წმიდა ტიხონი ამათუნტელი ეპისკოპოსი

წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი ამათუნტელი ეპისკოპოსი — 16 ივნისი – ძველი სტილით / 29 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის…

Read More

წმიდა მოციქული სტეფანე

წმიდა მოციქული სტეფანე — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მოციქულ სტეფანეს პავლე მოციქული ახსენებს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში (1 კორ. 16,15-18). იგი წერს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი,…

Read More

ნეტარი აგვუსტინე

ნეტარი აგვუსტინე — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

ნეტარი ავგუსტინე, დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი, დაიბადა 354 წლის ნოემბერში, ჰიპონიის მახლობლად, სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ ტოგასტაში. მამამისი – პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე…

Read More

ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი პახუმი დიდის მოწაფე იყო. მან ახალგაზრდობაშივე ისეთი დიდი სულიერი გამოცდილების დაგროვება მოასწრო, რომ მოძღვარმა ხენოვოსის კინოვიის იღუმენობა მიანდო. ერთხელ პახუმიმ ბერებს ღირსი ორტისის შესახებ უთხრა, იგი ოქროს სასანთლესავით ბრწყინავსო უფლის სახლში….

Read More

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა…

Read More

წმიდა მოციქული სტეფანე

წმიდა მოციქული სტეფანე — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა მოციქულ სტეფანეს პავლე მოციქული ახსენებს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში (1 კორ. 16,15-18). იგი წერს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი,…

Read More

ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

ღირსი სვიმეონი სალოსი და იოანე — 21 ივლისი – ძველი სტილით / 3 აგვისტო – ახალი სტილით

✝ ღირსი სვიმეონი სალოსი და იოანე 21 ივლისი / 3 აგვისტო ✦ · ✦ ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე გულწრფელად მეგობრობდნენ….

Read More

ქრისტე პანტოკრატორი — Christ Pantocrator, Orthodox icon

წმიდა მოწამეები გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი (I) — 22 ივნისი – ძველი სტილით / 05 ივლისი – ახალი სტილით

მოწამე გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი წმიდა მოწამეები: გალაქტიონი, იულიანე და სატურნინი. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა გალაქტიონი ზღვაში დაახრჩვეს, იულიანა კი ძესთან, სატურნინთან ერთად დაწვეს.

Read More

წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი

წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი — 15 ივნისი – ძველი სტილით / 28 ივნისი – ახალი სტილით

წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი დაიბადა ქალაქ გალიჩში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა მონასტერში წავიდა. წმიდანი ჯერ გალიჩის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მოსკოვის სვიმეონის სავანეში დამკვიდრდა, სადაც…

Read More

ივერიის ღვთისმშობლის ხატი — Iveron Icon of the Mother of God

წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული — 20 ივლისი – ძველი სტილით / 2 აგვისტო – ახალი სტილით

✝ წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული 20 ივლისი / 2 აგვისტო ✦ · ✦ წმიდა სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა…

Read More