად მღჳძარჱ, შეჭურვილი მარხვითა, ლოცვითა და მუშაკობითა, დღითი დღედ იტყოდი სიტყუათა ღმრთისათა უშიშად, მწყემსო სულიერო, და უმეცრებისა ბნელითა დანთქმულთა უძღოდი სლვად გზასა მას საღმრთოსა.

ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.

ჰაეროვნებაჲ პირისა შენისაჲ და სიმჭლჱ გუამისაჲ წამებდა სულიერთა სიმხნით შრომათა შენთა, ხოლო სიმდაბლითა ქცევაჲ შენი უბიწოებასა შინაგანისა გონებისასა, და  ქრისტჱს მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაჲთა განუყონ სიმდიდრჱ გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: თჳთ მღდელთმთავარი ეგე, დიდი და ფრიად განსწავლული, ფიცხელთა შრომათა თავსდებითა, და უპოვარებისა შეყუარებითა შეესწორე ძუელთა მამათა, და გხედვიდენ რაჲ შეურაცხითა სამოსელითა და ბერისა კუნკულითა, ყოველნი განცვიფრებულნი გნატრიდენ შენ, წმიდაო, და აქებდენ ღმერთსა, მდაბალთა აღმამაღლებელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშჳდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არაჲ ვიცით.

ვითარ სარწმუნოსა მწყემსმთავარსა მოგანიჭეს რაჲ სამწყსოჲცა აფხაზეთ-სამეგრელოჲსა, სიყუარულითა ჰმწყსიდი და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა. აწცა გჳხსენ ურთიერთსიძულილისაგან, რაჲთა კუალად აღდგეს ერთობაჲ ქუეყნისა ჩუენისაჲ და სამწყსოჲ შენი შევმტკიცდეთ სიყუარულითა ქრისტჱსითა.

ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღმერთშემოსილო, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა, მას ევედრე აწ, რაჲთა გარე წარგუხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა შენთა.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა რაჲ წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განუწილე ყოველთა, აწ ხსენებისა შენისა აღმასრულებელთა ხსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.

შური გაქუნდა შენ მართლისა სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, და სამწყსოსა შენსა გადასცემდი რაჲ სწავლასა სჯულისასა, აღსძარცჳდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა და მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა. აწ მოგუეც ჩუენცა გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: დიდი ღუაწლი და შრომაჲ თავს იდევ განმარტებისათჳს წმიდათა წიგნთაჲსა და ქუეყანაჲ შენი აღავსე კეთილმსახურებისა წერილითა, რომელთა მიერ განაშუენე ეკლესიაჲ ქართველთაჲ და შჳლთა თჳსთა თანა  ბრწყინვალედ შეამკვე სწავლითა საღმრთოჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოჳვლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

იყავ რაჲ მოძღვარი სულიერი და წინამძღვარი ქართველთაჲ, იღუწიდი, რაჲთა აღორძინდენ სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, და დააფუძნებდი რაჲ სამკითხველოთა და სასწავლებელთა, საფასითა შენითა განსწავლიდი მრავალთა ყრმათა სამშობლოსა შინა და უცხოეთსაცა.

მოშურნე იყავ რაჲ მსახურებად ღმრთისა და განსანათლებლად ერისა შენისა, აღაგებდი მრავალთა ეკლესიათა, და განაახლებდი და შეამკობდი ძუელთა ტაძართა და მონასტერთა, ვიდრე აქამომდე ჰგიან რაჲ საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.

ჟამსა მას დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, დამხობილ იყო  რაჲ საყდარი ივერთა პატრეარქისა და მეფისაჲ, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და არცაღა დასცხრებოდი დაცვისათჳს ენისა ჩუენისა და აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმხნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; ამისთჳსცა ვიქადით შენთჳს და განსწავლულნი წმიდათა წიგნთა შენთაგან განვსცხრებით სიხარულითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ცათა უვრცელეს იქმნა საშოჲ შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე,  უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

კონდაკი, ხმაჲ 3

მოციქულთა თანამოსაყდრჱ და მღდელთმთავართა შუენიერებაჲ იქმენ, გაბრიელ, გაბჰრწყინდი რაჲ, ვითარცა მზჱ, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთჳს პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლესა ქრისტჱსსა.

იკოსი

ხორცთა დააჭკნობდი რაჲ იწროებითა და შრომითა, ღმერთშემოსილო, აღაორძინებდი სულსა მოღუაწებითა და ლოცვითა, და მძლე ექმნებოდი რაჲ ყოველსავე მანქანებასა ეშმაკთასა, ვითარცა მწყემსი მღჳძარჱ, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, გამოჰზარდენ რაჲ მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, ჩუენთჳსცა ევედრე აწ კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოჲსა მძლავრისამან უფროჲსად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათჳს და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თჳსი, და გვიჩვენე რაჲ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, სახჱ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა ქრისტჱსა, აწცა გვითხოვე ხსნაჲ საფრხისაგან ეშმაკთაჲსა და ბოროტებისაგან კაცთაჲსა.

არა ხოლო თუ თჳსნი ოდენ ნაყოფნი შეწირნე ღმრთისა მსხუერპლად სულნელად, ვითარცა აბელ მართალმან, არამედ სხუანი-ცა ურიცხუნი სულნი შეწირნე, და მხსნელ ექმენ ავაზაკსაცა, რომელ მოგიხდა მარტოებითა მავალსა, და ეტყოდი რაჲ სახელსა შენსა, სირცხვილეულ-იქმნა, და წარიყვანე რაჲ თჳს თანა, ღირსო, წარგზავნე სასწავლებელსა და იქმნა იგიცა მოსწავლელ ყრმათაჲ.

არცაღა ჰრიდებდი მძლავრთა მხილებასა, და მართლ-ქადაგებითა შენითა განიმრავლებდი რაჲ მოძულეთა, გბრძოდენ, მამაო, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, ხოლო ეწადათ რაჲ მოკუდინებაჲ შენი, წმიდაო, დაცულ იყავ ძალისა მიერ საღმრთოჲსა.

მფარველ ხარ შენ არა მხოლოჲ იმერთ მხარისაჲ, სანატრელო, არამედ სრულიად საქართველოჲსა, და მლოცველი და მსწრაფლშემწჱ, და ყოვლად ძლიერი მეოხი ყოველთა ქართველთა. აწ ურვათა შინა მყოფნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რაჲთა ჩვეულებისაებრ წინაპართა ჩუენთასა ვმსახურებდეთ ერსა, და მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: სიწმიდითა მოხუცებულმან გულისმა-ყავ-რაჲ განსლვაჲ შენი ხორცთაგან, შეჰვედრე სამწყსოჲ და ერი ჩუენი უფალსა, და განაგე რაჲ ყოველივე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, ანდერძითა თჳსითა ყოველივე შრომითა მონაგები განუყავ სასწავლებელთა და სკოლათა – აღსაზრდელად უქონელთა ყრმათა და ასულთასა, და სამზრუნველოთა მათ – ქურივ-ობოლთათჳს სამღდელოთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთრვალისა ბოროტისა დამხსნელი.

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, ვერცაღა დაითმენდეს რაჲ ღუაწლსა შენსა, წმიდაო, აღიძრნეს და ზედა-მოგიხდეს  ხორციელად უძლურსა, და იწყეს ბრძოლად მრავლითა და თითოსახითა მანქანებითა, გარნა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ ლოცვითა მჴურვალითა განჴდიდი სიმრავლესა მათსა, აწ ჩუენზედაცა დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი.

იქმენ რაჲ უსისხლოდ, ვითარცა მოწამჱ ქრისტჱსი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, თჳთცა მიმტევებელი ყოველთათჳს ბრალთა, უკანაჲსკნელ ყოველთაგან ითხოვდი შენდობასა, და ღაღადებდი აღმოსლვასა მას სულისასა: `მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა~. აწ ჩუენთჳსცა ევედრე ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

დაუტევე რაჲ წარმავალი ესე ცხორებაჲ, მიეც წმიდაჲ სული თჳსი საწადელსა შენსა ქრისტესა, და მის მიერ აღიტაცე ნათელსა მას დაუსრულებელსა, ხოლო მოგანიჭა რაჲ სასყიდელი შრომათა შენთაჲ, წმიდაჲ ნეშტი შენი უჴრწნელებითა განადიდა, რამეთუ პირი შენი მრავალთა დღეთა იყო ბრწყინვალჱ, ღირსო, ვითარცა მზჱ, სავსჱ დიდებითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: შეამკო რაჲ დიდებული გელათი შეწყნარებამან უჴრწნელისა ნეშტისა შენისამან, მოჰკრბა სამწყსოჲ შენი ყოვლითგან, და გეთხოვებოდენ ცრემლთა დინებითა, ხოლო მოჭირნახულენი ერისანი ქებასა შეგასხმიდენ შენ, წმიდაო, და გიწოდდენ განმანათლებელად და მამად ერისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ.

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაჲთა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

შეერთე რაჲ სიმრავლესა მას წმიდათასა, დაგფლეს გელათის მონასტერსა, და დაღაცათუ წმიდაჲ ნეშტი შენი საფლავმან შეიცვა, ნეტარო, არამედ უმაღლეს საყვირისა ოხრიან განსაკრთომელნი ღუაწლნი შენნი, რომელთა მიერ სულნელ-ჰყოფ მორწმუნეთა ერსა, და განაბრწყინვებ ყოველთა ცისკიდეთა.

ჰხედვიდენ რაჲ საღმრთოსა მას მოქალაქობასა შენსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთა და სასწაულთა დიდთა, შენ მიერ აღსრულებულთა, ესე ყოველი შემდგომად სიკუდილისა შენისა აღწერნეს მოწაფეთა შენთა და კეთილქებისა გალობითა გნატრიდენ შენ, ვითარცა ჭეშმარიტად ახოვანსა ქრისტეს მხედარსა.

ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, არამედ შემდგომად სიკუდილისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, და ვიდრე აქამომდე არცაღა განგეშორა პატივი სიწმიდისაჲ, რამეთუ სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.

ყოველნი მოსავნი შენნი და მოყუარენი ვიდრე აქამომდე ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაჲ სამარხოჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: ზღუდედ საღმრთოდ, და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ ეკლესიამან ჩუენმან და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა გამომზრდელსა და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა _ ყოვლისა სოფლისა სასოჲსა.

