ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა (+369) — 10 ივნისი – ძველი სტილით / 23 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი (+369) წარმართულ ოჯახში აღიზარდა. იგი ადრე დაქორწინდა, მაგრამ სამ წელიწადში გარდაეცვალა მეუღლე. დაქვრივებული თეოფანე ქრისტეს გზას შეუდგა – მოინათლა, განერიდა შფოთითა და ამაოებით აღსავსე ცხოვრებას და ქალაქგარეთ, ვიწრო კელიაში დაემკვიდრა. მასთან…

Read More

წმიდა ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსი

წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსი (+409) — 10 ივნისი – ძველი სტილით / 23 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა ბასიანე – ლავდიის ეპისკოპოსი (+409) სირაკუზის (სიცილია) ოლქის მმართველის შვილი იყო. მამა მას თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომაც განათლების მისაღებად რომში გაგზავნა. ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების…

Read More

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+444) — 9 ივნისი – ძველი სტილით / 22 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა კირილე ალექსანდრიელი დაიბადა ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში IV საუკუნის მეორე ნახევარში. მას 412-444 წლებში ეპყრა მღვდელმთავრის ტახტი. ნეტარი მამა თავმჯდომარეობდა 431 წელს ეფესოში მოწვეულ III მსოფლიო კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ნესტორი და მისი…

Read More

ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი

ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) — 9 ივნისი – ძველი სტილით / 22 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია…

Read More

ღირსი ნავკრატიუსის ხატი

ღირსი ნავკრატიუსი (+747) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ნავკრატიუსი წმიდა თეოდორე სტუდიელის (ხს. 11 ნოემბერს) მოწაფე იყო. მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისთვის და წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის ნეტარმა მამამ ხატმებრძოლთაგან დევნა და შევიწროება დაითმინა. ამ მწვალებლობის დაგმობის შემდეგ კი პატრიარქმა მეთოდემ გადასახლებიდან გამოიწვია იგი…

Read More

ღირსი აფრე

ღირსი აფრე (V) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი აფრე იყო მოწაფე ღირსი ორე ნიტრიელისა (+390; ხს. 7 აგვისტოს). იგი ეგვიპტეში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა V საუკუნეში. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Read More

ღირსი მელანია უფროსის ხატი

ღირსი მელანია (+410) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი მელანია, წმიდა მელანია რომაელის (+431, ხს. 31 დეკემბერს) ბებია იყო. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Read More

წმიდა პავლე კაიუმელი

წმიდა პავლე კაიუმელი (+766) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა პავლე კაიუმელი დაიბადა და აღიზარდა კონსტანტინეპოლში. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმის (740-755) მხილებისთვის ცხვირი მოაჭრეს, ადუღებული ფისი და გოგირდი გადაასხეს, თვალები დათხარეს და ასე ნატანჯი და დამცირებული დიდხანს შეკრული ფეხებით ათრიეს ქალაქის ქუჩებში. წმიდა…

Read More

ღირსი ზოსიმე ფინიკიელის ხატი

ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI) დაიბადა სირიის სოფელ სინადში, ტვირის მახლობლად. ის სრულიად ახალგაზრდა აღკვეცეს ბერად. ზოსიმე მარხვით, ლოცვით, ფიზიკური შრომით და სხვა კეთილი საქმეებით განადიდებდა უფალს. ღირსმა მამამ ღვთისგან განჭვრეტის მადლი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა…

Read More

წმიდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის ფრესკა

წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი (ნაწილთა გადასვენება, 319) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი ჰერაკლიაში ეწამა ქრისტესთვის 319 წლის 8 თებერვალს. წამების დროს წმიდანმა მსახურს – უარს სთხოვა, რომ მისი ცხედარი მშობლების მამულში დაეკრძალა. უარმა შეუსრულა ბატონს უკანასკნელი სურვილი – იმავე წლის 8 ივნისს…

Read More