საპარაკლისო კანონი ზესთაწმიდისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა პორტაიტისაჲსა
(აღწერილი გერასიმე მონაზონისა მიერ)
მღდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ, აწდა.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ…
უფალო შეგჳწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ, აწდა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ, აწდა.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი. ჴმაჲ დ.
საკჳრველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგჳხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მჴურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძუელად აჩუენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგჳტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქუს შენ დაფარვაჲ და დაცვაჲ მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
დიდებაჲ.
ტროპარი
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე, მადლითა შენითა ყოვლადწმიდაო.
აწდა.
კეთილსახელოვანი და ყოვლადწმიდაჲ ხატი შენი, ვითარცა თავსმდები გამოჴსნისა ჩუენისაჲ, განგებულებითა გუებოძა ჩუენ, უხრწნელო, რომელიცა რაჟამს დაიუნჯა მონასტერმან იბერთამან, განერა იგი, შენ მიერ, ყოვლისაგან სავნებელისა და მისთანა აღივსების, ქალწულო, სასოებითა წარუკუეთელითა, და – ყოველნივე, რომელნი მოვლენან შენდა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ჴმაჲ დ გუერდი
გალობაჲ ა. ძლისპირი:
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა და განუპო ზღუა მეწამული და ისრაელი ი სნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
თაყუანისსაცემელისა ხატისა შენისა დიდებულებათა ქებისმეტყუელებად განმზრახველი ენითა ნივთიერითა და ბაგეთაგან მწიკულევანთა, მოქენე ვარ ცეცხლისსახისა მის მარწუხისა, რომლისა ღირს-იქმნა ესაია, დედაო ღმრთისაო, უქორწინებელო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
სიმტკიცესა და მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა უშურველად აღმოაცენებს ხატი შენი, ვითარცა წყაროჲ დაუწყუედელი, და დაშრეტს იგი ნაკუერცხალთა ჭირთასა, ქალწულო, ცუარითა მით შენისა სახიერებისაჲთა, და განახარებს გულთა ყოველთასა.
დიდებაჲ
მოსაწევნელთაგან მტანჯველთა განგუათავისუფლენ ჩუენ და საშინელთა სენთაგან, ქალწულო, და – ცხორებასა ამას შინა განსაცდელთაგან, რომელნი ესე მოშიშებით შევუვრდებით თაყუანისსაცემელსა ხატსა შენსა, შენმიერისა დიდებისა მფარველობითა განდიდებულსა, ყოვლადუხრწნელო.
აწდა
ზემოკერძო, ქალწულო, ბჭეთასა სათნო-იჩინე, მონასტერსა მას ივერთასა, დაცულობაჲ ღმრთისსახოვანისა შენისა ხატოვნებისაჲ, სადაჲთცა სეხნაობითად წოდებულ იქმენ პორტაიტისად, ვითარცა თჳთაღმთქმელი კარისმცუელი და წინამბრძოლი შენისა ამის სამწყსოჲსაჲ.
გალობაჲ გ. ძლისპირი:
შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
იჴსენ, უხრწნელო, ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა სამწყსოჲ ეგე შენი, მინდობილი შენდა, ქალწულო, და მეყსეულად დაჴსენ, გევედრებით, ყოველი განზრახვაჲ უსამართლოჲ ამას ზედა, ჰოჲ პორტაიტისაო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
შენსა ზედამდგომელობასა და დედობრივსა მადლსა და უმოწყალესსა განგებულებასა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი და შენსა ნაწილსა დამკჳდრებულნი ცხოვნებულ ვართ, ქალწულო პორტაიტისაო.
დიდებაჲ
ჭეშმარიტად, ვითარცა საღმრთოჲ სალხინებელი, გამოგჳჩინე ჩუენ, ქალწულო პორტაიტისაო, ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი კურნებასა მოვიღებთ, სიტკბოებითა შენითა, თანად სულთა და ჴორცთასა.
აწდა
საკჳრველად მოწევნულ იქმნების ხატი შენი, უხრწნელო, ძუელადვე ნიკეითგან ათონსა, სათნოჩენითა შენითა, და უზესთაეს მზისა გამოუბრწყინვებს ყოველთა შენთა მადიდებელთა შეწევნისა შენისა საბოძვართა.
გამოგჳჴსენ, ჰოჲ პორტაიტისაო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ვნებულებისაგან და ჭირთა და იწროებათაგან ჩუენ, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით მფარველობასა შენსა.