  • შემდგომად `ადიდებდითსა~ (IX გალობისა): – ,,ღირს არსი~ – არ იგალობება.
  • `განმანათლებელი~: ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჵ, მამაო ჩუენო, გაბრიელ მღდელთმთავარო, და გამოგაბრწყინვა რაჲ ნუგეშად ჩუენდა, მოჰფინა შარავანდედი ქუეყანასა ამას ჩუენსა, ცოდვისა მიერ დაბნელებულსა, და წყუდიადი უმეცრებისაჲ წარსდევნა, ამისთჳს ღუაწლი შენი, ვითარცა საუნჯჱ ოქროჲსაჲ შეუმოსიეს ეკლესიასა ღმრთისასა და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისაჲთა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულითა შევლენან მას შინა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა (იგივე)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

  • ,,ყოველი სული~ – იგალობება.
  • `აქებდითსა~ ზედა დასდებლები – მუხლი 8. (შენიშვნა: აირჩიეთ ნებისმიერი 4 ან 6 მუხლი. ხოლო ჩასართავი ჩაერთვის კვირა დღესთან შჱერთების შემთხვევაში).

იქების დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, ნეტარო, და ჩუენცა სარწმუნოებითა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, სანატრელო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, მარიამ ღმრთისმშობლისა, რაჲთა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და გჳჴსნნეს საცთურისაგან ბოროტისა, რაჲთა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ჴმითა მაღლითა მარადის ვადიდებდეთ წმიდასა სამებასა.

ღმერთმან ინება რაჲ წყალობაჲ და ცხორებაჲ ერისა ჩუენისაჲ, ჟამსა მას უწინამძღურობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაჲ ქადაგებაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისა ჩუენისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაჲ, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტჱს მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა მოგვიტევნეს მან უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, ხოლო ქუეყანაჲ ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრჴისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან.

ჵ, ნიჭთა შენდა მოცემულთა, სანატრელო, რომლისა მიერ არცხვინე ბოროტთა ეშმაკთა და გამოსჩნდი კანონ მღდელთმთავართა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რომელსა გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ, აწ მოგუხედენ მაღლით, ღმერთშემოსილო, და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა საცთური და დაამჴე მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაჲ.

იქადის აწ მხარჱ გურიისაჲ, წმიდაო, რამეთუ მის მიერ აღმოსცენდი მწყემსი კეთილი, და წინამძღვარი განსამტკიცებლად ერისა ჩუენისა ღმრთისმსახურებასა შინა, და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებს სახელოვანსა ხსენებასა შენსა.

იხარებს აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაჲ სავანჱ გელათისაჲ, რომელი იუნჯებს წმიდათა ნაწილთა შენთა, რამეთუ მრავალი მორწმუნჱ მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაჲთა კრძალვითა მიეახლონ წმიდასა საფლავსა შენსა და გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, ტკბილი მამაჲ და მოძღუარი ერისა ჩუენისაჲ – მრავალთა სულთა შინა კეთილზნეობისა დამნერგველი, და სწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, და ღაღად-ყონ ჴმითა მაღლითა: `ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, წმიდაო, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა, და შემძლებელ ვიქმნეთ წინააღმდგომად ყოვლისა ბოროტისა~.

  • მუხლი. ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა~.

სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა ასწავებდი რაჲ ერსა შენსა, საღმრთონი ქადაგებანი შენნი თარგმანებათა მიერ განეფინა მრავალსა ქუეყანასა, მოღუაწეო და მუშაკო სათნოებისაო გაბრიელ, და განვლე რაჲ სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და უკუნისამდე ჰსუფევ ქრისტჱს თანა, მას ევედრე აწ, რაჲთა განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ მოაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაჲ.

  • მუხლი. ,,მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ~.

შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, წმიდასა და დიდსა მღდელთმთავარსა გაბრიელსა, ერისა ჩუენისათჳს ფრიად დამაშურალსა წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა, და ვევედროთ, რაჲთა კუალად დაიფაროს მამული თჳსი _ საქართველო _  ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყოს ჩუენ მარადის წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაგვიცვას უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

,,დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა~: დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა გაბრიელ ებისკოპოსისასა და ვაქებდეთ სანატრელსა მას, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი _ სენთა მკურნალსა, ჭირვეულნი _ მჴსნელსა, შეცოდებულნი _ მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი _ მლხინებელსა, შორიელად მავალნი _ თანა მოგზაურსა, მენავენი _ მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთა-ვე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, სანატრელო, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერ შეგვჭურნეს უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ჴმაჲ 6).

,,აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ~: ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

  • `დიდებამაღალიანი~ – იგალობება.
  • ტროპარი მღვდელთმთავრისა, ჴმაჲ 4: სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

  • </strong><strong>დიდება</strong><strong>~აწ და~ – ღმრთისმშობლისა  ,,აღდგომის განსატევებელი~ (ტროპარი ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

I, III და VI ჟამნებზე:

  • ტროპარი: მღვდელთმთავრისა
  • კონდაკი: მღვდელთმთავრისა

 

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

 

  •  `გამომსახველობითი ანტიფონები~ – ,,ნეტარებების~ – გალობისას ჩაერთვის

`მომიხსენენი~ – 8 მუხლად:

  • წმიდის III გალობიდან – 4 მუხლი (ძლისპირით).
  • წმიდის VI გალობიდან – 4 მუხლი, თავისი ,,დიდება~ ,,აწ და~ – თი.

 სამოციქულო – მღვდელთმთავართა. – ებრაელთა XIII 17-25;

სახარება –  ლკ.6. 43 დას. XI, 27-30.

 

შესვლად.

 

ტროპარი – მღვდელთმთავრისა

კონდაკები ,,დიდება~ – მღვდელთმთავრისა

,,აწ და~ – ,,სასოო და შესავედრებელო…~

 

 

 

წარდგომა: ,,პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა~. (მაჲ 7).

მუხლი. ,,რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე~.

,,ალილუია~: ,,მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ~.(ჴმაჲ 2).

განიცადე: ,,საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის~.

 

 

წესგანგება შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა

 

წმინდა გაბრიელ ეპიკოპოსის წეს-განგებას ვუძღვნი გარდაცვლილი დის – მედავითნე თამარის, დედ-მამის – ქეთევანისა და მიხეილის, და ბაბუა-ბებიის – შალვასა და ნატალიას ხსოვნას, გთხოვთ მოიხსენოთ წმინდა გაბრიელის სადღესასწაულო წირვა ლოცვაში.

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა

Categories
დაუჯდომელი მსახურებანი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

სიყუარულითა გაქებთ შენ, მარჩბივად წოდებულსა ქრისტეს მოციქულსა, და გევედრებით სასოებითა შუამდგომლობისა შენისაითა, აღგვავსე სულითა სიბრძნისაითა და გულნი ჩუენნი დაამტკიცე სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

იკოსი 1

ანგელოსთაგან დაფარულისა საიდუმლოისა მეცნიერ-იქმენ, მოციქულო, განიხილე რაი მარჯუენითა წყლულებაი ქრისტეის ღმრთისაი, რომელმან ხორცნი შეისხნა და განკაცნა ხსნისათვის კაცთაისა, და მის მიერ განათლებული უშიშად ქადაგებდი რაი სახელსა მისსა ქუეყანათა მათ უცხოთა, მოიმოწაფებდი და ნათელსცემდი მრავალთა ერთა სახელითა წმიდისა სამებისაითა, ხოლო იგინი სიხარულითა გნატრიდენ და გაქებდენ შენ, ვითარცა განმანათლებელსა და მეოხსა მათსა:

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ საღმრთოსა სარბიელსა ზედა მოწოდებულო და მოწაფედ აღრჩეულო;

გიხაროდენ, მის მიერ უცნობელობიდან საღმრთო სიბრძნედ მიყვანებულო;

გიხაროდენ, მეკერპეთა ცრუ სჯულისა ძლევით მამხილებელო;

გიხაროდენ, ზეციერისა მამულისა გზისა მაჩვენებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ვერცაღა მხილველთა რწმენად მისა მიმყვანებელო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სრბისა კეთილად აღმასრულებელო;

გიხაროდენ, სისხლითა წამებისაითა ბრწყინვალედ განშუენებულო;

გიხაროდენ, უმეტეს მეფეთა და ჩინებულთა ამის სოფლისათა უფლისა მიერ საუკუნოდ განდიდებულო;

გიხაროდენ, ორთავ ეკლესიასა შინა – ქუეყნიერსა და ზეციერსა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 2

სიყრმითგან ეძიებდი რაი ჭეშმარიტებასა, ოდეს მოვიდა იესუ გალილეად, თევზთა ნადირობაი ზღვასა შინა დაუტევე, და მხურვალედ შეუდეგ ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა, და ერთგულებისათვის შენისა შეგრაცხა რაი ათთორმეტთა მათ რჩეულთა მოციქულთა თანა, ჭურეტდი მის მიერ განკურნებულთა და აღდგენილთა, და თვითცა მისითა მადლითა აღვსებული აქებდი ღმერთსა წადიერებითა: ალილუია.

იკოსი 2

იქმენ რაი მოწაფეი მაცხოვრისაი, თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა მისთა და სასწაულთა, არამედ ვნებათა მისთა და ნებსით სიკუდილისა, და იყავ დიდსა მას მწუხარებასა შინა, ხოლო წარმოტყუენა რაი ჯოჯოხეთი და აღდგა მკუდრეთით მესამესა დღესა, მეყსეულად ეჩუენა მენელსაცხებლეთა დედათა, და თქუენდა წარმოგზავნა, რაითა აღდგომაი მისი გახარონ მოწაფეთა მისთა, აწ ჩუენცა დანთქმულნი ცოდვათაგან შეგვავედრე ღმერთსა, რაითა აღვივსნეთ სიბრძნითა საღმრთოითა და ბაგენი ჩუენნი აღვძრათ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ნერგო სიმართლისაო, გალილეასა აღმოცენებულო;

გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელთაგან მოლოდებულისა მაცხოვრისა მხილველო და ბადითა მისითა მონადირებულო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივთა ბაგეთა მისთაგან მოძღურებისა მადლისა მომღებელო;

გიხაროდენ, ყოველთა სიტყუათა მისთა მტკიცედ დამმარხველო;

გიხაროდენ, ქრისტეს მიმოსლვისა თანამოგზაურო და მისთანა პურისა განმტეხელო;

გიხაროდენ, ერთისა ლეღვისა ქუეშე მის თანა შეფარებულო;

გიხაროდენ, ოთხისა დღისა მომკუდარისა ლაზარეს თანა სერისა მხუმეველო;

გიხაროდენ, „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა“ – ხმამაღლად მგალობელო;

გიხაროდენ, ქრისტეისთანა სიკუდილისათვის განმზადებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 3

