ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მოწამეები გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი (I) — 22 ივნისი – ძველი სტილით / 05 ივლისი – ახალი სტილით

მოწამე გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი წმიდა მოწამეები: გალაქტიონი, იულიანე და სატურნინი. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა გალაქტიონი ზღვაში დაახრჩვეს, იულიანა კი ძესთან, სატურნინთან ერთად დაწვეს.

Read More

წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი

წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი დაიბადა ქალაქ გალიჩში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა მონასტერში წავიდა. წმიდანი ჯერ გალიჩის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მოსკოვის სვიმეონის სავანეში დამკვიდრდა, სადაც…

Read More

ღირსი დულა მეგვიპტელის ხატი

ღირსი დულა მეგვიპტელი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი დულა ეგვიპტის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. სიმშვიდით, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამორჩეული მოწესე სავანის ზოგიერთი ძმისგან 20 წლის მანძილზე ითმენდა დაცინვასა და შეურაცხყოფას. თავდაპირველად ძლიერ უჭირდა, მაგრამ შემდგომ ისეთ განურისხველობას მიაღწია, რომ გულწრფელად უყვარდა…

Read More

წმიდა ეფრემის, სერბეთის პატრიარქის ხატი

წმიდა ეფრემი, სერბეთის პატრიარქი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა ეფრემი, სერბელი პატრიარქი. წმიდა ეფრემმა თავისი ბერული მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო, შემდეგ კი სერბეთის იბროვოს მონასტრის იღუმენად აირჩიეს. 1376 წელს კი წმიდა ეფრემი სერბეთის გარდაცვლილი პატრიარქის, საბა III-ის მემკვიდრედ იქნა დადგენილი. ახალარჩეულ პატრიარქს…

Read More

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი ქალაქ სტრიდონში (დალმაცია და პანონია) მცხოვრებ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. განათლების მისაღებად მშობლებმა ჭაბუკი რომში გაგზავნეს, სადაც იგი საერო მეცნიერებებს სწავლობდა. დედაქალაქში ჩასული იერონიმე თავდაპირველად ქალაქური ფუფუნებითა და ახალგაზრდული თავაშვებულობით ცხოვრობდა, მაგრამ…

Read More

წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი

წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი — 16 ივნისი – ძველი სტილით / 29 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი (1612). ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“. ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. სხვათა შორის,…

Read More

წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე

წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ეს ის დრო იყო, როცა თურქებმა დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები და სერბეთის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ. წმიდა მეფის, დუშანის კარზე აღზრდილი ლაზარე ჯერ სერბეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნეს,…

Read More

ღირსი ეფრემის, ანტიოქიის პატრიარქის ხატი

ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი (+545) — 8 ივნისი – ძველი სტილით / 21 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ეფრემი, ანტიოქიის პატრიარქი (+545). ეფრემი მხედართმთავარი იყო ანასტასი (491-518) და იუსტინე (518-527) იმპერატორების დროს. სირიელი ჭაბუკი გამოირჩეოდა სიკეთით, კეთილმსახურებითა და გულმოწყალებით. 526 წელს უფალმა სასჯელი დაატეხა თავს ანტიოქიას ნესტორისა და ევტიქის ერესებისაკენ გადადრეკისათვის:…

Read More

წმიდა მიქაელ კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტის ხატი

წმიდა მიქაელი, კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მიხეილი, კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტი, მღვდელმსახურთა დასთან ერთად 989 წელს ჩავიდა კორსუნში ახალნათელღებულ (988 წ.) მოციქულთასწორი მთავარ ვლადიმირთან (ხს. 15 ივლისს). რუსეთის პირველ მიტროპოლიტს მძიმე, მაგრამ მადლმოსილი მსახურება ხვდა წილად. ბრძენმა…

Read More