მოიხილე კეთილმოწლედ, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა მართლმადიდებელთა ივერიელთა და მეუფებისა მისისათვის.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასითა (და მაღალყოვლადუსამღუდელოესისა მიტროპოლიტისა ან მთავარეპისკოპოსისა, ან ყოვლად უსამღუდელოესისა ეპისკოპოსისა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს მონა (ან მხევალი) თჳსი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მისისანი და იჴსენ იგი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა, და მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
გუნდი:უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წარდგომაჲ ჴმაჲ ბ.
მეოხი მჴურვალეჲ და შესავრდომელი დიდი და მფარველი მტკიცე და თანამბრძოლი და ზედამხედველი ხარ შენ, პორტაიტისაო, მათთჳს, რომელნი ეძიებენ შეწევნასა შენსა; ამისთჳსცა, იჴსენ იგინი ყოვლისაგან საბრჴისა, ვითარცა აღუთქუ მონათა შენთა, ყოვლადუბიწოო.
გალობაჲ დ. ძლისპირი:
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისა , რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთ სცა წინა სწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდება , კაცთმოყუარე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ყოვლითა სულითა და გონებითა შევუვრდებით, ღმრთისმშობელო, სახიერებასა შენსა და ტირილითა გიღაღადებთ შენ: მოყავ ყური შენი ჴმათა ჩუენთა მომართ, უხრწნელო, და აღგჳსრულენ სათხოელნი ჩუენნი, ქალწულო პორტაიტისაო, ვითარცა ღმრთისა დედამან, კეთილმოწყალემან.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
თქუმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, ყოვლადუხრწნელო, სამკჳდრებელისა ამის შენისათჳს, აღასრულე, ქალწულო, ვითარცა მოწყალემან და ნუ განაშორებ სამკჳდრებელისა ამისგან მეოხებასა შენსა, რამეთუ ვცოდეთ, ქალწულო, გარნა დღეყოველ შენდამო განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა.
დიდებაჲ
განკურნენ სულიერნი ჩუენნი სატანჯველნი და კურნებულ-ჰყვენ სნეულებანი სხეულისანი, ძნიადსატჳრთველნი და ფიცხელნი, ქალწულო, და საღმრთოჲთა შიშითა განსწავლენ გონებანი ჩუენნი, პორტაიტისაო, აღსრულებად ნებათა ღმრთისათა.
აწდა
რჯულნი ბუნებისანი შენ შორის ახალცუალებულ არიან, ღმრთისა დედაო, რამეთუ ზესთა ბუნებისად და ახალმშუენად იყო ყოველი, რაჲცა შენდამო იქმნა და რამეთუ ზღუამანცა, დედუფლისა მტჳრთველმან, საკჳრველად მიუბოძა მონასტერსა იბერთასა ხატი შენი, უვნებელი განგებითად.
გალობაჲ ე. ძლისპირი:
რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვა ჩემი გევედრები.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
რაჲსათჳს განბრწყინდა და განდიდდა დიდებული ხატი პირისა შენისაჲ, – ზესთა სიტყჳსა წმიდაჲ პორტაიტისაჲ? რამეთუ ვითარცა ოდესმე უცნაურად მოიწია იგი ჩუენდა ზღჳსა მიერ, ეგრეთვე უცნაურთა იქმს საკჳრველებათა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ჩუენ ზედა კადნიერებანი ეშმაკთანი დამჴობილ-ყვენ, ღმრთივმიმადლებულო, და ამაო-ყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად მთისა შენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, პორტაიტისაო, ვითარცა საკუთარისა.
დიდებაჲ
ჩუენ, მონანი შენნი, რომელთა გჳვი შენ, წმიდაჲ ეგე საფუძველი და შეურყეველი ეგე ღუზაჲ წმიდაჲ, შენდა მოვივლტით, რაჲთა განაქარვნე შენ მწიკულევანებანი განსაცდელთანი და გრიგალნი, ვითარცა ქაფნი ზღჳსანი.
აწდა
სავალისა მის მაცხოვარებისაჲსა და სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა წარგუმართენ ჩუენ, ქალწულო, რომელნი მჴურვალედ მოვეახლებით მფარველობასა შენსა და შემდგომად აღსასრულისა კეთილნი მიუთხრენ ღმერთსა ჩუენსა ჩუენთჳს, ვითარცა აღთქუმულ არს შენ მიერ.
გალობაჲ ვ. ძლისპირი:
ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა სებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
გჳვი შენ, პორტაიტისაო, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლოჲ მკურნალი სხეულთაჲ და მაკურნებელი სულთაჲ. მივევლტით, ქალწულო, კეთილსახელოვანსა ხატსა შენსა და სარწმუნოებით მოვიღებთ მისგან ძღუენთა გულმოწყალებისა შენისათა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
უღელვოდ ღელვათა ზედა მცურვალი ხატი შენი პორტაიტისაჲ მოიწია ჩუენდა, ვითარცა ნავთსაყუდელი მაცხოვარებისაჲ, რომელი-იგი დამაცხრობელ არს საშინელთა მათ ღელვათაჲ და წინაგჳძღჳს ჩუენ დაწყნარებისა მიმართ ჭეშმარიტისა.