ოდეს გამოუჩნდა უფალი შიშითა ჰურიათაისა დამალულთა მოწაფეთა, შევიდა რაი ბჭეთა მათ ხშულთა, მისცა მშვიდობაი ფრიად მგლოვარეთა, და უჩუენა რაი ხელნი და გუერდიცა თვისი, მეყსეულად ჰბერა სული წმიდაი, და რქუა: `ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ, რაითა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა იქადაგოთ სახარებაი სასუფეველისაი, და უკუეთუ მიუტევნეთ შეცოდებანი, მიეტევნეს ყოველთა~ და აღძრა ქებად და დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 3

ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა განგებულებითა, ზრახვიდი გულსა შინა: მე ხოლოი ვიპოვეა არაწმიდაი, არა ღირს ვიყავ რაი ხილვად მისა?~, და შეძრწუნებული ეტყოდი მოციქულთა:არასადა მრწმენეს, ვიდრემდე არა შევახო ხელი ჩემი წყლულებასა მისსა და დავსდვა თითი ჩემი ადგილსა სამსჭუალთასა~, გარნა ურწმუნოებაი შენი არა განკიცხულ იყო, რამეთუ საფუძველ იქმნა სარწმუნოებისა, რაითა გვრწმენეს ჩუენ ყოველთა აღდგომილი ქრისტე, და გაქებდეთ სიყუარულითა და მადლიერებითა:

გიხაროდენ, მწყურნებო ხსნისაო და ზიარო ქრისტეს მადლისაო;

გიხაროდენ, ყუავილო ღმრთისმოსავობისაო;

გიხაროდენ, ფესვო ღმრთისმეტყუელებისაო;

გიხაროდენ, შემყუარებელო სიმართლისა მზისაო;

გიხაროდენ, მსახურო განხორციელებულისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, თანამეინახეო მისისა უკუდავისა ტრაპეზისაო;

გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;

გიხაროდენ, ღირს ქმნილო ქრისტეს თანა-მზრახველობისაო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო ქადაგო ახლისა სჯულისაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 4

აღგისრულა რაი გულითადი წადილი ქრისტემან, კუალად გამოგიჩნდათ ერთად შეკრებულთა მოწაფეთა, და ვითარცა შეპყრობილსა ურწმუნოებითა, წყლულებაი გუერდისაი და სახენი სამსჭუალთანი გაჩუენა და გრქუა მარჩბივსა: მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და შე-რაი-ეხე წყლულებასა მისსა, სინანულითა ხმა ჰყავ:უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი~, და მისცემდი მადლსა და დიდებასა: ალილუია.

იკოსი 4

ურწმუნოებამან შვა და დაამტკიცა რაი სარწმუნოებაი, ღაღადყავ სიხარულითა დიდითა: „ჭეშმარიტად იგი არს, რომელი ჯუარსა ზედა ივნო, დაეფლა და აღსდგა ცხორებისათვის ჩუენისა და ღირს არს თაყუანისცემისა და გალობისა“, ამისთვისცა გვიყვარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაი საიდუმლოისა ამისა, რომლისა მიერ გვრწმენეს ჩუენცა იესუ ღმრთად და გევედრებით: შეგვეწიე წინაშე მისა, მოგუცეს ძლევაი ეშმაკთაი და მანქანებათა მათთაი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, თომა, წმიდაო მოციქულო, რამეთუ შენ გეტყოდა იესუ: `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი;

გიხაროდენ, რამეთუ ფრიად იხარებდი, ჭურეტდი რაი კართა ხშულთა ქრისტეს საკვირველად განვლასა;

გიხაროდენ, რამეთუ მცირედ ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა მან განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, რაითა გვრწმენეს ჩუენ მდიდრად;

გიხაროდენ, რამეთუ იჭვნეულითა გამოძიებითა შენითა აღმოფხვრიდი ძირსა ურწმუნოებისასა;

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტეის თანა იყოფვოდი ნავსა შინა ზღუასა მას ტიბერიისასა;

გიხაროდენ, რამეთუ თაყუანის-ეც წყალთა ზედა ფრხივ-მავალსა უფალსა;

გიხაროდენ, რამეთუ არა დანთქმულ იქმენ წყალთა მიერ ურწმუნოებისათა;

გიხაროდენ, რამეთუ არა წარწყმედულ იქმენ ქარიშხალთა მიერ იჭვნეულობისა;

გიხაროდენ, რამეთუ უფსკრულსა დანთქუმად განმზადებულსა გიპყრა ხელი ქრისტემან და განგიმჟღავნა საიდუმლონი ზეცისანი;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 5

ეჰა გამოუთქმელი სიმდაბლეი ღმრთეებისაი, განამტკიცნა რაი გული შენი სარწმუნოებითა აღდგომისა თვისისაითა, თაყუანს-სცემდი ჯუარცმულსა მას, ვითარცა ძესა ღმრთისასა, ხოლო იგი გეტყოდა: „შენ მიხილე და გრწმენა, არამედ ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“, და აჰა, აწ ჩუენცა ყოვლისაგან იჭვისა თავისუფალნი შენებრ ვღაღადებთ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“, და დაუცხრომელად უგალობთ და ვადიდებთ: ალილუია.

იკოსი 5

აღდგომისა თვისისა ახალკვირიაკეი გაუწყათ რაი ქრისტემან მოწაფეთა თვისთა, მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა, და გიბრძანათ რაი: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, მეერგასესა დღესა სული წმიდაი მოგივლინათ სახედ ცეცხლისა, რამეთუ ყოველთა იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ დიდებასა ღმრთისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა დანერგოს ჩუენ შორის სული სიწმიდისა და კაცმოყუარებისაი, და ღირს გვყოს ჯეროვნად შეწირვად გალობისა:

გიხაროდენ, მკუდრეთით აღდგომილისა იესუს ცხადად მხილველო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა ხმისა მისისა მსმენელო და მისგან ზეციერისა მშვიდობისა მიმღებელო;

გიხაროდენ, მშვიდობითა ამითა ქუეყნიერებისა კიდეთა დამამშვიდებელო;

გიხაროდენ, დიდებითა ზეცად აღმაღლებისა მისისა მჭურეტელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ აღთქმულისა სულისა წმიდისა მადლითა აღვსებულო და განათლებულო;

გიხაროდენ, მის მიერ დიდად პატივდებულო და სამკალისა მუშაკად მოწოდებულო;

გიხაროდენ, ვენახსა მისსა კეთილად დამაშურალო და ასწილისა ნაყოფისა გამომღებელო;

გიხაროდენ, წყაროო, მადლისა მდინარეთა წარმომადინებელო;

გიხაროდენ, სულისა წმიდისა ნიჭთა სიმრავლისაგან წყურიელთა სულთა დამარწყულებელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 6

სარწმუნოებამან ქრისტეს აღდგომისამან განგამტკიცნათ რაი მოციქულნი განათლებად ყოველთა წარმართთა, წილად გხვდა მოქცევაი ჰინდოთაი, და იჭვნეულ იყავ რაი სიძნელისათვის ველურთა ერთა მოქცევისა, არა გენება წარსლვაი, გარნა ხილვასა შინა გეჩვენა უფალი, და მარადის შენთანა ყოფაი აღგითქუა, აწ ჩუენცა ვესავთ ოხითა შენითა შეწევნასა მისსა, რაითა კეთილად განვვლოთ ცხორებაი ჩუენი, და არცაღა დავსცხრეთ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

ჟამსა მას მეფესა ჰინდოთასა ეწადა რაი აღშენებაი დიდებულისა სასახლისაი, პალესტინეს წარმოგზავნა ავან დიდვაჭარი პოვნად ხუროთმოძღვრისა, და ძიებასა მას შეგემთხვია რაი, მოციქულო, აღუთქვი აღსრულებაი სამეფოისა ბრძანებისაი, და  მრავალთა განსაცდელთა მიერ მიიწიეთ რაი ქუეყანასა მას, წარგადგინა წინაშე მეფისა, ხოლო მან მოგანიჭა საფასეი დიდი, და ნაცულად პალატთა შენებისა, ოქროი იგი განუყავ უპოვართა, და ყოველთა უქადაგებდი ქრისტესა, აწ ჩუენცა შეგვავედრე კაცთმოყუარებასა მისსა, რაითა მოგვცეს სიბრძნეი ღირსად შენდამი გალობისაი:

გიხაროდენ, ახოვანო მოგზაურო, ფერხთა შენთა სახარებისა საქადაგებელად წარმმართველო;

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, ცხოვართა შეცთომილთა მეძიებელო;

გიხაროდენ, მოძღუარო მრავალნაყოფიერო, მგელთა მტაცებელთა მამხილებელო;

გიხაროდენ, ჰინდოეთსა სლვისასა წარმართთათვის სიმართლისა მაუწყებელო;

გიხაროდენ, კერპთაყვანისმცემელთა ერთა ქრისტეს ნათლისა მიმართ მომწოდებელო;

გიხაროდენ, ცნობასა სულიერსა საღმრთოსა ურიცხუთა სულთა მიმყუანებელო;

გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო და განწირულთა მსწრაფლ-შემწეო;

გიხაროდენ, ჭირვეულთა და ძვირ-ხილულთა ხელის-აღმპყრობელო;

გიხაროდენ, ქურივ-ობოლთა გამომზრდელო და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 7

წარმოგზავნა რაი მეფემან მსახურნი თვისნი და გკითხვიდა შენებისათვის სასახლისა, აღუთქვი მისი მსწრაფლ დასრულებაი, სანატრელო, და უხუად გიბოძა რაი საფასეი შესამკობელად მისა, კუალად განუყოფდი ქვრივ-ობოლთა, და მოაქცევდი მრავალთა, გარნა აუწყეს მეფესა შენ მიერ ქადაგებაი ახლისა ღმრთისაი, და წარმოგზავნა რაი მხედარნი შეპყრობად შენდა, უშიშად წარყვებოდი, ახოვანო, და სლვასა მას შინა ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

გულისწყრომითა გკითხვიდა რაი მეფეი გუნდაფორი აღშენებისათვის სასახლისა, აუწყე საფასითა მით სამეუფოთა პალატთა აღგებაი ცათა შინა, და ახარებდი: „გარდახვალ რაი საწუთოითგან, საუკუნოდ დამკვიდრდები და იშუებ მას შინა“, გარნა ვერა გულისხმაყო სიტყუანი შენნი და შთაგაგდო რაი დილეგსა, ქრისტესა ღმერთსა სასოებდი და ნუგეშინისცემდი ვაჭარსა მას, შენთანა პყრობილსა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა განგვარინოს ყოვლისაგან ბოროტისა, და აღგვძრას შეწირვად შენდა გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებელად განმამრავლებელო მრავალსახეთა სასწაულთა და სათნოებათაო;

გიხაროდენ, მისთვის ახოვნად თავსმდებელო ურიცხუთა ღუაწლთა და განსაცდელთაო;

გიხაროდენ, სასოებითა მისითა განმანათლებელო მრავალთაო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა დამამყარებელო ურწმუნოთაო;

გიხაროდენ, მორწმუნეთაგან განმდევნელო სულიერთა ვნებათაო;

გიხაროდენ, განმამრთელებელო უღმრთოებითა მოწყლულთაო;

გიხაროდენ, ლოცვითა აღმხოცველო კერპთა და ბომონთაო;

გიხაროდენ, უფლისა მიმართ მიმყვანებელო კერპთმსახურთაო;

გიხაროდენ, თანამოღუაწეო და შემწეო შეცთომილთაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 8

სათნო იყო რაი ქრისტემან ხსნაი შენი, წმიდაო, მეყსეულად მოკუდა ძმაი მეფისაი, და ანგელოზმან აღიტაცა რაი ცათა შინა, აჩვენა შენ მიერ აღშენებული სასახლეი ძმისა თვისისაი, და უკუნ-აქციეს რაი სული მისი ხორცსა, აღდგა, ვითარცა ძილისაგან და უშუენიერესთა პალატთა ქონაი საუკუნოსა მას ცხორებასა ახარა რაი მეფესა, შევრდომითა გევედრებოდა მიტევებასა ბრალისასა, და აქებდა ღმერთსა, წმიდათა შორის სანატრელსა: ალილუია.

იკოსი 8

ჰოი, საკვირეველი შეწევნაი ღმრთისაი ნებისმყოფელსა მისსა, რამეთუ ორნივე ეგე ძმანი სიხარულითა შეიტკბობდენ რაი ქრისტეს მოძღურებასა, ნათელ-სცემდი მათ ერთა თანა, და ასწავებდი თაყუანისცემასა ყოვლადწმიდისა სამებისასა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, განგვიმრავლოს კეთილმსახურნი მთავარნი და განმგებელნი, რაითა სიწრფოებითა ზრუნვიდენ ერისა ჩუენისათვის და ჰნატრიდენ საქმეთა შენთა:

გიხაროდენ, იესუს ძედ ღმრთისად და ძედ კაცისად ყოველთათვის მაუწყებელო;

გიხაროდენ, უცნობელთა მისთა ღმრთისმეცნიერებად მიმყვანებელო;

გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა შემრისხველო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მაკურთხეველო და მწყალობელო;

გიხაროდენ, ეკალთა უსჯულოებისათა აღმომფხურელო და ჭეშმარიტებისა იფქლისა დამთესველო;

გიხაროდენ, სულთა წარმწყმედელთა საქმეთა აღმხოცველო;

გიხაროდენ, მეფისათვის ზეციერისა პალატისა აღმგებელო;

გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაითა მრავალთა სასწაულთა და კურნებათა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 9

ოდეს ანგელოზთა აღიტაცნეს მოციქულნი და ღრუბლითა მიიწინეს იერუსალეიმად მიძინებასა ყოვლადწმიდისა დედისასა, ჰოი, საკვირველი განგებულებაი ძისა მისისაი, რამეთუ დაყოვნებულ იქმენ ჰინდოეთსა, და მიიწიე რაი გეთსამანიასა შემდგომ დაკრძალვისა,  იყავ დიდსა მას მწუხარებასა შინა და ფრიად გეწადა ხილვაი ყოვლადწმიდისა დედისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაითა სარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს წილხვედრნი თვისნი და აღგვძრას ქებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 9

გესმა რაი გალობაი იგი ზეცისა ძალთაი ძრვასა მას ქუეყანისასა, გულისხმა-ყავ, ვითარმედ ჟამი იგი მსგავს იყო ქრისტეს საფლავით აღდგომისა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა რაი განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და ითხოვე განღებაი ღმრთისმშობლის სამარისაი, გარნა ვერცაღა პოვეს წმიდაი გუამი ქრისტეს ყოვლადწმიდისა დედისაი მოციქულთა, და ცრემლთა წილ აღივსენ სიხარულითა, რამეთუ მიზეზითა შენითა განცხადნა ზეცად აღყვანებაი მისი ძისა მიერ მისისა, და გნატრიდენ სურვილითა:

გიხაროდენ, მჭურეტელო საღმრთოისა განგებულებისა საიდუმლოისაო;

გიხაროდენ, მრავალთა განმსწავლელო სჯულსა შინა ჭეშმარიტსაო;

გიხაროდენ, ბნელსა შინა მსხდომარეთა აღმომწოდებელო ნათლისა მიმართ ცხორებისაო;

გიხაროდენ, მრავალსა ქუეყანასა განმავრცობელო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, გეთსამანიასა ღრუბლითა მიწევნულო დატირებად ღმრთისმშობლისაო;

გიხაროდენ, საფლავისაგან მისისა გარდამგორვებელო ქვისაო;

გიხაროდენ, კაცთათვის განმმხელელო დიდისა სახარულისაო;

გიხაროდენ, მათთვის მახარებელო ღმრთისმშობლის აღდგომისაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ განმამრთელებელო ხორცთა და სულთა უძლურებისაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 10

საღმრთოსა სიბრძნესა შინა განსწავლული ქრისტეს მოციქულად მოევლინე რაი პალესტინესა და შუამდინარეთსა, ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი სახარებისა მხსნელსა ნათელსა, და ძალითა ღმრთისაითა აღასრულებდი რაი ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, აღუშენე ეკლესიანი მადლითა საღმრთოითა, და მღდელთა ერთა თანა ასწავებდი სამებისა ერთღმრთეებისა დიდებასა: ალილუია.

იკოსი 10

საღმრთოითა მოშურნეობითა აღვსილი უკუ-იქეც რაი ჰინდოეთსა, მრავალნი მოაქციენ ქალაქსა მელიაპორსა, და განხურდა რაი მოგვი ვინმე შურითა საეშმაკოითა, ცილი დაგწამა მოკვლასა შინა ძისა თვისისასა, ხოლო შენ ქრისტეს სახელითა უბრძანე განცხადებაი მკულელისაი ცხედარსა, და ვითარცა ცოცხალმან ხმა-ყო და მკულელად სახელ-სდვა რაი მამასა თვისსა, მხილველთა ამისა ქრისტე აღიარეს ღმრთად ჭეშმარიტად, რომელმანცა ესევითარი მადლი მოგანიჭა მსახურსა თვისსა, და სასოებითა მისითა აღვსილნი გაქებდენ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ვარსკულავო ნათელმფენო, სიმართლისა მზისა – ქრისტეის მიმართ მრავალთა წარმმართველო;

გიხაროდენ, ბრწყინვალებითა სულისა შენისაითა უღმრთოებისა წყუდიადისა განმფანტველო;

გიხაროდენ, საღმრთოითა ძალითა ურწმუნოთა ცილისწამებისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, საცთურითა დაბნელებულთა პართთა და მიდიელთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, გირკანელთა ქრისტეს სჯულსა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა პურითა ბაქტრიელთა და ბრაჰმანთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, მგელთა მტაცებელთა კეთილად გარდამცვლელო;

გიხაროდენ, ქრისტეს სახელისა სადიდებელად მოგვთა გრძნებისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, ბოროტმზრახვალთა პირთა დამხშველო და სივერაგისა მათისა დამხსნელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 11

ვითარცა მოციქულმან ქრისტეისმან წმიდაი და დიდებული სახელი მისი უკანაისკნელ ჰქადაგე რაი ქალაქსა კალამინსა, მოაქციე არა ხოლო თუ საყვარელი ძეი და ცოლი მეფისა მუზდისაი, არამედ დიდებულნი და მსახურნი მისნი და წარგადგინეს რაი წინაშე მისა, ამაოდ გაიძულებდა უარყოფასა ღმრთისა შენისასა, რამეთუ პირველ გტანჯა განხურებულითა რვალითა, და მერე შთაგაგდო რაი მოტყინარესა მას ღუმელსა, ზეგარდამოითა მადლითა შეცურეული უვნებელად ჰგიებდი და ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

ქრისტემან არცხვინა რაი სიმხეცესა მას მძლავრისასა, არა გულისხმა-ყო მან ნიში ეგე საღმრთოი, და გაიძულებდა თაყუანისცემასა მზის კერპისასა, გარნა ვითარცა ცვილი მსწრაფლ დადნა რაი ლოცვითა შენითა, მორწმუნენი იხარებდენ, ხოლო წარმართნი ევედრებოდენ რაი მეფესა მოკუდინებასა შენსა, ვითარცა „ღმრთეებისა“ მათისა აღმხოცველსა, შეძრწუნდა უსჯულოი იგი, და მოკლვაი შენი უბრძანა მხედართა, ამისთვისცა სამართლად პატივს გცემთ და ვღაღადებთ წადიერად:

გიხაროდენ, ღმრთისა სიტყვისა, ვითარცა თესლისა კეთილისა დამთესველო;

გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;

გიხროდენ, ძალითა ჯუარისაითა ეშმაკის სიბოროტისა დამხსნელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მსახურებისათვის ზღუათა შინა და ქუეყანასა ზედა მრავალთა განსაცდელთა დამთმენელო;

გიხაროდენ, ლამპარო აღგზებულო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, სიმდაბლითა და ლმობიერებითა შენითა ველურთა კაცთა ულმობელობისა მომდრეკელო;

გიხაროდენ, ურჩთა და ბრალეულთა სინანულად მომყვანებელო;

გიხაროდენ, კერპოვანებისა სიბნელითა გონებადაბნელებულთა ღმრთისა მიმართ მომაქცეველო;

გიხაროდენ, ჩუენ მიერ სამართლად პატივისცემულო და მარადის ხსენებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 12

განგიყვანეს რაი გარე ქალაქისა მხედართა, მორწმუნენი ტირილითა შეუდგენ კუალსა შენსა, ნეტარო, და ითხოვე რაი ჟამი აღსრულებისათვის ლოცვისა, ხელი დაასხი ხუცად სიფორსა და მეფისწულსა აზანსა დიაკონად, და ანდერძად დაუდე განმრავლებაი მორწმუნეთაი, ხოლო განგგმირეს რაი მტარვალთა ხუთითა ლახუარითა, სასოებითა შეჰვედრე წმიდაი სული თვისი უფალსა, და მოციქულთა და მარტვილთა თანა დაგამკვირა რაი სასუფეველსა შინა, მრავალმოღუაწეი გუამი შენი დაკრძალეს მოწაფეთა შენთა პატივითა, და დაუწყვედელად აღმოაცენებდი კურნებსა და მრავალთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