დიდებაჲ.
განმიღე მე კარი ცხორებისაჲ და გამომიტაცენ მე, დედუფალო, ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა, რომელმან ინებე წოდებულყოფად, ვითარცა: „მეკარეჲ მონასტრისა იბერთაჲსაჲ,“ მოწლედ მომმადლებელმან ჩემდა მოკუეთასა თანანადებთა ჩემთა მრავალთასა.
აწდა.
ჭეშმარიტად განიწმიდა ზღუაჲ განცურვითა წმიდისა მის სახისა შენისაჲთა, ხოლო მონასტერმან იბერთამან შეიწყნარა იგი, ვითარცა სიმდიდრეჲ შეწევნისაჲ, და ყოველმან ათონმან დაიუნჯა იგი, ვითარცა ლამპარი სასოებისაჲ.
გჳჴსენ ჩუენ, ჰოჲ ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პორტაიტისაო, ყოვლისა სავნებელისა, ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით დამფარველობასა მას შენსა.
უხრწნელო, რომელმან უკუანაჲსკნელთა მათ დღეთა შევ სიტყუაჲ მიუთხრობელითა მით წესითა, მეოხ-გუეყავ ჩუენ, ვითარცა მქონებელი დედობრივისა მის კადნიერებისაჲ.
მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კონდაკი. ჴმაჲ ბ.
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთაჲ და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედუფალო!
მღდელმან: სიბრძნით.
წარდგომაჲ ჴმაჲ დ.
მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობა ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
(ლუკა I, 39-49, 56)
მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თჳსა.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
ჴმაჲ ბ.
დიდებაჲ.
მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ სიმრავლენი ბრალთა ჩემთანი.
აწდა.
მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ სიმრავლენი ბრალთა ჩემთანი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღ ოცე უშჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი, ჴმაჲ ბ. გუერდი.
უვი შენ, ყოვლადუხრწნელო, დიდსა მას მთასა ათონისასა დიდად შესავრდომელად და შენითა გულმოწყალებითა გამომჴსნელად, რამეთუ შენ მიერ ჴსნილ არს იგი ყოვლისაგან იწროებისა, ხოლო პორტაიტისაჲ მღჳძარეჲ რეცათუ ისათნოვა მონასტერმან ივერთამან დიდებულმან, არამედ, ჰოჲ ღმრთივმიმადლებულო, მოგუეც ჩუენ ყოველთა მადლი შენი და ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა, ქალწულო, ჩუენგან. ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ შენ მონანი შენნი.
მღდელმან: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლ-მადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლის მცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღუდელ მთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ მოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა, წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისა თა ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ მრავალ მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრება, და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ 12-გზის;
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გალობაჲ ზ. ძლისპირი:
ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
მრავალფერთა სენთა მაკურნებელ არს და სულთა არაწმიდათა სდევნის მადლი ხატისა შენისაჲ, ღმრთისმშობელო, და ყოველი ენაჲ ამიერითგან შენ გადიდებს, პორტაიტისაო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ძალი მოგუეც, ღმრთისმშობელო, დათრგუნვად მანქანებათა მტერისათა და თანამბრძოლ გუეყავ ჩუენ მარადის, ვითარცა აღგჳთქჳ, წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისაჲსა.
დიდებაჲ.
ზეთი, ფქჳლი და ღჳნოჲ ვითარცა ოდესმე განამრავლენ მონასტერსა შინა შენსა, ეგრეთცა მოგუეც, უბიწოო, ყოველთა შენდა მვედრებელთა დედობრივისა შენისა გულმოწყალებისა მდიდარნი კურთხევანი.
აწდა.
დაიფარე სამკჳდრებელი შენი, პორტაიტისაო, ყოვლისა ვნებულებისაგან, რამეთუ შენდა მომართ მოლტოლვილ არს ყოველი ათონი ვითარცა დღეკეთილობათა შინა, უხრწნელო, ეგრეთცა იწროებათა შინა ცხორებისათა.