სიხარულითა აღივსების აწ დიდებული სიონი, რამეთუ დავანებულ არს კანკელსა მისსა წმიდაი და პატიოსანი თავი შენი – სასოდ და შესავედრებელად ერისა ჩუენისა, და მღდელთმთავარნი და მღდელნი მორწმუნეთა თანა წლითი-წლად აღასრულებენ რაი დღესასწაულსა შენსა, საფარველითა თვისითა იცავ ყოველთა შენდა შევედრებულთა, და მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროისაგან ულევისა მადლისა, აწ ჩუენცა მოვისწრაფვით მიმთხვევად სიწმიდისა მის შენისა, და გიგალობთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისათვის სისხლისა დამთხეველო და სასუფეველსა მისსა დამკვიდრებულო;

გიხაროდენ, შემდგომად სიკუდილისაცა მრავალთა სულთა ქრისტეს მიმართ მიმყვანებელო;

გიხაროდენ, მტარვალისა მის მეფისა მუზდისა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა მომაქცეველო, რამეთუ ძისა მისისაგან მეყსა შინა განვიდა სული უკეთური ნაწილთა შენთა შეხებითა:

გიხაროდენ, სუეტო სარწმუნოებისაო, რამეთუ დიდად პატივსა სცემდა სამარხოსა შენსა მეფეი იგი და აღაგო რაი ტაძარი მას ზედა, მხარეი იგი ჰინდოთაი, ვიდრე აქამომდე წოდებულ არს ქუეყანად „წმიდისა თომაისა“;

გიხაროდენ,  მნათობო ქრისტეს ეკლესიისაო, რამეთუ წმინდანი ნაწილნი შენნი პირველ წარიხუნეს რაი შუამდინარესა, მერმე დაიუნჯეს ვითარცა იტალიამან და საბერძნეთმან, ეგრეთცა ათონმან, ივერიამან და უნგრეთმან;

გიხაროდენ, რამეთუ იხარებს დედა-ქალაქი ჩუენი დავანებისათვის წმიდისა თავისა შენისა სიონისა ეკლესიასა შინა;

გიხაროდენ, რამეთუ იქადის გელათი მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა;

გიხაროდენ, რამეთუ უკუეთუ ვინმე ლოცვითა მიეახლება სიწმიდეთა მათ შენთა, იხსნი მათ ყოვლისაგან ბოროტისა;

გიხაროდენ, რამეთუ ერისა ჩუენისა მფარველთა მოციქულთა თანა განგადიდებთ;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 13

ჰოი, კეთილად ღმრთისმეტყველო თომა მოციქულო, რომელმან მოვლე ყოველი სოფელი და საცთური კერპთაი, ვითარცა ნასხლევი დასწვენ ქრისტეს მოძღურებითა, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, ურიცხუთა მტერთა და განმხრწნელთა საცთურთაგან გარე-შეცულნი დაგვიცვას ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი, ვიდრემდის არა მივიწივნეთ ნეტართა მათ სავანეთა ზეცისათა და შენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დიდებით შუენიერო, მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო, მახარებელო მშვიდობისაო და ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო, და ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!

ჰოი, ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მოციქულო თომა, ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა დაშვებითა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და სხუათა მათ მოციქულთა თანა წარგავლინა რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლე ყოველი სოფელი, და ნათელი მისი განფინე რაი ჰინდოეთსა, სიბნელეი მკვიდრთა მისთა განაბრწყინვე, დიდებულო, და ძედ ნათლისა და დღისა გამოაჩინენ სულითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა.  მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა საქებელო, და შესავედრებელო ჩუენო, წმიდაო თომა მარჩბივო, გამოგირჩია რაი კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოწაფედ თვისად და მოციქულად, მოგცა ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, და აჰა, აწ წინაშე საყდარსა მისსა მდგომარემან შეიწირე ვედრებანი ჩუენნი და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა თომა მოციქულისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

Categories
მსახურებანი პარაკლისები

სავედრებელი პარაკლისი პატივად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“

ამ ხატის წინაშე განსაკუთრებულად ევედრებიან დედა ღვთისმშობელს

ეშმაკის მანქანების და ჯადოქრობისაგან განთავისუფლებასა

და სიმსივნითა და სულის დამღუპველ ვნებებით შეპყრობილთა განკურნებას! 

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის ). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. (3-გზის)

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

გვაცხოვნენ ჩუენ, ყოველთა დედოფალო, მადლისა შენისა მეძიებელნი სურვილითა, და ყოველთა სნეულებათა და ვნებათაგან გამოგვიხსენ მოლტოლვილნი სიხარულისმომნიჭებელისა ხატისა მომართ შენისა, ხოლო სამწყსოი შენი, ყოვლითურთ შენდა მსასოებელი, დაიცევ ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.

დიდებაი… (იგივე)  აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: აღვაღებ პირსა ჩემსა, რაითა აღივსოს სულითა და აღმოთქუას დიდებაი დედისა და დედოფლისაი, და სიხარულითა ვუგალობდე სასწაულთა შენთა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

მოვედით მორწმუნენო, და შეუვრდეთ მოწყალესა დედასა და ყოველთა დედოფალსა „პანტანასას“, რამეთუ უმეტეის სასოებისა ნუგეშინისცემს და კურნებს ყოველთა მწუხარეთა და სნეულთა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარცა მაცხოვნებელი წყაროი, ცუარსა მას ნუგეშისასა გარდამოუდინებს წმიდაი ხატი ეგე შენი ღირსებით თაყუანისმცემელთა მისთა და ასუმევს მათ წყალსა ცხორებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მცნობნი ურიცხუთა საკვირველებათა შენთა, ჰოი, ყოველთა დედოფალო `პანტანასა~, სურვილითა შეგიტკბობთ და გევედრებით, რაითა გვიხსნნე ჩუენ ყოველთა სენთა და ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი, რამეთუ მოჰმადლე შენ სოფელსა საღმრთოი ყრმაი, ქალწული მარიამი, რომელ ყოველთა ტომთაგან აღირჩიე საცხოვნებელად კაცთა ნათესავისა.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ცხოველო და უშურველო წყაროო მგალობელთა შენთაო, სულითა განამტკიცე გუნდი მოსავთა შენთაი, და ღირს ჰყავ გვირგვინსა დიდებისასა ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

საწუთოისა ცხორებისა ნაღველსა და ღელვათა მრავალსახეთა დაატკბობ დედობრივითა მეოხებითა შენითა, უბიწოო, და განსაცდელსა შინა მოგვივლენ შეწევნასა ხატისა მიერ შენისა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, რომელნი შეუვრდებით სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა „პანტანასას“, და გევედრებით: უსძლოო დედოფალო, დაგვიფარენ ყოველთა ძვირთა და ურვათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მხურვალესა შემწესა გევედრებით, ყოველთა დედოფალო, ნათესავთა და მოყუასთა ჩუენთათვის, რაითა უკურნებელთა სენთაგან განჰკურნო, (სახელები) და მიჰმადლო შუებაი და ლხინებაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, ყოველთა დედოფალო, დაგვიფარენ ჩუენ პატიოსანითა ომოფორითა შენითა, და ბნელნი იგი ღრუბელნი ურვათა ჩუენთანი განაქარვე ნათლისმფენელთა სხივთა მიერ მადლისა შენისაისა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

ვითარცა ხარი შენ სასოი და მფარველი ჩუენი შემდგომად ღმრთისა, ეგრეთცა სასწაულთმოქმედი ხატი ესე შენი „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“ გუაქუს ჩუენ, ვითარ უსასყიდლოი მკურნალი სულთა და ხორცთაი, და გევედრებით: შეგვეწიე ვნებათა და ბოროტთა განსაცდელთა შინა დანთქმულთა, და გვიხსენ ყოველთა ძვირთა და სალმობათაგან.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ოდეს ჭაბუკი ვინმე, დანთქმული წყუდიადსა შინა გრძნებისასა, მიიწია ვატოპედისა სავანესა, შევრდომითა თაყუანისცა წმიდასა ხატსა შენსა „პანტანასას“, და გამოჰკრთა რაი მისგან ელვაი ნათლისაი, ვითარცა უსულოი, ქუე-დააკუეთა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

გულისხმა-ყო ჭაბუკმან, ბოროტისაგან შეპყრობილმან, ვითარმედ ძალი შენი სძლევს უკეთურებათა მტერისათა, და აქებდა შენ მიერ გამოუთქუმელად შობილსა ძესა და ღმერთსა ყოველთასა, მას ევედრე, აწ ჩუენცა დაგვიცვას და განგვარინოს მანქანებათაგან ეშმაკისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საშინელი ძლიერებაი ხატისა შენისაი აჩუენე რაი კაცსა მას ვნებულსა, ცოდვანი თვისნი მსწრაფლ შეინანა, და დემკვიდრა ვატოპედისა მონასტერსა, რაითა ლოცვითა და ღუაწლითა განიწმიდოს თავი თვისი მწიკულისაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, სიყრმითგანვე აღზრდილო ტაძარსა შინა, აწ ჩუენცა ღირს-გვყავ ტაძარსა შინა ღმრთისასა წმიდათა საიდუმლოთა ზიარებისა, საკურნებელად სულთა ჩუენთა, და ჟამსა აღსასრულისასა განგვიხუენ ჩუენ ბჭენი სასუფეველისანი და წარგვიძეღუ ზეციერსა ტაძარსა ძისა შენისასა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შეძრწუნდებიან ყოველნი ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა, რამეთუ შეიწყნარე მუცელსა შენსა ღმერთი ყოველთაი, უქორწინებელო სძალო, და შევ უჟამოი ძეი, რომელმან ყოველთა მგალობელთა შენთა მოგუმადლე მშვიდობაი.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

იხარებდენ მამანი გამობრწყინებასა წმიდისა ხატისა შენისასა, რამეთუ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათვის შეცთომილთა და ვნებულთა, აწ ჩუენცა განგვარინე ყოვლისაგან საფრხისა და გვიხსენ ცოდვათაგან.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

აღასრულებდი რაი ნიშთა და კურნებათა ხატისა მიერ შენისა, გულისხმა-ყვეს სავანისა მის მოსაგრეთა, ვითარმედ ხარი შენ მკურნალი დიდი, მფარველი მტკიცეი და ზედამხედველი მათთვის, რომელნი სასოებენ შეწევნასა შენსა და მადლობენ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდაი და ელვარექმნილი ხატი შენი განითქუა რაი ყოველსა ქუეყანასა, მრავალნი მიივლტოდენ ხილვად მისდა, და ეძიებდენ შენგან დაცვასა და წყალობასა, აწ ჩუენცა მოგვანიჭე მადლი, და კურთხევაი, და წარგვიმართე გზისა მიმართ ცხორებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ყოვლადქებულო დედოფალო, ცისკარო, შენ მიერ სულთა ჩუენთათვის აღმობრწყინებულისა ნათლისა მიმართ წარმმართებელო, რომელმან შევ მზეი სიმართლისაი ქრისტე, სიხარული და ხსნაი სოფლისაი.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მოვედით, ღმრთივგანბრძნობილნო, აღვასრულოთ ღმრთეებრივი და ყოვლადპატიოსანი ესე დღესასწაული ღმრთისმშობლისაი, აღვიტყუელნეთ და ვადიდოთ მისგან შობილი ღმერთი.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

განდიდნა რაი ხატი ეგე უძლურთა კურნებითა და განწირულთა აღდგინებითა, მეფენი და მთავარნი ერთა თანა მიისწრაფდენ ხილვად მისდა, და მოიღებდენ აღსრულებასა კეთილთა თხოვათასა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ხედვიდეს რაი მამანი სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა, განამრავლეს პირნი მისნი, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლონი მკურნალნი ყოველთა მათდა შევრდომილთა და მადლობდენ უფალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ყოვლად დიდებული „პანტანასა“ მიანიჭებს მოსავთა მისთა ნუგეშისცემასა, ეგრეთცა წმიდანი პირნი მისნი სიტკბოებითა შენითა აღმოგვიცენებენ სულთა და ხორცთა კურნებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, ტრედო წმიდაო, და კრაო უბიწოო, გამოუთქუმელად მშობელო საღმრთოისა მის ტარიგისა და მწყემსისაო, ყოველთა ანგელოსთა წესთა უმაღლესო, ევედრე ჩვენთვის ღმრთეებრივსა ძესა შენსა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                

გუნდი: ამინ.

კონდაკი

წარდგომილნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, ლმობიერითა გულითა გიგალობთ შენ, ღმრთისმშობელო, და გევედრებით: დაგვიცევ ჩუენ საფარველითა მადლისა შენისაითა და გვიხსენ სნეულებათა და ჭირთაგან, რაითა ყოველნი სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, მსწრაფლშემწეო და მკურნალო მოსავთა შენთაო!

იკოსი

ანგელოზი მდგომარეი წინაშე პირსა ღმრთისასა ზეცითგან გარდამოხდა და გიხაროდენი უგალობა რაი ყოველთა დედოფალსა, ღმრთისამაუწყებელითა ხმითა უღაღადა: გიხაროდენ, აღსრულებაო საღმრთოისა განგებულებისაო; გიხაროდენ, წყაროო დაუშრეტელო სიხარულისაო და ცუარო მადლისაო; გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა დამხსნელო და დამნთქუმელო ყოველთა ვნებათაო; გიხაროდენ, ყუდროო ნავთასაყუდელო, შემწყნარებელო ტვირთმძიმეთა და მაშურალთაო; გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, მსწრაფლშემწეო და მკურნალო მოსავთა შენთაო!

მღდელი: მოხედენ. სიბრძნით. წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.

დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მოჰმადლე რაი წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“ ათონსა, წყალობისა მისისა შარავანდედითა განათლებულნი ღმრთისმოშიშებითა მივაგებთ პატივსა, ვითარცა სასოსა და ნუგეშინისმცემელსა ჩუენსა და გევედრებით: ყოველთა დედოფალო, მოჰმადლე მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა ძლევაი ურიცხუთა მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი ქრისტეის ღმრთისაგან, და წყალობაი ყოველთა მორწმუნეთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისა და ჯუარისა მცხეთისაითა; ზეგარდამოქსოვილისა უფლის კუართისა და ღმრთივბრწინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისა, და წმიდისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარე, ეკატერინე და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა `პანტანასა~ – ყოველთა დედოფლისაითა~ და ყოველთა წმიდათა და სიწმიდეთა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.        

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: არაი მსახურეს ქმნილებასა უფროის შემოქმედისა ღმრთივგანბრძნობილთა ყრმათა, არამედ ახოვანებითა დათრგუნეს შინებაი ცეცხლითა და სახარულევანნი გალობდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარცა ხარი შენ სიხარული მთაწმინდელთა, და ნუგეში და სიქადული ვატოპედისა სავანისაი, ეგრეთცა განჰბანე გულნი ჩუენნი ნაკადულთა მიერ მადლისაითა, რომელთა გარდამოგვიდინებ წმიდათა პირთაგან ხატისა შენისაისა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ეჰა, ვითარ საკვირველ არს ძალი სასწაულთა შენთაი, რომელთა ცხადად იქმ წმიდათა ხატთა მიერ შენთა, რამეთუ მრავალთა ექმენ შემწე ჭირთა და სნეულებათა შინა, და ყოველნი მადლიერებითა გაქებენ და ადიდებენ ქრისტესა, ძესა შენსა და ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრიად შეიყუარეს რაი მამათა ჩუენთა „პანტანასა“, ევედრენ ვატოპედისა იღუმენსა, მოანიჭოს წმიდაი პირი მისი სამწყსოსა ივერთა ეკლესიისასა, რაითა მარადის იყოს მსწრაფლ-შემწეი და მკურნალი ყოველთა სნეულთა და დავრდომილთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მხოლოო ქმრისა გამოუცდელო ქალწულო მარიამ, უქორწინებელად დაიტიე რაი გარე-შეუწერელი ღმერთი წიაღსა შენსა, გაბრიელ მთავარანგელოსისა თანა გიღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ღმრთისმოსავნი ყრმანი სახუმილსა შინა იხსნა ღმერთმან, რომელ შობად იყო ღმრთისმშობელისაგან, აკურთხევდით უფალსა ყოველნი საქმენი მისნი და უგალობდით მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

მსგავსად ღმრთივმავალისა ვარსკულავისა მოევლინა რაი შუენიერი პირი ხატისა შენისაი ტფილისსა, მამანი სამწყსოთა თანა მიეგებნეს სასოებითა, და გალობითა დააბრძანეს ქეთევან წამებულის ტაძარსა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

საცნაურად განბრწყინდა ქუეყანასა ჩუენსა დიდებული „პანტანასა“, და იქმნა რაი უძლურთათვის, ვითარცა საუნჯეი მადლისაი, აწ განწმიდე მწიკულნი ცოდვათა ჩუენთა და გვიხსენ მძვინვარე სენთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიყუარულითა აღგიმართეს რაი სავანეი მთასა მას ზედა ზაჰესისასა, ვითარცა ახალი მეტეორა, – სახელსა ზედა „პანტანასა – ყოველთა დედოფლისა“, ხატი ეგე დააბრძანეს ტაძარსა, და ყოველნი გევედრებიან შეწევნასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მიძინებასა სოფელი არაი დაუტევე, ღმრთისმშობელო, არამედ მარადის ჩუენ თანა ჰგიებ და მდიდრად გვიწყაროებ სიმხნევესა და ნუგეშსა, რომელნი სახებასა შენსა ამბორს უყოფთ და უგალობთ და ვადიდებთ ღმრთეებრივსა ძესა შენსა.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: იშუებდით ნაშობნი ქუეყანისანი, და იხარებდით ყოველნი უსხეულონი ზეცისანი, რომელნი პატივის-ჰსცემთ წმიდასა ამას დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა და ხმობდით ღაღადებით: გიხაროდენ, ყოველთა დედოფალო, უბიწოო და მარადის ქალწულო.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

უნათლეს მზისა ბრწყინავს რაი წმიდაი ხატი ესე შენი სასწაულთა ელვითა, კრძალვითა გმსახურებენ მონაზონნი, და მღდელთა თანა პარაკლისითა და გალობითა გავედრებენ რაი ვნებულთა, მარადის ისმენ ლოცვასა მათსა და აღხოც სენთა და სალმობათა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

აჩუენე რაი მსწრაფლი იგი შეწევნაი შენი ვითარცა სავანესა მას შინა მოღუაწეთა, ეგრეთვე მუნ ლოცვად მოსწრაფეთა, წლითი-წლად აღასრულებენ ხსენებასა ხატისა შენისასა, უბიწოო, და ღმრთისმსახურებითა ჯეროვანითა ადიდებენ სახიერებასა შენსა და სიწმიდესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუტეოთ აწ, ქართველნო, მწუხარებაი, ვითარმედ ხატი ესე ყოველთა დედოფლისაი, რომელსა მარადის ჭურეტენ მონაზონნი ათონისნი, გამოჩნდების ხსნად ერისა ჩუენისა მძვინვარეთა სენთაგან და ყოვლისაგან ჭირისა, და შევუვრდეთ მფარველობასა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გნატრიან შენ ყოველნი ნათესავნი ქრისტეანეთანი, რამეთუ მოხედა უფალმან სიმდაბლესა შენსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და ყო რაი შენ თანა დიდებული ძლიერმან, განიხარა სულმან შენმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა შენისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღვდელმან აკმიოს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, სავანესა მას ყოველთა დედოფლისასა, რაითა ღირს ვიქმნნეთ ჩუენცა შევრდომად კურთხეულისა ამის საუნჯისა, და მის მიერ მადლისა მიმღებელნი უფალსა შევსწირვიდეთ დიდებასა და ქებასა.

მივისწრაფოთ, ყოველნო ქართლოსიანნო, თაყუანისცემად და შევრდომად ხატისა მის, საკვირველად განთქუმულისა, რამეთუ ყოველთა შევედრებულთა მისდა იცავს საფარველითა თვისითა და დაატკბობს ჭირთა და სენთა სიმწარესა.

უშურველად გარდამოავლენ რაი ჩუენ ზედა წყალობასა შენსა სასწაულთმოქმედითა ხატითა შენითა, სათნო-იჩინე და სიმრთელეი მიჰმადლე ფიცხელთა სენთაგან ტანჯულთა და მკურნალთაგან დატევებულთა, (სახელები), რაითა სიხარულითა გმადლობდენ შენ, ჰოი, ყოველთა დედოფალო, და ადიდებდენ ღმერთსა.

წმიდასა და სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა შევრდომილნი, ღმრთისმშობელო, შენდა შევსწირავთ ვედრებასა, ვითარცა დიდსა მფარველსა და შემწესა შენდა წილხვდომილისა ერისასა, რაითა აწ დაიფარო სამწყსოი შენი, მაჭირვებელთა ვნებათაგან და ეშმაკთა საცთურთაგან.

ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი გადიდებენ შენ, ვითარცა ყოველთა ნათესავთა უზეშთაესსა, ხოლო ჩუენ, მსასოებელნი წმიდისა ამის ხატისა შენისანი, დედად განკაცებულისა უფლისა გქადაგებთ, ყოვლად უბიწოდ, და მართლმადიდებლობითა უღაღადებთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.       

გუნდი: ამინ.   