გალობაჲ ჱ. ძლისპირი:
მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
მწუხრსა, ცისკარსა და შუადღისასა, დღესა, ღამესა და ყოველსა ჟამსა, და ყოველსა დროსა გევედრები შენ სულთქმითა და ცრემლითა და ამბორს-ვუყოფ შიშითა წმიდასა მას ხატსა შენსა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
განკურნენ ვნებანი გულისა ჩემისანი, განმინათლე გონებაჲ ჩემი დაბნელებული და ცხოველ-ყავ სული ჩემი მომკუდარი, და ძედ დღისა და მკჳდრად ნათლისა მაჩინე მე, დედუფალო.
დიდებაჲ.
შენ გაქებენ მწყობრნი ანგელოზთანი და გიგალობენ კრებულნი კაცთანი, და ქუეყანაჲ და ზღუაჲ, საკუთრად ყოვლადუბიწოო, ზესთქებისმეტყუელებენ წმიდასა შენსა ხატსა.
აწდა.
იხარებდე კარიბჭეო, ჴიდო და კიბეო მოკუდავებისაგან უკუდავებისა მიმართ, რომლისა მიერ წინმავალნი წიაღ-ვვალთ ცხორებისა ამის წყლოანსა ზღუასა და ქუეყანითგან ცისა მიმართ ვმაღლოით.
გალობაჲ თ. ძლისპირი:
განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა საძინებელსა შუენიერსა და ნათლიერსა, ყოვლადუბიწოო, ვითარცა საქორწინესა კეთილსუნნელსა, ვითარცა კეთილყვავილოვანსა მტილსა და კეთილმცენარესა სამოთხესა, ვითარცა სიწმიდესა გონებითსა, ვითარცა ოქროპორფიროვანსა კიდობანსა, ვითარცა სულიერსა ქუეყანასა და ვითარცა საყდარსა ცეცხლოვანსა, ეგრეთ ხატსა შენსა სახელს-ვდებთ.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
დაუცხრომელად ჰფარვიდე, უხრწნელო, განთქუმულსა ამას მთასა შენსა ყოვლითურთ, რომელიცა, ქალწულო, დღესა შინა და ღამესა კეთილმოშიშებით მტჳრთველ არს, პირსა ზედა და გონებასა შინა თჳსსა, წმიდისა მის სახელისა შენისა, რომელი-ეგე ამასვე შინა ჴელითა მდიდრითა მომნიჭებელ ხარ ზედამდგომელობისა მის შენისა საცნაურებათა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ღმრთივაღმომცენარეთა ღუართა სულთა მზრდელთა ამათ და ტკბილთა ნაკადულთასა საიდუმლოდ აღმოადინებ მარადის, ვითარცა დაუწყუედელი წყაროჲ მაცხოვარებისაჲ და ყოველსა ამას სამწყსოსა შენსა რწყავ და განამხიარულებ წინაჲსწარმეტყუელებითად; გარნა აღსასრულისაცა შემდგომად წინაშე ძისა შენისა ჩუენ, ვითარცა დაუსჯელნი, წარგუადგინენ, უბიწოო.
დიდებაჲ.
ხატი შენი უხრწნელი და კეთილსახელოვანი, ქალწულო, ვითარცა მზ ზესთაბრწყინვალჱ, შენითა მით ცისკროვნებითა ზესთბუნებითად ელვარეობს წმიდისა მის მონასტრისაგან ივერთაჲსა მთასა შინა შენსა და ყოველსა ზედა სოფელსა, და საკჳრველებათა მათ აღმობრწყინებითა დაჴსნის იგი ღამესა მას ვნებათასა, ღმრთისმშობელო.
აწდა.
გევედრები, უბიწოო, რაჲთა დაჴსნა ნათლითა მით პირისა შენისაჲთა ნისლი ესე უკეთური გონებისაჲ, და მიჴსნა მე მძლავრებისაგან ბოროტისა, და ჟამსა მას სიკუდილისასა მიმიტაცო მე, ქალწულო, ჴელთაგან სოფლისმპყრობელისათა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისაჲსა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან აკმიოს
შეიწყნარენ, დედაო უბიწოო, საგალობელნი ესე, რომელთაცა ტაძარსა შინა შენსა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა, და მომეც ჩუენ მადლი ღირსებით თაყუანისცემად ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, პორტაიტისასა:
მოიწია უცხოგუარად ხატი შენი მთასა ათონისასა და მიეცა იგი, ვითარცა საუნჯჱ, მონასტერსა ივერთასა, უბიწოო ღმრთისმშობელო, ამისთჳსცა ქებისვმეტყუელებთ საკჳრველებათა შენთა.
იხარებდე პორტაიტისაო, სიხარულო ანგელოზთაო და შეწევნაო ივერთა მონასტრისაო, რჩეულო მეოხო და მზრუნველო ყოვლისა სოფლისაო, ღმრთისმშობელობითო დამფარველობაო, ღმრთივდატჳფრულო სუეტო საჩინოო.