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ყოვლად-მოწყალეო ღმრთისმშობელო! წმიდაი ხატი შენი „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“, გვივის ჩუენ, ვითარცა სახიერი მკურნალი სულთა და ხორცთაი, და ხელაპყრობით გევედრებით წინაშე მისა: ისმინე აწ მხურვალეი ვედრებაი ჩუენი, და ყოველნი მისდა შევრდომილნი დაგვიფარენ ქუეშე საფარველსა მოწყალებისა შენისასა.

ჰოი, დედაო და დედოფალო ყოველთაო, სძალო ღმრთისაო მარიამ! წყალობასა შენსა შევედრებულნი მოვევლტით ხატსა შენსა „პანტანასას“, რომელ მოგვიღებიეს ათონითგან, და გევედრებით: განპყარ კურნებისა მომნიჭებელნი ხელნი შენნი და სიხარული და სიმრთელეი მიანიჭე ეშმაკთა და უკურნებელთა სენთა მიერ გვემულთა, უძლურნი განაძლიერენ, დავრდომილნი აღადგინენ და მოთმინებაი მიჰმადლე მძვინვარეთა ჭირთაგან ძლეულთა; სასოდ შეუორგულებელად ექნენ უსასოთა და მწუხარებისა წყვდიდსა შინა დანთქმულთა სულთა აღმოუბრწყინვე გამოუთქუმელი ნათელი ღმრთეებისაი და აღავსე შუებითა; სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, გულნი ბოროტნი მოამდოვრენ, კაცთმოყუარებაი განაძლიერე და ყოველნი აღგვავსენ სიყუარულითა და სარწმუნოებითა, ხოლო გონებანი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხენ, რაითა დაუცადებელად იქმოდენ ნებასა მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტეის ღმრთისასა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარენ და განაძლიერენ მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი (სახელი); განანათლენ ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ-ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო ქალწულო, ყოვლად-უბიწოო დედაო ღმრთისაო, მხურვალედ შევრდომილნი წმიდასა ამას ხატსა შენსა „ყოველთა დედოფალსა“, დიდებისმეტყუელებითა გადიდებთ შენ, და გევედრებით: გაქუს რაი ხელმწიფებაი განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა, აწ მოხედე მწუხარებათა, გარე-მოდგომილთა ჩუენდა, და ევედრე ყოვლადმოწყალესა ძესა შენსა და ღმერთსა, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა ჩუენსა მშვიდობაი და დაიცვას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვათაგან მტერთასა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგვმადლოს ზრახვათა სიწმიდეი, ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი და დახსნაი მახეთაგან ბოროტისა; ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი და დამკვიდრებაი ზეცისა იერუსალეიმსა, რაითა შენთანა ვადიდებდეთ მას, რომელსა შუენის დიდებაი და პატივი, მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).  

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს.   

გუნდი: ამინ.

ერისკაცი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დასდებელი ხატის მთხვევასა ზედა

ყოვლად საკვირველი და მადლმოსილი ხატი შენი „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“, მხსნელად და შესავრდომელად მოჰმადლე რაი ყოველთა მწუხარეთა, მძაფრთა სენთაგან შეპყრობილთა და ეშმაკთა მიერ ბოროტად გუემულთა, აწ ჩუენცა ნუ გვიტევებ შთაფლვად უფსკრულსა უსჯულოებისასა, და გვიხსენ ყოვლისაგან ჭირისა და სულთა და ხორცთა ვნებულებათაგან.

წინაშე ხატისა მის შენისა წარდგომილ ვართ ლმობიერად მორწმუნენი, ჰოი, დედაო, და დედოფალო ყოველთაო, და გევედრებით: ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ განგვკურნე და დახსენ მანქანებაი ეშმაკთაი და წინააღმდგომთა ჩუენთაი.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ყოველთა დედოფალი“ – „პანტანასა“-ს გარდამოცემანი

ხსენება 31(ძვ.სტ 18) აგვისტო; 3 (ძვ.სტ. 21 აგვისტო) სექტემბერი

 

საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დასვენებულია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „ყოველთა დედოფლად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატი, რომელსაც სხვა დავადებებთან ერთად ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ. XVII ს-ის ხატი დაბრძანებულია მთავარი ტაძრის აღსავლის კართან და ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმიდისაგან. ამ ხატთან ლოცვით, ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნვის შემთხვევები ხშირია.

ხატზე გამოსახულია მეწამულ სამოსში სამეფო ტახტზე დაბრძანებული ქალწული მარიამი, რომელსაც ხელთ ყრმა იესო უპყრია. იესოს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა კი მაკურთხებელად აქვს დახრილი. ხატი ღვთისმშობლის გამოსახვის ისეთ იკონოგრაფიულ ხერხს მიეკუთვნება, რომელსაც პანაქრანტას (ბერძნულად უწმინდესს უწოდებენ). ამ სახის ხატებს სხვაგვარად `ყოვლადმოწყალეს” უწოდებენ. პანაქრანტას ხატების საერთო ნიშანს წარმოადგენს ტახტზე დაბრძანებული მარიამი, ყრმა იესოსთან ერთად, სადაც ტახტრევანი ღვთისმშობლის სრულყოფილებისა და ზეციური დიდების სიმბოლოა.

ვათოპედის მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წ.წ. დააარსა სამმა წარჩინებულმა ადამიანმა – ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. წმ. ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს მეორე ადგილი ეჭირა წმ. მთის მონასტერში, რომელიც დღემდე შეინარჩუნა. XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონიც თავიდან ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდენ, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი.

სერბი მეფის სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობებს შორის, რომელებიც მან XIVს-ში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსენიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს. ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს – კატალონელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები. ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV ს-ის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.

X ს-ში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი – ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 – გარეთ. მათგან 5 – მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.

მონასტრის საგანძურში პანტანასას გარდა დავანებულია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები: ყოველთა დედოფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. აქ ინახება უამრავი მშვენიერი შესამოსელი და წმინდა ჭურჭელი, ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი. ასევე დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარუსის მახლობლად.

პანტანასა ხატის შესახებ ასეთი გარდამოცემაა შემონახული: თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიახლოებია, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს, ბერების წინაშე სინანულის ცრემლებით მოუნანიებია დანაშაული – ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და ჯადოქრობასა და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შესცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა, რის შემდეგაც, ის ათონის წმინდა მთაზე დასახლდა. იმის მერე აკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ხატი საოცარ ზეგავლენას ახდენდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, მათზე, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. კიბოს, როგორც დაავადებას, უძველესი ისტორია აქვს. გარეგნულად კიბორჩხალას წააგავს, სწორედ ამ მსგავსების გამო, ჰიპოკრატემ მას „კარცინომა“ (ტერმინების „კიბორჩხალა“ და „სიმსივნე“ სინთეზი) უწოდა.

ძველ ქართულ წყაროებში ამ დაავადებას „კირჩხიბს“ უწოდებენ. მაგალითად, X საუკუნის უნიკალურ ნაშრომში „უსწორო კარაბადინი“ ეს სნეულება სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი. შეიძლება სიმსივნის სახელწოდებაც „კიბო” აქედან მოდის. სხვა წყაროების მიხედვით კი კიბოს „კაეშანსა“ და „არამს“ უწოდებდნენ. აქედან მოდის გამოთქმაც, არმად შეგერგოსო.

ეს დაავადება პირველად, ძვ.წ.აღ-მდე, 1600 წელს, ეგვიპტურ პაპირუსზეა აღწერილი. ნაშრომში მითითებულია, რომ კიბოს რამდენიმე სახეა ცნობილი და რომ მისგან განკურნება შეუძლებელია. ძვ.წ.აღ პირველ საუკუნეში რომაელმა ექიმმა ავლიუს კორნელიუს ცელსიუსმა გადაწყვიტა, რომ საწყის სტადიაზე კიბოს მკურნალობა ქირურგიული გზით არის საჭირო, ხოლო ბოლო სტადიაზე საერთოდ, არ ღირს ჩარევა. კიბო ახლაც უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა და ყოველწლიურად უამრავი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამიტომ, მათ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ და ამ დაავადების სასწაულებრივი განკურნება არაერთხელ მომხდარა. მათ შორის ღვთისმშობლის მიმართ გულმხურვალე ლოცვის შედეგად. XVII ს-ში, მას შემდეგ, რაც `ყოველთა დედოფლის” მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყვეს, დაიწყეს ხატის ზუსტი ასლების დაწერა და მისი სხვა სავანეებში დაბრძანება. ამასობაში „პანტანასამ“ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალმა და მრავალი ადამიანი უმძიმესი დაავადებისგან ამ ხატის მეშვეობით განიკურნა. თავად სახელწოდება „ყოველთა დედოფალი“ საუბრობს ხატის ყოვლისმომცველ ძალაზე. ღვთისმშობლის ამ ხატს გააჩნია უძლიერესი მაკურნებელი საწყისი.

ხატის სხვადასხვა ასლი არსებობს, რომელთაგან ერთი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნვნის შესახებ რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის მოწყალების საზოგადოების თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში) და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით, ყოველთა დედოფლის ხატის ასლი რუსეთისთვისაც შეიქმნა. 1995 წელს ის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი იყო დაბრძანებული, ნელსურნელებით აივსო. ამჯერად ეს ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია.

ამ სასწაულთმოქმედი ხატის კიდევ ერთი ასლი საქართველოში 2003 წლის 3 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და ავჭალის წმინდა ქეთევანის ტაძარში დააბრძანეს, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდებოდა – მრევლი მას სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განკურნებას შესთხოვდა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიდა. მამა გიორგის თქმით – „ხატმა უამრავ უძლურ ადამიანს ნუგეშინი სცა, სნეული ადამიანები ფეხზე დააყენა და ბევრს პროგრესირებადი დაავადებები შეუჩერა. ასეთი ფაქტები უამრავია და მადლობა ღმერთს, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოშია“.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე – ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ყოველთა დედოფალი პანტანასას“ სახელობის დედათა მონასტერი „ახალი მეტეორა ყოველთა დედოფლის სავანე”. მამა გიორგის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: – „2000 წელს, ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას, ვატოპედის მონასტერში გვითხრეს, რომ „პანტანასას ღვთისმშობლის“ ხატს დიდი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. სურვილი, რომ ამ ხატის ასლი საქართველოშიც ყოფილიყო მას შემდეგ გამიღრმავდა, რაც ჩვენი მრევლის წევრი ონკოლოგიური დაავადებით დასნეულდა. მას კურთხევა მივეცი დასნეულებული ადამიანები ენახა და ხელმოწერები მოეგროვებინა. დაახლოებით 2000 ხელმოწერა მოგროვდა, მასში ჩართული იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს როგორც ავადმყოფები, ასევე ექიმები, თანამშრომლები. შედგა სპეციალური წერილი. მაშინ ქორეპისკოპოსის მოვალეობას მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასრულებდა. მეუფეს ვთხოვეთ და მისი კურთხევით ეს წერილი ვატოპედში გაიგზავნა, ვითხოვდით რომ საქართველოსთვის დაწერილიყო და ავჭალაში, ქეთევან წამებული ეკლესიაში ჩამობრძანებულიყო „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ ორიგინალის ასლი. მთაზე მეორედ მომიწია გამგზავრება, წერილი პირადად ვატოპედის იღუმენს, მამა ეფრემს გადავეცი, რომელიც დაგვპირდა რომ ამ თემას აუცილებლად განიხილავდნენ და პასუხს შეგვატყობინებდნენ~.

საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.

ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს, თუმცა როცა შესაწირი თანხის ოდენობა შევიტყვეთ, ძალიან შევწუხდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა მდიდარი კვიპროსელი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლსო.

ტაძარში, სადაც „პანტანასას“ ხატია დაბრძანებული, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 14 საათზე მისივე სახელობის ეკლესიაში აღევლინება საჯანმრთელო პარაკლისები მძიმე სენით დაავადებულთა საკეთილდღეოდ. უსასყიდლოდ გაიცემა ღვთისმშობლის კანდელიდან ამოღებული ზეთი. მართლაც, ღვთის რწმენით და გულწრფელი ლოცვით, სასწაულები ხდება. „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ სასწაულთმოქმედი ხატის ძალით ადამიანები მძიმე სენისგან თავისუფლდებიან. სავანეში მიაქვთ მადლიერების წერილები, რომელთაც ვატოპედის მონასტერში გზავნიან. ისინი, პანტანასას ხატთან დაკავშირებით დიდი წიგნის გამოშვებას აპირებენ. მამა გიორგი რაზმაძის კურთხევით მისი მრევლის წევრმა, ოპერატორმა ბესარიონს გაფრინდაშვილმა გადაიღო ფილმი პანტანასას ხატის როგორც ორიგინალზე, ისე საქართველოში ჩამობრძანებულ მის ასლზე.

„პანტანასად“ წოდებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შეეწიოს სრულიად საქართველოს! ამინ!

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

Categories
მსახურებანი

პირველშეწირულის ლიტურგია

პირველშეწირულის ლიტურგია

 

საეკლესიო განწესების მიხედვით, პირველშეწირულის წირვა მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება, ასევე ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. პირველშეწირულის ლიტურგია, თავისი შინაარსით, საღამოსთვის შესასრულებელი ღვთისმსახურებაა, რის გამოც მსახურების ძირითად ნაწილს მწუხრის ლოცვები შეადგენს, რომლებსაც ჩვეულებრივი ლიტურგიის ნაწილი მოებმის. პირველშეწირულის წირვისათვის საჭიროა ძღვენი წინა კვირას მომზადდეს, ე.ი. კვირას, წირვაზე, ერთი ტარიგის ნაცვლად დამატებით მზადდება კიდევ ორი, რომლებიც (ჩვეულებრივ, იმავე კვირის) ლიტურგიაზე არ გამოიყენება, არამედ ინახება წმინდა ტრაპეზზე – სანაწილეში.

პირველშეწირულის მსახურებაზე ძღვნის ხელახალი შეწირვა აღარ ხდება, რადგან მოიხმარენ (წინა კვირას მომზადებულ) „პირველ შეწირულ“ ტარიგს. ამიტომ ამ ლიტურგიაზე ლოცვები გარკვეული თავისებურებებით აღესრულება.

დიდი მარხვის სადაგ დღეებში (მხედველობაშია ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი, თუ დღესასწაული არ დაემთხვა) საეკლესიო განწესება (ტიპიკონი) კრძალავს სრული ლიტურგიის ჩატარებას (იგულისხმება წმინდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიები), მისი სადღესასწაულო ხასიათიდან გამომდინარე, რადგან ამ წირვაზე ამაღლებული სადღესასწაულო ლოცვები და საკითხავები იგალობება. ეკლესიამ ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ძველთაგანვე განაწესა და მთლიანად მიუსადაგა მარხვის პირობებსა და განწყობილებას.

საინტერესოა, რომ ძველ ქრისტიანთა ღვთისმსახურება დაკავშირებული იყო საერთო სახალხო შეწირულობასთან. განსაკუთრებულ შეწირულობად ითვლებოდა პური და ვაზის ღვინო, რომელსაც ეკლესია წესისამებრ ღვთისმსახურებაში იყენებდა, დარჩენილი ნაწილი კი ურიგდებოდა ობლებს, ქვრივებსა და გაჭირვებულებს.

ლოცვის შემდეგ იშლებოდა საერთო ტრაპეზი, სადაც მრევლი იკრიბებოდა. ამ შეკრებებს „აღაპები“ ანუ სიყვარულის ტრაპეზი ეწოდებოდა.

ეს ტრადიცია თვით მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, მასზე ლაპარაკია მოციქულთა კანონებში. პირველი ქრისტიანები დიდ მარხვაში თითქმის ყოველდღე ეზიარებოდნენ. წმინდა კვიპრიანე შენიშნავდა: „ჩვენთვის ქრისტე არსობის პურია, ხოლო ვიმყოფებით რა ქრისტეში, ყოველდღიურდა ვიღებთ წმინდა ზიარებას და ამით მარადის ვითხოვთ, მოგვენიჭოს ეს ცხოვრების პური“.

პირველშეწირულის ლიტურგიის განწესება მოციქულთა ეპოქას განეკუთვნება; ცნობილია პეტრე და იაკობ მოციქულთა პირველშეწირულის ლიტურგიები. საბოლოო სახით იგი ჩამოაყალიბა წმინდა ბასილი დიდმა. ამას მიუთითებს წმინდა სოფრონ იერუსალიმელი თავის შრომაში „ლიტურგიათა შესახებ“, ასევე ათანასე დიდი და სხვა საეკლესიო მამები.

აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია მე-12 საუკუნემდე მაინც წმინდა ბასილი დიდის განწესების საფუძველზე აღესრულებოდა. ამას მოწმობს მე-12 საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერი: „ჟამის წირვაჲ მარხვათა განახლებაჲ თქმული წმიდისა ბასილისი“. მოგვიანებით ჩვენთანაც და მთელ აღმოსავლეთის ეკლესიებშიც საღვთისმსახურო პრაქტიკაში გრიგოლ დიოლოღოსის (მე-6 ს.) სახელით ცნობილი პირველშეწირულის წეს-განგება დამკვიდრდა (წმინდა გრიგოლ დიოლოღოსმა ბასილი დიდის პირველშეწირულის ლიტურგიის ოდნავ გადამუშავებული რედაქცია შეიტანა დასავლეთის ეკლესიაში, რის გამოც ამ ლიტურგიას მისი სახელი ეწოდა).

პირველშეწირულის წირვა განსაკუთრებული ღვთისმსახურებაა როგორც თავისი განწესებით, ასევე სულიერი განწყობილებით და აღესრულება დიდმარხვაში იმის გამო, რომ დიდი მარხვა ჭეშმარიტი სინანულის სახეა.

 

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3, 2006 წ.

Categories
მსახურებანი

ზეთის კურთხევის – შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო

შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო

 

 

 

„უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვე-ეტეოს მას.“

(იაკობ. 5, 14-15).

საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმიდა წერილი კი საეკლესიო საიდუმლოების (ბერძნ. მისტერიონ) ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსსა და ცხოველი ქმედების უნარს ამჟღავნებს; ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ კი, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, გვაუწყებს: „ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი“ (1 კორ. 4,1).

ზეთისკურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით ენიჭება მადლი, რომელიც განმწმედელია და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან მაკურნებელი; ის აძლიერებს მორწმუნეს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუკი ადამიანი აღსარებებში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება. ზოგჯერ ადამიანს ავიწყდება კიდეც მის მიერ ჩადენილი ცოდვები და ამით ცოდვის ფესვები მასში კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ ამ მომძლავრებული ცოდვის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება.

საინტერესოა, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ზეთისა და წყლის კურთხევისათვის ერთი და იგივე ლოცვები იკითხებოდა. წყალი იკურთხებოდა ისევე, როგორც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელიც ჰკურნავს ყოველ სნეულებას.

ზეთის კურთხევის წესში მითითებულია, რომ კურთხევის დროს ზეთს უნდა შეერიოს ღვინო ან წყალი.

სინას მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, კანდელებში ზეთთან ერთად ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ აიაზმასა და ღვინოსაც ასხამდნენ. კონსტანტინეპოლის ადგილობრივ ეკლესიაში ზეთის კურთხევის დროს ზეთში ღვინის ნაცვლად წყლის შერევა იყო მიღებული.

რაც შეეხება სნეულებზე შვიდგზის ზეთისცხების წესის აღსრულებას, იგი პირველქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს. როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, 7 დღე ზედიზედ ლოცვებს უკითხავდა და ზეთსაც აცხებდა ხოლმე. სწორედ ამ ტრადიციის გამო, შემდგომში დამკვიდრდა შვიდგზის ზეთისცხების შესრულებაც.

სნეულებზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს.

კურთხევანში წერია, რომ ეს წესი შვიდმა მღვდელმა უნდა აღასრულოს. თუმცა საიდუმლო შეიძლება ერთი მღვდლის მიერაც შესრულდეს, რადგან მღვდელმსახური ეკლესიის სახეს წარმოადგენს და ნებისმიერ მღვდელს ხელეწიფება ამ საიდუმლოს სრული სახით აღსრულება.

ზეთისცხების საიდუმლო მარტოოდენ სნეულებზე როდი სრულდება. ადრექრისტიანულ ტაძრებში, როგორც ამას წმიდა ეპისკოპოსი სვიმეონ თესალონიკელი ადასტურებს, ზეთისცხებას აღსარების შემდგომ აღასრულებდნენ და იგი ცოდვათა მიტევებას განასახიერებდა.

წმიდა იოანე დამასკელი სასულიერო პირებს ურჩევდა, რომ შვიდგზის ზეთისცხების აღასრულების წინ, ჯერ თავად ეცხოთ შვიდგზის ზეთი და მხოლოდ შემდგომ ამისა აღესრულებინათ ეს მსახურება.

იერუსალიმის ტიპიკონი გვამცნობს, რომ უძველესი დროიდან ზეთისცხება თანაბრად უტარდებოდათ სნეულებსაც და ჯანმრთელებსაც.

ძველ კუთხევანში ნათქვამია, რომ შვიდგზის ზეთისცხების საყოველთაოდ აღსრულების დღედ დიდმარხვის პერიოდი, კერძოდ, ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი ან დიდი შაბათი იყო დადგენილი.

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

Exit mobile version