შენისა ჩუენდამო მეოხებისა სუეტად საჩინოდ, ღმრთივდატჳფრულად ჰგიეს ხატი შენი, ღმრთისმშობელო. ამისთჳსცა ყოველი ათონი გიგალობს და გადიდებს შენ, პორტაიტისაო!
დაიფარე მონასტერი შენი ყოვლისაგან რისხჳსა და სავნებელისა, ქალწულო, და ცოფისაგან მჴდომისა, და ჟამსა განსჯისასა დაუსჯელად დაგჳცევ ჩუენ, ღმრთისმშობელო, შენდა მონდობილნი.
წინამძღუართა ათონისა მთისათა, მღდელთმთავართა და მოღუაწეთა, აღმსაარებელთა, მწყემსთა და ღირსთა, მონაზონთა სიმრავლესა, გალობით პატივს-ვცემდეთ.
ყოველნო მჴედრობანო ანგელოზთანო, წინამორბედო უფლისაო, ათორმეტნო მოციქულნო, ყოველნო წმიდანო, მეოხ-გუეყვენით ჩუენ, ღმრთისმშობელისა თანა, რაჲთა ვცხონდეთ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ, აწდა.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდება საუკუნითგან უკუნისამდე, ამინ.
ჴმაჲ ბ გუერდი
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხნები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, და გჳჴსენ ჩუენ განსაცდელთაგან, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწდა.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა რომელნი-ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა .
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით კაცთმოყუარე, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხოვრებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, რათა მოწყალე გვექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვა, მარად დღე ჩუენზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელმან: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
გუნდი:დიდებაჲ, აწდა. უფალო შეგ წყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.
მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე), და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
განტევებისა შემდგომად ვგალობდეთ წინამდებარეთა დასდებელთა
ჴმაჲ ბ.
ყოველნი სარწმუნოებით შევრდომილნი მტკიცესა მას შენსა მეოხებასა და შიშითა და სარწმუნოებითა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა, მადლისა და წყალობისა ჩუენდამო მწყაროებელსა, ჴსნილ-გუყვენ, პორტაიტისაო, ყოვლისაგან იწროებისა, ყოვლისაგან კუეთებისა წინააღმდგომისაჲსა და მტანჯველთა მათ შემთხუევათაგან და ცხორებასა შინა განსაცდელთაგან.
დედუფალო, შეიწირე ვედრება მონათა შენთა, და გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა.
ყოველი სასოებაჲ ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღმრთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქუეშე შენსა.
მღდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
განსატევებელი პორტაიტისაჲსაჲ. ჴმაჲ ა.
საღმრთოჲსა მის ხატისა შენისა საკჳრველად მიმღებელთა კარიბჭისა მცუელად, ქალწულო, დამფარველად და მეოხად გჳვის იგი და ჩუენ, რომელნი მარადის აღვიზარდებით შენისა სამკჳდრებელისა მიერ, მსგავსებასა მას შენსა იგივეობითად შენდა თაყუანის-ვსცემთ ყოვლითა სულითა და ვღაღადებთ შენდა მომართ, ღმრთისმშობელო: დიდება ყოვლადკეთილსა განზრახვასა შენსა, დიდება მეოხებასა შენსა, დიდება შენსა ჩუენდამო საღმრთოსა წინაგანგებასა, უბიწოო.
კონდაკი. ჴმაჲ დ გუერდი
მოვედით, ათონისა მონაზონთა სიმრავლენო, სარწმუნოებით ვადიდებდეთ საღმრთოთა ქებათა მიერ ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა და ღმრთისმშობელსა, მზრუნველსა და მეკარესა თაყუანსაცემელისა ამის ივერთა საღმრთოჲსა მონასტრისასა, და მთისა მხედველსა, და მჴურვალედ ვღაღადებდეთ: იხარებდე, ქრისტეანეთა სიმტკიცეო, ქალწულო, ღმრთისა დედაო.
განსატევებელი ივერთა წმიდისა მონასტრისა მაშენებელთაჲ. ჴმაჲ ა გუერდი
იოანესა, ეფთჳმესა და გიორგისა, ივერთა მონასტრისა მწყემსთა და მაშენებელთა, ვითარცა მამათა მოყუარეთა, ვაქებდეთ, რამეთუ მეოხ-არიან ჩუენთჳს წინაშე ქრისტესა მარადის, რაჲთა მოგუცეს მან ჩუენ მშჳდობაჲ, მიტევებაჲ ცოდვათაჲ და, მათ თანა, სავანეჲ ზეცისაჲ.